You are on page 1of 5

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო

უნივერსიტეტის
I კურსის სტუდენტის
შალვა ხეცურიანის
რეფერატი
თემაზე:ალკოჰოლიზმი
ალკოჰოლიზმი
ალკოჰოლიზმი მისი გავრცელებული და ისტორიული გამოყენებით,
ნიშნავს ნებისმიერ მდგომარეობას, რომელშიც ადამიანი ხანგრძლივი
მოხმარების შედეგად ვარდება. Განურჩევლად ჯანმრთელობის
პრობლემებისა და ნეგატიური სოციალური შედეგებისა. უფრო ზუსტად
კი ალკოჰოლიზმი არის სპირტიანი სასმელებისადმი ავადმყოფური
ლტოლვა, რის გამოც მას ნარკომანიის ჯგუფში განიხილავენ. მისი
ფართოდ გავრცელების გამო იგი არა მარტო სამედიცინო, არამედ
მწვავე სოციალურ პრობლემედაც იქცა.
ალკოჰოლის ზემოქმედება აისახება ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ
ფუნქციებზე. ალკოჰოლის მცირე დოზით მიღება განაპირობებს
კუნთების მოდუნებას, მცირეოდენ გაბრუებას და ერთგვარ
დამშვიდებას, რაც სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს. იგი განსაკუთრებით
ნევროზული ან ფსიქოპათიური ხასიათის პიროვნებას გვრიას
სიამოვნების შეგრძნებას. ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთი ადამიანები
იქცევიან ხოლმე შემდეგში ე.წ. ქრონიკულ ალკოჰოლისტებად. ასეთ
პიროვნებებს ახასიათებს აბსტინენციური სინდრომი, ფსიქიკის და
შინაგან ორგანოთა მუშაობის აშლილობით და მძიმე შეგრძნებებით.
მათ დასათრგუნად იგი იძულებულია მიიღოს სასმელის ახალი დოზა.

ალკოჰოლის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე


სპირტიანი სასმელების სისტემატური მიღება აზიანებს ნერვულ და
საჭმლის მომნელებელ სისტემას, მხედველობას, გულს. ღვიძლში იწყება
გადაგვარებითი პროცესი, რამაც ალკოჰოლური ჰეპატიტი, იგივე
ღვიძლის ანთება შეიძლება გამოიწვიოს. რამდენიმეწლიანი სმის
შემდეგ ამას ღვიძლის დაშლამდე მივყავართ. ალკოჰოლური
ინტოქსიკაციის შედეგად, მოზარდებს შეიძლება შაქრიანი დიაბეტი
განუვითარდეთ. იშვიათობას არ წარმოადგენს სქესობრივი ფუნქციის
მოშლა. სპირტიანი სასმელების დიდი რაოდენობით და რეგულარული
მოხმარებისას იზრდება პირის ღრუს, ყელის, ღვიძლის და მკერდის
კიბოს შანსი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ თებერვალში


გამოქვეყნებული მონაცემებით, ალკოჰოლიზმით გამოწვეული
დაავადებები ყოველწლიურად 2.5 მილიონი ადამიანის სიკვდილის
მიზეზი ხდება. აქედან 300 ათასი შემთხვევა 15-დან 29 წლამდე ასაკის
ჯგუფზე მოდის.

ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები


გლობალურ პრობლემას წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ის
ინდივიდებს აყენებს ზიანს, გარშემომყოფებისთვის და მთელი
საზოგადოებისთვის არასახარბიელო შედეგები მოაქვს.

მონაცემები არ ადასტურებს საქართველოში გავრცელებულ


მოსაზრებას, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსმელი ერი ვართ.
კვლევის შედეგების მიხედვით, ქართველები ყოველწლიურად
საშუალოდ 4 ლიტრ სპირტს მოიხმარენ, რაც ოთხჯერ ნაკლებია სიის
სათავეში მყოფი მოლდოველების, ჩეხებისა და უნგრელების
ანალოგიურ მონაცემზე. ამასთან, საქართველოსთვის ტრადიციულ
ღვინოზე სპირტის მოხმარების მხოლოდ მეხუთედი მოდის. 15 წელს
ზევით ადამიანების მიერ ალკოჰოლის მოხმარების რაოდენობის
მიხედვით, ათეულში რუსეთსა და მის მეზობელ ქვეყნებს ღირსეული
ადგილი უჭირავთ. სპირტს ცენტრალურ ევროპის ქვეყნებშიც ჭარბად
მოიხმარენ. აფრიკაში კი, ამავე მონაცემებით, სპირტიან სასმელებს
თითქმის არ სვამენ. მუსლიმური ქვეყნები, რომელთა რელიგიაც
ალკოჰოლს კრძალავს, ტრადიციულად ყველაზე დაბალი მოხმარების
ჯგუფში ერთიანდებიან. თუმცა გამონაკლისები აქაც არსებობს –
როგორიცაა ჩვენი მეზობელი თურქეთი და აზერბაიჯანი.

კვლევამ აჩვენა, რომ ეკონომიკური ფაქტორი მნიშვნელოვნად


განაპირობებს ალკოჰოლიზმით გამოწვეული დაავადებებით
სიკვდილიანობას. რაც უფრო დაბალია ქვეყნის ეკონომიკური
განვითარება, მით უფრო მაღალია ალკოჰოლისგან მომდინარე
ფატალური შედეგები. მაგალითად, თუ რუსეთში ყოველი მეხუთე კაცი
და ქალების 6% სწორედ ალკოჰოლს ეწირება, მსგავსი მაჩვენებელი
უკიდურესად დაბალია საფრანგეთში, სადაც იგივე რაოდენობის
ალკოჰოლს მოიხმარენ. მკვლევართა დასკვნით, განსაკუთრებით დიდია
დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა და ნაკლები განათლების
მქონე ადამიანების ალკოჰოლიზმით დაავადების რისკი.
საქართველოში ამ მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად
დიდია დასავლეთის განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელზე. ეს
მაშინ, როცა ჩვენთან უფრო ნაკლებს სვამენ, ვიდრე ამ ქვეყნების
ნაწილში, თუმცა საქართველოში ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული
სიკვდილიანობა თითქმის ორჯერ დაბალია, ვიდრე რუსეთში.

ალკოჰოლიზმის მკურნალობის მეთოდები


ალკოჰოლიზმის მკურნალობისას ყველაზე მნიშვნელოვანია და,
შეიძლება ითქვას, წარმატების საფუძველს წარმოადგენს
ფსიქოთერაპია და ჯგუფური რაციონალური ფსიქოთერაპია. არსებობს
თვითდახმარების, ე.წ. ალკოჰოლიზმით დაავადებულთა ანონიმური
ჯგუფები, სადაც ალკოჰოლზე დამოკიდებული პირები ერთმანეთს
სპირტიანი სასმელებისგან თავის შეკავებაში
ეხმარებიან.ალკოჰოლისადმი ლტოლვა დიდხანს გრძელდება, ამიტომ
საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ აუცილებელია სარეაბილიტაციო
ღონისძიებები, ოჯახისა და ახლობლების დახმარება და, რაც მთავარია,
ფსიქოთერაპია. ბევრი ამ მიზნით ალკოჰოლიზმით დაავადებულთა
ანონიმურ ჯგუფებში ერთიანდება.
ასევე ალკოჰოლიზმის მკურნალობის მეთოდებს წარმოადგენს:
• პირობითრეფლექსური თერაპია - ალკოჰოლის სუნსა და გემოზე
ღებინების რეფლექსის გამომუშავება, რაც ალკოჰოლისა და
სასაქმებელი საშუალებების ერთდროული მიღებით მიიღწევა;
• მასენსიბილიზებელი თერაპია - ალკოჰოლისადმი ლტოლვის
დათრგუნვა. ავადმყოფს ამ მიზნით აძლევენ პრეპარატს,
რომელიც თავისთავად უვნებელია, მაგრამ ორგანიზმში
სპირტიანი სასმლის მოხვედრისას იწვევს ურთიერთქმედების
რეაქციას მძიმე შედეგებით. საქართველოში ეს მეთოდი
დანერგილი არ არის.

You might also like