You are on page 1of 23

სუნთქვის სიხშირე, სუნთქვის სიხშირის დარღვევის

ძირითადი ნიმუშები, ციანოზი, პულსოქსიმეტრია


სუნთქვა
 სუნთქვა ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ხდება ჟანგბადის მიღება და
ნახშირორჟანგის გამოყოფა.
აირთა ცვლის ეს პროცესი ხდება ალვეოლებში პასიური დიფუზიის გზით
ალვეოლებსა და სისხლს შორის
ნორმალური სიმშირე 12-20/წთ ზრდასრულებში და 30-50 ახალშობილებში
ნორმალური სუნთქვის პროცესი- ეუპნოე
სუნთქვა შედგება ორი ფაზისგან: ჩასუთქვა და ამოსუნთქვა
რას ვაფასებთ?

სიხშირე
სიღრმე
რითმი
ხასიათი
სუნთქვის სიხშირის დათვლა
სუნთქვის სიხშირის დათვლა ხდება ადამიანის გულმკერდის მოძრაობაზე
დაკვირვებით. თუ სუნთქვა სუსტია, შეიძლება დათვლისას ადამიანს გულმკერდზე
დავადოთ ხელისგული და ასე დავითვალოთ სუნთქვის სიხშირე.
 იმისთვის რომ ავადმყოფი ვერ მიხვდეს, რომ მის სუნთქვის სიხშირეს ითვლიან,
შეიძლება გადავიტანოთ მისი ყურადღება - მაგ., მის მაჯაზე მოვათავსოთ ჩვენი
თითები და ამით შეუქმნათ წარმოდგენა, რომ თითქოს მის პულსს ვითვლით,
სინამდვილეში კი სუნთქვის სიხშირე დავთვალოთ.
ჩვილ ბავშვებში სუნთქვის სიხშირეს ხშირად ითვლიან მძინარე მდგომარეობაში.
ბავშვის ცხვირთან ახლოს მიგვაქვს სტეტოსკოპის ბოლო და მოსმენით ვითვლით
სუნთქვის სიხშირეს
პათოლოგიური სუნთქვითი
ვარიანტები
აპნოე
ტაქიპნოე
ბრადიპნოე
ჰიპერვენტილაცია
კუსმაულის ტიპის სუნთქვა
ჩეინ-სტოქსის სუნთვქა
ბიოტის სუნთქვა
ამოხვნეშითი სუნთქვა
ობსტრუქციული სუნთქვა
სუნთქვის გაიშვიათება
თავის ტვინის სიმსივნეების, ცერებრული ინსულტის, ინტერკრანიული წნევის
მატების გამო, ზოგჯერ მენინგიტის დროს.
ურემიის შემთხვევაში დასაწყისში აღინიშნება სუნთქვის გახშირება, შემდგომში კი
შეიძლება განვითარდეს სუნთქვის გაიშვიათება სუნთქვის ცენტრის დათრგუნვის
შედეგად.
სუნთქვის ცენტრის აგზნების მკვეთრი დათრგუნვა სუნთქვის გაიშვიათებით
ვითარდება აგონიის დროს.
სუნთქვის გაიშვიათებას ხშირად თან ახლავს სუნთქვის წუთმოცულობის შემცირება
- ოლიგოპნოე.
კუსმაულის ტიპის სუნთქვა
კუსმაულის სუნთქვა – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება
გაიშვიათებული სუნთქვის ციკლებით, ღრმა ხმაურიანი ჩასუნთქვითა და
გაძლიერებული ამოსუნთქვით. აღინიშნება ღრმა დიაბეტური კომის დროს.
ბიოტის ტიპის სუნთქვა
ბიოტის სუნთქვა ხასიათდება ხშირი
რითმული სუნქვითი მოძრაობებით,
შემდგომი პაუზით, რომელიც გრძელდება
ნახევარ წუთამდე.

აღინიშნება მენინგიტის, ცერებრული


ინსულტის, თავის ტვინის სიმსივნეების,
ზოგჯერ დიაბეტური კომის, აგონიის დროს
ჩეინ-სტოქსის სუნთქვა
ხასიათდება პაუზის შემდეგ სუნთქვითი ამპლიტუდის თანდათანობითი მატებით.
სუნთქვა ჯერ ზედაპირულია, შემდეგ ღრმავდება და ხდება ხმაურიანი, აღწევს
მაქსიმუმს და შემდეგ თანდათანობით მცირდება, რასაც თან სდევს მომდევნო
პაუზა. სუნთქვის გაჩერება - აპნოე შეიძლება ერთ წუთამდე გახანგრძლივდეს.
ჩეინ-სტოქსის სუნთქვა აღინიშნება ცერებრული ინსულტის, თავის ტვინის
სიმსივნის, მენინგიტის, გულის უკმარისობის მძიმე პნევმონიის, სხვადასხვა
ეგზოგენური და ენდოგენური ინტოქსიკაციის (ურემია) დროს.
ამოხვნეშითი სუნთქვაზე (sighing
respiration)
ამოხვნეშით სუნთქვაზე (sighing respiration.) ლაპარაკობენ, როდესაც ნორმალურ
სუნთქვის რითმში ჩაერთვება ცალკეული ღრმა ჩასუნთქვები, რომელსაც თან
სდევს გახანგრძლივებული ამოსუნთქვა ამოხვნეშით.
იშვიათად არის ორგანული დაავადების მაჩვენებელი, თითქმის ყოველთვის
აღინიშნება ემოციური ფონის დროს და ახასიათებს ნევროტიულ პიროვნებებს.
ორთოპნოე, ტრეპოპნოე,
პლატიპნოე
ციანოზი
ციანოზი კანის და ლორწოვანი გარსების მოლურჯო ფერში შეღებვაა.
სილურჯე აღინიშნება სუნთქვის და სისხლის მიმოქცევის დარღვევით მიმდინარე
სხვადასხვა დაავადების დროს, როდესაც ადგილი აქვს ქსოვილების ჰიპოქსიას და
კაპილარულ სისხლში მატულობს აღდგენილი (რედუცირებული) ჰემოგლობინის
აბსოლუტური რაოდენობა, რომელსაც ოქსიჰემოგლობინთან შედარებით ბევრად
უფრო მუქი ფერი აქვს.
 ნორმაში, პერიფერიულ სისხლში, აღდგენილი ჰემოგლობინის რაოდენობა 3გ%-ზე
ნაკლებია. ციანოზი ვითარდება იმ შემთხვევაში, თუკი პერიფერიულ სისხლში
აღდგენილი ჰემოგლობინის რაოდენობა 5გ%-ს აღემატება
ციანოზი
სილურჯეს, რომელსაც აქვს გავრცელებული ხასიათი და მოიცავს კანის
საფარველის მნიშვნელოვან არეებს, ეწოდება ზოგადი ციანოზი.
ადგილობრივი ხასიათისაა ციანოზი, თუ კი ის კანის მხოლოდ გარკვეულ,
შემოფარგლულ არეებში აღინიშნება.
არჩევენ ზოგადი ციანოზის განვითარების
ცენტრალურ და
პერიფერიულ მექანიზმებს
ცენტრალური და პერიფერიული
ციანოზი
ცენტრალური, ანუ არტერიული ციანოზის აღმოცენებისათვის დიდი მნიშვნელობა
აქვს ფილტვების ვენტილაციის და დიფუზიის მდგომარეობას, რომლის დარღვევის
დროსაც ხდება სისხლის არასაკმარისი არტერიალიზაცია მცირე წრეში, რის გამოც
პერიფერიაზე, კანსა და ლორწოვან გარსებში მოედინება სისხლი, რომელიც
შეიცავს აღდგენილი ჰემოგლობინის ჭარბ რაოდენობას.
პერიფერიული, ანუ კაპილარული ტიპის ციანოზი აღინიშნება გულ-სისხლძარღვთა
პათოლოგიის დროს. მის განვითარებას ხელს უწყობს კაპილარების გაგანიერების,
სისხლის ნაკადის შენელების და ვენური მატების პირობებში ქსოვილების მიერ
სისხლიდან ჟანგბადის ჭარბი რაოდენობის შთქანთქმა.
ციანოზი
ციანოზი ვითარდება დასაწყისში სხეულის დისტალურ მიდამოებში - სახის და
კიდურების აკრალურ ნაწილებში, რომელთა სისხლის მიმოქცევაც ნაკლებად
კეთილსაიმედოა (აკროციანოზი), აგრეთვე იქ, სადაც კანი უფრო თხელია -ტუჩები,
ცხვირი, ყურის ნიჟარები, ლოყები, ენა, ხელის და ფეხის თითების ბოლო
ფალანგები, განსაკუთრებით ფრჩხილების ქვეშ.
ფერის მიხედვით, ცენტრალური ციანოზი მორუხო-მოცისფროა, პერიფერიული-
მუქი იისფერი, მოწითალო ელფერის. ასეთივე მუქი ფერისაა კანი ცენტრალური
ციანოზის დროს, რომელიც გამოწვეულია არტერიულ-ვენური შუნტით.
პერიფერიული ციანოზის დაზელვისას სილურჯე გადადის სიწითლეში,
ცენტრალური ციანოზის სილურჯე არ იცვლება.
ადგილობრივი ციანოზი
ადგილობრივი ხასიათის ციანოზის დროს სილურჯე აღინიშნება კანის მხოლოდ
გარკვეულ, შემოფარგლულ მიდამოებში. ადგილობრივი ციანოზი
დაკავშირებულია ან ვენებში სისხლის ადგილობრივ შეგუბებასთან მისი
გაძნელებული დინების გამო, ან სისხლძარღვების ზედმეტად გაგანიერებასთან,
მათში სისხლის ნაკადის შენელებით.
ერთ-ერთი რომელიმე კიდურის ციანოზი განპირობებულია მის სისხლძარღვებზე
სიმსივნის, ლიმფური კვანძების ზეწოლით, ვენების გაგანიერებით,
თრომბოფლებიტით, ენდარტერიტით, არტერიების ათეროსკლეროზული
შევიწროებით, მათი დახშობით თრომბით, ემბოლით.
ხელის მტევნების და ტერფების სიმეტრიული ციანოზი - აკროციანოზი აღინიშნება
ხშირად ვეგეტოდისტონიის დროს.
რეინოს სინდრომი
თითების ციანოზი, უფრო ხშირად სიცივის და ემოციების ზეგავლენით. ვითარდება
რეინოს სინდრომის დროს. ციანოზი დაკავშირებულია თითების არტერიების
სპაზმის და კაპილარების გაგანიერებასთან, რაც იწვევს სისხლის პერიფერიულ
შეგუბებას. რეინოს სინდრომი აღინიშნება აგრეთვე მაობლიტირებელი
თრომბანგიტის (ბიურგერის დაავადება), სკლეროდერმიის დროს.
პულსოქსიმეტრია
ჟანგბადი ორგანიზმში გადაადგილდება სისხლის წითელ უჯრედებში არსებული
მოლეკულების გზით რომელთაც ჰემოგლობინი ეწოდება. ჟანგბადის სატურაცია,
იგივე პულსოქსიმეტრია ზომავს თუ რა რაოდენობის ჟანგბადი გადააქვს
ჰემოგლობინს და ის გამოითვლება პროცენტული მაჩვენებელით (100-დან). ეს
არის მარტივი, უმტკივნეულო ტესტი და ტარდება აპარატის სენსორის
საშუალებით,რომელიც თავსდება თითის ბალიშებზე ან ყურის ბიბილოზე.
ფილტვების და ზოგადად, ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისას,
ჟანგბადის სატურაცია ვარირებს 95-100% შორის, თუმცა ის სპეციფიურია
სხვადასხვა მდგომარეობების დროს.
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like