You are on page 1of 3

რა არის სიზმარი?

ალბათ ყოველ ჩვენგანს გასჩენია ეს შეკითხვა. მეცნიერული ახსნით, სიზმარი არის "ძილის
მდგომარეობაში სრულიად უნებლიე აღმოცენება და მიმდინარეობა ფსიქიკური
შინაარსებისა, უმთავრესად თვალსაჩინო წარმოდგენებისა, რაც, ძირითადად, უნებლიე
ფანტაზიის ობიექტური სინამდვილით შეუზღუდავი გამოვლინებაა". Sizmris axsna, ან
მარტივად „ სიზმრის ახსნა “ ძალიან გავრცელებულია. ჩვეულებრივი ადამიანი მას უფრო
მარტივი ენით ახსნის, ზოგიერთის აზრით, სიზმარს ბიოლოგიური დანიშნულება აქვს,
კერძოდ, დასვენება, ზოგიერთი კი იმ აზრს უფრო ემხრობა, რომ სიზმარი ჩვენს სულიერ
მდგომარეობას, ჩვენს ქვეცნობიერს გამოხატავს. მაგრამ უცნაურია ის ფაქტი, რომ ზოგჯერ
ძილის წინ რაზეც ვფიქრობთ ის გვესიზმრება, ზოგჯერ კი ის, რაზეც საერთოდაც არ
გვიფიქრია. ფაქტი კი ერთია, სიზმარი ალეგორიული ხასიათის მატარებელია. სიზმრებს
დიდი ყურადღება დაუთმო გამოჩენილმა ფსიქოლოგმა, ზიგმუნდ ფროიდმა. მისი აზრით,
სიზმრის შინაარსი შეესებამება ადამიანის გაუცნობერებელ სურვილებს, მისწრაფებებსა და
მოტივებს.

სიზმარი ძველად

ჯერ კიდევ უძველეს დროში აფიქრებდა ადამიანს სიზმრად ნანახი. როდესაც


პირველყოფილი ადამიანის ფანტაზიამ შექმნა მცდარი და პრიმატული აზრი სამყაროზე,
ადამიანებმა ირწმუნეს, რომ არსებობს ზებუნებრივი ძალები, ეს ძალები იმყოფება საგნებში
(მათ ფეტიები უწოდეს), ადამიანთა, ცხოველთა და მცენარეთა სხეულში (მათ „სულები“
უწოდეს). ახსნეს სიზმარიც: იგი მიიჩნიეს „სულის“ თავგადასავლად, „სული“ კი თითქოს
მოგზაურობდა სხეულის ძილის დროს. ჩვენი შორეული წინაპრები უმეცარნი იყვნენ. არ
შეეძლოთ შებრძოლებოდნენ ბუნების ძალებს და ქმნიდნენ სხვადასხვა მაგიურ წეს-
ჩვეულებებს, მკითხაობდნენ, წინასწარმეტყველებდნენ და ასე შემდეგ. სიზმარი, რომლის
დროსაც, მათი აზრით, ადამიანების, მცენარეთა და ცხოველთა სულებს, მიაჩნდათ მომავლის
საიდუმლოეათა ამოსაცნობ და ღმერთების ნება-სურვილის წინასწარმაუწყებელ საშუალებად.
სიზმრების მიხედვით ცდილობდნენ გაეგოთ წარმატებით ინადირებდნენ თუ არა, როდის
იყო უკეთესი ბრძოლის დაწყება, ხელსაყრელი იქნებოდა თუ არა საცხოვრებლად შერჩეული
ადგილი და ასე შემდეგ. სიზმირის მიხედვით შელოცვები და წინასწარმეტყველება
გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტესა და ინდოეთში, ანტიკურ საბერძნეთსა და რომში.
სიზმრებისა განსაკუთრებით სწამდათ შუა საუკუნეებში. XIX საუკუნეშიც ბევრი
გაუნათლებელი ადამიანი ფართოდ სარგებლობდა ე.წ. „სიზმრის ამხსნელი“ წიგნებით.
სიზმრის ახსნა ახლაც საკმაოდ გავრცელებული რამ არის.

სიზმარი ახლა

მოწინავე მეცნიერებმა გამოთქვეს აზრი, რომ სიზმრებში არაფერი საიდუმლოება არ არის.


სიზმარი წარმოადგენს რეალური მოგონებების გაცოცხლებას ძილში. ყველაზე უკეთ ეს აზრი
ი. სეჩენოვმა გამოთქვა. მან სიზმარს „არსებულ შთაბეჭდილებათა არნახული კომბინაცია“
უწოდა. სიზმრის ფიზიოლოგიის, მისი შინაგანი მექანიზმის სრული ახსნა შესაძლებელი
გახდა უმაღლესი ნერვული მოქმედების მოძღვრების დახმარებით, კერძოდ, შეკაების
პროცესის თავისებურებათა გაგების შედეგი. ცდებმა აჩვენა, რომ ნერვული უჯრედის
აგზნების მდგომარეობიდან სრულ შეკავებაში გადასვლა და, პირუკვუ, ხდება რიგი
შუალედური ე. წ. ჰიპნოზური ფაზებით როდესაც ძილი ღრმაა, სიზმრებს არ ვნახულობთ,
მაგრამ თუ ტვინის ცალკეულ უჯრედებსა და უბნებში შეკავების ძალა რაიმე მიზეზით
სუსტდება, და სრულ შეკავებას შეენაცვლება ერთ-ერთი გარდამავალი ფაზა, ვხედავთ
სიზმრებს.

ფაქტები სიზმრებზე

1. თქვენი ცხოვრების მესამედს ძილში ატარებთ.

2. ცხოვრების განმავლობაში ადამიანი ჯამში 6 წელს ატარებს სიზმარში. ეს დაახლოებით


2100 დღეა!

3. სიზმრები ადამიანის მოდგმასთან ერთად გაჩნდა. ჯერ კიდევ რომანულ ერაში, სენატი
იკრიბებოდა და სხვადასხვა სიზმრებს აანალიზებდა.

4. სიზმრებს ყველა ჯანმრთელი ადამიანი ხედავს, თუმცა ზოგიერთი მათგანი ამას ვერ
აანალიზებს ან უბრალოდ ვერ იხსენებს.

5. სიზმრების როლი შეუცვლელია. სიზმრების სიმცირემ შესაძლოა პიროვნების აშლილობა


ან ზოგიერთი ცილის დეფიციტი გამოიწვიოს.
6. საშუალოდ, სიზმრის ნახვა ყველგან და ყოველთვის შეიძლება, თუ ერთი ან ორი საათით
დაიძინებთ. აგრეთვე, ერთ ღამეში ადამიანი ოთხიდან შვიდ სიზმრამდე ხედავს.

7. სიზმრებს ბრმა ადამიანებიც ხედავენ. ის, თუ უშუალოდ რას დაინახავენ ისინი სიზმარში,
დამოკიდებულია იმაზე ადამიანი დაბადებიდან ბრმაა თუ არა. თუმცა, მეორე შემთხვევაშიც
კი, სიზმარი მხოლოდ ვიზუალი არ არის, არამედ ხმებიცაა.

8. სიზმრის ნახვიდან 5 წუთში თქვენ სიზმრის ნახევარი გავიწყდებათ, ხოლო 10 წუთის


გასვლის შემდეგ - 90%.

9. როგორც კვლევებმა აჩვენა, მაშინ როდესაც ადამიანი სიზმარს ნახულობს, ტვინი იმაზე
მეტად აქტიურ ფაზაშიც კი იმყოფება, ვიდრე როცა მას ღვიძავს.

10. ადამიანებს, რომლებიც სიგარეტს თავს ანებებენ, უფრო გრძელი და ინტენსიური


სიზმრები ესიზმრებათ.

11. თუ თქვენ ხვრინავთ, თქვენ სიზმარს ვერ ნახავთ.

12. კოშმარები ძალიან გავრცელებულია ბავშვებში. საშუალოდ, ეს პერიოდი 3 წლიდან იწყება


და 7 წლამდე გრძელდება.

13. კველევების თანახმად, ადამიანები ყველაზე ხშირად სიზმარში საკუთარ სახლს


ნახულობენ.

14. სიზმარში ერექცია მამაკაცებისთვის სრულიად ნორმალური რამ არის, მაშინაც კი,
როდესაც ისინი სექსუალური ხასიათის სიზმარს არ ნახულობენ.

15. სიზმარში ყველაზე ხშირად ადამიანი შიშსა და სიძულვილს განიცდის, მათ კი სიბრაზე
და მოწყენილობა მოსდევს.

You might also like