You are on page 1of 9

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო

უნივერსიტეტი
მედიცინის ფაკულტეტი

მეოთხე კურსი, მერვე სემესტრი


31-ე ჯგუფის სტუდენტი
ნია ძამელაშვილი

რეფერატი ნევროლოგიაში თემაზე:


უმაღლესი ქერქული ფუნქციების პათოლოგია
(აფაზია, აგნოზია, აპრაქსია)
აფაზია
აფაზია არის ტვინის დაზიანებთ გამოწვეული ენობრივი ფუნქციის შეძენილი
დარღვევა.

ენობრივი ფუნქცია უნდა განირჩეს მეტყველების უნარისგან და ისიც უნდა აღინიშნოს,


რომ ადამიანში ერთდროულად შეიძლება აღინიშნებოდეს ენობრივი ფუნქციისა და
მეტყველების უნარის დარვევა. ენობრივი ფუნქცია წარმოადგენს რთულ სიმბოლურ-
სასიგნალო სისტემას, რომელიც ადამიანების მიერ გამოიყენება ურთიერთობათა
დასამყარებლად. ენობრივი ფუნქცია, თავის მხრივ მხოლოდ მეტყველებით არ
გამოიხატება, რადგან ადამიანთა შორის შეიძლება განხორციელდეს წერა-კითხვის
მეშვეობით. ინდივიდებში ამ უნართა დაღვევა შეიძლება დამოიკიდებლად აღმოცენდეს
და განაპირობოს ალექსიის ან აგრაფიის ჩამოყალიბება.

ეტიოპათოგენეზი: ენობრივი ფუნქცია და მასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები


(წერა-კითხვა) ადამიანთა უმრავლესობისთვის დაკავშირებულია მარცხენა, დომინანტურ
ჰემისფეროსთან. ამდენად, მემარჯვენეებში აფაზია მარჯვენა ჰემისფეროს დაზიანების
დროს ძალიან იშვიათაც გვხვდება. თუ ამგვარი რამ ვლინდება, ამას ეწოდება ჯვარედინი
აფაზია. ცაციებში მდგოამარეობა რამდენადმე განსხვავებულია. მათში ენობრივი ფუნქცია
ორ ჰემისფეროს შორის თანაბრად ნაწილდება, ვლინდება ამბიდექსტრია.

ენის აღქმისა და მეტყველებისთვის უმნიშვნელოვანეს რეგიონს მარცხენა ჰემისფეროს


საფეთქლის წილის ზედა უკანა - ვერნიკეს არე წარმოდგენს. მისი დაზიანება იწვევს
ადამიანის მეტყველების და ნაწერის გაგების გაძნელებას ან შეუძლებლობას. მეორე
მნიშვნელოვან რეგიონს წარმოადგენს შუბლის წილი ქვედა არე - ბროკასა და მიმდებარე
უბნები. ამ უბნის დაზიანება იწვევს მეტყველების სისხარტის დაკარგვას, ენის ბორძიკს,
წინადადების გრამატიკული სტრუქტურის გამარტივებას და დარღვევას. თუმცა,
მეტყველების აღქმა და წერა ამ დროს შედარებით შენახულია. მეტყველების ეს ორი
ძირითადი უბანი ერთმანეთთან დაკავშირებულია რკალოვანი კონით fasciculus arcuate.
კლასიკურად ამ კონის დაზიანება განაპირობებს გამტარებლობით აფაზიას.

წერის უნარი დაკავშირებულია ვერნიკეს უბნის უკან მდებარე ანგულარულ


ხვეულთან, რომელიც ლოკალიზებულია თხემის, საფეთქლისა და კეფის წილების
შერწყმის ადგილას. ამ უბნის დაზიანება მოიცავს დისფაგიას, დისკალკულიას მარჯვენა
და მარცხენა მხარეებში ორიენტაციის დარღვევასა და თითების აგნოზიას.

ჭეშმარიტი აფაზია ვითარდება ენის ლინგვისტიკური შემადგენელი კომპონენტების


დაზიანების შედეგად, რომლებიც, თავის მხრივ, იყოფიან ენის ფონემატურ, სემანტურ,
სინტაქსურ ასპექტებად.

ენის ფონემატური ასპექტი მოიცავს ბგერათა წარმოქმნას. სამეტყველო ენის უმცირეს


შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს ფონემა, რომელსაც ანბანის ერთი ასო შეესაბამება.
ფონემები შეიძლება განვიხილოთ როგორც ენის საშენი მასალა. პაციენტს შესაძლოა
აღენიშნებოდეს ფონემების თანმიმდევრობის დალაგების უნარის დაზიანება, რის
შედეგადაც, აღმოცენდება ფონემური, ანუ ლიტერული პარაფაზია, რომელიც ნამდვილ
სიტყვასთან მიახლოებული ჟღერადობის არის ან ნეოლოგიზმები. მეტყველების გაგების
საფუძველს ფონემათა დეკოდირების უნარი წარმოადგენს, ხოლოდ ორივე ეს ფუნქცია -
ფონემათა წარმოქმნა და მათი გაგება საფეთქლის ზედა ნაწილით ხორციელდება.

ენის სემანტური ასპექტი გულისხმობს სიტყვათა აზრობრივ მნიშვნელობას. ის რომ


ადამიანმა იცის სიტყვებსის „დედა“, „მატარებელი“ და ა.შ. მნიშვნელობა, ხოლო „სპილოს“
ქვეშ იგულისხმება ოთხფეხა ხორთუმიანი ცხოველი, განპირობებულია ენის ნორმალური
სემანტიკით. ადამიანის მეტყველების სემანტური ასპექტი სიტყვათა საწყობს არ ნიშნავს,
ის მოიცავს სამყაროს შესახებ მთლიანად ჩვენს ცოდნას. სწორი სიტყვის პოვნის სიძნელე
განაპირობებს მეტყველების გადატვირთვას დეტალური ახსნა-განმარტებითი ფრაზებით
(მაგალითად, აი ის ხილი, პატარა მარცვლები რომ აქვს და რომლისგანაც ღვინოს
აკეთებენ.). ამ სემანტურ-ლექსიკურ პროცესში წამყვანი როლი დომინანტური
ჰემისფეროს საფეთქლის წილს მიეკუთვნება.

ენის სინტაქსური ასპექტი მოიცავს ენის არაარსობრივი სიტყვების იმგვარ გამოყენებას,


რომ სიტყვათა ერთობლიობა წარმოქმნის გრამატიკულად და აზრობრივად გამართულ
წინანადებას. სინტაქსური ასპექტის გაღარიბება ან მისი სრული მოსპობა - აგრამატიზმი -
ნიშანდობლიბია ბროკას ტიპის აფაზიისთვის. არასწორად გამოყენებული სინტაქსური
ელემენტებით გადატვირთული ფრაზეოლოგია ე.წ. პარაგრამატიზმი დამახასიათებელია
ვერნიკეს აფაზიისთვის. ენის აღქმის დაზიანება, რომელიც უპირატესად ენის სინტაქსურ
ასპექტს შეეხება, შესაძლოა აღინიშნებოდეს შუბლის წილის დაზიანებისას.

ენობრივი ფუნქციის რეალიზაციაში მარცხენა ჰემისფეროს უდავო დომინანტურობის


მიუხედავად, მარჯვენა ჰემისფერო გარკვეულ როლს თამაშობს ენის აღქმასა და
ექსპრესიის არალინგვისტური ასპექტის განხორციელებაში, რაც გულისხმობს
მელოდიურობას, ინტონაციას, პაუზებს, მახვილებს და სხვა. ამ თვისებათა ერთობლიობას
პროსოდია ეწოდება. მძიმე დისპროსოდია აღენიშნება მარცხენა ჰემისფეროს წინა
ნაწილის დაზიანებას, ხოლო დისპროსოდიის უფრო მსუბუქი ფორმები გვხვდება
მარჯვენა ჰემისფეროს დაზიანებისას - ე.წ. ემოციური დისპროსოდია.

კლინიკური შეფასებისას მეტყველება ტრადიციულად იყოფა ექსპრესიულ და


პერცეპტულ აფაზიად.

აფაზიის თანხმხლებია წერისა და კითხვის დაზიანება, შესაბამისად, კითხვის უნარის


დაზიანება იწოდება - ალექსია/დისლექსიად, წერის დაზიანება - აგრაფია/დისგრაფიად.

კლინიკური დიაგნოზისა და კლინიკურ-ლაბორატორიული კორელაციების


თვალთახედვით უნდა გამოიხატოს მეტყველების ოთხი ასპექტი: 1. სპონტანური
მეტყველება, რომელშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მეტყველების
სისხარტეს, 2. გამეორება, 3. აღქმა, 4. დასახელება.

1. სპონტანური მეტყველება - მეტყველების შეფასება ხდება ავადმყოფის მიერ ანამნეზის


და ჩივილების წარმოდგენისას. თუ მეყველება საზოგადოდ მწირია, შესაძლოა
სასარგებლო აღმოჩნდეს ამ დროს რაიმე ნუსხათა ჩამოთვლის შეთავაზება
მაგალითად, როგორიცაა კვირის დღეები. უპირატესი მნიშვნელობა სპონტანურ
მეტყველებაში ენიჭეა მის სისხარტეს. სხარტი მეტყველება მიედინება სწრაფად და
ძალდატანების გარეშე. ლაპარაკის ტემპი, მელოდიურობა, არტიკულაცია, ფრაზის
სიგრძე შენახულია, ხოლო ზანტი მეტყველების დროს - ლაპარაკი გაძნელებულია,
შენელებულია, დარღვეულია მეტყველების რითმი, მელოდიურობა, არტიკულაცია
გაღარიბებულია. ფრაზები შემოკლებულია და გადატვირთულია არსებითი
სახელებითა და ზმნებით. ხშირია პაუზა და ენაბორძიკობა. სპონტანური
მეტყველებისას მეტყველების სისხარტითა და სილვიის ღართან დაზიანების
ლოკალიზაციის მიმართებით, ერთმანეთისგან განასხვავებენ აფაზიურ სინდრომებს.
ზანტი მეტყველების დროს, დაზიანება ლოკალიზებულია სილვიის ღარის წინ,
მარცხენა ჰემისფეროს შუბლის წილში, ხოლო სხარტი მეტყველებისას კი - სილვიის
ღარის უკან, ვერნიკეს არის ირგვლივ.
2. აღქმა - ფაქტობრივად ყველა აფაზიურ ავადმყოფს აღენიშნება მეტყველების აღქმის
ესა თუ ის დეფიციტი. კლინიკური მიზნებისთვის პაციენტები შეიძლება დაჯგუფდეს
ორ ჯგუფად: პაციენტები, რომელთაც მეტყველების აღქმა მკვეთრად აქვთ
დაქვეითებული - მათ აღენიშნებად მარცხენა საფეთქლის წილის ზედა ნაწილის
დაზიანება - და პაციენტები, რომელთაც მიმართული მეტყველება ესმით. აღქმის
შესაფასებლად პაციენტს სთხოვენ ყურადღება გაამახვილოს ერთ, ორ ან
სამსაფეხურიან ბრძანებებზე. ერთსაფეხურიანი ბრძანების მაგალითად „ენა წინ
გამოსწიეთ“, ორსაფეხურიანი - „ასწიეთ თქვენი მარცხენა ცერი და დახუჭეთ
თვალები“. ბრძანებათა წარმატებით შესრულება გასანზღვრავს ადექვატურ სმენით
აღქმას, თუმცა, ხარვეზების არსებობა ავტომატურად არ ნიშნავს აღქმის უნარის
დაკარგვას.
3. გამეროება - სიტყვების ან ფრაზების განმეორების გაძნელება აღინიშნება
პერისილვური - ე.წ. მეტყველების ზონის დაზიანებისას. ეს არე მოიცავს სილვიის
ღარის ორივე მხარეს მდებარე ტვინის შუა არტერიის საირიგაციო ზონას - წინ ბროკას
და უკან ვერნიკეს არეებისა და მათ შორის არსებული რკალისებრი ბოჭკოების
ჩათვლით.
4. დასახელება - ყველა სახის აფაზიის დროს აღინიშნება საგნების ან ნახატზე
წარმოდგენილი ნივთების დასახელების ამა თუ იმ ხარისხით გამოხატული
გაძნელება, მაგრამ სხვადასხვა ტიპის აფაზიისას, მისი სიღრმე ცვალებადობს. ამის
შესამოწმებლად პაციენტს ვაჩვენებთ საგნებს, სხუელის ნაწილებს, სხვადასხვა ფერებს
და ვთხოვთ მათ დასახელებას. ამასთანავე, კითხვებით უნდა დავრწმუნდეთ, რომ
ავადმყოფი სწორად აღიქვამს იმ საგნებს, რომლებიც მან ვერ დაასახელა.

მოტორული, ბროკას აფაზია

გაშლილი სინდრომის დროს მეტყველებას გააჩნია ორი ძირითადი მახასიათებელი -


იგი ზანტია და აგრამატიკული, თუმცა ეს ორი თვისება შეიძლება განსხვავებულად
ვლინდებოდეს. ტიპიურად აღინიშნება სიტყვის დაწყების და ფონემების შერჩევის
გაძნელება, რაც განაპირობებს შენელებულ, გაძნელებულ მეტყველებას, რომელშიც
მრავლად არის არასწორი, ფონემური პარაფრაზიებით დამახინჯებული სიტყვები.
კავშირების, წინდებულებისა და თანდებულების გამოუყენებლობის გამო, წინადადების
გრამატიკური ფორმა გამარტივებულია. უკიდურესი გამოვლინების დროს კი მეტყველება
ტელეგრაფულ სტილს იძენს. საგნების დასახელება გაძნელებულია, მაგრამ ფონემური
შეხსენება პაციანტს ეხმარება სწორ დასახელებაში. სმენითი აღქმა შენახულია. გამეორება,
კითხვა და წერა დარვეულია და როგორც წესი, ასახავს მეტყველების დროს არსებულ
შეცდომებს. ამასთან ერთად, აღინიშნება მარჯვენამხრივი ჰემიპარეზი, მგრძნობელობის
დაკარგვა ჰემიტიპით, ორალური აპარატის აპრაქსია და ხშირად დეპრესია.

აფემია, ბროკას აფაზიის იშვიათი ვარიანტი, არის ზანტი მეტყველების სინდრომი,


რომლის დროსაც პაციენტი დასაწყისში დუმს და შემდგომ იძენს საუბრის უნარს,
მეტყველებს ფონემური პარაფრაზიებითა და პაუზებით. ყველა დანარჩენი მეტყველების
ფუნქცია, მათ შორის წერითიც, შენახულია. აფემია, ჩვეულებისამებრ, ტრანზიტორული
სინდრომია, რომელიც განპირობებულია ბროკას არის ან მისი სუბკორტიკული თეთრი
ნივთიერების დაზიანებთ.

ანატომიური ლოკალიზაცია - ტერმინი ბროკას აფაზია დღესდღეობით უფრო


აღწერილობით ხასიათს ატარებს, ვიდრე ანატომიურს. კლინიკურ პრაქტიკაში
ნეიროგამოსახვითი მეთოდებით გამოყენებით გამოვლინდა, რომ დაზიანება, რომელიც
შემოსაზღვრულია მხოლოდ ბროკას არით (შუბლის წილის ქვედა ნაწილი) განაპირობებს
მეეტყველებითი პროდუქციის გარდამავალ დარღვევას, და არა ბროკას აფაზიის სხვა
ნიშან-თვისებებს. ბროკას აფაზიის გაშლილი კლინიკური სურათი ვლინდება ფრონტო-
პარიეტული უბნის უფრო ფართო დაზიანების დროს, რომელიც შეესაბამება ტვინის შუა
არტერიის ზედა ტოტის საირიგაციო არეს.

ვერნიკეს აფაზია

სპონტანური მეტყველება ვერნიკეს აფაზიის დროს სხარტია, მაგრამ თანხლებულია


პარაფაზიური შეცდომებით. მწვავე პერიოდში მეტყველება ხშირად შედგება ფონემური
და სემანტური პარაფრაზიებისა და მათი კომბინაციების იმგვარი სიუხვისგან, რომ
განაპირობებს ნეოლოგიზმებით სავსე ჟარგონულ მეტყველებას. ბროკას აფაზიისგან
განსხვავებით, მეტყველებას არავითარი ძალდატანება არ სჭირდება და არც დიზართრია
აღინიშნება. ხშირად, თავად სიტყვიერი პროდუქციის მოცულობა იზრდება, ხოლო
მეტყველების ინტონაცია და მელოდიურობა შენახულია. ამ აფაზიის დროს წინადადების
გრამატიკული სტრუქტურა შედარებით შენახულია, მაგრამ მეტყველება მოკლებულია
ინფორმაციის მატარებელ არსებით სახელებსა და ზმნებს (მე მინდა მოგახსენოთ, რომ
საზოგადოდ, მე ვფიქრობ, ამდენად, რათა და ა.შ.) ხშირად გამოიყენება არასწორი
სინტაქსური სტრუქტურები, რასაც პარაგრამატიზმი ეწოდება. პაციენტები თავიანთ
ურთიერთობის პრობლემას ვერ აცნობიერებენ. დასახელება მკვეთრად ზიანდება,
ფენომური და სემანტური პარაფრაზირებისას, ბგერითი დახმარება მათ დასახელებაში არ
ეხმარება. სახელების ჩამოთვლა დარღვეულია, ხშირია უცნაური პარაფაზიური სახელები.

სმენითი აღქმა, გამეორება და წაკითხულის აღქმა დარღვეულია. ხელწერა უმეტესად


კარგია, მაგრამ ჩვეულებრივ ისევეა დარღვეული, როგორც სპონტანური მეტყველება.
ზოგჯერ აღინიშნება მარჯვენამხრივი ჰემიანოფსია, მაგრამ კიდურების მოტორული და
სენსორული ფუნქციები, როგორც წესი, შენახულია. დეპრესია უფრო იშვიათია, ვიდრე
ბროკას აფაზიის დროს. ბროკას აფაზიისგან განსხვავებით, ვერნიკეს აფაზიას (სხარტი,
პარაფრაზიური, პარაგრამატიკული მეტყველების სინდრომი) ჩვეულებრივ, მკაფიოდ
უკავშირდება საფეთქლის ზედა ხვეულის უკანა ნაწილის დაზიანება, ზოგჯერ თხემის
ქვედა წილზე გავრცელებით.

გლობალური აფაზია
წარმოადგენს ბროკასა და ვერნიკეს აფაზიების ერთობლიობას. ამ დროს მეტყველება ან
ზანტია ან საერთოდ არ არის, ძალზე დაზიანებულია აღქმის უნარი, ისევე როგორც
სახელების ჩამოთვლა, გამეორება, წერა და კითხვა. ამასთან ერთად, პაციენტთა
უმრავლესობას ხშირად აქთ მარჯვენამხრივი ჰემიპარეზი, მრგძნობელობის გამოვარდნა
ჰემიტიპით, ხშირია ჰემიანოფსიაც. დაზიანების კერა ამ შემთხვევებში საკმაოდ დიდია,
მოიცავს რა შუბლის ქვედა და საფეთქლის ზედა რეგიონებს და ხშირად თხემის წილის
დიდ ნაწილსაც.

გამტარებლობითი აფაზია

ბროკასა და ვერნიკეს არეების დამაკავშირებელი ძირითადი გამტარებლობითი


ტრაქტის, fasciculus arcuate-ს დაზიანების შედეგად განვითარებულ აფაზიას
გამტარებლობითი აფაზია ეწოდება. ის ხასიათდება სხარტი, მაგრამ ფონემური
პარაფაზიებით მდიდარი მეტყველებით., საკუთარი შეცდომების გასწორებისას
პაციენტები ხშირად მერყეობენ. დასახელება შეიძლება დარღვეული იყოს, თუმცა
მეტყველებისა და ნაწერის არქმა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ძირითად სიძნელეს
სიტყვების განმეორება წარმოადგენს. ზოგ პაციენტს განმეორების უნარი იმდენად
დარღვეული აქვს, რომ ერთეული სიტყვების განმეორებაც კი შეუძლებელი ხდება.
იმავდროულად აღინიშნება ჰემიანოფსია და ჰემიჰიპესთეზია, მაგრამ მოტორული სფერო
ნორმალურია. დაზიანების კერის ტიპურ ლოკალიზაცის წარმოადგენს სილვიის ღარისა
და მიმდებარე თეთრი ნივთიერების ზევით და ირგვლივ მდებარე სუპრამარგინული
ხვეული, რომელიც ამავდროულად მეტყველების საფეთქლისა და შუბლის არეებს
ერთმანეთისგან გამოყოფს. გამტარებლობით აფაზია უხშირესად წარმოადგენს ვერნიკეს
აფაზიის უკუგანვითარების ერთ-ერთ სტადიას. გამტარებლობითი აფაზიის მწვავედ
ჩამოყალიბების შემთხვევაში პროგნოზი კარგია.

ანომიური აფაზია

საგნების დასახელებისა და სიტყვების მოძებნის გაძნელება, ფაქტობრივად ყველა


ტიპის აფაზიის დამახასიათებელი ნიშანია, მაგრამ როდესაც დასახელების პრობლემის
სიღრმე სჭარბობს ყველა სხვა აფაზიურ გამოვლინებას, შეიძლება ვივარაუდოთ ანომიური
აფაზიის არსებობა. ანომიური აფაზია ხშირად ვლინდება სხვადასხვა ტიპის აფაზიების
უკუგანვითარებისას. ის აგრეთვე დამახასიათებელია ალცჰაიმერის დაავადების
ადრეული სტადიისთვის. სპონტანური მეტყველება ნორმალურია, თუმცა აღინიშნება
პაუზები და სიტყვაუხვობა, რაც განპირობებულია დასახელების დარვევით. გამეორება,
კითხვა და წერა ინტაქტურია.

ტრანსკორტიკული აფაზია

ძირითად დამახასიათებელ თვისებას წარმოადგენს განმეორების უნარის შენახვა,


ხოლო მისი განვითარების მიზეზია ქერქსა და თეთრ ნივთიერებაში განვითარებული
დაზიანება, რომელიც წყვეტს სხვადასხვა ქერქული უბნების კავშირს მეტყველების
ნეირონულ წრესთან. აღწერილია ტრნასკორტიკული აფაზიის სამი სინდრომი, რომელიც
გლობალური, ბროკასა და ვერნიკეს აფაზიაების ანალოგიურია, მხოლოდ განმეორების
უნარი ინტაქტურია.

სუბკორტიკული აფაზია
განპირობებულია ბაზალური განგლიების ან თეთრი ნივთიერების სიღრმეში
დაზიანების კერის განვითარებით. პაციენტის მდგომარეობა მონაცვლეობს სიფხიზლესა
(თითქმის ნორმალური მეტყველებით) და ძილიანობას (პარაფაზიებითა და აღქმის
უნარის გაღარიბებით) შორის. ძირითადად, სუბკორტიკული აფაზია ვლინდება ატიპური
ფორმებით, რომელთა კლასიფიკაცია ძნელია და ხშირად თანხმებულია დიზართრიითა
და მარჯვენამხრივი ჰემიპარეზით.

აგნოზია
აგნოზია არის ნეიროფსიქოლოგიური დარღვევების ჯგუფი, რომლის დროსაც
პაციენტი ვერ ცნობს ჩვეულებრივ საგნებს, მაშინ, როდესაც აღქმა, მეხსიერება,
მეტყველება და საერთო ინტელექტუალური განვითარება შენახულია. აგნოზიის სამი
ცნობილი სახეა: მხედველობითი, სმენითი და ტაქტილური აგნოზია.

მხედველობითი აგნოზია

აპერცეპტული მხედველობითი აგნოზია - ეს არის კომპლექსური მხედველობითი


აღქმის პროცესის დარღვევა. პაციენტი არ არის ბრმა. იგი არჩევს საგნების კონტურებს,
ფერებს, მაგრამ მხედველობის აღქმის გაძნელება განაპირობებს საგნების შეცნობისა და
მათი დასახელების უუნარობას. მხედველობის ველები შეიძლება შენახული იყოს, თუმცა
უმთავრესად აღინიშნება მხედველობის ველების შევიწროება, რომელიც მერყეობს
მარცხენამხრივი ჰემიანოფსიიდან გვირაბულ მხედველობამდე. მიუხედავად
ვიზუალურად საგნების ამოცნობისა და დასახელების უუნარობისა, ტაქტილური შეხების
შემდეგ, პაციენტები სწორად ასახელებენ საგენსბ. ამ ტიპის აგნოზია აგრეთვე ვითარდება
მარჯვენა უკანა თხემ-კეფის მიდამოს დაზიანებისას.

ასოციაციური მხედველობითი აგნოზია - ამ დროს პაციენტი ხედავს საგნებს,


მაგრამ ვერ აცნობიერებს მათ მნიშვნელობას. აპერცეპციული აგნოზიისაგან განსხვავებით,
ასოციაციური ვიზუალური აგნოზიის დროს პაციენტს აქვს უნარი აღწეროს ეს საგნები
ისე, რომ ვერ აცნობიერებდეს მათ მნიშვნელობას. ეს კარგად ვლინდება ვიზუალური
ობიექტის გადახატვისას, როდესაც ავადმყოფი უშეცდომოდ იხატავს საგანს, რომელსაც
ვერ ცნობს. ამ ტიპის აგნოზიის მქონე პაციენტებისთვის დეფექტის გაცნობიერების
დიაპაზონი ცვალებადობს. ზოგ მათგანს აქვს სიძნელეები სახეების შეცნობაში
(პროზოპაგნოზია), ხოლო სხვებს - დაბეჭდილი სიტყვების აღქმაში (ოპტიკური აფაზია).
პროზოპაგნოზია და ოპტიკური აფაზია მისი განსაკუთრებული გამოვლინებებია.
პროზოპაგნოზიის დროს ავადმყოფი ვიზუალურად ვერ ახდენს ნაცნობი სახეების
იდენტიფიკაციას, თუმცა მას შეუძლია სახის დეტალების აღწერა. ამავე დროს, პაციენტი
ხმის გაგონებისთანავე ახდენს პერსონის იდენტიფიკაციას. ოპტიკური აფაზიის დროს
პაციენტი საგანს ვერ ასახელებს, თუმცა დეტალურად აღწერს მის დანიშნულებას. ამ
დაზიანებათა ტრადიციული ინტერპრეტაციის თანახმად, დეფექტის ფუნქციურ არსს
წარმოადგენს ვიზუალურ მოდალობაში დაგროვილი სემანტური ცოდნის ამოტანის
გაძნელება, რომლის მიზეზსაც წარმოადგენს ნეირონული წრეების გახლეჩის
(დისკონექციის) შედეგად განვითარებული ინფორმაციის გადატანის შეფერხება.
დაზიანების კერა მდებარეობს საფეთქლისა და კეფის უკანა და ქვედა არეებში და ხშირად
ბილატერალურია.
სიმულტანური აგნოზია - ეს არის ტერმინი, რომელიც ასახავს მხედველობის ველის
მრავალელემენტურ ან მრავალნაწილიან დაზიანებას. როდესაც ავადმყოფი უყურებს
რთულ სურათებს, რომელზეც ასახულია საგნები და ადამიანები, იგი აღიქვამს მათ
დანაწევრებულად.

წმინდა ალექსია - ეწოდება ინტაქტური სმენითი აღქმისა და წერის უნარის დროს


მხედველობის საშუალებით სიტყვების აღქმის დარღვევას. ცნობილია, რომ შესაძლოა
გამოვლინდეს ცალკე ან მხედველობით აგნოზიასთან ერთად.

სმენითი აგნოზია

ეს არის დაღვევები ჯგუფი, რომელიც ინტაქტური სმენის მიუხედავად, ხასიათდება


ვერბალური და არავერბალური ბგერების გაცნობიერების დაღვევით, არავერბალური
სმენითი აგნოზიის მქონე პაციენტები ვერ ცნობენ ობიექტებს მათი ხმების მიხედვით.

ტაქტილური აგნოზია

ეს არის ნივთების შეცნობის დარღვევა ტაქტილური შეგრძნების საშუალებით,


რომელიც შესაძლებელია რომ დავუკავშიროთ უფრო საფუძვლიან სომატო-სენსორულ
დაზიანებას., მეტყველების დისფუნქციას, ჰემისფერულ neglect-ს ან საერთო
ინტელექტუალურ დაღვევას.

აპრაქსია
პრაქსისის სისტემების დაღვევებს ეწოდება აპრაქსია. აპრაქსია წარმოადგენს რთული
მოტორული აქტის განხოციელების შეუძლებლობას, მიუხედავად მოტორული,
სენსორული, კოორდინაციისა და აღქმის სისტემების ინაქტურობისა. აპრაქსიის
ძირითადი სახეებია: იდეომოტორული აპრაქსია, ორალური აპრაქსია, იდეატორული
აპრაქსია. აგრეთვე არსებობს გამტარებლობითი აპრაქსია, დისოციაციური აპრაქსია და
კონცეპტური აპრაქსია.

იდეომოტორული აპრაქსია

ეს არის აპრაქსიის ყველაზე ხშირი ფორმა და წარმოადგენს კიდურების ზუსტი


მდებარეობის, სივრცეში მათი ზუსტი მოძრაობისა და ორიენტაციის უკმარისობას. ამ
დროს კიდურებით ვერ სრულდება მოხერხებული მოძრაობები, რის მიზეზსაც არ
წარმოადგენს არც მგრძნობელობის დაკარგვა და არც რაიმე მნიშვნელოვანი მოტორული
დაზიანება. კიდურების აპრაქსია ჩვეულებრივ გვხვდება კონტრალატერალური
ჰემისფეროს დაზიანებისას.

ორალური აპრაქსია

წარმოადგენს სახის, ენის, ტუჩების, ხახისა და ლოყების მეშვებით ნატიფი,


დასწავლილი მოძრაობების შესრულების შეუძლებლობას. კერძოდ, ამ პათოლოგიის
მქონე ავადმყოფები ბრძანებით ვერ ასრულებენ კოცნის, ასანთის ჩაქრობის, სტვენის,
სიგარეტის მოკიდების სწორ იმიტაციას. დაზიანების კერა ამ დროს ლოკალიზდება
შუბლის წილის ქვედა რეგიონებში. ორალური აპრაქსია ხშირად თან ახლავს ბროკას
აფაზიას.

იდეატორული აპრაქსია

ამ დროს დარღვეულია მოქმედების რიგის ან თანმიმდევრობის შესრულება,


მაგალთად, ფინჯანი ყავის მოდუღება, ბუხრის დანთება (იდეატორული გეგმა),
რომელსაც მივყავართ მიზნის განხორწიელებამდე, თუმცა იდეამოტორული აპრაქსიისგან
განსხვავებით, სამოქმედო პროგრამის ცალკეული კომპონენტების შესრულება
შენახულია. ეს სინდრომი ჩვეულებრივ გვხვდება თავის ტვინის დიფუზური
დაზიანებისას, ძირითადად კი ალცჰაიმერის დაავადების შორსწასული შემთხვევების
დროს, ან მარცხენა ჰემისფეროს ფოკალური, განსაკუთრებით კი თხემის წილი ან
კორძიანი სხეული დაზიანების დროს.

გამტარებლობითი აპრაქსია

ეს არის მოძრაობის ზუსტი უნარის დაკარგვა. ჟესტების იმიტაცია უფრო


გაძნელებულია ვიდრე ბრძანებების. იდეომოტორული აპრაქსიისგან განსხვავებით,
რომელიც უმჯობესდება იმიტაციების დროს, გამტარებლობითი აპრაქსია უფრო მეტადაა
გამოხატული იმიტირებისას. გამტარებლობითი აპრაქსიის გამომწვევი დაზიანების კერის
ლოკალიზაცია უცნობია.

დისოცირებული აპრაქსია

ეს არის აპრაქსიის ტიპი, როდესაც ადამიანი ნატიფ მოძრაობას ვერ ასრულებს რაიმე
ერთი მოდალობის სტიმულის საპასუხოდ, მაგრამ ახორციელებს სხვა მოდალობის
სტიმულის პასუხად. იმიტაცია და საგნების გამოყენება არ არის დაღვეული. ეს სინდრომი
შეიძლება გამოიწვიოს კორძიანი სხეულის კავშირების შეწყვეტამ - კორძიანი სხეული
გახლეჩის callosal discconection სინდრომები.

კონცეპტური აპრაქსია

ეწოდება მექანიკური პრობლემების გადაჭრის უუნარობას. კონცეპტური აპრაქსია


წარმოადგენს იმ ცოდნის დეფიციტს, რომელიც საჭიროა საგნებისა და იარაღების სწორად
არჩევისა და გამოყენებისთვის.

You might also like