You are on page 1of 13

უნივერსიტეტი”გეომედი”

ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია

III კურსი

ანი მაჭავარიანი
თინათინ ვარსიმაშვილი
სუნთქვის სისტემა
ფილტვები (pulmones) –
წყვილი ორგანო, რომელიც
განლაგებული გულმკერდის
ღრუში და ახორციელებს
აირთა ცვლას  ჩასუნთქულ
ჰაერსა და სისხლს შორის.
ფილტვები ფორმით
მოგვაგონებენ
ვერტიკალურად გაკვეთილი
კონუსის ნახევრებს; ისინი
დაფარულნი არიან
სეროზული გარსით –
პლევრით.
თითოეული ფილტვის
საშუალო მასა შეადგენს
374±14 გრამს.
როგორ ვისუნთქოთ სწორად

უპირველეს ყოვლისა, უნდა ვისუნთქოთ ცხვირით!


შესუნთქული ჰაერი ცხვირის ღრუში:
•თბება
•ტენიანდება (მშრალ ჰაერს ცხვირის ღრუს ლორწოვანი
გარსი ატენიანებს);
•განიცდის ერთგვარ ფილტრაციას - იწმინდება
მიკრობებისგან, მტვრისა და სხვა ნაწილაკებისგან (ეს
ფილტვებს დაბინძურებისგან იცავს);
სუნთქვითი ვარჯიში გარკვეული
თანმიმდევრობითა და ინტენსივობით სუნთქვაა,
რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია
ბრონქებისა და ფილტვების, აგრეთვე ძვალ-
სახსროვანი სისტემის დაავადებათა განკურნება.
მისი დახმარებით უმჯობესდება ორგანიზმის
ზოგადი მდგომარეობა, იზრდება აქტივობა და
კონცენტრაციის უნარი, წესრიგდება ძილი და
სხეულის ზოგადი ფიზიკური მაჩვენებლები.
სუნთქვითი ვარჯიში ტარდება
ყოველდღიურად, 20-30 წუთის
განმავლობაში, და მისით
გამოწვეული ეფექტი საკმაოდ
სწრაფად შესამჩნევია.
სუნთქვის გაძნელება შეიძლება გამოიწვიოს:

ჭარბმა წონამ,ასთმამ,პნევმონიამ,შფოთვამ ან პანიკურმა


შეტევამ,პნევმოთორაქსმა,ემფიზემამ,ქრონიკულმა
ბქონქიტმა,ფილტვის კიბომ, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული
დაავადებამ (ფილტვების თანდათანობითი დაზიანება წლობით
მწეველობის გამო) და ა.შ.
არსებობს სუნთქვის 3 ვარიანტი:
1. ჩასუნთქვა – შეკავება – ამოსუნთქვა;
2. ჩასუნთქვა – ამოსუნთქვა – შეკავება;
3. ჩასუნთქვა – შეკავება – ამოსუნთქვა –
შეკავება;
რაბილიტაციის პრინციპებად უნდა განიხილებოდეს :

ინდივიდუალობა - თითოეულ პაციენტს სათანადო მიდგომა სჭირდება ;

კომპლექსურობა - მთელი სასუნთქი სისტემის აღდგენა და არა ცალკე ორგანოსი ;

რეაბილიტაციის ადრევე დაწყება და უწყვეტობა - მკურნალობას უნდა ახლდეს აღდგენითი ღონისძიებების კომპლექსი ;

სასუნთქი ორგანოების რეაბილიტაციის ძირითადი მიზანი სასუნთქი სისტემის ფუნქციობის აღდგენაა - სასუნთქ ორგანოებში ანთებითი პროცესების სტაბილიზაცია და რეგრესი , ყოველდღიური ცხოვრებისა და შრომისათვის სწრაფი ადაპტაცია .
 
სუნთქვით ვარჯიშთა კომპლექსი – „ნაკლები სუნთქვა“

კლინიკურად დადასტურებულია, რომ სუნთქვით ვარჯიშთა კომპლექსი


„ნაკლები სუნთქვა“, რომელიც ემყარება ღრმა სუნთქვის აკრძალვას, 90-მდე
დაავადების მკურნალობისას გამოიყენება.

სტანდარტული ვარჯიში ასე გამოიყურება:

1. ჩასუნთქვა – 2 წამი;
2. ამოსუნთქვა – 4 წამი;
3. სუნთქვის შეკავება – 4 წამი.
იოგას სუნთქვითი სისტემა
იოგას სტილით სუნთქვა შესაძლებელია როგორც დგომისას, ისე ჯდომისა და
წოლისას.

უნდა იჯდეთ წელში გასწორებული მკერდით წინ, იწვეთ მყარ ზედაპირზე და ისუნთქოთ მხოლოდ
ცხვირით.
იოგას სტილით ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებელია აითვისოთ ზედა, შუა და ქვედა ტიპის
სუნთქვა.
ვარჯიში უნდა დაიწყოთ 20 წამიდან 2 წუთამდე დღეში და თანდათან გაზარდოთ დღეში 8-10
წუთი.
სუნთქვითი ვარჯიშის ნებისმიერი სახეობის შესრულებისას

გასათვალისწინებელი რეკომენდაციებია

ვარჯიში უნდა იყოს მუდმივი და რეგულარული;

უნდა ივარჯიშოთ მხოლოდ კარგი განწყობით, მოიცილეთ ყველაფერი, რაც შესაძლოა ნეგატიური ემოციის წყაროდ გექცეთ;

აუცილებელია შეარჩიოთ ვარჯიშის თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური დატვირთვა;

იდეალურია ვარჯიში სუფთა ჰაერზე, ღია სივრცეში;


მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like