You are on page 1of 19

მოგესალმებით,შევეცდებით მოგაწოდოთ

მცირე ინფორმაცია სიგარეტის შესახებ!


• თამბაქო მცენარეა, რომლის
ფოთლებისგანაც მზადდება თამბაქოს
პროდუქტები.
დამუშავებული თამბაქო შეიცავს 2 550
ქიმიურ ნივთიერებას. მოწევის დროს
მწეველი შეისუნთქავს დაახლოებით 4
000 ტოქსიკურ ნივთიერებას,
რომელთაგანაც 43 კანცეროგენია (კიბოს
გამომწვევი ნივთიერება).
- ქიმიური ნივთიერებები ორგანიზმზე
ზემოქმედებენ მასში მოხვედრისთანავე.
როდესაც ახალგაზრდა ადამიანი იწყებს
თამბაქოს მოხმარებას, იწყება მისი
ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების
დაზიანება, განსაკუთრებით ზიანდება
ფილტვები და სასუნთქი სისტემის სხვა
ორგანოები; ირღვევა ფიზიკური და
გონებრივი შრომისუნარიანობა.
- ნიკოტინი თამბაქოს შემადგენელი ნაწილია. იგი იწვევს
დამოკიდებულების განვითარებას.
- ნიკოტინი ავიწროებს სისხლძარღვებს, ზრდის გულის
შეკუმშვების სიხშირეს, არტერიული სისხლის წნევას,
აფერხებს სისხლის მიწოდებას ცენტრალურ და
პერიფერიულ ორგანოებამდე. ნიკოტინი მომწამვლელი
ნივთიერებაა, რომელიც შედის ინსექტიციდებისა და
სოფლის მეურნეობაში გამოყენებადი სხვადასხვა
პესტიციდების შემადგენლობაში.
ნახშირჟანგი (CO) ძლიერმოქმედი შხამია, რომელიც
გამოიყოფა თამბაქოს წვის შედეგად. იგი იწვევს გულის
შეკუმშვათა სიხშირის ზრდას, ხელს უშლის ერითროციტების
მიერ სისხლში ჟანგბადის მიწოდებას, რაც განაპირობებს
მნიშვნელოვანი ორგანოების ჟანგბადოვანი შიმშილის
განვითარებას;
• - კუპრი (ფისის მსგავსი სქელი, წებოვანი ნივთიერება)
წარმოიქმნება თამბაქოს ფოთლების წვის შედეგად. იგი ხშირად
გამოიყენება გზების და ასფალტის დაგებისას. მოწევის დროს
კუპრი რჩება სასუნთქ სისტემაში, ფარავს სასუნთქი სისტემის
ლორწოვან გარსს და აღიზიანებს მას. ის ხასიათდება
კანცეროგენული ზემოქმედებით.
- დარიშხანი (შხამიანი ქიმიური ელემენტი, რომელიც იწვევს
ძლიერ მოწამვლას), აცეტონი (გამოიყენება როგორც
საღებავების გამხსნელი და ლაქის მოსაშორებელი საშუალება),
• - ამონიუმი (შედის იატაკის საწმენდი ქიმიური საშუალებების
შემადგენლობაში), ფენოლი (საღებავი), ბუტანი (შედის
სანთებელების შემადგენლობაში), ნაფტალინი (გამოიყენება
ტანსაცმლის ჩრჩილისაგან დასაცავად), ფორმალინი
(გამოიყენება ბიოლოგიურ ლაბორატორიებში მკვდარი
ქსოვილებისა და სხეულების შესანახად), წყალბადის ციანიდი
(ძალიან საშიში მომწამვლელი აირი), კადმიუმი (მანქანის
აკუმლატორის შემადგენელი ნაწილი) და რადიაციული
ნაერთები (შედის ბირთვული იარაღის შემადგენლობაში).
თამბაქოს მოხმარებისას ეს ნივთიერებები მაღალი
კონცენტრაციით ხვდება ორგანიზმში და იწვევს მის დაზიანებას.
• - მეორადი კვამლის ზემოქმედებას
პასიური მოწევა ეწოდება, რაც
გულისხმობს, არამწეველი
ადამიანების მიერ თამბაქოთი
დაბინძურებული ჰაერის
შესუნთქვას, რაც იგივე ზიანს
აყენებს ორგანიზმს, როგორც
აქტიური მწეველობა.
ალბათ, უკვე ხვდებით, მოწევა
ყველასთავის მავნებელია, თუმცა
მოზზარდის ჩამოუყალიბებელი,
მზარდი ორგანიზმისათვის ის
გაცილებით საშიშია.
საქართველოში ინტენსიურად
მიმდინარეობს ჩვეულებრივი
თამბაქოს ელექტრონული
სიგარეტით ჩანაცვლების პროცესი.
ელექტრონული სიგარეტიც, უამრავ
დაავადებას იწვევს და ხშირ
შემთხვევაში, სიკვდილსაც.
შემცირებისთვის ზომების მიღება
აუცილებელია. ნიკოტინი დამოკიდებულებას
იწვევს, ხოლო კვამლში კარცეროგენებია.
მოწევა იწვევს შარდის ბუშტის, კუჭქვეშა
ჯირკვალის (პანკრეასის) და სხვა
ორგანოების კიბოს. ის 15-30-
ჯერ ზრდის ფილტვის კიბოს რისკს.
იმავდროულად, მწეველებს ხშირად ფილტვის
სხვა დაავადებებიც უვითარდებათ.
მაგალითად, ფილტვის ქრონიკული
ობსტრუქციული დაავადება, როდესაც
ადამიანს ფილტვის ცუდი მუშაობის გამო
ჟანგბადი არ ჰყოფნის. ეს დაავადება არ
იკურნება.  
მწეველებს ხშირად ემართებათ მიოკარდის ინფარქტი, ინსულტები,
უვითარდებათ გულ-სისხლძრღვთა სხვა დაავადებები და ჰიპერტონია
(მაღალი არტერიული წნევა). კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
არამწეველებს იშვიათად აწუხებთ. მოწევა აზიანებს ასევე კანს - ის მალე
ბერდება.  
• რა შედეგები მოყვება ამ მავნე ჩვევისთვის თავის
დანებებას?
• თავის დანებებიდან 20 წუთის შემდეგ – გულის ცემის
სიხშირე ნორმას უბრუნდება.
• 12 საათის შემდეგ – სისხლში ნახშირჟანგის დონე
ნორმას უბრუნდება.
• 2-12 კვირის შემდეგ – სისხლის მიმოქცევა
უმჯობესდება და ფილტვების სასიცოცხლო
ტევადობა იზრდება.
• 1-9 თვის შემდეგ – ხველება და ქოშინი მცირდება.
ჰაერგამტარი გზების ლორწოვანზე არსებული
წამწამები ნორმალურ ფუნქციონირებას იწყებს,
გამოდევნის ლორწოს, ასუფთავებს ფილტვებს და
ინფექციის რისკს ამცირებს.
• 1 წლის შემდეგ – გულის იშემიური დაავადების
რისკი მწეველებთან შედარებით ორჯერ ნაკლებია.
• 5-15 წლის შემდეგ – ინსულტის განვითარების რისკი
ისეთივეა, როგორც არამწეველებში.
• 15 წლის შემდეგ – გულის იშემიური დაავადების
რისკი არამწეველებისას უთანაბრდება.
 სიგარეტის
მოწევისთვის თავის
დანებება ყველა
პირობებში ძალიან
ძნელია. ამისთვის
არ არსებობს რაიმე
საუკეთესო გზა.
ზოგი თავს ანებებს
ერთბაშად, ზოგი -
თანდათანობით
• პირველ შემთხვევაში
ამ პროცესისათვის
დამახასიათებელი
სიმპტომები,
მართალია, მეტი
ინტენსიურობით
იჩენს თავს, მაგრამ
მალე ქრება, მეორე
შემთხვევაში ეს
სიმპტომები
ნაკლებად აწუხებს
მას, მაგრამ
სამაგიეროდ უფრო
დიდი ხნის
განმავლობაში.
• პირველ შემთხვევაში ამ
პროცესისათვის დამახასიათებელი
სიმპტომები, მართალია, მეტი
ინტენსიურობით იჩენს თავს,
მაგრამ მალე ქრება, მეორე
შემთხვევაში ეს სიმპტომები
ნაკლებად აწუხებს მას, მაგრამ
სამაგიეროდ უფრო დიდი ხნის
განმავლობაში.
- თუ თქვენ უკვე სცადეთ და არ
გამოგივიდათთამბაქოსთვის თავის
დანებება, გულს ნუ გაიტეხთ,
სცადეთ მიზნის მიღწევა კიდევ
ერთხელ.
• იმედია დაგეხმარებათ ეს
ინფორმაცია
და გაითვალისწინებთ
სამომავლოდ!
გმადლობთ
ყურადღებისთვის!♡♡♡

You might also like