You are on page 1of 9

არაცნობიერი, როგორც კლინიკური აღმოჩენა ფროდთან

ავტორი: ივანე დარბუაშვილი

ნაშრომი შესრულებულია

კავკასიის უნივერსიტეტის

სოციალურ მეცნიერებათა სკოლის

ფსიქოანალიზის ფუნდამენტური კონცეფტების კურსისთვის

ხელმძღვანელი: პროფესორი გიგა მამინაშვილი

თბილისი

2021
არაცნობიერი, როგორც კლინიკური აღმოჩენა

საკითხები:

• არაცნობიერი ისტორიულ კონტექსტში


• ფროიდი და შარკო „გარდამტეხი შეხვედრა და პიროვნების ფსიქიკურ
გამოცდილებაზე აქცენტი“.
• ჰიპნოზი, როგორც წმინდა ფსიქიკური ინტერვენცია.
• ორგანული პათოლოგიის უარყოფა & სექსუალური შინაარსები.
• ფროიდი და იოზეფ ბროიერი.
• ბერტა პაპენჰაიმი ანა ო.-ს ისტორია.
• აბრეაქციის ეფექტი
• აკვიატებული ნევროზი და არაცნობიერი
• ნევროტულთა სექსუალური ლტოლვა
• სიმპტომიპ ფორმირება
• ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია
• სურვილის ლეგიტიმაცია / სიზმარში ასრულებული მოთხოვნილებები

2
არაცნობიერი, როგორც კლინიკური აღმოჩენა

არაცნობიერი ისტორიულ კონტექსტში

არაცნობიერი როგორც ცენტრალური ცნება ფსიქოანალიზის, მთელ მეოცე საუკუნეს


გამსჭვალავს. მეტიც, მან გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ფსიქოანალიზის
ჩამოყალიბებაზე, არამედ დიდი ძვრების საფუძველი გახდა ლიტერატურაში, პოლიტიკაში,
ხელოვნებასა და ისეთ გლობალურ საკითხებშიც კი, როგორიცაა რელიგია და კულტურა.
დღესდღეობით ეს ტერმინი და მისი პოპულარული შინაარსი ფსიქიკაში რაღაც
„გაუცნობიერებელი“ შინაარსის არსებობას გულისხმობს. ასევე მას აქტიურად გამოიყენებენ
და გარკვეული სემანტიკური მნიშვნელობაც მიენიჭა ყოველდღიურ მეტყველებაში. ასე
მაგალითად, ხშირად შევხვდებით ისეთ ფრაზებს, როცა ერთი ადამიანი იძახის მეორეზე „ეს
მისი ფარული ქცევაა“;,“ეს მისი ტრავმული გამოცდილების შედეგია“ და ა.შ. საბოლოო ჯამში
კი ყველა მსგავსი ფრაზა ერთი ცენტრალური იდეის ირგვლივ ერთიანდება, კერძოდ
დაშვება, რომ „ადამიანის სუბიექტური ფსიქიკური გამოცდილება, გავლენას ახდენს,
პიროვნების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ის უკვალოდ არ ქრება“.

მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოანალიტიკური კონცეფტები დღეს ძალიან


პოპულარულია, დაახლოებით ასი წლის წინ მსგავსი არაფერი არსებობდა. მაშასადამე
ადამიანები არ ოპერირებდნენ ამ შინაარსებითა და ტერმინებით. სწორედ ის აღმოჩენა,
რომელიც ზიგმუნდ ფროიდმა არაცნობიერის შესახებ გააკეთა შემდგომ ხდება მსოფლიოში
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, გავლენიანი, თეორიული კონცეპტი და ამავდროულად ხელს
უწყობს ფსიქოანალიზს, როგორც ფსიქოლოგიის დამოუკიდებელი მოძღვრების
ჩამოყალიბებას. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფროიდის გარკვეული კონცეფციების
პოპულარობის მიუხედავად, ყოველდღიურ ენაში მისი გამოყენება მაინც პრიმიტიულია,
რადგან მისი სემანტიკური მნიშვნელობა, როგორც ფსიქოანალიტიკური თეორიის
ქვაკუთხედი, გაცილებით ღრმა და კომპლექსური საკითხია. ფროიდისთვის, ის ერთგვარი
ფსიქიკური სუბსტანციაა, რომელიც „არცოდნის გარდა“ მრავალ სტრუქტურულ და ფსიქიკურ
ერთეულს, მექანიზმს და შინაარს აერთიანებს. დროთაგანმავლობაში ფროიდის მრავალი
თეორიული კონცეპტი უარყოფილი იქნა, თუმცა მისი ყველაზე ფუნდამენტური თეორია
არაცნობიერის შესახებ მეცნიერულადაც დადასტურდა. ამის მარტივ მაგალითს კოგნიტურ
ფსიქოლოგიაში ე.წ. იმპლიციტური მეხსიერების შესწავლა და ექსპერიმენტები წარმოადგენს.

მაშასადამე მოცემული ნაშრომის ფარგლებში განხილული იქნება ზემოთ აღნიშნული


საკვანძო საკითხები, რომელიც მნიშვნელოვან წარმოდგენას შეგვიქმნის არაცნობიერზე
როგორც კლინიკური პრაქტიკის შედეგად აღმოჩენილ ფსიქიკურ რეალობაზე, რაც თავის მხრივ
მომავალში ფსიქოანალიზის ფუნდამენტურ კონცეფტს წარმოადგენს პიროვნების ქცევისა და
მენტალური ჯანმრთელობის გაგებაში. აღნიშნული ნაშრომის ფარგლებში მოკლედ იქნება
გადმოცემული ის პრეისტორია, რომელიც არაცნობიერს, როგორც ფსიქიკურ ფენომენს და მის
აღმოჩენას წინ უძღვოდა.

3
არაცნობიერი, როგორც კლინიკური აღმოჩენა

გარდამტეხი შეხვედრა და პიროვნების ფსიქიკურ გამოცდილებაზე აქცენტი

1885 წელს ზიგმუნდ ფროიდი ვენიდან სალპეტრიერის კლინიკაში ჟან-მარტი-


შარკოსთან სასწავლებლად მიემგზავრება. ეს ის პერიოდია, როდესაც საფრანგეთში შარკო
ფსიქიატრიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეტრს წარმოადგენს. მისი მეთაურობით ხშირად
იმართებოდა ე.წ. კლინიკურ რეპრეზენტაციები სადაც პაციენტები დამსწრე საზოგადოების
წინაშე საკუთარი პრობლემებისა თუ სიმპტომების შესახებ ლაპარაკობდა. ეს იყო ერთგვარი
სადემონსტრაციო, ზოგჯერ მეტად თეატრალური წარმოდგენა. იმდროინდელი
ფსიქიატრები, ნერვოლოგები ა.შ. აქტიურად განიხილავდნენ სიმპოზიუმში მონაწილე
პაციენტების სიმპტომატიკას და ამგვარად გარკვეულ დიაგნოზზე თანხმდებოდნენ.
სალპეტრიელის კლინიკა, ერთგვარ ცენტრს წარმოადგენდა სადაც ექიმებს საშუალება
ეძლეოდათ აქტიური მონაწილეობა მიეღოთ და დაკვირვებოდნენ პაციენტის უჩვეულო
ქცევებსა თუ სიმპტომურ გამოვლინებებს. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ამ
პერიოდში უკიდურესად დომინანტურია სამედიცინო პრიზმიდან დაავადებათა გამომწვევი
მიზეზების ხედვა, რის გამოც პაციენტის სიმპტომი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ცალკეული
პიროვნების ისტორია. გამონაკლისი არც ფროიდი აღმოჩნდა, სწორედ ამ მოტივითა და
შარკოს რეპუტაციით მოხიბლული მიემგზავრება საფრანგეთში და აქტიურად იწყებს
ლექციებზე დასწრებას.

სწორედ ეს პერიოდი და შარკოსთან მიღებული გამოცდილება, ფროიდს საფუძვლიან ეჭვს


უჩენს, რომ ადამიანის პათოლოგიური ქცევის გაგებისთვის, საჭიროა რაღაც უფრო
მნიშვნელოვანის გათვალისწინება და არ უნდა მოხდეს მხოლოდ, ბიოლოგიური და
სამედიცინო პარადიგმიდან დარღვეული ქცევის შეფასება. ამრიგად არაცნობიერის
შესწავლა იწყება მაშინ, როცა ფროიდი მიდის დასკვნამდე, რომ სუბიექტთან ფსიქიკურ
ტანჯვას არა გარეგანი ეგზოგენური ფაქტორები, არამედ ენდოგენური ინტრაფსიქიკური
ფაქტორები განაპირობებს.

ჰიპნოზი როგორც წმინდა ფსიქიკური ინტერვენცია

ამ პერიოდში ყოველგვარი არაჯანსაღი ფსიქიკური ფორმაცია ახსნილია სამედიცინო,


ბიოლოგიური დარღვევით მაგალითად: ჟანე ცდილობდა ისტერია სუსტი ნეირონული
კავშირით ახსნას, თუმცა მიუხედავად ამ სამედიცინო პარადიგმისა შარკო აქტიურად იწყებს
ისტერიულ პაციენტებთან ჰიპნოზის გამოყენებას, რის შედეგადაც პაციენტი ერთგვარ შვებას
და შემაწუხებელი სიმპტომების გაქრობას განიცდის. ფროიდისთვის ჰიპნოზის გამოყენება
შეუმჩნევლად არ რჩება და მასში გარდამტეხ ეჭვს აღძრავს - „თუკი ისტერიის გამომწვევი
მიზეზი თავის ტვინის ორგანული დაზიანება არ არის, მაშინ რა არის ამ ყველაფრის მიზეზი?“,
„რა ძალთა თამაშით შეიძლება აიხსნას ეს ფსიქიკური მდგომარეობა?“, და მთავარი, „რატომ
ცვლის ისტერიულ პაციენტებთან მდგომარეობას ჰიპნოზი ანუ წმინდად ფსიქიკური
ინტერვენიცია?“. ეს ის ძირითადი შეკითხვებია, რომელიც ფროიდს უბიძგებს პათოლოგიური
ქცევის მიღმა, რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, განმაპირობებელი ფსიქიკური მექანიზმი
დაინახოს. მიუხედავად იმისა, რომ შარკოს ნაწილობრივ აინტერესებს პაციენტის ფსიქიკური

4
არაცნობიერი, როგორც კლინიკური აღმოჩენა

ცხოვრება, საბოლოო ჯამში მისთვი ფსიქიკური პათოლოგიის ახსნაში პაციენტის ისტორიას,


არანაირი ღირებულება არ ენიჭება.

ფროიდი ხედავს, რომ ჰიპნოზის დროს იცვლება პაციენტის ფსიქოდინამიკა, რაც იმას
გულისხმობს, რომ წმინდა ფსიქიკური ინტერვენციის გზით შესაძლებელია ერთმა ადამიანმა
მეორესთან გარკვეული ფსიქიკური ზემოქმედებით, გარკვეულ პოზიტიურ ეფექტს მიაღწიოს.
ამრიგად ამ პროცესში არანაირი მატერიალური სუბსტრატი (ნივთიერება, საგანი,) არ
მონაწილეობს და ამგვარად ეს არის ერთი ადამიანის მეორე ადამიაზე ფსიქიკით
ზემოქმედება, რაც თავის მხრივ ფუნდამენტალურად ცვლის ისტერიული პაციენტის
ფსიქიკურ სურათს.

მაშასადამე ფროიდის შეხვედრა ისტერიასთან საბოლოოდ აღძრავს საფუძვლიან ეჭვს,


რომ მის განვითარებაში მხოლოდ ორგანული პათოლოგია არ არის წამყვანი. ამ
შეხედულების შედეგად ფროიდი ამთავრებს ნევროლოგიის კარიერას და ის აღარასოდეს
აგრძელებს ამ საქმიანობას, მეტიც ფროიდი ჰიპნოტური ძილის დროს მიღებულ კლინიკურ
მასალაზე და რეპრეზენტაციებზე დაყრდნობით, იმ ფანტაზმების და ტრანსფერის
გათვალისწინებით, რომელიც პაციენტთან ურთიერთობაში იჩენს თავს ასკვნის, რომ
არსებობს გარკვეული კავშირი ნერვოზებს, ისტერიასა და სექსუალობას შორის და რომ ამ
ყველაფერს აქვს წმინდად სექსუალური შინაარსები და ელფერი. ამრიგად ფროიდი ამჩნევს
და მისთვის უფრო თვალსაჩინო ხდება ერთგვარი გახლეჩა სუბიექტის სიმპტომსა და თავად
სუბიექტს შორის. მისთვის ცხადი ხდება, რომ ეს სიმპტომი მუდმივად განიხილება
სუბიექტისგან მოწყვეტით და მაშასადამე მასში არ არის გათვალისწინებული ადამიანის
პირადი ისტორია, გამოცდილება, კულტურა და სხვა. მომავალში ფსიქოანალიტიკურ
თერაპიაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სუბიექტურ ფსიქიკურ გამოცდილებას. ფროიდი
ამბობს - „თუ ჩვენ სუბიექტისგან დამოუკიდებლად განვიხილავთ სიმპტომს და მასში არ
გავითვალისწინებთ პიროვნების ინდივიდუალურ ფსიქიკურ გამოცდილებას ჩვენ ვერ
შევძლებთ ეფექტურად ვუმკურნალოთ ფსიქიკურ აშლილობას“ – „ჩვენ ვერასოდეს
გავარტყავთ მიზანში და ყოველთვის ჩვენი გასროლა იქნება აცდენილი“. - ამ მოსაზრებით ის
ფაქტობრივად ხაზს უსვამს იმას, რომ სიმპტომის ჩამოყალიბებას უდიდესი კავშირი აქვს
თავად სუბიექტთან და რომ ისტერიის ეტიოლოგიის კვლევა მხოლოდ ორგანული
თვალსაზრისით კრახით დამთავრდება.

ფროიდი და იოზეფ ბროიერი (Sigmund Freud & Josef Breuer)

მას შემდეგ, რაც ფროიდი ბრუნდება ვენაში და კოლეგებს თავის შეხედულებებს


წარუდგენს მას სერიოზულად არავინ ეკიდება და ბუნებრივია იმდროინდელი სამედიცინო
პრიზმიდან სერიოზულად არ აღიქმება. თუმცა ის მალევე ხვდება იოზეფ ბროიერს, ცნობილ
ვენელ ექიმს, რომელიც თავად მუშაობდა ისტერიულ პაციენტებთან ვენაში. ფროიდი და
ბროიერი ერთად მუშაობენ წიგნზე ისტერიის შესახებ სადაც შესავალი ნაწილი ეკუთვნის
ბროიერს და ფროიდს ხოლო შემდგომ ბროიერი ეთიშება კვლევის პროცესს და ფროიდი
დამოუკიდებლად აგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით. მიუხედავად მათი
განსხვავებული შეხედულებებისა, ფროიდისთვის ბროიერთან ურთიერთობა ყველაზე
მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან სწორედ მისი მეშვეობით (ბროიერის) მოხდა
ფსიქოლოიის ისტორიაში ე.წ. ანა ო- ს შემთხვევის აღწერა, რამაც ფაქტობრივად საფუძველი
ჩაუყარა ფსიქოანალიტიკური თერაპიის არსებობას.

5
არაცნობიერი, როგორც კლინიკური აღმოჩენა

ბერტა პაპენჰაიმი ; ანა ო. ( Bertha Pappenheim; Anna O.)

ანა ო. იყო იოსებ ბროიერის პაციენტი და გახლდათ კლასიკური შემთხვევა ისტერიის.


ანა. ო. იყო 19 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჯერ მხედველობის ანალიზატორი
ეუბნება უარს ანუ ბრმავდება, შემდეგ წაერთმევა ზედა კიდურები და ბოლოს ქვედაკიდურები.
ამასთან ერთად პაციენტი განიცდის: საკვების მიუღებლობას, ემოციურ და ენობრივ
ცვლილებებს ასევე ახალგაზრდა ქალს აღენიშნებოდა სახის ნევროლოგიური წარმოშობის
ტკივილები, რომელსაც მკურნალობს მორფინით რაზეც პაციენტს ერთგვარი
დამოკიდებულება უყალიბდება. ბროიერის ჩანაწერებში აღწერილია სიმპტომები, რომელიც
დღეს ჩვენ „პიროვნების დისოციაციურ აშლილობას“ მოგვაგონებს. ექიმის თქმით პაციენტი
ავლენს იმპულსურ ქცევასა და ბავშურ მახასიათებლებს. ბროიერი პაციენტთან საუბრის
მეთოდს იყენებს და მსგავსად შარკოს ექსპერიმენტებისა აქაც აღინიშნება ჰინოზის და
საუბრის მეთოდით მიღწეული პოზიტიური ცვლილებები - კერძოდ პაციენტი საუბრობს მის
ფანტაზმებზე, სიმპტომებზე, ფსიქიკური მნიშვნელობის მქონე გამოცდილებებზე, რის
შედეგადაც დროებითი განმუხტვა ხდება. ბროიერის ამგვარ ტექნიკას პაციენტზე აბრეაქციის
ეფექტი აქვს ანუ, კონფლიქტის, მოგონების ან აზრის დათრგუნვის გამო ემოციური
დაძაბულობის განმუხტვა, გამონთავისუფლება ხდება. ფროიდი მალევე ამჩნევს, რომ
გამონთავისუფლებულ ინფორმაციას, რომელსაც ბროიერი ანაოს შესახებ ყვება, ხშირად
სექსუალური ხასიათის არის და კავშირი აქვს ბავშვობაში განცდილ გარკვეულ ისტორიებთან.
ამრიგად თუკი ფროიდი შარკოსთან დაეჭვდა პაციენტის ფსიქიკური პრობლემების
წარმომავლობაში, სექსუალობაში, როგორც ფაქტორში რომელიც მონაწილეობს
პათოლოგიური ფსიქიკური ფორმაციის ჩამოყალიბებაში - ბროიერთან შეხვედრამ და ანა
ო.-ს შემთხვევის შესწავლამ შესაძლებელი გახადა უკვე აღმოჩენების მთელი სერია, ტექნიკა
და მეთოდოლოგია ფსიქოანალიზის სფეროში. თავად პაციენტი ამ მეთოდს ადარებს
„ბუხრის მილების წმენდას“ და „საუბრით მკურნალობას“ - რაც მომავალში ფროიდისთვის
ფსიქოანალიტიკური თერაპიის ქვაკუთხედს წარმოადგენს. სწორედ ანა ო.-ს კლასიკური
ისტერიის შემთხვევას მოგვიანებით ფროიდი საკუთარ ნაშრმოში „კვლევები ისტერიის
შესახებ“ აღწერს. ფროიდი ამ პერიოდში თვისობრივად განსხვავებულ მეთოდს აღმოაჩენს
პაციენტის შემთხვევაზე მუშაობის პროცესში, რომესაც შესაძლებელია ვუწოდოთ
ფსიქოანალიტიკური თერაპიის წინამორბედი მუშაობის ფორმა, რის გარეშეც ალბათ არ
დაიბადებოდა ფსიქოანალიტიკიკური თერაპია.

აკვიატებული ნევროზი და არაცნობიერი

ფროიდი თავის ნაშრომში ასევე განიხილავს 30 წლის ქალის ისტორიას, რომელიც ე.წ.
აკვიატებული ნევროზით იტანჯება (ობსესიურ-კომპულსური აშლილობა). ახალგაზრდა
ქალი ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმე, ერთი და იმავე მოქმედებას იმეორებს - ქალი
გამორბის საძინებელი ოთახიდან დგება მაგიდასთან გარკვეულ პოზიციაში, ეძახის
მოსამსახურეს და აძლევს დავალებას გაწმინდოს პირობითად მაგიდაზე არსებული ლაქა,
შემდეგ კი ოთახში ბრუნდება. ფროიდი იკვლევს და ცდილობს გაიგოს თუ რას აკეთებს
პაციენტი, თუმცა მრავალი კითხვის მიუხედავად ახალგაზრდა ქალი პასუხობს, რომ არაფერი
იცის ამის შესახებ და რომ ეს სიმპტომები და ქცევა უეცრად განვითარდა. მაშასადამე პაციენტი
არ ფლობს არანაირ ინფორმაციას თუ რა შეიძლება იდგეს ქცევის უკან. ფროიდი წერს თავის

6
არაცნობიერი, როგორც კლინიკური აღმოჩენა

ერთ-ერთ ნაშრომში, რომ მისმა დაჟინებულმა თხოვნამ - გაეხსენებინა რაიმე მოგონება ან


კავშირი ამ ყველაფერთან შედეგი გამოიღო და პაციენტმა მოყვა შემდეგი ისტორია -
აღმოჩნდა, რომ როდესაც ეს ქალი ახალგაზრდა იყო მასზე უფროსი მამაკაცი შეუყვარდა.
პაციენტი იხსენებს, რომ მამაკაცის გაცნობიდან ისინი მალევე შეუღლდნენ და აღწერს
პირველ ღამეს განვითარებულ ისტორიას. პირველ ღამეს, როდესაც სექსუალური აქტი უნდა
შემდგარიყო, ეს აქტი ვერ გახორციელდა ამის მიზეზი მამაკაცის სექსუალური იმპოტენცია
იყო. შერცხვენილი მამაკაცი იწყებს ოთახში წინ და უკან სირბილს და ბოლოს, როცა მას
ყოველგვარი იმედები გადაეწურება იღებს წითელ მელანს და საწოლზე ასხავს. ფროიდი
აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი ერთის მხრივ მამაკაცის ფრუსტრაციას იწვევს მაგრამ მეორე მხრივ
ახალგაზრდა ქალი აცნობიერებს, რომ მას აღარ ეყოლება შვილი, რომ მისი სოციალური
როლი, როგორც წარმატებული მეოჯახე ქალის არ შედგება, თუმცა აღმოჩნდება, რომ ეს
მატრამვირებელი წარმოდგენები და შინაარსები მისი ფსიქიკიდან განიდევნება. ამრიგად ეს
ქალი ვერ იქნება დედა, მას არ ექნება სოციალური როლი ა.შ. რის შედეგადაც მისი
სოციალური მნიშვნელობა მთლიანად დაიშალა და დაინგრა. ისიც უნდა აღინიშნის, რომ
ქალის ობსესიას ასევე თან ახლავს ასოციალურობის გავითარება, უარს ამბობს საჩუქრების
მიღებაზე, საკუთარ თავს აღარ უვლის და მისი ცხოვრების ხარისხი დღითიდღე უარესდება.
ფროიდი ამბობს, თუ ავიღებთ მის ტრავმულ გამოცდილებას, რომელიც მისთვის მძიმე იყო,
აღმოვაჩენთ, რომ მას ეს ტრავმა დავიწყებული აქვს ( ცნობიერებიდან აქვს გატანილი )
დარჩენილია მხოლოდ ტრავმული ეფექტი, რომლის მეშვეობითაც ის იმეორებს არა
მხოლოდ სიმბოლურად მისი ქორწინების პირველ ღამეს, არამედ ის ასწორებს ამ ქცევას -
ის დგება ისეთ ადგილას, რომ ეს „ლაქა“ მაგიდაზე ყველამ შეამჩნიოს და ავალდებულებს
მოსამსახურეს რომ გაწმინდოს. ფროიდი ამბობს, რომ ფაქტობრივად ის ამით ისრულებს
სურვილს, რომ მისი მეუღლე ჯანსაღია. ( რეალური ლაქა ანაცვლებს „გაყალბებულს“)
ამრიგად ფროიდი კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას თუ რაოდენ მნიშვნელოვანი
შეიძლება იყოს სუბიექტის ტანჯვაში მისი მატრავმირებელი გამოცდილება, რომელიც
შესაძლებელია ერთი შეხედვით სრულიადაც არ იყოს კავშირში მის ქორწინებასთან.

ნევროტულთა სექსუალური ლტოლვა

ფროიდი თავის ნაშრომში „სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიიდან“ განმარტავს, რომ


ფსიქონერვოზები წარმოადგენენ სექსუალური ლტოლვის ძალთა მოქმედების შედეგს“ -
სადაც ის გულისხმობს, რომ სექსუალური ლტოლვები წარმოადგენს ნევროზის ერთადერთ
და მუდმივ ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს. ფროიდი ამ ნაშრომში აღნიშნავს, რომ
არაცნობიერში შეკავებული ეს მენტალური პროცესები ერთგვარი გამოხატვისკენ ისწრაფიან
თუმცა გარკვეული ცენზურის გამო ეს შინაარსები, მოთხოვნილებები ფორმირდება
სიმპტომების სახით. ამრიგად სიმპტომები წარმოადგენს იმ რეალური მისწრაფებებს,
რომელიც არაცნობიერში არის განდევნილი. მისწრაფება შეიძლება იყოს სექსუალური
მოთხოვნილებები, ფანტაზმები, სურვილები და სხვა, რომელიც რაღაც მიზეზით არ
ცნობიერდება. სწორედ ამ გზით ხდება მათი ჩანაცვლება და იღებს ერთგვარ სიმბოლურ
სახეს; სიმპტომში, სიზმრებში, პათოლოგიურ ქცევაში, დავიწყებაში და სხვა. ფროიდი
აღნიშნავს, რომ ისტერიულ ავადმყოფებთან შესამჩნევია სექსუალური შინაარსების და
გამოცდილების გარკვეული ხარისხის განდევნა, რაც ცდება ნორმალურობის ფარგლებს,

7
არაცნობიერი, როგორც კლინიკური აღმოჩენა

ასევე შესამჩნევია წინააღმდეგობის გაძლიერება სექსუალური ლტოლვის ინსტინქტისადმი,


რომელიც ვლინდება სირცხვილში, ზიზღში ან გადაჭარბებულ მორალურობაში. ამრიგად
ფროიდის მოსაზრებით ჭარბი სექსუალური ინსტინქტის არსებობა და მისი ღრმა
ფესვგადგმული უარყოფა, მისგან გაქცევა შეიძლება გაფორმდეს: სიზმრებში, სიმპტომში,
წამოცდენაში და სხვა. ფროიდი ამავე ნარკვევში აღნიშნავს, რომ ავადმყოფობა ერთგვარი
გამოსავალია, თავი ავარიდოთ ჩვენთვის მიუღებელ შინაარსებს , ანუ სუბიექტი პრობლემის
გადაჭრის ნაცვლად ახდენს ამ პრობლემის გაუცნობიერებლად სიმპტომში ფორმირებას.
„ცდილობს გვერდი აუაროს მას ლიბიდოზური იმპულსების სიმპტომებად გარდაქმნის გზით“.

მაგალითად ჩემი პირადი პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე მსგავსი


ფორმაციები ძალიან ხშირია სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლებთან,
განსაკუთრებით ჰომოსექსუალ მამაკაცებთან რომლებსაც საკუთარი იდენტობის და
მოთხოვნილების გააზრება უჭირს. ხშირია, როცა განდევნილი სექსუალური მოთხოვნილება
ფორმირდება სიმპტომის სახით, რასაც თავის მხრივ საზოგადოება და კულტურული ნორმები
უფრო მეტად აძლიერებს. ამრიგად შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ჯანსაღი საჯაროობა
თავის მხრივ პოზიტიურ წვლილს შეიტანს პრობლემის მოგვარებაში.

ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი, რომელში ფროიდი ყურადღებას


ამახვილებს არაცნობიერი ფსიქიკის მექანიზმის შესახებ, იმაზე თუ როგორ ვლინდება ის ჩვენს
ყოველდღიურ ცხოვრებაში. ფროიდი მიიჩნევს, რომ ფსიქიკურ მოვლენებს აქვს გარკვეული
საზრისი ანუ ისინი არ ხდება შემთხვევით და მექანიკურად. ის ყურადღებას ამახვილებს ერთი
შეხედვით უმნიშვნელო შეცდომებზე, რომელიც ყველა ჩვენგანს გამოუცდია მაგალითად:
სახელის არასწორად დასახელება, სიტყვის არასწორი ჩაწერა, აბსურდული სიზმარი
რომელსაც ერთი შეხედვით საზრისი არ გააჩნია, დავიწყებული ნივთები და სხვა - ყოველივე
ამას აქვს გარკვეული საზრისი და ყველა მათგანს შეიძლება ვუპოვნოთ გარკვეული ახსნა.
ფროიდი ამავე ნაშრომში აღნიშნავს, რომ „საკუთარი არსებითი სახელების უბრალო
დავიწყების გვერდის არსებობს კიდევ ერთი დავიწყება, რომელიც განდევნით არის
მოტივირებული“ - ჩემი მოსაზრებით აქ ფროიდი ხაზს უსვამს, რომ არსებობს დავიწყების ორი
ფორმა პირველი ეს არის, როდესაც ადამიანი უბრალოდ ვერ აღადგენს (კოგნიტურად)
ინფორმაციან ან ე.წ. ინტერფერენციის გამო ვერ იხსენებს მისთვის ნაცნობ სახელს თუმცა
მეორე შემთხვევაში ამ დავიწყებას განდევნის მექანიზმი განსაზღვრავს. ამრიგად ფროიდი
არაცნობიერის კონცეფტს თავის ნაშრომში კიდევ უფრო მეტად ავითარებს და ხაზს უსვავს თუ
რაოდენ მნიშვნელოვანია ის ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

8
არაცნობიერი, როგორც კლინიკური აღმოჩენა

სურვილის ლეგიტიმაცია

ფროიდის თანახმად ჩვენ ძალიან ხშირად იმის გამო, რომ გვიწევს სოციუმში ცხოვრება,
ჩვენი სურვილები ამ მიზეზით კარგავენ ლეგიტიმურობას. ვინაიდან ადამიანი
გარშემორტყმულია კულტურული და ეთიკური ნორმებით, სურვილების გამოვლენის
შესაძლებლობა იზღუდება, რაც თავის მხრივ ფსიქიკაში უკვალოდ არ ქრება. ამგვარი
სურვილები თავს იჩენს შენიღბული სახით სიზმრებში, წამოცდენებში და ზოგჯერ სიმპტომების
სახითაც გვევლინება. ამრიგად ფროიდი საკუთარი დაკვირვების და კლინიკური პრაქტიკის
საფუძველზე ფსიქიკაში იმგვარ რეალობას აღმოაჩენს რომელსაც არაცნობიერი ეწოდება,
რაც თავის მხრივ სამომავლოდ მთლიანად ფსიქოანალიტიკური მოძღვრების მთავარ
კონცეფტს წარმოადგენს. ფროიდმა ამგვარი კვლევების საფუძველზე არა მხოლოდ
არაცნობიერი ფსიქიკის კვლევას ჩაუყარა საფუძველი არამედ მან ფაქტობრივად ფსიქიკური
რეალობა და მისი გადამწყვეტი მნიშვნელობა სუბიექტის ცხოვრებაში აღმოაჩინა.

დასკვნა

ზიგმუნდ ფროიდის აღმოჩენამ არაცნობიერის შესახებ სრულიად შეცვალა სამყაროს


სოფმხედველობა ადამიანის ქცევაზე და ფსიქიკური ცხოვრების შინაარსზე. ჩემი სუბიექტური
აზრით ეს არი მომავლის თეორია, რომელიც მიუხედავად თავისი რთული კონცეფტუალური
შინაარსისა აუცილებლად იქნება ხეელმეორედ გადააზრებული. ფროიდი არაცნობიერის
როგორც ფსიქიკურ ფენომენს აღმოჩენით ახალ ფსიქიკურ რეალობას აფუძნებს და
ამრიგად ის დასაბამს აძლევს ფსიქოთერაპიას.

You might also like