You are on page 1of 7

მესამე და მეოთხე ლექცია

ალკოჰოლიზმი

კვლევებით დადგენილია მამაკაცებისათვის სმის „დაბალი-რისკის“ მაჩვენებელი და


შეადგენს არაუმეტეს 4-ჭიქისა ცალკეულ დღეს და არაუმეტეს 14-ჭიქისა კვირაში.
ქალებისათვის სმის „დაბალი-რისკის“ მაჩვენებელს შეადგენს არაუმეტეს 3-ჭიქისა
ცალკეულ დღეს და არაუმეტეს 7-ჭიქისა კვირაში.

ინდივიდები რომლებმაც საერთოდ უნდა შეიკავონ თავი ალკოჰოლზე არიან პირები


რომლებიც გეგმავენ ავტომობილის მართვას ან მოწყობილობების გამოყენებას. ფეხმძიმე
პირები, ღებულობენ წამლებს, რომლებიც რეაქციაში შედის ალკოჰოლთან;
ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა აქვთ, რომელიც შესაძლოა დამძიმდეს
ალკოჰოლის გამოყენებით.

ეთანოლის ფორმულაა C2H5OH, მოლეკულური მასით - 46.069, უფერო, სპეციფიკური


მწველი სუნის მქონე სითხეა

ალკოჰოლის ეფექტები თავის ტვინზე

თავის ტვინი წარმოადგენს რთული კავშირების დახლართულ ლაბირინთს, რომელიც


უზრუნველყოფს ჩვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური პროცესების შეუფერხებლად
განხორციელებას. ერთ-ერთი ამ კავშირის დარღვევამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს
იმაზე თუ როგორ მუშაობს ტვინი.

ტვინის მრავლობითი სისტემები კავშირს ამყარებს ერთმანეთთან ნერვული უჯრედების


საშუალებით, რომლებსაც ნეირონებს უწოდებენ. ტვინში ნეირონები ინფორმაციას
გარდაქმნიან/გადათარგმნიან ელექტრულ ან ქიმიურ სიგნალად რომელთა აღქმაც/გაგება
შეუძლია თავის ტვინს. ისინი, ასევე აგზავნიან ბრძანებებს სხეულის დანარჩენი
ნაწილებისკენ.

ქიმიურ ნივთიერებებს ე.წ. ნეიროტრანსმიტერებს გადააქვთ ინფორმაცია ნეირონებს


შორის. ნეიროტრანსმიტერებმა იმისდა მიხედვით თუ რომელი ტიპისაა და რა
რაოდენობით შესაძლოა ან გააძლიეროს ან შეასუსტოს თქვენი ორგანიზმის პასუხები,
შეგრძნებები და გუნება-განწობა.

ტვინის მუშაობის შედეგად ხდება მოქმედების დამაჩქარებელი და შემანელებელი


ნეიროტრანსმიტერების მოქმედების დაბალანსება, რითაც უზრუნველყოფს ორგანიზმის
მოქმედებას ნორმალურ დონეზე. ალკოჰოლს შეუძლია შეანელოს თავის ტვინში
ნეიროტრანსმიტერების კომუნიკაციის ტემპი.

ცვლილებები თავის ტვინში


მკვლევრები მუდმივად აღმოაჩენენ სულ უფრო და უფრო მეტს იმის შესახებ თუ
როგორ აფერხებს ალკოჰოლი ტვინის გზებს შორის კომუნიკაციას და ცვლის ტვინის
სტრუქტურას, რასაც შედეგად მოჰყვება ცვლილებები ქცევაში და ფუნქციონირებაში.
კვლევის სხვადასხვა მეთოდები აფართოებს ჩვენს ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით:
ტვინის გამოსახვა - გამოსახვის სხვადასხვა მეთოდი, სტრუქტურული მაგნიტურ-
რეზონანსული გამოსახვა (MRI), ფუნქციურ მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა (fMRI),
დიფუზიურ-ტენზორული გამოსახვა (DTI) და პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია
(PET), გამოიყენება ტვინის სურათების მისაღებად. MRI და DTI გამოიყენება ტვინის
სტრუქტურის გამოსახულების მისაღებად, ანუ როგორ გამოიყურება ტვინი. fMRI
სწავლობს ტვინის ფუნქციებს, ანუ როგორ განახორციელებს მათ. მისი გამოყენებით
შესაძლებელია აღმოვაჩინოთ ცვლილებები ტვინის აქტივობაში.

PET-ით სკანირების შედეგად შეგვიძლია შევისწავლოთ ნეიროტრანსმიტერების


ფუნქციონირება. გამოსახვის ყველა მეთოდი არის მძლავრი მეთოდები რათა
განსაზღვრულ იქნეს ცვლილებები ალკოჰოლიკის თავის ტვინში. მაგალითად, მათი
გამოყენების შედეგად შეგვიძლია ვნახოთ თუ როგორ იცვლება თავის ტვინი
დაუყოვნებლივ დალევის შეწყვეტისთანავე, და ხანგრძლივი თავშეკავების პერიოდის
შემდგომ შესაძლო რელაპსის განვითარებისას.

კვლევები ცხოველების გამოყენებით

ტვინის გამოსახვისა და ფსიქოლოგიური ტესტების გამოყენებით მკვლევრებმა


მოახდინეს ალკოჰოლის ეფექტებისადმი ტვინის ყველაზე მეტად მოწყვლადი უბნების
იდენტიფიცირება.

ნათხემი - ტვინის ეს უბანი აკონტროლებს მოძრაობის კოორდინაციას. ნათხემის


დაზიანებას მოყვება წონასწორობის დაკარგვა და ბორძიკით სიარული, აგრეთვე
მოქმედებს კოგნიტურ ფუნქციებზე, როგორიცაა მეხსიერება და ემოციურ რეაქციებზე.

ლიმბური სისტემა - ტვინის სტრუქტურების ეს კომპლექსი აკონტროლებს სხავდასხვა


ამოცანის შესრულებას მეხსიერებისა და ემოციების ჩათვლით. ამ უბნის დაზიანება
არღვევს აღნიშნულ ფუნქციებს.

თავის ტვინის ქერქი - ჩვენი ფიქრის, დაგეგმვის, გონივრული მოქმედებისა და


სოციალური ურთიერთობების უნარები დამოკიდებულია ტვინის სწორედ ამ უბანზე.
გარდა ამისა, ტვინის ეს უბანი აკავშირებს თავის ტვინს ნერვული სისტემის სხვა
ნაწილებთან. ამ უბნის დაზიანების ან ცვლილებების შედეგად ადამიანს უქვეითდება
პრობლემების გადაწყვეტის, დამახსოვრებისა და სწავლის უნარები.

ალკოჰოლის “მძიმედ” მოხმარება ცვლის ნეიროტრანსმიტერების ნატიფ ბალანსს.


ალკოჰოლის გამოყენების შედეგად ხდება ნეიროტრანსმიტერებით ინფორმაციის
გადაცემის შენელება, ამის შედეგად თქვენ გრძნობთ თვლემას. ნეიროტრანსმიტერების
ბალანსის დარღვევა, რომელიც უკავშირდება ალკოჰოლს, განაპირობებს გუნება-
განწყობისა და ქცევით ცვლილებებს, მათ რიცხვში დეპრესიას, მღელვარებას,
მეხსიერების დაკარგვას და კრუნჩხვებსაც კი.

ხანგრძლივად ალკოჰოლის “მძიმედ” მოხმარება იწვევს ცვლილებებს ნეირონებში,


როგორიცაა მაგალითად ტვინის უჯრედების ზომის შემცირება. ამ და სხვა
ცვლილებების შედეგად ტვინის მასა იჭმუხნება და მისი შიდა ღრუ იზრდება. ამ
ცვლილებებს გავლენა აქვთ მოტორული კოორდინაციის, ტემპერატურის რეგულაციის,
ძილის, გუნება-განწყობის და სხვადასხვა კოგნიტური ფუნქციების.

ერთ-ერთ ნეიროტრანსმიტერს, რომელიც განსაკუთრებით მგრძნობიარეა მცირე დოზით


ალკოჰოლის მიმართაც კი ეწოდება გლუტამატი. სხვა ფუნქციებთან ერთად გლუტამატი
მოქმედებს მეხსიერებაზე. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ალკოჰოლს გავლენა აქვს
გლუტამატის მოქმედებაზე და შესაძლოა სწორედ ეს იწვევდეს ზოგიერთ ადამიანში
დროებით გონების დაბინდვას, ან დავიწყებას იმისა თუ რა მოხდა “მძიმედ” სმის
განმავლობაში წინა ღამეს.

ალკოჰოლი ასევე იწვევს სეროტონინის გამოყოფის გაძლიერებას, ნეიროტრანსმიტერის,


რომელიც გვეხმარება ვარეგულიროთ ჩვენი ემოციური გამოხატვა და ენდორფინების,
რომლებიც წარმოადგენენ ბუნებრივ ნივთიერებებს, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ
რელაქსაცია და ეიფორია ინტოქსიკაციის დადგომის თანავე.

დღეისათვის მეცნიერებმა იციან, რომ ტვინი ცდილობს ამ დარღვევების კომპენსირება


მოახდინოს. ნეიროტრანსმიტერები ადაპტირდება იმისათვის, რომ შეიქმნას ბალანსი
მიუხედავად იმისა მიღებულია თუ არა ალკოჰოლი. თუმცა ასეთ ადაპტაციებს
ახასიათებს უარყოფითი შედეგები, რომელთა რიცხვშიც შედის ალკოჰოლისადმი
ტოლერანტობა, ალკოჰოლზე დამოკიდებულება, ალკოჰოლის აღკვეთის სიმპტომების
განცდა.

სხვადასხვა ადამიანი რეაგირებს განსხვავებულად ალკოჰოლზე. რაც გამოწვეულია


იმით, რომ მთელ რიგ ფაქტორებს შეუძლია გავლენა მოახდინოს ალკოჰოლის მიღებაზე
თქვენი ტვინის პასუხზე. ამ ფაქტორებში შედის

1. რამდენს და რამდენად ხშირად


2. თქვენი გენეტიკური ფონი და ოჯახში ალკოჰოლიზმის ისტორია
3. ფიზიკური ჯანმრთელობა

ალკოჰოლით გამოწვეული ღვიძლის დაავადება იწვევს არამარტო ღვიძლის დაზიანებას


არამედ აზიანებს ტვინსაც. ღვიძლი შლის ალკოჰოლს და მისი დაშლით წარმოქმნილ
ტოქსიკურ ნივთიერებებს. ამ პროცესში ამ ნივთიერებებს შეუძლია დააზიანოს ღვიძლის
უჯრედები. დაზიანებული ღვიძლის უჯრედები ვეღარ ფუნქციონირებენ და ამავე დროს
საშუალებას აძლევს ამ ტოქსიკურ ნივთიერებებს, ამონიუმსა და მაგნიუმს, მოხვდეს
თავის ტვინში. ეს ნივთიერებები განაპირობებს ტვინის უჯრედების დაზიანებას, რაც
იწვევს სერიოზულ და შესაძლოა ფატალურ ტვინის დაავადებასაც კი, რომელსაც
უწოდებენ ღვიძლის ენცეფალოპატიას.

ღვიძლის ენცეფალოპატია იწვევს მთელ რიგ ჯანმრთელობის პრობლემებს დაწყებული


ნაკლებად მძიმედან და დამთავრებული ფატალურით. აღნიშნულ პრობლემებში შედის:

• ძილის დარღვევები

• გუნება-განწყობისა და პიროვნული ცვლილებები

• შფოთვა

• დეპრესია

• ყურადღების კონცენტრირების უნარის დაქვეითება

• კოორდინაციის პრობლემები, მათ რიცხვში ასტერიქსი, რასაც თან ახლავს


ხელების ტრემორი

• კომა

• სიკვდილი

ექიმები ღვიძლის ენცეფალოპატიას მკურნალობენ იმ ნაერთების გამოყენებით,


რომლებიც ამცირებს სისხლში ამონიუმს და ხელსაწყოების გამოყენებით, რომლებიც
ხელს უწყობს ტოქსინების შემცირებას სისხლში. ღვიძლის ენცეფალოპატიით
დაავადებული ზოგიერთი პაციენტისათვის საჭირო ხდება ღვიძლის ტრანსპლანტაცია,
რაც ზოგადად აუმჯობესებს ტვინის მდგომარეობას.

ფეტალური ალკოჰოლური სპექტრის დარღვევები

ამ დარღვევებიდან ყველაზე სერიოზულია ფეტალური ალკოჰოლური სინდრომი,


რომელსაც ახასიათებს არანორმალური სახის ნაკვთები და ჩვეულებრივ უკავშირდება
ტვინის ფუნქციონირების მნიშვნელოვნად დაქვეითებას. ფეტალური ალკოჰოლური
სინდრომი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრევენცირებად
თანდაყოლილ დეფქტს აშშ-ში და უკავშირდება მენტალურ და ქცევით დარღვევებს.

ფეტალური ალკოჰოლური სინდრომით დაავადებული ბავშვების თავის ტვინი


ნორმალურთან შედარებით პატარა ზომისაა და შეიცავს შედარებით ნაკლები
რაოდენობით უჯრედებს, მათ რიცხვში ნეირონებს. რაც შედეგად იწვევს მთელი
სიცოცხლის მანძილზე დასწავლისა და ქცევით პრობლემებს.

ალკოჰოლის ეფექტები გულზე


ადამიანის კარდიოვასკულარული სისტემა შედგება გულის, სისხლძარღვების და
სისხლისაგან. ეს სისტემა მუდმივად მუშაობს - ადამიანის სიცოცხლის ყოველ წამს -
რათა უჯრედებს მიაწოდოს ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები და მოაშოროს მათ
ნახშირორჟანგი და მეტაბოლიზმის პროდუქტები.

ალკოჰოლური კარდიომიოპათია - ალკოჰოლის ხანგრძლივად და მძიმედ მოხმარება


ასუსტებს გულის კუნთს, რაც განაპირობებს მდგომარეობის განვითარებას, რომელსაც
უწოდებენ ალკოჰოლურ კარდიომიოპათიას. დასუსტებული გული იზრდება და ვეღარ
იკუმშება ეფექტურად. ამის შედეგად ის ვეღარ გადატუმბავს საკმარისი რაოდენობით
სისხლს რათა ნორმალურად უზრუნველყოს ორგანოების კვება. კარდიომოიპათიის
სიმპტომებს რიგ შემთხვევებში შეუძლია გამოიწვიოს ორგანოებისა და ქსოვილების
მნიშვნელოვანი დაზიანება. ამავე დროს, იწვევს სუნთქვის გახშირებასა და სხვა
დარღვევებს, კიდურებისა და ტერფების შეშუპებას, არარეგულარულ გულისცემას. ის,
ასევე იწვევს გულის უკმარისობასაც.

მოციმციმე არითმია - ამ ფორმის არითმიის დროს წინაგულები თრთის მაგრამ არ


იკუმშება. ამ შემთხვევაში სისხლი გუბდება და შედედდება. იმისდა მიხედვით თუ საით
გადადის ასეთი სისხლი შესაძლოა გამოიწვიოს ინსულტი თუ ტვინში მოხვდება და
განაპირობებს ემბოლიას ფილტვებში მოხვედრისას.

პარკუჭოვანი ტაქიკარდია - არითმიის ეს ფორმა ყალიბდება გულის პარკუჭებში.


ალკოჰოლით გამოწვეული პარკუჭების დაზიანების შედეგად აგზნების ელექტრული
იმპულსი ბრუნავს პარკუჭებში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, რაც განაპირობებს
ძალიან ხშირ შეკუმშვებს. ამის შედეგად პარკუჭები ვერ ივსება სისხლით და
შესაბამისად ვერ აწვდის საკმარისი რაოდენობით სისხლს სხვა ორგანოებს. პარკუჭოვანი
ტაქიკარდია იწვევს თავბრუსხვევას, ცნობიერების დაკარგვას, გულის გაჩერებას და
უეცარ სიკვდილსაც კი.

ალკოჰოლის ეფექტები ღვიძლზე

ღვიძლის დაავადებები წარმოადგენს ავადობისა და სიკვდილიანობის ერთ-ერთ


ყველაზე ხშირ მიზეზს. მაგალითად, 2 მილიონზე მეტი ამერიკელი იტანჯება
ალკოჰილით გამოწვეული ღვიძლის დაავადებით.

ადამიანის ღვიძლი ძალიან ინტენსიურად მუშაობს რათა უზრუნველყოს ორგანიზმის


პროდუქტიულობა და ჯანმრთელობა. მასში არის დამარაგებული ენერგია და საყუათო
ნივთიერებები. ის წარმოქმნის ცილებსა და ფერმენტებს, რომლებსაც იყენებს ორგანიზმი
და იცავს მას დაავადებებისაგან. ის აგრეთვე, ათავისუფლებს ორგანიზმს საზიანო
ნივთიერებებისაგან, ალკოჰოლის ჩათვლით.

რადგანაც ღვიძლი ასრულებს არსებით როლს ალკოჰოლის დეტოქსიკაციაში, იგი


თავადვე ძალიან მოწყვლადია ჭარბად ალკოჰოლის გამოყენებისას დაზიანებებისადმი.
მძიმე სმა - მხოლოდ რამდენიმე დღითაც კი იწვევს ცხიმის დაგროვებას ღვიძლში. ამ
მდგომარეობას უწოდებენ სტეატოზს, ან გაცხიმოვნებულ ღვიძლს, რაც განიხილება,
როგორც ალკოჰოლიკებში ღვიძლის დაავადების ყველაზე უფრო ადრეული სტადია და
წარმოადგენს ალკოჰოლით გამოწვეულ ყველაზე უფრო გავრცელებულ ღვიძლის
დაავადებას. გაცხიმოვნება ართულებს ღვიძლის ნორმალურ ფუნქციონირებას და
ადვილად ვითარდება ისეთი სახიფათო ანთებითი დაავადება, როგორცაა
ალკოჰოლური ჰეპატიტი.

რიგ შემთხვევებში ალკოჰოლური ჰეპატიტის დროს არ აღინიშნება გამოხატული


სიმპტომები. სხვებში კი იწვევს ტემპერატურის მატებას, გულისრევას, უმადობას,
აბდომინალურ ტკივილს, გონების დაბინდვას. ალკოჰოლური ჰეპატიტი სახიფათოდ
ადიდებს ღვიძლს და იწვევს სიყვითლეს, გაძლიერებულ სისხლდენას და შედედების
დაქვეითებას.

ღვიძლის სხვა დარღვევა, რომელიც უკავშირდება „მძიმედ“ სმას არის ფიბროზი,


რომელსაც ახლავს ნაწიბურების გაჩენა ღვიძლში. ალკოჰოლი ცვლის იმ ნივთიერებების
მოქმედებას, რომლებიც საჭიროა ამ ნაწიბურებიანი ქსოვილის მოსაცილებლად. იმ
შემთხვევაში თუ ადამიანი აგრძელებს სმას ეს ნაწიბურებიანი ქსოვილი გროვდება და
ყალიბდება ციროზი, რომელიც თანათანობით იწვევს ღვიძლის მწყობრიდან
გამოსვლას.

ციროზი ხელს უშლის ღვიძლს კრიტიკული მნიშვნელობის ფუნქციების


განხორციელებაში, როგორიცაა ინფექციებთან შებრძოლება, სისხლიდან საზიანო
ნივთიერებების მოცილება და საყუათო ნივთიერებების შეწოვა. ციროზმა შესაძლოა
გამოიწვიოს მთელი რიგი დარღვევებისა: სიყვითლე, 2 ტიპის დიაბეტი და შესაძლოა
ღვიძლის სიმსივნეც კი.

ეფექტები პანკრეასზე

პანკრეასი ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს საჭმლის მონელებაში და ორგანიზმის


ენერგიით უზრუნველყოფაში. ის ამავე დროს წარმოქმნის ჰორმონებს ინსულინსა და
გლუკაგონს, რომლებიც არეგულირებენ გლუკოზის უტილიზაციას, რომელიც
წარმოადგენს ენერგიის უმთავრეს წყაროს ორგანიზმისათვის.

ანთებითი პროცესი, რომელსაც ეწოდება პანკრეატიტი ორი ფორმისაა: მწვავე და


ქრონიკული.

მწვავე პანკერატიტის სიმპტომებია: აბდომინალური ტკივილი, რომელიც გადადის


გადადის ზურგზეც, პირღებინება, ტემპერატურის მატება, გულისცემის გახშირება,
დიარეა, ოფლიანობა.
ქრონიკული პანკრეატიტის შემთხვევაშიც ვლინდება ეს სიმპტომები, ასევე პანკრეასის
ფუნქციებისა და მონელების მნიშვნელოვნად დაქვეითება, სისხლში შაქრის
შემცველობის პრობლემები. რაც განაპირობებს პანკრეასის დაზიანებას და შედეგად
დიაბეტის განვითარებასა და ხშირ შემთხვევებში სიკვდილსაც კი.

ალკოჰოლის გავლენა იმუნურ სისტემაზე

ჩვენი იმუნური სისტემა შესაძლოა შევადაროთ ერთგვარ „ჯარს“, რომელიც გამუდმებით


იცავს ჩვენს ორგანიზმს ინფექციებისა და დაავადებებისაგან. კანი და ლორწოვანი გარსი,
რომლითაც ამოფენილია სუნთვისა და საჭმლისმომნელებელი ტრაქტი ხელს უშლის
ბაქტერიების ჩვენს ორგანიზმში შემოჭრასა და დარჩენას. იმ შემთხვევაში თუ უცხო
სხეულები მაინც შემოიჭრება ამ ბარიერების მიუხედავად ორგანიზმში იმუნური
სისტემა ამას ეწინააღმდეგება ორი დამცავი მაქანიზმით: თანდაყოლილი და
ადაპტაციური.

თანდაყოლილს განეკუთვნება: სისხლის თეთრი უჯრედები, ნატურალური ქილერები,


ციტოკინები. ადაპტაციურია: T და B ლიმფოციტები, და ანტისხეულები.

სიმსივნეების განვითარების რისკი

ჰორმონები შესაძლოა იყოს ერთ-ერთი რგოლი ალკოჰოლსა და მკერდის სიმსივნეს


შორის. ალკოჰოლს შეუძლია გარკვეული ჰორმონების გამოყოფის გაძლიერება, მათ
რიცხვშია ესტროგენი. ჭარბი რაოდენობით ესტროგენის გამოყოფა შესაძლოა გახდეს
მკერდის სიმსივნის მიზეზი. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით ნაჩვენებია, რომ
უჯრედები აკლოჰოლის მოლეკულის დასაშლელად ცდილობს გამოყოს დამატებითი
რაოდენობით ცილა ე.წ. ვასკულარული ენდოთელური ზრდის ფაქტორი (ვეზფ).

ვეზფ ხელს უწყობს სისხძარღვებისა და ორგანოების ქსოვილების ზრდას. მაგრამ,


მეორეს მხრივ ჭარბად ვეზფ-ის გამოყოფა განაპირობებს სისხლძარღვების ზრდას
სიმსივნური უჯრედების უბანშიც, რაც ხელს უწყობს მათ ინტენსიურ ზრდას. ამის
შემდეგ სიმსივნური უჯრედებიდან ყალიბდება კიბო.

You might also like