You are on page 1of 5

ფსიქოლოგიის ისტორია

ლიტერატურა: ირაკლი იმედაძე -ფსიქოლოგიის იტორია,თბილისი,2008


წ. / 2014 წ. / 2018 წ.

VIII ლექცია

1.ცნობიერების შინაარსების ფსიქოლოგია

ვილჰელმ ვუნდტი-1832-1920

ვ.ვუნდტის მოღვაწეობის ჰაიდელბერგული პერიოდი;

ლაიფციგში ფსიქოლოგიის ლაბორატორიის, ინსტიტუტისა და სამეცნიერო


ჟურნალის დაარსება;

ფსიქოლოგიის ორი შტოს არსებობობის იდეა - „ფიზიოლოგიური ფსიქოლოგია“

და „ხალხთა ფსიქოლოგია“;

მეცნიერებათა დაყოფა თვალსაზრისის მიხედვით; ფიზიკოსი ცნებით სინამდვილეზე


მსჯელობს.ფსიქოლოგი კი-უშუალო გამოცდილებაზე[განცდაზე],რომლის
ელემენტებია-შეგრძნებები[ტკივილის, ზეწოლის,ტემპერატურის,ორგანული
შეგრძნებები[საყლაპავი მილის,ქავილის და ა.შ.] და მარტივი
გრძნობები[სიამოვნება,დამშვიდება,დაძაბვა ].მათ[შგრძნებებს და მარტივ გრძნობებს]
2 თვისება აქვს-რომელობა[მწვანე /წითელი; მწარე/ცხარე ] და ინტენსივობა
[სუსტი,საშუალო,ძლიერი, ძალიან ძლიერი]; დისპარატული [დაშორებული]
შეგრძნებების- ელემენტებს შორის მსგავსება არ არის, მაგ.: ბგერა, ფერი, გემო, შეხება
და ა.შ./ .

შეგრძნება და წარმოდგენა ელემენტების ჯამზე მეტია [მელოდიის ტრანსპონირება


(გადატანა)]

გრძნობები თვისებრივად განსხვავებულია-ემოციათა სამგანზომილებიანი სივრცე;


სიამოვნება-უსიამოვნება; აგზნება-დამშვიდება; დაძაბვა-შვება; გრძნობა, აფექტი,
ნებელობა-მოტივის წარმოდგენითი მხარე [მოქმედების საფუძველი] და გრძნობითი
მხარე [მოქმედების აღმძვრელი] ერთი მოტივი - იმპულსური ქცევა; რამდენიმე
მოტივი-ნებისმიერი (განზრახული) მოქმედება
ელემენტების დაკავშირების მექანიზმები -ასოციაცია [პასიური] და აპერცეფცია
[შინაარსზე ყრადღების მიპყრობა;აქტიური,ცნობიერი მოქმედება]; ასოციაციის 3 სახე:
1.შერწყმა (ერთ მოდალობაში); 2.ასიმილაცია (ახალი და ძველი წარმოდგენების
ურთიერთობა-მიმსგავსება/კონტრასტი-[ცხელი წყლის შემდეგ თბილი - ცივი
გვეჩვენება, ეს კონტრასტის გამოვლინებაა.]; 3. კომპლიკაცია- სხვადასხვა
მოდალობის ელემენტების შენაერთი (ლიმონი,ვაშლი,ცხენი, ...); აპერცეფცია--
აქტიური, შეგნებული, აზრიანი; პერცეფცია წარმოდგენის ცნობიერებაში უბრალო
შემოსვლაა; აპერცეფცია არის შემოსულ შინაარსზე ყურადღების მიპყრობა.
ყურადღება, აზროვნება, ნებელობა აპარცეფციის გამოვლინებაა. აპერცეფცია
ცნობიერებას ეძლევა თვითაქტივობის სახით.

ვუნდტი სუბსტანციების არსებობას უარყოფს. ფიზიკისთვის უშუალო


გამოცდილებას მუდმივად არსებული ობიექტური სინამდვილე უდევს საფუძვლად.
ფსიქოლოგია შინაგანი გამოცდილების მხოლოდ განცდისეულ მხარეს
იღებს,რომელიც ცვალებადია. მის მიღმა არაფერი არაა მარადიული(სუბსტანციური).
ყველაფერი აქტიურ-ცვალებადია. ე.ი.სული არაა სუბსტანცია, ის აქ და ახლა
მოცემულობაა. ის აქტიურია, თანაც კანონზომიერი.

ფსიქიკური მიზეზობრიობა-ფიზიკაში ენერგიის მუდმივობის კანონი


მოქმედებს.ფსიქიკაში ახალი თვისებრიობა იქმნება.შემოქმედებითი

სინთეზი, კონტრასტის კანონი; მობეზრება, მოყირჭება; ფსიქიკური კაუზალობის


[მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულების] კანონები; ფიზიოლოგიური
ფსიქოლოგია = ექსპერიმენტული ფსიქოლოგია; არა უსისტემო
თვითდაკვირვება,არამედ ექსპერიმენტული ინტროსპექცია;

ვუნდტის ფსიქოლოგიური სისტემა და მე-20 საუკუნის ფსიქოლოგიური


მიმდინარეობები: 1. ინტროსპექციული- ბიჰევიორიზმი 2. ელემენტარისტული და 3.
ასოციაციონისტური-გეშტალტფსიქოლოგია 4. ცნობიერების ფსიქოლოგია- ფროიდის
ფსიქოანალიზი;

ედვარდ ტიჩენერი-1867-1927 - სტრუქტურული ფსიქოლოგია

მხედველობის შეგრძნების ელემენტები-32 820; სმენის შეგრძნების ელემენტები -


11 600 [სენსორული განცდის ნიუანსები]
2.ინტენციონალურ-ფენომენოლოგიური ფსიქოლოგია

ფრანც ბრენტანო-1838-1917

ფ.ბრენტანო და თეოლოგიური დისკუსია პაპის უცოდველობის შესახებ;

გამოცდილება შედგება აქტებისგან; ინტენცია, ინტენციონალური აქტი [მოქმედება];


ფიზიკური მოვლენები, როგორც ფსიქიკური ინტენციის ობიექტები;

აქტის სახეები: იდეაციის, განსჯის და გრძნობების აქტი;

იდეაციის აქტი ანუ შეგრძნება, წარმოსახვა; განსჯის აქტი ანუ დადასტურება [აქტის
შინაარსი მოცემულია ჭეშმარიტება-მცდარობის განზომილებაში, დადასტურების ან
უარყოფის, შემჩნევის ან მოგონების სახით]; გრძნობის აქტი ანუ საგანი ფასდება,
როგორც სასურველი ან მავნე. აქტები პროცესებია. აქტში შინაარსი ცნობიერდება,
ვინაიდან ყოველ აქტს აქვს თვისება, გააცნობიეროს საგანი და თვით ფსიქიკური
აქტი, ანუ აქვს თვითცნობიერება.

აქტის ძირითადი თვისებები: 1.ინტენციონალობა, 2. თვითცნობიერება,


[თვითწარმოდგენა, თვითშემეცნება, თვითგრძნობა]

3. ევიდენტობა [უეჭველობა- ფსიქიკური აქტი, ოპერაცია ისეთია, როგორც განიცდება;


4.მთლიანობა, 5. განუფენლობა; უშუალო გამოცდილების (პროცესის) სისტემატური
დაკვირვება არის ფსიქოლოგიური კვლევის ძირითადი

გზა; [ვაშლის ყურება არის აქტი და ვაშლის ხატი არის აქტის შინაარსი.]

3. ზოგადი ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის განვითარება

კვლევები მე-18 საუკუნეში - ე.წ. ბრმა წერტილის სიდიდე, მხედვეობის კუთხე/


სიმახვილე, თანმიმდევრული კვალის ხანგრძლივობა;

პირველი ლაბორატორიები[ჰარვარდი/უილიამ ჯეიმსი; გიოტინგენი/გეორგ


მიულერი];

ვილჰელმ ვუნდტის [1832-1920] მიერ ექსპერიმენტული თვითდაკვირვებისადმი


წაყენებული პირობები [1. ცდისპირს უნდა შეეძლოს განსაზღვროს საკვლევი
მოვლენის დაწყების მომენტი; 2. მას უნდა შეეძლოს ამ მოვლენის მაქსიმალური
ყურადღებით განცდა; 3. შესაძლებელი უნდა იყოს დაკვირვების გამეორება; 4.
შესაძლებელი უნდა იყოს მოვლენის გამომწვევი პირობების ვარიაცია.]; განცდის
თანმხლები ფიზიოლოგიური პროცესების აღნუსხვის აუცილებლობა;
ექსპერიმენტული თვითდაკვირვების გამოყენების დროს შეისწავლებოდა შეგრძნება,
აღქმა, რეაქციის დრო, მარტივი გრძნობები, წარმოდგენათა ასოციაციები,
ყურადღების მოცულობა და რხევადობა;[კვლევების 50% ეძღვნებოდა შეგრძნების და
აღქმის საკითხებს, 17% რეაქციის დროს, 10-10% დანარჩენ განცდებს.

ჰერმან ებინჰაუსი-1850-1909
ნებისმიერი მეხსიერების ექსპერიმენტული მკვლევარი;
მეხსიერების საკვლევი მეთოდიკის შემუშავება და დასწავლისა და მომარაგების
მეთოდით[დავიწყებული მასალის ხელახლა სწავლა] მეხსიერების კვლევა;
დასწავლის კანონზომიერებანი ჰერმან ებინჰაუსის მიხედვით; 1. მასალის
მოცულობა; [1-6 / 12-12 / 24-44] ; 2. მასალის ადგილი; 3. პირველი და ბოლო
გამეორება; 4. დროის ინტერვალი; 5. ჭარბი გამეორება;
დავიწყების მრუდი;
ჰ.ებინჰაუსის მიერ ფსიქლოგიურ კვლევაში შეტანილი სიახლეები[1.ცდისპირს
ევალება არა თვითდაკვირვება,არამედ მოქმედება; 2.რთული ფსიქიკური პროცესების
ექსპერიმენტული კვლევაი;
მოსწავლეთა გონებრივი უნარების გასაზომი მეთოდი[დაუსრულებელი
წინადადებების მეთოდი];

ვირცბურგის სკოლა-აზროვნების ექსპერიმენტული კვლევა;


ოსვალდ კიულპე-1862-1915
ექსპერიმენტებში თვითდაკვირვების მიმართულების შეცვლა[აზროვნების
მოქმედების მიმდინარეობაზე და არა ამ მოქმედების შედეგზე დაკვირვება];
არათვალსაჩინო-უხატო და უსიტყვო აზროვნება[სწრაფი კითხვა/საუბრის დროს
სიტყვის ხატის არ არსებობა] ;ცნობიერების მდგომარეობები[სენსორულ შინაარს
მოკლებული განცდები: ყოყმანის,დარწმუნებულობის,ძიების,
მოლოდინის,მიმართულობის და სხვა];

ნარცის ახი- 1871-1946


აზროვნების პროცესის აზრით განსაზღვრულობა; დეტერმინაციის
ტენდენცია,როგორც ნებელობის მოქმედების მექანიზმი; ნებელობის ძალის გაზომვა;
ასოციაციის რეპროდუქციისა და დეტერმინაციის ტენდენცია;

You might also like