You are on page 1of 48

ბილეთები ფსიქიატრიის ფინალური გამოცდისათვის

ბილეთი # 1

1) აღქმა და შეგრძნება, შეგრძნების დარღვევის ძირითადი სახეები


(სენესტოპათიები, აგნოზია).

a. აღქმა რთული ინტელექტუალური აქტია, რომლის საშუალებითაც ხდება გარე


სამყაროდან მიღებული ინფორმაციის საგნებისა და მოვლენების სახით ასახვა.
იგი რეალური,ობიექტური ფსიქიკური პროცესია და მისი რეალიზაციისათვის
აუცილებელია გამღიზიანებელი საგნის ან მოვლენის არსებობა. აღქმის
შემადგენელი ნაწილია შეგრძნება, რომელიც უმარტივეს ფსიქიკურ პროცესს
წარმოადგენს და ცნდება სენსორულ აპარატზე გამღიზიანებს უშუალო
ზდემოქმედების შედეგად აღქმა შეგრძნებების და წარმოდგენების
კომპლექსია. აღქმის ძირითადი თვისებებია:
i. საგნობრიობა
ii. კონსტანტურობა
iii. მთლიანობა ანუ გეშტალტურობა
b. სენესტოპათიები შეგრძნებების დარღვევათა ჯგუფია, გამოიხატება
მგრძნობელობის ზღურბლის შეცვლით ან უსიამოვნო პოლიმორფული
შეგრძნებების არსებობით სხეულის სხვადასხვა ნაწილში. სახეებია:
i. ჰიპერესთეზია - მომატებული მგრძნობელობა;
ii. ჰიპესთეზია - მგრძნობელობის შესუსტება;
iii. პარესთეზია - წვის, დაჭიმვის, დაბუჟების გრძნობა

c. აგნოზიის დროს სენსორული აპარატის ნორმალური ფუნქციონირების დროს


როდესაც საგანი შეიგრძნობა არ ხდება მისი შეცნობა, ანუ საგნობრივი არქმა.
ოპტიკური აგნოზიის შემთხვევაში ავადმყოფივერ ცნობს საგანს თუმხცა ხედავს მას.
სმენითი აგნოზიის დროს ბგერები შეიგრძნობა, მაგრამ არ ხდება მათი
დიფერენციაცია. ტაქტიკული აგნოზიის (ასტერეოგნოზიის) შემტხვევაში ადამიანი
მოკლებულია უანრს შეხებოით აღიქვას საგანი. ავტტოპაგნოზია საკუტარი სხეულის
ნაწილების შეუცნობლობაა. ამ ფენომენტან ახლოს დგას ანოზოგნოზიის ერთ-ერთი
სახე ე.წ. ფანტომური ნიშნანი (კიდურის ამპუტაციის დროს).

2) შიზოფრენია, ეტიოლოგია, პათოგენეზი, გავრცელება,


შიზოფრენიის მარტივი და ჰებეფრენიული ფორმები.

შიზოფრენიის ეტიოლოგიის თაობაზე არსებული ძირითადი თანამედროვე


მიდგომები, რომლებთან დაკავშირებითაც შეთანხმება მიღწეულია,
შემდეგნაირად შეიძლება შეჯამდეს: ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია გენეტიკა,
შიზოფრენიის რისკის დაახლოებით 80% მემკვიდრეობით გადადის.
მემკვიდრეობითობა რთული და კომპლექსურია. გენები, რომლებიც
უკანასკნელი პერიოდის მანძილზე გამოყვეს, დაავადებას კი არ განსაზღვრავს,
არამედ დაავადების რისკ-ფაქტორებია. მნიშვნელოვანია გარემოს გავლენაც.
სხვადასხვა გარემო ფაქტორები მოქმედებს მუცლადყოფნის პერიოდიდან და
შემდგომაც და გენეტიკურ წინაგანწყობასთან ერთად, განაპირობებს
ნეიროგანვითარების შეფერხებას, რაც დაავადების სიმპტომების განვითარების
უშუალო მიზეზადაა მიჩნეული.
პრემორბიდულად იგი ვლინდება მთელი რიგი ინტელექტუალური,
ქცევითი და ნეიროანატომიური თავისებურებებით. შიზოფრენიის დროს
თავის ტვინის მოცულობა ნორმასთან შედარებით მცირეა და აღინიშნება
ლოკალური სტრუქტურული და ფუნქციური განსხვავებები. აქედან
გამომდინარე, არსებობს მოსაზრება, რომ ამ სინდრომს განსაზღვრავს
თავის ტვინის სხვადასხვა უბანს შორის და უბნებს შიგნით კავშირების
დარღვევები.

მწვავე სიმპტომები ასოცირებულია დოფამინის მომატებულ


ნეიროტრანსმისიასთან, ხოლო კოგნიტური დაქვეითება პრეფრონტალურ
ქერქში დოფამინის დეფიციტურ აქტივობასთან. ორივე დარღვევა შეიძლება
იყოს მეორადი და გამოწვეული გლუტამატური სისტემის არასწორი
ფუნქციონირებით. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოსოციალური ფაქტორები
უდიდეს გავლენას ახდენს დაავადების დაწყებასა და მიმდინარეობაზე,
ახლო წარსულამდე მათ, გარკვეულწილად, უგულებელყოფდნენ.

მარტივი ფორმა - იწყება პუბერტულ ასაკში. თანდათანობით ვითარდება


აქტივობისა და სოციალური ინტერესების დაქვეითება, ავადმყოფი ხდება
კარჩაკეტილი, განმარტოვებული, უინიციატივო. ფერმკრტალდება და
კნინდება ემოციები.

ჰებეფრენული ფორმა - დამახასიათებელია ჰებოისური აშლილობანი:


მიზანმიუმართავი დემონსტრაციულობა, ჯამბაზობა, აფორიაქება,
მანერულობა, ემოციურ-ნებითი გასადავება, პიროვნული აქტიობის
დაქვეითება, სოტუაციასთან შეუსაბამო გუნება-განწყობა. ეს ფორმა
გამოირჩევა ავთვისებიანი მიმდინარეობით და აპათო-აბულიური
ჭკუასუსტობის განვითარებით.

3) მკურნალობის ბიოლოგიური მეთოდები (ზოგადად).

1. ინსულინოთერაპია - პაციენტებს, ჰიპოგლიკემიური მდგომარეობის


გადატანის შემდეგ აღენიშნებათ ფდსიქიკური მდგომარეობის
საგრძნობი გაუმჯობესება, გასაკუთრებით ეფექტურია შიზოფრენიის
დროს. პაციენტს ხელოვნურად აგდებენ ჰიპოგლიკემიურ კომაში. გვაქვს
ორი ტიპის:
a. ტრადიციული (ზაკელის მეთოდი) - ორ ეტაპიანია. პირველ ეტაპზე
ინსულინის დოზებს თანდათანობით ზრდიან ჰიპოგლიკემიური
მდგომარეობის მიღწევამდე, მეორე ეტაპია ინსულინური კომების
სერია. სულ ტარდება 20-30 შოკი, შემდეგ კი ინსულინის დოზებს
ამცირებენ ან სრულიად წყვეტენ. კომატოზურ მდგომარეობაში
ავადმყოფი იმყოფება 20-50 წუთ. კომიდან გამოსაყვანად კი
შეჰყავთ გლუკოზის 40%-იანი ხსნარის 20-30 მლ.
b. ფორსირებული ინსულინოთერაპია - მოიცავს 20-25 სეანსს. პაციენტი
ჰიპოგლიკემიურ კომაში იმყოფება 20-25 წუთი. სინსულინი შეჰყავთ
ინტრავენურად წვეთოვანი სისტემით. ამისთვის 460 ერთ. ინსულინი
იხსნება 300 მლ იზოტონურ ხსნარში.
უკუჩვენებებია: ჰიპერტონული დაავადება; დიაბეტი; მწვავე ინფექციური
დაავადებები; გულის უკმარისობა; ჰეპატიტი; კუჭისა და 12გოჯა ნაწლავის
წყლული და სისხლის ზოგიერთი დაავადება.

2. პიროთერაპია - წარმოადგენს ფსიქიკურ დაავადებათა მკურნალობის


მეთოდს სხეულის ტემპერატურის ხელოვნური აწევით. პიროტერაპოიის
ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია მალარიათერაპია. ამ დროს ხდება
პაციენტის 3 დღიანი მალარიიტ ინვაზირება დონორის სისხლით.
მალარიათერაპია პროგრესული დამბლის მკურნალობის ეფექტური
მეთოდია. გამოიყენება სხვა ჰიპოთერმული მეთოდები: შებრუნებული
ტიფით ინფიცირება და პიროგენალისა და სულფოზინის ინექციები.
3. ჰემოსორბცია - წარმოადგენს ექსტრაკორპორული დეტოქსიკაციის
ფსიქიატრიულ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად გამოყენებად მეთოდს. ამ
მეთოდით ხდება სისხლის სორბციული დეტოქსიკაცია გააქტივებული
ნახშირისა და სხვა ქიმიური სორბენტების საშუალებით. ამისათვის
სკრიბნერის ტიპის არტერიოვენურ შუნტს ატავსებენ წინამხრის
რადიალურ არტერიასა და ერთ-ერთ ზედაპირულ ვენას შორის დას
შემდეგ სპეციალური აპარატით ხდება სისხლის პერფუზია-
დეტოქსიკაცია. გჰრძელდება 1.5-2 საათი. პირდაპირი ჩვენებებია
ინტოქსიკაციური გენეზის ფსიქოზური მდგომარეობანი:
a. ალკოჰოლური, ნარკოტიკული, აბსტინენტური მდგომარეობანი
b. ონოროიდულ-კატატონური და მწვავე ჰიპერტოქსიკური
მდგომარეობანი შიზოფრენიის დროს
უკიჩვენებაა: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ბილეთი # 2

1) ილუზია და მისი სახეები, ჰალუცინაცია და მისი სახეები.

A. რა არის ილუზია - ილუზია რეალურად არსებული საგნის მცდარი,


დამახინჯებული აღქმაა. შეიძლება იყოს:
i. ფიზიკური - გამოწვეულია ოპტიკური ფენომენით;
ii. ფიზიოლოგიური - სენსორული ორგანოების ფუნქციური
თავისებურებებით გამოწვეული დარღვევები (მიულერის
ილუზია);
iii. აფექტური ილუზია - პიროვნების ემოციური
წინასწარგანწყობითაა განპირობებული.
iv. ვერბალური ილუზიები - აფექტური ილუზიის ვარიანტია და
ჩნდება ეჭვიანი დაძაბულობის შიშის ფონზე;
v. პარეიდოლია - სუსტად სტრუქტურირებული ობიექტის
ილუზორული აღქმა აფექტის შეცვლის გარეშე.
B. რა არის ჰალუცინაცია - ჰალუცინაცია უობიექტო აღქმაა. ამ ფენომენის
დროს აღქმა ვითარდება ობიექტური საგნის არ არსებობის ფონზე.
წარმოდგენები იკავებენ დომინირებულ პოზიციას ფსიქიკაში და
ინტენსივობით უტოლდებიან რეალურ შეგრძნებებს. ჰალუციანაციას თან
ახლავს განცდა რომ ობიექტი, მოვლენა რეალურად არსებობს დროის
აღნიშნულ მომენტში და აღიქმება სრულყოფილად. შესაძლოა იყოს:
მხედველობითი, სმენითი, ყნოსვითი, გემოვნებითი, ტაქტილური და
ვისცერალური.
i. ტაქტილური ჰალუცინაცია - ტაქტილური ჰალუცინაცია არის
კანქვეშ ან სხეულის ზედაპირზე უცხო საგნების შეგრძნება.
ძირითადად პატარა მწერების, ჭიების მოძრაობის განცდა
კანზე ან კანქვეშ.
ii. ვისცერულ ჰალუცინაციას -ვისცერული ჰალუცინაცია
წარმოდგენილია სხეულში, ძირითადად მუცელში ან
გულმკერდში უცხო საგნრბის, მიძრავი ცოცხალი არსებების
შეგრძნება. ამ შემთხვევაში აღქმა არის საგნობრივი
(მუცელში ტელეფონი მიდევს და ა.შ)
iii. ფსევდოჰალუცინაციას - ფსევდოჰალუცინაციას არ აქვს
ლოკალიზაცია სივრცეში, ძირითდად განიცდიან როგორც
შიგნიდან მომავალი და ყოველთვის ახლავთ
ნაძალადევობის, გაკეთებულობის, გარეშე ძალით თავს
მოხვეულობის შეგრძნება.
2) შიზოფრენია, ეტიოლოგია, პათოგენეზი, გავრცელება,
შიზოფრენიის კატატონიური და პარანოიდული ფორმები.
ეტიოლოგია: გენეტიკური გარემო (მშობიარობის გართულებები, ჰაშიშის
მოხმარება ადრეულ ასაკში) სოციალური მიგრაცია (ცხოვრებისეული
მოვლენები) სტრუქტურული თავის ტვინის შემცირებული ზომა და სინაფსური
მარკერების სიმცირე ფუნქციური ნეიროვიზუალიზაცია ჰიპოფრონტალობა
ნეიროფიზიოლოგიური თვალის გაყოლების დისფუნქცია და შეცვლილი
სენსორული გამოწვეული პოტენციალები ფსიქოლოგიური კოგნიტური
დარღვევები, პიროვნული ფაქტორები, ფსიქოდინამიური თეორიები, ოჯახის
დინამიკა და ურთიერთობები. ჰიპოთეზები ნეიროგანვითარება, სტრეს–
მოწყვლადობა, აბერანტული კავშირები.
პათოგენეზი: შიზოფრენია არსებობს მწავე და ქრონიკული.

A. მწვავეს ახასიათებს: კრიტიკული დამოკიდებულების (ინსაითის)


არ ქონა, სმენითი, ჰალუცინაციები, დამოკიდებულების აზრები,
უნდობლობა, ემოციური გასადავება, ხმები, რომლებიც პაციენტს
ესაუბრებიან, ბოდვითი გუნებ–განწყობა, დევნის ბოდვა, აზრთა
გაუცხოება, ხმამაღალი აზრები.
B. ქრონიკულს ახასითებს: სოციალური იზოლაცია, დაქვეითებული
აქტივობა, საუბრის იშვიათად წარმართვა, ინტერესთა სფეროს
შეზღუდვა, შენელება, ზედემტი აქტივობა, უცნაური აზრები,
დეპრესია, უცნაური ქცევა, გარეგნობის უგულებელყოფა,
უცნაური პოზა და მოძრაობები, ძალადობის საშიშროება,
კვებითი ჩვევების გაუარესება, სოციალურად მიუღებელი ქცევა,
უცნაური სექსუალური ქცევა, სუიციდის მცდელობა,
შეუკავებლობა.

ძირითადი კლინიკური სურათის მიხედვით, შიზოფრენია რამდენიმე


ქვეტიპად იყოფა:

A. პარანოიდული შიზოფრენია ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მისთვის,


უმეტესად, დამახასიათებელია სისტემატიზებული დევნის ბოდვა შესაბამისი
შინაარსის სმენითი ჰალუცინაციებით. ასოციაციური პროცესის აშლილობა,
აფექტური, კატატონური და ნეგატიური სიმპტომები არ არის გამოხატული.
პიროვნება შედარებით კარგად გამოიყურება. დაავადება იწყება გვიანდელ ასაკში
და უკეთესი პროგნოზი აქვს, ვიდრე სხვა ტიპის შიზოფრენიას.
B. კატატონური შიზოფრენიის ყველაზე თვალსაჩინო თავისებურებაა
მოტორული სიმპტომები. მოტორული აქტივობა იცვლება აგზნებიდან სტუპორამდე.
შესაძლებელია სიზმრისებრი (ონეროიდული) მდგომარეობის განვითარებაც.
შიზოფრენიის ეს ფორმა გავრცელებული იყო წარსულში; დღეს განვითარებულ
ქვეყნებში შედარებით იშვიათია, რაც შეიძლება აიხსნას დაავადების ბუნების
შეცვლით, მკურნალობის გაუმჯობესებით ან წარსულში ორგანული კატატონიის
არასწორი დიაგნოსტიკით.

3) კრუნჩხვითი თერაპია.

- კრუნჩხვითი თერაპიის დროს ცდილობდნენ გულყრების ხელოვნურად გამოწვევას


ქაფურის, შემდეგ კი კორაზოლის ინექციებით. აღნიშნული იყო მძიმე და საშიში
მეთოდი, რის გამოც შეცვალეს ელე ქტრო-კრუნჩხვითი თერაპიით.
ელექტროკრუნჩხვითი თერაპია ტარდება სპეციალური აპარატის საშუალებით.
ტანამედროვე აპარატები გამოიმუშავებენ მაღალი სიხშირის დენს, რაც საშუალებას
იძლევა 70-80 ვოლტი ძაბვისა და 0.30.5 წამის ხანგრძლივობის ელექტრული
ზემოქმედების შემთხვევაში მივიღოთ გენერალიზებული გულყრა. პროცედურის
ცატარებას წინ უძღვის პრემედიკაცია 0.1%-იანი 0.81 ატრიპინის ხსნარი - 2-4
დიმედროლი. ასევე მიღებულია ხანმოკლე მოქმედების ნარკოტიკული
საშუალებების გამოყენება. თუ ძაბვის მიონიმალური დოზა აღმოჩნდა უშედეგო,
პროცედურა მეორდება 10-10 ვოლტის მომატებით არაუმეტეს 160 ვოლტისა და
არაუმეტეს 0.6 ბწამისა.
საერთო ჯამში ტარდება 8-15 პროცედურა. ძირიტადი ჩვენებებია:

a. მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის დეპრესიული ფაზა


b. შიზოფრენიის სხვადასხვა ფორმა
c. ინვოლუციური მელანქოლია
d. მდგრადი ფარმაკოლოგიური რეზისტენტობა უკუჩვენებებია:

სომატური დაავადებები, რომლებიც გავლენას ახდენებ გულ-

სისხლძარღვთა

სისტემასა და თავის ტვინზე ბიოლოგიურ მეთოდებში შედის: ძილის

დეპრივაციის მეთოდი; განტვირთვით-დიეტური

მკურნალობა; ჰიპებარული ოქსიგენაცია; აკუპუნქტურა; ლაზეროთერაპია.


ბილეთი # 3

1) მეხსიერება, მისი ტიპები, მეხსიერების რაოდენობრივი


ცვლილებები; მეხსიერების პათოლოგია: ამნეზიები და
პარამნეზიები (ფსევდორემინესცენციები, კრიპტომნეზიები და
კონფაბულაციები).

A. მეხსიერების საშუალებით ხდება გარე სამყაროდან და საკუთარი სხეულიდან


მომავალი ინფორმაციის მიღება ანუ ფიქსაცია, შენახვა ანუ რეტენცია და
საჭიროების შემთხვევაში მისი გამოყენება ანუ რეპროდუქცია. არჩევენ
მეხსიერების სხვადასხვა ტიპებს: ზოგ ადამიანში ჭარბობს გრძნობით
ხატოვანი მეხსიერება - ზოგში ასოციაციურ-ლოგიკური. გრძნობათა
ორგანოების მიხედვიტ არცევენ: მხედველობით, სმენით, იშვიათად ყნოსვით,
გემოვნებით, მოტორულ და სხვა სახის მეხსიერებას. ფუნქციის მიხედვიტ იფგი
იყოფა ოპერატიულ ანუ მოკლევადიან და გრძელვადიან მეხსიერებად. B.
მეხსიერების როადენობრივ ცვლილებებს მიეკუთვნება:
I. ჰიპომნეზია ანუ დისმნეზია - მეხისერების დაქვეითება,
შესუსტება
II. ჰიპერმნეზია - მეხოსერების გამახვილება, გალიერება, მისი
მოცულობის გაზრდა.
C. რა არის ამნეზია - ამნეზია არის მეხსიერების არ არსებობა. სახეებია:
რეტროგრადული; ანტეროგრადული; ანტერორეტროგრადული; ფიქსაციური;
რეტარდაციული; პროგრესული; ტოტალური ამნეზია; პარციალური ამნეზია;
პალიმსესტი;
I. რას წარმოადგენს ტოტალური და პარციალური ამნეზია -
ტოტალური ამნეზიისას ხდება მეხსიერების დაკარგვა
მთლიანად სრული მოცულობით დროის მნიშვნელოვან
მონაკვეთში. პარციალური ანუ ლაკონურ ამნეზიას
ახასიათებს მეხსიერებაში დავიწყებული პერიოდის
ზოგიერთი მოვლენის შენარჩუნება.
II. რა არის ორგანული ამნეზია - ორგანული ამნეზია არის
ამნეზია გამოწვეული თავის ტვინის ქერქის ნეირონების
სხვადასხვა სახის დაზიანებით: ტრავმა, სისხლჩაქცევა,
ატროფია, ნეკროზი და ა.შ
III. რა არის აფექტოგენური ამნეზია - აფექტიგენურია ამნეზია
როცა ხდება ისეთი ფაქტების დავიწყება, რომლებიც
დროში ემთხვევა პიროვნებისთვის მძიმე ემიციურად
დატვირთულ მოვლენებს.
IV. რა არის ფსიქოგენური ამნეზია - ფსიქოგენური ამნეზია
თავისი შინაარსით შერჩევითია, სისტემურია და
ვრცელდება მხოლოდ ავადმყოფისთვის არასასიამივნო
მოვლენებზე, გამოწვეულია ისტერიული დაცვითი
მექანიზმებით.
V. რა არის ფუნქციური ამნეზია - ძლიერი ასთენიის, ფსიქო
ფიზიკური განლევის შედეგია, ძირითადად ყურადღების
კონცენტრაციის მკვეთრი დაქვეითების და
რეპროდუქციის პროცესების შესუსტების შედეგია.
D. რას წარმოადგენს პარამნეზიები - პარამნეზია არის მეხსიერების გაუკუღმართება.
მას მიეკუთვნება ფსევდორემინესცენციები, კრიპტომნეზიები და
კონფაბულაციები.
I. რა არიდ ფსევდორემინესცენციები - იგივე მეხსიერების
ილუზიები რეალურად მომხდარი და გადატანილი
მოვლენების დროში არასწორი გახსენებაა.
II. რას წარმოადგენს კონფაბულაციები - მეხსიერების
ჰალუცინაცია. ამ დროს ამნეზიასთან ერთად ჩნდება ცრუ
მოგონებები.
III. კრიპტონეზია - ვიღაცის მონაყოლს და წაკითხულს რომ
შენს მოგონებად ასაღებ.

2) ბიპოლარული აფექტური აშლილობები (მ.დ.ფ.) ეტიოლოგია,


პათოგენეზი, გავრცელება, მანიაკალური ფაზა დეპრესიული
ფაზა.

- ერთმანეთს ენაცვლება ორი პოლარულად განსხვავებული მდგომარეობა: ემოციური


აწეულობის, ანუ მანია და ემოციური დათრგუნულობის, ანუ დეპრესია. მანიის ერთი
ეპიზოდი მაინც უნდა დადასტურდეს, რომ არა დეპრესიის, არამედ ბიპოლარული
აშლილობის დიაგნოზი დაისვას. აშლილობა მოკლედ ასე შეიძლება აღვწეროთ:
დეპრესიის ეპიზოდის დროს ადამიანს სევდა და უიმედობა ეუფლება; როდესაც
დეპრესია მანიით იცვლება, იწყება ეიფორია, ადამიანი ერთბაშად ივსება ენერგიით,
ამაღლებულ განწყობაზე დგება. ეტიოლოგია ბიოლოგიური ცვლილებები –
ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანების ტვინში არსებული
ნეიროტრანსმიტერები სხვაგვარად მოქმედებს. არსებობს ვარაუდი, რომ ბიპოლარულ
აშლილობას თავის ტვინში არსებული განსხვავებები იწვევს; გენეტიკური ფაქტორები –
ბიპოლარული აშლილობა ახლო ნათესავებში უფრო ხშირია, რაც კიდევ ერთხელ
მიუთითებს ამ მდგომარეობის ბიოლოგიურ საფუძველზე.
სიმპტომები განასხვავებენ ბიპოლარული აშლილობის ორ ძირითად
სახესხვაობას:
A. ბიპოლარული აშლილობა I – მანიის, სულ მცირე, ერთი ეპიზოდი, რომელსაც
წინ უძღვის ან მოჰყვება დეპრესიის ეპიზოდი. სიმპტომების სიმძიმის გამო
ადამიანს უჭირს, მიჰყვეს ყოველდღიურ ცხოვრებას;
B. ბიპოლარული აშლილობა II – ჰიპომანიის (ჰგავს მანიას, მაგრამ ისეთი
ინტენსივობით არ არის გამოხატული) და, სულ მცირე, ერთი დეპრესიული
ეპიზოდი. ბიპოლარული აშლილობა II არ არის I-ის მსუბუქი ვარიანტი, ეს
ცალკე დიაგნოზია. პირველ შემთხვევაში თუ მთავარი დამანგრეველი ძალა
მანიაა, მეორის დროს უფრო ხანგრძლივი და მძიმე დეპრესია აღინიშნება,
რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვიოს.
ბიპოლარული აშლილობა ყველა ასაკში გვხვდება, თუმცა ტიპობრივად –
მხოლოდ მოზარდებთან და 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებთან.
სიმპტომები ინდივიდუალურია, განსხვავებული. მეტიც: შესაძლოა, დროთა
განმავლობაში ერთ ადამიანთანაც კი იცვლებოდეს.

3) ფსიქოტროპული პრეპარატებით გამოწვეული გვერდითი


ეფექტები.
ბილეთი # 4

1) აზროვნება, სააზროვნო პროცესის შემადგენელი ნაწილები;


აზროვნების პათოლოგია გამოხატული ასოციაციათა ტემპის,
წყობის და მიზანმიმართულების მოშლით.

a. აზროვნება - რთული ინტელექტური პროცესია, ობიექტური


რეალობის ასახვის უმაღლესი ფორმა, რომლის საშუალებით ხდება საგანთა და
მოვლენათა შორის შინაგანი კანონზომიერების დამყარება, მათ არსში წვდომა,
განზოგადებული შემეცნება, ცნებების ჩამოყალიბება და დასკვნების გამოტანა.
აზროვნების პროცესებს, ცნებათა წარმოქმნისა და შემეცნების პროცესებს საფუძვლად
უდევს განვიტარების გარკვეული სტერეოტიპები, მოქმედების სქემები.
I. ანალიზი - საგნის ან მოვლენის მთლიანობიდან ცალკეული შემადგენელი
ნაწილების, ნიშნების თვისებების გამოყოფის პროცესია.
II. სინთეზი - ცალკეული ნაწილების ერთ კანონზომიერ
მთლიანობაში გაერთიანებაა.
III. შედარება - ობიექტთა მსგავსების ან განსხვავების დადგენის
პროცესია.
IV. განზოგადება (აბსტრაქცია) - საგნებისა და მოვლენების
გაერთიანება მათშორის საერთო თვისებების დსაფუძველზე
V. კონკრეტიზაცია - ზოგადი კანონზომიერბეის დანახვაა და ცვენებაა
კონკრეტული რეალური საგნის ან მოვლენის მაგალითად.
VI. აზროვნების პროცესის ძირიტადი აქტი და მსჯელობა და საბოლოო
დასკვნა, მსჯელობის ფორმაა,
VII. აზროვნების შედეგი - მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა
გარკვეულ მოვლენებს ან საგნებს შორიას. დასკვნამდე ძეიძება
მივიდეთ ინდუქციური ან დედუქციური გზიოთ
b. რას მოიცავს ასოციაციები - ცალკეული აზრები, მსჯელობანი,
წარმოდგენები, მოგონებები შეკავშირებულნი არიან ასოციაციებში.
აზროვნების პროცესი ასოციაციათა თანმიმდევრულ, ლოგიკური ანუ
ძირითადი მიზეზშედეგობრივი ურთიერთკავშირით შეკრულ ჯაჭვს
წარმოადგენს. ასოციაციური ტემპის ან წყობის
მოშლა/გაუკუღმართება იწვევს აზროვნული პროცესის პათოლოგიას.
c. რა არის ასოციაციათა აჩქარება - ასოციაციურ პროცესთა აჩქარებუს
დროს აზრები სწრაფად ცვლიან ერთმანეთს, მაგრამ თვისობრივად არ
იცვლება მათი შინაარსი, თუმცა ხშირ შემთხვევაში ასოციაციები
ჩვეულებრივთან შედარებით უფრო ზედაპირულია შემთხვევით
ლოგიკურ კავშირზე აგებული. (აზრთა ტემპის აჩქარებამ შესაძლოა
მეტად დიდ სისწრაფეს მიაღწიოს მიიღოს ასოციაცათა ქარიშხლის
სახე. ასოციუაციათა შენელება გამოიხატება აზრთა დინების
დამუხრუჭებით, გაძნელებული ლოგიკურ კაცვშირთა და აზრთა
დინების შექმნა, ასოციაციები ერთფეროვანი, შინაარსობრივად
ღარიბია. შპერუნგი [ასოციაციათა შენელება] - როცა ხანმოკლე
დროით წყდება ასოციაციათა პროცესი). წყვეტილი აზროვნება -
ლოგიკური შინაარსობრივად დაკავშირებული ასოციაციების
წარმოქმნის უნარის დაკარგვაა. აზროვნება და მეტყველება კარგავს
სტრუქტურას და დაუკავშირებელ უცნაურ, შემთხვევით
წინადადებატა თანმიმდევრობად იქცევა.
d. რა არის ინკოჰერენცია - ინკოჰერენცია არის სიტყვათა
დაუკავშირებელი ნაკადი ანუ სიტყვიერი სალათი. (ვერბიგერაციის
დროს პაციენტი მეტყველებს უაზრო წყვეტილი ფრაზებით).
e. გაჭიანურებული აზროვნება - ახალ ასოციაციათა წარმოქმნის
შენელებაში მოვლენატა მეორეხარისხოვან არაარსებიტ დეტალებზე
ყურადღების გამახვილებაშიზედმეტი დეტალიზაციიტ გამოიხატება.
ავადმყოფს უჭირს ძირიტადისა და პირველხარისხოვანის გამოყოფა.
საუბრისას მოჰყავს მრავალი უმნიშვნელო დეტალი, რის გამოც ვერ
ახერხებს აზრის გადმოცემას და სრულყოფილი დასკვნის გამოტანას.
f. პერსევერაცია - ერთი ასოციაციის ან ერთი აზრის ხანგრძლივი
დომინირებაა, რის გამოც საუბრისას წარმოტქმული პირველი ფაზა
მეორდება შემდგომი შეკითხვების პასუხად.
2.ორგანული ბუნების ფსიქიკური აშლილობები ინფექციური და
ინოქსიკაციური ფსიქოზები.
ინტოქსიკაციური
2) ნეიროლეფსიური პრეპარატები.

(+ 3.3)

ბილეთი # 5

1) ბოდვითი იდეები და მათი სახეები.

a. ბოდვა - ბოდვა არის ავადმყოფურ, პათოლოგიურ ნიადაგზე აღმოცენებული


მცდარი მსჯელობა, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს, არ
ექვემდებარება კორექციას და კის მიმართ კრიტიკა არა რის. აზრი ითვლება
ბოდვითად მაშინ როდესაც იგი წინააღმდეგობაშია რეალურ სიტუაციასთან,
გამომდინარეობს მცდარი მსჯელობიდან. აქვს გარკვეული პათოლოგიური
საფუძველი - დამოკიდებულების რადიკალური შეცვლა გარე სამყაროსთან,
საკუთარ თავთან, რაც მთლიანად ცვლის ადამიანის ურთიერთობის
ადრინდელ, ჩვეულ სტერეოტიპებს. სტრუქტურის მიხედვით გამოყოფენ ორი
სახის ბოდვას
i. პირველადი ბოდვა - ანუ ინტერპრეტაციული ბოდვა, ვითარდება
პირველადად, სპონტანურად, გარე სამყაროს და საკუთარი განცდების
არასწორი ანალიზის შედეგად. ამ დროს მ დარი მსჯელობა ვითარდება
რაციონალური ლოგიკური აზროვნების დამახინჯების ხარჯზე, მაშინ
როდესაც გრძნობადი ხატოვანი შემეცნება არ არის დაკნინებული. აქვს
სამი ეტაპი.
1. ბოდვითი აღქმა - საგნები და მოვლენები ხდება უცნაური, სახიფათო და
ღებულობს განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
2. ბოდვითი წარმოდგენა - ჩვეული მოვლენები ღებულობს ახალ
მნიშვნელობასა და შინაარსს.
3. ბოდვითი შეცნობა - ავადმყოფის გარშემო მომხდარი და მიმდინარე
მოვლენების “არსში წვდომა” და მათი ჭეშმარიტი არსის გაგება.
დამახასიათებელია მონოთემატურობა და სისტემატიზაცია.
ii. გრძნობადი ანუ ხატოვანი ბოდვა - ახასიათებს შედარებით რთული
სტრუქტურა და იგი თავიდანვე ვითარდება ჰალუცინაციებთან ემოციურ
და სხვა რეგისტრის აშლილობებთან ერთად. როგორც წესი არის
მეორადი. იგი ემოციურად დატვირთული, პლასტიკური “თვალსაჩინო”
წარმოდგენების, ფანტაზიების შედეგია და ხშირად კალეიდოსკოპიური
სურათების ხასიათს ატარებს. მეორადი ბოდვა თავიდანვე ჩნდება
ჰალუცინაციურ და ილუზორულ-ემოციურ და მოტორულ დარღვევებთან
კომპლექსში. ხშირად თან ერთვის ძლიერი შფოთვა, დაძაბულობა,
დაბნეულობა და დეზორიენტაცია. შინაარსის მიხედვით შესაძლოა
იყოს: ყოფითი, ყოველდღიური ურთიერთობებისა და ვითარების
გამომხატველი, ფანტასტიკური.
1. აფექტური ბოდვა
a. დეპრესიული ბოდვა
b. ნიჰილისტური ბოდვა
c. რეზიდუალური (უკუგანვითარებისას და
ინდუქციური ბოდავ (ბოდვითი პაციენტის
ახლობელ პირებში ხანგრძლივი კონტაქტის
შედეგად).

2) ეპილეფსია; ეტიოლოგია, პათოგენეზი, კლინიკა.


3) ეპილეფსია - ქრონიკულად მიმდინარე ფსიქიკური დაავადებაა,
რომელიც ხასიათდება პაროქსიზმული, გულყრითი შეტევებით და
სპეციფიკური ფსიქიკური დარღვევებით. ეპილეფსიას ყველა
შემთხვევაში თან ახლავს სხვადასხვა სახის და სიღრმის
ფსიქოპათოლოგიური მდგომარეობები.
გამოხატულია გუნებაგანწყობის დონის შეცვლა, გაოგნება, იოლი
დეზორიენტაცია
გარესამყაროს შეცვლილი აღქმის გამო და სენსორული სინთეზის მოშლა.
ეს უკანასკნელი დეპერსონალიზაციურ-დერეალიზაციური მდგომარეობის
სახითაა წარმოდგენილი სადაც გვაქვს უკვე ნანახის (déjà vu) და
არასდროს ნანახის ფენომენები (jamais vu).
ეპილეფსიისთვის როგორც ქრონიკულად მიმდინარე ფსიქიკური
დაავადებისთვის
დამახასიათებელია ფსიქიკური სფეროს ცვლილებები რომლებიც
მყარ შეუქცევად ხასიათს ატარებს. თანდათან ყალიბდება ხასიათის
ცვლილებები, ქვეითდება შემეცნების უნარი, და ყალიბდება
ჭკუასუსტობა. ეპილეფსიური ხასიათის ძირითადი ნიშნებია:

1. ეგოცენტრულობა
2. პედანტიზმი
3. მიდრეკილება დეტაილზაციისადმი
4. ემოციური ბიპოლარობა და გუნებაგანწყობის დისფორიული ფონი
5. ბიპოლარობა - პიროვნების ემოციურ რეაქციაში ორი, დიამეტრულად
საპირისპირო გრძნობის არსებობა.

გარეგნულად კეთილგანწყობილი, სათნო თბილი ავადმყოფი


უკიდურეს ბოღმას,
ზღვარგასულ თავმოყვარეობას და სისასტიკეს მალავს. რეალური
ემოციური ტონი პერიოდულად მრისხანების და აგრესიის იმპულსურ
შეტევაში გამოვლინდება.

გამორჩეული ორგანიზებულობა, დისციპლინა, პედანტიზმი, ბეჯითი და


პასუხისმგებლიანი
დამოკიდებულება საქმის მიმართ ეპილეფსიით დაავადებულთა
ჰიპერსოციალურობის მიზეზი ხდება. პროგრესიისას ეს თვისებები
მწვავდება და ზოგჯერ კონფლიქტების, ასოციალური ქცევების სახით
ვლიდება.
თავისებურ ცვლილებებს განიცდის ეპილეფსიით დაავადებულთა
აზროვნება. შეიმჩნევა
გაჭიანურებული, დეტალიზებული აზროვნება. ვერ ხერხდება წამყვანი,
პირვეხაისხოვანი ასოციაციების გამოყოფა, ნაკლებად მნიშვნელობანი,
მეორეხარისხოვანი ასოციაციისგან.

ასოციაციათა ტემპი და მეტყველება მონოტონურია, მოვლენათა არსში


წვდომა კარგავს
სიღრმეს. ავადმყოფის საქმიანობაში ვლინდება დეტალიზაცია,
ვიწროვდება ინტერესების სფერო.
დაავადების პროგრესიისას ყალიბდება ეპილეფსიური ჭკუასუსტობა.
დემენცია ძირითადად
დეტალიზებული, გაჭიანურებული, ტკეპნილი ასოციაციების გაღრმავების
ხარჯზე ვლინდება. ავადმყოფი ვეღარ ასხვავებს ძირითადს
უმნიშვნელოსგან. ეფლობიან დეტალებში, გადადიან გვერდით
ასოციაციებში, ვერ ახერხებენ მოვლენათა აბსტრაქციას. აზროვნება
კონკრეტულაღწერილობითი, ზერელე და ზედაპირულია. თანდათან
მცირდება სიტყვათა მარაგი და ვითარდება ოლიგოფაზია, შენელებულია
მოტორიკა და მეტყველება, ინტერესები იფარგლება ვიწრო, პირადი
საქმეებით, საკუთარ თავზე ზრუნვით.
3.ტრანკვილიზატორები.
ბილეთი # 6

1) ინტელექტი და მისი ფუნქციები; ინტელექტუალური სფეროს


პათოლოგია; ოლიგოფრენია - ხარისხები.
2) რეაქტიული ფსიქოზი - განმარტება, სახეები, მიზეზები,
აფექტურ-შოკური რეაქცია, რეაქტიული დეპრესია,
პოსტტრავმული სტრესული რეაქცია
.სტრესი - ორგანიზმის მიერ განხორციელებულ რეაქციათა პატერნი იმ
მასტიმულირებელი მოვლენის მიმართ, რომელიც არღვევს მის
წონასწორობას, გამოცდას უწყობს მას ან აღემატება მისი დაძლევის უნარს.
ეს არის ინდივიდის განზოგადებული, გონებისა და სხეულის ერთობლივი
სისტემატური რეაქცია მოთხოვნებსა და სტრესორებზე; გარემოს ან
ფიზიკური ზეწოლა, რომელიც ორგანიზმის რეაქციას აღძრავს.
რეაქცია სტრესულ მოვლენაზე შედგება სამი კომპონენტისგან:

1. ემოციური ხასიათის რეაქცია


2. დაძლევის სტრატეგია
3. დაცვითი მექანიზმი
ემოციური რეაქცია:

შფოთვითი - ასოცირებულია ხიფათის შემცველ მოვლენებთან. თან ახლავს


ვეგეტატური ნერვული სისტემის აგზნება, მოსალოდნელი საშიშროების განცდა,
გაღიზიანება, ტაქიკარდია, პირის სიმშრალე.

დეპრესიული - დაკავშირებულია ისეთ მოვლენებთან როგორიცაა განშორება ან


დანაკარგი. თან
ახლავს პესიმისტური აზრები და ფიზიკური აქტივობის დაქვეითება.
დაძლევის სტრატეგიები:

• არბილებს ემოციურ ფაქტორებს და აადვილებს ნორმალურ


ფუნქციონირებას.
• პრობლემის გადაჭრა:
• დახმარების ძიება
• ინფორმაციის მოძიება
• პრობლემის გადასაჭრელად გეგმის შემუშავება • კონფრონტაცია-
საკუთარი უფლებების დაცვა
• ემოციების შესუსტება:
• ემოციური ვენტილაცია-სხვასთან საუბარი
• პრობლემის შეფასება
• პრობლემის პოზიტიური გადაფასება - გაცნობიერება, რომ პრობლემა
შეიძლება რაიმე კარგის მომტანი იყოს.
• პრობლემის თავიდან აცილება - პრობლემის შესახებ ფიქრზე უარის
თქმა.

გამკლავების არაადაპტაციური სტრატეგიები - ასეთი სტრატეგიები დროებით


ასუსტებს სტრესულ
მოვლენაზე ემოციურ რეაქციას, მაგრამ შემდგომში უფრო დიდ სირთულეებამდე
მივყავართ.

• ალკოჰოლის ან მედიკამენტების გამოყენება


• განზრახ თვითდაზიანება
• ემოციების თავშეუკავებლად გამოხატვა (გლოვის დროს მისაღებია)
• აგრესიული ქცევა დაცვითი მექანიზმები

დაცვითი მექანიზმები-არაცნობიერი რეაქცია გარე სტრესორზე ან შფოთვაზე,


რომელიც შინაგანი კონფლიქტით არის გამოწვეული. მათი გამოყენება განზრახ არ
ხდება და გამოყენების რეალური მოტივები არ არის გაცნობიერებული.

რეპრესია-ისეთი ემოციების ცხოვრებიდან განდევნა, რომელიც პოტენციურად


უარყოფით განცდებს გამოიწვევს.

უარყოფა-უარყოფის დროს პიროვნება ისე იქცევა, თითქოს მან არაფერი იცის


იმის შესახებ, რაც უნდა იცოდეს. მაგ: აქვს ავთვისებიანი სიმსივნე მაგრამ ისე
იქცევა თითქოს არც კი გაუგია თავისი დიაგნოზი.

გადატანა-ემოციის გადატანა სხვა წყაროზე. მაგ: მამაკაცი, რომელმაც ცოლი


ახლახან დაკარგა, მკურნალობის არასწორ წარმართვაში ექიმს ადანაშაულებს,
რათა თავიდან აიცილოს დანაშაულის გრძნობა იმის გამო, რომ ბოლო დროს
მასთან არასაკმარის დროს ატარებდა.

იდენტიფიკაცია-სხვა ადამიანის თვისებების ან ქმედებების არაცნობიერი


გათავისება, რაც ამ ადამიანის დაკარგვის გამო გამოწვეული ტკივილის
შემცირებას ემსახურება. მაგ:ნ ქვრივმა შეიძლება ხელი მოკიდოს მეუღლის
საქველმოქმედო საქმიანობას.
სახეები:

• დისოციაციური ამნეზია - ტრავმული სიტუაციის მიმართ გამოხატულია


არაადეკვატურად მშვიდი და განურჩეველი პოზიცია, ამნეზია
ფოკუსირდება უშუალოდ ტრავმულ მოვლენებზე და არის სელექციური.
• ცნობიერების ისტერიული ბინდისმაგვარი შეცვლა - ავადმყოფი ხელახლა
განიცდის ფსიქოტრავმულ სიტუაციას და შესაბამისად იქცევა.
ახასიათებს დემონსტრაციულობა და თეატრალურობა.
• ფსევდოდემენცია - ორგანული დაზიანების გარეშე
ფსიქომატრავმირებელი მოვლენის შედეგად ავადმყოფის ინტელექტის
უხეში დაქვეითება. ციხის ვითარებაში განვითარებული
ფსევდოდემენცია-განზერის სინდრომი.
• პუერილიზმი - ბავშვური რეაქცია ტრავმაზე.
• ისტერიული მოტორული აშლილობები - მრავალი კლინიკური ფორმა,
ისტერიული ფუგა, ისტერიულ გულყრები და ა.შ
3) წამების შედეგების დადგენა, სტამბოლის პროტოკოლი,
ანტიდეპრესანტები.
ანტიდეპრეანტები
ბილეთი # 7

1) ზეღირებულოვანი იდეები, აკვიატებები ანუ ობსესიები.

• ზეღირებულოვანი იდეები - აზროვნების თვისობრივ დარღვევეს


მიეკუთვნება. ეს არის რეალური ობიექტური მოვლენების
საფუძველზე აღმოცენებული ემოციურად შეფერადებული
შეუსაბამო მცდარი აზრები, რომელთაც პიროვნება განსაკუთრებულ
მნიშვნელობას ანიჭებს. მცდარი დასკვნების საფუძველზე დება
რეალური მოვლენების გადაფასება უმნიშვნელო ფაქტებისათვის
არაადეკვატურად პრიორიტეტული როლის მინიჭება და ღრმად
დარწმუნება მათ სისწორეში.
• რა არის აკვიატებული იდეები (ობსესიები) - აკვიატებული აზრები ანუ
ობსესიები ეწოდება ისეთ აზრებს, რომელთაც აქვთ ნაძალადევიბის,
თავს მოხვევის და ამასთან ერთად პიროვნებისათვის უცხოობის
განცდა. ადამიანი გრძნობს ამ აზრთა უმართებლობას ძალდატანებით
და ავადმყოფურ ხასიათს, კრიტიკულად არის განწყობილი მათ
მიმართ და ცდილობს მოიშოროს ისინი. არსებობს რამდენიმე ტიპი:
I. განყენებული აკვიატებები - ძალდატენებითი ფიქრი
აბსტრაქტულ, ხშირად უაზრო პრობლემებზე (რატო ჰქვია
სკამს სკამი).
II. ხატოვანუ ანუ გრძნობადი აკვიატებები - სამარცხვინო
აკვიატებული განცდები ახლობელი და პატივსაცემი
პიროვნების მიმართ, უნებლიედ და უმიზეზოდ გაჩენილი
ანტიპათია.
III. ფობიები - აკვიატებული შიშები. დისმორფოფობია - ამ
დროს ადამიანს აქვს გრძნობა რომ მისი სხეულის
ცალკეული ნაწილები, განსაკუთრებით სახის ნაკვთები,
შეცვლილი და დამახინჯებულია.
IV. აკვიატებული ეჭვები - ეჭვიანობა….
V. რიტუალები

2) ეპილეფსიური ფსიქოზები.

ფსიქოზური აშლილობანი ეპილეფსიის დროს შესაძლოა გამოვლინდეს


ეპილეფსიური სტუპორის სახით. ამ დროს სუბსტუპორული მოტორული
შეკავების დონზე გამოხატულია მუტიზმი, იშვიათად ფრაგმენტული
ჰალუცინაციური განცდები, უსისტემო ბოდვითი იდეები.
იშვიათია ეპილეფსიური ონეროიდი - ფანტასტიკური ილუზორულ-
ჰალუცინაციური
დარღვევების უეცარი მოზღვავებით ხასიათდება. განცდები რელიგიურ
შინაარსს ატარებს და მიმდინარეობს ექსტაზური, აღტაცებული გუნება
განწყობის ფონზე.
ემოციური პაროქსიზმებიდან ეპილეფსიისათვის პათოგნომურია
დისფორია - ბოღმიანი,
გაბოროტებილ- სევდიანი გუნებაგანწყობა ჩნდება სპონტანურად
ყოველგვატი გამომწვევი მიზეზის გარეშე და გრძელდება რამდენიმე
საათიდან რამდენიმე დღემდე. ცნობიერება ნათელია და ამნეზიას არ აქვს
ადგილი. ეს შეტევა ხშირად ხდება დიფსომანიის, დრომომანიის ან სხვა
იმპულსური ქმედების მიზეზი.
ეპილეფსიის დროს გვხვდება სინდრომები რომლებიც ამბულატორიული
ავტომატიზმის სახელითაა ცნობილი. ამ მდგომარეობას ეკუთვნის:
1. ფუგა - ცნობიერების ბინდისმაგვარი შეცვლის ფონზე
განვითარებული ხანმოკლე ფსიქო-მოტორული აღგზნება.
2. ტრანსი - ხანგრძლივი ცნობიერების ბინდისმაგვარი
მდგომარეობა, რომლის დროსაც ხდება გადაადგილება
მნიშვნელოვან მანძილზე. (ავადმყოფი ამ დროს სრულიად
მოწესრიგებული ადამიანის შთაბეწდილებას ტოვებს)
3. სომნაბულიზმი ანუ მთვარეულობა ღამით განვითარებული
ხანმოკლე ცნობიერების ბინდისმაგვარი შეცვლა, რომლის დროს
ავადმყოფი დგება ლოგინიდან და დადის ოთახში ან სახლის
მიმდებარედ.
ყველა ეს მდგომარეობა სრულიად ამნეზირებულია.
3) ფსიქოპათოლოგიური სინდრომები, რომლებიც მოითხოვენ
გადაუდებელ დახმარებას - ურგენტული ფსიქიატრია.
ბილეთი # 8

1) ცნობიერება და მისი ფუნქციები, ცნობიერების აშლის ნიშნები;


გაბრუება, აბნევა, დელირიუმი, ონეიროიდი, ამენცია,
ცნობიერების ბინდისმიერი შეცვლა.

ცნობიერება რთული აქტიური და მიზანდასახული ფსიქიკური მოქმედების


შედეგია, იგი გამოიხატება გარემოსა და საკუთარ თავში ორიენტაციის უნარით.
ცნობიერების პათოლოგია - შეიძლება გამოხატული იყოს ცნობიერების აშლით
ან აბნევით.
a. ცნობიერების აშლა:

1. გაბრუება - ცნობიერების აშლის სინდრომი. ბოდვა


არის სხვადასხვა სახის ცნობიერების დაბინდვა,
აღქმის ზღვრის აწევით მის სრულ გამოთიშვამდე.
გაბრუების სახეებია: ობნუბილაცია, სომნოლენცია,
სოპორი და კომა.
2. დელირი - არის დეზორიენტაცია გარემოში
აუტოფსიქიკური ორიენტაციის შენახვით, უხვი
ჭეშმარიტი ჰალუცინაციებით (ძირითადად სმენითი და
მხედვლობითი) და შიშის აფექტით.
3. ონეიროიდი - ცნობიერების სიზმრისმაგვარი
მდგომარეობა სრული დეზორიენტაციით და
ფანტასტიკური ფსევდოჰალუცინაციური განცდებით.
4. ცნობიერების ბინდისმაგვარი შეცვლა -
დამახასიათებელია ცნობიერების უეცარი,
სპონტანური შევიწროებ, დისფორიული აფექტი,
ბოდვითი და ჰალუცინაციური პროდუქციები და
აგრესია. ამ მდგომარეობის ვარიანტებია:
a. ამბულატორიული ავტომატიზმი;
b. ტრანსი;
c. ფუგა;
d. სომნაბულიზმი;
5. სომნაბულიზმი - ცნობიერების შევიწროების
განსაკუთრებული ფენომენია. ვითარდება ღრმა
ფიზიოლოგიური ძილის დროს და შესაძლოა
ცნობიერების ბინდისმიერი შეცვლის -
ამბულატორიული ავტომატიზმის ვარიანტი იყოს.
ავადმყოფი გადაადგილდება ოთახში, იღებს ნივთებს,
იცვამს ტანსაცმელს და ასეულებს სხვა ელემენტალურ
მოძრაობებს. ამ მდგომარეობიდან გამოყვანა არ
ხერხდება. ფაქტები ამნეზირებულია. (შეიძლება
განვითარდეს როგორც თავის ტვინის ფუნქციური
დინამიკური ოათოლოგია, ძირითადად
ღამის მეორე ნახევარში. გრძელდება
რამდენიმე წუთი და შესაძლოა შეწყდეს
ძალდატანებუთ გამოღვიძებით).
6. ამენცია - ცნობიერების აშლის
ყველაზე რრმა ხარისხია.
დეზორიენტირებულია ადგილში, დროში და საკუტარ
თავში

b. ცნობიერების აბნევა:

1. ჰალუცინატორული 5. დემენციური
2. ბოდვითი 6. აფექტური
3. ასოციაციური 7. მანიაკალური
4. ამნეზიური

2) სტრესი და რეაქცია სტრესზე (რეაქტიული ფსიქოზი), განმარტება,


სახეები, მიზეზები; აფექტურ-შოკური რეაქცია, რეაქტიული ბოდვა
(პარანოიდი).
3) საავადმყოფოს გარეშე მკურნალობა (ამბულატორული).
ბილეთი # 9

1) ემოცია და ძირითადი ემოციური რეაქციები; ფიზიოლოგიური


და პათოლოგიური აფექტი, ჰიპერთიმია, დეპრესია, პარათიმია
და აპათია.
2) ნევროზები და მისი სახეები, გავრცელება, კლინიკა,

მიზეზები. ნევრასთენიის კლინიკა.•

ნევროზი - წარმოადგენს ფსიქოგენურად განვითარებულ ყველაზე


ხშირ დაავადებას (1000 დან 21). არსებობს ნევრასთენია, ისტერია და
აკვიატებული მდგომარეობა.

o ნევრასთენია - მიზეზია, პროლონგირებული დაბალი


ინტენსივობის ფსიქოსტრესული სიტუაცია. ტიპიური ნიშანია
გამღიზიანებლობა. ნევრასთენიკს აღიზიანებს ყველანაირი
ხმაური. ემოციური სპექტრი ძალიან ფართო, და ხშირად
ანაცველებენ ერთმანეთს, ახასითებს ემოციური ლაბილობა.
არსებობს ჰიპერ და ჰიპოსთენიური.

§ ჰიპერსთენიურის დროს ჭარბობს


გამღიზიანებლობა, შფოთვა და
გაუწონასწორებლობა
§ ჰიპოსთენიური დროს ასთენია და ვეგეტატიური
დარღვევები.
o ისტერიული ნევროზი - ფსიქოტრამვის გარდა საჭიროა
გენეტიკური წინასწარგანწყობაც. ყველაზე ხშირი სიმპტომია
ისტერიული გულყრა ვითარდება ცნობიერების შევიწროების
ფონზე. სენსორიკის მხირვ მოშლილია მგრძნობელობა
ანესთეზიიდან ჰიპერესთეზიამდე. ვეგეტატიური რეგისტრის -
დროს აღსანიშნავია „ყელში ბურთის“ გაჩხერის განცდა,
ახლავს ჰაერის უკმარისობა და ყლაპვის გაძნელება, ასევე
ახასიათებს გულისრევა პირღებინება, დისპეპსიური
მოვლენებით.
o აკვიატებული მდგომარეობა - უნიკალური ნევროზია,
გამოირჩევა ნერვული ანორექსიით. წონის კარგვასთან
ერთად ვითარდება ენდოკრინოლოგიური პრობლემები.

3) დეონტოლოგიის საკითხები მედიცინაში (ზოგადად).

ბილეთი # 10

1) ნება/ნებელობა. მიზიდულობათა სახეები (პარაფილიები); კვების


ინსტინქტის გაუკუღმართება (დარღვევა).
ნებელობა ანუ ნებისყოფა მიზანდასახულ მოქმედებათა
ინდივიდუალური შესაძლებლობის უნარია.
1. პარაფილიები მიზიდულობათა დარრვევები:
a. მაზოხიზმი
b. სადიზმი
c. პედოფილია
d. გერონტოფილია
e. ზოოფილია
f. ფეტიშიზმი
g. ექსიბიციონიზმი
h. უაერიზმი
კვების ინსტიქტის გაუკურმართება

i. ანორექსია
j. ბულემია

2) ნევროზები და მისი სახეები, გავრცელება, კლინიკა, მიზეზები.


აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზის კლინიკა.

• ნევროზი - წარმოადგენს ფსიქოგენურად განვითარებულ ყველაზე


ხშირ დაავადებას (1000 დან 21). არსებობს ნევრასთენია, ისტერია და
აკვიატებული მდგომარეობა.

o ნევრასთენია - მიზეზია, პროლონგირებული დაბალი


ინტენსივობის ფსიქოსტრესული სიტუაცია. ტიპიური ნიშანია
გამღიზიანებლობა. ნევრასთენიკს აღიზიანებს ყველანაირი
ხმაური. ემოციური სპექტრი ძალიან ფართო, და ხშირად
ანაცველებენ ერთმანეთს, ახასითებს ემოციური ლაბილობა.
არსებობს ჰიპერ და ჰიპოსთენიური.

§ ჰიპერსთენიურის დროს ჭარბობს


გამღიზიანებლობა, შფოთვა და
გაუწონასწორებლობა
§ ჰიპოსთენიური დროს ასთენია და ვეგეტატიური
დარღვევები.
o ისტერიული ნევროზი - ფსიქოტრამვის გარდა საჭიროა
გენეტიკური წინასწარგანწყობაც. ყველაზე ხშირი სიმპტომია
ისტერიული გულყრა ვითარდება ცნობიერების შევიწროების
ფონზე. სენსორიკის მხირვ მოშლილია მგრძნობელობა
ანესთეზიიდან ჰიპერესთეზიამდე. ვეგეტატიური რეგისტრის -
დროს აღსანიშნავია „ყელში ბურთის“ გაჩხერის განცდა,
ახლავს ჰაერის უკმარისობა და ყლაპვის გაძნელება, ასევე
ახასიათებს გულისრევა პირღებინება, დისპეპსიური
მოვლენებით.
o აკვიატებული მდგომარეობა - უნიკალური ნევროზია,
გამოირჩევა ნერვული ანორექსიით. წონის კარგვასთან
ერთად ვითარდება ენდოკრინოლოგიური პრობლემები.

3) ფსიქოთერაპიული მეთოდები.
ბილეთი # 11

1) ნება/ნებელობა, მოძრაობათა პათოლოგიის სახეები,


მიზანდასახულ მოქმედებათა დარღვევები, ავტომატიზმის
სახეები.

ნებელობა ანუ ნებისყოფა მიზანდასახულ მოქმედებათა ინდივიდუალური


შესაძლებლობის უნარია.
ნებითი სფეროს პათოლოგიები - ნებითი აქტები სირთულის მიხედვით
შესაძლოა დავყოთ მოძრაობებად, მოქმედებებად და ქცევით აქტებად.
A. მოძრაობათა პათოლოგია გამოხატულია აგზნების ან შეკავების
სახით.

1. აგზნებები:

a. ფსიქოგენური - ძლიერი ქაოსური მოტორული


აფორიაქებით, ცნობიერების შევიწროების
ფონზე
b. ფსიქომოტორული - გუნება-განწყობის აწევას
და ასოციაციების აჩქარებას ერთვის და
ხასიათდება მოტორული და მეტყველებითი
აგზნებით.
c. კატატონიური აგზნება - უაზრო, უმიზნო
ქაოსური მოძრაობებიდა ექო სიმპტომები
d. რაპტუსი - აგზნების ყველაზე ინტენსიური
ფორმაა
2. შეკავებები:
a. ფსიქოგენური შეკავება (სტუპორი) -
ხასიათდება სტრესულ ვიტარებაში სრული
მოტორული შეკავების განვითარებით,
მუტიზმითა და ვეგეტატიური გამოვლინებებით.
b. ფსიქომოტორული ანუ დეპრესიული სტუპორი -
გვხვდება დეპრესიულ სინდრომში.
c. კატატონიური სტუპორი - სრული მუტიზმი,
ამიმია და ტავისებური ნიშნებია ნეგატივიზმი,
ტეტანია, კატალეფსია, კაპიშონის სიმპტომი,.
დიუპრეს სიმპტომი

d. სუბსტუპოროზული მდგომარეობა - არასრული


შეკავება, მოძრაობათა შენელება
e. ეკზოგენური სტუპორი - ინფექციური ან
ტოქსიკური აგნტებიტაა გამოწვეული
f. აპათიური სტუპორი - ხასიათდება შეკავების
ტანდართვით, განურჩევლობასთან,
ასპონტანუროიბასთან და აბულიასთან B.
მიზანდასახულ მოქმედებათა დარღვევები:
1. მანერულობა
2. იმპულსური მოქმედებები:
a. დრომომანია
b. დიფსომანია
c. კლეპტომანია
d. პირომანია
3. ავტომატიზმი
4. მიზიდულობათა დარრვევები:
k. ანორექსია
l. ბულემია
m. მაზოხიზმი
n. სადიზმი
o. პედოფილია
p. გერონტოფილია
q. ზოოფილია
r. ფეტიშიზმი
s. ექსიბიციონიზმი
t. უაერიზმი

2) ისტერია, ისტერიული ფსიქოზი, ისტერიული ნევროზი;


ისტერიული და ეპილეფსიური გულყრის დიფერენციაცია.

ისტერია წარმოადგენს ისეთ მდგომარეობას, რომლის დროსაც


პაციენტს აღენიშნება ცალკეული ნერვოლოგიური სიმპტომები,
რომელთა ახსნაც ვერ ხერხდება ცნობილი პათოლოგიური
მექანიზმებით, სტრესორის ფონზე. ხასიათდება სენსორული
მოტორული ვეგეტატიური და ფსიქიკური სფეროს დარღვევებით
ისტერიული ნევროზი - ისტერიულ ნევროზს მრავალფეროვანი
სიმპტომატიკა აქვს. ვლინდება ფუნქციურ-სომატური, ნევროლოგიური
და ფსიქიკური დარღვევებით. ეს დარღვევები ავადმყოფის
შთაგონებასა და თვითშთაგონებას უკავშირდება, ამიტომ ისტერიკის
სიმპტომები შესაძლოა სხვადასხვა დაავადების გამოვლინებას
ჰგავდეს. ისტერიული ნევროზი უმეტესად ისტერიული ბუნების
ადამიანებს ემართებათ. მას საფუძვლად უდევს თავის ტვინში აგზნება-
შეკავების პროცესთა მოშლა. ახასიათებს ემოციურ-აფექტური,
ფსევდოორგანული და ვეგეტატიურ-ვისცერული დარღვევები.
ავადმყოფობენ უპირატესად ახალგაზრდა ქალები. აღსანიშნავია, რომ
პაციენტთა მშობლებსაც აქვთ სხვადასხვა სახის ნევროზული
გამოვლინება.
ანამნეზში ფიქსირდება მძლავრი სოციალური და ფსიქიკური
დისტრესმდგომარეობა, აღზრდის მანკიერება, ხშირი ოჯახური
კონფლიქტი.

სიმპტომები და მიმდინარეობა. დაავადების კლინიკურ სურათში


წამყვანია ემოციის დემონსტრაციული ხასიათი: აფექტური რეაქცია
ვლინდება ხალხში, ერთბაშად და უმიზეზოდ. ისტერიული
პიროვნებისთვის დამახასიათებელია სიტუაციური მოვლენების
დამძიმება, ფაქტების არაადეკვატური აღქმა, თვითკრიტიკის
უქონლობა. ხშირია ისტერიული ეგოიზმის გამოვლენა, ტირილი და
გულის წასვლა. ისტერიული ადამიანი ჩივის, რომ მისი არ ესმით, არ
აფასებენ, რომ ვიღაცის მსხვერპლია. ეს ე.წ. მცირე ისტერიაა.
ჩამოთვლილ სიმპტომებს თანდათან ემატება დიდი ისტერიის კლინიკური
სიმპტომატიკა,
რომელიც ვლინდება დიდი ისტერიული გულყრით: თავდაპირველად
ვითარდება ზოგადი ტონური სპაზმი, შემცივნება და კანკალი, შემდეგ -
კიდურებისა და ტანის კუნთების კლონური კრუნჩხვა, ზედა კიდურები
განიცდის როტაციას, კიდური გაშლილია ტანისკენ ან აწეულია და
სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს, ქვედა კიდურები მოხრილია და
მოძრაობს ყველა მიმართულებით, თითები შეკრულია მუშტად, ტანის
კუნთები დაჭიმულია და ქმნის ისტერიულ რკალს. კრუნჩხვა ვრცელდება
მიმიკური ჯგუფის კუნთებში, კრიჭა შეკრულია, ცნობიერება - დაბინდული,
მაგრამ არა ისე, როგორც ჭეშმარიტი ეპილეფსიური გულყრის დროს - ამ
უკანასკნელისგან განსხვავებით, ისტერიული გულყრის შემდეგ
ავადმყოფი აღწერს ცნობიერების დაბინდვის მომენტს. ორიენტაცია და
მოვლენების აღქმა შენარჩუნებულია. დაცემაც კი სხეულის დაუზიანებლად
ხდება. რაც უფრო ძლიერია გარშემო მყოფთა აჟიოტაჟი, მით უფრო
მეტხანს გრძელდება გულყრა. დამახასიათებელია მისი განვითარება
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
ვლინდება ფსევდოორგანული სინდრომები, რომლებსაც ისტერიის
კლინიკურ სურათში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ხშირად ჭირს
მათი დიფერენცირება ჭეშმარიტი ორგანული დაავადებებისგან, რაც
მკურნალობას, ცხადია, ართულებს.
ისტერიული და ეპილეფსიური გულყრის დიფერენციაცია - გულყრა
წარმოადგენს თავის ტვინში პაროქსიზმულ განმუხვტას და მის
შედეგებს. ისტერიული გულყრა ბევრად უფრო ხანგრძლივი გულყრაა,
ვითარდება ფსიქოგენური სიტუაციის შემდეგ. ისტერიული გულყრა
ხასიათდება დემონსტრაციულობით ეპილეფსიურისგან განსხვავებით
არ უვითარდება მარტო მყოფ პაციენტს. ისტერიული გულყრა
ხასიათდება ცნობიერების შვიწროების ფონზე განვითარებული
ხანგრძლივი გულყრით, იგი ბევრად უფრო ხანგრძლივია ვიდრე
ეპილეფსიური. ეპილეფსიურისგან განსხვავებით არ არის
დამახასიათებელი ტონური და კლონური გულყრების
მონაცვლეობა.ისტერიული გულყრა მთავრდება ღრმა ასთენიით.

3) ცნება ფსიქიკური დაავადების შესახებ.

You might also like