You are on page 1of 42

ფსიქიატრია

ადიქცია, აბსტინენცია და ნივთიერებების მოხმარებით


გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი დარღვევების
მკურნალობის პრინციპები
ადიქცია
• ადიქცია უპირველეს ყოვლისა არის ტვინის
დამაჯილდოვებელი, მოტივაციური, მეხსიერების და
მათთან ასოცირებული სისტემების ქრონიკული
დაავადება.
• ამ სისტემებში დარღვევებს მივყავართ სპეციფიურ
ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და სულიერ
გამოვლინებებამდე. ყოველივე ეს ირეკლება ინდივიდში,
რომელიც პათოლოგიურად, ნივთირებების მოხმარებით ან
სხვა ქცევებით, ეძებს ჯილდოს და/ან შვებას
ადიქციას ახასიათებს
• თავშეკავების შეუძლებლობა
• დარღვეული ქცევის კონტროლი
• ‘’შიმშილი’’ წამალზე ან დამაჯილდოვებელ გამოცდილებაზე
• დაქვეითებული უნარი შეაფასოს საკთარი ქცევა და მისი
ზემოქმედება სხვებზე
• დისფუნქციური ემოციური პასუხი
‘’გაზის ბალონი’’
‘’გამშვები’’ ცენტრი
აფექტი
• ჩვენი აფექტური პასუხი სურათზე, არის ის, რაც იწვევს ჩვენი
სხეულის ‘’არაცნობიერ’’ რეაქციას სხვადასხვა საკვების
დანახვაზე
ტორმუზები
წინდაცვეთა და ტკივილის კონტროლი
დამოკიდებულების განვითარების
მექანიზმი
ადიქცია ‘’იპყრობს’’ ტვინს
• ‘’ტორმუზს’’ აღარ შეუძლია ინფორმაციის დინების შეჩერება
და ტვინის ‘’უმწიფარი’’ უბნები იკავებენ სადავეებს
• თუ ფრონტალური კორტექსი არ არის განვითარებული
დაავადების დაწყებისას, ის რჩება განუვითარებელი
ადიქცია ‘’იზოლაცია’’ -ში
• 1980 წელს ჩატარებული ექსპერიმენტი:
ვირთხა მარტოა გალიაში. ერთ ბოთლში
ასხია კოკაინ და მორფინ გარეული წყალი,
მეორეში - ჩვეულებრივი წყალი
• ვირთხები სვამენ დაწამლულ წყალს
სანამ ზედოზირებით არ კვდებიან
ადიქცია ‘’ვირთხების პარკში’’
• იზოლირებული ვირთხის გალია
• ‘’ვირთხის პარკი’’: სათამაშოებით, საჭმლით,
გვირაბებით, მეგობრებით, და ა.შ. –
ვირთხების სამოთხე!
შედეგები
• მარტოობაში მყოფი ვირთხები სვამდნენ ნარკოტიკიან
წყალს
• ‘’პარკში’’ მყოფი ვირთხები სინჯავდნენ ნარკოტიკიან წყალს
და არ აგრძელებდნენ მის დალევას
• ადამიანებს აქვთ ერთმანეთთან დაკავშირებულობისა და
კავშრების ჩამოყალიბების მოთხოვნილება. თუ ჩვენ არ
შეგვიძლია დავუკავშრდეთ ერთმანეთს, ჩვენ
დავუკავშირდებით სხვა ‘’რამეებს’’ რომლებიც გვაძლევენ
კმაყოფილებას
• ადიქციის საპირისპირო არ არის სიფხიზლე. მისი
საპირისპირო ადამიანური კავშირებია
ოპოიდური ნარკომანია
• ოპიუმი
• კუსტარულად დამუშავებული ოპიუმი ( აცეტილირებული ოპიუმი )
• მორფი
• კოდეინი
• მრომედილი
• პროსიდოლი
• ფენტანილი
• მეტადონი
• ჰეროინი
• ბუპრენორფინი
• დიონინი
• ტეკოდიდი
ოპიუმის მოხმარება
• პირველი მოხმარებისას შესაძლოა განვითარდეს
უსიამოვნო თვითგრძნობა, გულისრევა და ღებინება
• 50% -ში თერაპიული დოზა იწვევს აწეულ გუნება-განწყობას
• განსაკუთრებულად სარისკოა ოპიუმის მოხმარება
დეპრესიის დროს
• განსაკუთრებით დიდია დამოკიდებულების განვითარების
რისკი ინტრაფენური მოხმარებისას
ოპიუმის მოხმარება
• საწყისი სტადია: ეპიზოდურიდან სისტემატიურ მოხმარებაზე
გადასვლა
მადის დაქვეითება, წონაში დაკლება, ყაბზობა, ამენორეა.
ექიმს იშვიათად მიმართავენ; რწმენა რომ ნებისმიერ
დროს შეუძლია შეწყვიტოს მოხმარება
• მეორე სტადია: ტოლერანტობის მკვეთრი ზრდა; დღის
განმავლობაში 2-3 გრამამდე ჰეროინის მოხმარება;
ნარკოტიკის მოხმარების 2 ძირითადი მოტივი:
განსაკუთრებული მდგომარეობის მიღწევისკენ სწრაფვა
და აბსტინენციური სინდრომის თავიდან არიდება.
ოპიუმის მოქმედება
• ინტრავენური შეყვანისას თავდაპირველად აღმოცენდება
მდგოამრეობა, რომელიც გრძელდება 3-4 წუთი, რომელსაც
ადიქტები ეძახიან ‘’პრიხოდს’’.
• ამის შემდგომ ვითარდება სხვა მდგომარეობა, რომელიც
გრძელდება რამდენიმე საათამდე და რომელსაც ეძახიან
‘’კაიფს’’
ოპიუმის მოქმედება
• ინტრავენური შეყვანისას მაშინვე აღინიშნება განწყობის სწრაფი ამაღლება ბედნიერების
განცდით, კეთილგანწყობით და შინაგანი განთავისუფლებით . დგება მშვიდი განცხრომის
შეგრძნება და სასიცოცხლო ენერგიის მოზღვავება. სხეულში იღვრება სითბო , რომელიც
მოედინება ტალღებად შინაგანი ორგანოებიდან, მუცლიდან ზემოთ . ამასთანავე
აღმოცენდება კანზე მოლამუნების შეგრძნება, ქავილი . ასოციაციური პროცესები
შენელებულია ან მთლიანად შეჩერებულია. აზრები ქრება, ყურადღება კონცენტრირდება
განცხრობის შეგრძნებაზე. აღინიშნება კუნთების მოდუნება , პასიურობა , არაფრის კეთების
სურვილი. პარესთეზიები, ბგერებისადმი გაზრდილი მგრძნობელობა , ტაქტიალური
ჰიპერმგრძნობელობა ერწყმება კანისა და ლორწოვანი გარსების სასიამოვნო ქავილის
შეგრძნებას. ინტენსიური მოფხანა იწვევს სიამოვნებას . სასის , ენისა და ხელის თითების
წვერების არეში შეიგრძნობა სასიამოვნო ჩხვლეტები . მახასიათებელია სიწითლე და
შეშუპება ლორწოვან გარსებში, განსაკუთრებით სახის არეში . ხმა ხდება ჩახლეჩილი .
საკუთარი სხეული არ განიცდება, წონა ვერ შეიგრძნობა . თავში არის სიცარიელის განცდა ,
ზოგჯერ თავის შიგნითა არის ზომები ჩანს გადიდებულად. დროის დინება ნელდება , მის
მთლიან შეჩერებამდე.
• ეს მდგომარეობა გრძელდება 10-30 წამი
ოპიუმის მოქმედება
• შემდგომ იზრდება ჰიპერესთეზია და კანის ქავილი იპყრობს სხეულის დიდ უბნებს.
ყველაფერი აღიქმება ძლიერ კონტრასტულად, განსაკუთრებით გარკვეული ფერები .
იწყება ასოციაციური პროცესების აჩქარება. აზრები მოედინება უწყვეტ ნაკადად,
რომელბიც ერთმანეთს არ უშლიან ხელს. დგება ჰიპომანიაკალური აფექტი.
ყველაფერ მიმდინარეს ეძლევა განსაკუთრებული მნიშვნელობა . სხვადასხვა
კითხვებზე პასუხოები თავისით მოდის. მოტორულად ავადმყოფი შენელებულია,
მაგრამ სუბიექტურად მოძრაობები აღიქმება როგორც სწრაფი და უეცარი. ყოველი
შეგრძნება გამოირჩევა სტაბილურობით, მკაფიობით და დაბალანსებულობით. მზიური
განწყობა ძალის მოზღვავებით, ენერგიით გადავსებულობით, გარეთ მიმართული
გახარებულობით, თან ერწყმის ფიზიკური კეთილდღეობის განცდას.
• ამ მდგოამარეობისას აღმოცენდება სიტყვებსა და ფრაზებში დამალული აზრის
გაგების, ადამიანების ამოცნობის შეგრძნება. გარშემომყოფთა ყოველი ქმედება და
სურვილები ხდება ახლობელი და გასაგები. დროის სვლა ჩქარდება. ეს მდგომარეობა
გრძელდება 30 წამიდან 3-4 წუთამდე და მთავრდება წამიერი სევდის განცდით
ოპიუმის მოქმედება
• შემდგომ დგება ჰიპომანიაკალური ან მანიაკალური მდგომარეობა ,
რომელსაც უწედებენ ‘’კაიფს’’. იგი გრძელდება 3-4 საათი. ჩქარდება
მოძრაობები, ასრულებენ სტერეოტიპულ ქმედებებს: რეცხავენ ჭურჭელს ,
გადააქვთ ნივთები ერთი ადგილიდან მეორეზე. ჩნდება ალაპარაკების
მოთხოვნილება, გამონათქვამების შინაარსი ნაკლებინფორმაციულია .
ნებისმიერი ქმედება სიამოვნების მომნიჭებელია, ატარებს
ძალდაუტანებლობის განცდას, ობიექტურად აღიქმება როგორც უაზრობა .
ენერგიის მოზღვავებას შესაძლოა მოყვეს გაუაზრებელი ქმედებები. დროის
დიდი ნაწილი გადის უაზრო ფუსფუსში, ქმედებათა უმეტესი ნაწილი
იმპულსურია. მოტორული აქტივობა აღიქმება როგორც რაღაც უცხო ,
უკონტროლო, მაგრამ სასიამოვნო. მანიაკალურ გამოვლინებებთან ერთად
აღინიშნება გამოფიტვაც, გაღიზიანებადობა. დრო გადის ძალიან სწრაფად .
მანიაკალური აფექტი დროდადრო ძლიერდება. კრიტიკა დაქვეითებულია .
კანის ქავილი ხდება ნაკლებად ინტენსიური
ოპიუმის მოქმედება
• შემდგომში ქრება ჰიპერესთზია, ტაქტილური შეგრძნებები ხდება
ჩვეულებრივი, ნორმას უბრუნდება ბგერებისა და ფერების აღქმა.
ჩნდება მფრინავი ხასიათის ტკივილი კუნთებში, შინაგანი კანკალის
განცდა, ტრემორი. ასოციაციური პროცესი ღარიბდება. ნელდება
მეტყველების ტემპი. ობიექტურად მდგომარეობა ჩანს ნორმალური,
სუბიექტურად აღიქმება როგორც შენელებული. ვითარდება
მელანქოლიურ-აპათიური დეპრესია. ჩნდება ფიქრის შეწყვეტის
სურვილი, მომავალზე ფიქრები პესიმისტურია ან არ არის, ჩნდება
არსებობის უფასურობის და გარდაუვალობის განცდა. ინტერესი
მხოლოდ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ნარჩუნდება.
• შემდგომში ვითარდება ძილიანობა, რომელიც გადადის ზედაპირულ
ძილში
ოპიუმის მოქმედება
• ექსტაზური მანია -> ჰიპომანიაკალური მოტორული
შეკავებით -> მანია გამოხატული სამეტყველო და
მოტორული აქტივობით -> მელანქოლიურ-აპათიური
დეპრესია -> ძილიანობით და ზედაპირული ძილით
ოპიუმის მოქმედება
• დოზა
• დაავადების სტადია
• მიღების სახე

• ინტოქსიკაციის დროს: გუგები შევიწროვებულია,


პერიფერიული სისხლძარღვები გაფართოებულია, პულსი
შენელებულია
აბსტინენცია
• დგება 6 -18 საათში
• ძლიერდება უხასიათობა და შფოთვა, გაღიძიანებადობა
• მთქნარება, ნერწვისა და ცრემლის დენა, რინორეა, ხველა
• ბატის კანი
• მტეხავი ტკივილები ფეხებში, ხელებსა და წელში
• ძვლების ტკივილები
• ყაბზობა ან ფაღარათი
• ძილის დარღვევა
• მუდმივად მოძრაობის მოთხოვნილება
აბსტინენცია
• ხანგრძლივობა 5 -12 დღე
• პოსტაბსტინენციური სინდრომი ( 2კვირიდან თვემდე )
დარღვეული ძილი, სისუსტე, ქოშინი უმნიშვნელო ფიზიკური
დატვირთვისას, დეპრესია, აფექტის ლაბილობა
• რემისიის პირველ თვეებში აღინიშნება ხასიათის
ცვალებადობა
• პირველი წლის მანძილზე შესაძლოა განვითარდეს ნარჩენი
აბსტინენციური სინდრომი ( ძილის უმიზეზო სპორადული
დარღვევებით, უხასიათობით და ა.შ. )
ოპოიდების ხანგრძლივი მოხმარება
• ქვეითდება ტოლერანტობა
• აბსტინენცია გრძელდება ხანგრძლივად
• თან ახალვს სისუსტე, აპათიური დეპრესია
• ‘’პრიხოდი’’ აღარ დგება, თუმცა ხდება ‘’ლომკის’’ შეჩერება
• ხშირად გადადიან სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე, ან
წყვეტენ ნარკოტიკების მოხმარებას
თანმხლები დაავადებები
• B და C ჰეპატიტი
• აივ - ინფექცია
• მიოკარდიოდისტროფია
• შინაგანი ორგანოების დაზიანება
• ტრავმები
• ფსიქიკის დეგრადაცია ( უკვე მეორე ეტაპზე )
მკურნალობა
• პირველი ეტაპი - ნარკოტიკის შეწყვეტა
• თანმხლები მდგომარეობების მართვა
• თანმხლები ფსიქიკური მდგოამრეობის მართვა
• 1 -1,5 წელი რეაბილიტაცია და აუცილებელი ფსიქოთერაპია
აბსტინენციის მკურნალობა
• ტკივილის ფენომენი
• ასთენიური სიმპტომები
• ფსიქიკური სიმპტომები
• სომატური მდგომარეობები
აბსტინენციის მკურნალობა
• პრეპარატები რომლებიც მოქმედებენ დოფამინის
სისტემებზე
• პრეპარატები რომელბიც მოქმედებენ ადიქციასთან
ასოცირებული ნეიროტრანსმიტერების სისტემებზე
(ნორადრენალინი, სეროტონინი, აცეტილქოლინი, გაბა,
გლუტამატი და ა.შ.)
• პრეპარატები რომლებიც მოქმედებნ ტვინის ზოგად
ფუნქციებზე (ანტიკოლვუნსანტები, კალციუმის არხების
ბლოკატორები, ნოოტროპები)
GABA: გამა-ამინოერბოს მჟავა
გამა ამინოერბო მჟავა Gamma Amino Butyric Acid (GABA) - ცენტრალურ
ნერვულ სისტემაში მოქმედებს როგორც ნეირომედიატორი. ორგანიზმში
გამოიყოფა,როგორც ბუნებრივი ტრანკვილიზატორი. აბალანსებს ტვინის
ქიმიურ მდგომარეობას, წარმოადგენს უნივერსალურ
დამამუხრუჭებელ/შემაკავებელ მედიატორს

 
მონაწილეობს:
 მოტორული აქტივობის რეგულაციაში,
 ემოციური ქცევის ფორმირებაში
 თავის ტვინის უმაღლესი ინტეგრაციული ფუნქციების განხორციელებაში
 ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა მედიატორებთან ურთიერთქმედებაში.
 როგორც თავის ტვინის ქსოვილის პროდუქტი, გამა – ამინოერბოს მჟავა
ზეგავლენას ახდენს გლუკოზის ტრანსპორტირებაზე და უტილიზაციაზე,
სუნთქვაზე და ჟანგვით ფოსფორილირებაზე, ენერგიის მთავარი წყაროების
მეტაბოლიზმზე
 მონაწილეობს ოსმოსური პროცესების რეგულაციაში
ნოოფენი ასრულებს GABA-ს ფუნქციას:

 ნოოფენს შეუძლია გავლენა იქონიოს


GABA B - რეცეპტორებზე, რომლებიც
სხვადასხვა ნეირონებზე მდებარეობს.
 ამ შერჩევით ინჰიბიციას ზომიერი
ხასიათი აქვს

 ნოოფენს ანტიკონვულსიური ეფექტი


არ აქვს

 ნოოფენის ენდოკრინულ სისტემაზე


გავლენის შესახებ მეცნიერული
მტკიცებულებები არ არსებობს
ნოოფენი -სუსტი ანქსიოლიზური ეფექტი:

ნოოფენის და ბენზოდიაზეპინების (BNZ)


მოქმედება GABA-ს რეცეპტორულ სისტემაზე
მსგავსია, თუმცა არსებობს განსხვავებაც:

 ნოოფენი მოქმედებს GABA - B


რეცეპტორებზე, რაც გამოვლინდება
ზომიერი ანქსიოლიზური ეფექტით
 BNZ მოქმედებს GABA - А რეცეპტორებზე

ნოოფენის ანქსიოლიზური ეფექტი (შფოთვის,


შიშის, ემოციური დაძაბულობის შესუსტება) სუსტია
მკურნალობა
• მეტადონი
• ბუპრენორფინი/ნალოქსონი ( სუბოქსინი )
• ნალტრექსონი
მეტადონი და ბუპრენორფინი
• მკურნალობის დაწყება და შენარჩუნება
• აბსტინენციისა და მოთხოვნილების შემცირება
• ჯანმრთელობისა და სოციალური პრობლემების შემცირება
ნალტრექსონი
• აღმოფხვრავს ოპოიდების დამაჯილდოებელ ეფექტს
• შესაძლოა შეამციროს ტოლერანტობა მკურნალობის
შეწყვეტისას

You might also like