You are on page 1of 16

აზროვნება

ცნება; პროცესი
 აზროვნება ადამიანის მიერ საგნებისა და
მოვლენების, მათ შორის კანონზომიერი
კავშირ-ურთიერთობების განზოგადებული
ასახვაა.

 აზროვნება გულისხმობს არამხოლოდ


ირგვლივ მომხდარის დაკვირვებას, დანახვასა
და აღქმას, არამედ - საგანთა და მოვლენათა
ზოგადი კანონზომიერებების, არსის გაგებას.
 აზროვნებისპროცესი მოიცავს ანალიზს,
სინთეზს, შედარებას, განზოგადებას,
აბსტრაგირებას, კონკრეტიზაციას და
სრულდება ცნების წარმოქმნით.
აზროვნების მოშლის კლინიკური
სახეები
 1) ასოციაციური პროცესის (ფორმის)
მოშლა (ტემპის, გამართულობისა და
მიზანმიმართულობის ცვლილება) და
 2) აზროვნების შინაარსის (ბოდვითი
იდეები, ზეღირებულოვანი და
აკვიატებული იდეები) მოშლა.
ასოციაციური პროცესის
აჩქარება
 აზრებიუსწრაფესად ცვლიან ერთმანეთს,
რის გამოც მეტყველება წყდება, ერთიდან
მეორე წინადადებაზე გადადის, თუმცა
აზრის გამოტანა შესაძლებელია.
ყურადღება ეფანტება, სხვადასხვა
სტიმულზე რეაგირებს.
აზროვნების გამართულობისა და
მიზანმიმართულობის მოშლა
 დამახასიათებელი თავის ტვინის ორგანული პროცესების დროს
(ატროფია, დემენცია, ათეროსკლეროზი, ეპილეპსია)

 ა) პათოლოგიური აზრების ცოხნა - ასოციაციური პროცესის


სწორხაზოვნების, მიზანმიმართულობის მოშლა - სათქმელს ამბობს
ბევრი გადახვევებით, არასაჭირო დეტალიზაციით, მნიშვნელოვანისა
და ნაკლებმნიშვნელოვანის არევა.
 ბ) ინკოჰერენტული აზროვნება - სრული ქაოსურობა, უაზრობა,
დაუკავშირებელი სიტყვები, ლოგიკური და გრამატიკული კავშირები
მეტყველებაში სრულიად არ არის. ცნობიერების აშლის ფონზე
ვითარდება და ამენციისათვისაა დამახასიათებელი.
 გ) პერსევერაცია - ერთსა და იმავე აზრზე შეჩერება, გაჭედვა.
ფრაზებისა და სიტყვების გამეორება. ხშირად მხოლოდ პირველი
პასუხია სწორი. მერე კი იმეორებს იმ პასუ
 აუტისტური აზროვნება - აზროვნება, რომელიც
რეალურ ფაქტებს კი არ ეყრდნობა, არამედ პაციენტის
შინაგანი სამყაროდან მომდინარე განცდებს.
 სიმბოლური აზოვნება - პაციენტი ცალკეულ
სიტყვებსა და ცნებებს აზრს თვითონ ანიჭებს და
მხოლოდ მას ესმის. ვთქვათ, „რკინა მანამ უნდა
გამოჭედო, სანამ ცხელია“ - ექიმის თხოვნაზე, რომ
აზრი გამოიტანოს, ის ამბობს, გაიქეცი, სანამ გვიანი
არ არის და გარბის. ნეოლოგიზმები შემოაქვს.
 ასოციაციების შეწყვეტა, თითქოს აზრი გაუწყდა,
დაეკარგა - შპერუნგი - ახასიათებს შიზოფრენიას.
 რეზონიორობა - უნაყოფო მსჯელობა - როცა ძალიან ბევრი
სიტყვაა და ძალიან ცოტა აზრი:
„ხედავთ, ეს რა მნიშვნელოვანია, მე მინდოდა მეთქვა და აღმენიშნა,
რომ ეს ისეთი მნიშვნელოვანია, სერიოზულად, აღსანიშნავია, რა
თქმა უნდა თქვენ არ ფიქრობთ, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი“.
 შიზოფაზია - წყვეტილი აზროვნება - ცალკეულ აზრებსა და
სიტყვებს შორის კავშირი არ არის. აზრის გამოტანა შეუძლებელია -
სიტყვიერი ნაფხვენი ან სიტყვიერი სალათი. თუმცა გრამატიკული
წყობა შეიძლება შენახული იყოს. ნათელი ცნობიერების ფონზე.
ახასიათებს უპირატესად შიზოფრენიას.

 პარალოგიკური აზროვნება - დასკვნა, რომელიც


კანონზომიერებას არ ექვემდებარება.
ბოდვითი იდეები

 1. მცდარი მსჯელობები
 2. პაციენტის მთელს ცნობიერებას
მოიცავს
 3. კორექციას არ ექვემდებარება, თუმცა
რეალობას სრულიად არ შეესაბამება
 4. ყოველთვის პათოლოგიურ პროცესზე
მიუთითებს
წარმოქმნის მექანიზმის მიხედვით ბოდვები
იყოფა:

 1) პირველადი (ინტერპრეტაციული,
სისტემატიზებული) - მრუდე ლოგიკა,
არასწორი ინტერპრეტაციები, რაც
აბსტრაქტული შემეცნების მოშლის ნიშანია
 2) მეორეული, გრძნობადი, ხატოვანი -
აღმოცენდება ფსიქიკის სხვა აშლილობის
ფონზე, ჰალუცინაციების, ფსიქიკური
ავტომატიზმების, ცნობიერების დაბინდვის,
გუნება-განწყობის შეცვლის.
შინაარსის მიხედვით (ბოდვის ფაბულა)

 დევნის ბოდვითი იდეები (დევნის,


ზემოქმედების, ინსცენირების, დავის,
მოწამვლის, მატერიალური ზიანის,
ღაზოიანობის)
 განდიდების ბოდვითი იდეები
(რეფორმატორობა, სიმდიდრე, სასიყვარულო,
მაღალი წარმოშობის, განდიდების)
 თვითდამცირების (ბრალის, გაღარიბების,
ცოდვიანობის, დისმორფომანია,
იპოქონდრიული ბოდვა)
მასშტაბის მიხედვით

 მცირე გაქანების - სამზარეულოს ბოდვა


 მეგალომანიური - ფანტასტიკური
შინაარსის
ბოდვითი სინდრომები

 პარანოიის
 პარანოიდური (ჰალუცინაციური, ფსიქიკური
ავტომატიზმები)
 პარაფრენიული
 პარანოიის სინდრომი წარმოდგენილია პირველადი
სისტემატიზებული ინტერპრეტაციული ბოდვით.
ჰალუცინაციები ან აფექტის აშლილობა არ არის.
 ხშირად მონოთემატურია, როგორიცაა
გამომგონებლობის, რეფორმატორობის,
ღაზოიანობის, კვერულიანტური
კანდინსკი-კლერამბოს ფსიქიკური
ავტომატიზმების სინდრომი

- მეორეული, დევნისა და ფიზიკური


ზემოქმედების ბოდვა
- სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციები
- ფსიქიკური ავტომატიზმები - საკუთარ
ფსიქიკური პროცესების მართვის უნარის
დაკარგვის შეგრძნებაა, რომელსაც მოყვება
ბოდვითი ინტერპრეტაცია, თითქოს ეს
პროცესები გარეშე ზემოქმედებითაა
გამოწვეული
ფსიქიკური ავტომატიზმები:

 იდეატორული: აზრების ღიაობის სიმპტომი, აზრების


გახმოვანება, ამოღება/ჩადება, მენტიზმი (აზრების
მოვარდნა), შპერუნგი(აზრების გაწყვეტა), ცარიელი
თავი
 სენსორული - ყნოსვითი, ვისცერული, ტაქტილური
ფსევდოჰალუცინაციები, სენესტოპათიები
 აფექტური -დარწმუნებულია, რომ განწყობას გარე
ძალები უცვლიან
 მოტორული - დარწმუნებულია, რომ მის
მოქმედებებსა და მოძრაობებს გარე ძალა იწვევს და
მართავს.
პარაფრენიული სინდრომი

 მეგალომანიური ბოდვა (განდიდების


ფანტასტიკური ბოდვა)
 ზემოქმედების ბოდვა
 სმენითი და მხედველობითი
ფსევდოჰალუცინაციები
 ფსიქიკური ავტომატიზმები

You might also like