You are on page 1of 4

შიზოფრენია

მწვავე შიზოფრენიის სიმპტომებია: ბოდვა, ჰალუცინაცია და იდეატორული ავტომატიზმი.


ამ სიმპტომებს ხშირად პოზოტიურ სიმპტომებს უწოდებენ. ზოგი პაციენტი გამოდის ამ
მწვავე მდგომარეობიდან ან დაავადება გადადის ქრონიკულ ფორმაში.

ქრონიკული შიზოფრენიის სიმპტომებია: აპათია, მოტივაციის და ინტერესების ნაკლებობა,


სოციალური იზოლაცია. ამ სიმპტომებს ნეგატიურ სიმპტომებს უწოდებენ და მათი
განვითარების შემდეგ პაციენტთა ძალიან მცირე ნაწილი გამოდის მდგომარეობიდან.

დაავადების ორივე ფაზაში შესაძლებელია აფექტური და სხვა სიმპტომების განვითარებაც.

მწვავე შიზოფრენიის დროს:

1. ინსაითის არარსებობა;
2. ბოდვები;
3. სმენითი ჰალუცინაციები;
4. ემოციური გასადავება;
5. უნდობლობა;
6. ხმამაღალი აზრები;
7. ბოდვითი გუნება-განწყობა.

ქრონიკულის დროს:

1. სოციალური იზოლაცია;
2. ინტერესთა სფეროს შეზღუდვა;
3. დაქვეითებული აქტივობა;
4. დეპრესია
5. გარეგნობის უგულვებელყოფა;
6. უცნაური მოძრაობები;
7. ძალადობის საშიშროება;
8. სუიციდის მცდელობა;
9. შეუკავებლობა;
10. მეტყველების და აზრების გაღარიბება;
11. შფოთვა, გაღიზიანება, აფექტი.

გარეგნობა და ქცევა შიზოფრენიით დაავადებულ ზოგიერთ პირს შეიძლება სრულიად


ჩვეულებრივი ჰქონდეს, პაციენტთა ნაწილი კი იყოს შეცვლილი. ისინი შესაძლოა მოცულნი
იყვნენ თავიანთ გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვით, რელიგიური იდეებით და ა.შ.
სოციალური იზოლაცია ვლინდება მაგ: იმით რომ პირვონება საკუთარ ოთახშია ჩაკეტილი ან
ზოგჯერ გაუნძრევლად წევს საწოლში. ზოგი პაციენტი უმიზეზოდ იცინის ან ტირის.
ზოგიერთი თითქოს მუდმივად გაოგნებულია, ზოგი- მოუსვენარია და ხმაურიანი და
შეიძლება მოულოდნელად არაადეკვატურად მოიქცეს.
აზროვნების და ასოციაციური პროცესის დარღვევები აისახება მეტყველებაში. ადრეულ
სტადიაზე პაციენტის მეტყველება ბუნდოვანია და რთულია ნათქვამიდან აზრის გამოტანა.
ზოგი პაციენტი მოცულია ფსევდომეცნიერული ან მისტიკური აზრებით. აზროვნების
დარღვევების გამწვავებისას ასოციაციური პროცესის ორი პათოლოგია ვლინდება.

ხშირია გუნებ-განწყობის აშლილობები და სამი სახით ვლინდება: 1. აღინიშნება შფოთვა,


დეპრესია, გაღიზიანება ან ეიფორია; 2. ემოციური გასადავება, როდესაც დაქვეითებულია
ემოციური პასუხი; 3. შეუსაბამო აფექტი, როდესაც პაციენტის ემოციები არ შეესაბამება
სიტუაციას.

ყველაზე ხშირად დამახასიათებელია სმენითი ჰალუცინაციები. პაციენტს ესმის ხმაური,


მუსიკა, ცალკეული სიტყვები, მოკლე ფრაზები ან მტელი საუბარი. ხმებმა შესაძლოა არ
შეაწუხოს პაციენტი ან შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი დისტრესი. ზოგჯერ ხმა მესამე პირთან
ერთად მსჯელობს და კომენტარს უკეთებს პაციენტის ქცევას. მხედველობითი
ჰალუცინაციები იშვიათია და აღმოცენდება სხვა სახის ჰალუცინაციებთან ერთად. ზოგს
აღენიშნება ტაქტილური, ყნოსვითი, გემოვნებითი და სომატური ჰალუცინაციები.

შიზოფრენიისთვის დამახასიათებელია ბოდვები. პირველადი ბოდვა ნაკლებად გვხვდება და


ძნელია მათი გამოვლენა. ხშირია დევნის ბოდვა, მაგრამ არასპეციფიკურია
შიზოფრენიისთვის. ნაკლები სიხშირით გვხვდება, მაგრამ მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური
მნიშვნელობა აქვს დამოკიდებულებისა და კონტროლის ბოდვას და აზრების მიკუთვნების
ბოდვას.

ინსაითი - კრიტიკული დამოკიდებულება დაავადების მიმართ. როგორც წესი დარღვეულია,


პაციენტების უმრავლესობა უარყოფს, რომ მათი განცდები დაავადების შედეგია. მიაჩნიათ,
რომ მათ მდგომარეობას არაკეთილმოსურნე ადამიანების ქმედებები იწვევენ.

ორიენტაცია ჩვეულებრივ შენახულია, თუმცა აზროვნების პროცესის აშლილობის დროს ან


როდესაც პაციენტი სრულიად მოცულია თავისი ფსიქოზური განცდებით ძნელია ამის
განსაზღვრა.

ქრონიკული შიზოფრენიის ნეგატიურ სიმპტომებს ,,დეფექტურ მდგომარეობად’’


მოიხსენიებენ. მეტყველება დარღვეულია და ასახავს აზროვნების პათოლოგიას. ყოველთვის
არ გვხვდება ჰალუცინაციები და ბოდვები. ამ სიმპტომების არსებობისას პაციენტს მათ
მიმართ უმნიშვნელო ემოციური დამოკიდებულება აქვს. ვითარდება სხვადასხვა
მოტორული დარღვევები: სტერეოტიპია, მანერიზმი ან სხვა კატატონური სიმპტომები და
დისკინეზიები (უპირატესად ანტიფსიქოზური პრეპარატების ხანგრძლივი მიღების შედეგად
ვითარდება.)
შიზოფრენიის ტიპები

1. პარანოიდული შიზოფრენია - ყველაზე გავრცელებულია. დამახასიათებელია დევნის


ბოდვა შესაბამისი შინაარსის სმენითი ჰალუცინაციებით. ასოციაციური პროცესის
აშლილობა, აფექტური, კატატონური და ნეგატიური სიმპტომები არ არის
გამოხატული. პიროვნება შედარებით კარგად გამოიყურება. იწყება გვიანდელ ასაკში
და უკეთესი პროგნოზი აქვს, ვიდრე სხვა ტიპის შიზოფრენიას.
2. ჰუბეფრენული შიზოფრენია - ცნობილი როგორც დეზორგანიზებული შიზოფრენია.
დამახასიათდებელია აზროვნებისა და ემოციური სფეროს პათოლოგია. გუნებ-
განწყობა ცვალებადია, ქცევები მოულოდნელი და ,,სულელური’’. ბოდვები და
ჰალუცინაციები პერიოდული და რასისტემატიზებულია. ხშირია მანერულობა,
მეტყველება ქაოტურია. ნეგატიური სიმპტომები ადრე იჩენს თავს და განაპირობებს
ცუდ პროგნოზს.
3. კატატონური შიზოფრენია - თვალსაჩინოა მოტორული სიმპტომები. მოტორული
აქტივობა იცვლება აგზნებიდან სტუპორამდე. ეს ფორმა გავრცელებული იყო
წარსულში, დღეს განვითარებულ ქვეყნებში შედარებით იშვიათია, რაც იხსნება
დაავადების ბუნების ცვლილებით, მკურნალობის გაუმჯობესებით და ა.შ.
4. მარტივი შიზოფრენია - იწყება ,,შემპარავად’’ და ახასიათებს უცნაური ქცევა,
სოციალური იზოლაცია და შრომის უნარის დაქვეითება. ბოდვები და
ჰალუცინაციები გამოხატული არ არის. ეს დიაგნოზის იშვიათად დაისმის.
5. არადიფერენცირებული შიზოფრენია - აღნიშნავს ისეთ შემთხვევებს, რომლებსაც არც
ერთი დიაგნოზი არ მიესადაგება ან როდესაც ყველა ფორმისთვის დამახასიათებელი
ნიშნები თანაბრადაა გამოხატული.
6. რეზიდუალური შიზოფრენია - დაისმის მაშინ, როდესაც მინიმუმ ერთი წლის
მანძილზე პაციენტს აღენიშნება მხოლოდ ნეგატიური სიმპტომები და პოზიტიური
სიმპტომები არ აღინიშნება.
7. დეფიციტური სინდრომი - არის შიზოფრენიის ქვეტიპი, რომელსაც ახასიათებს ადრე
განვითარებული და გამოხატული ნეგატიური სიმპტომები.

სამი კლინიკური სინდრომი:

რეალობის დამახინჯება (ბოდვა, ჰალუცინაცია), დეზორგანიზაცია (აფექტი, უცნაური ქცევა),


ფსიქომოტორული გაღარიბება (გასადავებული აფექტი, სპონტანური მოძრაობების
შემცირება).

შიზოფრენიის მქონე პაციენტებს აქვთ ყნოსვითი დისფუნქცია, რაც სუნის


იდენტიფიცირების, სუნის მიმართ მგრძნობელობის და სუნზე მეხსიერების დეფიციტით
ვლინდება. თვალსაჩინოა დეფიციტური სინდრომის მქონე პაციენტებთან, უფრო
გამოხატულია მარცხენა ნესტოში.
შიზოფრენიის მატარებელი პაციენტი სვამს დიდი რაოდენობით წყალს, რაც იწყვევს წლით
ინტოქსიკაციას. მწვავე შემთხვევაში ვითარდება ტვინის შეშუპება, კომა და სიკვდილი. ამ
ქცევის მიზეზი შესწავლილი არ არის.

შიზოფრენიის ეტიოლოგია: გენეტიკა, გარემო ფაქტორები (მშობიარობის გართულებები,


გრიპი ორსულობის დროს, ზამთარში დაბადება, ჰაშიშის მოხმარება ადრეულ ასაკში),
სოციალური (მიგრაცია, ცხოვრებისეული მოვლენები), სტრუქტურული (თავის ტვინი მცირე
ზომა, სინაფსების სიმცირე), ფუნქციური ნეიროვიზუალიზაცია, ნეიროფიზიოლოგიური,
ფსიქოლოგიური (კოგნიტური დარღვევები, პიროვნული ფაქტორები და ა.შ.), ჰიპოთეზები
(ნეიროგანვითარება, სტრეს-მოწყვლადობა.).

მკურნალობა: მედიკამენტები კარგად არის შესწავლილი მწვავე ეპიზოდის მიმართ,


მნიშვნელოვანია დოზების გათვალისწინება დამოკიდებულების ან გართულებების თავიდან
ასაცილებლად, ზოგი პაციენტი რეზისტენტულია მედიკამენტოზური მკურნალობის მიმართ,
ქრონიკული შიზოფრენიის შემთხვევაში. პაციენტს მედიკამენტოზურ მკურნალობასთან
ერთად ესაჭიროება სოციალური ადაპტაცია და რეაბილიტაცია: ოჯახის თერაპია,
ინდივიდუალური თერაპია (უნარ-ჩვევები, თვითშეფასება და ა.შ) სოციალური მხარდაჭერა,
ადრეული ინტერვენცია.

You might also like