You are on page 1of 3

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

სოციალურ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის მეორე კურსის, პირველი სემესტრის

სტუდენტები: გიორგი ჩინჩიკაძე

საგანი: ფინანსების თეორია

რეფერატი

აქციზი

ზუგდიდი

2022 წელი

1
აქციზი

აქციზი (ინგლისურად excise) არის ე.წ. არაპირდაპირი გადასახადი, რომელსაც


მომხმარებელი სახელმწიფოს უხდის გარკვეული საქონლის ან მომსახურების
შეძენისას. აქციზით იბეგრება, როგორც ადგილობრივი წარმოებული, ასევე
იმპორტირებული პროდუქცია. აქციზის გადასახადის შემოღების იდეა
დაკავშირებულია ადამიანზე და გარემოზე ზიანის მომტანი საქონლით და
მომსახურებით ვაჭრობასთან. სწორედ, ისეთი პროდუქცია იბეგრება, რომლის
მოხმარებასაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანი მოაქვს. გადასახადის
დაწესებით აღნიშნული საქონლის და მომსახურების მიწოდების გაძვირება ხდება,
რაც მოხმარებას ამცირებს. ამასთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით
თანხა შედის, რაც ირიბად გარემოს დაზიანებაზე გადახდილი კომპენსაციაა.

საქართველოში აქციზის გადასახადით იბეგრება: ავტომობილები,


ნავთობპროდუქტების აირები და ბუნებრივი აირი, სიგარეტი, ალკოჰოლური
სასმელები და ა.შ

აქციზის გადასახადის გადამხდელია პირი, რომელიც:

აწარმოებს აქციზურ საქონელს საქართველოში. ახორციელებს აქციზური


საქონლის იმპორტს ან ექსპორტს

ნედლეულით საქართველოში წარმოებულ საქონელზე აქციზის გადამხდელად


ითვლება საქონლის მწარმოებელი.

აქციზი გადახდას ექვემდებარება არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის


განხორციელების საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

საქონლის იმპორტისას აქციზი გადაიხდება იმპორტის გადასახდელისათვის


დადგენილი წესის შესაბამისად.

2
აქციზით დასაბეგრი ოპერაციები და დასაბეგრი ოპერაციების
განხორციელების მომენტია:

ა) მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის


მიწოდების ან/და საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანის მომენტი;

ბ) მწარმოებლის მიერ დამკვეთის ნედლეულით საქართველოში წარმოებული


აქციზური საქონლის დამკვეთისათვის გადაცემის მომენტი;

გ) საკუთარი წარმოების აქციზური საქონლის არააქციზური საქონლის


წარმოებისათვის გამოყენების დაწყების მომენტი;

აქციზის დეკლარაციას, განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების


აღნიშვნით, საგადასახადო ორგანოს ყოველი საანგარიშო პერიოდის მიხედვით, არა
უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა წარუდგენენ:

ა) აქციზური საქონლის მწარმოებელი;

ე) აქციზის გადამხდელი აქციზური მარკების ნებისმიერი ფორმით (დაკარგვა,


განადგურება და სხვა შემთხვევები, ფორსმაჟორული შემთხვევების გარდა)
დანაკლისის შემთხვევაში და იმპორტიორი აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში
იმპორტის განუხორციელებლობის შემთხვევაში (სსკ-ის 192-ე მუხლის მე-6 და მე-7
ნაწილების შესაბამისად).

საქართველოს ტერიტორიაზე აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას


დაქვემდებარებული საქონლის მწარმოებლები და იმპორტიორები (დეკლარანტები)
იხდიან აქციზური მარკის ნომინალურ ღირებულებას, ხოლო არააქციზური
საქონლის სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის მწარმოებლები
და იმპორტიორები (დეკლარანტები) იხდიან სავალდებულო მარკირების
ნომინალურ ღირებულებას.

You might also like