You are on page 1of 3

ბილეთი 4

1. აზროვნება. სააზროვნო პროცესის შემადგენელი ნაწილები. აზროვნების


პათოლოგია გამოხატული ასოციაციათა ტემპის, წყობის და
მიზანმიმართულობის მოშლით.
a. ზროვნება - რთული ინტელექტური პროცესია, ობიექტური რეალობის ასახვის
უმაღლესი ფორმა, რომლის საშუალებით ხდება საგანთა და მოვლენათა შორის
შინაგანი კანონზომიერების დამყარება, მათ არსში წვდომა, განზოგადებული
შემეცნება, ცნებების ჩამოყალიბება და დასკვნების გამოტანა. აზროვნების პროცესებს,
ცნებათა წარმოქმნისა და შემეცნების პროცესებს საფუძვლად უდევს განვიტარების
გარკვეული სტერეოტიპები, მოქმედების სქემები.
I. ანალიზი - საგნის ან მოვლენის მთლიანობიდან ცალკეული შემადგენელი
ნაწილების, ნიშნების თვისებების გამოყოფის პროცესია.
II. სინთეზი - ცალკეული ნაწილების ერთ კანონზომიერ მთლიანობაში
გაერთიანებაა.
III. შესარება - ობიექტთა მსგავსების ან განსხვავების დადგენის პროცესია.
IV. განზოგადება (აბსტრაქცია) - საგნებისა და მოვლენების გაერთიანება
მათშორის საერთო თვისებების დსაფუძველზე
V. კონკრეტიზაცია - ზოგადი კანონზომიერბეის დანახვაა და ცვენებაა
კონკრეტული რეალური საგნის ან მოვლენის მაგალითად.
VI. აზროვნების პროცესის ძირიტადი აქტი და მსჯელობა და საბოლოო დასკვნა,
მსჯელობის ფორმაა,
VII. აზროვნების შედეგი - მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა გარკვეულ
მოვლენებს ან საგნებს შორიას. დასკვნამდე ძეიძება მივიდეთ ინდუქციური
ან დედუქციური გზიოთ
b. რას მოიცავს ასოციაციები - ცალკეული აზრები, მსჯელობანი, წარმოდგენები,
მოგონებები შეკავშირებულნი არიან ასოციაციებში. აზროვნების პროცესი
ასოციაციათა თანმიმდევრულ, ლოგიკური ანუ ძირითადი მიზეზშედეგობრივი
ურთიერთკავშირით შეკრულ ჯაჭვს წარმოადგენს. ასოციაციური ტემპის ან წყობის
მოშლა/გაუკუღმართება იწვევს აზროვნული პროცესის პათოლოგიას.
c. რა არის ასოციაციათა აჩქარება - ასოციაციურ პროცესთა აჩქარებუს დროს აზრები
სწრაფად ცვლიან ერთმანეთს, მაგრამ თვისობრივად არ იცვლება მათი შინაარსი,
თუმცა ხშირ შემთხვევაში ასოციაციები ჩვეულებრივთან შედარებით უფრო
ზედაპირულია შემთხვევით ლოგიკურ კავშირზე აგებული. (აზრთა ტემპის აჩქარებამ
შესაძლოა მეტად დიდ სისწრაფეს მიაღწიოს მიიღოს ასოციაცათა ქარიშხლის სახე.
ასოციუაციათა შენელება გამოიხატება აზრთა დინების დამუხრუჭებით,
გაძნელებული ლოგიკურ კაცვშირთა და აზრთა დინების შექმნა, ასოციაციები
ერთფეროვანი, შინაარსობრივად ღარიბია. შპერუნგი [ასოციაციათა შენელება] - როცა
ხანმოკლე დროით წყდება ასოციაციათა პროცესი). წყვეტილი აზროვნება -
ლოგიკური შინაარსობრივად დაკავშირებული ასოციაციების წარმოქმნის უნარის
დაკარგვაა. აზროვნება და მეტყველება კარგავს სტრუქტურას და დაუკავშირებელ
უცნაურ, შემთხვევით წინადადებატა თანმიმდევრობად იქცევა.
d. რა არის ინკოჰერენცია - ინკოჰერენცია არის სიტყვათა დაუკავშირებელი ნაკადი ანუ
სიტყვიერი სალათი. (ვერბიგერაციის დროს პაციენტი მეტყველებს უაზრო წყვეტილი
ფრაზებით).
e. გაჭიანურებული აზროვნება - ახალ ასოციაციათა წარმოქმნის შენელებაში
მოვლენატა მეორეხარისხოვან არაარსებიტ დეტალებზე ყურადღების
გამახვილებაშიზედმეტი დეტალიზაციიტ გამოიხატება. ავადმყოფს უჭირს
ძირიტადისა და პირველხარისხოვანის გამოყოფა. საუბრისას მოჰყავს მრავალი
უმნიშვნელო დეტალი, რის გამოც ვერ ახერხებს აზრის გადმოცემას და
სრულყოფილი დასკვნის გამოტანას.
f. პერსევერაცია - ერთი ასოციაციის ან ერთი აზრის ხანგრძლივი დომინირებაა, რის
გამოც საუბრისას წარმოტქმული პირველი ფაზა მეორდება შემდგომი შეკითხვების
პასუხად.

2. ბიპოლარული აფექტური აშლილობა. ეტიოლოგია, პათოგენეზი, გავრცელება,


კლინიკა, მკურნალობა -
დამიანებს, რომლებსაც ეს დიაგნოზი დაუსვეს, აქვთ უაღრესად ინტენსიური
ემოციების პერიოდები, რომლებსაც თან სდევს უამრავი ცვლილება – ძილის, აქტიურობის,
ენერგიულობის, ქცევის, წარმოდგენების, აღქმისაც კი, და ეს პერიოდები ხარისხობრივად
განსხვავდება მათი ჩვეული მდგომარეობისგან. ერთმანეთს ენაცვლება ორი პოლარულად
განსხვავებული მდგომარეობა: ემოციური აწეულობის, ანუ მანია და ემოციური
დათრგუნულობის, ანუ დეპრესია. მანიის ერთი ეპიზოდი მაინც უნდა დადასტურდეს, რომ
არა დეპრესიის, არამედ ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაისვას. აშლილობა
მოკლედ ასე შეიძლება აღვწეროთ: დეპრესიის ეპიზოდის დროს ადამიანს სევდა და
უიმედობა ეუფლება; როდესაც დეპრესია მანიით იცვლება, იწყება ეიფორია, ადამიანი
ერთბაშად ივსება ენერგიით, ამაღლებულ განწყობაზე დგება. ეტიოლოგია ბიოლოგიური
ცვლილებები – ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანების ტვინში არსებული
ნეიროტრანსმიტერები სხვაგვარად მოქმედებს. არსებობს ვარაუდი, რომ ბიპოლარულ
აშლილობას თავის ტვინში არსებული განსხვავებები იწვევს; გენეტიკური ფაქტორები –
ბიპოლარული აშლილობა ახლო ნათესავებში უფრო ხშირია, რაც კიდევ ერთხელ
მიუთითებს ამ მდგომარეობის ბიოლოგიურ საფუძველზე.
სიმპტომები განასხვავებენ ბიპოლარული აშლილობის ორ ძირითად სახესხვაობას:
A. ბიპოლარული აშლილობა I – მანიის, სულ მცირე, ერთი ეპიზოდი, რომელსაც
წინ უძღვის ან მოჰყვება დეპრესიის ეპიზოდი. სიმპტომების სიმძიმის გამო
ადამიანს უჭირს, მიჰყვეს ყოველდღიურ ცხოვრებას;
B. ბიპოლარული აშლილობა II – ჰიპომანიის (ჰგავს მანიას, მაგრამ ისეთი
ინტენსივობით არ არის გამოხატული) და, სულ მცირე, ერთი დეპრესიული
ეპიზოდი. ბიპოლარული აშლილობა II არ არის I-ის მსუბუქი ვარიანტი, ეს ცალკე
დიაგნოზია. პირველ შემთხვევაში თუ მთავარი დამანგრეველი ძალა მანიაა,
მეორის დროს უფრო ხანგრძლივი და მძიმე დეპრესია აღინიშნება, რომელმაც
შესაძლოა მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვიოს. ბიპოლარული აშლილობა
ყველა ასაკში გვხვდება, თუმცა ტიპობრივად – მხოლოდ მოზარდებთან და 30
წლამდე ასაკის ახალგაზრდებთან. სიმპტომები ინდივიდუალურია,
განსხვავებული. მეტიც: შესაძლოა, დროთა განმავლობაში ერთ ადამიანთანაც კი
იცვლებოდეს.
3. ანტიფსიქოზური (ახალი თაობის) პრეპარატები - ატიპური ნეიროლეფსიური
პრეპარატებია. მათ პრაქტიკულად არ გააჩნიათ ექსტრაპირამიდული გვერდითი
მოვლენები და ამავე დროს ბოდვის საწინააღმდეგო და ანტიმანიაკალურ ეფექტებთან
ერთად ავლენს დადებით ტერაპიულ მოქმედებას შიზოფრენიის ნეგატიურ სიმპტომებზე.
ასეთ პრეპარატებს ეკუტვნის კლოზაპინი და რისპერიდონი

You might also like