You are on page 1of 21

პეტრე შოთაძის სახელობის

თბილისის სამედიცინო აკადემია

ზოგადი და რეგიონული ანესთეზია

რეფერატი

სალექციო კურსი: კერძო ქირურგია

ხელმძღვანელი:გიორგი გვახარია

ავტორები: კესო შუშანია


მარიამ ქსოვრელი
ნიკოლოზ ლომიძე

სარჩევი

შესავალი ................................................................................................
..... 3

დეფინიცია და
კლასიფიკაცი....................................................................3

ზოგადი
ანესთეზია ....................................................................................4

ინტრავენული
ანესთეზია................................................................................................
.....4

ენდოტრაქეული
ნარკოზი...................................................................................................
.....6

კომბინირებული
ანესთეზია................................................................................................
.....7

ნარკოზის სიღრმის
მაჩვენებლები...........................................................................................
....7

რეგიონული
ანესთეზია................................................................................................
.....11

სპინალური
ანესთეზია................................................................................................
.....11

 ჩატარების
ტექნიკა.............................................................................................
....11

2
 პოზიციონირება..................................................................................
12

 უკუჩვენებები......................................................................................
12

 რისკები და
გართულებები....................................................................................
.13

 ხშირი და მცირე
გართულებები....................................................................................
..13

 სერიოზული
გართულებები....................................................................................
..14

ეპიდურული
ანესთეზია................................................................................................
.......15

შესავალი
ანესთეზია ხელოვნური გზით ტკივილის შეგრძნების
დათრგუნვაა.სრულყოფილი გაუტკივარება შესაძლებლობას იძლევა
ქირურგიული ოპერაცია წარიმართოს გეგმისამებრ.მნიშვნელოვანია
გაუტკივარების სახის სწორად შერჩევა,ვინაიდან ოპერაციის
გამოსავალი,ერთმნიშვნელოვნად,სხვა მრავალ ნიუანსთან
ერთად,სრულფასოვან გაუტკივარებაზეც არის დამოკიდებული.მთავარი
პრინციპი,რომელსაც გაუტკივარება უნდა ეფუძნებოდეს მდგომარეობს
შემდგომში-გაუტკივარება თავისი რისკებით არ უნდა აჭარბებდეს თვით
ოპერაციის რისკს.
ქვემოთ მოყვანილი თემა შეეხება ანესთეზიის სხვადასხვა სახეებს,მათი
გამოყენების პრინციპეპებს,ჩვენებებს, უკუჩვენებებსა და რისკ ფაქტორებს.

3
დეფინიცია და კლასიფიკაცია

ანესთეზია ბერძნული წარმოშობისაა და სიტყვასიტყვით ,,უგრძნობლობას’’


ნიშნავს.გაუტკივარების სახეებია: 1.ადგილობრივი გაუტკივარება -აქ
თავისმხრივ მოიაზრება
 ინფილტრაციული
 ინტრავენური
 ძვალშიდა
2.ზოგადი გაუტკივარება- ნარკოზი რომელიც თავისმხრივ იყოფა
 ინჰალაციური
 ინტრავენული
 კომბინირებული
3.რეგიონული იგივე გამტარობითი
 ღეროვანი
 ნერვული წნულების
 ნერვული კვანძების
 სპინალური
 ეპიდურული ანესთეზია

ზოგადი ანესთეზია

ზოგადი ანესთეზია არის მდგომარეობა,როდესაც ხელოვნურად,


მედიკამენტოზური ზემოქმედება ხდება ცნს - ზე, მიზანმიმართულად ითრგუნება
ცნობიერება, მეხსიერება, ტკივილის აღქმა, მოძრაობა და რეფლექსები.
ზოგადი ანესთეზიის მიზანია უზრუნველყოს პაციენტის უსაფრთხოება და
სამედიცინო ჩარევისთვის საჭირო პირობები. ამ პირობებს მიეკუთვნება:
ანალგეზია(გაუტკივარება), ჰიპნოზი(ძილი), ამნეზია(მეხსიერების დათრგუნვა),
დაცვითი რეფლექსების დათრგუნვა და ჩონჩხის კუნთების რელაქსაცია.

4
ზოგადი ანესთეზიის მიღწევა მრავალი საშუალებით არის შესაძლებელი.
გამოყენებული მედიკამენტოზური საშუალებების მიხედვით არჩევენ :
ინჰალაციურ, ინტრავენულ და კომბინირებულ ანესთეზიას, როდესაც
ინჰალაციური და ინტრევენული პრეპარატი ერთდროულად მიეწოდება
პაციენტს.
ზოგადი გაუტკივარება არის ერთ მომენტიანი(როდესაც გამოიყენება ერთი
სანარკოზე საშუალება), შერეული(როდესაც შეჰყავთ ორი ან მეტი სანარკოზე
საშუალება) და კომბინირებული(მრავალკომპონენტიანი) როდესაც
სანარკოზე ნივთიერებებთან ერთად იყენებენ მიორელაქსანტებს,
განგლიობლოკატორებს, ანალგეტიკებს და ანტიჰისტამინებს.

ინტრავენული ანესთეზია

ზოგადი ანესთეზიის ერთერთი სახეა და გულისხმობს საანესთეზიო


საშუალებების ინტრავენურად შეყვანას. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას
როგორც დამოუკიდებელი მეთოდი ხანმოკლე ქირურგიული ჩარევებისას, ან
როგორც კომბინირებული ზოგადი ანესთზიის ერთ -ერთი შემადგენელი
კომპონენტი.

უმეტესწილად, როდესაც საუბრობენ ინტრავენურ ანესთეზიაზე,


გულისხმობენ მისი, როგორც დამოუკიდებელი მეთოდის გამოყენებაზე,
რომლის დროსაც შენახულია ან მინიმალურად ითრგუნება პაციენტის
სპონტანური სუნთქვა რაც სტანდარტულად არ საჭიროებს პაციენტის
გადაყვანას მართვით სუნთქვაზე და შესაბამისად გულისხმობს ნაკლებ
ინვაზიას პაციენტის ორგანიზმში.

აქვს თანმხლები რისკებიც: პაციენტის სასუნთქი გზები არ არის დაცული,


შეიძლება მოხდეს სპონტანური სუნთქვის ნაწილობრივი ან სრული
დათრგუნვა და ამან გამოიწვიოს დამხმარე ან სრული ხელოვნური

5
ვენტილაციის საჭიროება უკვე არა გეგმიურ არამედ ურგენტულ რეჟიმში, და
რაღა თქმა უნდა, თეორიულად, ყველა ინტრავენური ანესთეზია შესაძლოა
გადაიზარდოს ზოგად ანესთეზიაში, მაგალითად ზოგიერთი
ინტრაოპერაციული გართულების შემთხვევაში.

ინტრავენული ანესთეტიკები,ქიმიური პრეპარატებია,რომლებიც


გამოიყენება სანარკოზე საშუალებად.
ძირითადად ყველაზე ხშირად გამოყენებადია
პროპოფოლი,ეთომიდატი,კეტამინი,მეთოტრექსატი. ამ პრეპარატების
ინტრავენური ინექციისთანავე სწრაფადვე იწყება მათი მოქმედება და
ეფექტის დადგომა,ეს განპირობებულია მათი ქიმური თვისებით, რომ ისინი
არინ ლიპოფილურები და სწრაფად პენეტრირებენ ჰემატოენცეფალურ
ბარიერში.

ინტრავენული ანესთეტიკები 4 კატეგორიად იყოფა:

 საძილე საშუალებებია ბარბიტურატები, რომლებიც უზრუნველყოფენ


პაციენტის სწრაფ, კომფორტულ დაძინებას და ასევე სწრაფ
გამოღვიძებას;
 ნარკოტიკულ ანალგეტიკებს (მაგალითად, მორფინს) ძლიერი
ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვთ. ისინი აძლიერებენ სხვა სახის
ტკივილგამაყუჩებელთა მოქმედებას;
 სედაციური (დამაწყნარებელი) საშუალებები უმთავრესად სხვა სახის
ანესთეტიკებთან ერთად გამოიყენება. ისინი ვენაში მანამდე შეჰყავთ,
ვიდრე პაციენტი საოპერაციოში მოხვდება;
 დისოციაციური მოქმედების პრეპარატები პაციენტს გარესამყაროს
რეალობისგან თიშავენ. მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც

6
დამოუკიდებლად, ისე სხვა სახის საანესთეზიო საშუალებებთან
კომბინირებულად.

ენდოტრაქეული ნარკოზი

ენდოტრაქეული ნარკოზი გულისხმობს პაციენტის სასუნთქი გზების


ინტუბაციას სპეციალური (ე. წ. ენდოტრაქეული) მილით და პაციენტის
სუნთქვის ჩანაცვლებას აპარატურის მეშვეობით.
ამისთვის ავადმყოფს საანესთეზიო მანქანასთან მიაერთებენ, მართავენ
მის გარეგან სუნთქვას და აირთა ცვლას, სათანადო კონცენტრაციით აწვდიან
ინჰალაციურ ანესთეტიკებს. უფრო მარტივად, შეიძლება ითქვას, რომ
პაციენტის სუნთქვა ითიშება, ამ ფუნქციას სპეციალური აპარატი ასრულებს.
კურარეს მსგავსი პრეპარატების მეშვეობით ხდება პაციენტის კუნთების
ტონუსის სრული და შექცევადი დათრგუნვა. ამ მოვლენას მიოპლეგია
ეწოდება. მიოპლეგია (კუნთების შექცევადი დამბლა) არ არის
ანესთეზიოლოგის მიზანი. ის სჭირდება ქირურგს, რათა მოხდეს ამა თუ იმ
ორგანოს ან სხეულის ნაწილის ოპტიმალური ექსპოზიცია და ამით
ქსოვილებისა და ორგანოების ქირურგიული ტრავმირება მინიმუმამდე იქნეს
დაყვანილი.

კომბინირებული ანეთეზია

7
ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ანესთზიის ორი ან მეტი სახის
კომბინაციასთან, იქნება ეს ინჰალაციური და ინტრავენური ანესთეზიების, ან
თუნდაც ზოგადი და რეგიონული ანესთეზიის რომელიმე სახის კომბინაცია.
მას ბევრი უპირატესობა აქვს ე.წ. „მონოანესთეზიასთან“ და საბოლოოდ
ყველა სახის ანესთეზიებს შორის მეტი წილი სწორედ ამ სახის ანესთეზიებზე
მოდის.

ნარკოზის სიღრმის მაჩვენებლები

ნარკოზის სიღრმის მაჩვენებელი კლინიკური ნიშნები იცვლება


თანდათანობით, მკვეთრი ცვლილებელის გარეშე. ასე რომ ზღვარი ნარკოზის
მომდენო ორ სტადიას შორის არც თუ ისე მკვეთრია და იმის დადგენა, თუ
რომელ სტადიაშია ავადმყოფი მეტ-ნაკლები სიზუსტით არის შესაძლებელი.
ნარკოზის სტადიები კლინიკურად ვლინდება ცნობიერების,
მგრძნობელობის, პულსის, არტერიული წნევის, სუნთქვის სიხშირის,

8
ლორწოვანი გარსებისა და სახის ფერის, თვალის სიმპტომებისა და კუნთის
ტონუსის საშვალებით.
გამოყოფენ ნარკოზის ოთხ სტადიას: 1.ანალგეზია; 2.აგზნება; 3.ქირურგიული
სდადია; 4.გამოღვიძება.
1) ანალგეზიის სტადია გრძელდება ნარკოზის დაწყებიდან ცნობიერების
დაკარგვამდე. ავადმყოფს აქვს მოხრჩობის შეგრძნება, ყურებში შუილი,
თავბრუსხვევა.ქრება რეაქცია მტკივნეულ გაღიზიანებაზე, ტაქტიკული
შეგრძნება შენარჩუნებულია, გუგები გაფართოებულია,გუგების რეაქცია
სინათლეზე და რქობანას რეფლექსი შენარჩუნებულია, გულის ცემა და
სუნთქვა გახშირებულია.
ანალგეზიის სტადიაში შესაძლებელია ხანმოკლე ოპერაციის ჩატარება:
ჩირქგროვის გახსნა, მოტეხილობის რეპოზიცია, ამოვარდნილობის
ჩასწორება. ანალგეზიის სტატია საშუალოდ 5-6 წუთი გრძელდება.
ეთერის კონცენტრაცია სისხლში 18-32 მგ%-ია.

2) აგზნების სტადია ვითარდება თავის ტვინის ქერქში შეკავების


განვითარებისა და ამის გამო ქერქქვეშა კვანძებზე მისი შემაკავებელი
გავლენის მოხდენის შედეგად პაციენტი ამ მომენტში მოგვაგონებს
მთვრალ ადამიანს: შფოთავს, წამოდგომას ცდილობს, უაზროდ
ლაპარაკობს, მასთან კონტაქტის დამყარება ვერ ხერხდება. მისი სახე
გაწითლებულია, კისრის ვენები დაჭიმულია, კუნთების ტონუსი
მომატებულია, გუგები გაგანიერებულია, მათი რეაქცია სინათლეზე
შენარჩუნებულია, ქუთუთოები შეჭმუხნულია, არტერიული წნევა
მომატებულია, სუნთქვა და გულისცემა გახშირებულია. კლინიკური
გამოვლინების სიმკვეთრე დამოკიდებულია პაციენტის ნერვული
სისტემის მდგომარეობაზე, პრემედიკაციაზე. შემდგომ პაციენტი
მშვიდდება კუნთების ტონუსი იხსნება, გუგები ვიწრობდება და გადადის
ნარკოზის შემდეგ სტადიაში. აგზნების ფაზაში სისხლში ეთერის
კონცენტრაცია 32-62 მგ%-ია.

9
3) ქირურგიული სტადია (ნარკოზული ძილის სტადია) ვითარდება თავის
ტვინის ქერქისა და ქერქქვეშა კვანძების შეკავების შედეგად. ზოგად
ქირურგიულ სტადიას ახასიათებს ცნობიერების და მგრძონებლობის
დაკარგვა, კუნთების მოდუნება, რეფლექსების დათრგუნვა. მესამე
სტადიის ნარკოზს სიღრმის მიხედვით თავისმხრივ ოთხ დონედ ჰყოფენ:
III1 , III2 , III3 , III4 . ნარკოზის მესამე სტადიაში ეთერის კონცენტრაცია
სისხლში 70-150 მგ%-ია.

პირველი დონე(თვალის კაკლების მოძრაობის დონე) - კანი ვარდისფერი,


თვალის კაკლები მოძრავი, გუგები შევიწროვებული, გუგების რეაქცია
სინათლეზე ცოცხალი, რქოვანას და ხორხის რეფლექსები შენარჩუნებული,
სუნთვქვა და პულსი ოდნავ აჩქარებული, რითმული, არტერიული წნევის
მაჩვენებელი უბრუნდება საწყისს. ნარკოზის ამ სტადიაში ოპერაციის ჩატარება
არის შესაძლებელი მაგრამ კუნთების არასრული მოდუნება ართულებს მუცლის
ღრუში ქირურგიულ ჩარევას.

მეორე დონე(რქოვანას რეფლექსის დონე) - კანი ვარდისფერი, თვალის


კაკლები უძრავი, ნამიანი, გუგები ვიწრო, მათი რეაქცია სინათლეზე
შენარჩუნებული, რქოვანას რეფლექსი ქრება, ხორხის და ხველის რეფლექსი
დათრგუნულია, კუნთები სრულად რელაქსირებული, ქვედა ყბა
ჩამოვარდნილი, სუნთქვა მშვიდია, დამაკმაყოფილებელი სიღრმის, პულსი და
არტერიული წნევა საწყის მაჩვენებელზეა.
ამ დონეზე შესაძლებელია უმრავლესი ოპერაციის ჩატარება მათ შორის
მუცლის ღრუში.

მესამე დონე(გუგების გაფართოების დონე) - კანი მკრთალია, გუგები


ზომიერად გაფართოებული, გუგების რეაქცია სინათლეზე დათრგუნულია,

10
რქოვანას გარსი მშრალია, რეფლექსები დათრგუნული, კუნთების ტონუსი
მკვეთრად შემცირებული, სუნთქვა ზერელე, გახშირებული,
გახანგრძლივებული ამოსუნთქვით, პულსი აჩქარებულია, არტერიული წნევა
დაქვეითებული. ნარკოზის ეს დონე დასაშვებია ჩარევისთვის მხოლოდ მცირე
დროით.

მეოთხე დონე(დიაფრაგმული სუნთქვის დონე) - კანი მკრთალი, ცანოზური,


გუგები გაგანიერებული, რქოვანა გარსი მშრალი, დაბინდული, გუგების
რეაქცია სინათლეზე, რქოვანას, ხორხის და ბრონქების რეფლექსები
გამქრალია,ნეკნთაშუა კუნთები ჩასუნთქვის აქტში მონაწილეობენ, სუნთქვა
მხოლოდ დიაფრაგმულია და ზერელე, პულსი სუსტი ავსებისაა არტერიული
წნევა კი დაბალი, სფინქტერები მოდუნებული.
ნარკოზის ამგვარ სიღრმეზე მიყვანა ექიმის უხეში შეცდომაა !!! ნარკოზის
შემდგომი გაღრმავება იწვევს სუნთქვის ცენტრისა და სისხლის მიმოქცევის
მაკონტროლებელი ცენტრების დამბლას და პაციენტის სიკვდილს.

ნარკოზის მესამე სტადია ექიმის დიდ ყურადღებას საჭიროებს, ვინაიდან


ეთერის მკვეთრი მომატება სისხლში იწვევს ნარკოზის საშიშ დონემდე
გაღრმავებას, შემცირება კი გაღვიძებას.

ეთერის ნარკოზის დროს სიღრმის დადგენაში განსაკუთრებული


მნიშვნელობა ენიჭება გუგების მდგომარეობას: გუგების შევიწროვება
ნარკოზის მშვიდი მიმდინარეობის მაუწყებელია, გუგების გაგანიერება
სინათლეზე აქტიური რეაქციის შენარჩუნებით ზერელე ნარკოზზე მიგვითითებს,
გაგანიერებული გუგები სინათლეზე სუსტი რეაქციით კი ნარკოზის სახიფათო
გაღრმავებაზე.

4) გამოღვიძების სტადია იწყება ეთერის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ და


განპირობებულია თავის ტვინის ქერქისა და ქერქქვეშა ქვანძების

11
შეკავების მოხსნით ამ დროს ნარკოზის პირველი და მეორე
სტადიებისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები ვითარდება
დაძინების პროცესთან შედარებით საწინააღმდეგო მიმართულებით.
აღდგება კუნთების ტონუსი, რეფლექსები, ცნობიერება, ტაქტილური და
ტკივილის შეგრძნება.
ეთერის ნარკოზის მეოთეხე სტადია, პირველი და მეორე სტადიებთან
შედარებით უფრო ხანგრძლივია, აგზნება დაძინების პერიოდთან
შედარებით უფრო სუსტადაა გამოხატული.

რეგიონული ანესთეზია

რეგიონული ანესთეზია ადგილობრივი ტკივილგაყუჩების სახეობაა. ამ


დროს ადგილობრივი ანესთეტიკების მეშვეობით ხდება პერიფერიული
ნერვული დაბოლოებების, ნერვული წნულების ან პარავერტებრული
ბლოკადა. ანესთეზიის ამ სახეობას იყენებენ ისეთი სერიოზული ოპერაციების
დროს, როგორებიცაა, მაგალითად, კიდურის პროქსიმული და დისტალური
ქირურგიული ოპერაციები, გულმკერდის ან მუცლის კედლის ოპერაციები.
ზოგჯერ იდგმება კათეტერიც, საიდანაც საოპერაციო უბანს პერიოდულად
მიეწოდება საანესთეზიო საშუალება.

ადგილობრივი ანესთეზიის დროს ზოგადი გაუტკივარებისგან განსვავებიტ


ავდმყოფს შენარჩუნებული აქვს ცნობიერება.ამ დროს ადგილი აქვს
ტკივილის შეგრძნების გამოთიშვას თავის ტვინის ქვემდებარე ნერვულ
სეგმენტებზე ზემოქმედების გარეშე.

განირჩევა ძირითადად სპინალური და ეპიდურული ანესთეზია,ეს ორი


პროცედურა ჩატარების ტექნიკის მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან.

12
სპინალური ანესთეზია

სპინალური ანესთეზია, რომელსაც ასევე უწოდებენ სპინალურ ბლოკს,


სუბარაქნოიდულ ბლოკს, ინტრადურალურ ბლოკს და ინტრათეკალურ
ბლოკს, არის ნეიროაქსიალური რეგიონალური ანესთეზიის ფორმა,
რომელიც გულისხმობს ადგილობრივი საანესთეზიო ან ოპიოიდის ინექციას
სუბარაქნოიდულ სივრცეში.

ჩატარების ტექნიკა

სპინალური ანესთეზიის დროს ნემსი მოთავსებულია დურა მატერის


გვერდით სუბარაქნოიდულ სივრცეში და წელის ხერხემლებს შორის. ამ
სივრცეში მისასვლელად, ნემსი უნდა გაიჭრას ქსოვილისა და ლიგამენტების
რამდენიმე ფენაში, რომელიც მოიცავს ზედა ზურგის იოგს, ზურგთაშუა
ლიგამენტს და ლიგამენტ ფლავუმს.
იმის გამო, რომ ზურგის ტვინი (conus medullaris) ჩვეულებრივ არის
ხერხემლის L1 ან L2 დონეზე, ნემსი უნდა იყოს ჩასმული ქვემოთ L3 და L4
სივრცეში ან L4 და L5 სივრცეში, რათა თავიდან ავიცილოთ ზურგის ტვინის
დაზიანება.

პოზიციონირება

13
პაციენტის პოზიციონირება აუცილებელია პროცედურის წარმატებისთვის და
შეუძლია გავლენა მოახდინოს საანესთეზიო საშუალების გავრცელებაზე
შეყვანის შემდეგ. გამოიყენება 3 განსხვავებული პოზიცია: მჯდომარე,
გვერდითი დეკუბიტი და მიდრეკილი. მჯდომარე და გვერდითი დეკუბიტუსის
პოზიციები ყველაზე გავრცელებულია.

ჯდომა - პაციენტი ზის საგამოცდო მაგიდის კიდეზე გამართულად, ზურგით


ექიმისკენ და ფეხები ჩამოკიდებული მაგიდის ბოლოდან და ფეხები სკამზე
ედება. პაციენტებმა უნდა მოიხაროს და წამოწიოს მხრები და ზურგი წინ.

ლატერალური დეკუბიტუსი - ამ
მდგომარეობაში, პაციენტი წევს
გვერდზე, ზურგით საწოლის კიდეზე
დაექიმისკენ. პაციენტმა უნდა მიიღოს
ემბრიონის პოზა.

ინექციური ნივთიერებები

ბუპივაკაინი (მარკაინი) არის ადგილობრივი საანესთეზიო ყველაზე ხშირად


გამოყენებული, თუმცა ლიდოკაინი (ლიგნოკაინი), ტეტრაკაინი, პროკაინი,
როპივაკაინი, ლევობუპივიკაინი, პრილოკაინი ან ცინქოკაინი ასევე შეიძლება
გამოყენებულ იქნას.
ჩვეულებრივ ოპიოიდებს ემატება ბლოკის გასაუმჯობესებლად და ოპერაციის
შემდგომი ტკივილის შესამსუბუქებლად, მაგალითად, მორფინი,
ფენტანილი, დიამორფინი და ბუპრენორფინი.

უკუჩვენებები

14
სპინალური ანესთეზიის მიღებამდე მნიშვნელოვანია ჩატარდეს
საფუძვლიანი სამედიცინო შეფასება, რათა დადგინდეს, რომ არ არსებობს
აბსოლუტური უკუჩვენებები და მინიმუმამდე შემცირდეს რისკები და
გართულებები. მიუხედავად იმისა, რომ უკუჩვენებები იშვიათია, ქვემოთ
მოცემულია რამდენიმე მათგანი:

o პაციენტის უარი

o ადგილობრივი ინფექცია ან სეფსისი

o სისხლძარღვოვანი დარღვევები, თრომბოციტოპენია ან სისტემური

ანტიკოაგულაცია (მეორადი ზურგის ეპიდურული ჰემატომის გაზრდილი


რისკის გამო)
o მძიმე აორტის სტენოზი

o ინტრაკრანიალური წნევის მომატება

o თავის ტვინის დაზიანებები

o ხერხემლის ანატომიური დარღვევები, როგორიცაა სქოლიოზი (თუმცა,

სადაც ფილტვის ფუნქცია ასევე დაქვეითებულია, ზურგის ანესთეზია


შეიძლება იყოს ხელსაყრელი)
o ჰიპოვოლემია მაგ. მასიური სისხლდენის შემდეგ, მათ შორის სამეანო

პაციენტებში
o ელერს დანლოსის სინდრომი

რისკები და გართულებები

სპინალური ანესთეზიის გართულებები შეიძლება გამოწვეული იყოს


ნერვულ სისტემაზე ფიზიოლოგიური ზემოქმედებით და ასევე შეიძლება
დაკავშირებული იყოს ანესთეზიის შეყვანის ტექნიკასთან.
გავრცელებული გვერდითი ეფექტების უმეტესობა უმნიშვნელოა და
თვითგანკურნებადი ან ადვილად განკურნებადია, ხოლო მძიმე

15
გართულებებმა შეიძლება გამოიწვიოს უფრო სერიოზული და მუდმივი
ნევროლოგიური დაზიანება და იშვიათად სიკვდილი.
ეს სიმპტომები შეიძლება გამოჩნდეს ანესთეზიის მიღებისთანავე ან
დაგვიანებულად.

ხშირი და მცირე გართულებები:

o მსუბუქი ჰიპოტენზია

o ბრადიკარდია

o გულისრევა და ღებინება

o გარდამავალი ნევროლოგიური სიმპტომები (ზურგის ქვედა ტკივილი

ფეხებში)
o პოსტ-დურალური პუნქციის თავის ტკივილი ან ზურგის შემდგომი თავის

ტკივილი- ასოცირდება გამოყენებული ხერხემლის ნემსის ზომასა და


ტიპთან

სერიოზული გართულებები იშვიათია, მაგრამ, როგორც წესი,


დაკავშირებულია ფიზიოლოგიურ ეფექტებთან გულ-სისხლძარღვთა
სისტემაზე და ნევროლოგიურ სისტემაზე, ან როდესაც ინექცია ხდება არასწორ
ადგილას, გართულება:
o ნერვის დაზიანებები: კუდის ბუდის სინდრომი(cauda equine

syndrome)
o გულის გაჩერება

o მძიმე ჰიპოტენზია

16
o ზურგის ეპიდურული ჰემატომა, შემდგომი ნევროლოგიური შედეგებით

ან მის გარეშე ზურგის ნერვების შეკუმშვის გამო.


o ეპიდურული აბსცესი

o ინფექცია (მაგ. მენინგიტი)

ეპიდურული ანესთეზია

პერიდურული,ეპიდურული და ექსტრადურული ანესთეზია-სინონიმებია, ამ


დროს საანესთეზიო საშუალების შეყვანა ხდება ექსტრადურულ
სივრცეში,რომელიც წარმოქმნილია ზურგის ტვინის მაგარ გარსსა და
ხერხემლის ზურგის ტვინის ძვლოვანი არხის ამომბენ პერიოსტეუმს შორის.

ჩატარების ტექნიკა

ეპიდურული ანესთეზიის ტექნიკა შიცავს სპინალური ანესთეზიის რიგ


ელემენტებს- ესა,ავადმყოფის მომზადება,საოპერაციო მაგიდაზე მისი
მდებარეობა და ტექნიკური აღჭურვილობა.
ნემსი უნდა იყოს ჩასმული ქვემოთ L3 და L4 სივრცეში ან L4 და L5
სივრცეში, რათა თავიდან ავიცილოთ ზურგის ტვინის დაზიანება.
ეპიდურული ანესთეზიის დროს
ეპიდურულ სივრცეში იდგმება კათეტერი,
საიდანაც ორგანიზმს განუწყვეტლივ
მიეწოდება ანესთეტიკი.
სპინალური გაუტკივარებისას
გამაყუჩებელი,სპინალურ სივრცეში
შეგვყავს, მაგრამ, ეპიდურული
ანესთეზიისგან განსხვავებით, ერთჯერადად. გაუტკივარება იწვევს

17
რამდენიმესაათიან სრულ სენსომოტორულ ბლოკს შეყვანის ადგილიდან
ქვევით.

ჩვენებები:

პროცედურები, სადაც იყენებენ ეპიდურულ ანესთეზიას, მოიცავს:

o ორთოპედიული ქირურგია მენჯის, ბარძაყის, ბარძაყის, მუხლის, წვივის

და ტერფის, ართროპლასტიკისა და სახსრის ჩანაცვლების ჩათვლით


o სისხლძარღვთა ოპერაცია ფეხებზე

o ენდოვასკულარული აორტის ანევრიზმის შეკეთება

o თიაქარი (ინგვინალური ან ეპიგასტრიკული)

o ჰემოროიდექტომია

o ნეფრექტომია და ცისტექტომია ზოგად ანესთეზიასთან ერთად

o პროსტატის ტრანსურეთრალური რეზექცია და შარდის ბუშტის

სიმსივნეების ტრანსურეთრალური რეზექცია


o ჰისტერექტომია გამოიყენება სხვადასხვა ტექნიკით

o საკეისრო კვეთები

o ტკივილის მართვა ვაგინალური მშობიარობისა და მშობიარობის დროს

სპინალური ანესთეზია შეიძლება იყოს ხელსაყრელი, როდესაც


ქირურგიული ადგილი ექვემდებარება ზურგის ბლოკადას მძიმე
რესპირატორული დაავადების მქონე პაციენტებში, როგორიცაა COPD,
რადგან პაციენტი თავიდან აიცილებს ინტუბაციისა და ვენტილაციის
პოტენციურ რესპირატორულ შედეგებს.

18
ის ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს იმ პაციენტებში, სადაც ანატომიურმა
ანომალიებმა შეიძლება შედარებით გაართულოს ტრაქეის ინტუბაცია.

პედიატრიულ პაციენტებში სპინალური ანესთეზია განსაკუთრებით


სასარგებლოა ბავშვებში რთული სასუნთქი გზებით და მათთვის, ვინც ცუდი
კანდიდატია ენდოტრაქეული ანესთეზიისთვის, როგორიცაა სუნთქვის
გაზრდილი რისკი ან სავსე კუჭის არსებობა.

ეს ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ქირურგიული ჩარევის შემდეგ


ტკივილის ეფექტურად სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის,
განსაკუთრებით გულმკერდის, მუცლის მენჯის და ქვედა კიდურების
ორთოპედიული პროცედურების დროს.

სპინალური ანესთეზია ეპიდურული ანესთეზია

 საანესთეზიო საშუალება შედის  ნემსი თავსდება ეპიდურულ


პირდაპირ ცერებროსპინალურ სივრცეში
სითხეში, ნემსი თავსდება
სუბარაქნოიდულ სივრცეში

 არ გამოიყენება კათეტერი,ინექცია  მედიკამენტი შედის კათეტერის


ერთჯერადია საშუალებით

19
 შესაძლოა გამოყენებულ იქნეს  შესაძლოა გამოყენებულ იქნეს
ქვედა კიდურებზე და მენჯის ღრუს ქვედა კიდურების,მენჯის ღრუს
ორგანოებზე ქირუგრიული ორგანოებზე ქირურგიული
ჩარევისას ჩარევისას და მშობიარობის
დროს

ბიბლიოგრაფია

20
ნ.გრიგოლია- ზოგადი ქირურგია 2012 გვ. 37-67

თ.ჩხიკვძე- ზოგადი ქირურგია 2015 გვ. 45-61

მ.კუზინი - ზოგადი ქირურგია 2009 გვ. 40-52

Amboss - basics of general surgery

21

You might also like