You are on page 1of 4

ფსიქიკური ჯანმრთელობა

ფსიქიკური აშლილობის ტიპები

კაცობრიობის ისტორიაში, ადამიანის არსებობის დასაწყისიდან დღემდე, ნებისმიერ


ინდივიდს საზოგადოებაში გააჩნია ფსიქიკური ჯანმრთელობა, რომელსაც ძალიან
დიდი მნიშნველობა აქვს ადამიანის არსებობასა და განვითარებაში. ფსიქიკური
ჯანმრთელობა არის გონებრივი, ფსიქიური მდგომარეობა, ჯანმრთელობისა და
კეთილდღეობის განუყოფელი ნაწილი, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ
როგორ იფიქრებს, იგრძნობს და იმოქმედებს ადამიანი, ასევე ადამიანებს საშუალებას
აძლევს მიიღონ ინდივიდუალურად გაწონასწორებული და პროდუქტიული
გადაწყვეტილებები ნებისმიერ საკითხსა თუ სიტუაციაში. ადამიანები თავიანთი
ცხოვრების განმავლობაში გადიან უამრავ პრობლემასა და დაბრკოლებას,
განსაკუთრებით, დღევანდელ მზარდად განვითარებულ და თანამედროვე
მსოფლიოს საზოგადოებაში საკმაოდ ბევრ სოციალურ და ფსიქოლოგიურ წინაღობას
აწყდება ინდივიდი, რომლებიც განმსაზღვრელი ხდება ფსიქიკური ჯანმრთელობის
მდგომარეობაზე. ეს წინაღობები ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას უფრო
დაუცველს ხდის და იჩენს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს.
ინდივიდუალურმა ფსიქოლოგიურმა და ბიოლოგიურმა ფაქტორებმა,
არახელსაყრელი გარემოებების ზემოქმედებამ ეკონომიურ, სოციალურ პირობებში
როგორებიცაა: სიღარიბე, გარემოს უკმარისობა, უთანასწორობა, საგრძნობლად
ზრდის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების წარმოქმნის შანსს, ასევე მავნე
ნივთიერებების მოხმარება, ემოციური უნარები, გენეტიკა. ფსიქიკური
ჯანმრთელობის პრობლემების ერთ-ერთი სამკურნალო თერაპიული მეთოდის,
ფსიქოანალიზის ფუძემდებლად მოხსენიებული ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის
ზიგმუნდ ფროიდის თანახმად, ოჯახური ისტორია და ადრეულ ასაკში ბავშვისადმი
არასასურველი მოპყრობა, უდიდეს როლს თამაშობს მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
ეს უკანასკნელი, ასევე ზემოხსენებული ფსიქიკური პრობლემები და
ცხოვრებისეული წინაღობები, ხშირშემთხვევაში ინდივიდზე მოქმედებს
ფატალურად და მას სძენს ფსიქიკურ დაავადებებს, ეგრედ წოდებულ
„აშლილობებს“, რომლებიც დეტალურად იქნება განხილული ნაშრომში.
კვლევის მიზანს წარმოადგენს, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და აშლილობების
მნიშვნელობასა და აქტუალობას დღევანდელობაში, თითოეული ფსიქიკური
დაავადების და შესაბამისი ფსიქოთერაპიის დეტალურ განხილვას, გამომწვევ
მიზეზებს და მათ რისკებს, ასევე სხვა რეკომენდირებული მკურნალობის მეთოდებს
ინდივიდის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ასევე კვლევა
შეეხება ზემოხსენებული ცნობილი ფსიქოთერაპევტის, ზიგმუნდ ფროიდის
ფსიქოთერაპიული მეთოდის „ფსიქოანალიზის“ განხილვას.
ნაშრომის დასაწყისი დაეთმობა ფსიქიკური ჯანმრთელობის წარმოშობასა და მის
გარშემო არსებულ მრავალ საინტერესო ადამიანს, რომლებისგანაც მოდის
სახელწოდებები, ტერმინები და თავისთავად ცნებები. შემდეგ ნაწილში, ასევე
განხილული იქნება ფსიქიკური დაავადებების წარმოშობის ისტორია,
დასახელებები, ტერმინები და ფუძემდებლები. მომდევნო ნაწილში კი, განხილვის
საგანს წარმოადგენს ფსიქიკური პრობლემების მკურნალობის მეთოდები, რომლებიც
მოიცავს ფსიქოთერაპიებს, რაც გულისხმობს პროფესიონალთან ინდივიდის
ფსიქოლოგიურ პრობლემებზე საუბარს, რეკომენდირებულ მედიკამენტებსა და სხვა
სამკურნალო საშუალებებს. ამ უკანასკნელის განხილვას მოჰყვება ასევე ერთ-ერთი
მკურნალობის მეთოდი, სახელწოდებით „ფსიქოანალიზი“, რომელიც, როგორც
ვახსენე არის ფსიქოთერაპიული მეთოდი, შემუშავებული ზიგმუნდ ფროიდისა და
ნაწილობრივ იოზეფ ბრეიერის მიერ. ეს ყველაფერი და სხვა უამრავი საინტერესო
საკითხი იქნება მიმოხილული ამ თემების გარშემო და ნაშრომზე დაყრდნობით,
გაანალიზებული და ნათელი იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობა,
ფუნქცია და რაობა. ასევე ფსიქიკური აშლილობების საშიშროება და მნიშვნელობა
საზოგადოებაში.
წყაროები

American Psychiatric Association, Diagnostic and statistical manual of mental disorders:


DSM-5. 2013. Washington, D.C.: American Psychiatric Association.

Farreras. Ingrid G. History of Mental Illness. Hood college. Noba textbook series (2023)
https://nobaproject.com/modules/history-of-mental-illness
(04/17/2023)

Iliauni Library. ზიგმუნდ ფროიდი. Library.iliauni.edu.ge


https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/zigmund-phroidi-V-III.pdf
(04/17/2023)

Llamas. Michelle. BCPA. 2022. Mental Illness. Drugwatch (November)


https://www.drugwatch.com/mental-health/mental-illness
(04/17/2023)

WebMD Editorial contributors. 2022. Psychotherapy. WebMD (September).


https://www.webmd.com/mental-health/mental-health-psychotherapy
(04/17/2023)

World Psychiatry. The roots of the concept of mental health. PMC PubMed Central (2008)
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2408392/#:~:text=The%20origin%20of
%20the%20mental,admissions%20to%20three%20mental%20hospitals
(04/17/2023)

You might also like