You are on page 1of 17

ენის პროცესირება ტვინში

ენის პროცესირება

• ენის პროცესირება მოიაზრებს ადამიანების მიერ სიტყვების


გამოყენებას იდეებისა და გრძნობების გადმოსაცემად და ასევე იმას,
თუ როგორ ხდება ამგვარი კომუნიკაციის დამუშავება და გაგება.
ამდენად, ენის პროცესირება გულისხმობს ტვინის მიერ ენის შექმნასა
და გაგებას. ბოლოდროინდელი თეორიების მიხედვით, აღნიშნული
პროცესი მთლიანად ტვინში მიმდინარეობს და მას ტვინი განაგებს.
გარდა ამისა, ენის პროცესირების ჩამოყალიბებაში მონაწილეობენ
გარემო ფაქტორებიც.
• ენის პროცესიერება ადამიანის სახეობისათვის ერთ-ერთი, შეიძლება
ითქვას ყველაზე დამახასიათებელი უნარია. მიუხედავად ამისა , მასზე
არსებული ინფორმაცია მწირია და საკვლევად დიდ მასალას
წარმოადგენს. ტვინის აღნიშნული ნაწილი აგრეთვე აუმჯობესებს ენის
შემსწავლელთა მიერ გამოყენებულ დასწავლისა და აზროვნების გზებს.
ენის პროცესირებაში მონაწილე
ნერვული სტრუქტურები

• ენის ფუნქციების უმრავლესობა მუშავდება რამდენიმე ასოციაციურ უბანში.


ადამიანთა კომუნიკაციისათვის აუცილებლად მიიჩნევა ორი კარგად
იდენტიფიცირებული უბანი, ვერნიკესა და ბროკას არე. აღნიშნული უბნები
ძირითადად დომინანტურ ნახევარსფეროში (მოსახლეობის 97%-ში
დომინანტურია მარცხენა ნახევარსფერო) მდებარეობენ და ენის
პროცესირებაში ყველაზე მნიშვნელოვან უბნებად ითვლებიან. სწორედ ამიტომ
მიიჩნევა ენა ლოკალიზებულ და ლატერალიზებულ ფუნქციად.
• მიუხედავად ამისა, აღნიშნულ კოგნიტურ ფუნქციაში ნაკლებად დომინანტური
ნახევარსფეროც მონაწილეობს, თუმცა, მისი მონაწილეობის დონე მუდმივი
განხილვის საგანია.
• ენის პროცესირებისა და შეუფერხებელი მეტყველებისთვის რელევანტურ
ფაქტორებად მიიჩნევა ქერქის სისქე, ქერქის შუბლისწინა უბნების მონაწილეობა
და კომუნიკაცია მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებს შორის.
ვერნიკეს არე

• ვერნიკეს არე, როგორც წესი, მდებარეობს დომინანტური ნახევარსფეროს


ზემო საფეთქლის ხვეულას უკანა მხარეს (ბროდმენის უბანი 22). მისი
ზოგიერთი განშტოება ვრცელდება ლატერალური ღარის უკანა ნაწილზე ,
თხემის წილში.
• ვერნიკეს არე აუდიტორულ და ვიზუალურ ქერქს შორის მდებარეობს . ქერქის
სმენითი ნაწილი ტრანსვერსალურ საფეთქლის ხვეულაში (ბროდმენის
უბნები 41 და 42), საფეთქლის წილში, ქერქის მხედველობითი ნაწილი კი
კეფის წილის უკანა მხარეს მდებარეობს (ბროდმენის უბნები 17, 18 და 19).
• მიუხედავად იმისა, რომ დომინანტური ნახევარსფერო ენის გაგების უმეტეს
ასპექტზეა პასუხისმგებელი, ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა , რომ
არადომინანტური ნახვარსფეროს (მოსახლეობის 97%-ში მარჯვენა
ნახევარსფერო) ჰომოლოგიური უბანი დაწერილი თუ მოსმენილი
ორაზროვანი სიტყვების გაგებაში მონაწილეობს
• რეცეპტული მეტყველება ტრადიციულად ზემო საფეთქლის ხვეულას
(STG) უკანა ნაწილში მდებარე ვერნიკეს არესთან და მასთან მდებარე
უბნებთან ასოცირდება. მეტყველების აღქმის თანამედროვე
მოდელებში ვერნიკეს არეს დიდი ნაწილთან ერთად შედის
დორსალური ნაკადიც, რომელიც მოიცავს ასევე მეტყვლების
მოტორულ პროცესირებაში ჩართულ უბნებს.
• ვერნიკეს არე პირველად 1874 წელს კარლ ვერნიკემ აღმოაჩინა. მისი
მთავარი ფუნქციაა ენის გაგება და გამართული იდეების გადმოცემის
უნარის არსებობა, იქნება ეს ხმოვანი, წერილობითი თუ ჟესტებით
ნაჩვენები ენა.
ბროკას არე

• ბროკას არეს ქვედა შუბლის წილის ხვეულაში მდებარე pars triangularis და pars opercularis
ქმნის (ბროდმენის უბნები 44 და 45). იგი მოსდევს ვერნიკეს არეს და შესაბამისად, ორივე
(ბროკას და ვერნიკეს არე) როგორც წესი, ტვინის მარცხენა ნახევარსფეროში გვხვდება .
• ბროკას არე ძირითადად მეტყველების წარმოქმნაშია ჩართული. მდებარეობს რა მოტორულ
ქერქთან ახლოს, ბროკას არეში არსებული ნეირონები სიგნალს ხორხს, ენასა და პირის
მოტორულ უბნებს აწვდიან, რომლებიც, თავის მხრივ, სიგნალებს შესაბამის კუნთებს
უგზავნიან, რაც ბგერის გამოცემის საშუალებას იძლევა.
• აღნიშნული მარცხენა ქვედა შუბლის წილის ხვეულების ნაწილების ვერბალურ
მეტყველებაში კონკრეტული როლის ბოლოდროინდელი ანალიზი იმაზე მიუთითებს, რომ
ბროდმენის უბანი N44 ხელს უწყობს ფონოლოგიურ შეუფერხებლობას მაშინ, როცა
ბროდმენის უბანი N45 (pars triangularis) შესაძლოა უფრო მეტად იყოს ჩართული სემანტიკურ
მწყობრ მეტყველებაში. უფრო ღრმა ანალიზი ცხადყოფს, რომ ბროკას არე შესაძლოა
ნაკლებად იყოს ჩართული ცალკეული სიტყვების წარმოებაში, თუმცა ნაჩვენებია, რომ ეს
არე გაცილებთ ვრცელ მასშტაბზე ახდენს ენის პროცესირების ინფორმაციის შეთანხმებას
მეტყველების წარმოსაქმნელად.
რკალისებრი ნაკრები (Arcuate
Fasciculus)

• რკალისებრი ნაკრები (Arcuate fasciculus) ტვინში არსებულ


ვერნიკესა და ბროკას არეებს შორის მდებარეობს და მათ
ერთმანეთთან ნერვული ბოჭკოების ნაკრების საშუალებით
აკავშირებს. ტვინის ეს ნაწილი ორ არეს შორის ტრანზიტულ
ცენტრს წარმოადგენს და დიდწილად მეტყველებასა და
კომუნიკაციაზეა პასუხისმგებელი.
მეტყველების აღქმა
• აუდიტორული ორგანოების მიერ მიღებული აკუსტიკური სტიმული კორტის ორგანოში
ბიოელქტრულ სიგნალებად გადაიქცევა. აღნიშნული ელექტრული იმპულსები სკარპას
განგლიონის მეშვეობით ორივე ნახევარსფეროში პირველად აუდიტორულ ქერქში
გადადის. ყოველი ნახევარსფერო მას თავისებურად ამუშავებს : მარცხენა მხარე ისეთ
ნაწილებს ამოიცნობს როგორებიცაა ფონემები, მარჯვენა მხარე კი პროზოდულ
მახასიათებლებსა და მელოდიურ ინფორმაციას არჩევს .
• სიგნალი მარცხენა ნახევარსფეროში მდებარე ვერნიკეს არეში გადადის (ინფორმაცია ,
რომელიც მარჯვენა ნახევარსფეროში მუშავდებოდა ინტერ -ნახევარსფერულ აქსონებს
გადაკვეთს), სადაც უკვე აღნიშნული ანალიზი მიმდინარეობს .
• მეტყველების გაგებისას აგზნება ფიქსირდება ვერნიკეს არესა და მის გარშემო .
მრავალრიცხოვანი მტკიცებულების თანახმად , მეტყველების პროცესირების
აკუსტიკურ-ფონეტიკურ ასპექტებში უკანა ზედა საფეთქლის ხვეულა მონაწილეობს .
შედარებით ვენტრალური მხარეები, როგორიცაა უკანა შუა საფეთქლის ხვეულა
(pMTG), მიიჩნევა, რომ უფრო დიდ ლინგვისტურ როლს თამაშობს, აკავშირებს რა
აუდიტორული სიტყვის ფორმას ვრცლად გადანაწილებულ სემანტიკურ ცოდნასთან
• უკანა შუა საფეთქლის ხვეულის უბანში საყურადღებო აგზნება
შეინიშნება სემანტიკური ასოციაციის ინტერვალებში ზმნის
გენერაციისა და სურათების დასახელების დავალების დროს,
რაც უპირისპირდება უკანა ზედა საფეთქლის ხვეულას უბანს,
რომელიც ამ ინტერვალის დროს საწყის დონეზე ან მასზე
ქვევით რჩება. აღნიშნული ინფორმაცია თავსებადია უკანა შუა
საფეთქლის ხვეულას უფრო დიდ ლექსიკურ-სემანტიკური
როლის არსებობასთან, უკანა ზედა საფეთქლის ხვეულას
უფრო აკუსტიკურ-ფონეტიკურ როლთან შედარებით.
მეტყველების წარმოქმნა

• ვერნიკეს არედან სიგნალი ბროკას არეში რკალისებრი ნაკრების


მეშვეობით გადადის. მეტყველების წარმოშობის გააქტიურება ვერბალურ
პასუხამდე ადრე იწყება პრე და პოსტცენტრალურ ხვეულებში. მათი
მონაწილეობის არსებობა მეტყველების მოტორულ ფუნქციებში დიდი
ხანია დასტურდება. ვენტრალური პრემოტორული ქერქის ზედა ნაწილი
ასევე ამჟღავნებს უპირატეს აუდტორულ პასუხს მეტყველების სტიმულთან
და წარმოადგენს დორსალური ნაკადის ნაწილს.
• ვარაუდობენ, რომ ვერნიკეს არეს ჩართულია მეტყველების წარმოქმნაში .
უახლესი კვლევები ვერნიკეს ტრადიციული არეს (შუა და უკანა ზედა
საფეთქლის ხვეულა) მონაწილეობას მხოლოდ პოსტ-რეაქციულ
აუდიტორული უკუკავშირისას ადასტურებენ, ამასთანავე აჩვენებენ
ცალსახა რექციამდელ აქტივაციას საფეთქელ-თხემის კვეთის (TPJ)
მახლობლად
• მიიჩნევა, რომ ყველაზე გავრცელებული გზა მეტყველების
წარმოსაქმენლად გადის ვერბალურ და ფონოლოგიურ მუშა
მეხსიერებაზე იმავე დორსალური ნაკადის უბნების გამოყენებით,
რომლებიც ჩართულნი არიან მეტყველების აღქმასა და ფონოლოგიურ
მუშა მეხსიერებაში. აღნიშნულ დორსალურ ნაკადებთან პრე-რეაქციულ
აქტივაციებზე დაკვირვებით ვარაუდობენ, რომ ეს აქტივაციები
ფონოლოგიურ კოდირებას და მის მეტყვლებად გადაქეცევას
ემსახურებიან. ვერნიკეს პოსტ-რეაქციული აქტივობა კი ცალსახადაა
ჩართული აუდიტორულ თვით-მონიტორინგთან.
• ავტორთა ნაწილი მხარს უჭერს მოდელს, რომლის მიხედვითაც,
მეტყველების წარმოშობის გზა არსებითად მეტყველების აღქმის
საპირისპიროდ მიმდინარეობს, ანუ სიტყვის ფორმის კონცეპტუალური
დონიდან ფონოლოგიურ რეპრეზენტაციაზე გადადის.
მეტყველების განვითარების
დარღვევები

მეტყველების ყველა ცნობილი დარღვევა შეიძლება დაიყოს


ოთხ ძირითად ჯგუფად:

• ბგერათწარმოთქმის დარღვევა;
• მეტყველების რიტმისა და ტემპის დარღვევა;
• სმენის დაქვეითებასთან დაკავშირებული დარღვევა;
• მეტყველების განუვითარებლობა ან ადრე დაუფლებული
მეტყველების უნარის დაკარგვა.
• ამის გათვალისწინებით, გამოყოფენ მეტყველების დარღვევის
შემდეგ სახეებს:

• დისლალია – მეტყველების ყველაზე გავრცელებული დარღვევაა. ის


უკავშირდება ბგერების წარმოთქმას. ამ დარღვევის მქონე ბავშვი
სიტყვებში ბგერებს ტოვებს ან არასწორად წარმოთქვამს მათ,
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, კარგი ლექსიკური მარაგი
ჰქონდეს, სიტყვებსაც სწორად ათანხმებდეს და წინადადებებსაც
სწორად აგებდეს;
• დიზართრია – დარღვეულია დანაწევრებული მეტყველების უნარი,
გაძნელებულია ცალკეული სიტყვების, მარცვლებისა და ბგერების
წარმოთქმა, დარღვეულია მეტყველების რიტმი, ინტონაცია და ტემპი;
• რინოლალია – ხმის ტემბრის ან ბგერათწარმოთქმის დარღვევა.
დამახასიათებელი ნიშნებია: ჯუჯღუნი, ცხვირში ლაპარაკი, ბგერების,
განსაკუთრებით – თანხმოვნების, წარმოთქმის გაძნელება ან
დამახინჯებულად წარმოთქმა;
• ალალია – მეტყველების სრული ან ნაწილობრივი უუნარობა ნორმალური
სმენისა და ინტელექტის ფონზე. ერთმანეთისგან განასხვავებენ მოტორულ
ალალიას და სენსორულ ალალიას. მოტორულ ალალიასთან გვაქვს საქმე,
როცა ბავშვს ესმის მეტყველება, მაგრამ თავად ვერ ლაპარაკობს.
სენსორული ალალიის შემთხვევაში ბავშვს სხვისი მეტყველება არ ესმის.
შეინიშნება სხვისი სიტყვების ავტომატური გამეორება, კითხვაზე პასუხის
გაცემის ნაცვლად ბავშვი იმეორებს კითხვას;
• მუტიზმი – მეტყველების განვითარების შეწყვეტა. განასხვავებენ ზოგად
მუტიზმს და შერჩევით მუტიზმს. ზოგადი მუტიზმის დროს ბავშვი საერთოდ
არ ლაპარაკობს, გარშემო მყოფებთან მეტყველებით ურთიერთობას ვერ
ამყარებს, კითხვებზე არ პასუხობს. ასეთი რამ უმეტესად ემართებათ ყრუ-
მუნჯებს ან ტვინის დაზიანების მქონე, ასევე ფსიქიკური ტრავმის შედეგად
დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვებს. შერჩევითი მუტიზმის დროს
ბავშვი დუმილით გამოხატავს პროტესტს რაიმე ვითარების ან ადამიანების
მიმართ.
აფაზია

• შეძენილ ენობრივ აშლილობებს, რომლებიც ტვინის


აქტივობასთან ასოცირდებიან, აფაზია ეწოდება. იმის
მიხედვით, თუ რომელი ადგილია დაზიანებული, განარჩევენ
რამდენიმე სახის აფაზიას. ქვემოთ ჩამოთვლილია ტვინის
დაზიანებითა თუ ინფარქტის შედეგად მიღებული მწვავე
აფაზიის მაგალითები
• ექსპრესიული აფაზია (იგივე ბროკას აფაზია): ხასიათდება, როგორც არამწყობრი
აფაზია. ამგვარ ენობრივ აშლილობას ბროკას არეს ან მის ახლოს მყოფი ადგილების
დაზიანებისას ვხვდებით. ამ აშლილობის მქონე ინდივიდებს უჭირთ მეტყველება,
მიუხედავად იმისა, რომ მათი კონგიტური ფუნქციების უმრავლესობა დაუზიანებელია და
ენის გაგებაც შეუძლიათ. ისინი ხშირად ტოვებენ პატარა სიტყვებს, აანალიზებენ საკუთარ
აშლილობას, რაც შესაძლოა ფრუსტრაციის მიზეზი გახდეს.
• რეცეპტული აფაზია (იგივე ვერნიკეს აფაზია): რეცეპტული აფაზიის მქონე ინდივიდები
უპრობლემოდ მეტყველებენ, თუმცა, მათ მიერ წარმოქმნილი სიტყვები
არათანმიმდევრულია. ამავე დროს, მათ უჭირთ სხვისი ნალაპარაკევის გაგება და ხშირად
საკუთარ შეცდომებს ვერ ხვდებიან. ამგვარი აშლილობა გვხვდება მაშინ, როდესაც
დაზიანება ვერნიკეს არესთანაა.
• კონდუქციის (გამტარობის) აფაზია - ხასიათდება მეტყველების სუსტი განმეორებით.
ამგვარი აშლილობა საკმაოდ იშვიათია და გვხვდება მაშინ, როდესაც ზიანდება
რკალისებრი ნაკრების ტოტები. აუდიტორული აღქმა პრაქტიკულად უვნებელია და
მეტყველების გენერაციაც შენარჩუნებულია. ამ აშლილობის მქონე პაციენტები საკუთარ
შეცდომებს აანალიზებენ, თუმცა საკმაოდ უჭირთ მათი შესწორება.
მადლობა
ყურადღებისთვის

You might also like