You are on page 1of 4

1. განმარტეთ, რა არის ქცევა?

ქცევა არის რთული ფსიქო-ფიზიოლოგიური რეაქციების ერთობლიობა, რომელიც


მიმართულია აგრესიული გარემოს მიმართ ადაპტაციის ჩამოყალიბებისაკენ ან
მდგომარეობის შენარჩუნებისაკენ. ის განპირობებულია, როგორც თანდაყოლილი ისე
შეძენილი მექანიზმებით.
2. ქცევის ფაზები;
ქცევის ფაზებია: აპეტიტური ფაზა, კონსუმატორული ფაზა.
3. რა არის აგზნება? შეკავება?
აგზნება არის პროცესი, რომელიც წარმოადგენს საპასუხო რეაქციას გაღიზიანებაზე
და ქსოვილის ფუნქციის გაძლიერებით გამოიხატება.
შეკავება არის პროცესი, რომელიც წარმოადგენს პასუხს გამღიზიანებელზე და
ქსოვილის ფუნქციის შესუსტებით გამოიხატება.
4. აგზნებადი ქსოვილები;
აგზნებადი ქსოვილებია:კუნთები, ჯირკვლები, ნერვული ქსოვილები.
5. ნეირონული დოქტრინის არსი;
ნეირონული დოქტრინა გულისხმობს ნერვული სისტემის ბადებრივ აგებულებას და
ფუნქციების რეგულაციას უჯრედული მასალის ქსელში. ნეირონი ნერვული
სისტემის სტრუქტურული და ფუნქციური ერთეულია, რომლებიც
ინდივიდუალურად უკავშირდებიან ერთმანეთს.
6. ნეირონის აგებულება;
ნეირონების უმრავლესობას გააჩნია დენდრიტები, დატოტვილი მორჩები, რომლებიც
იღებენ სიგნალებს სხვა ნეირონებისგან. აქვს აქსონი, რომელიც უფრო შორ მანძილზე
ვრცელდება და გადასცემს სიგნალებს სხვა უჯრედებს სინაპსებში. ასევე შედგება
უჯრედის სხეულისგან, რომელშიც მოთავსებულია ბირთვი.
7. გლია და გლიის ფუნქციები;
გლია დამხმარე უჯრედია, რომელიც ავსებს სივრცეს ნერვულ უჯრედებს, მათ
გამონაზარდებსა და სისხლძარღვებს შორის მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის
სტრუქტურული მთლიანობისა და ნეირონების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
ისინი არეგულირებენ ნეიროტრანსმიტერებისა და იონების უჯრედგარე
კონცენტრაციას.

8. მემბრანული პოტენციალის გენერაციის მრქანიზმი;


მოსვენების პოტენციალის დროს არ ხდება სიგნალის გადაცემა. უჯრედის მემბრანის
შიდა ზედაპირის პოტენციალი უარყოფითია გარეგანის მიმართ, მისი პოტენციალის
სიდიდე მერყეობს -30დან -90 მვ მდე. მოსვენების პოტენციალი გამოწვეულია
მოსვენების დროს ნერვული და კუნთოვანი ბოჭკოების შერჩევითად განვლადი
კალიუმისთვის. უჯრედშიგნით კალიუმის კონცენტრაციის შემცირების ან
უჯრეთგარეთ მისი მატების შემთხვევაში მემბრანული პოტენციალი მცირდება.
კალიუმის კონცენტრაციული გრადიენტი ნამდვილად წარმოადგენს ძირითად
ფაქტორს, რომელიც განსაზღვრავს ნერვული ბოჭკოს მოსვენების პოტენციალის
სიდიდეს, მაგრამ ამ დროს მემბრანა განვლადია ნატრიუმის იონებისთვისაც.
9. მოქმედების პოტენციალის გენერაციის მრქანიზმი;
მოქმედების პოტენციალს საფუძვლად უდევს მემბრანაში იონური განვლადობის
ცვალებადობა. ის ექვემდებარება „სულ ან არაფრის კანონს“. (როცა ჩაირთვება
რაცარუნდა გამღიზიანებელი დაუმატო აღარ გაიზრდება ეფექტურობა ისედაც
მაქსიმუმს აკეთებს) მოქმედების პოტენციალი წარმოადგენს სიგნალს, რომელსაც
გადააქვს ინფომაცია აქსონის გასწვრივ დიდ მანძილზე. მოქმედების პოტენციალის
წარმოქმნაში ჩართულია პოტენციალ-მგრძნობიარე ნატრიუმ კალიუმის არხები. ჯერ
იხსნება ნატრიუმის არხები, შემდეგ კალიუმის. როდესაც მოქმედების პოტენციალი
სუსტდება კალიუმის არხები იხსნება და გამოდის უჯრედიდან კალიუმი.
მოქმედების პოტენციალი წარმოიქმნება იმ შემთხვევაში თუ ნატრიუმი ჩაედინება
ციტოზოლში.
10. აგზნების გატარება ნერვულ ბოჭკოზე;
აგზნების გატარება ნერვულ ბოჭკოზე ექვემდებარება სამ კანონს: ბოჭკოს
ანატომიური და ფიზიოლოგიური უწყვეტობა, ორმხრივი გატარება და
იზოლირებული გატარება. აგზნების გავრცელებისთვის აუცილებელია მოქმედების
პოტენციალის ანუ რეგენერაციული დეპოლარიზაციის განვითარება. აგზნება
გადაეცემა რანვიეს შევიწროებებში და არა მიელინით დაფარულ გარსში ამიტომ
უფრო სწრაფია.
11. სინაფსის აგებულება და მისი შემადგენელი ნაწილების როლი იმპულსის
გადაცემაში;
სინაფსი არის სპეციფიური უბანი ნეირონების ზედაპირზე, სადაც მიმდინარეობს
ნეირონების კონტაქტი. არსებობს ორი სახის სინაფსი: ელექტრული და ქიმიური.
სინაფსის საშუალებით ერთი ნეირონი (პრესინაფსი) უკავშირდება მეორე
ნეირონს(პოსტსინაფსი) და ხდება იმპულსების გადაცემა.
12. სენსორული სისტემების როლი ქცევის გენერაცია/ მანიფესტაციაში;
სენსორულ სისტემებს აქვთ უნარი ადაპტირდნენ გარემოს პირობებთან და
ორგანიზმის მოთხოვნილებებთან. სენსორული რეცეპტორები უამრავ ინფორმაციას
აწვდიან ნერვულ სისტემას. სენსორული ნაკადის ფილტრაცია სიგნალის შეცნობის
მთავარ ნაწილს წარმოადგენს, მაგალითად ადამიანი აღარ რეაგირებს ტანსაცმლის
გაღიზიანებაზე, არ რეაგირებს დარბაზის ხმაურზე.
13. სიგნალების დეტექტირება და ხატების შეცნობა;
სიგნალების დეტექტირების დროს ადგილი აქვს სენსორული ნეირონების მიერ
გამღიზიანებლის გარჩევას, რასაც ქცევის განვითარებისთვის გადამწყვეტი
მნიშვნელობა ენიჭება.
ხატების შეცნობის სენსორული სისტემის უფრო რთული პროცესია და ქერქის
უმაღლესი უბნებია ჩართული, ვინაიდან ამ დროს ჩვენ შეგვიძლია შევიცნოთ
სტიმულის რაობა და მისი მნიშვნელობა ქცევის განვითარებისთვის.
14. რეცეპტორის დახასიათება;
რეცეპტორების საშუალებით ხორციელდება სიგნალების აღმოჩენა. სხვადასხვა სახის
გამღიზიანებელი სხვადასხვა ტიპის რეცეპტორზე მოქმედებს. არსებობს სმენის,
ყნოსვის, შეხების, მხედველობის რეცეპტორები. არსებობს დისტანტური: ფერის,
ყნოსვის, მხედველობის და ბგერის რეცეპტორები. ასევე კონტაქტური: შეხების,
გემოვნების და ქემორეცეპტორები.
15. რა განსხვავებაა ენდიკრინულ, ეგზოკრინულ და პარაკრინულ უჯრედებს შორის?
ენდოკრინული ჯირკვლები წარმოდგენილნი არიან უსადინრო ჯირკვლების სახით
და ჰორმონს გამოყოფენ სისხლში ან ლიმფურ ჭურვებში. ეგზოკრინულ ჯირკვლებს
აქვს სადინარი და პროდუქტებს გამოყოფენ სადინრების საშუალებით მაგალითად
კანი. პარაკრინული უჯრედი აწარმოებს სიგნალს ახლომდებარე უჯრედებში
ცვლილებების შესაქმნელად, რაც ცვლის უჯრედების ქცევას.
16. ცილოვან/პეპტიდური ჰორმონების დახასიათება;
ცილოვან პეპტიდური ჰორმონები ჰიდროფილური ბუნებისაა. დიდი ზომისები
არიან და არ ეწყობიან მემბრანას, აქვს მოქმედების მეორადი მესენჯერის მექანიზმი.
ასეთ ჰორმონს მიეკუთვნება ინსულინი.
17. სტეროიდული ჰორმონების დახასიათება;
სტეროიდები არიან შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მიერ დამზადებული
ნივთიერებები, რომლებიც უშუალოდ გამოიყოფა სისხლის მიმოქცევის ნაკადში, რაც
მათ ქსოვილებამდე მიჰყავთ, სადაც ისინი ახდენენ ფიზიოლოგიურ მოქმედებას.
ესტროგენი, ტესტოსტერონი, კორტიზოლი, დ ვიტამინი
18. ენდოკრინული სისტემის აგებულება;
ენდოკრინული სისტემა ჯირკვლების ერთობლიობაა, რომლებიც გამოიმუშავებენ
ჰორმონებს და სისხლში გამოყოფენ. ენდოკრინულ სისტემაში შემავალი ძირითადი
ჯირკვლებია: ეპიფიზი, ჰიპოფიზი, ფარისებრი, ფარისებრახლო, მკერდუკანა,
პანკრეასი, თირკმელზედა, საკვერცხე და სათესლე ჯირკვლები.
19. (H-P-A) ჰიპოტალამო-ჰოპოფიზარულ-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძის
მნიშვნელობა;
HPA ახორციელებს ზრდის, გამრავლების მედიაციას და მეტაბოლიზმის სტრესზე
პასუხს. მეორეხარისხოვნად თითქმის ყველაფერში მონაწილეობს.
20. ნეიროსეკრეტორული უჯრედები ჰიოთალამუსში და მათი ძირითადი
ფუნქციები;
ნეიროსეკრეტორული უჯრედები ჰიპოთალამუსში ასინთეზირებენ და გამოყოფენ
ჰორმონებს, მაგ. ოქსიტოცინს. წარმოადგენენ ნეირონულ კავშირს უკანა ჰიპოფიზთან.
21. ჰიპოთალამუსის ჰორმონები;
მაინჰიბირებელი ჰორმონებია: პროლაქტინის მაინჰიბირებელი ჰორმონი და
სომატოსტატინი.
გამომყოფი ჰორმონებია: თირეოტროპინის(TRH) და ზრდის(GHRH) გამომყოფი
ჰორმონები.
22. წინა ჰიპოჰიფიზის ჰორმონები;
წინა ჰიპოფიზის ჰორმონებია: ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი(ACTH),
თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონი(TSH), ზრდის ჰორმონი(GH), პროლაქტინი,
ანტიდიურეზული ჰორმონი, მალუტეინიზირებული ჰორმონი(LH).
23. უკანა ჰიპოფიზის ჰორმონები;
უკანა ჰიპოფიზის ჰორმონებია: ოქსიტოცინი, ვაზოპრესინი.
24. ფარისებრი ჯირკვალი და მისი ჰორმონები;
ფარისებრი ჯირკვალი არის ენდოკრინული ჯირკვალი, მოთავსებულია კისრის წინა
ზედაპირზე. გამოიმუშავებს ჰორმონ თიროქსინს, რომელიც ხელს უწყობს
უჯრედების გაზრდას.
25. თირკმელზედა ჯირკვალი და მისი ჰორმონები.
მოთავსებულია თირკმლის ზემოთ. ის წარმოადგენ შინაგანი სეკრეციის წყვილ
ჯირკვლებს. თითოეული თირკმელზედა ჯირკვალი შედგება შიგნითა ტვინოვანი და
გარეთა ქერქოვანი ნივთიერებებისგან. გამოიმუშავებს სამ ჰორმონს: ადრენალინს,
დოფამინს და ნორადრენალინს. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა იწვევს კანის
გამუქებას, ადისონის დაავადებას, წონის დაკარგვას.
26. განმარტეთ ჰომეოსტაზი
ცვლილებებისადმი შეწინააღმდეგების ტენდენცია, რათა სტაბილური გარემო იყოს
და შედარებით მუდმივი შინაგანი გარემო შენარჩუნდეს.
27, რა პროცესების ერთობლიობა განაპირობებს ჰომეოსტაზს?
ნეირო-ჰუმორული, ჰორმონული, ბარიერული და გამომყოფი.
28. დადებითი უკუკავშირი
აძლიერებს საწყის იმპულსს,სტიმულს. მაგ: მშობიარობისას ბავშვის თავი აწვება
საშვილოსნბოსყელს, გამოიყოფა ოქსიტოცინი, ოქსიტოცინი საშვილოსნოს შეკუმშვას
იწვევს და რაც მეტად იკუმშება მეტი ოქსიტოცინი გამოიყოფა მანამ სანამ ბავშვი არ
დაიბადება.
29 უარყოფითი უკუკავშირი
ანეიტრალებს სხეულის სხვადასხვა მახასიათებლის გადახრებს ოპტიმალური
მნიშვნელობიდან, ანუ დადგენილი ნორმიდან. უარყოფითი უკუკავშირის მარყუჟის
მაგალითია სხეულის ტემპერატურის რეგულაცია.

30
აღწერეთ ვეგეტატური ნს როლი ჰომეოსტაზის რეგულაციაში;
ვეგეტატიური ნერვული სისტემის მნიშვნელოვან როლს თამაშობს შეინარჩუნოს
სხეულის გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, და სხეულის
ტემპერატურის ჰომეოსტაზის.

You might also like