You are on page 1of 24

თავი 2

წამალდამოკიდებულების ნეირობიოლოგია

ედრიან კარტერი, ვაინა ჰოლი და დევიდ ნაფი

შესავალი

ნეირომეცნიერება თანდათანობით ფარდას ხდის იმ ნეიროქიმიურ პროცესებს


რომლებიც ტვინის, წამალდამოკიდებულ ქცევაზე პასუხისმგებელ ფუნქციურ
უბნებში მიმდინარეობს. ამგვარად ნეირომეცნიერული კვლევები გვეხმარება
გავიაზროთ, რომ წამალდამოკიდებულ პირებს ნეიროკოგნიტიური და მოტივაციური
აშლილობები აღენიშნებათ, რაც მკურნალობას საჭიროებს.
ჩვენი კოგნიტიური შესაძლებლობები საშუალებას გვაძლევს სწრაფად
დავადგინოთ რომელი აქტიობაა ღირებული ჩვენს გარემოში. ჩვენ მივესალმებით
(მოგვწონს) აქტიობა, რომელიც „დამაჯილდოვებელია“ და რომელიც მიმართულია
თვითგადარჩენაზე გამიზნულ ქცევებზე, როგორიცაა საკვების მოპოვება,
თავშესაფრის მოძიება ან სექსუალური ქცევა. ეს ჯილდოები ძირითადად აღიქმება
როგორც სიამოვნების მომგვრელი და ქცევის განხორციელების მოტივს
წარმოადგენს.
ჩვენ სწრაფად ვსწავლობთ, რომელი აქტიობაა ჯილდოს მომტანი და რომელი
მინიშნებები ასოცირდება ამ ჯილდოსთან. ეს მინიშნებები იძენენ სტიმულის ან
მოტივის მნიშვნელობას, რაც გარანტიას იძლევა რომ მიზნები რომლისკენაც
მივილტვით, მათ მიერაა მომავალში მონიშნული.
ძლიერ მოტივირებული მიზნები ან მოვლენები ღრმად აღიბეჭდება ჩვენს
აზროვნებაში, რაც საშუალებას გვაძლევს ვუპასუხოთ ამ ჯილდოებს სწრაფად და
ძალდაუტანებლად, ჩვეულებისამებრ და ცნობიერი გააზრების გარეშე. ეს ცოდნა
ზრდის აზროვნების ეფექტურობას და ძალას, ვინაიდან ჩვენს ყურადღებას და
ენერგიას მიმართავს იმაზე, რაც რელევანტურია ჩვენს გარემოცვაში, ზრდის
შესაძლებლობას დასახულ მიზნებს მინიმალური ძალისხმევით მივაღწიოთ.
დასწავლის (ცოდნის) ყველა ფორმა და დამაჯილდოვებელი აქტიობა არაა
მისასალმებელი. წამალდამოკიდებულებაში, ნარკოტიკების მოხმარება ზე-
ღირებულოვანი ხდება, ვინაიდან ფსიქოაქტიური ნივთიერებების რეგულარული
მოხმარება იწვევს ტვინის დამაჯილდოვებელი სისტემების ჭარბ (ზე-) გააქტიურებას,
რაც ნარკოტიკების მოხმარებას უპირატესობას აძლევს ყველა სხვა მიზანმიმართულ
აქტიობასთან შედარებით, რაც აუცილებელია თვითგადარჩენისათვის. დამოკიდე-

1
ბულების გამომაწვევი ნივთიერებების ეს თვისება, მნიშვნელოვნად გააძლიერონ
დამაჯილდოვებელი ნერვული გზების აქტიობა, ჩვეულებრივ განიხილება როგორც
განმამტკიცებელი ეფექტი. დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებების
ქრონიკული მოხმარება ამავდროულად თრგუნავს ცენტრალური
დამაჯილდოვებელი ნერვული გზის რეაგირებას ისეთ ყოველდღიურ
დამაჯილდოვებელ აქტიობებზე, რომლებიც აჩენს მოტივს და სიცოცხლეს აზრს
ანიჭებენ, როგორიცაა ურთიერთობები, საქმიანობა (სამუშაო) და განათლება. ეს
ცვლილებები, სავარაუდოდ ხსნიან, ნარკოტიკებისაკენ სწრაფვა რატომ დომინირებს
ბევრი წამალდამოკიდებული ადამიანის ცხოვრებაში, სხვა ინტერესების საზიანოდ.
წამალდამოკიდებულება ასევე აზიანებს მთელ რიგ სხვა კოგნიტიურ
პროცესებს, რაც განაპირობებს ნარკოტიკების შემდგომ მოხმარებას. ბევრი რამ
შეტანილია წამალდამოკიდებულებისა და ადიქციის სადიაგნოტო კრიტერიუმებში
(World Health Organization, 1993b; American Psychiatric Association, 2000).
ესენია:
 ნარკოტიკების მიღების კომპულსური სურვილი;
 შეთავაზების შემთხვევაში, ნარკოტიკების მოხმარებაზე უარის თქმის უნარის
დაქვეითება;
 ნარკოტიკების ქრონიკული მოხმარების შედეგების ვერ გაცნობიერება; და
 ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული მინიშნებების (მაგ. ლოკაცია,
დღის გარკვეული მონაკვეთი, ან აქტიობები) და სტრესის გავლენით,
თავშეკავების პერიოდში მყოფი პირის მიერ, ნარკოტიკების მოხმარების
განახლება, მიღების შეწყვეტიდან რამდენიმე თვის და წლის შემდეგაც კი.

წამალდამოკიდებულების ნეირობიოლოგია ააშკარავებს, თუ როგორ აზიანებს


დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებების ქრონიკული მოხმარება ტვინის სხვა
მნიშვნელოვან ნერვულ გზებს და კოგნიტიურ დეფიციტს იწვევს.
ნარკოტიკების ქრონიკული მოხმარება იწვევს ნეიროქიმიურ ცვლილებებს ქერქის
წინა უბნებში (ფრონტალური ქერქი), რაც ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებას
ასე მიმზიდველს ხდის და ამავდროულად აქვეითებს ნარკოტიკების მოხმარებაზე
მიმართულ იმპულსებთან შეწინააღმდეგების უნარს. ამის შედეგად დამოკიდებული
პირის ყურადღება კონცენტრირდება ნივთიერების მოხმარებაზე და ძნელდება
მოხმარებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღება. სავარაუდოდ, ამ
ცვლილებებით აიხსნება დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებების
მოხმარებისადმი კომპულსიური ლტოლვა („ლტოლვა“) და მოხმარების გაგრძელება
მიუხედავად მნიშვნელოვანი ნეგატიური შედეგებისა მომხმარებლისათვის.
ითვლება, რომ ნეიროადაპტაციური პროცესები ფრონტალური ქერქის სხვა უბნებში
ჩართულია ნარკოტიკების მოხმარების შედეგების შეფასების უნარის დაქვეითებაში.

2
მდგრადი ცვლილებები დასწავლასა და მეხსიერებაზე პასუხიმგებელ ტვინის
უბნებში, საშუალებას იძლევა ავხსნათ, რატომაა ასე ხშირი რეციდივი ნარკოტიკების
მომხმარებლებში მიუხედავად ხანგრძლივი თავშეკავებისა (თვეები და წლებიც კი).
ამ უბნებში არსებულ სინაფსებში მიმდინარე ნეიროადაპტაციური პროცესები,
მოგონებებს ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შესახებ გადაჭარბებულ
მნიშვნელობას ანიჭებს. შედეგად, მოვლენებს ან მინიშნებებს, რომლებიც ამ
მოგონებებს აღძრავენ (მაგ. საინექციო მოწყობილობა ან თვით ნარკოტიკი;
ნივთიერების მოხმარებასთან დაკავშირებული ადგილი) ძალუძთ გამოიწვიონ
ძლიერი ლტოლვა დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერების მიმართ და
საბოლოოდ ნივთიერების მოხმარების რეციდივი. აღნიშნული ნეიროადაპტაციები
ნანახია პაციენტებში, რომლებიც თვეების განმავლობაში იმყოფებოდნენ
თავშეკავების მდგომარეობაში (Volkow and Fowler, 2000). სტრესი რეციდივის მძლავრი
ტრიგერია და ნეირომეცნიერება განმარტავს, სტრესულ მდგომარეობაში როგორ
აყენებს ნარკოტი-კების ქრონიკული მოხმარება დამოკიდებულ პირს რეციდივის
საფრთხის წინაშე.
კვლევებით ასევე დადგენილია ნეიროფიზიოლოგიური და გენეტიკური
განსხვავე-ბები ინდივიდებს შორის, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს
დამოკიდებულების განვითარებაზე ნივთიერების მოხმარების შემთხვევაში.
გვაწვდის რა უკეთეს ხედვას დამოკიდებულების განვითარების შესახებ, ეს კვლევა
ხაზს უსვამს ახალი ფსიქოლოგიური და ფარმაკოლოგიური მიდგომების
პოტენციალს დამოკიდებუ-ლების მკურნალობის და, უფრო სპეკულაციურად,
პრევენციისათვის.
ნეირომეცნიერება ვარაუდობს, რომ დამოკიდებულება ეს პათოლოგიური ქცევაა,
სადაც დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებები თანაარსებობენ ნორმალური
დასწავლისა და მოტივაციის ნეირონულ გზებთან იმგვარად, რომ ნარკოტიკების
მიღება დომინირებს ყველა სხვა მიზანმიმართულ აქტიობაზე. ასეთ ხედვას გააჩნია
პოტენციალი არა მარტო გამოავლინოს მთელი რიგი ახალი ეფექტური მიდგომებისა
წამალდამოკიდებულების მკურნალობაში, რომლებიც გამიზნულია ამ ცვლილებების
აღმოსაფხვრელად ან გასაუმჯობესებლად, არამედ ფლობენ პოტენციალს შეცვალონ
ჩვენი აზრი დამოკიდებულებისა და დამოკიდებულ პირთა შესახებ. ანიჭებს რა
გადამწყვეტ მნიშვნელობას ტვინს და ძლიერ მორალურ დამოკიდებულებას,
რომელსაც ბევრი ადამიანი იჩენს მათ მიმართ ვინც მავნედ მოიხმარს ფსიქოაქტიურ
ნივთიერებებს ან მათზე დამოკიდებულება აქვს განვითარებული, აუცილებელია ამ
ცვლილებების ბუნებისა და გავლენის გათვალისწინება. ასეთი ანალიზი მოითხოვს
ახალი ნეირობიოლოგიური კვლევებისადმი კრიტიკულ მიდგომას. ამ თავში
განვიხილავთ წამალდამოკიდებულების ნეირომეცნიერულ კვლევებს და
განვმარტავთ, ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქრონიკული მოხმარება როგორ ცვლის

3
ტვინის ნეიროქიმიურ სტრუქტურასა და ფუნქციას, რაც თავისთავად წამალდამო-
კიდებულების ფსიქოლოგიაში გამოვლინდება.

წამალდამოკიდებულების ნეიროანატომია
წამალდამოკიდებულება კომპლექსური ქცევითი დარღვევაა, რომელიც
ოპერირებს ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დონეებზე. კომპლექსურობა
აისახება იმ ნეიროკოგნიტიური სისტემების მრავალფეროვნებით, რომლებზეც
წამალდამოკი-დებულების ეფექტები აისახება. ამ სისტემებს ხშირად
იზოლირებულად შეისწავლიდნენ, რაც აისახებოდა არასრული (ნაწილობრივი)
მოდელების შექმნაში, რომელთაც მთლიანად წამალდამოკიდებულება უნდა
აეხსნათ. წამალდამოკიდებუ-ლების ნეიროანატომიის უფრო კომპლექსური სურათი
ამ განსხვავებული მოდელების შეჯერების შედეგად წარმოიშვა.
ნეიროვიზუალიზაციამ ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა
ფუნქციური მაგნიტურ რეზონანსული იმიჯინგი (fMRI) და პოზიტრონულ ემისიური
ტომოგრაფია (PET), კრიტიკული წარმოდგენა შეგვიქმნა ნივთიერებების მოხმარებით
გამოწვეულ ცვლილებებზე, რომლებიც წამალდამოკიდებულ პირებში გარკვეული
კოგნიტიური დეფიციტის განვითარებას იწვევენ. წამალდამოკიდებული ტვინის
უშუალო ვიზუალიზაცია საშუალებას იძლევა დავინახოთ ცვლილებები ტვინის
მრავალ სისტემაში, რაც სავარაუდოდ განაპირობებს კონტროლის დაკარგვასა და
ნივთიერების კომპულსიურ მოხმარებას. ამ ცვლილებებით, ასევე შესაძლებელია
აიხსნას რატომაა აბსტინენცია (თავშეკავება) ძნელი მისაღწევი და რატომაა ხშირი
რეციდივი აბსტინენციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგაც.
ნეიროკოგნიტიური სისტემები, რომლებიც ფსიქოაქტიური ნივთიერებების
სამიზნეს წარმოადგენენ, მოიცავენ:
 ჯილდო და განმტკიცება - მიმდებარე ბირთვი (NAcc) და ვენტრო-
ტეგმენტალური უბანი
 კომპულსია, ლტოლვა და ქცევითი კონტროლი - ორბიტოფრონტალური
ქერქი (OFC) და ცინგულარული ღარი (aCG)
 აღმასრულებელი კონტროლი და კოგნიტიური დარღვევები - პრეფრონტა-
ლური ქერქი (PFC)
 მეხსიერება, დასწავლა და ჩვევები - ამიგდალა, ჰიპოკამპი და სტრიატუმი
 სხეულებრივი მოთხოვნილებების წარმომადგენლობა- ინსულარული
ქერქი
 სტრესი - ჰიპოთალამო-პიტუიტარულ-ადრენალური (HPA) ღერძი.

4
სურ.2. შუა ტვინისა და მიმდებარე ბირთვის პროექციები წინა ტვინში

დოფამინერგული ნეირონები ვენტროტეგმენტალური უბნიდან და შავი სუბსტანციიდან


პროეცირდება მიმდებარე ბირთვზე და ქერქის უბანზე, რომელიც პასუხისმგებელია
გადაწყვეტილების მიღებაზე, როგორიცაა ვთქვათ ნარკოტიკის მოხმარება (მაგ. პრეფრონტალური
ქერქი და ცინგულარული ღარი). პროექციები ასევე მიემართება სტრიატუმისაკენ (კუდიანი ბირთვი
და ჩენჩო). წყარო:(Hyman et al., 2006)

ცვლილებები დამაჯილდოვებელ დოფამინერგულ ნერვულ გზაში, რომელსაც


მჭიდრო კავშირები აქვს წინა ტვინთან და ფრონტალური ქერქის უმაღლეს
კოგნიტიურ ცენტრებთან, დამოკიდებული ქცევის განვითარებისათვის გადამწყვეტი
მნიშვნელობა ენიჭება (იხ. სურ.2). თუმცა ეს არაა სრული სურათი. ეს კვლევები ჯერ
კიდევ საწყის სტადიაშია და ბოლომდე გაურკვეველია ამ ნერვული უბნების
ჩართულობის ხარისხი წამალდამოკიდებულების განვითარეაში. გარდა ამისა ჯერ
კიდევ გაურკვეველია როგორ ვარირებს ტვინის ამ განსხავებული რეგიონების
აქტიობა სხვადასხვა ინდივიდებში. კერძოდ, ჯერ კიდევ კამათობენ იმის თაობაზე
არის დამოკიდებულება შედეგი (1) არანორმალურად ძლიერი მისწრაფებების,
მოთხოვნილების თუ მოტივაციის, რაც აჭარბებს ქცევის დათრგუნვის თუ
აღმასრულებელი კონტროლის განხორციელების ჩვეულ უნარს; თუ (2) კოგნიტიური
დარღვევებისა, რომლებიც აქვეითებენ ყოველდღიური იმპულსების დათრგუნვის
უნარს ან (3) წარმოადგენს ორი ზემოთხსენებულის გარკვეულ კომბინაციას.

5
ამ თავში მოკლედაა განხილული ის ნეიროანატომიური და ნეიროქიმიური
ცვლილებები, რომლებიც განსაზღვრავენ ამ კოგნიტურ ქცევას და როგორ უწყობენ
ისინი ხელს დამოკიდებულების ციკლის ჩამოყალიბებას და შენარჩუნებას.
დასასრულს წარმოდგენილია გენეტიკურ და ნეიროფსიქოლოგიურ სტრუქტურაში
არსებული ინდივიდუალური განსხვავებების მოკლე მიმოხილვა, რაც ზოგიერთ
ინდივიდს ნარკოტიკების მოხმარებისა და მათდამი დამოკიდებულების
ჩამოყალიბების მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის მოხმარების შემთხვევაში. ასევე
მოკლედაა მიმოხილული სოციალური მოვლენების მნიშვნელობა.

ჯილდო და განმტკიცება: „დოფამინური ჰიპოთეზა“


2007 წელს ნეირომეცნიერები აღნიშნავდნენ, ნობელის პრემიის ლაურეატის,
არვიდ კარლსონის მიერ საკვანძო ნეორიტრანსმიტერის, დოფამინის აღმოჩენის 50
წლისთავს (Bjorklund and Dunnett, 2007). ეს სავარაუდოდ ყველაზე ფართოდ
შესწავლილი ნეიროქიმიური ნაერთია და ბიოლოგიური ფსიქიატრიისა და ფსიქო-
ფარმაკოლოგიის სფეროში მან ნებისმიერ სხვა ნეიროტრასმიტერზე მეტი გავლენა
იქონია (Iversen and Iversen, 2007). დოფამინი ცენტრალური ნეიროტრანსმიტერია,
რომელიც სხვადასხვა ფუნქციების განხორციელებას ემსახურება. მათ შორისაა:
მოტორული კონტროლისა და კოგნიტიური ფუნქციების ნატიფი რეგულირება;
მოვლენების მნიშვნელობისა და ყურადღების, დასწავლისა და მეხსიერების
მოდულირება; კავშირების დამყარება ურთიერთობებში; და ქცევის მოტივირება და
დაგეგმვა. ფსიქიატრიაში გამოყენებული მედიკამენტების უმეტესობა
დოფამინერგულ სისტემაზე მოქმედებს. ამჟამად ფართოდაა მიღებული, რომ
დოფამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს უმეტესი ფსიქოაქტიური ნვთიერებების
მიმართ დამკიდებულების ჩამოყალიბებაში (Volkow and Li, 2004), თუმცა ამ მოვლენის
ბუნება ჯერ კიდევ გაცხოველებული კამათისა და მომავალი კვლევების
აუცილებლობის საგანია. დაწყებულია კვლევები სხვა ნეიროტრანსმიტერული
სისტემების, როგორიცაა ენდოგენური ოპიოიდები, გლუტამატი და გამა-ამინო-
ერბოს მჟავა (GABA), წამალდამოკიდებულების ციკლში ჩართვის შესახებ (Goodman,
2008), ზოგიერთ მათგანს ქვემოთ განვიხილავთ. მაშინ როდესაც ცვლილებებს ამ
სისტემებში, ბევრი დამოკიდებულების განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა
აქვს, მაგრამ როგორც ჩანს მათი უმეტესობა თავის გავლენას დოფამინერგული
დამაჯილდოვე-ბელი სისტემის გავლით ახორციელებს (Goodman, 2008).
წამალდამოკიდებულების ციკლში ჩართული ყველა ნეიროტრასმიტერის განხილვა
მოცემული მოხსენების ფარგლებს სცილდება. ყველა დაინტერესებულმა შეიძლება
მიმართოს გუდმანის 2008 წლის სტატიას, სადაც დაწვრილებიაა განხილული
ნორადრენალინისა და სეროტონინის განსაკუთრებული როლი
წამალდამოკიდებულების ჩამოყალიბება-მანიფესტაციაში.

6
ამფეტამინები, კოკაინი, ალკოჰოლი, ნიკოტინი და კანაბისი, პირდაპირი თუ
არაპირდაპირი გზებით ზემოქმედებენ მიმდებარე ბირთვის (NAcc) სახელით ცნობილ
წინა ტვინის სტრუქტურაზე, იწვევენ დოფამინის სწრაფ და ჭარბ გამოყოფას (Robbins
et al., 2007). დოფამინის ასეთი გამოთავისუფლება, დამოკიდებულების განვითარების
ცენტრალური მომენტია. ზემოთაღნიშნული ნარკოტიკების მიერ აღძრული სიგნლი
წარმოიშვება შუა ტვინის ვენტრო ტეგმენტალური უბნის ნეირონებში (VTA),
რომლებიც გამოათავისუფლებენ დოფამინს მიმდებარე ბირთვის (Nacc) სინაფსებში
(Wise and Bozarth, 1987; Koob and Bloom, 1988; Di Chiara, 1998). როგორც ნაჩვენებია
სურათზე, კოკაინი, ამფეტამინი და ექსტაზი უშუალოდ ზრდიან პოსტსინაფსური
სიგნალიზაციისათვის ხელმისაწვდომი დოფამინის რაოდენობას ან დოფამინის
გამოთავისუფლების გაზრდის ან სინსფსური ნაპრალიდან მისი უკუმიტაცების
დაბლოკვის გზით (Hutcheson et al., 2001) (იხ. სურ.3). ალკოჰოლი, კანაბისი და
ნიკოტინი აძლიერებენ დოფამინერგულ აქტიობას არაპირადაპირი გზით,
ასტიმული-რებენ რა ნეირონებს, რომლებიც თავის მხრივ ზემოქმედებენ
დოფამინერგულ ნეირონებზე (Koob and Le Moal, 1997; Nisell et al., 1994). მაგალითად,
როგორც ნაჩვენებია სურ. 4-ზე, ალკოჰოლი ბოჭავს GABA-რეცეპტორებს, რაც
ასუსტებს GABA-ერგული ნეირონების შემაკავებელ გავლენას დოფამინერგულ
ნეირონებზე.

სურ.3 ფსიქოსტიმულატორები ზრდიან დოფამინურ აქტიობას მომდებარე ბირთვში

სტიმულატორები, როგორიცაა დოფამინი და ამფეტამინი ზრდიან სინაფსური დოფამინის


რაოდენობას მიმდებარე ბირთვში ორი გზით: ა) აბლოკირებენ დოფამინის აგონისტ ტრანსპორტერს
(DAT) (მაგ. კოკაინი), რომელიც ახორციელებს დოფამინის უკუმიტაცებას პრესინაფსური
დაბოლოების მიერ, ამგვარად ზდიან აქტიური დოფამინის რაოდენობას სინაფსში და შესაბამისად

7
ზრდიან დოფამინურ სიგნალიზაციას; ბ) შედიან დოფამინურ ნეირონში DAT-ის დახმარებით (მაგ.
ამფეტამინი) და იწვევენ ნერვული დაბოლოებიდან დოფამინის გამოთავისუფლების გაძლიერებას.

სურ.4 სხვადასხვა ნარკოტიკების გავლენა აკუმბალურ დოფამინურ აქტიობაზე

თითქმის ყველა დამოკიდებულების გამომწვევი ფსიქოაქტიური ნივთიერება იწვევს დოფამინის


გამოთავისუფლებას მიმდებარე ბირთვში (აქ აღინიშნება როგორც Nacc, ქვედა მარჯვენა). ეს
ზემოქმედება შეიძლება იყოს პირდაპირი, როგორც სტიმულატორების შემთხვევაში, რომლებიც
ზრდიან დოფამინის გამოთავისუფლებას ვენტრო-ტეგმენტალური უბნის (VTA, ქვედ, მარცხენა)
ნეირონების მიერ. სხვა დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებები (მაგ. ალკოჰოლი, კანაბისი,
ნიკოტინი) აძლიერებენ დოფამინურ აქტიობას არაპირდაპირი გზით, მოქმედებენ რა ნეირონებზე,
რომლებიც ზრდიან დოფამინის გამოთავისუფლებას მიმდებარე ბირთვში. ეს შეიძლება იყოს
შემაკავებელი ეფექტის დათრგუნვით, როგორც ოპიატების შემთხვევაში, ან გამააქტივებელი
ზემოქმედებით (მაგ. ნიკოტინი). გაითვალისწინეთ: „+“ განეკუთვნება ამაგზნებელ პასუხ, ხოლო „-“
აღნიშნავს შეკავებას (Hyman et al., 2006)

დოფამინი, ჯილდო და დასწავლა


მიმდებარე ბირთვი (Nacc) სწავლაზე, დაჯილდოვებასა და მოტივაციაზე პასუხის-
მგებელი ნერვული სისტემის კრიტიკულ ნაწილს წარმოადგენს. ყოველდღიური
დამაჯილლდოვებელი აქტიობები, როგორიცაა ჭამა, ურთიერთობა და სექსი,
მიმდებარე ბირთვში იწვევს ბევრად უფრო ნაკლები დოფამინის გამოთავისუფლებას,

8
ვიდრე ნარკოტიკები (Kelley and Berridge, 2002). ზოგიერთი დამოკიდებულების
გამომწვევი ნივთიერება 10-ჯერ უფრო მეტი დოფამინის გამოთავისუფლებას იწვევს
მიმდებარე ბირთვში, ვიდრე ბუნებრივი განმამტკიცებლები, ხოლო ნივთიერებების
საპასუხო გაძლიერებული რეაქცია უფრო დიდხანს გრძელდება. ითვლება რომ,
ნარკოტიკების პასუხად დოფამინის ეს ჭარბი გამოავისუფლება ანიჭებს მათ მოხმარე-
ბას უპირატესობას ყოველდღიურ დამაჯილდოვებელ აქტიობებთან შედარებით
(Hyman, 2005) (იხ. სურ. 5).

სურ.5 დამაჯილდოვებელი აქტიობა ზრდის დოფამინურ სიგნალიზაციას

დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებების ტვინის დამაჯილდოვებელ სისტემაზე ზემოქმედების


შედეგია მიმდებერე ბირთვში დოფამინის არანორმალურად მაღალი აქტივობა. ყოველდღიური
აქტიობები ასევე ზრდიან დოფამინის გამოყოფას ამ დამაჯლდოვებელ ნერვულ გზაში, თუმცა ბევრად
მცირე ოდენობით. ნარკოტიკებით (მაგ კოკაინით) გამოწვეული დოფამინის გაძლიერებული
გამოყოფა, თავის მხრივ იწვევს ცვლილებებს ნერვული სისტემის სხვა უბნებში, რაც აძლიერებს
ყურადღების ფოკუსირებას ნარკოტიკების მიღებაზე.

ითვლება რომ, დოფამინური სიგნალიზაციის გაძლიერება მიმდებარე


ბირთვში საფუძვლად უდევს ნარკოტიკის დამაჯილდოვებელ და
მაეიფორიზირებელ ეფექტს. ტვინის ვიზუალიზაცია ინტოქსიკაციის დროს აჩვენებს,
რომ აკუმბალური დოფამინის რაოდენობის გაზრდა კორელირებს ეიფორიის
სუბიექტურ განცდასთან (Volkow et al., 2004a). ეს ყველაზე მკაფიოდ ჩანს
სტიმულატორების მაგალითზე, სადაც რაც უფრო მაღალია დოფამინის
გამოთავისფლების დონე მიმდებარე ბირთვში, მით ძლიერია განცდილი ეიფორია
(Laruelle et al., 1995; Drevets et al., 2001). თუმცა ეს ყოველთვის ასე არაა. ბევრ კვლევაში
ნაჩვენებია სუსტი კორელირება სუბიექტურად განცდილ სიამოვ-ნებასა და
ნარკოტიკის მიღებას შორის (Robinson and Berridge, 2000). წამალდამო-კიდებულების
პროგრესირებასთან ერთად, ნარკოტიკების უფრო დიდი დოზების მიღება აღარ

9
ზრდის განცდილი სიამოვნების ხარისხს, რეალობაში, უმეტეს შემთხვევებში
დაჯილდოვება და ეიფორია მცირდება მოხმარებული ნარკოტიკის რაოდენობის
ზრდასთან ერთად. უფრო მეტიც, ნიკოტინი მაღალი ნარკოგენული პოტენციალის
მატარებელია და იწვევს დოფამინის გამოთავისუფლების ზრდას მიმდებარე
ბირთვში განსაკუთრებული მაეიფორიზირებელი ეფექტის გარეშე ((Nisell et al., 1994;
Balfour, 2004; Koob and Le Moal, 2006). კვლევებმა აჩვენეს, რომ დოფამინის
გამოთავისუფლება მიმდებარე ბირთვში სინამდვილეში სტიმულის გამორჩეულობას
და მნიშვნელობას ასახავს, მიუხედავად მათი დამაჯილდოვებელი თუ მაეიფორი-
ზირებელი შესაძლებლობებისა. ნარკოტიკების ქრონიკული მოხმარება იწვევს
ცვლილებებს მოტივაციის და დამაჯილდოვებელ ნერვულ გზებში, რასაც თავის
მხრივ მივყავართ დამაჯილდოვებელი სისტემის სენსიტიზაციასთან
დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებებისა და მათ მოხმარებაზე მიმართული
სტიმულებისადმი. ეს სისტემები იმდენად ნარკოტიკების მიღების სიამოვნების
მომგვრელ ან მაეიფოროზორებელ ასპრექტს კი არ არ აშუალებენ, რამდენადაც
„დაჯილდოვების სუბკომპონენტს“ რასაც მიმზიდველობას უწოდებენ (Robinson and
Berridge, 2000, p. s94). აკავშიებს რა დოფამინის ჭარბ გამოთავისუფლებას
ნარკოტიკების მიღებასთან და მათზე მიმართულ სტიმულებთან დასწავლა
მიმართავს მოტივაციას ნარკოტიკის მიღებაზე, მიუხედავად იმისა იწვევენ ისინი
სიამოვნების განცდას თუ არა. ამგვარად მოვლენებს ენიჭებათ გამორჩეული
მნიშვნელობა არა მხოლოდ მათი დამაჯილდოვებელი ეფექტისა, არამედ იმიტომ,
რომ ისინი ახალი და ყურადღებას იპყრობს. ამ თვისებით შეიძლება აიხსნას, თუ
რატომ შეუძლია ავერსიულ ან უსიმოვნო სტიმულს ქცევის მოტივირება (Robinson and
Berridge, 2000), რატომ გრძელდება ნარკოტიკის მიღება მას შემდეგაც, რაც მისი
უშუალო ეფექტი აღარ არის დამაჯილდოვებელი და რატომ ზრდის ნიკოტონი
დოფამინის გამოთავისუფლებას გამოხატული მაეიფორიზირებელი ეფექტის გარეშე
(Robbins et al., 2007).
კვლევებით დადგენილია, რომ დოფამინი ფუნქციონირებს როგორც
გამოცდილების დასწავლის სიგნალი (მინიშნება). ის გამოიყოფა მაშინ, როდესაც
დამაჯილდოვებელი გამოცდილება ახალია, მოსალოდნელზე უკეთესია, ან
გაუთვალისწინებელი (Schultz et al., 1997; Schultz, 2006). ის მნიშვნელოვანია
ღირებული და გასამეორებელი აქტიობების ან გამოცდილების იდენტიფიცირების და
დამახსოვრებისათვის. დოფამინური სიგნალიზაცია ზრდის ისეთი ქცევის
გამეორების მოტივაციას, რომელიც მის გამოთავისუფლებას აძლიერებს (Berridge and
Robinson, 1998) ამგვარად, როდესაც დოფამინერგული სისტემა ზეაგზნებულია
ნარკოტიკების მოხმარების გამო, ეფექტების გამეორების მოთხოვნილება
დომინირებს სხვა მიზან-მიმართულ აქტიობებზე. დამოკიდებულების გამომწვევი

10
ნივთიერებები იყენებენ ბუნებრივ დამაჯილდოვებელ ნერვულ გზას ნარკოტიკების
განმეორებითი მოხმარების მოტივირებისათვის.
დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერების უნარი განამტკიცოს ან მოტი-
ვაცია გაუჩინოს ნარკოტიკის განმეორებით მოხმარებას დოფამინური აქტიობის
გაძლიერების გზით, შედეგია მწვავე დამაჯილდოვებელი მოვლენებისა, რომლებიც
ვითარდება დოფამინერგული დამაჯილდოვებელი სისტების ნორმალური
ფუნქციონირების ფონზე. მაშინ როდესაც ნარკოტიკების მოხმარებს თავდაპირველად
იწვევს დოფამინის გამოთავისუფლების გაძლიერებას, ქრონიკული მოხმარება
დრამატულად ამცირებს დოფამინის გამოყოფას. დოფამინის გამოთავისუფლების და
დოფამინური სიგნალიზაციის რეგულარული ზრდა დამაჯილდოვებელ ნერვულ
გზაში, შედეგად იწვევს დოფამინური სიგნალიზაციის დაუნ-რეგულირებას და
დამაჯილდოვებელი გზის აქტიობის დათრგუნვას. როგორც ჩანს, დამაჯილდო-
ვებელი გზის ნეიროქიმია ადაპტირდება დოფამინის არანორმალურად
გაძლიერებულ გამოთავისუფლებასთან კომპენსატორული დაუნ-რეგულირების
გზით. ძირითადად ეს შედეგია პოსტსინაფსური დოფამინური რეცეპტორების
რაოდენობის შემცირებით ისეთ რეგიონებში, როგორიცაა სტრიატუმი (Volkow and Li,
2004) (იხ. სურ.6).

სურ.6 დოფამინერგული რეცეპტორების შემცირება ნარკოტიკების მოხმარების


შედეგად

მაშინ როდესაც ნარკოტიკების მოხმარება თავდაპირველად იწვევს დოფამინერგული აქტიობის


მნიშვნელოვან გაძლიერებას, ქრონიკულ მოხმარებას, საბოლოო ჯამში, მივყავართ დოფამინერგული
აქტიობის მნიშვნელოვან დაქვეითებასთან. სტიმულატორების (მეტამფეტამინის) მავნედ მოხმარება
იწვევს დოფამინერგული რეცეპტორების რაოდენობის მნიშვნელოვან დაქვეითებას სტრიატუმში

11
(ზოლიან სხეულში). ითვლება, რომ ეს მდგრადი ცვლილებები დოფამინერგულ სიგნალიზაციაში
ხსნიან რატომაა წამალდამოკიდებული პირი ასე მოტივირებული ნივთიერების მოხმარებისადმი.

ეს ეფექტები მნიშვნელოვნად აქვეითებენ დოფამინერგული


დამაჯილდოვებელი სისტემის აქტიობას. ამ გზით, როგორც ჩანს, ნარკოტიკების
რეგულარული მოხმარება იმგვარად ცვლის (გადააწყობს) დამაჯილდოვებელ
სისტემას, რომ მიმდებარე ბირთვი, წამალდამოკიდებულ პირებში, ნაკლებ
მგრძნობიარე ხდება ყოველდღიური აქტიობების დამაჯილდოვებელი გავლენის
მიმართ. თუმცა, ნარკოტიკების გაზრდილ დოზებს ჯერ კიდევ შეუძლიათ
დოფამინის ჭარბი რაოდენობით გამოთავისუფლება, რაც იწვევს
დამაჯილდოვებელი ცენტრების გააქტივებას. ვინაიდან ნარკოტიკების
რეგულარული მოხმარება მომეტებულად მიმზიდველი ხდება ყოველდღიურ
დამაჯილდოვებელ აქტიობებთან შედარებით, ნარკოტიკების ეფექტსა და მასთან
დაკავშირებულ გარეგან მინიშნებებს შორის ასოციაციური კავშირის პირობითი
(განპირობებული) დასწავლა თანდათან ძლიერდება. დოფამინურ
დამაჯილდოვებელ წრედში ამგვარი დაქვეითებული აქტიობა შესაძლებელია
თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს აბსტინენციის (თავშეკავების) პერიოდში და
ამდენად რეციდივის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს დამოკიდებულ პირებში
აბსტინენციის დაწყებიდან თვეებისა და წლების შემდეგაც კი (Volkow and Fowler,
2000; Volkow et al., 2004a) ). დამაჯილდოვებელ სისტემაში ასეთი დაქვეითებული
დოფამინური აქტიობა, როგორც ჩანს, აღკვეთის მდგომარეობის აღმოცენების მიზეზს
უნდა წარმოადგენდეს.

დოფამინი და აღკვეთა.
დოფამინერგულ დამაჯილდოვებელ სისტემაში, ნარკოტიკების ქრონიკული
მოხმარებით გამოწვეული ცვლილებებით შეიძლება აიხსნას ნარკოტიკული
აღკვეთის პროცესი (მდგომარეობა) (Hyman, 2005; Hyman et al., 2006). ქრონიკული
მოხმარების მკვეთრი შეჩერება იწვევს დოფამინის გამოთავისუფლების შემცირებას
და დაჯილდო-ვების ზღურბლის აწევას, რამაც შეიძლება აღძრას ნარკოტიკისადმი
ლტოლვა, აღკვეთის ავერსიული მდგომარეობის შესამსუბუქებლად. ამგვარად,
აღკვეთის სიმპტომების შემსუბუქება ხდება მოტივაციური ელემენტი, როგორც
შიმშილი და წყურვილი (Hutcheson et al., 2001) რაც აღძრავს ნარკოტიკის მოძიების
მოტივაციას (Koob and Le Moal, 1997).
დამოკიდბულების დოფამინერგულ თეორიას ხშირად წამალდამოკიდებულე-
ბის ჰედონურ მოდელსაც უწოდებენ. ეს გულისხმობს, რომ ინდივიდები დამოკი-
დებულების გამომწვევ ნივთიერებებს მოიხმარენ რათა განიცადონ სიამოვნება და
თავიდან აირიდონ აღკვეთის სიმპტომები. თუმცა აღკვეთა ნაწილობრივ განმარტავს
დამოკიდებულ პირთა სურვილს მოიხმარონ ნარკოტიკები, ის ვერ ხსნის

12
კომპულსიასა და ნარკოტიკების მოხმარებაზე კონტროლის დაკარგვას (Tiffany, 1990;
O’Brien et al., 1998). ვერ ხსნის ის აგრეთვე იმ ფაქტს, რომ დამოკიდებულების
გამომწვევი ზოგიერთი ნივთიერება (მაგ. კოკაინი და ამფეტამინები), რომელიც არ
იწვევს მკაფიოდ გამოხატულ აღკვეთის მდგომარეობას, მიუხედავად ამისა ძლიერი
ნარკოგენურობით გამოირჩევა. ამ ფენომენის ბუნებაში გასარკვევად, ბოლო დროის
ნეირობიოლოგიური კვლევები ფოკუსირდა ნარკოტიკების ქრონიკული მოხმარების
შედეგებზე, რომლებიც ეხება ქცევის კონტროლის, მეხსიერების, კოგნიციის და
გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართულ ტვინის ფუნქციურ უბნებს.

ენდოგენური ოპიოიდური სისტემა


ტვინის ენდოგენური ოპიოიდური სისტემა კიდევ ერთია, რომელიც ასევე
მონაწილეობს დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ეს პეპტიდური ნეიროტრანს-
მიტერული სისტემაა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა პეპტიდების მთელ რიგს
(ენდორფინები, ენკეფალინები და დინორფინი) რომლებიც უკავშირდებიან სამი
ოპიოიდური რეცეპტორიდან (მიუ, დელტა და კაპპა) ერთ-ერთს. მიუ რეცეპტორები
აშუალებენ როგორც ოპიატური ნარკოტიკების (ჰეროინი, მორფინი), ისე
ენდოგენური ოპიოიდების (ენდორფინების) სიამოვნების მომგვრელ ეფექტებს.
მიუ რეცეპტორების, ჰეროინისა და სხვა ოპიოიდების მოქმედების საიტად
იდენტიფიცირებამ საფუძველი ჩაუყარა ანატგონისტების (ნალოქსონისა და
ნალტრექ-სონის მსგავსი ნივთიერებები, რომლებიც ბლოკავენ ჰეროინის
დამაჯილდოვებელ ეფექტს, შესაბამის რეცეპტორთან მიერთების გზით) გამოყენებას
ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირთა სამკურნალოდ. ეს ანტაგონისტები ასევე
გამოიყენება ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ, სავარაუდოდ იმიტომ, რომ
ალკოჰოლიც იწვევს დოფამინის გამოთავისუფლებას ტვინში. ცვლილებები ტვინის
ოპიოიდურ რეცეპტორებში სავარაუდოდ უნდა მონაწილეობდნენ სხვა
ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების განვითარებაში, რაც
ხსნის ოპიოიდური ანტაგონოსტების ეფექტურობას სხვა ნივთიერებების მიმართ
დამოკიდებულების მკურნალობაში.
კვლევებმა აცვენეს, რომ ცვლილებები დოფამინურ და ოპიოიდურ სისტემებში
აუცილებელია დამოკიდებულების განსავითარებლად. თუმცა, მხოლოდ დოფამინუ-
რი აქტიობის მნიშვნელოვანი ზრდა ლიმბურ სისტემაში არ არის საკმარისი
ამისათვის, ვინაიდან ეს შესაძლებელია განუვითარდეს პირს როგორც
წამალდამოკიდებულებით, ისე მის გარეშეც. დოფამინის გამოთავისუფლებით
აიხსნება დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებების დამაჯილდოვებელი და
განმამტკიცებელი მოქმედება, მაგრამ ეს ვერ ხსნის რატომ შეუძლია ზოგ
მომხმარებელს შეწვიტოს ნარკოტიკების მიღება, როდესაც სხვები აგრძელებენ მას,
მიუხედავად უარყოფითი სოციალური და ფსიქიკური შედეგებისა.

13
დამოკიდებულება, ტვინში მთელი რიგი ნეიტოპლასტიკური ცვლილებების, ანუ
ნეიროადაპტაციის შედეგია, რაც დაკავშირებული კოგნიტიურ ქცევასთან, რომელიც
აუცილებელია დამოკიდებულების ციკლის შესანარჩუნებლად. ნეირობიოლოგიური
ცვლილებები რომლებიც განსაზღვრავებ ამ კოგნიტიურ დეფიციტს შემდეგ
ქვეთავშია განხილული.

მოლეკულური და უჯრედული ცვლილებები წამალდამოკიდებულებაში


სულ უფრო მეტი მონაცემი ჩნდება, რომ ნარკოტიკების ქრონიკული მოხმარება
და ცვლილებები ზემოხსენებულ დოფამინურ სიგნალიზაციაში, წარმოშობენ
ნეიროადაპტაციურ ცვლილებებს იმ მოლეკულურ და უჯრედულ წრედებში (განსა-
კუთრებით მეზოლიმბურ დოფამინურ სისტემაში), რომლებიც განაპირობებენ დამო-
კიდებულების ციკლის შენარჩუნებას. ნარკოტიკების ქრონიკულ მოხმარებას
მივყავართ პლასტიკურ ცვლილებებთან ადიქტიურ ქცევაზე პასუხუსმგებელ
საკვანძო ნერვული წრეების სინაპსებში.
გასული საუკუნის ადრეული 70-იანი წლებიდან იწყება კვლევები იმ მოლეკუ-
ლური და უჯრედული პროცესების იდენტიფიცირებისათვის, რომლებსაც
შეუძლიათ გააძლიერონ ან შეასუსტონ კავშირები ნეირონებს შორის; პროცესები
რომელთა არსებობა ჯერ კიდევ 1894 წელს ივარაუდა ნეირომეცნიერებების პიონერმა,
რამონ ი კახალმა (Kauer and Malenka, 2007). ამ პროცესებს ამჟამად სინაფსურ
პლასტიკურობას უწოდებენ. ეს მიეკუთვნება იმ მოლეკულურ და უჯრედულ
პროცესებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფორმაციის, გამოცდილების და
დასწავლილი პასუხების შენახვას ტვინში.
სინაფსური პლასტიკურობის მოლეკულური მექანიზმების კვლევა პირველად
ჰიპოკამპის გლუტამატურ სინაფსებზე განხორციელდა (Bliss and Lomo, 1973). ეს
მოლეკულური პროცესი განეკუთვნება ე.წ. ხანგრძლივ პოტენციაციას (LTP) და
აღწერს ქცევისა ან ცოდნის კოდირებას ნერვულ კავშირებში მოლეკულური და
უჯრედული ცვლილებებით. სინაფსური პლასტიკურობა ეს აქტიობა-
დამოკიდებული პროცესია, რომელიც საშუალებას აძლევს სინაფსებს გაძლიერდენენ
(LTP) ან დასუსტდნენ (ხანგრძლივი დეპრესია LTD). LTP პროცესია, რომელიც
აძლიერებს კავშირს ორ ნეირონს შორის. LTP-ს ანუ სინაფსური პლასტიკურობის
ყველაზე კარგად შესწავლილი ფორმაა N-მეთილ-D-ასპარტატ რეცეპტორზე
(NMDAR) დამოკიდებული LTP. გლუტამატის პრესინაფსში გამოთავისუფლების
თანამდევი NMDAR აქტივაცია, მაშინ როდესაც პოსტსინაფსური მემებრანა
მნიშვნელოვნადაა დეპოლარიზებული, წარმოადგენს უჯრედშიდა სასიგნალო
კასკადის ტრიგერს, რაც იწვევს α-ამინო-3-ჰიდროქსი-5-მეთილ-4-იზოქაზოლ
პროპიონმჟავას რეცეპტორების (AMPAR) რაოდე- ნობის ზრდას პოსტსინაფსურ

14
მემბრანაში. ეს სასიგნალო კასკადი ნეირონში ასევე წარმოშობს მორფოლოგიურ
ცვლილებებს, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ სინაფსურ პოტენციაციაში
(LTP). ეს ცვლილებები სინაფსში, ინფორმაციის სხვადასხვა ფორმების (იქნება ეს
რაღაც მოვლენის გამოცდილება, თუ დასწავლილი პასუხი), ტვინში კოდირების
საშუალებას იძლევა. პოტენციაციის ამ პროცესს კარგად მიესადაგება გამოთქმა:
„ნეირონები, რომლებიც ერთდროულად განიმუხტებიან, მჭიდროდ არიან
შეკავშირებული“. მოლეკულური მექანიზმი, რომელიც აღწერს NMDAR-
დამოკიდებულ სინაპსურ პლასტიკურობას, მოტანილია სურ.7-ზე. ეს სინაფსური
ცვლილებები ასევე მოიცავს მთელ რიგ ფუნდამენტურ უჯრედულ პროცესებსაც,
როგორიცაა უჯრედშდა სიგნალიზაცია, გენების რეგულირება და ექსპრესია,
ცილების სინთეზი და ტრანსპორტირება, მემბრანის ორგანიზაცია და აგზნებადობა,
ნეირონის მორფოლოგია.

სურ.7 NMDAR-დამოკიდებული ხანგრძლივი პოტენციაცია

ტვინის გლუტამატერგულ ნეირონებში მიმდინარე სინაფსური პლასტიკურობის ძლიერ გამარტივებუ-


ლი დიაგრამა. N-მეთილ-D-ასპარტატ რეცეპტორზე (NMDAR) დამოკიდებული ხანგრძლივი
პოტენციაცია (LTP ) აღინიშნება ტვინის მრავალ უბანზე. ის დამოკიდებულია NMDAR-აქტივაციის
თანაარსებობაზე მემბრანის მნიშვნელოვან დეპოლარიზაციასთან, რომელიც შემდგომში ააქტივებს
უჯრედშიდა სასიგნალო მოლეკულებს, როგორიცაა კალციუმ/კალმოდულინ დამოკიდე-ბული
პროტეინკინაზა II (CaMKII). ეს სასიგნალო მოლეკულები იწვევენ α-ამინო-3-ჰიდროქსი-5-მეთილ-4-

15
იზოქსაზოლ პროპიონმჟავას რეცეპტორების (AMPAR) ჩანერგვას პოსტსინაფსურ მემბრანაში - LTP
ექსპრესიის ძირითადი მექანიზმი. არსებობს სინსფსური პლასტიკურობის სხვა ტიპებიც. ჩვენ მათ არ
განვიხილავთ, მაგრამ ყველა მათგანი მოიცავს სინაფსური და მოლეკულური ცვლილებების მთელ
კომპლექსს, რომელიც ზემოთგანხილულის მსგავსია.

სინაფსური ცვლილებების კავშირი დასწავლასა და მეხსიერებასთან პირველად


აღწერილი იყო ჰიპოკამპის, სხვადასხვა მოვლენების დეტალების ან ფაქტების
დამახსოვრებაზე პასუხიმგებელი უბნის, ნეირონებზე (დეკლარაციული მეხსიერება).
თვლიდნენ, რომ დამოკიდებულება ეს პათოლოგიური დასწავლისა და მეხსიერების
ფორმაა (Kelley, 2004; Hyman, 2005; Hyman et al., 2006). თუმცა აშკარა ხდება, რომ LTP
პლასტიკურობა და ამასთან ერთად LTD პლასტიკურობა, რომელიც იწვევს სინაფსური
ურთიერთკავშირების შესუსტებას, ბაზური მოლეკულური პროცესებია, რომლებიც
ტვინის უმეტეს სინსგსებში აღინიშნება, მეზოლიმბური დამაჯილდოვებელი
სისტემის და ქერქული რეგიონების ჩათვლით. ისინი მონაწილეობენ სხვადასხვა
კოგნიტიურ ფუნქციებთან დაკავშირებული სინაფსების გაძლიერებასა ან
დასუსტებასთან.
სულ უფრო აშკარა ხდება, რომ სინაფსურ პლასტიკურობაში ჩართული
პროცესები, მონაწილეობენ დამოკიდებულების განვითარებასა და შენარჩუნებაში და
უზრუნველყოფენ ნეიროანატომიური ცვლილებების მოლეკულურ მექანიზმებს,
რომლებიც განაპირობებენ დამოკიდებულებისათვის დამახასიათებელ ფსიქოლოგი-
ურ ქცევით მახასიათებლებს, როგორიცაა ლტოლვა, იმპულსების დათრგუნვის
უუნარობა და რეციდივი (Kauer and Malenka, 2007). ხანგრძლივ პოტენციაციასა და
დეპრესიაში მონაწილე მრავალი მოლეკულა, სავარაუდოა მონაწილეობდეს
დამოკიდებულებასთან დაკავშირებულ სინაფსურ პლასტიკურობაში (Kelley, 2004).
NMDAR-ების ბლოკირება ხელს უშლის ადიქტიური ქცევის და სინაფსური
ცვლილებეს ექსპერიმენტულ მოდელებზე ცხოველებში (Kauer and Malenka, 2007).
დამოკიდებულების გამომწვევ ნივთიერებებს შეუძლიათ ჩაერთონ სინაფსურ
პლასტიკურობაში დაჯილდოვებასა და განმტკიცებასთან დაკავშირებულ ნერვულ
წრედებში (Kauer, 2007) მეზოლიმბური დოფამინერგული დამაჯილდოვებელი გზის
სხვადასხვა უბნებში, ვენტროტეგმენტალური უნბისა და მიმდებარე ბირთვის
ჩათვლით. სხვა ლიმბური უბნები, როგორიცაა პრეფრონტალური ქერქი, ასევე
განიცდის ნეიროადაპტაციას, რაც ხელს უწყობს დამოკიდებულების განვითარებას.
სინაფსური პლასტიურობა ვენტროტეგმენტალურ უბანში პასუხისმგებელია
დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებების მოქმედებით აღძრულ მყისიერ
პასუხებზე, ისევე როგორც ხანგრძლივ ადაპტაციებზე VTA-ს დოფამინეგული
ნეირონებით ინერვირებულ უბნებში (Kauer, 2007; Volkow et al., 2000).
უფო ღრმად ფეხგადგმული ადიქტიური ქცევა ნარკოტიკების ქრონიკულ
მოხმარებაზე უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შედეგია იმ პლასტიკური

16
ცვლილებებისა ტვინის ქვედა უბნებში, როგორიცაა მიმდებარე ბირთვი და სხვა
ლიმბური უბნები. სინაფსური პლასტიკურობა ამ უბნებში იწვევს ხანგრძლივი,
მდგრადი ასოციაციების ჩამოყალიბებას ნარკოტიკის განმამტკიცებელ ასპექტებსა და
ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა, შინაგან თუ გარეგან
მინიშნებებს შორის (Calabresi et al., 2007). სწორედ ეს მდგრადი ცვლილებები
განსაზღვრავენ ლტოლვას, ნარკოტიკის მოხმარების მოტივაციას, რეციდივს
ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული ასოციაციებთან შეხებისას და
სტრესის ზეგავლენით. სინაფსური პლასტიკურობის შესწავალა წამალდამოკიდებუ-
ლების დროს, შედარებით ახალი მოვლენაა. დამოკიდებულების შემანარჩუნებელი
მოლეკულური და უჯრედული ცვლილებების იდენტიფიცირება, სავარაუდოდ
შესაძლებლობას მოგვცემს ახალი ტიპის ფარმაკოლოგიური სამკურნალწამლო
საშუალებების შექმნას, რომლებიც შეცვლიან ან შეასუსტებენ ზემოხსენებულ
ცვლილებებს. ეს გაზრდის წამალდამოკიდებულების მკურნალობის და პრევენციის
შესაძლებლობებს (Calabresi et al., 2007). წამალდამოკიდებულების ფსიქოლოგიური
მახასიათებლები და ნეიროანატომიური ცვლილებები რაც განსაზღვრავს მათ, შემდეგ
ქვეთავშია განხილული.

კომპულსია, ლტოლვა და ქცევითი კონტროლი.


უკანასკნელ წლებში, ნეიროვიზუალიზაციური კვლევებით შეისწავლიდნენ
წამალდამოკიდებული პირების ფრონტალური ქერქის სხვადასხვა უბნებს.
განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა ორბიტოფრონტალური ქერქი
(OFC) და წინა ცინგულარული ღარი (aCG), რომლებიც სავარაუდოდ დაკავშირებული
იყო ლტოლვასთან და ნარკოტიკების კომპულსურ მოხმარებასთან, და ნარკოტიკების
მიღებაზე კონტროლის დაკარგვასთან, შესაბამისად (Volkow and Fowler, 2000; Volkow
et al.,2003). ითვლებოდა, რომ ასეთი ქცევა ხშირად განსაზღვრავდა
წამალდამოკიდებუ-ლებას. ორბიტოფრონტალური ქერქი უზრუნველყოფს შინაგან
წარმოადგენებს მოვლენის მიმზიდველობის შესახებ და განსაზღვრავს მის
მნიშვნელობას. ეს საშუალებას აძლევს ინდივიდს შეადაროს სხვადასხვა მიზნების
მიღწევის სავარაუდო შედეგები (Schoenbaum et al., 2006). ცინგულარული ღარი
ჩართულია სამოქმედო იმპულსების შეკავებასთან (Volkow et al., 2004b; Yucel and
Lubman, 2007 ).
ვიზულიზაციურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ დაქვეითებული აქტიობა მიმდებარე
ბირთვში კორელირებს შეცვლილ აქტიობასთან ორბიტოფრონტალურ ქერქსა და
ცინგულარულ ღარში (Goldstein and Volkow, 2002; Volkow et al., 2000; Volkow and Li,
2004). ნარკოტიკებისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებულ მინიშნებებისადმი
ექსპოზიცია მნიშვნელოვნად ზრდის დოფამინურ აქტიობას დამოკიდებულ პირთა

17
ორბიტოფრონტალურ ქერქსა და ცინგულარულ ღარში (იხ. სურ.8). გაძლიერებული
მეტაბოლური აქტიობა ნარკოტიკების აქტიურად მომხმარებელ პირთა ორბიტო-
ფრონტალურ ქერქსა და ცინგულარულ ღარში, გაძლიერებული დოფამინერგული
აქტიობის საპასუხოდ, ნაწილობრივ ხსნის (განმარტავს) ლტოლვას. დამოკიდებულ
პირებს აღენიშნებათ გაძლიერებული აქტიობა ორბიტოფრონტალურ ქერქში
ნარკოტიკებზე მინიშნებებთან, მოხმარების წარსულ გამოცდილებასთან, ან ჩვეულ
ნარკოტიკთან შეხებისას. ორბიტოფრონტალურ ქერქსა და ცინგულარულ ღარში
აქტიობის ხარისხი კორელირებს ლტოლვის სუბიექტურ განცდასთნ (Volkow and
Fowler, 2000; Volkow et al., 2004b; Risinger et al., 2005).
ორბიტოფრონტალერ ქერქში დიფამინური აქტიობის ცვლილებას თან სდევს
აღკვეთის პროცესი (Volkow et al., 1991). მას შემდეგ რაც ნარკოტიკების მომხმარებელი
გაივლის დეტოქსიკაციას, მეტაბოლური აქტიობა ორბიტოფრონტალურ ქერქში
უკიდურესად მაღლიდან უკიდურესდ დაქვეითებულში გადადის. აღკვეთის დროს,
დამოკიდებული პირის კონტაქტი ან მისთვის ჩვეულ ნარკოტიკთან, ან ამ ნარკოტიკ-
თან დაკავშირებულ რომელიმე მინიშნებასთან იწვევს ორბიტოფრონტალურ ქერქში
ჰიპერაქტიურობას, რაც კორელირებს სუბიექტურად განცდილ ლტოლვასთან. ორბი-
ტოფრონტალური ქერქის გააქტივებით გამოწვეული ლტოლვა სავარაუდოდ
ნარკოტიკის მოხმარების კომპულსიაზეა პასუხისმგებელი. ეს ცვლილებები
ორბიტოფრონტალურ ქერქში შესაძლებელია თავშეკავების პერიოდშიც
შენარჩუნდეს, ამით აიხსნება, სავარაუდოდ, ის ფაქტი, რომ ბევრი მომხმარებელი
თავშეკავების პერიოდშიც აღწერს ნარკოტიკის მოხმარების გამუდმებულ
მოთხოვნილებას და რეციდივს ნარკოტიკთნ დაკავშირებული მინიშნებების
საპასუხოდ.

სურ.8 პლასტიკური ცვლილებები და წამალდამოკიდებულების ნეიროანატომია

18
ეს არის წამალდამოკიდებულების ნეიროანატომიის სქემატური დიაგრამაა, რომელიც გამოხატავს
ნარკოტიკების ქრონიკული მოხმარების შედეგად განივითარებულ პლასტიკურ ცვლილებებს, რაც
თავის მხრივ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. (ა) ტვინის საგიტალური ხედი,
რომელიც აღწერს დამოკიდებულების განვითარებისათვის საკვანძოდ მიჩნეულ ოთხ ნერვულ წრედს:
1) ჯილდოსა და სიამოვნების მოლოდინი (წითელი) მოიცავს მიმდებარე ბირთვს (NAcc) და
ვენტრალურ მკრთალ ბირთვს (VP); 2) მეხსიერება და დასწავლა (მეწამული) ხდება ამიგდალასა (Amyg)
და ჰიპოკამპში (HIP); 3) მოტივაცია, დრაივი და მომზიდველობის შეფასება (მწვანე) წარმოებს
ორბიტოფრონტალურ ქერქში (OFC); და 4) კოგნიტიური კონტროლი (ცისფერი), პასუხისმგებელი
ლტოლვის დაბლოკვაზე, ლოკალიზებულია პრეფრონტალურ ქერქში (PFC) და წინა ცინგულარულ
ღარში (aCG). (ბ) წამალდამოკიდებულების ჰიპოთეტური მოდელი. ნარკოტიკების ქრონიკული
მოხმარება ზრდის ნარკოტიკების (წითელი) და მათთან ასოცირებული მინიშნებების (მეწამული)
მიმზიდველობის ხარისხს (მარჯვენა) არადამოკიდებულ ტვინთან შედარებით (მარცხენა), მაშინ
როდესაც აღმასრულებელი კონტროლი დასუსტებულია (ცისფერი) და ასპარეზს უთმობს შეუკავებელ
მოტივაციას (მწვანე). ეს იწვევს ნარკოტიკების განმეორებით მოხმარებას, მიუხედავად შედეგებისა და
თავშეკავების მცდელობისა.

აღმასრულებელი კონტროლი და კოგნიტიური აშლილობა (დარღვევა)


ჩვეულებრივი მოკვდავისათვის, დამოკიდებული პირის მიერ ნარკოტიკების
მოხმარების გაგრძელება მიუხედავად აშკარა ადვერსიული ეფექტებისა, თავისთავად
მიუთითებს დარღვეულ „აღმასრულებელ კონტროლზე“, რაც ნიშნავს მსჯელობის და
გადაწყვეტილებისა და მოქმედების რაციონალიზაციის მოშლას. მიუხედავად ამისა,
მხოლოდ ბოლო პერიოდში მოხდა აღმასრულებელი კონტროლის და კოგნიტიური
გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი ცენტრების წამალდამოკიდებულებას-
თან დაკავშირება (Goldstein and Volkow, 2002; Bechara, 2005; Goldstein et al., 2007).
ნარკოტიკების მიღების გადწყვეტილება მოიცავს არსებული სამიზნეებიდან ერთ-
ერთის შერჩევას. ითვლება რომ, მიზნის დასახვის უნარი, მისი შეფასება და
მოქმედებათა სხვადასხვა თანამიმდევრობის შერჩევა დამოკიდებულია მიზნების
რეპრეზენტაციის შენარჩუნებაზე პრეფრონტალურ ქერქში (PFC) (Roesch and Olson,
2004; Rolls, 2004).
Hyman (2005, 2006) ივარაუდა, რომ პრეფრონტალურ ქერქში ინფორმაციის
განახლების, ახალი სამიზნეების შერჩევის და რომელიმე კონკრეტული ქცევის ან
აზრის კომპულსიური გამეორებისათვის თავის არიდება კონტროლირდება
დოფამინური აქტიობით. არსებობს ვარაუდი, რომ ცვლილებები დოფამინურ
სიგნალიზაციაში ზემოქმედებას ახდენს ჩვენს უნარზე დავისახოთ ახალი მიზნები და
შევარჩიოთ სხვა ქმედებები. როგორც ჩანს ეს დასტურდება დოფამინური
განმუხტვების (პლასტიკური ცვლილებები) კომპიუტერული კვლევებით (Schultz et
al., 1997; Schultz, 2006). ეს საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ
დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებები წარმოქმნიან ძლიერ სიგნალს,
რომელიც არღვევს ნორმალურ, დოფამინდამოკიდებულ დასწავლას
პრეფრონტალურ ქერქში. ბუნებრივი ჯილდოები, შედარებით დაბალი დოფამინური

19
სიგნალიზაციით, ვერ ახერხებენ შეაღწიონ პრეფრონტალურ ქერქში, რაც
მნიშვნელოვანწილად მიმართავს დამოკი-დებული პირის აქტიობას ნარკოტიკის
მიღებისაკენ, ნორმალური ყოველდღიური აქტიობის საპირისპიროდ. ეს ჰიპოთეზა
დასტურდება ნეიროვიზუალიზაციური კვლევებით. მინიშნებები, რომლებიც
განაპირობებენ ნარკოტიკების მისაწვდომობას, იძენენ გაძლიერებული სტიმულის
მნიშვნელობას, მიმდებარე ბირთვში და პრეფრონტალური ქერქში დოფამინის
ჭარბი გამოთავისუფლების გამო. შედეგად, ნარკოტიკების მოპოვებაზე მიმართული
ქცევა, პრეფრონტალურ ქერქზე დოფამინის გავლენით, ძლიერდება (Robbins and
Everitt, 1999; Berke and Hyman, 2000; Berke, 2003).
ნარკოტიკების მოხმარების გაძლიერებულ მოტივაციასთან ერთად,
დამოკიდებულ პირებს აღენიშნებათ კოგნიტიური დარღვევები, რომლებიც
ეწინააღმდეგება ნარკოტიკების მოხმარების შედეგების გაცნობიერებას და
მოხმარებაზე მიმართული იმპულსების დაბლოკვას. ბოლო დროის
ვიზუალიზაციურმა კვლევებმა გამოავლინეს ცვლილებები პრეფრონტალურ ქერქში.
კერძოდ, ცვლილებები დორზოლატერალურ პრეფრონტალურ ქერქსა და წინა
ცინგულარულ ღარში ხელს უშლიან დამოკიდებულ პირს განიხილონ ნარკოტიკების
მოხმარებისგა განსხვავებული ვარიანტები ან დათრგუნონ მათი მოხმარება, ამგვარად
ხანგრძლივდება ნარკოტიკების მოხმარება და გადავადდება თავშეკავების დაწყება.
ნეიროვიზუალიზაციის შედეგებს თანხვდება ნეიროკოგნიტიური ტესტების
მონაცემები, რომლებიც მოწმობენ ყურადღების დეფიციტის და აღმასრულებელი
კოტროლის დაქვეითებას წამალდამოკიდებულ პირებში (Bechara et al., 2001; Goldstein
and Volkow, 2002; Fillmore, 2003; Hester and Garavan, 2004; Bechara, 2005; Goldstein et al.,
2007; Yucel and Lubman, 2007).
ზოგი კომენტატორი ამტკიცებს, რომ ანალიზისა და ბალანსირებული ქცევის უფრო
რაციონალურ კოგნიტიურ პროცესებთან ერთად, გადაწყვეტილების მიღება მოიცავს
აფექტურ და ვისცერალურ პროცესებსაც (Paulus, 2007). მატულობს აქცენტირება
ინტეროცეპციის - საკუთარი სხეულის შეცნობა და შეგრძნება - მნიშვნელობაზე,
გარკვეული აქტიობის არჩევისას (Damasio et al., 2000; Craig, 2002). როგორც ჩანს
ინსულარული ქერქი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხეულის აღქმასა და
შეგრძნებებში, ხოლო წალადამოკიდებული პირის შემთხვევაში, წამყვანია ლტოლვას
შესძლებლობაში დატყვევოს და წარმართოს აზროვნება და მოქმედება. (ამ თემის
შემდგომი განვითარებისათვის იხ. ქვეთავი „სხეულებრივი მოთხოვნილებების
დემონსტრირება“).
2007 წლის ოქტომბერში, ჟურნალ Science სპეციალურ განყოფილებას უძღვნის
გადაწყვეტილების მიღების ნეირობიოლოგიას (Koechlin and Hyafil, 2007; Kording, 2007;
Paulus, 2007; Sanfey, 2007; Stern, 2007), სადაც განიხილება, რომ პიროვნების მიერ
სამოქმედო გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს მთელი რიგი კომპლექსური და
იერარქიული ნერვული პროცესების ერთობლიობას, რომლებიც მოიცავენ მთელს
ტვინს (დაწყებული შუა ტვინის „პრიმიტიული“ უბნებიდან ზედა ქერქულ

20
რეგიონებამდე) (Paulus, 2007). ამაში შედის მთელი რიგი კოგნიტიური პროცესებისა,
მთ შორის: შეფასება და დაგეგმვა; მოტივაცია და პერსონალური უპირატესობები;
ორგანიზმის შინაგანი მდგომარეობა და პასუხი მოვლენებზე (Paulus, 2007). როგორც
ჩანს ნარკოტიკების ქრონიკული მავნედ მოხმარება გავლენას ახდენს უმეტეს, თუ არა
ყველა ამ ფუნქციაზე.

მეხსიერება, დასწავლა და ჩვევები


დასწავლაზე პასუხისმგებელი ტვინის უბნები ასევეა ჩართული დამოკიდე-
ბულების პროცესში (Everitt and Robbins, 2005). წამალდამოკიდებულება მოიცავს
ახალი ჩვევების დასწავლას, ასე რომ გასაკვირი არაა, ცვლილებები ჩვეული ქცევის
სწავლასა (ანუ პირობითი პასუხი) და მეხსიერებაზე პასუხისმგებელ ნერვულ გზებში,
ჩართულია დამოკიდებულების განვითარების პროცესში. ნეირონული კომპლექსები,
რომლებიც ჩართულია ჩვევების ჩამოყალიბებაში, წარმოადგენს მეზოლიმბურ გზას,
რეგიონი რომელიც მოიცავს: მიმდებარე ბირთვს, ამიგდალას, ჰიპოკამპს და ზოლიან
სხელს (კუდიანი ბირთვი და ჩენჩო). მეხსიერების ეს სისტემები ჩართულია: პირობით
მასტიმულირებელ (მაკონდიცირებელ) სწავლაში (მიმდებარე ბირთვი და ამიგდალა);
ჩვევების გამომუშავება (კუდიანი ბირთვი და ჩენჩო); დეკლარატიული მეხსიერება
(ჰიპოკამპი).
როგორც ზემოთაა ნათქვამი, ნარკოტიკთან დაკავშირებული მინიშნებები,
თავშეკავების პერიოდში მყოფ დამოკიდებულ პირებში აღძრავენ ქრეივინგს და
რეციდივის გამშვებს წარმოადგენენ (O’Brien et al., 1998). ცხოველებზე ჩატარებულ
ცდებში, როგორც პავლოვისეული პირობითი სტიმულირება ადასტურებს, მაკონდი-
ცირებელი სტიმულისადმი ერთჯერადი ექსპოზოციაც კი საკმარისია ხანგრძლივი
აბსტინენციის მდგომარეობაში მყოფ ცხოველებში ადიქტიური ქცევის განსაახლებ-
ლად (Gold and Koob, 1989). კერძოდ, ლიმბური სისტემის უბნებს, უპირველეს ყოვლის
ამიგდალას და ჰიპიკამპს, როგორც ჩანს კრიტიკული მნიშვნელობა აქვთ
ნარკოტიკებთან დაკავშირებული სტიმულების შეფასების, კონსოლიდაციისა და
გამოვლინებისათვის, რაც იწვევს რეციდივის დადგომას (Weiss et al., 2000; See, 2005).
ეს კვლევა გვიჩვენებს, რომ ცვლილებები ტვინის ფუნქციონირებაში იწვევენ ჩვევების
ჩამოყალიბებას და განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებენ მინიშნებებს და
ნარკოტიკის მოხმარების კონტექსტს. ამ ნასწავლმა ასოციაციებმა, შემდგომში
შეიძლება განსაზღვრონ ლტოლვასადმი დამახასიათებელი შინაგანი მდგომარეობა,
რაც ახანრძლივებს დამოკიდებულებას და იწვევს რეციდივს.

სხეულებრივი მოთხოვნილებების დემონსტრირება


უნარი წარმოადგინოს სხეულის შინაგანი მდგომარეობა, ანუ ინტეროცეპცია,
მნიშვნელოვანია ორგანიზმის მიერ ჰომეოსტაზის შენარჩუნებისათვის - პროცესი,
რომელიც აჩერებს სხეულის ფუნქციონირებას სტაბილურ, ზოგადად პროდუქტიულ
მდგომარეობაში (Damasio, 1999). ინტეროცეპცია ასევე კრიტიკულია ჩვენს მიერ

21
გაკეთებული არჩევანის ფორმირების ან მასზე ზეგავლენისათვის (Damasio et al., 2000;
Craig, 2002). ის მნიშვნელოვანია წარმოდგენისათვის, თუ მოცემულ სიტუაციაში
ინდივიდს რა ესაჭიროება სხეულებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად
(Paulus, 2007). ამ მდგომარეობებს ხშირად „აფექტურ მდგომარეობებს“ უწოდებენ,
ვინაიდან ისინი ჩვენზე გავლენას ახდენენ და ასევე ემოციურ მდგომარეობებადაც
მიიჩნევიან.
ინსულა (კუნძული) - ქერქის უბანი ფრონტალური, ტემპორალური და
პარიეტალური წილების კვეთაზე - რომელიც ამ პროცესებშია ჩართული. ინსულა
იმპულსაციას ღებულობს ქერქიდან და თალამუსიდან, რაც წარმოადგენს
ინფორმაციას სხეულის ემოციური და ჰომეოსტატური მდგომარეობის შესახებ.
გარდა ამისა ინსულას პროექციები აკავშირებს ქერქის სხვადასხვა რეგიონებთან,
სენსორული და ასოციაციური ქერქის ჩათვლით, მნიშვნელოვნად
ორბიტოფრონტალურ ქერქთან და წინა ცინგულარულ ღართან, ტვინის ღეროსა და
ლიმბურ სისტემასთან, ამიგდალას, ჰიპოთალამუსის, მიმდებარე ბირთვისა და
სტრიატუმის ჩათვლით. ეს მჭიდრო კავშირები საშუალებას აძლევენ ინსულას
ერთმანეთთან დააკავშიროს ინფორმაცია სხეულიდან, ემოციური ცენტრებიდან და
ცნობიერი შეგრძნებები ქერქული უბნებიდან. ინსულა ჩართულია სხეულის
ფიზიოლოგიური მდგომარეობის ცნობიერ პერცეპციაში (აღქმაში). ის აწვდის
ინფორმაციას პრეფრონტალურ ქერქს სამოქმედო გადაწყვეტილების მისაღებად
(Everitt and Robbins, 2005) და გარდა ამისა გარკვეულ როლს თამაშობს ემოციებსა და
ავტონომურ პასუხებში.
თუ გავითვალისწინებთ ამ ფუნქციების როლს წამალდამოკიდებულების
განვითარებაში, გასაკვირი არ იქნება, რომ ინსულა ასე მნიშვნელოვანია
დამოკიდებულებისათვის (Contreras et al., 2007). კვლევები ცხოველებზე
გვაფიქრებინებს, რომ ინსულა შესაძლებელია წარმოსდგენდეს სხეულის შინაგან
მდგომარეობას, როგორიცაა ლტოლვა, აღკვეთა, ან ნარკოტიკის მიღების სურვილი,
რომელიც ნარკოტიკთან დაკავშირებულმა მინიშნებებმა წარმოშვა (Kilts et al., 2001;
Bonson et al., 2002). ინსულარული ქერქის როლი ლტოლვასთან დაკავშირებულ
გამოცდილებაში კარგად ჩანს ნეიროვიზუალიზაციური კვლევებიდან, სადაც
ნაჩვენების რომ ინსულა აქტიურია წამალდამოკიდებულ პირებში მინიშნებებით
აღძრული ლტოლვის დროს და მისი აქტივობა კორელირებს ნარკოტიკიდსადმი
ლტოლვის სუბიექტურ აღქმაში (Contreras et al., 2007).
ნარკოტიკების მიმართ სხეულის პასუხის ცნობერი ან შეგნებული გამოცდი-
ლება კრიტიკულია ადიქტიური ქცევის შესანარჩუნებლად. ნარკოტიკებისადმი
ლტოლვის გამოცდილება დამოკიდებულ პირებში ნარკოტიკების მოხმარების
პოტენციურ მოტივატორს წარმოადგენს. ინსულას ინაქტივაცია ვირთაგვებში ხელს
უშლის ნარკოტიკების მოხმარებას (Contreras et al., 2007). ბოლოდროინდელმა
კვლევებმა აჩვენა, რომ ინდივიდებს დაზიანებებით ინსულარულ ქერქში უფრო
ადვილად ანებებდნენ თავს თამბაქოს წევას და არ აღეიშნებოდათ რეციდივი (Naqvi et
al., 2007). დაზიანებები ინსულარულ ქერქში არ ზრდიან მოხმარების შეწყვეტის

22
ალბათობას, თუმცა აადვილებენ ამ პროცესს მათთვის ვინც ასეთი გადაწყვეტილება
მიიღო და ამცირებენ მოწევის სურვილს. ინტეროცეპციის მნიშვნელობა ჩვენი
აჩევანისათვის და ისულარული ქერქის როლი ამ პროცესში, კერძოდ
წამალდამოკიდებულების დროს, ნეირომეცნიერებაში სულ უფრო მეტ ყურადღებას
იპყრობს. რაც შესაძლებლობას მისცემს კლინიცისტებს ახალი ფსიქოთერაპიული
მიდგომების შემუშვაბაში და დაეხმარება მათ შემეცნებაში ამ ცვლილებების
გადალახვაში.

სტრესი და ნარკოტიკების მოხმარება


წამალდამოკიდებულ პირებზე ჩატარებულმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ
სტრესი რეციდივის განსაკუთრებით მძლავრი ტრიგერია (Koob, 1999). სტრესის
შემცველი მოვლენები, განსაკუთრებით როდესაც რეგულარულად ჩნდება, ზრდის
ნეგატიურ ეფექტს და ამგვარად მეტი ალბათობაა თავშეკავების მდგომარეობაში მყოფ
დამოკიდებულ პირს რეციდივი დაუდგეს. ნარკოტიკების ქრონიკული მოხმარება
წარმოშობს ნეორიადაპტაციურ ცვლილებებს „ანტი-დამაჯილდოვებელ“ ნერვულ
გზაში, რომელიც ჰიპოთალამო-პიტუიტარულ-ადრენალურ (HPA) ღერძს და
ნეიროპეპტიდს, კორტიკოტროპინ რილიზინგ ფაქტორს (CRF) (Koob and Le Moal,
2005). პირებს აღკვეთის მწვავე ფაზაში აღენიშნებათ CRF გაძლიერებული აქტიობა
HPA ღერძში და ლიმბურ სისტემაში და ნორადრენალინისა და დინორფინის
გაძლიერებული გამოყოფა. ყველა ჩამოთვლილი ასოცირდება ნარკოტიკების
მოხმარების რეციდივთან. ნაჩვენებია, რომ CRF რეცეპტორების ანტაგონისტები
აქვეითებენ ნატკოტიკების წარბ მოხმარებას (Koob and Le Moal, 2005).
სტრესი და სტრესული ფაქტორი პირდაპირ გავლენას ახდენენ ბუნებრივ
დამაჯილდოვებენ გზაზე, რაც მომხმარებელს დამოკიდებულების განვითარების
მიმართ მოწყვლადს ხდის. როგორც მწვავე, ისე ქრონიკული სტრესი მოქმედებს
დოფამინერგულ დამაჯილდოვებელ გზაზე და მათ მიერ დროში განვითარებული
ეფექტი საკმაოდ განსხვავებულია. მწვავე სტრესი იწვევს დოფამინის გაძლიერებულ
გამოყოფას დამაჯილდოვებელ ნერვულ გზაში (Marinelli and Piazza, 2002).
მეზოლიმბურ სისტემაში დოფამინის რაოდენობის სწრაფი ზრდა დამოკიდებულ
პირში შეიძლება ნარკოტიკების მოძიების მოტივი გახდეს, რაც თავის მხრივ
რეციდივის დადგომას შეუწყობს ხელს (Marinelli and Piazza, 2002).
მაშინ როდესაც, ქრონიკული სტრესი იწვევს ჰორმონის გამოყოფას, რომელიც
აადვილებს დოფამინის გამოთავისუფლებას მიმდებარე ბირთვში (Stamford et al.,
1991), სტრესული ჰორმონის, და შესაბამისად დოფამინის რაოდენობის
რეგულარული ზრდა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იწვევს
დამაჯილდოვებელი ნერვული გზის სენსიტიზაციას (Marinelli and Piazza, 2002).
ქრონიკული სტრესი იწვევს ნეიროადაპტაციური პროცესის განვითარებას
დამაჯილდოვებელ სისტემაში, რაც დოფამინერგული აქტიობის დათრგუნვის
მიზეზი ხდება და აქვეითებს მგრძნობელობას ნორმალური ჯილდოების მიმართ.
ითვლება, რომ ნეიროადაპტაცია ქრონიკული სტრესის მიმართ იწვევს

23
დოფამინერგული რეცეპტორების რაოდენობის შემცირებას. ამ ნეიროადაპტაციას
აგრეთვე მივყავართ ანჰედონიასთან, ანუ სიამოვნების განცდის უნარის
დაკარგვასთან. დამაჯილდოვებეი ნერვული გზის სენსიტიზაცია, სტრესის
მდგომარეობაში მყოფ ყოფილ დამოკიდებულ პირებს დამოკიდებულების
გამომწვევი ნივთიერებების მიმართ უფრო მგრძნობიარეს ხდის და ამდენა უფრო
მოწყლვადსაც დამოკიდებულების განვითარების მიმართ, თუ ისინი ამ
ნივთიერებებს მოიხმარენ (Marinelli and Piazza, 2002). სენსიტიზაცია შეიძლება
გაგრძელდეს მას შემდეგაც, რაც სტრესი ალაგდება. გენეტიკურად განპირობებული
მომატებული მგრძნობელობა სტრესის მიმართ, ან შფოთვა, ინდივიდებს სტრესული
ეფექტების მიმართ უფრო მგრძნობიარეს ხდის და, შესაბამისად, უფრო მოწყლვადსაც
დამოკიდბულების განვითარებისადმი.

24

You might also like