You are on page 1of 11

ჯანსაღი ცხოვრების წესი -

სწორი კვება და ზომიერი


ფიზიკური დატვირთვა
სწორი კვების ძირითადი პრინციპები

ყველა ადამიანს კალორიების გარკვეული რაოდენობა სჭირდება, რომლებიც


ენერგიად გარდაიქმნება და უზრუნველყოფს ორგანიზმის ფუნქციონირებას.
ჯანმრთელობისთვის, კალორიების რაოდენობასთან ერთად, არანაკლებ
მნიშვნელოვანია, რა ტიპის საკვებისგან ვიღებთ მათ.
ზრდასრულ მამაკაცს, რომელიც არ ეწევა მძიმე ფიზიკურ შრომას, დღეში
დაახლოებით 2500-2700 კალორია სჭირდება, ხოლო ზრდასრულ ქალს - 2000-2200
კალორია. რაც უფრო დიდია ფიზიკური აქტივობა, მით მეტი კალორია ესაჭიროება
ორგანიზმს. შესაბამისად, პროფესიონალი სპორტსმენები და განსაკუთრებული
ფიზიკური დატვირთვის მქონე ადამიანები ზემოთ მოყვანილ საშუალო
მაჩვენებელზე გაცილებით მეტ კალორიას შეიძლება მოიხმარდნენ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა ტიპის საკვებისგან ვიღებთ საჭირო ენერგიას.
დღესდღეობით, მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას არაჯანსაღი
კვება წარმოადგენს - შაქრის და მარილის ჭარბი ოდენობა, ნახევარფაბრიკატი
პროდუქტები, ტკბილი გაზიანი სასმელები და ა.შ. მოსახლეობის დიდი ნაწილის
ყოველდღიურ საკვებს წარმოადგენს, მაშინ, როცა ამგვარი პროდუქტის
რეგულარული მოხმარება ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს
სპორტი და აქტიური დასვენება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით , არასაკმარისი ფიზიკური
აქტივობა მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის ერთ -ერთ წამყვან
ადგილზეა, თუმცა, იმავე წყაროს მიხედვით, მსოფლიო ახალგაზრდობის 80%
ფიზიკურად არასაკმარისად არის დატვირთული. სწორედ ამიტომ , ჯანსაღი
ცხოვრების წესის მეორე მნიშვნელოვან შემადგენელს, სწორ კვებასთან ერთად ,
ზომიერი ფიზიკური დატვირთვაც შეადგენს. აღნიშნულში არა მხოლოდ სპორტის
რომელიმე სახეობით დაკავება, არამედ ნებისმიერი ფიზიკური ძალისხმევა
იგულისხმება - ფეხით, ველოსიპედით სიარული, ბაღში, ბოსტანში მუშაობა და ა .შ .
რეგულარული ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს შინაგანი ორგანოების
მდგომარეობას, ამცირებს მრავალი დაავადების, მათ შორის , ავთვისებიანი
სიმსივნის ზოგიერთი ფორმის განვითარების ალბათობას , ამცირებს
მოტეხილობების და ხერხემლის დაზიანების რისკს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ 5-17 წლის ბავშვები
და ახალგაზრდები დღეში მინიმუმ ერთსაათიანი, ხოლო 18 წელს ზევით - სულ
მცირე 150 წუთიანი ყოველკვირეული საშუალო ან ინტენსიური ფიზიკური
აქტივობით უნდა დაკავდნენ.
ნარკომანია
“ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების
და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით,
ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ
ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს კონვენციების
შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს
დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების სიაში. ამ ნივთიერებების
დამზადება, შენახვა, მოხმარება ან გაყიდვა, გარდა სამეცნიერო-კვლევითი და
საექსპერტო-კრიმინალისტური საქმიანობისა, აკრძალულია და ისჯება სისხლის
სამართლის წესით.
ნარკომანია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც საქართველოს, ისე
მსოფლიო მასშტაბით. ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანები
ხშირად შრომისუუნაროები არიან, ძლიერი დამოკიდებულება მათ უბიძგებს
დანაშაულის ჩადენისკენ. ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლებში
გადამდები დაავადებების გავრცელებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბევრად
მაღალია, ვიდრე დანარჩენ მოსახლეობაში. ეს მით უფრო სავალალოა, რომ
ნარკოტიკების მომხმარებლები, ძირითადად, ახალგაზრდები არიან.
ალკოჰოლი
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ალკოჰოლის მოხმარება,
განვითარებულ ქვეყნებში, ჯანმრთელობის ნომერ პირველ საფრთხედ
ცნო. ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად, ალკოჰოლის
მოხმარებასთან 3.3 მილიონი სიკვდილია დაკავშირებული.
ალკოჰოლის მოხმარებას საქართველოში ძალიან მასშტაბური სახე
აქვს. ევროპის მასშტაბით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქართველი
მოზარდები ალკოჰოლის მოხმარებით პირველ ადგილზე არიან
(გამოკითხულთა 72%). ჩვენს ქვეყანაში ალკოჰოლი ნებისმიერი
სოციალური მოვლენის და ღონისძიების განუყოფელი ნაწილია.
შესაბამისად, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი რეგულარულად
მოიხმარს ალკოჰოლს ისე, რომ არც უფიქრდება ამ მოვლენის მავნე
შედეგებს.
ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება ყოველთვის ალკოჰოლიზმს არ
ნიშნავს, თუმცა არანაკლებ მავნებელია ჯანმრთელობისთვის, აქვეითებს
ტვინის აქტივობას, ამძაფრებს დეპრესიულ მოვლენებს და
თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებას.
თამბაქო
თამბაქოს მოხმარება ასევე ძალიან გავრცელებული მოვლენაა
საქართველოში, მათ შორის, ახალგაზრდებშიც, მიუხედავად იმისა, რომ
არასრულწლოვანისთვის თამბაქოს მიყიდვა უკანონოა. სამწუხაროდ,
სიგარეტის მოწევა ქართველ ახალგაზრდებში კვლავ რომანტიზებულია და
მშობლების მიმართ დაუმორჩილებლობისა და დამოუკიდებლობის
სიმბოლოა, რაც, სავარაუდოდ, თავად მშობლების არასწორი ქცევის
შედეგია. აკრძალვის და მუქარის ნაცვლად, უფრო ეფექტურია, თუ
ახალგაზრდებს აუხსნიან, რამდენად მავნებელია თამბაქოს მოხმარება,
განსაკუთრებით - ადრეულ ასაკში.
თამბაქოს მოხმარების შემცირების მიზნით, 2018 წლის 1 მაისიდან, მოწევა
იკრძალება ყველა საჯარო თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, კაფე-
ბარებსა და ღამის კლუბებში.

You might also like