You are on page 1of 12

გამარჯობა,

მადლობა მობრძანებისთვის
რა არის მუსიკათერაპია?
მუსიკალური თერაპია არის მუსიკის და მისი
ელემენტების პროფესიული გამოყენება. ეს არის
ინტერვენციის საშუალება ყოველდღიურ, სამედიცინო
და საგანმანათლებლო გარემოში ისეთ
ინდივიდებთან, ჯგუფებთან, ოჯახებთან ან
საზოგადოებებთან, რომლებიც ცდილობენ თავიანთი
ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ზრუნავენ
თავიანთ ფიზიკურ, სოციალურ, კომუნიკაციურ,
ემოციურ, ინტელექტუალურ და სულიერ
ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
ვის შეუძლია მუსიკათერაპიაში ჩართვა?

მუსიკათერაპიის პროცესში ჩართვა არ მოითხოვს მუსიკალურ


განათლებას, ნიჭს და რომელიმე ინსტრუმენტის ფლობას. მუსიკის
სიყვარული სრულიად საკმარისია, თუმცა არც ესაა აუცილებელი.
მუსიკათერაპია

ინდივიდუალური ჯგუფური
ინდივიდუალური მუსიკათერაპია

ინდივიდუალური თერაპიის პროცესი ისეა აგებული, რომ


ეხმარება ადამიანს აღიქვას საკუთარი შემოქმედებითი
პოტენციალი, რაც იმპულსს აძლევს მას გამოხატოს საკუთარი
თავი ისეთი, როგორიც არის. მნიშვნელოვნად დადებითად
აისახება მის მოტივაციურ სფეროზე, ემოციურ
მდგომარეობაზე, ქცევაზე და ა.შ. მუსიკალური
იმპროვიზაციის პროცესში თერაპევტი თერაპიის მიმღებს
სთავაზობს მუსიკალურ იდეებს. თავის მხრივ თერაპიის
მიმღებსაც ეძლევა საშუალება გამოიჩინოს ინიციატივა და
გამოხატოს აზრი.
ჯგუფური მუსიკათერაპია
ჯგუფური თერაპიის დროს ჯგუფის წევრები
ერთმანეთს პიროვნული თვისებების
მიხედვით აღიარებენ, რაც განამტკიცებს
საკუთარი თავის რწმენას და დადებითად
აისახება თვითშეფასებაზე. ჯგუფის სხვა
წევრების აღიარებით, თერაპიის მიმღებს
უადვილდება საკუთარი თავის წარმოჩენა და
გამოხატვა.
რა დროს იყენებენ მუსიკათერაპიას?
● ფსიქიაკური და ფსომატური პრობემების დროს
● აუტისტური სპექტრის აშლილობის დროს
● დაუნის სინდრომის დროს
● ქცევითი აშლილობის დროს
● დასწავლის უნარის დარღვევის დროს
● გონებრივი ჩამორჩენილობის დროს
● ნივთიერებებსა თუ აზარტულ თამაშებზე პათოლოგიური დამოკიდებულების დროს
● სკლეროზის დროს
მხოლოდ ასეთ შემთვევებში გამოიყენება მუსიკათერაპია?

მუსიკათერაპიით ხშირად ინტერესდებიან ადამიანები,


რომლებიც უბრალოდ ემოციურ გადატვირთვასა და
სამსახურებრივ სტრესს განიცდიან.
სად გამოიყენება მუსიკათერაპია?

გერიატრიაში
ნევროლოგიაში

პედიატრიაში

მედიცინაში ფსიქიატრიაში
მუსიკათერაპიაში დამკვიდრებულია სხვადასხვა მიდგომები:

❏ ანალიტიკური მუსიკათერაპია
❏ ბენენზონის მუსიკალური თერაპია
❏ კოგნიტური ქცევითი მუსიკა თერაპია
❏ საზპგადოებრივი მუსიკა თერაპია
❏ ნორდოფ-რობინსის მუსიკათერაპია
❏ ბონის მეთოდი გამოსახულებებითა და მუსიკის მართვით
❏ ვოკალური ფსიქოთერაპია
მადლობა
ყურადღებისათვის

You might also like