You are on page 1of 7

ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობები

ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობებიდან ზოგიერთი საკმაოდ ხანმოკლეა და


შეიძლება შეუმჩნეველიც აღმოჩნდეს; ასეთია, მაგალითად , ყურადღების გაფანტულობა
ან გარემოს აღქმის სიცხადის დაკარგვა; ზოგიერთი მდგომარეობა , მაგალითად ძილი ან
ცნობიერების მოდიფიკაცია ფსიქოაქტიური ნივთიერებებით, უფრო თვალსაჩინოა და
შესამჩნევად განსხვავდება ჩვეული მდგომარეობისგან .

გამოიყოფა სპონტანურად წარმოქმნილი და ხელოვნურად გამოწვეული , ან


ფსიქოტექნიკურად გაპირობებული ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობები.
სპონტანური ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა ჩნდება ადამიანისთვის ჩვეულებრივ
პირობებში (მაგ: დაძინებისას ან ძლიერი გადაღლისას.), ან უჩვეულო, მაგრამ ბუნებრივ
ვითარებაში(მაგ: მშობიარობისას), აგრეთვე, ადამიანის ცხოვრებისა და მუშაობის
არაორდინალურ და ექსტრემალურ სიტუაციებში. ფსიქოტექნიკურად განპირობებული
ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა თან სდევს ფსიქიკური რეგულაციისა და
თვითრეგულაციის პროცესებს თანამედროვე ფსიქოთერაპიაში, ასევე , რელიგიურ წეს -
ჩვეულებებს სხვადასხვა კულტურაში. ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობებთან
მიმართებაში შეიძლება გამოიყოს ამაგზნებელი და დამამშვიდებელი ფსიქოტექნიკები .

ძილი და სიზმარი:

ერთი შეხედვით ძილი და სიფხიზლე ან ღვიძილი ურთიერთსაწინააღმდეგო


მდგომარეობებია. ძილში ცნობიერება გაჩუმებულია და ისვენებს , ხოლო ღვიძილში
აქტიურია. სინამდვილეში ამ მდგომარეობებს ბევრი რამ აქვთ საერთო : ძილში ჩვენი
გონება მუშაობს , რაც იქიდან ჩანს, რომ ჩვენ ვხედავთ სიზმრებს და ზოგჯერ
ვიმახსოვრებთ კიდეც მათ. ძილი არ არის აბსოლუტური სიმშვიდე. ძილში ჩვენ
ვმოძრაობთ. ძილში მთლიანად არ ვეთიშებით გარეგანნ ინფორმაციას და მზად ვართ
გარკვეული სიგნალების მისაღებად. მაგ: მშობელს ესმის შვილის ტირილი , თუმცა სხვა
ხმაური მას არ აღვიძებს. ბევრი იღვიძებს ზუსტად იმ დროს , რომელზეც წინასწარ დაგეგმა
გაღვიძება. ამგვარად, ღვიძილშიც და ძილშც ადამიანი აქტიურია, უბრალოდ ეს აქტივობა
სხვადასხვა ხასიათისაა.

ზრდასრულ ადამიანს დღე- ღამეში სასუალოდ 8 საათი ჰყოფნის ძილისთვის. თოთო


ბავშვი დღე-ღამის ძირითად ნაწილს ძილიში ატარებს. ერთი წლის ასაკში ძილი და
ღვიძილი დაახლოებით ერთნაირ დროს იკავებს. ხანში შესულ ადამიანს კი , ჩვეულებრივ 6
საათზე მეტი ძილი არ სჭირდება.

ძილის განმავლობაში ტვინის ელექტროენცეფალოგრამა გვიჩვენებს , რომ ძილს 5


საფეხური აქვს. მათ შორის, 4 ღრმა ანუ ნელი ძილის საფეხურია. ხოლო ერთი კი სწრაფი
ძილის საფეხურია. ნელი ძილის საფეხურების ხანგრძლივობა დაახლოებით 90 წუთია და
სწრაფი ძილის საფეხურთან ერთად ისინი ქმნიან ძილის ერთ ციკლს, რომელიც ღამის
განმავლობაში 4-5 ჯერ მეორდება. სწრაფი და ნელი ძილის საფეხურები საგრძნობლად
განსხვავდება ერთმანეთისგან. ნელი ძილის საფეხურზე თვალი თითქმის წყვეტს
მოძრაობას. გულისცემა და სუნთქვის სიხშირე მნიშვნელოვნად კლებულობს . აღინიშნება
კუნთების საგრძნობი მოდუნება და ტვინში ნივთიერებათა ცვლის დაცემა 25-% მდე .
სწრაფი ძილის საფეხურზე პირიქით , გულისცემა , ტვინში ნივთიერებათა ცვლა და მისი
ელექტროფიზიოლოგიური აქტივობა იმდენად იზრდება , რომ ოდნავ აღემატება კიდევაც
ღვიძილის მდგომარეობას. ამის პარალელურად სხეული აბსოლუტურად უძრავ
მდგომარეობაში , კუნთური ტონუსი მკვეთრად დაცემულია .

რა ფუნქციას ასრულებს ძილი ჩვენს ცხოვრებაში? არსებობს მრავალი მოსაზრება . მათ


შორის ორი ყველაზე დამაჯერებელია; პირველი ის, რომ ძილს აღდგენითი ფუნქცია აქვს.
მეორე, ძილი ემსახურება ადამიანის შეგუებას ღამის სპეციფიკური პირობებისადმი .
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ზუსტი მეცნიერული მონაცემები ძილის აღმდგენი
ფუნქციის შესახებ, ფაქტია, რომ თუ უძულობის მდგომარეობა დიდხანს გრძელდება
ადამიანი ადვილად იღლება, უმიზეზოდ ღიზიანდება , შეიძლება ჰალუცინაციებიც კი
გაჩნდეს. ასევე, ზომაზე მეტი ფიზიკური დატვირთვა ახანგრძლივებს და აღრმავებს ძილს .
თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ადამიანს ნორმაზე მეტხანს სძინავს , იგი თავს
მოთენთილად და დაღლილად გრძნობს და არა დასვენებულად.

მეორე მოსაზრება გულისხმობს იმას, რომ ღამის განმავლობაში ადამიანს სძინავს ,


იმიტომ რომ თავი დააღწიოს სხვადასხვა საფრთხეს. ამ ვარაუდის მიხედვით ადამიანები
პრეისტორიულ ხანაში ღამეს გამოქვაბულში ატარებდნენ და ძილის საშუალებით თავს
აღწევდნენ ხიფათს, ვთქვათ სიბნელეში უფსკურულში გადაჩეხვას ან მხეცის მსხვერპლად
გახდომას. ახლაც , თანამედროვე ცხოვრებაშიც ადამიანს ურჩევნია ღამე რაიმე
თავშესაფარში გაატაროს , სადაც როგორც წესი შეძლებს ძილს.

რა ფუნქციასაც არ უნდა ასრულებდეს ძილი, ცხადია, რომ ადამიანი და სხვა ნებისმიერი


ცოცხალი არსება უძილობას ვერ იტანს.

უძილობა საკმაოდ ბევრს აწუხებს და არსებობს მასთან ბრძოლის უამრავი


მედიკამენტოზური და ქცევითი საშუალება. (მაგ: ძილისწინ ადამიანმა არ უნდა ჭამოს ,
გვიან საღამოს არ უნდა ივარჯიშოს, დასაძინელად ერთიდაიგივე დროს უნდა დაწვეს და
ერთიდაიგივე დროს გაიღვიძოს) .

უძილობის გარდა, არსებობს ძილის მოშლის სხვა სახეებიც. ერთ-ერთია აპნოე- ძილის
დროს სუნთქვის შეჩერება. ხშირად ეს ემართებათ ჭარბწონიან ადამიანებს . სუნთქვის
შეჩერების მომენტში ადამიანი იღვიძებს და მალევე იძინებს. მაგრამ იმის გამო , რომ
ღამის განმავლობაში ეს მრავალჯერ მეორდება, იგი გამოუძინებელი რჩება . ძილის
მოშლის ერთ-ერთი სახეა ასევე ნარკოლეფსია- ამ დროს ადამიანს დღისით
მოულოდნელად ერევა ძილი. ეს ხდება სწრაფი ძილის ფაზაზე და რაკი ამ დროს სხეული
თითქმის პარალიზებულია , იგი კარგავს კონტროლს მოძრაობაზე. ადამიანი შეიძლება
პირდაპირ ჩაიკეცოს იქ სადაც დგას.

სიზმარი:

სიზმარი ძილის ყველაზე საინტერესო და საიდუმლოებით მოცული ასპექტია . ასევე


ამოუხსნელია სიზმრის შინაარსი. სიზმარში ყოველდღიური მოვლენები აბსურდულ სახეს
იღებს. სიზმარში ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა ( მაგ: მას შეუძლია იფრინოს ,
გადაახტეს უფსკრულს და სხვა.). ამავე დროს, რაც არ უნდა დაუჯერებელი და
ფანტასტიკური იყოს სიზმრის შინაარსი მძინარე ადამიანის მიერ იგი განიცდება , როგორც
სინამდვილე.

აღსანიშნავია, რომ ადამიანი ამგვარ სიზმრებს ნახულობს მხოლოდ სწრაფი ძილის


საფეხურზე. ასევე, ვინც სწრაფი ძილის საფეხურზე იღვიძებს მას ახსოვს რომ სიზმარი ნახა
და შეუძლია გაიხსენოს მისი შინაარსიც. მათ შორის, ვინც ნელი ძილის საფეხურზე
იღვიძებს მხოლოდ 25%ს შუძლია თქვას, რომ სიზმარი ნახა. ნელი ძილის ფაზაში ნანახი
სიზმრები მკვეთრად განსხვავდება შინაარსობრივად სწრაფი ძილის ფაზაში ნანახი
სიზმრებისგან. როგორც წესი, ნელი ძილის ფაზაში ნანახი სიზმრები საკმაოდ ლოგიკურია ,
ნაკლებ ემოციურია და ასახავს სიფხიზლეში მომხდარ მოვლენებს .

სიზმრის შინაარსს წარმოდგენები შეადგენს . მათი უმეტესობა მხედველობითი


წარმოდგენებია. მაგრამ სიზმრის შინაარსში ასევე შედიან სმენითი , შეხებითი ,
მოძრაობითი , სუნის , გემოსა და სხვა წარმოდგენებიც. დაბადებიდან ბრმა ადამიანების
სიზმრები მთლიანად მათგან შედგება. ფროიდმა შეამჩნია, რომ სიზმრის შინაარსში
ხშირად ჩართულია ჩვენი დამოკიდებულებები დღის განმავლობაში მომხდარი
მოვლენების მიმართ. შედარებით იშვიათად, მაგრამ სიზმარზე ზოგჯერ მოქმედებს
გარეგამღიზიანებელიც. რაიმე სუნი ან ტელეფონის ზარი შეიძლება ჩაერთოს სიზმრის
შინაარსშში. ძილის შინაარსზე ასევე მოქმედებს შიდაგამღიზიანებელიც. მაგ: მშიერ
ადამიანს შეიძლება დაესიზმროს, რომ საკვებს მიირთმევს.

სიზმრის ასახსნელად ორი მიდგომა არსებობს:

1. ფიზიოლოგიური მიდგომის თანახმად - ძილში ტვინი ისვენებს, მისი აქტივობა


შეკავებულია. რჩება მხოლოდ აქტივობის გარკვეული უბნები, რომლებიც ახდენენ
სიზმრების პროდუცირებას. სიზმრები განიხილება ტვინის შემთხვევითი და
არაორგანიზებული აქტივობის პროდუქტად. სიზმრებს არააქვთ კავშირი არც
ერთმანეთთან და არც სიფხიზლის აქტივობის შინაარსთან. ასეთი მიდგომა ძილს
სასარგებლო ფუნქციის გარეშე ტოვებს. არადა , დადგენილია, რომ სწრაფი ძილი
და მასთან დაკავშირებული სიზმრები აუცილებელია ორგანიზმისთვის . სწრაფი
ძილის დათრგუნვა იწვევს: გამოუძინებლობის განცდას, მისი ხანგრზლივობის
მნიშვნელოვან ზრდას შემდგომ ღამეებში( კომპენსაცია), სიზმრების მომრავლებას
ნელი ძილის დროს, გარკვეულ ფსიქიკურ ცვლილებებს ( არამოტივირებული შიში ,
დეპრესია, ჰალუცინაცია, აგზნება).
2. ფსიქოლოგიური მიდგომის- მომხრეები სიზმარს განიხილავენ სერიოზული
ფსიქოლოგიური შინაარსის მქონე აქტივობის სახით, რომელიც დაკავშირებულია
როგორც ღვიძილის აქტივობასთან, ასევე სხვა სიზმრების შინაარსთან
არაცნობიერი ფსიქიკური პროცესების საშუალებით. რა სასარგებლო ფუნქცია აქვს
სიზმარს? ფროიდის აზრით, ადამიანები არაცნობიერში მალავენ პრიმიტიულ და
ზნეობრივად მიუღებელ ( უპირატესად სექსუალურ) სურვილებს. ძილში
ცნობიერების ცენზურა შესუსტებულია, ამიტომ მათ საშუალება ეძლევათ
სიზმრისეულ ცნობიერებაში ამოვიდნენ. მაგრამ გამომდინარე იქიდან , რომ
პიროვნების გარკვეული კონტროლი ძილსიც შენარჩუნებულია , აკრძალული
ლტოლვები სახეს იცვლიან და სიზმარში შენიღბული , სიმბოლური სახით
წარმოგვიდგებიან. ამიტომაცაა, რომ სიზმრები ხშირად უაზრო და არალოგიკური
გვეჩვენება. სინამდვილეში ეს უცნაურობა მოჩვენებითია და მათ უკან რელაური
არაცნობიერი ლტოლვები იმალება.

ოცნება:

ოცნება ცნობიერების ისეთი შეცვლილი მდგომარეობაა, რომლისთვისაც სიზმრის


მსგავსად, დამახასიათებელია ფანტაზიის თავისუფალი მუშაობა. განსხვავებით
სიზმრისგან, რომელშიც ფანტაზია შეუფერხებლად მოქმედებს, ადამიანი ოცნებობს
ცხადში და მისი ოცნების შინაარსი არასდროს ღებულობს აბსურდულ ფორმას . ასევე
სიზმარს და ოცნებას ერთმანეთისგან განასხვავებს ის, რომ მეოცნებე აცნობიერებს რომ
მისი წარმოდგენები მისი ფანტაზიის ნაყოფია. მძინარე ადამიანი კი სიზმარს როგორც
რეალობას ისე განიცდის.

საინტერესოა, რატომ იწყებს ადამიანი ოცნებას? ეს ხშირად მაშინ ხდება , როცა ადამიანს
არ აკმაყოფილებს თავისი ცხოვრების გარკვეული პირობები. მას არც რაიმეს შეცვლა
შეუძლია, ამიტომ ფსიქოლოგიურ გამოსავალს და ნუგეშსს ოცნებაში პოულობს.

ოცნების ერთ-ერთი ნიშანი მისი ეგოცნეტრულობაა. ადამიანი იმაზე ოცნებობს რაც


უშუალოდ მის „მე“-ს ეხება . ეს რათქმაუნდა არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება ოცნების
საგანი სხვისი კეთილდღეობა იყოს, თუმცა იგი ყოველთვის საკუთარ თავთანაა
დაკავშირებული. მაგ: შეიძლება ვოცნებობდე ჩემი უფროსის დაწინაურებაზე , რომ მერე მე
დამაწინაურონ. ოცნების კიდევ ერთი ნიშანია მისი პროსპექტულობა- ანუ ოცნება
მომავალზეა მიმართული და არა იმაზე რაც უკვე მოხდა. ოცნების ფუნქციას ის
წარმოადგენს, რომ ადამიანმა თავისი ფანტაზიის მეშვეობით წარმოიდგინოს ისეთი
პირობები, რომლებშიც მისი დაუკმაყოფილებელი სურვილები დაკმაყოფილდება .

ყოველი ადამიანის ოცნების შინაარსი დიდად არის დამოკიდებული მის ცხოვრებიისეულ


გამოცდილებაზე და ინფორმირებულობაზე. ვერ იოცნებებ იმაზე , რის შესახებაც არაფერი
გაგიგია და წარმოდგენა არ გაქვს.

ფსიქოაქტიური ნივთიერებები:

ცნობიერების მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს ფსიქოაქტიური ნივთიერებების


ზეგავლენით (ნარკოტიკები). მათი მიღების შედეგად ადამიანის გრძნობები , წარმოსახვა ,
აზროვნება, აღქმა და საერთოდ მთელი ქცევა სახეს იცვლის. ადამიანი თავისუფლდება
დაძაბულობისგან, უფრო გაბედულად მოქმედებს და ამავე დროს სიამოვნებას და ზოგჯერ
ეიფორიასაც განიცდის.

კაცობრიობა უძველესი დროიდან იყენებდა სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების


შემცველ მცენარეებს. ასეთი იყო ყაყაჩოს თესლი, კანაფი, ჰალუცინოგენური სოკოები ,
ღვინო და სხვა.

ცნობიერებაზე ამ ნივთიერებების ზემოქმედების მიხედვით ისინი სამ ჯგუფად იყოფიან :

1. დეპრესანტები- რომელთაც დამაწყნარებელი, გამაყუჩებელი ზემოქმედება აქვთ.


2. სტიმულატორები- რომლებიც აღაგზნებენ ადამიანს .
3. ჰალუცინოგენები- რომლებიც ცვლიან აღქმის ნორმალურ მსვლელობას.

შეიძლება ადამიანს ამ ნივთიერებების მიმართ ჩამოუყალიბდეს ფსიქოლოგიური და


ფიზიკური დამოკიდებულება. ფიზიკური დამოკიდებულების დროს ორგანიზმში ხდება
ისეთი ბიოქიმიური ძვრები, რის გამოც ადამიანს აღარ შეუძლია ნარკოტიკის გარეშე
არსებობა. მისი მიღების უეცარი შეწყვეტა იწვევს აბსტინენციის სინდრომს ე.წ „ლომკას“.
( თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, კრუნჩხვა, პირღებინება და სხვა .) ზოგჯერ
ლეტალური შედეგიც კი შეიძლება დადგეს. ფსიქოლოგიური დამოკიდებულება-
გამოიხატება ნარკოტიკის მიღების სურვილში სიამოვნების ან კმაყოფილების
განსაცდელად. ეს განსაკუთრებით სტრესის მომხსნელი ნარკოტიკების შემთხვევაში
ხდება. ამასთან, ნარკოტიკული დამოკიდებულება აყალიბებს ტოლერანტობას:
სასურველი ეფექტის მისაღებად სულ უფრო დიდი დოზის მიღება ხდება საჭირო .

დეპრესანტები - ეწოდება ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც აწყნარებენ ადამიანს,


აცხრობენ აგზნებას , ხსნიან ტკივილს და ხშირ შემთხვევაში ეიფორიასაც განაცდევინებენ
ადამიანს. მათ მიეკუთვნება: ტრანკვილიზატორები( დამაწყნარებელი საშუალებები ),
ძილის აბები, ალკოჰოლი და ოპიატები. ალკოჰოლი თავდაპირველად ადამიანზე
სტიმულანტის სახით მოქმედებს: მორცხვი ადამიანი შეიძლება ალკოჰოლის
ზემოქმედების ქვეშ უფრო გაბედული და აგრესიულიც კი გახდეს . მაგრამ , საბოლოო
ჯამში ალკოჰოლი მაინც დეპრესანტია. რადგან ნასვამ ადამიანს ძილი ერევა , მისი
რეაქციაც შენელებულია. ალკოჰოლის სისტემატური ხმარება მასზე დამოკიდებულებას
ავითარებს, რასაც ხშირად ალკოჰოლიზმი მოჰყვება.

ოპიატები გაცილებით ძლიერმოქმედი დეპრესანტებია. მათ მიეკუთვნება: ოპიუმი,


მორფინი, ჰეროინი და კოდეინი. ადრე მათ, როგორც ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს
საკმაოდ ფართოდ და უკონტროლოდ იყენებდნენ. ჩვენს დროში ოპიატებს შორის
ყველაზე გავრცელებულია ჰეროინი. ვენაში შეყვანილი ჰეროინი თავიდან სრული
ნეტარების შეგრძნებას ბადებს, რომელიც იცვლება ბედნიერების განცდით .
ალკოჰოლისგან განსხვავებით , ჰეროინის მიღების შემდეგ ადამიანი იშვიათადაა
აგრესიული და არ უქვეითდება ინტელექტუალური ან სხვა უნარები . მაგრამ ჰეროინის
მიღება ძალიან სახიფათოა , რადგან სულ რამდენიმე კვირაში ნარკომომხმარებელთა
90% -ში იწვევს უძლიერეს ფიზიკურ დამოკიდებულებას და დოზის გაზრდის
აუცილებლობას. დოზის გადამეტება კი სიკვდილის მიზეზი ხდება.

სტიმულანტები- ამაგზნებელი ნივთიერებებია. მათ მიეკუთვნება: კოფეინი, ნიკოტინი,


ამფეტამინები და კოკაინი. კოფეინს შეიცავს ყველაზე გავრცელებული სასმელები - ჩაი და
ყავა. მათ სუსტი მატონიზირებელი ეფექტი აქვთ. ნიკოტინი პირველ რიგში ხსნის სტრესს
და დამამშვიდებლად მოქმედებს, მაგრამ ცოტა ხანსი ნორადრენალინის გამოყოფასთან
ერთად მატულობს ტვინის აქტივობა. ეს გრძელდება რამდენიმე ათეული წუთის
განმავლობასი, რის შემდეგაც მწეველს უჩნდება სურვილი, რომ კვლავ მოწიოს .

კოკაინი კიდევ უფრო ძლიერი საშუალებაა. მის მიერ გამოწვეული ეიფორია უაღრესად
ინტენსიურია. ადამიანი თავს ღონივრად და ქმედითად გრძნობს, განიცდის ძალების
მოზღვავებას და თავდაჯერებულობას. იგი ძალიან სწრაფად იწვევს ფსიქოლოგიურ ,
შემდეგ კი ფიზიკურ დამოკიდებულებას, რასაც დამანგრეველი შედეგები მოჰყვება .

ჰალუცინოგენები- დღეს ჰაშიში და მარიხუანა ყველაზე გავრცელებული საშუალებებია ,


რომლებსაც გასართობად მოიხმარენ ნიკოტინისა და ალკოჰოლის შემდეგ. მათ
ახასიათებთ ჰალუცინაციური, ამაგზნებელი და ეიფორიული მოქმედება . მარიხუანას
მცირე დოზით მიღების შედეგად ადამიანი უკეთ უგებს თავის თავს და სხვებს, ჰარმონიაშია
ბუნებასთან, წარმოსახვა და ასოციაციები თავისუფლდება. დოზის მნიშვნელოვანმა
გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ჰალუცინაციები და ილუზიები.

ეს ეფექტი გაცილებით უფრო გამოხატულია ისეთი ძლიერი ჰალუცინოგენის მიღებისას ,


როგორიცაა LSD. ამ დროს ყველაზე მეტად იცვლება აღქმა: საგნები მკვეთრად იცვლიან
ფერს, ჟღერადობას, ფორმას , ზომას. იცვლება საკუთარი სხეულის შეგრძნება , აგრეთვე
დროსი განცდა: იგი ჩერდება ან საოცრად გარბის. ეს ილუზიები ასე თუ ისე სუბიექტის
კონტროლის ქვეშ რჩება. ჰალუცინაციები ჩნდება ძალიან დიდი დოზების მიღებისას . ასეთ
დროს შეიძლება ადამიანი თავს აღიქვამდეს ჩიტად და იქცეოდეს შესაბამისად .
ჰალუცინოგენების ბოროტად გამოყენების საფრთხე სწორად ამაშია, რომ სამყაროსთან
რელური კავშირის გაწყვეტამ შეიძლება ადამიანს სახიფათო რამ ჩაადენინოს .
დამოკიდებულების მხრივ ეს ნივთიერებები სხვა ნარკოტიკზე საგრძნობლად ნაკლებ
საშიშროებას შეიცავენ.

ჰიპნოზი:

ჰიპნოზი ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობაა. იგი ხასიათდება ცნობიერების


მოცულობის შევიწროებით და შთაგონების შინაარსზე ფოკუსირებით . ის აღმოცენდება
სპონტანურად , მიზანდასახული თვითშთაგონების (აუტოჰიპნოზი) ან ჰიპნოტიზიორის
სპეციალური ზემოქმედების (ჰიპნოტიზაციის) შედეგად.

ვერბალური ჰიპნოტიზაციის დროს ადამიანს აძლევენ სიტყვიერ მითითებას , დახუჭოს


თვალები და განიცადოს მათი დამძიმება, მოდუნდეს, მოეშვას და დაიძინოს .
არავერბალური ტექნიკა გულისხმობს ძლიერ ან პირიქით სუსტ, მონოტონურ
გამღიზიანებელზე ფიქსაციას. ადამიანი ამ დროს ტრანსის მდგომარეობაში გადადის და
ემორჩილება ჰიპნოტიზიორს.

ჰიპნოზის მდგომარეობაში ადამიანში ისეთი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური


რეაქციები შეიზლება აღმოცენდეს , რომელიც ნორმალური ცნობიერებისას არა მხოლოდ
არ არის მისთვის დამახასიათებელი არამედ, შეუძლებელიცაა. მაგ: თუ ნორმალური
ცნობიერების მდგომარეობაში ადამიანს ვეტყვით რომ ხელზე ცივ მონეტებს დავადებთ და
ეს დამწვრობას გამოიწვევს შიძლება მას გაეცინოს კიდევაც. ჰიპნოზში ეს ყველაფერი
რეალობად იქცევა. ჰიპნოზის დროს ცვალებადობას ექვემდებარება ბევრი ორგანიზმული
პროცესი, როგორიცაა წნევა, ტემპერატურა, ჯირკვლების სეკრეცია და სხვა . ამიტომ ის
ზოგჯერ სამედიცინო პრაქტიკაშიც გამოიყენება ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად .

ჰიპნოზში შეიძლება შეიცვალოს აღქმა, მეხსიერება(გარკვეული ფაქტების დავიწყება ან


ახალი ფაქტების დამახსოვრება),აზროვნება, პიროვნება.

ჰიპნოზს ყველა ერთნაირად არ ექვემდებარება. მოსახლეობის 5-10% არაჰიპნობილურია ,


ანუ მათი ჰიპნოზში შეყვანა შეუძლებელია. დაახლოებით ამდენივე, პირიქით ძლაიან მალე
გადადის ჰიპნოზის მდგომარეობაში.

ჰიპნოზის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისებაა პოსტჰიპნოზური ამნეზია- ადამიანი


ივიწყებს იმას რაც მოხდა ჰიპნოზში, თუ ჰიპნოტიზიორისაგან ასეთ ინსტრუქციას მიიღებს .
თუმცა ეს დავიწყება აბსოლუტური არაა, ადამიანებს რაღაც მაინც ახსოვთ , ზოგი ადამიანი
კი არაფერს ივიწყებს.

ჰიპნოზის ერთ-ერთი თავისებურებაა პოსტჰიპნოზური რეაქცია- რომლის დროსაც


ადამიანი მხოლოდ ჰიპნოზში კი არ ემორჩილება ჰიპნოტიზიორს, არამედ ჰიპნოზიდან
გამოსვლის შემდეგაც და ჰიპნოზიდან გამოსვლის შემდეგაც ასრულებს იმ მითითებებს
რაც ჰიპნოზში ყოფნისას ჩააგონეს, თან ისე რომ დავალების შესახებ არაფერი ახსოვს .

მედიტაცია:
მედიტაცია -ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობის მიღწევის კიდევ ერთი გზაა . იგი
გულისხმობს გარკვეული რიტუალების და პროცედურების შ ესრულებას, რომლის
შედეგადაც ადამიანი ფიზიკურად დუნდება , სულიერად მშვიდდება და მას მოიცავს
სიამოვნების გრძნობა.

თანამედროვე სამყაროში მედიტაცია იოგას პრაქტიკას უკავშირდება , რომელიც


ბუდიზმიდან მომდინარეობს. ეს რელიგიურ- ფილოსოფიური მოძღვრება საბოლოო
მიზანს ადამიანის მუდმივი ტანჯვისგან განთავისუფლებაში ხედავს . განთავისუფლება
მხოლოდ განსაკუთრებულ მდგომარეობაში, ნირვანაშია შესაძლებელი, რომელიც
მედიტაციით მიიღწევა.

You might also like