You are on page 1of 58

გლობალური პრობლემები და

მოგვარების გზები
სოციალური დაავადებები - ალკოჰოლიზმი და ნარკომანია
საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, კერძოდ კი, ქვეთავი
„სოციალურად საშიში დაავადებები და დაავადებები, რომლებიც საჭიროებენ
მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას“, აღწერს იმ ძირითად პირობებს, რომელთა
გათვალისწინება მნიშვნელოვანია ნებისმიერი მოქალაქისთვის:
სახელმწიფო უზრუნველყოფს ტუბერკულოზთან ბრძოლის ღონისძიებების
განხორციელებას. აღნიშნულ საქმიანობას სახელმწიფო წარმართავს კერძო და
არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით. ბრძოლის მიზანია ცალკეული
პაციენტის განკურნება, მისი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაცია,
მოსახლეობაში დაავადების გავრცელების შემცირება და აღმოფხვრა (მუხლი 80).
სახელმწიფო წარმართავს ენტერული და პარენტერული ჰეპატიტების
პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის, დისპანსერული მეთვალყურეობის, მკურნალობისათვის
საჭირო ღონისძიებებს (მუხლი 81).
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო სქესობრივი გზით გადამდები
დაავადებების პროფილაქტიკისა და მათი კონტროლისათვის საჭირო ღონისძიებებს
წარმართავს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ეპიდემიოლოგიური ვითარების
გათვალისწინებით, მოსახლეობაში საგანმანათლებლო მუშაობის, მისთვის სათანადო
ინფორმაციის მიწოდების გზით. სახელმწიფო განსაზღვრავს თავის პოლიტიკას
პროსტიტუციის მიმართ და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიხედვით ახორციელებს
სათანადო ღონისძიებებს (მუხლი 82).
საქართველოში აივ ინფექციასთან/შიდსთან ბრძოლის ძირითად პრინციპებს,
მოქალაქეთა აივ ინფექციაზე/შიდსზე გამოკვლევის, აივ ინფიცირებულთა/შიდსით
დაავადებულთა მკურნალობისა და საპროფილაქტიკო მეთვალყურეობის საკითხებს და
სამართლებრივ რეჟიმს, აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა და მედიცინის
მუშაკთა უფლებებს და მოვალეობებს, მათი სოციალური დაცვის პრობლემებს აწესრიგებს
საქართველოს კანონი ,,ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის /შიდსის
პროფილაქტიკის შესახებ“ (მუხლი 83).
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების განზრახ გავრცელება ისჯება
საქართველოს კანონმდებლობით (მუხლი 84).
სახელმწიფო, ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, იმ დაავადებების მქონე პირებს,
რომლებიც საჭიროებენ მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას (შაქრიანი და უშაქრო დიაბეტი
და სხვა) უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტებით, დაავადებასთან
დაკავშირებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და
სოციალური რეაბილიტაციით (მუხლი 85).
სოციალურად საშიშ დაავადებებს განეკუთვნება ალკოჰოლიზმი და ნარკომანია.
ალკოჰოლიზმი.1 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ თებერვალში
გამოქვეყნებული მონაცემებით, ალკოჰოლიზმით გამოწვეული დაავადებები
ყოველწლიურად 2.5 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. აქედან 300 ათასი
შემთხვევა 15-დან 29 წლამდე ასაკის ჯგუფზე მოდის.
ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები გლობალურ
პრობლემას წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ის ინდივიდებს აყენებს ზიანს,
გარშემომყოფებისთვის და მთელი საზოგადოებისთვის არასახარბიელო შედეგები მოაქვს.
მონაცემები არ ადასტურებს საქართველოში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსმელი ერი ვართ. კვლევის შედეგების მიხედვით,
ქართველები ყოველწლიურად საშუალოდ 4 ლიტრ სპირტს მოიხმარენ, რაც ოთხჯერ
ნაკლებია სიის სათავეში მყოფი მოლდოველების, ჩეხებისა და უნგრელების ანალოგიურ
მონაცემზე. ამასთან, საქართველოსთვის ტრადიციულ ღვინოზე სპირტის მოხმარების
მხოლოდ მეხუთედი მოდის. 15 წელს ზევით ადამიანების მიერ ალკოჰოლის მოხმარების
რაოდენობის მიხედვით, ათეულში რუსეთსა და მის მეზობელ ქვეყნებს ღირსეული ადგილი
უჭირავთ. სპირტს ცენტრალურ ევროპის ქვეყნებშიც ჭარბად მოიხმარენ. აფრიკაში კი, ამავე
მონაცემებით, სპირტიან სასმელებს თითქმის არ სვამენ. მუსლიმური ქვეყნები, რომელთა
რელიგიაც ალკოჰოლს კრძალავს, ტრადიციულად ყველაზე დაბალი მოხმარების ჯგუფში
ერთიანდებიან. თუმცა გამონაკლისები აქაც არსებობს – როგორიცაა ჩვენი მეზობელი
თურქეთი და აზერბაიჯანი.
კვლევამ აჩვენა, რომ ეკონომიკური ფაქტორი მნიშვნელოვნად განაპირობებს
ალკოჰოლიზმით გამოწვეული დაავადებებით სიკვდილიანობას. რაც უფრო დაბალია
ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, მით უფრო მაღალია ალკოჰოლისგან მომდინარე
ფატალური შედეგები. მაგალითად, თუ რუსეთში ყოველი მეხუთე კაცი და ქალების 6%
სწორედ ალკოჰოლს ეწირება, მსგავსი მაჩვენებელი უკიდურესად დაბალია საფრანგეთში,
სადაც იგივე რაოდენობის ალკოჰოლს მოიხმარენ. მკვლევართა დასკვნით, განსაკუთრებით
დიდია დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა და ნაკლები განათლების მქონე
ადამიანების ალკოჰოლიზმით დაავადების რისკი. საქართველოში ამ მიზეზით
გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად დიდია დასავლეთის განვითარებული ქვეყნების
მაჩვენებელზე. ეს მაშინ, როცა ჩვენთან უფრო ნაკლებს სვამენ, ვიდრე ამ ქვეყნების ნაწილში,
თუმცა საქართველოში ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული სიკვდილიანობა თითქმის ორჯერ
დაბალია, ვიდრე რუსეთში.
კვლევაში აღნიშნული ალკოჰოლის დონის განსაზღვრას ართულებს ის ფაქტი, რომ
განვითარებად ქვეყნებში აღურიცხავი ალკოჰოლის დიდი წილია. ამიტომ ხსენებული
მონაცემებით თავის დამშვიდება არასწორი იქნება.

1
http://www.tabula.ge/ge/story/53961-alkoholizmis-momakvdinebeli-xibli
არსებობს მოსაზრება, რომ სპირტიანი სასმელის მცირე დოზით მიღება ჯანმრთელი
ორგანიზმისთვის მავნე არ არის. მეტიც, თუ კანადელი მედიკოსების მიერ კალგარის
უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევას დავუჯერებთ, მისი ზომიერი მოხმარება ორგანიზმში
ე.წ. კარგი ქოლესტერინის რაოდენობას ზრდის. ეს გულის დაავადებების და გულის შეტევით
გარდაცვალების რისკს 25%-ით ამცირებს. თუმცა ზომიერების დარღვევის შემთხვევაში
ალკოდამოკიდებულების, უფრო რთულ შემთხვევებში კი ალკოჰოლიზმის განვითარების
საფრთხე არსებობს. მსგავსი შედეგის გამოწვევა ბევრ ფაქტორს შეუძლია, განკურნება კი არც
ისე ადვილია.
ალკოჰოლიზმი მძიმე ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ორგანიზმი მასზე
დამოკიდებული ხდება. ამ დროს ადამიანი სასმელს უკონტროლოდ და ხშირად
გაუაზრებლადაც კი იღებს. დაავადებული ცხადად ხედავს თანმდევ ფინანსურ და
ჯანმრთელობის პრობლემებს, მაგრამ სმას თავს მაინც ვერ, ზოგჯერ კი არ ანებებს.
მედიკოსები განარჩევენ დამოკიდებულების სხვადასხვა ხარისხს, ალკოჰოლის
ბოროტი მოხმარებიდან ქრონიკულ ალკოჰოლიზმამდე. ყველა ამ შემთხვევას მსგავსი
სიმპტომები ახასიათებს. თუ გაქვთ სასმელის მიღების მუდმივი მოთხოვნილება, ვერ
აკონტროლებთ მის რაოდენობას, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტი გჭირდებათ თრობის
მისაღწევად, სიფხიზლეში თავს არაკომფორტულად გრძნობთ, სასმელის არქონის
შემთხვევაში კი მთელ ძალებს მის შოვნაზე მიმართავთ, ეს ერთადერთ რამეზე მეტყველებს:
ალკოჰოლიზმამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.
კვლევების მიხედვით, ალკოდამოკიდებულების მიზეზი ხშირად ადრეულ ასაკში
დაწყებული სმაც ხდება. ხშირად გადამწყვეტ გავლენას ალკოდამოკიდებული მშობელი,
ნათესავი თუ მეგობართა წრე ახდენს. გარკვეულ როლს ფილმებსა და მხატვრულ
ნაწარმოებებში სასმელის მიმზიდველად წარმოჩენაც თამაშობს.
ამრიგად, ბავშვისთვის მადის მოსამატებლად მიცემული მცირე რაოდენობით ღვინო,
მოზარდების მიერ მეგობრების ან საოჯახო სუფრებზე სასმელის მიღება, შეიძლება სულაც არ
იყოს ისე უსაფრთხო, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
ერთი შეხედვით, ალკოჰოლი ადამიანს ამხიარულებს და პრობლემებს ავიწყებს,
რეალურად კი დეპრესანტი გახლავთ. თრობით გამოწვეული ეიფორია ხანმოკლეა, შედეგები
კი – არც ისე სახარბიელო. ალკოჰოლი აქვეითებს სუნთქვისა და გულისცემის სიხშირეს,
ითრგუნება ტვინის ზოგიერთი უბნის მუშაობა. შესაბამისად – კოორდინაცია ირღვევა,
ხანმოკლე მეხსიერება სუსტდება, აზროვნება ნელდება და ყურადღება იფანტება.
ალკოჰოლით თრობა ხშირად დანაშაულებათა ჩადენის მიზეზი ხდება. სხვადასხვა
ფაქტორის გავლენით, მაგალითად გადაღლილობისას ან შიმშილის დროს, შეიძლება
განვითარდეს განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელსაც პათოლოგიური თრობა ეწოდება.
ამ ხანმოკლე, მაგრამ მწვავე ფსიქოზური მდგომარეობის დროს ადამიანს ცნობიერება ეშლება.
პათოლოგიური თრობა უეცრად იწყება და მისთვის დიდი ოდენობით სპირტის დალევა
აუცილებელი არ არის.
განსაკუთრებით საშიში ალკოჰოლის ჯანმრთელობაზე მოქმედების გრძელვადიანი
შედეგებია. სპირტიანი სასმელების სისტემატური მიღება აზიანებს ნერვულ და საჭმლის
მომნელებელ სისტემას, მხედველობას, გულს. ღვიძლში იწყება გადაგვარებითი პროცესი,
რამაც ალკოჰოლური ჰეპატიტი, იგივე ღვიძლის ანთება შეიძლება გამოიწვიოს.
რამდენიმეწლიანი სმის შემდეგ ამას ღვიძლის დაშლამდე მივყავართ. ალკოჰოლური
ინტოქსიკაციის შედეგად, მოზარდებს შეიძლება შაქრიანი დიაბეტი განუვითარდეთ.
იშვიათობას არ წარმოადგენს სქესობრივი ფუნქციის მოშლა. სპირტიანი სასმელების დიდი
რაოდენობით და რეგულარული მოხმარებისას იზრდება პირის ღრუს, ყელის, ღვიძლის და
მკერდის კიბოს შანსი.
ნარკომანია. ნარკომანია მხოლოდ დაავადება როდია; იგი ცხოვრების წესია, გზა,
რომელსაც ადამიანი ინტელექტის, სხეულისა და სულის განადგურებამდე მიჰყავს.
სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში ნარკომანია ჩვენი ცხოვრების თანამგზავრად იქცა. ბევრმა
მხოლოდ ნარკომანების ერთი შეხედვით ამოცნობა კი არ ვისწავლეთ, არამედ ახლობლებსა
და მეგობრებს შორის მათ არსებობასაც შევეგუეთ. არავისთვის არის საიდუმლო, რომ
ახალგაზრდების თითქმის ნახევარს ამა თუ იმ ნარკოტიკისთვის ერთხელ მაინც გაუსინჯავს
გემო. ტელევიზიით თუ პრესით თითქმის ამომწურავ ინფორმაციას ვიღებთ ამ დამღუპველი
სენის შესახებ, და მაინც, ნარკომანთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება.
ნარკომანია ქრონიკული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია სამკურნალო და
არასამკურნალო ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენებით. მას ახასიათებს
პათოლოგიური ლტოლვა ნარკოტიკული ნივთიერებისადმი, მისაღები დოზის ზრდის
ტენდენცია და ფიზიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბება. იგი საყოველთაოდ მიღებული
მორალურ-ზნეობრივი ნორმებისგან გადახრილი ქცევაა.
მომხმარებელთა ჯგუფები. ნარკომანია უმთავრესად გავრცელებულია 35 წლამდე
ასაკის ქალაქში მცხოვრებ მამაკაცებს შორის, თუმცა შეიმჩნევა მომხმარებელი ქალების
რაოდენობის მატებაც. საგანგაშო ის არის, რომ ნარკომანების უმეტესობა 25 წლამდე ასაკისაა.
მართალია, ნარკომანია უმთავრესად ქალაქების პრობლემაა, მაგრამ ბოლო ხანს მისდამი
ლტოლვა ქალაქებიდან საკმაოდ მოშორებულ სოფლებშიც გაიზარდა. განათლების დონის
მიხედვით ნარკომანები თანატოლებისგან არ გამოირჩევიან: მათ უმრავლესობას (83,3%) აქვს
საშუალო, არასრული უმაღლესი და უმაღლესი განათლება, 61,7% შრომობს, 5,8 % სწავლობს;
არც სწავლობს და არც მუშაობს 24,8%. 46% ნასამართლევია. ამათგან ყოველი მეორე
სასჯელმოხდილია ან იხდის სასჯელს იმ დანაშაულის გამო, რომელიც პირდაპირ თუ
ირიბად ნარკოტიკების მოხმარებას უკავშირდება. ყოველი მეოთხე მათი არაკანონიერი
დამზადების, შეძენის, შენახვის, გადატანის გამოა დასჯილი. ყოველი მეორე ცხოვრობს
ოჯახში, რომლის წევრიც ბოროტად იყენებდა ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ საშუალებებს,
ნასამართლევი ან მძიმე ავადმყოფია. ნარკოტიკული ნივთიერებებისადმი ლტოლვა ხშირად
ყალიბდება ფსიქიკური ან ნერვული დაავადებების მქონეთა ოჯახის წევრებს შორის.
ნარკოტიკის ტიპები. ნარკოტიკებს აჯგუფებენ მათი წარმოშობისა და ორგანიზმზე
მოქმედების დიაპაზონისა თუ ხარისხის მიხედვით. ცნობილია:
 ოპიატები (მორფინი, პრომედოლი, ფენადოლი და სხვა);
 ე. წ. მფრინავი ნარკოტიკულად მოქმედი ნივთიერებანი;
 ფსიქოსტიმულატორები (ჩვეულებრივი სტიმულატორები);
 კანაფის პრეპარატები (ჰაშიშური ნარკოტიკები);
 ტკივილგამაყუჩებლები.
გამოყოფენ ნარკოტიკების მიღების რამდენიმე მიზეზს:
სოციალურს:
 ალკოჰოლიზმითა და ნარკომანიით დაავადებული მშობლები, ემოციური
კონტაქტის უქონლობა, არასრული ოჯახი;
 საცხოვრებელ არეალში ნარკოტიკულ ნივთიერებათა ფართო გავრცელება და
ბოროტად გამოყენება;
 ახალგაზრდებს შორის არაადეკვატური არსებობის პოლიტიკა: რეალური
პროფესიისა და სამუშაოს უქონლობა, ბევრი თავისუფალი დრო, უსაქმობა.
კონსტიტუციურ-ბიოლოგიურს:
 ფსიქიკური ან ნარკოლოგიური დაავადებებისადმი გენეტიკური განწყობა;
 ტრადიციულს:
 საცხოვრებელ არეალში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების
რელიგიური თუ სხვა ტრადიცია;
ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიურს:
 ავტორიტეტული თანატოლების ან უფროსების მიბაძვა;
 უარყოფითი განცდების ნეიტრალიზების მცდელობა;
 თანატოლების წრის შეხედულებებისადმი შესაბამისობის სურვილი;
 ანომალიური პიროვნული თვისებები (ავანტიურიზმი, აგზნებადობა,
მომატებული ან, პირიქით, დაქვეითებული თვითშეფასება, მერყევი ხასიათი);
 უფროსებისადმი (მშობლებისა და პედაგოგებისადმი) მიმართული
საპროტესტო რეაქციები;
 თვითდესტრუქციული ქცევა;
 ცნობისმოყვარეობა;
 მუქარა და ძალისმიერი ზეგავლენა.
ჩამოთვლილი მიზეზებიდან ნარკოტიკების გამოყენებამდე ყველაზე ხშირად
მივყავართ სამს:
1. მოწყენილობასა და ცნობისმოყვარეობას;
2. მეგობართა თავყრილობის დროს ერთდროულ გამოყენებას;
3. არსებული რეალობისგან გაქცევის სურვილს.
ეს ნარკომანიის პირველადი მიზეზებია, მისი საბოლოო მიზეზი კი არის ადამიანურ
ფასეულობათა შემეცნების უუნარობა, დასახული მიზნის მისაღწევად დაბრკოლებათა
გადალახვის შიში და მცდარი შეხედულება, რომ მძიმე წუთებში დახმარება მხოლოდ
ნარკოტიკს შეუძლია. ნარკომანად ჩამოყალიბება იწყება ნარკოტიკული ნივთიერების
პირველივე გასინჯვიდან. საბოლოო შედეგამდე დრო უპირატესად პიროვნულ თვისებებსა
და გამოყენებული ნარკოგენული პრეპარატის სახეობაზეა დამოკიდებული.
არასრულწლოვანთა დამნაშავეობა
არასრულწლოვანი დამნაშავეები არიან პირები, რომელთაც ჩაიდინეს დანაშაული 14-
დან 18 წლამდე ასაკში.2
იმისათვის, რომ მივუახლოვდეთ სამართლებრივი სახელმწიფოს იდეალურ ტიპს,
სხვა მრავალი ფაქტორების გადაწყვეტასთან ერთად, აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა,
დანაშაულობის აღმოფხვრა ქვეყნის მასშტაბით. პირველ რიგში კი, დიდი ყურადღება
უნდა დაეთმოს არასრულწლოვან დამნაშავეებს, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ,
შეგნებულად თუ გარემოების წყალობით, დამნაშავეები აღმოჩნდნენ. საჭიროა ჩავწვდეთ
მათ სულიერ სამყაროს, გავიგოთ თუ რამ მიიყვანა ისინი დანაშაულებრივ ქმედებამდე.
დანაშაულობის აღმოფხვრისათვის ეს არის აუცილებელი წინაპირობა, რადგანაც, როგორც
ცნობილია, მოზრდები- ეს არის პროფესიული და რეციდიული დანაშაულობის რეზერვი,
მარაგი.
არსებობს ავტორთა მრავალი მოსაზრება, რომლებიც არასრულწლოვანთა ასაკს
სხვადასხვაგვარად განმარტავენ. როგორც ცნობილია, 1960 წლის კოდექსი
პასუხისმგებლობას აწესებდა 16 წლის ასაკიდან, გამონაკლის შემთხვევებში (მკვლელობა,
გაუპატიურება, აფეთქება და ა.შ.) კი- 14 წლის ასკიდან. ახალმა, 1999 წლის კოდექსმა
აღარ გაითვალისწინა ამგვარი დიფერენცირება და პასუხისმგებლობის ასაკად 14 წელი
აღიარა. (ზოგადი განმარტების თანახმად, არასრულწლოვანი- ეს არის პირი 14-დან
18წლის ასაკამდე.)
აღსანიშნავია, არასრულწლოვანთა დანაშაულობის ის მნიშვნელოვანი
დამახასიათებელი თავისებურება, რომ იგი უმეტესწილად ხასიათდება მამრობითი სქესის
სამართალდამრღვევებით ანუ ის არის მამრობითი სქესის წარმომადგენელთა
დანაშაულობა.
უპირველეს ყოვლისა, არასრულწლოვანი დამნაშავის გარკვეულ მახასიათებელს
წარმოადგენს: განათლებისა და კულტურის დაბალი დონე; სწავლისადმი ინტერესის
შესუსტება; ინტერესთა და მოთხოვნილებათა პრიმიტიულობა; მისწრაფება ალკოჰოლისა
და ნარკოტიკებისადმი; მისწრაფება იარაღისადმი; პოზიტიური ღირებულებების
არამყარობა, რაც მათ უბიძგებს ასოციალური ქცევებისადმი, მომეტებული აგრესიულობა;
კომპრომისის გამონახვის შეუძლებლობა თანატოლებთან ურთიერთობაში; უხეშ ძალაზე
ორიენტაცია; გამომდინარე იქედან, რომ უგულებელყოფენ სწავლას, ორიენტაცია ისეთი
პროფესიების დაუფლებაზე რომელიც არ მოითხოვს დიდ განათლებას.
უპირველესი და ძირითადი მახასიათებელი არასრულწლოვანი დამნაშავის
პიროვნებისა დაკავშირებულია მის ასკთან. არასრაულწლოვანი იმ ასაკში იმყოფება,
რომლის დროსაც, როგორც მედიკოსები ამბობენ, ორგანიზმში ნამდვილი გრიგალია.
აღანიშნავია ისიც, რომ არასრულწლოვანთა განსაზღვრული კატეგორიისათვის
დამახასიათებელია თავიდანვე დამნაშავედ ჩამოყალიბების მიზანდასახულობა. უფრო
მეტიც, პროფესიონალ დამნაშავედ გახდომა მათ ოცნებას წარმოადგენს და საუბედუროდ.

2
Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=13097
ზოგს მშობლები უმუშევარი ჰყავს, თავად კი ქუჩაში მათხოვრობას ქურდობა ურჩევნიათ;
ასე რომ მოზარდები თავის რჩენისა და გამოჩენის იოლ, მაგრამ მართლსაწინააგმდეგო
გზებს ეძებენ და პოულობენ კიდეც.
უნდა აღინიშნოს, რომ პირველი მიზეზი დანაშაულობისა არის ის სიტუაცია,
რომლის გარეშეც ის ვერ წარმოიშობოდა და ვერ იარსებებდა… საზოგადოებაში ადამიანის
ქცევა მისი საზოგადოებრივი აღზრდის შედეგია. ორი ადამიანი ერთნაირ ცხოვრებისეულ
სიტუაციაში სხვადასხვაგვარად მოიქცევა მიღებული სხვადასხვა აღზრდის საფუძველზე.
საზოგადოდ ცნობილია, რომ პიროვნების ჩამოყალიბება ოჯახიდან იწყება. ბავშვთა
ბრალეულობა და დამსახურება მეტწილად მათი მშობლების სინდისზეა. ამერიკელი
ფსიქოლოგი ბრაინეტ კრეტტი აღნიშნავს: “ბავშვები აკვირდებიან რა უფროსების
აგრესიულობას, განსაკუთრებით თუ ისინი მათთვის მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული
ადამიანები არიან, რომელთაც შეუძლიათ აგრესიულობის წყალობით მიაღწიონ
წარმატებას, ჩვეულებრივ ირჩევენ ხოლმე ქცევის ამ ფორმას.” უდიდეს კრიმინოლოგიურ
მნიშვნელობას იძენს აგრეთვე ისეთი ფაქტორიც, როგორიცაა ბავშვის აღრზდა “არასრულ”
ოჯახში. მიუხედავად არაერთი ზემოაღნიშნულისა ასევეა როცა ბავშვი, რაც უფრო
მატერიალურად უზრუნველყოფილ ოჯახში ცხოვრობს, მით უფრო იზრდება მისი
მოთხოვნილებები.
ცნობილია, რომ ბავშვი ოჯახიდან სკოლაში მიდის. ამიტომ სასკოლო აღზრდის
ნაკლოვანებები და ოჯახური აღზრდის ნაკლოვანებები ერთად ხელს უწყობს პიროვნების
არასწორ განვითარებას. არასრულწლოვან სამართალდამრღვევთა 57%-ს მოსწავლეები
შეადგენენ.
სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების შემდეგ მეცნიერები
მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დანაშაული ჩადენილია ძირითადად არასრულწლოვანთა
მიმართ სათანადო ზედამხედველობის არარსებობის გამო.
არასრულწლოვანთა დანაშაულობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გვევლინება მძიმე
სოციალური პირობები. ქვეყანაში გამეფებული სიღარიბე პირდაპირ გავლენას ახდენს
მოზარდების დამნაშვეებად ჩამოყალიბებაში. დღეს ბევრი მოზარდი ცხოვრობს
სიღარიბეში, ბევრ მშობელს არა აქვს საშუალება ოჯახი და შვილები გამოკვებოს. ამის გამო
მოზარდებს არჩევანის უფლება ეძლევათ: ან იმუშაონ, ან საზრდო ქუჩაში მოწყალების
მიღების გზით მოიპოვონ, ან დანაშაულებრივ გზას გაჰყვნენ ან პროსტიტუციას მისდიონ.
დავიწყოთ იქედან, რომ დღეს სამუშაოს პოვნა არათუ არასრულწლოვანს, არამედ
გამოცდილ და პროფესიონალ მუშაკსაც უჭირს. რჩება ორი რეალური გზა: დანაშაული და
პროსტიტუცია.
დამნაშავედ ჩამოყალიბების ყველაზე დიდი “შანსი” აქვს იმ მოზარდს, რომელიც
ქუჩაშია, რადგან ქუჩაში ცხოვრება ნიშნავს ზღვარზე ცხოვრებას: ზღვარზე სიგიჟესა და
ნორმას შორის.
მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა შეიძლება ითქვას, რომ არასრულწლოვანთა
დანაშაულობის ახალი დეტერმინანტების წარმოშობა გამოიწვია. მოზარდის ფსიქიკაზე
ცუდად მოქმედებს ძალადობის სცენების ამსახველი ფილმები. მართალია, ზოგადად
ფილმში ყოველთვის არის მოძალადის დასჯისა და დამარცხების იდეა გადმოცემული,
მაგრამ ბავშვის ფსიქიკას არ ძალუძს ეს გააცნობიეროს. იგი ზედმიწევნით იმახსოვრებს
ფილმში ნანახს.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, მოზარდი ცდილობს გაარკვიოს, თუ რა უნდა მას
სინამდვილეში და რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მიაღწიოს იმას, რაც მას უნდა. ამ
ასაკში პიროვნებას საკმაოდ მაღალი, უფრო სწორად, მიუწვდომელი მიზნები ამოძრავებს.
იგი ხშირად ვერ პოულობს ამ მიზნის მისაღწევად კანონიერ, დასაშვებ გზას, რადგან არ
გააჩნია ამისათვის საჩირო ფული, გამოცდილება და შეიძლება ითქვას, რომ ისიც კი არ
იცის, თუ რა უნდა მას სინამდვილეში. არასრულწლოვანთა მოქმედების ფარგლები
ზრდადასრულებულ ადამიანებთან შედარებით ვიწროა, ცხოვრების გამოცდილება მეტად
ღარიბი. სამაგიეროდ მდიდარია მათი მისწრაფებათა და განცდათა სამყარო. იგი ახლა
დგამს დამოუკიდებელ ნაბიჯებს ცხოვრებაში, ახლა ისახავს პირველ სასიცოცხლო მიზანს.
მათი ხასიათი ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული.

განათლება და მისი ხელმისაწვდომობა


საქართველოში განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება
გარანტირებულია კონსტიტუციით (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 35):
1. ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
2. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის
ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.
3. სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი
წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად
განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო.
მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს
დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.
4. სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით
დადგენილი წესით.
საქართველოს განათლების სისტემა მოიცავს ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ
განათლებას (იხ. სქემა 1).
ზოგადი განათლება. საქართველოში მოქმედებს “ზოგადი განათლების შესახებ”
კანონი, რომელიც ადგენს ზოგადი განათლების პრინციპებს და საგანმანათლებლო
დაწესებულებების ფუნქციონირების წესებს.
ამ კანონის მიხედვით, “ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი
უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-
ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების
მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება
სავალდებულოა.”
საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი),
საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი).
სქემა 1.
ზოგადი განათლების მიცემის უფლებას სასწავლო დაწესებულებებს სახელმწიფო
ანიჭებს. ამისთვის სასწავლო დაწესებულებამ სპეციალური პროცედურა -
ავტორიზაცია უნდა გაიაროს.
სახელმწიფო ასევე ადგენს სასწავლო პროგრამის იმ აუცილებელ მინიმუმს, რაც
ზოგადი განათლების მიცემისთვის არის საჭირო. მას ეროვნული სასწავლო გეგმა ეწოდება.
საქართველოში უზრუნველყოფილია სპეციალური საჭიროებების მქონე
მოსწავლეებისთვის ზოგადი განათლების მიღების უფლებაც, რისთვისაც იქმნება “ეროვნულ
სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ან/და დამატებითი
სასწავლო პროგრამა, რომლის შესაბამისადაც ხორციელდება [სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის] სწავლება, სოციალური ადაპტაცია და
საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია. ასეთ შემთხვევებში აღნიშნული მოსწავლის
დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო.”
სახელმწიფო განსაზღვრავს იმ ჩარჩოს, რომლებშიც ზოგადი განათლების გაცემა უნდა
მოექცეს. რაც შეეხება ყოველდღიურ სასწავლო პროცესს და სკოლის ცხოვრების მენეჯმენტს,
ამ საკითხებში სულ უფრო და უფრო მეტი სიტყვა, პედაგოგიური კოლექტივის გვერდით,
უშუალოდ ზოგადი განათლების ბენეფიციარებს - მოსწავლეებსა და მათ მშობლებს
ეკუთვნით.
ამგვარად, “ზოგადი განათლების შესახებ” კანონი ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში სავალდებულოს ხდის სამეურვეო საბჭოს არსებობას, რომელშიც,
პედაგოგებთან და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული წევრის
გარდა, შედიან მშობლები და მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელიც და
რომელსაც ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები ენიჭება, როგორებიცაა დირექტორის არჩევა,
სკოლის ბიუჯეტის დამტკიცება და მისი ხარჯვის კონტროლი, შინაგანაწესის დამტკიცება და
მრავალი სხვა.
კანონი, მოსწავლეთა თვითმმართველობების მეშვეობით, თავად მოსწავლეებსაც
ანიჭებს სკოლის ფუნქციონირებაში მონაწილეობის საშუალებას. თვითმმართველობებს
შეუძლიათ, რეკომენდაციებითა და წინადადებებით მიმართონ სამეურვეო საბჭოს
სკოლისთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხზე.
მოსწავლეთა თვითმმართველობა (მუხლი 48. მოსწავლეთა თვითმმართველობის
ფუნქციები):
ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;
ბ) უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის
მნიშვნელოვან ყველა საკითხთან დაკავშირებით;
გ) ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში;
დ) სკოლის წესდებით დადგენილი წესით და საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში;
ე) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს.
უმაღლესი განათლების სისტემა. საქართველოში უმაღლესი განათლება სამი
საფეხურისგან შედგება: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. უმაღლესი
განათლების გაცემის წესებსა და პროცედურებს “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონი
არეგულირებს.
საქართველოში მოქმედებს სამი სახის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება:
უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც
ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო
კვლევებს
სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც
ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს (გარდა
დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორციელებს მეორე
საფეხურის – მაგისტრატურის – საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს.
კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს
აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის საგანმანათლებლო
პროგრამას.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად
აუცილებელია შესაბამისი ავტორიზაციის გავლა.
საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ძვრა 2005 წელს
განხორციელდა, როდესაც საქართველო ე.წ. ბოლონიის პროცესს მიუერთდა. აღნიშნული
პროცესი 1999 წლის 19 ივნისს, იტალიის ერთ-ერთ უძველეს საუნივერსიტეტო ქალაქ
ბოლონიაში, “უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის” ხელშეკრულებაზე 29 ევროპული
ქვეყნის განათლების მინისტრების ხელმოწერით დაიწყო. ამჟამად ბოლონიის პროცესში
ევროპის 47 ქვეყანა მონაწილეობს. ბოლონიის პროცესი მიმართულია ხელმომწერი ქვეყნების
უმაღლესი განათლების სისტემების დაახლოებისკენ, რაც, მარტივად რომ ვთქვათ,
აადვილებს სხვა ხელმომწერ სახელმწიფოში მოპოვებული დიპლომის აღიარებას და
შესაბამისად, ხელს უწყობს სტუდენტების მობილობას, რაც განათლების უფლების უფრო
სიღრმისეულად უზრუნველყოფისა და სოციალურ-კულტურული პროცესების
ჰარმონიზაციის აუცილებელი წინაპირობაა.
პროფესიული განათლება. უკანასკნელ წლებში სულ უფრო პოპულარული ხდება
პროფესიული განათლება, რომლის ხელშეწყობაც უმუშევრობის დაძლევისა და ქვეყნის
ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.
ამჟამად საქართველოში ხორციელდება 2013-2020 წლების პროფესიული განათლების
რეფორმის სტრატეგია, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად ადამიანური რესურსების
განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ყველა ფენისთვის პროფესიული განათლების
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.

დევნილები და ლტოლვილები
სამოქალაქო განათლების ლექსიკონის განმარტებით დევნილია „საქართველოს
კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები
მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი
საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო (საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში)
იმ მიზნით, რომ საფრთხე შეექმნა მას ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას
ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების
მასობრივი დარღვევის გამო. დევნილად ცნობა, მისი სტატუსი და უფლება-მოვალეობანი
განსაზღვრულია საქართველოს 1996 წლის 28 ივნისის კანონით იძულებით
გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“.
2014 წლის პირველი მარტიდან ძალაში შევიდა „საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა“ შესახებ საქართველოს
კანონი.
ახალი კანონის მიღების აუცილებლობა გამოწვეული იყო სხვადასხვა გარემოებებით.
კერძოდ, მარტამდე მოქმედი კანონი არ ასახავდა დევნილებთან მიმართებაში არსებულ
სახელმწიფო პოლიტიკას, აღარ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს.
ახალი კანონის ძირითადი სიახლეები არის შემდეგი:
2014 წლის პირველი მარტიდან ყველა დევნილი მიიღებს მნიშვნელოვნად გაზრდილ
დევნილის შემწეობას ყოველთვიურად 45 ლარის ოდენობით.
გაუქმდა დევნილთა კომპაქტური და კერძო დანსახლების ობიექტის ცნება და ყველა
დევნილი მიიღებს თანაბარი რაოდენობის დევნილის შემწეობას.
დევნილი სრულად არის დაცული მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული
საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლებისაგნ.
დევნილს აღარ შეუწყდება დევნილის შემწეობის დარიცხვა საქართველოს საზღვრებს
გარეთ ორ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში, თუ ეს გასვლა დაკავშირებულია
სამსახურებრივ მივლინებასთან, სწავლასთან ან სამედიცინო დაწესებულებაში
მკურნალობასთან და აღნიშნულის თაობაზე დევნილმა წინასწარ აცნობა სამინისტროს.
გამარტივდა დევნილის სტატუსის მინიჭების პროცედურა, კერძოდ გაუქმდა
ბიუროკრატიული მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებდა დევნილის სტატუსის მაძიებლის
სტატუსის მინიჭებას.
განისაზღვრა ოჯახის ცნება, რითაც დაცული იქნება ოჯახის ერთიანობის
პატივისცემის უფლება.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი უძრავი ქონების რესტიტუციის უფლება და
მისი მემკვიდრეობით გადაცემა.

ლტოლვილი. ლტოლვილად პირი ითვლება მხოლოდ მაშინ თუ იგი გადაკვეთს


ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარს და შემწეობისა და მფარველობისათვის
მიმართავს უცხო ქვეყნის ხელისუფლებას. ლტოლვილად ჩაითვლება აგრეთვე ყველა პირი,
რომელიც აგრესიის, უცხოური ოკუპაციის, უცხოური დომინაციის ან მისი წარმოშობის ან
ეროვნების ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის ნაწილში საჯარო წესრიგის სერიოზულად
ხელმყოფი მოვლენების გამო იძულებულია დატოვოს თავისი საცხოვრებელი და
თავშესაფარი ეძიოს თავისი წარმოშობის ან ეროვნების ქვეყნის გარეთ.
საქართველოში ლტოლვილები 1994 წლიდან გამოჩნდნენ, თუმცა 1999 წლამდე მათი
რაოდენობა ერთეულებით შემოიფარგლებოდა. 1999 წელს რუსეთის ფედერაციის ჩეჩნეთის
რესპუბლიკაში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო, საქართველოში თავშესაფრის
თხოვნამ მასობრივი ხასიათი მიიღო. საქართველოს ხელისუფლებამ ჯგუფური მიდგომით
სტატუსის მინიჭების პრინციპს (Prima Facie) მიმართა და ცხრა ათასამდე პიროვნებას
ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა. თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობით შემოსვლის
მეორე ტალღა 2012 წლიდან დაიწყო - 2014 წლის ბოლოსთვის თავშესაფრის მაძიებელთა
რაოდენობა 20-ჯერ და მეტად გაიზარდა. აღნიშნული, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთში
გამწვავებულმა სამოქალაქო დაპირისპირებამ და შეიარაღებულმა კონფლიქტებმა გამოიწვია.
თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდაზე გავლენა იქონია უკრაინაში დაწყებულმა
კონფლიქტმაც. ბევრად უფრო დაბალი ტემპით, მაგრამ შესამჩნევად იზრდება თავშესაფრის
მაძიებლების რიცხვი სხვა ქვეყნებიდანაც. საქართველოში თავშესაფრის საკითხები
რეგულირდება საქართველოს კანონით „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების
შესახებ“, რომელიც 2012 წლის მარტიდან მოქმედებს.
საქართველოში თავშესაფარი მოიცავს ორი სახის სტატუსს: ლტოლვილის სტატუსს
და ჰუმანიტარულ სტატუსს. „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ
არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის
არმქონე პირი, იმყოფება საქართველოში, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს
დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური
ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო, და არ შეუძლია ან არ
სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან
ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს
მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც
არ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს და
რომელიც იძულებული იყო დაეტოვებინა თავისი წარმოშობის ქვეყანა ძალადობის, გარე
აგრესიის, ოკუპაციის, შიგა კონფლიქტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ან
საზოგადოებრივი წესრიგის მნიშვნელოვანი დარღვევის გამო; ჰუმანიტარული სტატუსი,
ასევე, მიენიჭება პირს, რომელიც სამართლებრივი საფუძვლების, კერძოდ, საქართველოს
მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების (ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლიდან (წამების, არაადამიანური ან ღირსების
შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) ან ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა
საერთაშორისო აქტებიდან გამომდინარე არგაძევების სხვა ვალდებულებების) გამო არ
შეიძლება იძულებით დაბრუნებულ იქნეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში და რომელსაც არ
შეუძლია გაემგზავროს სხვა ქვეყანაში; ჰუმანიტარული სტატუსი, ასევე, მიენიჭება პირს,
რომლის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება სერიოზული
ზისაფრთხე შეექმნას მის სიცოცხლეს ან დაირღვეს მისი უფლებები.
ჰუმანიტარული სტატუსი შეიძლება აგრეთვე მიენიჭოს პირს, რომელიც არ არის
საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე
პირი და რომელიც იძულებული გახდა გადაადგილებულიყო ქვეყნის შიგნით,მაგრამ არ
ეკუთვნის დევნილის სტატუსი „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად. ჰუმანიტარული სტატუსი, ასევე, მიენიჭება პირს,
რომელიც საქართველოში შემოვიდა მოსაზღვრე წარმოშობის ქვეყნიდან, იქ მომხდარი
სტიქიური უბედურების გამო. ჰუმანიტარული სტატუსი აგრეთვე მიენიჭება პირს,
რომელსაც ესაჭიროება სხვა სარწმუნო ჰუმანიტარული დახმარება.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტრო თავშესაფრის თხოვნას
განიხილავს ექვსი თვის განმავლობაში. აღნიშნული ვადა, საჭიროებისამებრ, შესაძლოა
გახანგრძლივდეს ერთჯერადად 3 თვის ვადით. თავშესაფრის პროცედურის
მიმდინარეობისას, თავშესაფრის მაძიებელს უტარდება პირველადი ანკეტირება და
გასაუბრება, რა დროსაც ხდება ყველა იმ ფაქტისა და გარემოების გამორკვევა, რომელიც
მნიშვნელოვანია განაცხადის განხილვისა და გადაწყვეტილების მისაღებად.
გადაწყვეტილება თავშესაფრის მინიჭებაზე ან თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმის
შესახებ ემყარება თავშესაფრის მაძიებელთან ჩატარებული ანკეტირებისა და გასაუბრებისას
მიღებულ ინფორმაციას, განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული
ინფორმაციის და დოკუმენტაციის, ასევე მოყვანილი ფაქტების სანდოობის ანალიზს და
წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციას.

სიღარიბე და მისი დაძლევის გზები3


„ჩვენ არ უნდა გადავცეთ მომავალ თაობებს ეგოისტური
ევროპა, რომელიც ბრმა და ყრუა სხვების გაჭირვების მიმართ”.

ვაცლავ ჰაველი

სიღარიბე არის მსოფლიო პრობლემა და მისი მასშტაბები თანდათანობით იზრდება.


არსებული ტენდენციეს მიხედვით, ჩვენთან ის ასოცირდება ისეთ ადგილებთან, როგორიცაა
ტროპიკული აფრიკა, აზია და ლათინური ამერიკა. მაგრამ სიღარიბე ასევე ახდენს გავლენას
მილიონობით ადამიანზე ევროპაში. ევროკავშირის 400 მილიონი მცხოვრებიდან 60 მილიონი
ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ (რომელიც მიჩნეულია, როგორც ქვეყნის საშუალო
შემოსავლის 50%25) ხოლო 2.7 მილიონი ადამიანი უსახლკაროა. ესპანეთში მოსახლეობის
20%25 ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ხოლო 4.5%25 უკიდურეს სიღატაკეში.
ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში ბავშვების 1/3 იზრდება სიღარიბეში.

სიღარიბე გარდამავალ პერიოდში

„(...)თითქმის ყველა სოციალისტურმა ქვეყანამ გამოსცადა სიღარიბის დონის


მნიშვნელოვანი ზრდა გარდამავალ პერიოდში. და მაინც, სიღარიბე არ არის აბსოლუტუად
ახალი ფენომენი და ის არ არის დაკავშირებული მხოლოდ გარდამავალ პროცესთან;
სიღარიბე ადრეც არსებობდა საბჭოთა კავშირში და სოციალისტურ რეგიონში, მაგრამ
პოლიტიკური და იდეოლოგიური მიზეზების გამო, ის არ იყო აღიარებული. სოციალური
ჯგუფი, რომელსაც ადრე სიღარიბე არ ეხებოდა იყო საზოგადოებრივი დაწესებულებების
მომსახურე პერსონალი, რომელთა ხელფასები და შემოსავალიც მკვეთრად შემცირდა
გარდამავალ პერიდში. ამ რეგიონში უმუშევრობა არის სიღარიბის ერთ-ერთი ძირითადი
მიზეზი.” გაეროს განვითარების პროგრამა, 2001 წ.

სიღარიბე მსოფლიოში

3
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-
------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-
00&cl=CL1.1&d=HASH6c26c5bbadf508a0f8f921.8.12&gt=1
„მდიდარ ქვეყნებში 100 ბავშვიდან 1%25-ზე ნაკლები ვერ აღწევს 5 წლის ასაკს მაშინ,
როდესაც უღარიბეს ქვეყნებში ბავშვების ერთი მეხუთედი იღუპება იგივე ასაკამდე. აგრეთვე,
მაშინ, როდესაც მდიდარ ქვეყნებში 5 წლის ასაკამდე მთელი ბავშვების 5%25 იკვებება
უხარისხოდ, ღარიბ ქვეყნებში ეს რიცხვი 50%25-ს შეადგენს”. მსოფლიო ბანკი, 2000წ.

სიღარიბის განსაზღვრება

„ეკონომიკური ზრდა აფართოებს ადამიანის მოთხოვნების დაკმაყოფილების მატერიალურ


ბაზას, მაგრამ მათი დაკმაყოფილების ხარისხი დამოკიდებულია რესურსების
გადანაწილებაზე ხალხში და შესაძლებლობების გამოყენებასა და განაწილებაზე,
განსაკუთრებით ეს დასაქმებას ეხება”. (მორეირა)

აბსოლუტური სიღარიბე აფუძვნებს გადარჩენისთვის საჭირო მინიმალურ


მოთხოვნებს. ამის მიხედვით იგულისხმება, რომ არსებობს მინიმალური სტანდარტები,
რომლის ქვემოთაც ხალხი ხვდება „ღარიბთა” კატეგორიაში. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად
გამოყენებული საზომი არის შემოსავლის დონე: როდესაც ადამიანის, ან ოჯახის შემოსავალი
გარკვეული დონის, ნორმალური ცხოვრების სტანდარტისათვის მიჩნეული აუცილებელი
მინიმუმის ქვემოთაა, ასეთი პიროვნება ან ოჯახი ღარიბად ითვლება.
შედარებითი სიღარიბის ქვეშ კონკრეტული ჯგუფის სტატუსი განისაზღვრება და
იზომება სხვებთან შედარებით იგივე გარემოში, საზოგადოებაში ან ქვეყანაში. შესაბამისად,
მას, ვინც ღარიბად ითვლება განვითარებულ ქვეყანაში, შეიძლება ჰქონდეს უფრო მაღალი
შემოსავალი ვიდრე ნაკლებად განვითარებულ ქვეყანაში შეძლებულად მიჩნეულ ადამიანს.
სიღარიბის მნიშვნელობა დამოკიდებულია მსოფლიოს თითოეული ქვეყნის ან რეგიონის
ტრადიციებზე, სტანდარტებზე და ფასეულობებზე. ამ თვალსაზრისით, ასევე არსებობს
სიღარიბის კულტუროლოგიური განზომილება.
დღესდღეობით ბევრი აღიარებს, რომ სიღარიბე არ მცირდება აუცილებლად ქვეყნის
ეკონომიკურ ზრდასთან ერთად. ქვეყნებში, სადაც აღინიშნება ეკონომიკური ზრდა,
სიღარიბე არ აღმოიფხვრა. მაგალითად, პოლონეთმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია
ეკონომიკურ სფეროში, მაგრამ სიღარიბე მაინც იზრდება. ფართოდ არის აღიარებული, რომ
„სიღარიბე არის მრავალგანზომილებიანი ფენომენი, რომელიც შედგება მენტალური,
პოლიტიკური, სოციალური და სხვა ასპექტებისაგან”, მატერიალურ განზომილებასთან
ერთად (ჩვეულებრივ გამოისახება ფულად ერთეულებში). მისი გამომწვევი ფაქტორები
შეიძლება იყოს ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური ან ეკოლოგიური
თავისებურებები. სიღარიბეს აქვს ბევრი სახე: ის შეიძლება იყოს ქალაქის ან სოფლის,
მუდმივი ან დროებითი მდგომარეობა. ზოგი ადამიანი შეიძლება ღარიბი იყოს მთელი
სიცოცხლის განმავლობაში, როცა სხვებმა შეიძლება თავი დააღწიონ მას. სიღარიბე არ არის
სტატიკური მდგომარეობა.
არსებობს სიღარიბის კიდევ მნიშვნელოვანი განზომილება, რომელსაც ხშირად
„სიღარიბის ფემინიზაციას” უწოდებენ. ეს ნიშნავს, რომ ღარიბებში ჭარბობენ ქალები, რაც
დაკავშირებულია სხვა ფაქტორებთან ერთად პრეკონცეფციებთან ქალებთან მიმართებაში და
სიღარიბის გენდერულ ასპექტებთან.

რა კავშირია სიღარიბესა და ადამიანის უფლებებს შორის?

მეოთხე საერთაშორისო ახალგაზრდული მოძრაობა არის მეოთხე საერთაშორისო


მოძრაობის ნაწილი, რომელიც იბრძვის სიღარიბის წინააღმდეგ. www.atd-fourthworld.org
ღირშესანიშნავ თარიღებს შორის შესაძლებელია აღინიშნოს 17ოქტომბერი – სიღარიბის
აღმოფხვრის საერთაშორისო დღე და 5 დეკემბერი ეკონომიკური და სოციალური
განვითარების მოხალისეთა საერთაშორისო დღე.
ვენის დეკლარაცია და მოქმედების პროგრამა, რომელიც მიღებულ იქნა 1993 წლის
ივნისში ვენის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონფერენციაზე, აცხადებს, რომ
„ფართოდ გავრცელებული უკიდურესი გაჭირვება ხელს უშლის ადამიანის უფლებებით
სრულად და ეფექტურად სარგელობას ... განსაკუთრებით ეკონომიკური, სოციალური და
კულტურული უფლებებით” (მუხლი 14)
მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, რომ ადექვატური ჯანდაცვის, განათლების,
თანასწორობის, თავშესაფრის, და ა.შ. არარსებობა, რაც სიღარიბის და სოციალური
გაუცხოების შედეგს წარმოადგენს, აბრკოლებს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით
სარგებლობას, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის ადამიანებს მოითხოვონ თავიანთი
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვა. ეს არის ადამიანის
უფლებათა განუყოფლობის ნათელი მაგალითი.
საერთაშორისო ამნისტია და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები
„საერთაშორისო ამნისტიის“ საერთაშორისო საბჭოს შეხვედრაზე, რომელიც შედგა
2001 წ. აგვისტოში, შეთანხმდნენ, რომ გაფართოებულიყო ორგანიზაციის მანდატი, რათა მას
მოეცვა ადამიანის უფლებების ფართო სპექტრი. ამიერიდან ორგანიზაცია იმუშავებს არა
მხოლოდ წამების წინააღმდეგ, ან სინდისის პატიმრების დასაცავად, არამედ ყველა ფორმის
დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიუხედავად იმისა, ეხება ეს პოლიტიკურ და სამოქალაქო თუ
ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს.
გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1986 წ. 4 ნოემბერს მიღებული განვითარების
უფლების დეკლარაცია არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც ეხება
ექსკლუზიურად განვითარების უფლებას. ის მჭიდროდ არის დაკავშირებული მეორე
თაობის ადამიანის უფლებებთან, როგორც ეს აღწერილია ეკონომიკური, სოციალური და
კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტში. განვითარება განმარტებულია პირველ
მუხლში, როგორც „გლობალური ეკონომიკური, სოციალური, კულტუროლოგიური და
პოლიტიკური პროცესი, რომელიც აუმჯობესებს ხალხის და ყველა ადამიანის
კეთილდღეობას მათ განვითარებაში და თავისუფალ გადანაწილებაში თავისუფალ, აქტიურ
და მნიშვნელოვან მონაწილეობაზე დაყრდნობით.” იგივე დეკლარაციის მუხლი 2 ხაზს
უსვამს, რომ „ადამიანი არის განვითარების ძირითადი ობიექტი და იგი განვითარების
უფლების აქტიური მოსარგებლე უნდა იყოს”.
სოციალური განვითარების 1995 წლის მსოფლიო სამიტზე, რომელიც ცნობილია
კოპენჰაგენის სამიტის სახელწოდებით, 185 ქვეყანამ იკისრა აბსოლუტური სიღარიბის
აღმოფხვრის ვალდებულება და მიიღო კონკრეტული გეგმა და წინადადებები ამ მიზნით.
მთავრობების და სახელმწიფოების მეთაურებმა მიიღეს დეკლარაცია და მოქმედების გეგმა,
რომელიც ცნობილია, როგორც „კოპენჰაგენი+6” მაგრამ 2001 წლის სექტემბრისათვის არც
ერთი მიზანი არ იყო სრულად შესრულებული.
არსებულ საერთაშორისო და რეგიონალურ დოკუმენტებს შეზღუდული გავლენა
ჰქონდა სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში. ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ბევრი ასეთი
დოკუმენტი არ მოიცავს ამ უფლებების განსამტკიცებელ მექანიზმებს. თუმცა, ბოლო 50 წლის
განმავლობაში მიღწეული იქნა პროგრესი ადამიანის უფლებათა სისტემის განვითარებაში და
საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, რომ მდგრადი ადამიანური განვითარება არ არის
შესაძლებელი ადამიანის უფლებების პატივისცემის გარეშე, ჯერ კიდევ არ არსებობს მკაფიო
კავშირი სიღარიბესა და ადამიანის უფლებებს შორის. ადამიანის უფლებათა უნივერსალური
დეკლარაცია და 2 საერთაშორისო პაქტი ადამიანის უფლებების შესახებ თავის პრეამბულაში
ეხება საჭიროებისაგან გათავისუფლებას, ხოლო შეთანხმება ადამიანის უფლებების შესახებ
ითვალისწინებენ უფლებებს ადექვატური ცხოვრების პირობების, საკმარისი საკვების,
ტანსაცმლის და საცხოვრებლის ჩათვლით.
ევროპის სოციალური ქარტია
სიღარიბისაგან და სოციალური გაუცხოებისაგან დაცვის უფლების ეფექტურად
გამოყენების მიზნით მხარეები იღებენ ვალდებულებას:
ა) მიიღონ ზომები ზოგადი და კოორდინირებული მიდგომის ფარგლებში, რათა
ადამიანებისთვის და ასევე მათი ოჯახებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ან არსებობს რისკი,
რომ იცხოვრებენ სიღარიბისა და სოციალური გაუცხოების სიტუაციაში, უზრუნველყონ
დასაქმების, საცხოვრებელი პირობების, პროფესიული მომზადების, განათლების,
კულტურის და სოციალური და სამედიცინო დახმარების ეფექტური ხელმისაწვდომობა;
ბ) მოხდეს ამ ღონისძიებების გადასინჯვა იმ მიზნით, რომ აუცილებლობის
შემთხვევაში მოხდეს მათი ადაპტირება ცვალებად პირობებთან (ევროპის სოციალური
ქარტიის შესწორებული გამოცემა, მუხლი 30)

დასკვნითი მოსაზრებები

ათასწლეულის დეკლარაციაში (2000, სექტემბერი) საერთაშორისო საზოგადოებამ


აიღო ვალდებულება სიღარიბის აღმოფხვრაზე და მიზნად დაისახა 2015 წლისთვის
გაენახევრებინა მათი რაოდენობა, ვისი დღიური შემოსავალიც 1 აშშ დოლარზე ნაკლებს
შეადგენს.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრეკონცეფცია, რომელიც ღარიბების შესახებ
არსებობს არის ის, რომ ისინი აღმოჩნდნენ ამ სიტუაციაში რადგნაც ასე სურთ, ან იმიტომ,
რომ ისინი ზარმაცები და უპასუხისმგებლოები არიან და არ მუშაობენ ისე, როგორც საჭიროა.
ეს არის ღარიბებისათვის მთლიანი პასუხისმგებლობის დაკისრების მცდელობა მათი
მდგომარეობის გამო. ეს მიდგომა პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა
კულტურას, რადგანაც ის ართმევს სოციალურად გაუცხოებულ ხალხს შესაძლელობას
იცხოვრონ ღირსეულად და იყვნენ უფლებათა სუბიექტები. გარდა ამისა, ამგვარი მიდგომა
ერთმანეთში ურევს სიღარიბის შედეგებს (ანტისოციალური ქმედება, ნარკოტიკების
მოხმარება, სამუშაოზე უარის თქმა, ალკოჰოლის გამოყენება, და ა.შ.) და სიღარიბის
გამომწვევ რთულ მიზეზებს.
იმისათვის, რომ სიღარიბე აღმოიფხვრას, ჩვენ უნდა ჩავწვდეთ მის ფესვებს და არა
უბრალოდ წამიერ მოთხოვნებს. ეს მოითხოვს უდიდეს პოლიტიკურ ძალისხმევას,
განსაკუთრებით სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან; ამდენად
სიღარიბეს გააჩნია მნიშვნელოვანი პოლიტიკური ასპექტები.
„სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა ღრმად პოლიტიკური საკითხია. სიღარიბე უმეტეს
საზოგადოებებში გამოწვეულია ძალაუფლების, სიმდიდრის და შესაძლებლობების
უთანასწორო გადანაწილებით” (გაეროს განვითარების პროგრამის მოხსენება, 2001).

მდგრადი განვითარება და მისი ასპექტები4


საუკუნეების მანძილზე ადამიანი საკუთარ თავს სამყაროს ცენტრად განიხილავდა და
მიაჩნდა, რომ ყველა ცოცხალი არსება თუ ბუნებრივი რესურსი კაცობრიობის
საკეთილდღეოდ არსებობდა და მათი გამოყენება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე
შეიძლებოდა. ასეთმა მიდგომამ ძალიან დააზარალა გარემო, რაც განსაკუთრებით საგრძნობი
გახდა მე-19 საუკუნიდან - ინდუსტრიალიზაციის ეპოქის შემდგომ.
კლიმატური ცვლილებები, ჰაერის დაბინძურების საგანგაშო დონე, რესურსების
ამოწურვის საფრთხე - ეს ის პრობლემებია, რომელთა გამოც თანამედროვე მსოფლიომ
გადაწყვიტა, გადახედოს განვითარების კლასიკურ გეგმას და იზრუნოს ხვალინდელ დღეზე,
მომავალი თაობების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. სწორედ ეს არის მდგრადი
განვითარება, “რომელიც პასუხობს დღევანდელ მოთხოვნილებებს იმგვარად, რომ მომავალ
თაობებს შეუნარჩუნოს მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.”
მდგრადი განვითარება მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ
ასპექტებს. მიიჩნევა, რომ განვითარება უნდა იყოს ეკონომიკურად ხელსაყრელი,
სოციალურად სამართლიანი და გარემოსთვის დამზოგავი.
ეკოლოგიური ასპექტი. ბუნებრივი რესურსები ამოწურვადია. დღესდღეობით,
კაცობრიობის ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, ცხოველების და მცენარეების
ბევრი ჯიში განადგურების საფრთხის წინაშე დგას, ვინაიდან ადამიანის საქმიანობამ მათ
მოუსპო განვითარების ბუნებრივი არეალი. იმავე მიზეზით დაბინძურებულია ჰაერი და
წყალი. ეს ყველაფერი დღეს უკვე ჯანმრთელობისთვის საშიშია, ხოლო გრძელვადიან
პერსპექტივაში, თუ ადამიანმა ისევ ძველებურად გააგრძელა საქმიანობა, ეს ნიშნავს, რომ
დედამიწაზე სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება და თავად კაცობრიობაც გადაშენების

4
https://www.civiceducation.ge/ka/lessons/3-27
საფრთხის ქვეშ დადგება. საბედნიეროდ, ეს პროცესი ჯერჯერობით არ არის შეუქცევადი,
თუმცა მდგომარეობის გამოსწორებისთვის ყველა ჩვენგანის ძალისხმევაა საჭირო.
რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღმოვფხვრათ ის ზიანი, რაც კაცობრიობამ,
ბოლო ორი ასეული წლის მანძილზე, გარემოს მიაყენა?
პირველ რიგში, უნდა შევინარჩუნოთ ბიომრავალფეროვნება, რაც გულისხმობს, რომ
განადგურებისგან უნდა დავიცვათ ცხოველების და მცენარეების ყველა სახეობა,
განსაკუთრებით კი მოვუფრთხილდეთ გადაშენების პირას მყოფ მცენარეებს და ცხოველებს.
მოვუფრთხილდეთ ბუნებრივ რესურსებს - ფუჭად არ დავხარჯოთ
ელექტროენერგია, წყალი, გადასამუშავებლად ჩავაბაროთ ქაღალდი, პლასტმასი, შუშა და ა.შ.
შევამციროთ ჰაერის დაბინძურება - მხარი დავუჭიროთ ეკოლოგიურად სუფთა
ენერგიის წყაროები (წყლის, ქარის, მზის ენერგია, ბიოსაწვავი) განვითარებას და გამოყენებას,
ნაკლებად ვისარგებლოთ ავტომობილით, უპირატესობა მივანიჭოთ ადგილობრივ
პროდუქციას (რომელიც ხანგრძლივ ტრანსპორტირებას არ საჭიროებს და შესაბამისად, მათი
მომხმარებლამდე მიტანა ნაკლებად აბინძურებს გარემოს).
საქართველოს კონსტიტუციაში აღწერილია მდგრადი განვითარების პირობები
(მუხლი 37):
3. ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში,
სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია
გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს.
4. სახელმწიფო ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით
უზრუნველყოფს გარემოს დაცვას და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობას,
ქვეყნის მდგრად განვითარებას საზოგადოების ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების
შესაბამისად ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.
(15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
5. ყველას აქვს უფლება, დროულად მიიღოს სრული და ობიექტური ინფორმაცია
გარემოს მდგომარეობის შესახებ. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის და აღდგენის მიზნით
საქართველოში მოქმედებს “საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ”
კანონი, რომლის მიზანია, “უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული,
გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა და აღდგენა, სახეობრივი
მრავალფეროვნებისა და გენეტიკური რესურსების შენარჩუნება, მდგრადობა და მათი
მდგრადი განვითარებისათვის პირობების შექმნა.”
1996 წელს საქართველომ მიიღო კანონი “გარემოს დაცვის შესახებ”, რომლის მიზნებს
შორისაა, “დაიცვას გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი
ადამიანის ძირითადი უფლებები - ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში”,
ასევე, ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნების და ეკოლოგიური წონასწორობის
უზრუნველყოფას.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, მასში
გაერთიანებული სააგენტოებით, შექმნილია, რათა იზრუნოს საქართველოში
ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. 2005 წელს სამინისტროში შეიქმნა გარემოს დაცვის
ინსპექცია, რომლის ამოცანაა გამოავლინოს და აღმოფხვრას დარღვევები გარემოს დაცვის
სფეროში, ასევე, გაატაროს ღონისძიებები ამგვარი დარღვევების თავიდან აცილების მიზნით.
სოციალური ასპექტი. მდგრადი განვითარების სოციალური ასპექტი მოიცავს
სამართლიანობისა და კეთილდღეობის იდეებზე დაფუძნებულ საზოგადოებას, რომლის
წევრებსაც, მათი მატერიალური შესაძლებლობების მიუხედავად, ხელი მიუწვდებათ
აუცილებელ საჭიროებებზე, როგორებიცაა საკვები, საცხოვრისი, ჯანდაცვა, განათლება,
სამუშაო, ადამიანის უფლებები, საკუთრების უფლება და ა.შ.
მდგრადი სოციალური განვითარება, პირველ რიგში, გულისხმობს ყველანაირი
დისკრიმინაციის აღმოფხვრას და საზოგადოების მოწყვლადი წევრების - შშმ პირები,
ქალები, უმცირესობები - სოციალური უფლებების დაცვას. ამისთვის აუცილებელია
ადეკვატური სოციალური პოლიტიკის შემუშავება, დასაქმებასა და უთანასწორობის
აღმოფხვრაზე ორიენტირებული სისტემის შექმნა.
სამოქალაქო სოლიდარობის ხელშეწყობა, რომელიც აქტიური მოქალაქეობის
თვალსაზრისით უკვე განვიხილეთ, ასევე მდგრადი სოციალური განვითარების ერთ-ერთი
კომპონენტია.
ეკონომიკური ასპექტი. მდგრადი განვითარების ეკონომიკური ასპექტი პირდაპირ
კავშირშია როგორც ეკოლოგიასა და გარემოს დაცვასთან, ისე სოციალურ სოლიდარობასთან.
მდგრადი განვითარება არ ნიშნავს, რომ ადამიანი უარს ამბობს იმ სიკეთეებზე, რომლებიც
მას ტექნოლოგიურმა თუ ინდუსტრიულმა პროგრესმა მიანიჭა. ის მხოლოდ ცდილობს,
ეკონომიკური კეთილდღეობა ისე მოიპოვოს, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დააზიანოს
გარემო და მეტად იზრუნოს საზოგადოების სოციალურ კეთილდღეობაზე. მცირე
საწარმოების შექმნა, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, გადამუშავებული მასალის
(მინა, ქაღალდი) ხელმეორედ გამოყენება წარმოებაში ის მცირე ჩამონათვალია, რითაც
ეკონომიკური განვითარება არც შეფერხდება, თუმცა არც მომავალი თაობების ინტერესებს
დააზარალებს.

არათანაბარი განვითარება და კორუფცია5


პოლიტეკონომია კაპიტალის აკუმულაციას ქალაქის გარემოს განვითარებაში
უმნიშვნელოვანეს კომპონენტად მიიჩნევს. ინვესტიციები წარმოადგენს იმ ძირითად ძალას,
რომელიც ქალაქის გარემოს ხარისხობრივ გაუმჯობესებას განაპირობებს. კაპიტალის

5 სულუხია თ., დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია (დამხმარე სახელმძღვანელო), 2001


http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10-
--4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-
00&a=d&c=civil2&cl=CL2.6&d=HASHb85003cbb38d2d251f453c
ინვესტიციებით იქმნება არა მარტო სამუშაო ადგილები, არამედ საგადასახადო შემოსავლები,
რომლებიც გამოიყენება უბნების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ადგილობრივი
მმართველობის მიერ. სწორედ ესაა არათანაბარი განვითარების საფუძველი - შედარებით
მდიდარი უბნები იღებენ მეტ ინვესტიციებს და უფრო სწრაფად ვითარდებიან.
გარდა ამისა, დიდ განსხვავებას ქმნის მაღალშემოსავლიანი და დაბალშემოსავლიანი
ინდივიდების მიერ შეტანილი წვლილი გარემოს მახასიათებელი ნიშნების ფორმირებაში.
მდიდარი მეტ ფულს ხარჯავს თავის უბანში და მეტი წვლილი შეაღწევს ადგილობრივ
ბიუჯეტში ვიდრე ეს დაბალშემოსავლიან მოსახლეობას შეუძლია.
მსოფლიო ფინანსური კაპიტალი დღეს განსაკუთრებით მობილურია და საშუალებას
იძლევა იგი დაბანდებული იქნას ქალაქის, ქვეყნისა თუ მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას,
სადაც მან ყველაზე დიდი მოგება შეიძლება მიიღოს. შესაბამისად, ღარიბ უბნებში მაღალი
მოგების შესაძლებლობა დაბალია და კაპიტალის მობილურობა საბოლოო შანსს ართმევს
ღარიბ უბნებს მიიზიდონ ან შეაკავონ თავისთან კაპიტალდაბანდებები.
ეკონომიკური ზრდა არის ეროვნული შემოსავლის ზრდა. ან გამომუშავებული
პროდუქციის ან სერვისის წილის ზრდა ერთ სულ მოსახლეზე, რომელიც იზომება მთლიანი
ეროვნული პროდუქტით. ეკონომიკური ზრდა არ ნიშნავს აუცილებლად ამ მატების
თანაბრად გადანაწილებას მოსახლეობაზე. ეკონომიკის ზრდისთვის აუცილებელია
ინვესტიციები ეკონომიკური ინფრასტრუქტურაში, განათლებაში და სხვა სფეროებში.
მაგალითად აშშ-ში XIX საუკუნეში რკინიგზასა და ტელეგრაფში ჩადებულმა ინვესტიციებმა
განსაზღვრეს ქვეყნის ეფექტური ეკონომიკური ზრდა. მეორე მხრივ, ეკონომიკური ზრდა არ
ნიშნავს მდგრად განვითარებას. იგი ისეთ პოლიტიკაზეა დაფუძნებული, რომელიც
ინარჩუნებს და აფართოებს ბუნებრივი გარემოს რესურსების ბაზას და ასევე მეტნაკლებად
ტოლფასად ანაწილებს ზრდას ზრდის შედეგებს მოსახლეობაზე. ეკონომიკური განვითარება
მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ქალაქის განვითარებასთან. 1945 წლიდან ეროვნული
შემოსავლის ზრდა მიღებული იყო ეკონომიკური განვითარების ინდიკატორად. შემდგომ
შეამჩნიეს, რომ ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური ზრდა განსხვავებული ცნებებია
და იმ შემთხვევაში თუ რა ხდება ეკონომიკური სიკეთის თანაბრად გადანაწილება
საზოგადოებაში და სოციალური თანასწორუფლებიანობის მიღწევა. ეკონომიკური ზრდა ვერ
უზრუნველყოფს ეკონომიკურ განვითარებას. ეკონომიკური განვითაერა უკავშირდება
სიღარიბის აღმოფხვრას. როდესაც ეკონომიკური ზრდისთვის ეს არ არის აუცილებელი
ფაქტორი. ეკონომიკური განვითარების ინდიკატორები გამყარებულია სოციალური
პირობების გაუმჯობესების ინდიკატორებით: სასმელი წყლის ხარისხი, საკვების
შემცველობა, საცხოვრებლის ხარისხის გაუმჯობესება, ტანსაცმლისა და პირველადი
მოხმარების საგნების მოხმარების. განათლების შესაძლებლობებითა და სხვა პირობების
გაუმჯობესებით ძირითადად ეს პროცესები ასე შეგვიძლია შევაჯამოთ: 1. ეროვნულ
ხარჯებში ინვესტიციების წილის ზრდა, რომელის ზრდის კაპიტალდაბანდებებს ერთ სულ
მოსახლეზე. 2. ეროვნული პროდუქციის სტრუქტურის დივერსიფიკაცია, როგორც
ინდუსტრია, სერვისები და სხვა. სადაც სოფლის მეურნეობის წილი თანდათან იკლებს. 3.
საგარეო ვაჭრობის ზრდა. 4. მთავრობის ბიუჯეტის ზრდა. 5. მოსახლეობის რაოდენობროივი
ზრდა, სიკვდილიანობის წილის შემცირება და სხვა პოზიტიური დემოგრაფიული
ცვლილებები. 6. ურბანული მოსახლეობის ზრდა. 7. განათლების წილის ზრდა
მოსახლეობაში ეკონომიკური ზრდის კონცეპტუალიზაცია შეიძლება კაპიტალის
აკუმულირების ინდუსტრიალიზაცია. მმართველობის გაუმჯობესების. ურბანიზაციის,
განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის ზრდის პროცესში.
თუმც კი, კოლონიალიზმი დღეს უკვე აღარ არის აქტუალური საკითხი,
კოლონიალური ქვეყნების ურბანიზაციას დღემდე შემორჩა ის პოლიტიკური და
ეკონომიკური მახასიათებლები, რომლებიც ადრე ახასიათებდა. პოლიტეკონომია ასხვავებს
ეკონომიკურ ზრდას ეკონომიკური განვითარებისაგან და აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევაში
ხდება პერიფერიული სისტემის ქვეყნების ეკონომიკური ზრდა და არა ეკონომიკური
განვითარება, რომელიც ნიშნავს მოსახლეობის ფართო მასებზე სარგებლის გადანაწილებას
და არა მის თავმოყრას კონკრეტულ მცირე ტერიტორიაზე ან ჯგუფში. ასეთ მიმართებას
ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მიმართ პოლიტეკონომია იმით ხსნის, რომ
კოლონიალური ქვეყნებში სიმდიდრის თავმოყრა ხდება მხოლოდ ურბანულ ცენტრებში:
კერძო და სახელმწიფო ინვესტიციების ჩადება მხოლოდ ქალაქში იზრდება და აუმჯობესებს
ქალაქური ცხოვრების პირობებს. ამით იზრდება სხვაობა და კონფლიქტი რურალურსა და
ურბანულს შორის. იგივე პრინციპით, ღრმავდება არაპროპორციულობა ცენტრალური
ქალაქებისა და მეორადი ქალაქების განვითარებაში: მოდერნიზაცია - ანუ განათლების
სისტემის დახვეწა, სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება და სხვა პროგრესული
პროცესები ძირითადად მაღალი ტემპით მხოლოდ დედაქალაქებში მიმდინარეობს.
შესაბამისად, თუმც კი ხდება ქალაქთა ეკონომიკური ზრდა, ეს ქვეყნები სოფლის სიღარიბის
ზრდის გამო ვერ აღწევენ ეკონომიკურ განვითარებას.
კორუფცია. ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ქცევის სტანდარტების
უარყოფა არაკანონიერი პირადი სარგებლის მიღების მიზნით. კორუფციული ქმედება ბევრ
საზოგადოებაში ჩვეულებრივი მოვლენაა. გავრცელებული მოსაზრებით, კ–ს ნაწილობრივ
ხელს უწყობს მართვის ბიუროკრატიული სისტემა. ბოლო პერიოდში კ–ის პრობლემას სულ
უფრო ხშირად უკავშირებენ კულტურის ორიენტაციის ტიპს (კოლექტივიზმს და
ინდივიდუალიზმს). მეცნიერთა ერთი ჯგუფის თვალსაზრისით, კოლექტივისტური
საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ლოიალობა ოჯახისა და შიდა ჯგუფისადმი, რაც
იწვევს შიდაჯგუფური ღირებულებების შეჭრას სახელმწიფოებრივ სტრუქტურებში, ხელს
უწყობს და აძლიერებს კ–ის ტენდენციას; მეცნიერთა მეორე ნაწილის თვალსაზრისით, კ–ის
ხელშემწყობი არა იმდენად კულტურული ფაქტორია, რამდენადაც ცალკეულ მმართველთა
სიხარბე, საერთაშორისო პოლიტიკური და ფინანსური ინტერესები, სიღარიბე და
გაუნათლებლობა, აგრეთვე ძალაუფლებრივი დისტანცია საზოგადოებაში. უნდა აღინიშნოს,
რომ ეს თვალსაზრისები ურთიერთგამომრიცხავი არაა. ჩამოთვლილ ფაქტორთა გარდა,
გარკვეულ კულტურებში, კულტურული ტრადიციის შესაბამისად, ჯგუფურ მორალსა და
ზნეობას (უკონფლიქტობა – ელასტიკურობა ურთიერთობებში და შიდა ჯგუფის გარე
ჯგუფისაგან გამომყოფი საზღვრების ხელშეუხებლობა) კანონის ტოლფას ღირებულებას
ანიჭებენ. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ბოლო დროს მკვლევრები კ–ის ტენდენციას ხშირად
ეთიკასთან მიმართებაში განიხილავენ, შესაბამისად, ემპირიული კვლევები მიმართულია
კულტურის ტიპსა და კორუფციას შორის კავშირის გამოვლენაზე და ეყრდნობა სოციალური
ორიენტაციების, კერძოდ, შიდა ჯგუფის ღირებულების მნიშვნელობას. კვლევებმა
გამოავლინა ინდივიდუალიზმის ძლიერი კავშირი ბიზნესში ეთიკის მაღალ დონესა და სუსტ
კ–იასთან, აგრეთვე კულტურული რელატივიზმის პრობლემები – არ არ არსებობს კ–იასთან
ბრძოლის ერთადერთი სწორი გზა, განსხვავებული კულტურიდან შეტანილი
ღირებულებებისა და სტანდარტების დანერგვა უშედეგოდ მთავრდება, ამიტომ
კორუმპირებული კულტურის დახმარება ნიშნავს კ–იასთან ბრძოლას კულტურული წესების
გათვალისწინებით.6
კორუფცია ისევ აფერხებს ქვეყნების განვითარებას და აზარალებს ხალხების
კეთილდღეობას - ასეთი სურათია ასახული ავტორიტეტიანი ორგანიზაცია „საერთაშორისო
გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ 25 იანვარს გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში,
სახელწოდებით „კორუფციის აღქმის ინდექსი 2016“. ამ ანგარიშის თანახმად, საქართველო,
შარშანდელთან შედარებით, 5 ქულით დაწინაურდა და 57 ქულა დაიმსახურა. შესაბამისად,
საქართველომ, 176 ქვეყანას შორის, 48-ე ადგილიდან 44-ე ადგილზე გადაინაცვლა. რამდენად
ხელშესახებია საქართველოს წინსვლა და რა ფაქტორები განაპირობებს არსებულ რეალობას?
მოკლედ რომ ვთქვათ, რაც უფრო მაღალია ქულა, მით უკეთესად არის ამა თუ იმ
ქვეყნის საქმე. მაქსიმალური 100 ქულა არც ერთ ქვეყანას არ დაუმსახურებია, მაგრამ
ჩამონათვალში 90-ქულიანი საუკეთესო მაჩვენებლით ახალი ზელანდია და დანია
ლიდერობენ. ყველაზე უარესი მდგომარეობაა 10-ქულიან სომალიში, რომელსაც სულ
მცირედით უსწრებენ წინ სამხრეთ სუდანი და ჩრდილოეთ კორეა. საერთო სურათი
აღფრთოვანების საფუძველს არ იძლევა - 176 ქვეყნიდან 2/3-ზე მეტმა საშუალო
მაჩვენებლამდეც ვერ მიაღწია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აღნიშნავს, რომ წლევანდელმა ანგარიშმა გამოკვეთა
კავშირი კორუფციასა და უთანასწორობას შორის და როცა ისინი ერთმანეთს ასაზრდოებენ,
იქმნება მოჯადოებული წრე, როცა საზოგადოებაში არათანაბრად ნაწილდება ძალაუფლება
და არათანაბრად ნაწილდება სიმდიდრე. როგორც ანგარიშის ავტორი ორგანიზაციის -
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ - ხელმძღვანელი ხოსე უგასი აღნიშნავს თავის
წერილობით კომენტარში, იკვეთება თვალსაჩინო კონტრასტი:
„ძალიან ბევრ ქვეყანაში ადამიანები მოკლებული არიან თავიანთ ყველაზე მთავარ
საჭიროებებს და, კორუფციის არსებობის გამო, მშიერი იძინებენ ყოველღამე... ეს მაშინ, როცა
კორუმპირებულები ფუფუნებაში ცხოვრებითა და დაუსჯელობით ტკბებიან“.
ტრეფიკინგი7

6
სამოქალაქო განათლების ლექსიკონი http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=4882

7დელემენჩუკი ა., გოგოლაძე ნ., ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ ბრძოლა,


თბ., 2009
ტრეფიკინგი მონებით ვაჭრობის თანამედროვე ფორმაა. ადამიანთა, უფრო ხშირად
ქალთა დაქირავება სამსახურისა თუ მომსახურებისათვის, მათი საზღვარგარეთ გადაყვანა
მუქარით, მოტყუებით ან ძალადობით. გაეროს შეფასებით, ყოველწლიურად მთელს
მსოფლიოში 4 მლნ.-ზე მეტი ადამიანი გადაჰყავთ სხვადასხვა ქვეყნის საზღვარზე
იძულებითი შრომისათვის. მიგრაციული პროცესების (შრომითი მიგრაცია) ინტენსივობა,
ეკონომიკური კრიზისი, ქვეყნის კანონმდებლობის ნაკლოვანებები განიხილება ტრეფიკინგის
ხელშემწყობ პირობებად.
ადამიანებით ვაჭრობის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებად, მომგებიან და
უკონტროლო სახეს სექს-ვაჭრობა წარმოადგენს. ქალის, როგორც სავაჭრო საგნის იმიჯს
ამყარებს მასკულტურაში გავრცელებული გენდერული სტერეოტიპები და ქალის
დაქვემდებარებული სტატუსი. ტრეფიკინგი გენდერულ ძალადობად განიხილება.
ძირთადად, იგი დამახასიათებელია ეკონომიკური კრიზისის კერებისათვის. სამხრეთ
კავკასიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, პოსტსაბჭოური სივრცის, სამხრეთ-
აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და კარიბის აუზის მოქალქეები ბედი საძიებლად
უფრო მდიდარ ქვეყანაში მიემგზავრებიან. მოდის სააგენტოები, ტურისტული ბიუროები,
საცეკვაო კლუბები ქალებს მაღალანაზღაურებად და პრესტიჟულ სამუშაოს სთავაზობენ,
ტრეფიკერთა მაფია კი გულუბრყვილო ქალებს საროსკიპოში, იძულებით პროსტიტუციაში,
შინამოსამსახურეებად ამწესებეს. ტრეფიკერები, ფაქტობრივად ერთსა და იმავე
კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მიმართავენ: მსხვერპლისთვის პასპორტის, დაბადებისა და
პირადობის მოწმობის, უბის წიგნაკის წართმევას, ფიზიკურ ძალადობას (ცემა,
გაუპატიურება), დამცირებას, კრიმინალურ ქმედებაზე დათანხმებას, იზოლირებას, ოჯახის
წევრებისათვის ზიანის მიყენების მუქარას და ა.შ.
ჯერ კიდევ 19004, 1910, 1921 და 1933 წლებში დასავლეთის ქვეყნებში დაიდო ქალთა
ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო შეთანხმებები. საქართველოს
პრეზიდენტის 2003 წლის ბრძანებულება ,,ტრეფიკინგთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის
შესახებ“ ითვალისწინებს საკანონმდებლო ზომების განხორცილებას, რათა
უზრუნველყოფილ იქნეს ტრეფიკინგის მსხვერპლთა, განსაკუთრებით ყველაზე
მგრძნობიარე და დაუცველი ჯგუფის - ქალთა, მოზარდთა და ბავშვთა - უფლებებისა და
ინტერესების დაცვა.
„ტრეფიკინგი“ ნიშნავს ადამიანთა გადაბირებას, ტრანსპორტირებას, გადაყვანას,
შეფარებას ამ მიღებას, მუქარის, ძალის გამოყენების ან იძულების სხვა საშუალებებით.
მოტაცებით თაღლითობით, მოტყუებით, ძალაუფლების ან პირის უმწეობის ბოროტად
გამოყენებით ან იმ პირის თანხმობის მის აღწევად თან ხის ან სხვა სარგებლის მიცემით ან
მიღებით. ვისი დამოკიდებულების ქვეშაც იმყოფება მეორე პირი, ამ ადამიანის
ექსპლუატაციის მიზნით.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ძირითადი სახეები და ექსპლუატაციის
ფორმები:
1. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) შრომითი ექსპლუატაციის მიზნით (მონური
შრომა), რომლის მსხვერპლნიც ხდებიან მამაკაცები, ქალები და ბავშვები, ნიშნავს მუშაობას
არა ფორმალურ და ჩრდილოვან ეკონომიკაში, ოჯახურ პირობებში, დამქანცველი სისტემის
ფაბრიკებში, ასევე, სამხედრო მოსამსახურეებისა და პატიმართა შრომის იძულებით
გამოყენებას.
2. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, რომლის
მსხვერპლნი ხდებიან ძირითადად ქალები და ბავშვები, მათ შორის:
 პროსტიტუციიის იძულება;
 სექს-ტურიზმი, მათ შორის საბავშვო სექს-ტურიზმი;
 პორნოგრაფია - სულ უფრო ფართო გამოყენება ინტერნეტისა და სხვა
თანამედროვე ტექნიკური საშუალებების პორნოგრაფიის შექმნისა და გავრცელების,
მათ შორის ბავშვთა პორნოგრაფიის მიზნით და ადამიანით ვაჭრობასთან
(ტრეფიკინგთან) დაკავშირებული ექსპლუატაციის სხვა ფორმების განხორციელება.
3. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) მათხოვრობის იძულე ბის მიზნით.
მსხვერპლები, როგორც წესი, ხდებიან პირები, რომელთაც არ აქვთ ოფიციალური დასაქმების
უფლება: ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მოხუცები.
ეს არის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) უფრო მეტად გავრცელებული
სახეობები. არსებობს ბევრი სხვა სახეობა და ფორმა: ვაჭრობა ბავშვებით, არა მხოლოდ
ქსპლუატაციის მიზნით, ქალების იძულება სუროგატი დედის როლის შესასრულებლად,
ადამიანით ვაჭრობა ორგანოების ტრანსპლატაციის მიზნით და ა.შ.
როგორც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სახეობები, ექსპლუატაციის ფორმებიც
სხვადასხვაგვარია. ექსპლუატაციის უფრო მეტად გავრცელებულ ფორმებს მიეკუთვნება:
1. სექსუალური მომსახურების იძულება, რომელიც ხორციელდება
მუქარის ან ძალის გამოყენებით, ქალები სა და ბავშვების სამსახურში ფიქტიური
დასაქმების ან ფიქტიური ქორწინების ცრუ დაპირებით, შანტაჟით, იმგვარი დაშინებით,
როგორიცაა მსხვერპლის ნათესავებისთვის ზიანის მიყენება, რალეგალურ მიგრანტთა
დეპორტაციით, ხელისუფლებისთვის აღნიშნული პირის არა კანონიერი საქმიანობის შესახებ
შეტყობინებით, მაგალითად მისი პროსტიტუციით დაკავების შესახებ.
2. იძულებით იშრომა. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შემთხვევებში
მსხვერპლის შრომითი ექსპლუატაციის მიზნით დასაქმების სფეროში მანიპულაცია,
მაგალითად, უარი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებაზე, შრომის იძულება
ანაზღაურების პერსპექტივის არარსებობისას, სამსახურიდან წასვლის შესაძლებლობის
უკანონო შეზღუდვა (მომსახურეთა უკანონო დაკავება). ყოველივე ამან შეიძლება
მიგვიყვანოს იძულებითი შრომის სიტუაციასთან, როცა მომსახურემ იცის, რომ გაქცევის
შემთხვევაში მის მიმართ გამოყენებული იქნება ფიზიკური ან სხვა სახის ზემოქმედება
(მაგალითად, დეპორტაციის მუქარა). ექსპლუატაცია, როგორც წესი, დამახასიათებელია
შემთხვევითი დასაქმების დროს შრომითი ურთიერთობებისთვის ჩრდილოვან ეკონომიკაში.
3. დოკუმენტების ჩამორთმევას ან დაკავებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც
მსხვერპლი იძულებულია მოემსახუროს დოკუმენტების ჩამორთმევის მუქარის გამო
(პასპორტი, დაბადების მოწმობა).
4. ჩათრევა ფულად ვალდეულებით კაბალაში. ფულად ვალდებულებას (ვალში
ჩაგდებას), ჩვეულებრივ, ადგილი აქვს იმ შემთხვევში, როდესაც ადამიანის ვაჭრობით
დაკავებული პირი თავის მსხვერპლს აღმოუჩენს დახმარებას გადაყვანის, საზღვრის უკანონო
გადაკვეთის ან სამსახურში მოწყობისას, ხოლო შემდეგ ითხოვს ვალის გადახდას
მომსახურებით.
5. თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა. ადამიანით ვაჭრობით (ტრეფიკინგით)
დაკავებული პირები ხშირად უკრძალავენ თავიანთ მსხვერპლს თავისუფალნ
გადაადგილებას ფიზიკური ანგარიშსწორების ან საბუთების ჩამორთმევის მუქარით.
თავისუფალი გადაადგილება ითვლება ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებად.
ექსპლუატაციის ეს მეთოდები ხშირად ურთიერთკავშირშია, რამდენადაც ისეთი
დანაშაულებრივი ქმედება, როგორიც ადამიანით ვაჭრობაა, ითვალისწინებს ექსპლუატაციის
მრავალ ფორმას. მოცემული სია ისევე არასრულია, როგორც ადამიანით ვაჭრობის სახეები.
მუდმივად ჩნდება ახალი ფორმები, რად გან პირები, რომლებიც დანაშაულებრივი
საქმიანობის ამ სახეობით არიან დაკავებულ ნი, სწრაფად ახდენენ ადაპტირებას მათ
საწინააღმდეგოდ გატარებული ზომების, ასევე ცვალებადი სოციალური, ეკონომიკური და
პოლიტიკური პირობების მიმართ.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ხელშემწყობი მიზეზები მოკლედ შეიძლება ამ
სახით ჩამოყალიბდეს:
 სიღარიბე, რომელიც უზღუდავს მოსახლეობის დიდ ნა წილს კარგი
სამსახურის, განათლების, სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობას და
ართმევს მათ სხვა შესაძლებლობებს. განსაკუთრებით მაღალია სიღარიბის დონე
მიგრანტებს შორის.
 ჩრდილოვანი ეკონომიკის ფართო მასშტაბს მივყავართ მიგრანტთა
იაფი მუშახელის მოთხოვნილების გაზრდასა და სხვისი შრომის ექსპლუატაციის
შესაძლებლობის გაჩენასთან.
 სოციალური ინფრასტრუქტურის სისუსტე ხელს უწყობს
არასინდისიერ კონკურენციას, მათ შორის, იაფი შრომის გამოყენების საფუძველზეც.
ინფრასტრუქტუ რაში „გარღვევა“ ზრდის მომსახურების მიმზიდველობას, რომელსაც
ადამიანით მოვაჭრეები გვთავაზობენ. მაგალითად, ასაკოვან ადამიანებს სთავაზობენ
სიცოცხლის უზრუნველყოფასა და დახმარებას, ხოლო სანაცვლოდ ყიდიან მათ
ბინებს და ტოვებენ უსახლკაროდ.
 მიგრაციის სფეროში რეგულირების პრაქტიკისა და სამართლებრივი
ბაზის დაუხვეწელობას მივყავართ არაკანონიერი (დაურეგულირებელ) მიგრაციის
ნაკადის ზრდამდე.
 დისკრიმინაცია სქესის საფუძველზე ჩნდება, მაგალითად, ისეთი
ფორმით, როგორიცაა არათანაბარი შესაძლებლობა შრომის ბაზარზე. ამგვარ
პირობებში ქალებს ემუქრებათ სიღარიბე. მზარდ გენდერულ უთანასწორობას ასევე
მივყავართ ოჯახში ძალადობისა და ოჯახური კრიზისის ზრდასთან, რომლის
შედეგადაც ქალები კიდევ უფრო მეტად დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
ტიპური მსხვერპლის დახატვა ადვილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია ზოგიერთი
მისი ძირითადი თვისების გან საზღვრა:
1. სოციალურად დაუცველი და სიღარიბეში მცხოვრები პირები განსაკუთრებით
ადვილად თანხმდებიან ადამიანით მოვაჭრეთა წინადადებას. ტრეფიკიორები იყენებენ
ადამიანთა ჩათრევისა და იძულების მოქნილ და საზრიან მეთოდებს და აიძულებენ
მსხვერპლებს და თანხმდნენ დამოკიდებულ მდგომარეობაში ყოფნას. მაღალი რისკის ჯგუფს
განეკუთვნებიან უმუშევრები, მომსახურეები რომლებიც იღებენ საარსებო მინი მუმზე
დაბალ ხელფასს და არას რულყოფილი ოჯახები.
2. ადამიანებმა, რომელთაც აქვთ განათლების დაბალი დონე, როგორც წესი, არ იციან
თავისი უფლებები და, შესაბამისად, უფრო ადვილად იღებენ იძულებისა და ოტყუების იმ
მეთოდებს, რომელსაც ტრეფიკიორები იყენებენ. გარდა ამისა, დაბალი განათლების მქონე
პირების თვის სიღარიბეში აღმოჩენის რისკი უფრო მაღალია, რამდენადაც მათ ნაკლები
შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მაღალანაზღაურებადი სამსახური. მიუხედავად იმისა, რომ
პირები დაბალი განათლების დონით უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან ვიდრე სხვები,
ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლები ხდებიან
განათლებული ადამიანებიც.
3. არალეგალი მომსახურე-მიგრანტები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან
ადამიანით ვაჭრობისათვის, ვინაიდან მათი სამსახურში აყვანის პირობები არ
ითვალისწინებს სოციალური დაცვის ჩვეულებრივ ზომებს. უკანონო ემიგრანტებთან
მიმართებაში ხორციელდება ისეთი ფორმის ექსპლუატაცია, როგორიცაა საბუთების
ჩამორთმევა, იზოლაცია და თავისუფალი გა და ადგილე ბის შეზღუდვა, მუშაობა
ანაზღაურების გარეშე ან ანაზღაურების გაურკვეველი პირობებით. ექსპლუატაციის ეს
მეთოდები ხშირად უტოლდება მონურ შრომას.
4. პირები, რომლებიც ბოროტად იყენებენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს ხშირად
ცხოვრობენ სიღარიბეში და უფრო მიდრეკილები არიან მაღალი რისკის ქცევის მიმართ.
ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლად გახდომის ყველაზე დიდი რისკია ქალებსა და
ბავშვებში.
ქალებს შორის უფრო მეტად დაუცველნი არიან დაბალი განათლების მქონე
ახალგაზრდა ქალები, რომელთაც არ აქვთ სტაბილური შემოსავლის წყარო; მრავალშვილიანი
დედები; მარტოხელა დედები; ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები სოციალურად
დაუცველი ოჯახებიდან და ქალები, რომლებიც ეწევიან სექსუალურ მომსახურებას.
ბავშვებს შორის მაღალი რისკის ჯგუფში შედიან ბავშვები სოციალურად დაუცველი
ოჯახებიდან, ობლები, ბავშვთა სახლის აღსაზრდელები და მშობლების მეთვალყურეობას
მოკლებული ბავშვები.
ადამიანით ვაჭრობის ნეგატიური შედეგები:
 ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლებს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით,
როგორც წესი, არ აქვთ საკუთარ სხეულზე, სქესობრივ ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე
კონტროლის უფლების შესაძლებლობა. ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლი ქალები და
ბავშვები პრაქტიკულად ვერ აკონტროლებენ პირობებს, რომელშიც ისინი იძულებულნი
არიან დათანხმდნენ სქესობრივ კონტაქტს და ამიტომ აივ/შედსით დაავადების რისკი
მათთვის გაცილებით მაღალია2. ამ თვალსაზისით მნიშვნელოვან როლს ასრულებს
ასაკობრივი ფაქტორი. რაც უფრო ახალგაზრდაა ქალი, რომელიც ხდება ადამიანით ვაჭრობის
მსხვერპლი, მით უფრო მაღალია მისი აივ/შიდსით დაავადების რისკი, ბიოლოგიური
ფაქტორის, და ასევე იმის გამოც, რომ მათ არ შეუძლიათ თავის დაცვა.
 ადამინით ვაჭრობის მსხვერპლი ბავშვები კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ
არიან ჯანმრთელობის გამო, რადგან მათი ორგანიზმი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია.
ხანგრძლივმა იძულებითმაშრომამ ან პროსტიტუციამ შესაძლოა მიაყენოს მათ ფიზიკურ,
სოციალურ ან ფსიქოლოგიურ განვითარებას გამოუსწორებელი ზიანი. ადამიანით ვაჭრობის
მსხვერპლი ბავშვები და მოზარდები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას მიიღონ
განათლება და შეიძინონ საარსებო უნარ-ჩვევები, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი
ცხოვრების წესს და აყალიბებს სათანადო სოციალურ ქცევას.
 სპეციალისტების აზრით ნარკოტიკული საშუალებების ბოროტად გამოყენება
მჭიდროდ უკავშირდება ადამიანით ვაჭრობას, როგორც ფაქტორი, რომელიც უბიძგებს
ნარკომანებს სარისკო ქცევისკენ და როგორც საშუალება, მსხვერპლის ქცევის
გასაკონტროლებლად.
ადამიანით ვაჭრობა წარმოადგენს უპირველეს ყოვლისა ადამიანის უფლების
დარღვევას. ამიტომ მის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური ზომები მოითხოვს აქტიურ
მიდგომას ადამიანის უფლებათა პოზიციიდან.
ტრეფიკინგთან დაკავშირებული ბრძოლისა და გაფრთხილების ნებისმიერი ზომა
მიმართული უნდა იყოს ამ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულ
მსხვერპლთა უფლებების უზრუნველყოფის, მათი დაცვისა და დახმარების, ასევე,
მიყენებული ზარალის ანაზღაურებისათვის. გარდა ამისა ადამიანით ვაჭრობის პრობლემა
უნდა გადაიჭრას გენდერული ფაქტორის გათვალის წინებით.
ადამიანით ვაჭრობა დაკავშირებულია ადამიანის უფლებების სხვადასხვა
დარღვევასთან. ზოგიერთ შემთხვევაში რომელიმე კონკრეტული ქმედება შესაძლოა
იურიდიული თავალსაზრისით სრულად არ შეესაბამებოდეს „ადამიანით ვაჭრობის“
დანაშაულს. ამ შემთხვევებში მნიშვნელოვანია არა უბრალოდ საქმის შეწყვეტა, არამედ
პრობლემისთვის უფრო ფართოდ, ადამიანის უფლებების კუთხით შეხედვა და განსაზღვრა,
ჰქონდა თუ არა ადამიანის სხვა უფლების დარღვევას ადგილი. თუ პასუხი დადებითია,
მაშინ, საჭიროა საპასუხო ეფექტური ზომების მიღება.
„ზომები, რომელიც ეხება მხოლოდ ქალებს, ყოველთვის არ ითვალისწინებს
გენდერულ ფაქტორს. ეს ზომები ხშირად გამომდინარეობს ქალებსა და მამაკაცებს შორის
ბუნებრივი განსხვავებულობის გამო, რასაც მივყავართ დისკრიმინაციული სტერეოტიპების
გამყარებასთან და რაც საბოლოოდ ქალებს კიდევ უფრო არახელსაყრელ მდგომარეობაში
აყენებს - ადამიანით ვაჭრობის პრობლემის გადასაჭრელად ზომების მიღება სამი ძირითადი
მიმართულებით ხდება:
1. პროფილაქტიკა (თავიდან აცილება)
2. მსხვერპლის დაცვა (დახმარება)
3. სისხლის სამართლის წესით დევა (დევნა)
უფრო მეტი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა „ადამიანით ვაჭრობის“ გაგების
განმარტებამ, რომელიც მოცემულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის
წინააღმდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის „ადამიანების,
განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთისა და
დასჯის შესახებ“ და მატებით ოქმში. ამ ოქმს ხშირად უწოდებენ უბრალოდ პალერმოს
პროტოკოლს.

სახელმწიფოს ძლიერების თანამედროვე მახასიათებლები და


გლობალიზაცია8
“სახელმწიფოს მიზანი მუდამ ერთია: მოათვინიეროს, დაიმორჩილოს და დათრგუნოს
პიროვნება”.
მაქს შტირნერი, “მე და ჩემი” (1845)
სახელმწიფოს დაღი ადამიანის ლამის ყოველგვარ საქმიანობას ატყვია: აღზრდა-
განათლებიდან მოყოლებული, ყოფის ყველა სფეროს – ეკონომიკას, სოციალურ
კეთილდღეობას, საოჯახო ატმოსფეროსა თუ თავდაცვას. სახელმწიფო ყველაფერს
საზღვრავს და აკონტროლებს, ზედამხედველობს და წარმართავს, თაოსნობს და მოძღვრავს –
ჩვეულებრივ, ცხოვრების ყველაზე კერძო და ინტიმური საკითხებიც კი (ქორწინება-
განქორწინება, აბორტი, სარწმუნოება) საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს “საზრუნავი” ხდება
ხოლმე. ამიტომ სულაც არაა გასაკვირი, რომ პოლიტიკა ხშირად ესმით როგორც
“სახელმწიფოს შესწავლა”, ანუ სახელმწიფოს რაობის კვლევა; იდეოლოგიური დავა-კამათიცა
და პარტიული პოლიტიკაც მუდამ ამ საკითხებს უტრიალებს: ბოლო-ბოლო, რა ევალება
სახელმწიფოს და რა რჩება გასაკეთებელი ცალკეულ პიროვნებას, ან ამა თუ იმ
საზოგადოებრივ ჯგუფს? პოლიტიკური ანალიზისათვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად კი
სახელმწიფო ძალაუფლების არსის განსაზღვრა იქცა.
რა არის სახელმწიფო?
რაღას არ აღნიშნავდნენ ცნებით “სახელმწიფო” – ინსტიტუციების ერთობლიობას,
ტერიტორიულ ერთეულს, ფილოსოფიურ იდეას, ჩაგვრისა და გაერთიანების საშუალებას და
სხვ. და სხვ. ამგვარ განსხვავებებს, ნაწილობრივ, ისიც განაპირობებდა რომ სახელმწიფოს
რაობა სამი სხვადასხვა თვალსაზრისით ესმოდათ – იდეალისტური, ფუნქციონალური და
ორგანიზაციული გაგებით. იდეალისტური გაგება ყველაზე ნათლად გ.ვ.ფ. ჰეგელის
ნაშრომებში მოჩანს. ჰეგელი საზოგადოებრივი არსებობის სამ “დონეს” გამოყოფდა: ოჯახს,
სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფოს. იგი ამტკიცებდა, რომ ოჯახს “თავისებური
ალტრუიზმი” ახასიათებს, როცა ადამიანი – შვილებისა თუ მშობლების სასიკეთოდ –
საკუთარ ინტერესებს უგულვებელყოფს; ამის საპირისპიროდ, სამოქალაქო საზოგადოებას

8
წიგნიდან – ენდრიუ ჰეივუდი “პოლიტიკა”
ჰეგელი “საყოველთაო ეგოიზმის” სფეროდ მიიჩნევს, სადაც უმთავრესი პიროვნების “კერძო”
ინტერესია; ხოლო სახელმწიფო იმგვარი ზნეობრივი მთლიანობაა, რასაც საფუძვლად
ურთიერთთანაგრძნობა, ანუ – “საყოველთაო ალტრუიზმი” უძევს. თუმცა, იდეალიზმის
ხინჯიც ისაა, რომ უპირობოდ აღიარებს სახელმწიფოს ზეობას და მასზე ზნეობრივი
კატეგორიებით საუბრისას, ვერ ახერხებს, მკვეთრად გამიჯნოს სახელმწიფოს შემადგენელი
და მის მიღმა მყოფი ინსტიტუციები.
სახელმწიფოსადმი ფუნქციონალური მიდგომა მთავარ ყურადღებას სახელმწიფო
ინსტიტუტების დანიშნულებასა და მიზანს უთმობს, ხოლო მის უმთავრეს ამოცანად
“სოციალური წესრიგის” შენარჩუნებას მიიჩნევს. ამგვარად, სახელმწიფო განისაზღვრება,
როგორც საზოგადოებაში წესრიგისა და სტაბილურობის დამცველი ინსტიტუტების
ერთიანობა. ამგვარი რამ ახასიათებთ სწორედ თანამედროვე მარქსისტებს, რომელნიც
თვლიან, რომ სახელმწიფო ჩაგვრის ინსტრუმენტია კაპიტალისტური სისტემის ხელში და
წესრიგის დამყარებით მხოლოდ საკუთარ არსებობას იხანგრძლივებს. ფუნქციონალისტების
ძირითადი სისუსტე ისაა, რომ წესრიგის უზრუნველმყოფ ნებისმიერ ინსტიტუტს (თუნდაც
ოჯახს, მასმედიას, პროფგაერთიანებებს თუ ეკლესიას) თავად სახელმწიფოსთან აიგივებენ.
ამიტომაც, სახელმწიფოს რაობის განსაზღვრისას, თუკი საწინააღმდეგო საგანგებოდ არ იქნა
მითითებული, ამ წიგნში ჩვენ მხოლოდ ორგანიზაციულ მიდგომას განვიხილავთ.
ამ თვალსაზრისის თანახმად, სახელმწიფო მმართველობის აპარატია ამ სიტყვის
ყველაზე ფართო გაგებით, ანუ – იმ ინსტიტუციათა ერთობლიობა, რომელნიც
საზოგადოებრივი ყოფის ორგანიზაციაზე აგებენ პასუხს და ხალხის ჯიბიდან ფინანსდებიან.
ამგვარი განმარტების ერთი ღისება ისიცაა, რომ სახელმწიფოს ცნება მკვეთრად იმიჯნება
სამოქალაქო საზოგადოებისაგან. სახელმწიფო მმართველობის მრავალგვარ ინსტიტუტს
აერთიანებს: ბიუროკრატიას, შეიარაღებულ ძალებს, პოლიციას, სასამართლოს, სოციალური
დაცვის სისტემასა და სხვ., ანუ – მთელ “პოლიტიკურ ორგანიზმს”, და სწორედ ამის
წყალობით მოხდა იმგვარი ცენტრალიზებული მმართველობის სისტემის ჩამოყალიბება XV-
XVI საუკ. ევროპაში, რომელმაც ყველას და ყველაფრის დაქვემდებარება მოახერხა – გინდა
სულიერი, გინდა მიწიერი ცხოვრების სფეროში. მართლაც, თვითმპყრობელი
სახელმწიფოებრიობის თანამედროვე გაგება ჯერ კიდევ 1648 წ. “ვესტფალიის ზავის”
პირობებში აისახა. სხვათა შორის, ორგანიზაციული მიდგომა შესაძლებლობას იძლევა
სახელმწიფოს როლის ზრდასა თუ დაკნინებაზეც ვისაუბროთ, იმისდა მიხედვით, იზრდება
თუ მცირდება მისი პასუხისმგებლობა; ფართოვდება თუ იზღუდება ინსტიტუციონალური
მექანიზმების არეალი.
ასე და ამგვარად, შეგვიძლია სახელმწიფოს 5 ძირითადი ნიშანთვისება
ჩამოვთვალოთ:
სახელმწიფო “უზენაესია” და იგი აბსოლუტურ და შეუზღუდავ ძალაუფლებას
ახორციელებს, რამდენადაც ნებისმიერ საზოგადოებრივ გაერთიანებასა თუ ჯგუფზე მაღლა
დგას. თომას ჰობსმა სახელმწიფოს ეს იდეა ბიბლიური ლევიათანის, ანუ, გიგანტური
“გველეშაპის” ალეგორიად წარმოსახა.
სამოქალაქო საზოგადოების “კერძო” ინსტიტუტებისგან განსხვავებით, სახელმწიფო
ინსტიტუტები იმთავითვე “საჯარო” ხასიათისაა: სახელმწიფო დაწესებულება პასუხს აგებს
კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღებაზეც და განხორციელებაზეც, მაშინ როცა ოჯახი,
კერძო ბიზნესიცა და პროფგაერთიანებაც პიროვნული ინტერესების დაკმაყოფილებას
ემსახურება.
სახელმწიფო – კანონიერების აღსრულებაა. მისი გადაწყვეტილებები, ჩვეულებრივ,
თუმცა არა ყოველთვის, საზოგადოების ნების გამოხატულებაა და იგულისმება, რომ ისინი
საყოველთაო კეთილდღეობაზე ზრუნვითაა განპირობებული; ამდენად, სახელმწიფო
საზოგადოების მუდმივი ინტერესების დამცველად ითვლება.
სახელმწიფო ბატონობის საშუალებაა. მისი ავტორიტეტი იძულებას ემყარება – მას
უნდა შესწევდეს უნარი, სათუოდ არ გახადოს არც კანონის მორჩილება, არც
კანონდამრღვევთა დასჯა. შესაბამისად, “კანონიერი ძალადობის” (მაქს ვებერი) მონოპოლია
სახელმწიფოს უზენაესობის პრაქტიკული გამოვლინებაა.
სახელმწიფო ტერიტორიალური გაერთიანებაა; მისის იურისდიქცია
გეოგრაფიულადაა განსაზღვრული და ვრცელდება ყველაზე, ვინც მის საზღვრებში სახლობს
– სულ ერთია, ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან ისინი, თუ არა. საერთაშორისო დონეზე,
სახელმწიფო (თეორიულად მაინც), ავტონომიურ ერთეულად განიხილება.
სახელმწიფო არა მარტო სამოქალაქო საზოგადოებისგანაა გამოყოფილი, ის
შინაგანადაც დაყოფილია და არაერთი განშტოებისა თუ ნაწილისაგან შედგება: სახელმწიფო
აპარატი მოიცავს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ანუ “მთავრობას”, საკანონმდებლო
სახალხო კრებას ან პარლამენტს, სასამართლოს, ბიუროკრატიულ აპარატს, შეიარაღებულ
ძალებს, პოლიციას, თვითმმართველობის ადგილობრივ და რეგიონალურ ინსტიტუტებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი აქ მაინც “სახელმწიფოსა” და “ხელისუფლების” ცნებებს შორის
სხვაობაა (არადა, მათ ხშირად ურევენ ერთმანეთში) და განსხვავება მხოლოდ მეცნიერული
ხასიათისა არაა – იგი უშუალოდ უკავშირდება შეზღუდული და კონსტიტუციური
მმართველობის იდეას. მოკლედ, სახელისუფლებო ძალაუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში
მოითოკება, თუკი არსებული ხელისუფლება სახელმწიფოში დაუსაზღვრავი და
შეუზღუდავი მმართველობის დამყარებას ვერ შესძლებს.
ხელისუფლებასა და სახელმწიფოს შემდეგი ნიშან-თვისებანი განასხვავებთ:
“სახელმწიფო” უფრო მეტია, ვიდრე “ხელისუფლება” – იგი რთული კავშირია,
რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ინსტიტუტს მოიცავს და ქვეყნის ყველა
მოქალაქეს აერთიანებს; ხელისუფლება კი სახელმწიფოს მხოლოდ ერთი შემადგენელი
ნაწილია.
სახელმწიფო დროში გაწელილი, შეიძლება ითქვას, უწყვეტი ფენომენია.
ხელისუფლება – დროებითია: მთავრობები მოდიან და მიდიან, მმართველობის სისტემებიც
იცვლებიან და იხვეწებიან.
ხელისუფლება მხოლოდ საშუალებაა, რითაც სახელმწიფოს პოლიტიკა ცხოვრებაში
ხორციელდება. ამ საქმეში ხელისუფლება ქვეყნის “გონია” და იგი სახელმწიფოს არსებობას
ახანგრძლივებს.
სახელმწიფო განუპიროვნებელ ნებას ამკვიდრებს – მისი დაწესებულებების
თანამშრომლები მოხელეებად ირჩევიან და იწვრთნებიან, და როგორც წესი, პოლიტიკურად
მიუკერძოებელნი უნდა დარჩნენ, რათა სახელმწიფო დაწესებულებები არსებული
ხელისუფლების იდეოლოგიურ აღტკინებას არ აყვეს.
სახელმწიფო, თეორიულად მაინც, საზოგადოების მუდმივ ინტერესებს გამოხატავს:
ანუ – საერთო, საყოველთაო ნებას; ხელისუფლება კი იმათ მომხრეთა სიმპათიებს, ვინც
ამჟამად იმყოფება ქვეყნის სათავეში.
სახელმწიფო – პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც დამოუკიდებელს
იურისდიქციას ავრცელებს გარკვეულ ტერიტორიულ საზღვრებში და ხელისუფლებას
მუდმივმოქმედი ინსტიტუციების მეშვეობით ახორციელებს; ეს ის დაწესებულებებია,
რომლებიც “საჯაროა” იმდენად, რამდენადაც სწორედ ისინი აგებენ პასუხს საზოგადოებრივი
ცხოვრების კოლექტიურ ორგანიზებაზე და საზოგადოების მიერვე ფინანსდებიან. ამგვარად,
სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა ინსტიტუტს მოიცავს, თუმცა ის ასევე გულისხმობს
სასამართლო სისტემებსა და ა.შ.; შესაძლებელია ასევე, მისი გაიგივება მთელს
“სახელისუფლებო პოლიტიკასთან”. გერმანელი სოციოლოგი მაქს ვებერის თანახმად,
სახელმწიფო “კანონიერი ძალადობის” საშუალებებზე მონოპოლიით განისაზღვრება. დავა-
კამათი სახელმწიფოს ძალაუფლების რაობასა და თავად სახელმწიფოს როლზე არა და არ
წყდება.
კონსტიტუციური მმართველობა: მმართველობის ფორმა, რომელიც საკანონმდებლო
და ინსტიტუციური შეზღუდვების პირობებში ხორციელდება, რომელნიც ძალაუფლებასაც
კვეცენ და პიროვნულ თავისუფლებასაც უზრუნველყოფენ.
სახელმწიფოთა ტიპები
რაკიღა გავარკვიეთ, თუ რას ნიშნავს “სახელმწიფო”, ახლა სხვა პრობლემასაც
შევეხოთ: როგორია სახელმწიფო ძალაუფლების ბუნება და რას ემსახურება იგი? ზოგადი
გაგებით, სახელმწიფო – “იმთავითვე საკამათო” ცნებაა. არსებობს უამრავი თეორია, და
ყოველი მათგანი სახელმწიფოს საფუძვლებს, განვითარების გზებსა და საზოგადოებაზე მის
გავლენასაც განსხვავებულად იაზრებს. მართლაცდა, ჯერ კიდევ საკითხავია, სრულად
ავტონომიურია და საზოგადოებისაგან დამოუკიდებელი ესა თუ ის სახელმწიფო, თუ
სწორედაც რომ საზოგადოების ნაყოფი და ძალაუფლებისა და რესურსების უფრო ფართო
გადანაწილების გამოვლინება. მეტიც – საყოველთაო, კოლექტიურ კეთილდღეობას
ემსახურება, თუ ერთ ცალკეულ ჯგუფს ან რომელიმე გაბატონებულ კლასს? ასევე,
საკითხავია – დადებითი და კონსტრუქციულია სახელმწიფო, და შესაბამისად, მისი
პასუხისმგებლობაც უნდა გაიზარდოს თუ პირიქით – უარყოფითი და დამანგრეველი
მოვლენაა და არათუ მისის შეზღუდვა, იქნებ საერთოდ მასზე უარის თქმაც იყოს უმჯობესი.
გამოყოფენ სახელმწიფოთა 4 სხვადასხვაგვარ ტიპს:
პლურალისტური სახელმწიფო
კაპიტალისტური სახელმწიფო
“ლევიათანი” სახელმწიფო
პატრიარქალური სახელმწიფო
პლურალისტული სახელმწიფო
პლურალისტური სახელმწიფოს თეორეტიკოსებს აშკარა ლიბერალური ხედვა
ახასიათებთ. მათი გაგებით, სახლემწიფო უფრო თამაშის წესების დამცველი “მსაჯია”, და არა
საზოგადოების მსაჯული. ამგვარი გაგების კვალი ატყვია, ზოგადად, ლამის მთელს ანგლო-
ამერიკულ პოლიტიკურ აზროვნებას, როცა ნიველირებულია სახელმწიფოსა და მისი
ორგანიზაციების როლი და ყურადღება “მმართველობის ფორმაზე” გადააქვთ. მართლაც, ამ
თვალსაზრისით, სახელმწიფო როგორც აბსტრაქცია, უკანა პლანზე იწევს, ხოლო მისი
ინსტიტუტები – სასამართლოები, სამოქალაქო სამსახურები, შეიარაღებული ძალები –
დამოუკიდებელ მოთამაშეებად გვევლინებიან, და არა უფრო ზოგადი, სახელმწიფო მანქანის
ნაწილებად. ანუ, სახელმწიფოს უგულებელყოფა მხოლოდ მაშინაა გამართლებული, თუკი
არსებული ხელისუფლების ნებასთან იგივდება და მიუკერძოებელი არბიტრისა თუ მსაჯის
როლს ვეღარ ასრულებს.
სახელმწიფოს ამ ანგლო-ამერიკული თეორიის ფუძემდებლად XVII საუკ.
ფილოსოფოსები, თომას ჰობსი და ჯონ ლოკი ითვლებიან და მათთვის უმთავრესი
პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია: ის მიზეზები, თუ რატომ უნდა დაემორჩილოს
პიროვნება სახელმწიფოს, რატომ უნდა სცეს პატივი. მათი მტკიცებით, სახელმწიფო
ნებაყოფლობითი შეთანხმების, ანუ სოციალური კონტრაქტის შედეგია, რომელსაც
პიროვნება მას შემდეგ “აფორმებს”, როცა ხვდება, რომ ბუნებრივი მდგომარეობის
საფრთხეების, განუკითხაობისა და სისასტიკისაგან მისი დაცვა, მხოლოდ უზენაეს
ძალაუფლებას შეუძლია. სახელმწიფოს გარეშე ადამიანები ერთმანეთს შეურაცხყოფენ,
ჩაგრავენ და იმონებენ, სახელმწიფო კი წესრიგისა და ცივილიზებული თანაარსებობის
გარანტი და თავისუფლების დამცველია. ლოკის თქმით, “სადაც კანონი არ კანონობს, იქ
აღარც თავისუფლებაა”.
ლიბერალური თვალსაზრისით, სახელმწიფო საზოგადოებაში არსებულ
განსხვავებულ ჯგუფებს შორის მიუკერძოებელი მსაჯის როლს უნდა ასრულებდეს მხოლოდ
და ცალკეული პიროვნების ყველა სხვა თანამოქალაქისგან დაცვა შეეძლოს; მისი
მიუკერძოებლობა კი იმაში უნდა ჩანდეს, რომ ყველა მოქალაქის ინტერესებს თანაბრად
ითვალისწინებდეს და ამდენად, საყოველთაო სიკეთისა თუ საზოგადო ნების
გამომხატველიც იყოს. ჰობსის თანახმად, სტაბილურობასა და წესრიგს მხოლოდ
შეუზღუდავი სახელმწიფო მმართველობა დაიცავს და მისი ძალაუფლება არც ეჭვს და არც
ზედმეტ შეკითხვებს არ უნდა ბადებდეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოქალაქემ არჩევანი
აბსოლუტიზმსა და ანარქიას შორის უნდა გააკეთოს. თავის მხრივ, ლოკი უფრო ტიპიურად
ლიბერალური პოზიციებიდან იცავდა შეზღუდული სახელმწიფოს იდეას: მისი აზრით,
სახელმწიფოს მიზანი უაღრესად სპეციფიურია და მხოლოდ თანდაყოლილი,
“ღვთივბოძებული” პიროვნული უფლებების დაცვა მოეთხოვება; კერძოდ – სიცოცხლის,
თავისუფლებისა და საკუთრების, ამ შემთხვევაში, ერთმანეთისაგან აშკარადაა გამიჯნული
სახელმწიფოსა და ცალკეული მოქალაქის პასუხისმგებლობა, მაგრამ რაკიღა სახელმწიფოს
როგორც თანდაყოლილი უფლებების დაცვა, ისე მათი ფეხქვეშ გათელვაც შეუძლია,
მოქალაქეებსაც უნდა გააჩნდეთ სახელმწიფოსაგან თავდაცვის გარკვეული მექანიზმები და
ამგვარ რამეს ლოკი კონსტიტუციურ-წარმომადგენლობით მმართველობაში ხედავდა.
XX საუკუნეში სწორედ ეს იდეები გარდაისახა სახელმწიფოს პლურალისტურ
თეორიად. როგორც საზოგადოების არსებობის ფორმა, პლურალიზმი გულისხმობს, რომ
ლიბერალურ დემოკრატიებში ძალაუფლება ფართოდ და სამართლიანადაა დანაწილებული.
როგორც სახელმწიფოს არსებობის ფორმა, პლურალიზმი სახელმწიფოს მიუკერძოებლად
იმდენად მიიჩნევს, რამდენადაც მას შეუძლია შეითავსოს განსხვავებული ინტერეს-
ჯგუფებიცა და ყველა სოციალური კლასიც. შვარცმანტელის (1994) თქმით, სახელმწიფო
“საზოგადოების მსახურია და არა ბატონი”. ამგვარად, სახელმწიფო ის “ჭურჭელია”, შიდა
პროცესების დუღილს რომ გადახარშავს და ეს შეხედულება ორ უმთავრეს პრინციპს
ემყარება: ჯერ ერთი, სახელმწიფოს ხელისუფლებისადმი დაქვემდებარებას გონივრული
აუცილებლობა უნდა განაპირობებდეს – არაარჩევითი ინსტიტუტები, როგორიცაა საჯარო
სამსახური, მართლმსაჯულება, პოლიცია, შეიარაღებული ძალები და ა.შ.,
არაპოლიტიზირებულია და საერთო ხელმძღვანელობას ემორჩილება. ამდენად, სახელმწიფო
აპარატი საჯარო სამსახურისა და პოლიტიკური ანგარიშვალდებულების მოთხოვნილებებს
უნდა პასუხობდეს. მეორე პირობა დემოკრატიული პროცესის წარმატება და შეუქცევადობაა
– ანუ, პარტიული კონკურენცია და ინტერეს-ჯგუფთა აქტიურობა, ასე ვთქვათ
ხელისუფლების მხრივ საზოგადოებრივი აზრის მიმართ მგრძნობიარობასა და ყურადღებას
უზრუნველყოფს. საბოლოო ჯამში, სახელმწიფო მხოლოდ ის ფლუგერია, რომლისთვისაც
ქარის დანიშნულებას საზოგადოებრივი მოთხოვნები უნდა ასრულებდეს.
თუმცა, დღევანდელი ე.წ. “ნეოპლურალისტები” როგორც წესი, სახელმწიფოს მიმართ
ბევრად უფრო კრიტიკულნი არიან ხოლმე. მაგ. რობერტ დალი, ჩარლზ ლინდლბომი და ჯ.კ.
გელბრაიტი ამტკიცებენ – თანამედროვე ინდუსტრიული სახელმწიფოების სტრუქტურა
ბევრად გართულდა და ხალხის მოთხოვნებსაც გაცილებით ნაკლებად ითვალისწინებენ,
ვიდრე ამას კლასიკური პლურალიზმი მოითხოვსო; და ასევე, ხელისუფლებასთან
ურთიერთობაში ბიზნესი იმ პრივილეგიებით სარგებლობს, რასაც სხვა ჯგუფები ნამდვილად
ვერ ეღირსებიანო. თავის “პოლიტიკასა და საბაზრო ურთიერთობებში” (1997) ლინდბლომი
მიუთითებდა, რომ როგორც მთავარი დამფინანსებელი და საზოგადოების უდიდესი
დამსაქმებელი, ბიზნესი აშკარა გავლენით სარგებლობს ნებისმიერ ხელისუფლებაში – რა
იდეოლოგიურ საფუძველსა თუ პლატფორმაზეც არ უნდა იდგეს ეს უკანასკნელი. მეტიც,
სახლმწიფოს საკუთარი ვიწრო ინტერესებიც გააჩნია: სახელმწიფო ელიტა, რომელიც
თანამდებობის პირებისაგან, მოსამართლეებისაგან, პოლიციის მაღალ-ჩინოსნებისაგან,
სამხედრო სარდლობის წარმომადგენელთაგან შედგება, ან თავ-თავიანთი სფეროს
ბიუროკრატიულ ინტერესებს მისდევენ, ანდა საკუთარი “კლიენტურისას”. და მართლაც,
თუკი სახელმწიფოს დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ მივიჩნევთ, მაშინ ის
თავისთავად საზოგადოების ძლევამოსილ (და ალბათ, უძლიერეს) ინტერეს-ჯგუფადაც
მოგვევლინება. მსგავსმა მსჯელობამ ერიკ ნორდლინგერი (1981) ლიბერალური
დემოკრატიის იმ სახელმწიფოცენტრულ მოდელამდე მიიყვანა, რომლის საფუძველსაც
“დემოკრატიული სახელმწიფოს ავტონომიურობა” წარმოადგენს.
კაპიტალისტური სახელმწიფო
მარქსისტული ხედვით, კაპიტალისტური სახელმწიფო მკვეთრად განსხვავდება იმ
პლურალისტური წარმოდგენისაგან, როცა იგი მიუკერძოებელ მსაჯად, არბიტრად
ისახებოდა. მარქსისტებს თუ დავუჯერებთ, საზოგადოების ეკონომიკური წყობის
განუხილველად, სახელმწიფოს რაობის განსაზღვრა უბრალოდ, წყლის ნაყვაა და ამგვარი
თვალსაზრისი იმ კლასიკურ დებულებას იშველიებს, რომ ნებისმიერი სახელმწიფო მხოლოდ
და მხოლოდ კლასობრივი ჩაგვრის იარაღია: იგი კლასობრივი სისტემის პირმშოა და, გინდა-
არგინდა, ამავე სისტემას ეფუძნება. თუმცა, ბოლო ხანებში გამართული მწვავე დებატების
შედეგად, მარქსისტებმაც იცვალეს ნირი და ამ “კლასიკურ” განსაზღვრებასაც საკმაოდ
დაშორდნენ. კაცმა რომ თქვას, ეს კიდევ იმითაც გახლდათ განპირობებული, რომ საკუთარ
ნაწერებში თავად მარქსიც მეტად ბუნდოვან მითითებეს იძლეოდა სახელმწიფოს რაობის
თაობაზე და არც რაიმე დამაჯერებელი თეორია შემოუთავაზებია ამ საკითხთან
დაკავშირებით.
ზოგადად, სახელმწიფოს მარქსი ერთგვარ “ზესტრუქტურად” ანუ ზედნაშენად
მიიჩნევდა, რომელიც ეკონომიკურ “ბაზისზეა” დაყრდნობილი, და სწორედ ეს ბაზისია
საზოგადოების საფუძველთა საფუძველიო. თუმცაღა ურთიერთკავშირი ამ ბაზისსა და მის
ზედნაშენს (ანუ, ჩვენს შემთხვევაში, სახელმწიფოსა და წარმოების კაპიტალისტურ წესს
შორის) არცთუ მთლად ნათელია და ცხადი. რაც შეეხება კონკრეტულად სახლმწიფოს
რაობაზე მარქსის შეხედულებებს, ორი ამგვარი მოსაზრება მოიპოვება მის “კომუნისტურ
მანიფესტსა” (1848) და “ლუი ბონაპარტეს 18 ბრუმიერში” (1852). პირველში იგი აცხადებს,
რომ: “თანამედროვე სახელმწიფოს როლი მისი აღმასრულებელი საბჭოს მიერ ბურჟუაზიის
მოთხოვნათა დაკმაყოფილებაა მხოლოდ”. ამ გაგებით, სახელმწიფო მთლიანად
საზოგადოებასა და მის მმართველ კლასზეა დამოკიდებული, კაპიტალისტური წყობის დროს
კი ეს კლასი ბურჟუაზიაა. შესაბამისად, შეუვალი მარქსისტი ლენინიც სახელმწიფოს
მხოლოდ “ჩაგრულთა ექსპლუატაციის ინსტრუმენტად” განიხილავდა.
რაც შეეხება მეორე დებულებას, მას მარქსის მიერ 1848-1851 წწ. საფრანგეთში
განვითარებული რევოლუციური მოვლენების ანალიზისას ვაწყდებით: მისი მტკიცებით,
სახელმწიფოს, ნაპოლეონის ხელში, კლასობრივი სისტემისაგან მხოლოდ “მოჩვენებით
ავტონომიის” მიღწევა შეუძლია, და ისიც იმის ხარჯზე, რომ საკუთარ ნებას ახვევს
საზოგადოებას და “უგვანი პარაზიტიზმის გამოვლინებად” იქცევა. და თუკი სახელმწიფო
მაინც აცხადებდა პრეტენზიას რომელიმე კლასის მოთხოვნათა განსიტყვებაზე, ასეთად
ბურჟუაზია კი არა, მხოლოდ და მხოლოდ წვრილი გლეხობა თუ რჩებოდა. ამგვარად,
ირკვევა რომ მარქსი სახელმწიფოს ავტონომიურობას მხოლოდ ფარდობითად განიხილავს,
და მოქიშპე კლასებს შორის მომრიგებლად გამოსვლის პრეტენზიით, თავად ამ კლასობრივი
სისტემის დამცველად გვევლინება.
როგორც ვხედავთ, ორივე ეს დებულება მკვეთრად განსხვავდება სახელმწიფო
ძალაუფლების ლიბერალური თუ პლურალისტური მოდელებისაგან. კერძოდ, მარქსის
მიხედვით, კლასთა უთანაბრობის გათვალისწინების გარეშე სახელმწიფოს რაობაზე
ლაპარაკს აზრი ეკარგება; ხოლო თავად იგი კაპიტალისტური საზოგადოების პირმშოა და ან
ჩაგვრის იარაღი – გაბატონებული კლასის ხელში – კლასთაშორისი დაპირისპირების
მექანიზმი. ოღონდ ერთიც ითქვას – სახელმწიფოსადმი მარქსის დამოკიდებულება სულაც
არაა ბოლომდე უარყოფითი: კაპიტალიზმიდან კომუნიზმზე გადასვლის პერიოდში, მისი
მტკიცებით, სახელმწიფო კონსტრუქციულ როლსაც შეასრულებდა – ე.წ “პროლეტარიატის
რევოლუციური დიქტატურის” სახით; კაპიტალიზმის უღლის გადაგდება კი ავტომატურა
გამოიწვევდა ბურჟუაზიული სახელმწიფოს ნგრევასა და ახალი, ჯერ უნახავი,
პროლეტარული ქვეყნის გაჩენას.
მაგრამ ეგეცაა – როცა “პროლეტარიატის დიქტატურის” სახელმწიფოზე ლაპარაკობს,
მარქსი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება და რაკი ნებისიმიერ სახელმწიფოს იგი მხოლოდ და
მხოლოდ ჩაგვრის იარაღად სახავს, გაბატონებული კლასი (ამჯერად – პროლეტარიატი)
თავად გამოყავს შესაძლო მჩაგვრელის როლში და შესაბამისად, ნებისმიერი სახელმწიფო,
მარქსს თუ დავუჯერებთ, კლასობრივი დიქტატურის გამომხატველია. იქნებ სწორედ
ამიტომაც, შემდგომ იგი ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო როგორც ასეთი, სულაც არაა
აუცილებელი სოციალური წყობა და რომ, კლასობრივი ანტაგონიზმის გაქრობისთანავე,
სახელმწიფოც “დასაფლავდება”. ამგვარად, მარქსის აზრით, “ჭეშმარიტი” კომუნისტური
საზოგადოება სახელმწიფო ფორმაციის გარეშეც იოლას გავიდოდა და რაკიღა სახელმწიფო
კლასობრივი შეწყობის შედეგია, ამ სისტემის გაქრობისთანავე ისიც დაკარგავდა აზრსა თუ
ფუნქციას.
მარქსის არაერთგვაროვანმა მემკვიდრეობამ თანამედროვე მარქსისტებს, ანუ
ნეომარტქსისტებს, საკმარისზე მეტი საფუძველი მისცა სახელმწიფო ძალაუფლების რაობის
შემდგომი ანალიზისათვის. ამ კვლევას იტალიელი მარქსისტის, ანტონიო გრამშის
ნაწერებმაც შეუწყო ხელი. იგი ამტკიცებდა, რომ მმართველი კლასის ბატონობა უფრო
იდეოლოგიურ მანიპულირებაზეა დამოკიდებული, ვიდრე ღია დაპირისპირებაზე. ამ
თვალსაზრისით ბურჟუაზიის ბატონობა ძირითადად განპირობებულია “ჰეგემონიის”
მეშვეობით: ინტელექტუალური წინამძღოლობითა თ კულტურული კონტროლით, რაშიც
მნიშვნელოვან როლს სწორედ სახელმწიფო ასრულებს. 1960-70-იან წწ., სახელმწიფოს
თაობაზე მარქსისტულ კამათში ორი დაპირისპირებული შეხედულება გამოიკვეთა: რალფ
მილიბენდისა და ნიკო პულანცასის (1936-79). დავა დიდხანს გაგრძელდა და ორივე მხარემაც
არაერთხელ გადახედა საკუთარ პოზიციებს, თუმცა ერთი – ბოლომდე სახელმწიფოს
ინსტრუმენტალისტური, ხოლო მეორე – სტრუქტურალისტური თვალსაზრისის ერთგული
დარჩა.
თავის წიგნში “სახელმწიფო კაპიტალისტურ საზოგადოებაში” (1969) მილიბენდმა
სახელმწიფო მმართველი კლასის იარაღად გამოაცხადა და განსაკუთრებით იმ ფაქტს გაუსვა
ხაზი, რომ სახელმწიფო ელიტა, სრულიად უსამართლოდ, პრივილეგირებული და
შეძლებული ფენების წარმომადგენლებისაგან ყალიბდება. სახელმწიფოს მხრიდან
კაპიტალიზმის გაფეტიშებაც სწორედ იქიდან მომდინარეობს, რომ ერთის მხრივს ქვეყნის
საჭესთან საჯარო მოხელეები და სხვა ჩინოსნები დგანან, მეორეს მხრივ კი – ბანკირები,
მსხვილი მეწარმეები და სხვა ბიზნეს-ლიდერები; ე.ი. ორივე ჯგუფი კაპიტალისტური
კლასის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. თავის მხრივ, “პოლიტიკურ
ძალაუფლებასა და სოციალურ კლასებში” (1968) პულანცასმა უარყო ამგვარი
სოციოლოგიური მიდგომა და პირიქით – ხაზი გაუსვა, რამდენად ზღუდავს სახელმწიფოს
ავტონომიურობას ეკონომიკისა და საზოგადოებრივი ძალაუფლების ესა თუ ის სტრუქტურა.
ამგვარად, მან ივარაუდა, რომ არსებული სოციალური სისტემის შენარჩუნების გარდა,
სახელმწიფოს სხვა არაფერი გზა არ რჩება: კაპიტალისტური სახელმწიფოს შემთხვევაში, მისი
ფუნქცია კაპიტალიზმის დროში გაწელილი ინტერესების სამსახურამდე დაიყვანება, გინდაც
ამგვარ მიზანს თავად კაპიტალისტთა კლასის ესა თუ ის სეგმენტი არც ეთანხმებოდეს. ამის
მაგალითია დემოკრატიული უფლებებისა და სოციალური რეფორმების ზრდა, რაც თავად
მუშათა კლასის მონაპოვარია, თუმცა კაპიტალისტური სისტემის სიკეთედ ცხადდება ხოლმე.
თანამედროვე მარქსიზმის მიღწევებმა მნიშვნელოვნად დააახლოვა პლურალისტური
და მარქსისტული თეორიები: როგორც პლურალისტებმა თანდათანობით აღიარეს
კორპორატიული ძალაუფლების მნიშვნელობა, ასევე ნეომარქსისტებიც იძულებულნი
გახდნენ უარი ეთქვათ იმ იდეაზე, თითქოსდა სახელმწიფო, უბრალოდ, კლასობრივი
სისტემის ანარეკლი იყოს. რაც მთავარია, ნეომარქსისტებმა ისიც აღიარეს, რომ თანამედროვე
პირობებში კლასიკური ორკლასიანი მოდელი (ბურჟუაზია – პროლეტარიატის წინააღმდეგ)
უაღრესად გამარტივებული და ხშირ შემთხვევაში, სრულიად უსარგებლოა. პულანცასის
კვალად, ნეომარქსისტები უკვე აღარც მალავენ რომ მნიშვნელოვნად გადანაწილდა თავად
მმართველი კლასიც (მაგ. ფინანსური კაპიტალი ერთია და საწარმოო – სხვა) და არჩევით
დემოკრატიის წარმოშობამ საკმაო ძალა შესძინა მმართველი კლასის მიღმა დარჩენილ
ინტერეს-ჯგუფებს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა სახელმწიფოსადმი ბობ ჯესოპისეულ
(1982) მიდგომაში, რომელიც სახელმწიფოს კლასთა დაპირისპირების შერბილების
მეშვეობით კაპიტალიზმის არსებობის გახანგრძლივების იარაღად კი არ მიიჩნევდა, არამედ
“პოლიტიკური სტრატეგიების კრისტალიზაციის” საშუალებად: ანუ, იმ ინსტიტუციათა
შეკავშირებად, რომელთა მეშვეობითაც ურთიერთ-დაპირისპირებული ინტერეს ჯგუფები
ბატონობისა თუ ჰეგემონიისათვის იბრძვიან, ამ კუთხით, სახელმწიფო აღარ არის
გაბატონებული ჯგუფისა თუ მმართველი კლასის მიერ შემართული “იარაღი”. ის უფრო
თავისებური ერთობაა, რომელიც საზოგადოების ამა თუ იმ ეტაპზე ძალთა ბალანსს ასახავს.
“ლევიათანი” სახელმწიფო
სახელმწიფოს ლევიათანად (ანუ, ხარბ და მომხვეჭელ, თვითკმარ ურჩხულად) აღქმა
თანამედროვე პოლიტიკაში უპირატესად, ახალ მემარჯვენეობასთან იგივდება. თუმცა,
ამგვარი თვალსაზრისი ადრეული, ანუ კლასიკური ლიბერალიზმიდან მომდინარეობს –
კერძოდ, ინდივიდუალიზმის რადიკალური მოძღვრებებიდან. ახალი მემარჯვენეობა –
ყოველ შემთხვევაში, მისი ნეო-ლიბერალური ფრთა – ეკონომიკურ და საზოგადოებრივ
ცხოვრებაში სახელმწიფოს ჩარევისადმი განსაკუთრებული გაღიზიანებით გამოირჩევა,
რადგან იმთავითვე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო პარაზიტული წარმონაქმნია და როგორც
პიროვნულ თავისუფლებას, აგრეთვე ეკონომიკურ დამოუკიდებლობასაც ემუქრება.
პლურალისტებისაგან განსხვავებით, მათთვის მიუღებელია სახელმწიფოს აღქმა
მიუკერძოებელ არბიტრად, სახელმწიფო მათთვის “მზრუნველი და მეტიჩარა ძიძაა”.
რომელიც ვერ ითმენს და ყველაფერში ცხვირს ყოფს. მათი აზრით, სახელმწიფოს ინტერესები
სრულიად ცალკე დგას საზოგადოების ინტერესებისაგან, და ეს ინტერესები სახელმწიფოს
როლისა და პასუხისმგებლობის განუხრელ ზრდას მოითხოვს. ამდენად, ახალი
მემარჯვენეები ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო ჩარევის XX საუკ. დამკვიდრებული
ტენდენცია, არა ხალხის ეკონომიკური და სოციალური უსაფრთხოების მოთხოვნილებამ
მოიტანა, და არც კლასობრივი დაძაბულობის შერბილებით კაპიტალიზმის მდგრადობის
შენარჩუნების სურვილმა, არამედ, სახელმწიფოს შიდა განვითარების დინამიკამ.
ახალი მემარჯვენეობის თეორეტიკოსები სახელმწიფო ძალაუფლების
ექსპანსიონისტურ გამოვლინებებს მასზე როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების მხრიდან
განხორციელებული წნეხის მიზეზით ხსნიან. მოთხოვნის წნეხი თავად საზოგადოების
ხელთაა და ჩვეულებრივ, არჩევითი დემოკრატიის მექანიზმებით ხორციელდება. IV თავში
უკვე აღვნიშნეთ, რომ ახალი მემარჯვენეობის აზრით, საარჩევნო ციებ-ცხელებისას
პოლიტიკოსები ერთმანეთს ეჯიბრებიან და მოსახლეობას არარეალურ დაპირებებს
სთავაზობენ – იმის გაუთვალისწინებლად, საბოლოო ჯამში, როგო აისახება ეს ყოველივე
ქვეყნის ეკონომიკაზე. რაც შეეხება მიწოდების წნეხს, იგი თავად სახელმწიფოსშიდა
პრობლემაა, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და ჩინოსნებს უკავშირდება და ამდენად, “ჭარბი
მმართველობის” თეზისს ეხმიანება.
ეს თეზისი, ჩვეულებრივ, საზოგადოებრივი არჩევანის იმ თეორეტიკოსებთან
ასოცირდება, ვისი აზრითაც საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებებს, ამ
გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი პიროვნებების კარგად გააზრებული კერძო
ინტერესები განაპირობებს ხოლმე. ასე მაგალითად, ნისკანენი (1971) ამტკიცებდა, ამერიკის
კონგრესისმაგვარ საკანონმდებლო ორგანოებში, საბიუჯეტო კონტროლი როგორც წესი,
მოიკოჭლებს და ქვეყნის ბიუჯეტის “შეკვრასაც”, ძირითადად, სახელმწიფო სააგენტოებისა
და უამღლესი თანამდებობების ბიუროკრატების ინტერესები განსაზღვრავსო. ამ
შემთხვევაში იგულისხმება, რომ ხელისუფლება სახელმწიფოს ექვემდებარება (სახელმწიფო
ელიტა სათავისოდ განაწყობს არჩევითი პოლიტიკოსების გუნება-განწყობას) და ამიტომაც,
საზოგადოებრივი არჩევანის მოდელსა და უკვე განხილულ მაქსისტულ თვალსაზრისს
შორის არსებულს გარკვეულ პარალელებზე შეიძლება ვილაპარაკოთ. თუმცა, სხვაობაც
ნათელია და ის იმ ინტერესს უკავშირდება, რაც სახელმწიფო – ეს კლასთა და საერთოდ,
საზოგადოებრივ ინტერესთა ჭიდილის ანარეკლია, ახალი მემარჯვენეები კი სახელმწიფოს
დამოუკიდებელ და ავტონომიურ, საკუთარი ინტერესების გამტარებელ ერთობად აღიქვამს.
ამ გადასახედიდან, ბიუროკრატიული კერძო ინტერესი უთუოდ გულისხმობს
“გაზვიადებულ” ხელისუფლებას და სახელმწიფო ჩარევასაც ამართლებს, რადგან სწორედ ასე
უზრუნველყოფს იგი თავად ბიუროკრატიის რიგების გაფართოებას, დასააქმების ზრდას ამ
სფეროში, ხელფასების, მატებას, სახელისუფლებო პროგრამების გატანას და საერთოდ,
საჯარო მოხელეების მნიშვნელობის ხაზგასმას. საკუთარ თავზე მზრუნველი ბიუროკრატის
ამგვარი ტიპი აშკარად ვერ თავსდება იმ პლურალისტურ წარმოდგენებში, რომელთა
თანახმადაც სახელმწიფო მანქანა საზოგადოების სამსახურისა და მკაცრი პოლიტიკური
კონტროლის პრინციპებზე იგება.
პატრიარქალური სახელმწიფო
დღესდღეისობით, პატრიარქალურ სახელმწიფოზე საუბრისას, ფემინისტური
თეორიის მოსაზრებებს ვერანაირად ვერ გავექცევით თუმცა, არც იმის თქმა შეიძლება,
თითქოს სახელმწიფოს თაობაზე რაიმე გამოკვეთილი, მაინცდამაინც ფემინისტური
ხასიათის მწყობრი სისტემა არსებობდეს. მესამე თავში ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ
ფემინისტური თეორია ტრადიციებისა და პერსპექტივების ფართო სპექტრს მოიცავს და
ამდენად, სახელმწიფო ძალაუფლებისადმი რამდენადმე განსხვავებული მიდგომითაც
გამოირჩევა. მეტიც, როგორც წესი, ფემინისტები სახელმწიფო ძალაუფლების არსს არც კი
მიიჩნევენ უმთავრეს პოლიტიკურ საკითხად და უფრო სხვადასხვა ინსიტუტებში – ოჯახი
იქნება ეს თუ ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური სისტემა – ჭარბად დაგროვილი მამაკაცური
ძალაუფლების უფრო ღრმა ფესვების კვლევით არიან დაკავებულნი. მართალია, ზოგიერთი
ეჭვის თვალის უყურებს სახელმწიფოს რაობის საყოველთაოდ მიღებულ განსაზღვრებებს და
იმას ამტკიცებს, თითქოს სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი ძალადობის განხორციელება
ოჯახსა თუ ყოველდღიურ ყოფით ურთიერთობებში გამეფებული ჩვეულებრივი
ძალადობისა და უთანაბრობის მახინჯი ანარეკლი იყოს. და მაინც, ზოგჯერ ნებით, ზოგჯერ
კი უნებლიედაც, ფემინისტებმა საკმაოდ გამოაცოცხლეს კამათი სახელმწიფოს რაობასთან
დაკავშირებით და სახელმწიფო ძალაუფლების ახლებური ხედვაც შემოგვთავაზეს.
იმ ლიბერალმა ფემინისტებმა, რომელთა აზრითაც, სქესობრივი ანუ გენდერული
თანასწორობა შესაძლოა გამათანაბრებელი რეფორმების გზით დამყარდეს, თანდათანობით
სახელმწიფოს არსებითად პლურალისტური გაგებისაკენ წაიწიეს; ბოლოს კი სულაც იმ
დასკვნამდე მივიდნენ, რომ თუკი ქალებს ჩამორთმეული აქვთ საკანონმდებლო და
პოლიტიკური, განსაკუთრებით – საარჩევნო უფლებები, სახელმწიფო უთუოდ გადაიხრება
მამრობითი პრიმატისაკენ. თუმცა, სახელმწიფოს მიუკერძოებლობისადმი მათი უპირობო
რწმენა იმითაა გამოხატული, რომ ნებისმიერი მსგავსი მახინჯი გადახრის რეფორმებით
გამოსწორებისა სჯერათ. ამ თვალსაზრისით, ლიბერალ-ფემინისტებს მიაჩნიათ, რომ
საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს (ქალების ჩათვლით) თანაბრად მიუწვდება ხელი
სახელმწიფო ძალაუფლებაზე და ეს ძალაუფლებაც სამართლიანობასა და საყოველთაო
კეთილდღეობის დამკვიდრებას ემსახურება. ამდენად, ლიბერალ-ფემინისტები, როგორც
წესი, სახელმწიფოს დადებით ფენომენად აღიქვამდნენ და მისი მხრიდან ჩარევასაც
გენდერული უთანაბრობის მოგვარებისა და ქალთა როლის გაზრდის საშუალებად
მოიაზრებდნენ. ამის გამოხატულებაა სწორედ ის არაერთი კამპანია – ხელფასის
გათანაბრების, აბორტის დაშვების, მშობლების მხრიდან შვილებზე ერთნაირად ზრუნვის,
სოციალური შეღავათებისა თუ სხვა რამ მოთხოვნებით. თუმცა, რადიკალი ფემინისტები
უფრო კრიტიკულად და ზოგჯერ უარყოფითადაც კი აფასებენ სახელმწიფოს ფუნქციას და
ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო ძალაუფლება – პატრიარქალური ყოფისთვის
დამახასიათებელი, ღრმა ფესვების მქონე ჩაგვრის გამოვლინებააო.
სახელმწიფო ძალაუფლების შეფასებისას, რადიკალური ფემინიზმი დიდ მსგავსებას
ავლენს მარქსიზმთან. ასე მაგალითად, სახელმწიფოს არც ერთი არ მიიჩნევს საკუთარი
ინტერესების მქონე ავტონომიურ ერთობად. სახელმწიფო და მისთვის დამახასიათებელი
გადახრები, მათთვის ზოგადად საზოგადოებაში ძალაუფლების “ღრმა” სტრუქტურის
გამოვლინებაა. მაშინ როდესაც მარქსიზმი სახელმწიფოს ეკონომიკურ კონტექსტში აღიქვამს,
რადიკალური ფემინიზმისთვის მთავარი გენდერული უთანასწორობის კონტექსტია და
სახელმწიფო, არსებითად, მამრთა ძალაუფლების ინსტიტუტს წარმოადგენს. საერთო კი ისა
აქვთ, რომ ფემინისტურ მოძღვრებაშიც გამოიკვეთა ინსტრუმენტალისტური და
სტრუქტურალისტური მიმდინარეობები. ინსტრუმენტალისტთა ხედვით, სახელმწიფო
მხოლოდ საშუალება ან იარაღია, რასაც მამაკაცები საკუთარი ინტერესების დასაცავად და
პატრიარქალური ყოფნის შესანარჩუნებლად იყენებენ. მსგავსი მოსაზრება ფემინისტთა
უმთავრესი რწმენის გამოვლინებაა, რომლის თანახმადაც პატრიარქალურობას ცხოვრების
საჯარო და კერძო სფეროებად საზოგადოების მკვეთრი დაყოფა ახანგრძლივებს. ქალთა
დაჩაგრული მდგომარეობა, ტრადიციულად, გამოწვეული იყო მათი მიჯაჭვით კერძო,
საოჯახო სფეროსადმი, ისინი მხოლოდ დედებად და დიასახლისებად რჩებოდნენ და საჯარო
საქმიანობაზე – პოლიტიკა იქნებოდა ეს თუ ეკონომიკა – ხელი არ მიუწვდებოდათ.
მარტივად თუ ვიტყვით, ამ თვალსაზრისით, სახელმწიფოს მამაკაცები მართავენ და ისიც
სათავისოდ.
მაშინ როდესაც ინსტრუმენტალისტები ყურადღებას სახელმწიფო აპარატის
ჩინოსნებზე, იგივე ელიტაზე ამახვილებენ, ხოლო სტრუქტურალისტები უმთავრესად იმას
მიიჩნევენ, თუ სახელმწიფო ინსტიტუტები რა დონითაა ჩართული უფრო ფართო
პატრიარქალურ სისტემაში დღევანდელი რადიკალი ფემინისტები განსაკუთრებულ
ყურადღებას საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს გაჩენას უთმობენ და რაც არ უნდა
უცნაური გეჩვენოთ, მასში ისევ ახალი ტიპის პატრიარქალური ძალაუფლების გამოვლინებას
ხედავენ. მათი აზრით, საყოველთაო კეთილდღეობა შესაძლოა კვლავ პატრიარქალურობის
გამოვლინებად იქცეს, თუკი ოჯახზე მიბმას სახელმწიფო ინსტიტუტებზე დამოკიდებულება
შეცვლის: მაშინ ქალები, უბრალოდ, სამუშაო ძალის რეზერვისტები გახდებიან.
სახელმწიფოს როლი
სახელმწიფო ძალაუფლების განსხვავებული გაგება მისსავე როლისა და
პასუხისმგებლობის განსაზღვრის მცდელობიდან მომდინარეობს: რა უნდა აკეთოს
სახელმწიფომ, რა ფუნქცია-ამოცანები უნდა შეასრულოს და რა მიანდოს კერძო პირთ?
ანარქისტების გარდა, რომელნიც სახელმწიფოს იმთავითვე ბოროტ და უსარგებლო
წარმონაქმნად სახავდნენ, ყველა სხვა პოლიტიკური ხედვა მას უცილობლად მიიჩნევს. თვით
რევოლუციონერი სოციალისტებიც კი, სახელმწიფოს ნგრევის ლენინური ლოზუნგით
შთაგონებულნი, კაპიტალიზმიდან კომუნიზმზე გადასვლისას დროებითი პროლეტარული
სახელმწიფოს არსებობის საჭიროებას მაინც აღიარებენ. სახელმწიფოს სხვადასხვა ფორმათა
შორისაა:
მინიმალისტური სახელმწიფო
პროგრესირებადი სახელმწიფო
სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო
“კოლექტივიზირებული” სახელმწიფო
ტოტალიტარული სახელმწიფო
მინიმალისტური სახელმწიფო
მინიმალური სახელმწიფო კლასიკური ლიბერალიზმის იდეალია, რამდენადაც
სწორედ მის მიზანს – პიროვნების მაქსიმალური თავისუფლების მიღწევას უწყობს ხელს. ეს
თვალსაზრისი სოციალური კონტრაქტის თეორიიდან მომდინარეობს და სახელმწიფოს
უმთავრეს ღირსებად ადამიანთა იმგვარად მოთოკვას მიიჩნევს, რომ ერთი პიროვნების
უფლებებმა სხვათა თავისუფლებებს არ შეუქმნას საფრთხე. სახელმწიფო, უბრალოდ,
დამცავი მექანიზმია – მას მშვიდობისა და სოციალური წესრიგის იმ საზღვრების დადგენა
ევალება, რომელშიც მოქალაქეები თავიანთთვის საუკეთესოდ მოიწყობენ ცხოვრებას. ლოკის
ცნობილი გამონათქვამი რომ მოვიშველიო, “სახელმწიფო ღამის გუშაგია, რომლის
დახმარებაც მხოლოდ საფრთხის გამოჩენის შემთხვევაში ხდება საჭირო”. მინიმალისტურ,
თუ გნებავთ, გუშაგსახელმწიფოს, სამი უმთავრესი დანიშნულება აქვს: პირველი და
უმთავრესი, იგი საშინაო წესრიგის უზრუნველსაყოფად არსებობს, მეორე – ზრუნავს
ცალკეულ მოქალაქეთა შორის დადებული შეთანხმებების შესრულებაზე და მესამე – საგარეო
თავდასხმისაგან იცავს ქვეყანას. აქედან გამომდინარე მინიმალისტური სახელმწიფოს
ინსტიტუციონალური აპარატი პოლიციამდე, სასამართლო სისტემამდე და ამა თუ იმ სახის
შეიარღებულ ძალებამდე დაიყვანება. ეკონომიკური, სოციალური, კულტურული,
ზნეობრივი და სხვა პასუხისმგებლობები პიროვნების საქმეა და შესაბამისად, სამოქალაქო
საზოგადოების საზრუნავი.
დღესდღეისობით მინიმალისტური სახელმწიფოს იდეა ახალმა მემარჯვენეებმა
აიტაცეს: ძირითადად თავისუფალი ბაზრის, ანუ კლასიკური ეკონომიკური თეორიების
საფუძველზე, მათ სახელმწიფოს “საზღვრების შეკვეცა” დაისახეს მიზნად. რობერტ ნოზიკის
გამოკვლევებში ეს ლოკისეული ლიბერალიზმის გადამღერებაა და პიროვნების უფლებათა –
განსაკუთრებით კი საკუთრების – დაცვას ანიჭებს უპირატესობას. თავისუფალი ბაზრის
აპოლოგეტი ეკონომისტებიც, როგორიც ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი და მილტონ ფრიდმენი არიან,
სახელმწიფო ჩარევას იმ “რკინის ხელად” თვლიან, რაც კონკურენციას, წარმოების
ეფექტიანობასა და ნაყოფიერებას ზღუდავს. ახალი მემარჯვენეების თვალსაზრისით,
სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში მხოლოდ ორ ფუნქციამდე დაიყვანება: გარკვეული
პარამეტრებში შეინარჩუნოს საბრუნავი ფულის მასა (დაბალი ან ნულოვანი ინფლაცია) და
ანტიმონოპოლიური კანონების ამოქმედებით, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას
შეუწყოს ხელი.
პროგრესირებადი სახელმწიფო
თუკი მინიმალისტური სახელმწიფოს საუკეთესო ისტორიულ მაგალითებად XIX
საუკ. ბოლოს, ადრეული ინდუსტრიალიზაციის პერიოდის დიდი ბრიტანეთი და ამერიკის
შეერთებული შტატები შეგვიძლია მივიჩნიოთ, იაპონიაცა და გერმანიაც იმთავითვე
პროგრესირებად სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ, დაჩქარებული პროგრესის გზას
დაადგნენ და სახელმწიფოს ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩარევას საწარმოო ზრდით, სწრაფი
ეკონომიკური განვითარების მიზნებით ამართლებდნენ. ცხადია, ეს არ ნიშნავს ბაზრის
ჩანაცვლებას დაგეგმვისა და კონტროლის სოციალისტური სისტემით, ლაპარაკია
პარტნიორული ურთიერთობების დამყარების მცდელობაზე სახელმწიფოსა და უმთავრეს
ეკონომიკურ ინტერეს-ჯგუფთა შორის, რასაც ხშირ შემთხვევაში, კონსერვატული და
ეროვნული პრიორიტეტები ედო საფუძვლად.
ამგვარი პროგრესირებადი სახელმწიფოს კლასიკური მაგალითი იაპონიაა. 1868-1912
წლებში, მეიძის პერიოდში, იაპონიის სახელმწიფომ მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა
ძაიბუცუსთან – უდიდეს საოჯახო ბიზნეს იმპერიებთან, რომლებსაც მთელი იაპონური
ეკონომიკა ეჭირათ ხელში ლამის მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე. 1945 წლიდან,
იაპონიის სახელმწიფოს პროგრესირებადი როლის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ როგორც
ქვეყნის საგარეო ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრო, ასევე იაპონიის ბანკი, და მათ
ერთობლივად შეიმუშავეს კერძო ინვესტიციების პროგრამა – მიზნად დაისახეს მთელი
ეკონომიკა საერთაშორისო თვალსაზრისით კონკურენტუნარიანად ექციათ.
პროგრესირებადი ჩარევის მსგავსი მოდელი მუშაობდა საფრანგეთშიც, სადაც მემარცხენე თუ
მემარჯვენე მთავრობები, ერთნაირად აღიარებდნენ ეკონომიკური დაგეგმვის
აუცილებლობას, სახელმწიფოს ბიუროკრატიული აპარატი კი საკუთარ თავს ეროვნული
ინტერესების დამცველად მიიჩნევდა. ავსტრიაში და, გარკვეული თვალსაზრისით,
გერმანიაშიც – ეკონომიკურ პროგრესს ე.წ. “პატრნიორული სახელმწიფოს” შექმნის შედეგად
მიაღწიეს: მჭიდრო ურთიერთობა დამყარდა ერთის მხრივ სახელმწიფოს, მეორეს მხრივ კი,
უმთავრეს ეკონომიკურ ინტერეს-ჯგუფებს შორის. უკვე ახლახანს, ეკონომიკურმა
გლობალიზაციამ “კონკურენტული სახელმწიფოების” გაჩენას შეუწყო ხელი, რის
თვალნათელ მაგალითად აღმოსავლეთ აზიის ხუთი ვეფხვის ეკონომიკა გამოდგება:
ტრანსნაციონალური კონკურენციის გაძლიერების პირობებში, ამ ქვეყნებმა საკუთარ თავზე
აიღეს ეროვნული კეთილდღეობის სტრატეგიათა შემუშავება და განხორციელებაც.
სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო
თუკი პროგრესირებადი სახელმწიფოები ეკონომიკაში ჩარევას პროგრესის
უზრუნველყოფის გამო არ ერიდებიან, სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფოები ამ
პრაქტიკას უფრო სხვა გამართლებას უძებნიან და როგორც წესი, პატიოსნების,
თანასწორობის და სოციალური სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად, საზოგადოების
საფუძვლიან სახეცვლილებაზე საუბრობენ ხოლმე. ასე მაგალითად, ავსტრიასა და შვედეთში
სახელმწიფო ჩარევა როგორც პროგრესირებადი, ისე სოციალ-დემოკრატიული
პრიორიტეტების კარნახით ხდებოდა; ოღონდ ეგაა, პროგრესირებადი ტენდენციები და
სოციალ-დემოკრატია ყოველთვის ვერ ეწყობიან ერთმანეთს. მარკანის (1988) თქმით, II
მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე ბრიტანეთმა გარკვეული სოციალ-დემოკრატიული
სიმპათიები კი გამოავლინა, მაგრამ პროგრესირებადი სახელმწიფოს მოდელი მისთვის
ტრადიციულად მიუღებელი აღმოჩნდა. სოციალ-დემოკრატიულ სახელმწიფოს ერთი
განმასხვავებელი ნიშანი აქვს: მისთვის ზოგადად სახელმწიფოს ცნება აუცილებელ
ბოროტებას აღარ წარმოადგენს და გარკვეულ დადებით ელფერსაც კი იძენს, რამდენადაც
თავისუფლების ხარისხის ზრდისა და სამართლიანობის დაცვის იარაღად განიხილება.
აქედან გამომდინარე, სწორედ ამგვარი სახელმწიფოა როგორც თანამედროვე ლიბერალების,
ასევე სოციალ-დემოკრატების იდეალი.
სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო არამარტო ზოგადი წესრიგის პირობებს ქმნის,
არამედ აქტიურადაც მონაწილეობს საბაზრო ეკონომიკის უთანასწორობისა და
უსამართლობის შესარბილებლად. მისთვის მთავარი არა იმდენად დოვლათის დაგროვებაა,
რამდენადაც ამ დოვლათის თანაბრად და სამართლიანად გადანაწილება. პრაქტიკულად, ეს
სიღარიბის მოსპობისა და სოციალური უთანაბრობის შემცირების მცდელობამდე დაიყვანება.
სწორედ ამიტომ, სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფოს ორი უმთავრესი მახასიათებელი
ქენზიანიზმი და სოციალური კეთლდღეობაა. თუ გახსოვთ, ქენზიანიზმის ეკონომიკური
პოლიტიკა კაპიტალიზმის “მართვას” გულისხმობს და საბოლოო მიზნად ეკონომიკურ
წინსვლასა და სრულ დასაქმებას ისახავს. ამგვარი პოლიტიკა იქნებ დაგეგმვის ელემენტებსაც
შეიცავდეს, თუმცა კლასიკური ქენზიანიზმის სტრატეგია მაინც უფრო “მოთხოვნის”
რეგულირებას გულისხმობს – ფისკალური პოლიტიკის, ანუ – საზოგადოებრივი ხარჯებისა
და დაბეგვრის დონეების მოწესრიგების ხარჯზე. საზოგადოებრივი კეთილდღეობის
პოლიტიკის გატარებამ ე.წ. კეთილდღეობის საზოგადოების გაჩენას შეუწყო ხელი, რომელმაც
საკუთარ თავზე აიღო თავისი მოქალაქეების სოციალური უზრუნველყოფის ტვირთი. ამ
თვალსაზრისით, სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო “ხელისშემწყობია”, და პიროვნების
ღირსეული არსებობის პრინციპს მიიჩნევს უმთავრესად.
კოლექტივიზირებული სახელმწიფო
თუ პროგრესირებადი და სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფოები ქვეყნის
ეკონომიკურ ცხოვრებაში ძირითადად კერძო ეკონომიკის დასაცავად ერევიან,
კოლექტივიზირებული სახელმწიფოები ეკონომიკას მთლიანად საკუთარ გავლენას
უქვემდებარებენ. ამის საუკეთესო მაგალითები საბჭოთა კავშირი და აღმოსავლეთ ევროპის
გასაბჭოებული ქვეყნებია: მათ ბოლო მოუღეს კერძო მეწარმეობას და დარგობრივი
სამინისტროებისა და საგეგმო კომიტეტების დიდი ქსელის მიერ მართული ეკონომიკის
ცენტრალიზებული სისტემა შექმნეს. ეს გახლდათ ე.წ. “მბრძანებლური ეკონომიკა”, რომელიც
“ზემოდან” იგეგმებოდა და კომუნისტური პარტიის უმაღლესი ეშელონების მხრიდან
კონტროლდებოდა. სახელმწიფოს კოლექტივიზაციას საფუძველს უმაგრებდა სოციალიზმის
ფუნდამენტური პრინციპი – კერძო საკუთრებასთან შედარებით, საერთო საკუთრების
უპირატესობის თაობაზე.
თავის დროზე, ცხადია, ნაციონალიზაციას არც მარქსი და ენგელსი გამორიცხავდნენ:
ენგელსი, მაგალითად, ამტიკეცბდა, რომ “პროლეტარიატის დიქტატურის”
დამყარებისთანავე, ფაბრიკა-ქარხნები, ბანკები და მთელი ტრანსპორტი სახელმწიფო
მეთვალყურეობას უნდა დაქვემდებარებოდა; თუმცა, პროლეტარული სახელმწიფო მხოლოდ
დროებითი მოვლენა იქნებოდა და კლასობრივი დაპირისპირების მოსპობასთან ერთად, ისიც
შეწყვეტდა არსებობას. რეალობაში, საქმეა სხვანაირად დატრიალდა და საბჭოური
კოლექტივიზირებული სახელმწიფოც საკმაოდ გამძლე, ძლიერ ბიუროკრატიულ მონსტრად
ჩამოყალიბდა. სტალინის მმართველობისას სოციალიზმი ფაქტიურად სტეიტიზმთან
(სახელმწიფოებრიობასთან) გაიგივდა და ამ წყობის მთელი “ავ-კარგი” უბრალოდ
სახელმწიფო აპარატის შეუზღუდავი უფლებებისა და ძალის დემონსტრირებაში
გამოვლინდა: 1962 წელს, ხრუშჩოვის მიერ პროლეტარიატის დიქტატურის დასრულებულად
გამოცხადების შემდეგ, სახელმწიფო, ფორმალურად, “მთელი საბჭოთა ხალხის” ინტერესების
გამომხატველად იქცა.
ტოტალიტარული სახელმწიფო
ჩარევა, თავისი უკიდურესი ფორმითა და დოზებით, ტოტალიტარულ
სახელმწიფოებს ახასიათებთ. ტოტალიტარიზმის არსი იმგვარი ყოვლისმომცველი
სახელმწიფოს შექმნაა, რომლის გავლენაც ადამიანის არსებობის ნებისმიერ სფეროზე
აისახება. სახელმწიფო თავის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ აქცევს არა მარტო ეკონომიკას,
არამედ განათლებას, კულტურას, რელიგიას, ოჯახურ ყოფასა და ა.შ. ისტორიულად ამის
ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია ჰიტლერის გერმანია და სტალინის სსრკ. თუმცა,
მსგავსი რამ სადამ ჰუსეინის ერაყსაც ახასიათებდა. ასეთი რეჟიმის მთავარი საყრდენი
მუდმივი ძალადობისა და დაშინების პოლიტიკაა, იდეოლოგიური მანიპულირების მკაცრი
სისტემა და ერთიანი კონტროლი. მსგავსი ტიპის სახელმწიფოები არ ცნობენ სამოქალაქო
საზოგადოებას და “კერძო” სფეროსაც უკიდურესად ზღუდავენ. თუმცა, ამაზე ხმამაღლა
მხოლოდ ფაშისტები ლაპარაკობდნენ, პიროვნული მეობის საზოგადოებრივ მთლიანობაში
გათქვეფას რომ ისახავდნენ მიზნად. ზოგჯერ იმასაც ამტკიცებენ, თითქოს ტოტალიტარული
სახელმწიფოს ცნება ჯერ კიდევ ჰეგელიდან მომდინარეობს, ვისაც სახელმწიფო იმ “ეთიკურ
ერთობად” მიაჩნდა, სადაც საყოველთაო ალტრუიზმი და ურთიერთთანაგრძნობა
დაისადგურებდა. ტოტალიტარიზმის თვალსაზრისით, გამოდის რომ ცივილიზაციის
განვითარება სახელმწიფოს ძლიერების შეუზღუდავ ზრდასა და მისი პასუხიმგებლობების
გაფართოებას უკავშირდება.
სახელმწიფოს როლი გლობალიზაციის ეპოქაში – სახელმწიფო და გლობალიზაცია
გლობალიზაციის მოძალებამ უფრო გააცხოველა კამათი სახელმწიფოს
ძალაუფლებასა და მნიშვნელობაზე გლობალიზებულ სამყაროში. გამოიკვეთა სამი
განსხვავებული პოზიცია: ზოგიერთმა თეორეტიკოსმა თამამად განაცხადა, რომ
გლობალიზაციის პირობებში სახელმწიფოს, როგორც ანგარიშგასაწევი მოთამაშის როლი,
უცილობლად დაკნინდება: ძალაუფლება სახელმწიფოდან გლობალურ ბაზრებზე და
ტრანსნაციონალურ კორპორაციებზე გადაინაცვლებს. ამ თვალსაზრისის ყველაზე
თავგამოდებული დამცველები, ე.წ. “ჰიპერგლობალისტები” აცხადებენ – სახელმწიფო ისე
“გამოიფიტა”, სინამდვილეში ცარიელ სახელადღა დარჩაო. თუმცა, სხვები არ იზიარებენ იმ
აზრს, თითქოს გლობალიზაციამ არსებითად შეცვალა მსოფლიო პოლიტიკა –
დამოუკიდებელი სახელმწიფოები, მათი აზრით, დღესაც მთავარი მოქმედი პირები არიან
საკუთარ საზღვრებში და ამდენად, მსოფლიო არენაზეც ჯერ კიდევ წამყვან როლს
ასრულებენ. ამ კუთხით, გლობალიზაცია და სახელმწიფო არც ერთმანეთისაგან გამიჯნული,
და მით უმეტეს, არც დაპირისპირებული ძალები არ არიან: პირიქით, საკითხავი ისაა,
გლობალიზაციის პროცესს რამდენად შეუწყო ხელი თავად სახელმწიფოს არსებობამ და
რამდენად ითვალისწინებს ეს პირველი – მეორის ინტერესებს. ამ ორი შეხედულების გარდა,
არსებობს მესამეც, რომლის თანახმადაც გლობალიზაციამ ხარისხობრივად შეცვალა
სახელმწიფოს როლიცა და ახალი მნიშვნელობაც, გარკეულად აისახა დამოუკიდებლობის
არსზეც, მაგრამ ყოველივე ამან მხოლოდ სახელმწიფოს სახეცვლილება გამოიწვია და არა
მისი ძალაუფლების კლება თუ ზრდა.
თუმცა, როცა საუბარია სახელმწიფოს ძალაუფლებისა თუ არსის ცვლილებაზე,
ძირითადად ეკონომიკური გლობალიზაციის გავლენას გულისხმობენ ხოლმე და ამ
გავლენის მთავარი მახასიათებელი “ზეტერიტორიალურობის” ცნების გაჩენაა. ესაა პროცესი,
როდესაც ეკონომიკური საქმიანობა სულ უფრო და უფრო აქტიურად მიმდინარეობს
“უსაზღვრებო” მსოფლიოში. ეს განსაკუთრებით ფინანსურ ბაზართან მიმართებაშია
თვალსაჩინო: იგი პრაქტიკულად სრულიად გლობალიზებულია იმ თვალსაზრისით, რომ
კაპიტალი აშკარად და დაუბრკოლებლად მიედინება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და
არც ერთი სახელმწიფო აღარაა დაცული სამყაროს ნებისმიერ ადგილას შექმნილი
სერიოზული ფინანსური კრიზისის შედეგებისაგან. ასევე აშკარაა გავლენის გადანაცვლება
ტერიტორიული სახელმწიფოებიდან “დეტერიტორიალიზებული”, ტრანსნაციონალური
კორპორაციების სასარგებლოდ. სწორედ ამ კორპორაციებს შეუძლია ინვესტიციებისა და
პროდუქციის მსოფლიოს სხვა კუთხეში გადატანა, თუკი სახელმწიფო პოლიტიკა ხელს არ
უწყობს მათი მოგების ზრდას და ზოგადად, მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება. მეტიც,
გლობალიზაცია შეიძლება რეგიონალიზაციის ტენდენციასაც დავუკავშიროთ, რაც აისახა
კიდეც იმგვარი რეგიონალური სავაჭრო ბლოკების მნიშვნელობის ზრდით, როგორებიცაა
ევროკავშირი და ჩრდილო-ამერიკული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება (NAFTA).
როცა საზღვრები პირობითი ხდება და ძველი გეოგრაფიული მოცემულობებიც
იცვლება, სახელმწიფოს დამოუკიდებლობაც, ტრადიციული გაგებით, კითხვის ნიშნის ქვეშ
დგება. ამიტომაცაა, რომ XXI საუკუნეში, მმართველობამ მკვეთრად “დამოუკიდებლობის
შემდგომი” ხასიათი შეიძინა. ძალზე ძნელია ერთმანეთს შევუთანხმოთ ეკონომიკური
დამოუკიდებლობა და გლობალიზებული ეკონომიკა. ეკონომიკური ცხოვრების
დამოუკიდებლად კონტროლი მხოლოდ შეზღუდული ეროვნული ეკონომიკების პირობებში
ხერხდებოდა, ერთი მთლიანი, გლობალიზებული ეკონომიკის არსებობა კი თავისთავად
უკარგავს აზრს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას. და მაინც, უსაზღვრებო, გლობალურ
ეკონომიკაზე ლაპარაკმა მეტისმეტად არ უნდა გაგვიტაცოს: სხვა თუ არაფერი, სულ უფრო
და უფრო მეტი ადამიანი აღიარებს საბაზრო ეკონომიკის წარმატებულობას მხოლოდ და
მხოლოდ სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი საკანონმდებლო და საზოგადოებრივი
წესრიგის პირობებში (ფუკუიამა, 2005). მართალია, თუკი დამოუკიდებლად მოთამათე
სახელმწიფოებს ძალიან ცოტა შანსი აქვთ ტრანსნაციონალური ეკონომიკის
გასაკონტროლებლად, გაერთიანების შემთხვევაში, ისინი ამას წარმატებით ახერხებენ, რისი
მაგალითებიცაა “დიდი შვიდიანისა” თუ “დიდი რვიანის”, მსოფლიო სავაჭრო
ორგანიზაციისა თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდის არსებობა.
სახელმწიფო ძალაუფლებასა და მნიშვნელობაზე ასევე პოლიტიკური
გლობალიზაციის პროცესმაც იმოქმედა, თუმცა მისი გავლენა საკმაოდ რთული და
წინააღმდეგობრივიც კი აღმოჩნდა. ერთის მხრივ, ისეთმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა,
როგორიცაა გაერო, ევროკავშირი, ნატო და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, შეასუსტა
სახელმწიფოთა უნარი, თვითმმართველ პოლიტიკურ ერთეულებად ემოქმედათ. ხომ
აშკარაა, რომ ევროკავშირის წევრობა ასუსტებს სახელმწიფო ძალაუფლებას, რადგან სულ
უფრო და უფრო მეტ გადაწყვეტილებას (სავალუტო პოლიტიკა იქნება ეს, სასოფლო-
სამეურნეო, თავდაცვითი თუ საგარეო), სწორედ ზოგადევროპული ინსტიტუტები იღებენ და
არა ცალკეული წევრი ქვეყნების მთავრობები. ყოველივე ამის შედეგია მრავალსაფეხურიანი
მმართველობის ფენომენის გაჩენაც. ჩვენში დარჩეს და, “წმინდად” ეროვნული მმართველობა
ყოველთვის მითი იყო (სორენსენი, 2004), და ახლა მით უმეტეს. მსოფლიოს სავაჭრო
ორგანიზაცია თავის მხრივ, საერთაშორისო სავაჭრო დავებს განიხილავს და აგვარებს;
მეორეს მხრივ, პოლიტიკური გლობალიზაცია არა მარტო ზღუდავს სახელმწიფოს როლს,
ახალ-ახალ შესაძლებლობებსაც სთავაზობს. ასე მაგალითად, ევროკავშირის მინისტრთა
საბჭო – ყველაზე გავნლენიანი პოლიტიკური ორგანიზმი – უპირატესად წევრი ქვეყნების
მიერაა შექმნილი და სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებს ტრიბუნას სთავაზობს
გადაწყვეტილებათა ზეეროვნულ დონეზე მისაღებად. მათ საშუალება ეძლევათ
დამოუკიდებლობის უფრო მაღალ დონეზე გავიდნენ: ევროკავშირით უზრუნველყოფილი
დამოუკიდებლობის ხარისხი გაცილებით მეტია, ვიდრე მონაწილე სახელმწიფოთა
დამოუკიდებლობების ჯამი.
სახელმწიფოს სახეცვლილება
სახელმწიფო – ისტორიული ინსტიტუტია: მისი წარმოშობა პასუხი იყო XVI საუკ.
ევროპაში მიმდინარე მოვლენებზე და მას შემდეგ იგი მუდამ ირეკლავს და პასუხობს
ცვალებად რეალობას. XIX საუკუნეში, ეროვნული სახელმწიფოების შექმნის შემდეგ, მთელი
XX საუკ. განმავლობაში, განსაკუთრებით კი II მსოფლიო ომის შემდგომ, სახელმწიფო სულ
უფრო და უფრო მეტ ეკონომიკურ და სოციალურ პასუხისმგებლობას კისრულობდა, რამაც
სოციალ-დემოკრატიული, ანუ კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელებამდე მიგვიყვანა
კიდეც. თუმცა, XX სუაკ. 80-იან წლებიდან, სხვადასხვა ქვეყანაში და მეტ-ნაკლები სისწრაფით
დაიწყო ზოგადად სახელმწიფოს როლის დაკნინება, რაც ჩაურევლობის პოლიტიკას,
პრივატიზაციასა და ყველა სფეროში საბაზრო რეფორმების დანერგვას მოყვა შედეგად.
მართალია, ამგვარ ტენდენციებს იდეოლოგიური მოსაზრებებიც უმაგრებდა ზურგს (ახალი
მემარჯვენეობა) მათ სხვა, უფრო ძლიერი ძალებიც ერთვოდა: გლობალური კონკურენციით
გამოწვეული წნეხი და უფრო ეფექტური საშუალებების გამონახვის აუცილებლობა საჯარო
პოლიტიკისა თუ მომსახურების სფეროში. ბევრისათვის ეს მმართველობის “მართვით” (იხ.
გვ. 6) შეცვლას მოასწავებდა. რამდენადაც საზოგადოება უფრო რთული და დინამიური
გახდა, დრომ მართვის ახალი მეთოდების აუცილებლობაც მოიტანა: ყურადღება მიექცა არა
იმდენად სახელმწიფოს იერარქიულ ინსტიტუტებს, არამედ ინფორმაციულ ქსელებსა და
თავისუფალ ბაზარს, და ამდენად, თანდათანობით წაიშალა დაყოფა საზოგადოებასა და
სახელმწიფოს შორის.
ზოგიერთის აზრით, ამ მოვლენებმა ახალი – კონკურეტული, საბაზრო, ასე ვთქვათ,
პოსტ-მეოდერნული ტიპის სახელმწიფოს შექმნას შეუწყო ხელი. ფილიპ ბობიტი იმდენად
შორსაც კი წავიდა, განაცხადა – ეროვნული სახელმწიფოდან საბაზროზე გადასვლით
მსოფლიო პოლიტიკა ძირფესვიანად შეიცვალა და ლიბერალიზმს, ფაშიზმსა და კომუნიზმს
შორის ამ “უსასრულო ომსაც” წერტილი დაესვაო. საბაზრო სახელმწიფოს ძირითადი ნიშანი
ეკონომიკის ვერტიკალურ მართვაზე უარის თქმაა: წაშლილი საზღვრების პირობებში,
ბაზარი ეკონომიკური ორგანიზების ერთადერთ საიმედო პრინციპად გვევლინება. საბაზრო
სახელმწიფოს განსაკუთრებული ფორმა ე.წ. “აზიური ვეფხვების” ეკონომიკაში გამოვლინდა
და მას კონკურენტული სახელმწიფოს სახელით იხსენიებენ ხოლმე. ამ შემთხვევაში,
უპირატესი მნიშვნელობა განათლებასა და პროფესიონალიზმს ენიჭება, რაც წარმატების
მთავარი გარანტია ახალი, უკვე ტექნოლოგიებზე და არა ნედლეულზე დამოკიდებული
ეკონომიკებისათვის.
სამხრეთ კორეის, ტაივანის, და – სიღატაკის და უწიგნურობის დღემდე მაღალი
დონის მიუხედავად – ინდოეთის მაგალითზე, განვითარებადი სამყაროს სახელმწიფოებმა
სწრაფად აიტაცეს ეკონომიკური მოდერნიზაციის სტრატეგია. თუმცა, ბევრი სხვა ქვეყანა
ჯერაც “სუსტ”, “კვაზი”, “ვერშემდგარ” სახელმწიფოებად იწოდება. ეს განსაკუთრებით იმგვარ
აფრიკულ ქვეყნებზე ითქმის, როგორებიცაა სომალი, სიერა-ლეონე, ლიბერია და კონგო. მათ
სისუსტეს ერთი მიზეზი აქვს: ვერ მოხერხდა სახელმწიფო ძალაუფლების მთავარი გამოცდის
ჩაბარება – ადამიანის უსაფრთხოებისა და ქვეყნისშიდა წესრიგის უზრუნველყოფა. ეს კი,
თავის მხრივ, კოლონიალიზმის შემდგომი ფორმალური პოლიტიკური დამოუკიდებლობის
პირობებში, ძალაუფლების პოლიტიკურად, სოციალურად, და ეკონომიკურად უმწიფარი
ინსტიტუციებისათვის გადაცემამ გამოიწვია. მსგავსი ტიპის ქვეყნებს რობერტ კუბერმა
“თანამედროვეობამდელი” სახელმწიფოები უწოდა, რადგან იქ ხსენებული სახელმწიფო
სტრუქტურები ვერ ახერხებენ “ძალის გამოყენებაზე კანონიერი მონოპოლიის დამყარებას”
და თოფოსნების თარეშსა და ზოგადად კრიმინოგენურ სიტუაციას ვერ უმკლავდებიან –
საზოგადოების გამთლიანებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი და არასამთავრობო


ორგანიზაციები
მუდმივმოქმედი საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისო (მთავრობათაშორისი) და
საერთაშორისო არასამთავრობოთშორისი დაწესებულებანი, რომლებიც იქმნება
პოლოიტიკური, ადმინისტრაციული, ეკონომიკური, კულტურული და სხვა მიზნების
განსახორციელებლად. საერთაშორისო ორგანიზაციების როლი ინტეგრაციის პროცესების
გაღრმავებასთან ერთად სულ უფრო იზრდება. მსოფლიოს ქვეყნებს შორის სხვადასხვა
სფეროებში ურთიერთკავშირი თანამედროვე ეტაპის გარდაუვალი მოვლენაა. მიუხედავად
იმისა, რომ საერთაშორისო გაერთიანებათა შექმნის ცდები შორეულ წარსულშიც ყოფილა
(მაგ., ძველ საბერძნეთში არსებობდა რელიგიურ-პოლიტიკური გაერთიანება „ამფიქტიონია“
და სამხედრო-პოლიტიკური კავშირი „სიმმაქია“), პირველი ნამდვილი, მასშტაბური
საერთაშორისო ორგანიზაციები მხოლოდ XIX ს-ში ჩამოყალიბდა. საერთაშორისო
ორგანიზაციების ჩამოყალიბების პროცესი ინტენსიურად დაიწყო მეორე მსოფლიო ომის
შემდგომ, რაც დაკავშირებულია გაეროს შექმნასთან და თანამედროვე საერთაშორისო
სამართლის შემდგომ განვითარებასთან. საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი
ორგანიზაციები სახელმწიფოებთან ერთად წარმოადგენენ საერთაშორისო ურთიერთობების
ძირითად აქტორებს. თავისი ფუნქციებით საერთაშორისო ორგანიზაციები არის
პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, კულტურული, სამეცნიერო, შეიძლება იყოს
უნივერსალურიც. გეოგრაფიული განზომილებით გვხვდება რეგიონული, რეგიონთაშორისი,
საყოველთაო ორგანიზაციები. საყოველთაო, უნივერსალური საერთაშორისო
ორგანიზაციების მაგალითია გაერო. 9

საერთაშორისო ორგანიზაციები თანამედროვე საერთაშორისო


ურთიერთობების სისტემაში10
საერთაშორისო ორგანიზაციები წარმოადგენენ საერთაშორისო ცხოვრების
მოწესრიგების ყველაზე განვითარებულ და მრავალმხრივ მექანიზმებს. თანამედროვე
მსოფლიოში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ერთ-ერთი მთავარი
მახასიათებელია საერთაშორისო ორგანიზაციათა რაოდენობისა და აქტიურობის მკვეთრი
ზრდა. 1998 წლისათვის არსებობდა 6000-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია და მათი
რიცხვი უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა.
როგორც წესი, საერთაშორისო ორგანიზაციები იყოფა ორ ძირითად ჯგუფად.
1. საერთაშორისო (სამთავრობათშორისი) ორგანიზაციები ფუძნდება
საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფოთა ჯგუფის მიერ; ამ
ორგანიზაციათა ჩარჩოებში ხორციელდება წევრ-სახელმწიფოთა ურთიერთქმედება
და მათი ფუნქციონირება დაფუძნებულია გარკვეულ საერთო გადაწყვეტილების
მიღწევაზე წევრ სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკაში იმ საკითხებთან
დაკავშირებით, რომლებიც შედიან შესაბამისი ორგანიზაციის მოღვაწეობის სფეროში.
2. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები იქმნება არა
სახელმწიფოთა შორის ხელშეკრულების საფუძველზე, არამედ ფიზიკური ან
იურიდიული პირების გაერთიანების გზით, რომელთა მოღვაწეობაც ხორციელდება
სახელმწიფოთა ოფიციალური საგარეო პოლიტიკის ჩარჩოებს გარეთ.
საერთაშორისო ორგანიზაცია არის ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია პროცედურებისა
და წევრობის დადგენილი ფორმალური წესები და რომელშიც წარმოდგენილია სამი ან მეტი
ქვეყანა. სამი სახელმწიფო მინიმუმად იმ მიზეზითაა აღებული, რომ მრავალმხრიან
ურთიერთობებს გაცილებით უფრო მეტი კომპლექსურობა ახასიათებს, ვიდრე ორმხრივს.
სამთავრობათშორისი ორგანიზაცია საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელშიც
სრულფასოვანი ლეგალური წევრობა სახელმწიფოთა პრეროგატივას წარმოადგენს და
გადაწყვეტილებათა მიღების ძალაუფლება მინიჭებულია აქვთ სახელმწიფოს

9
სამოქალაქო განათლების ლექსიკონი http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=6249

10სანიკიძე გ., კიღურაძე ნ., თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები (მსოფლიო პოლიტიკის


გლობალიზაცია), 2001, თბ.
წარმომადგენლებს. თუმცა, რეალურად, ამგვარ ორგანიზაციებში ასევე შედის ზოგიერთი
კოლონიური ტერიტორია და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის
წევრებიც შეუძლიათ გახდნენ ტრანსნაციონალურ აქტორებს. უმთავრესი საერთაშორისო
არასამთავრობო ორგანიზაციები აერთიანებენ მრავალ ანალოგიურ ორგანიზაციებს
სხვადასხვა ქვეყნებიდა. ამის მაგალითია „საერთაშორისო ამნისტია“. ამგავრ ორგანიზაციათა
წევრები ასევე შეიძლება იყვნენ კომპანიები და პარტიები, ასევე კერძო პირებიც.
ნათელია, რომ სახელმწიფოების მიერ შექმნილი ორგანიზაციები გაცილებით უფრო
თვალსაჩინო გავლენას ახდენენ მსოფლიოში მიმდინარე იმ პროცესების დროს, როდესაც
საერთაშორისო არენაზე მთავარი მოქმედი პირები სახელმწიფოები არიან. იმავდროულად,
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიაზაციათა რიცხვი გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე
სახელმწიფოების მიერ შექმნილი ორგანიზაციებისა და უკანასკნელ წლებში საკმაოდ მყარია
მათი რიცხვის კიდევ უფრო გაზრდის ტენდენცია. თუკი 1968 წლისათვის იყო სულ 1899
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, 1978წ. - 2420, 1987წ. - 435, 1998 წელს უკვე -
5766. ამ თვალსაზრისით პოვებს საკუთარ გამოხატულებას მსოფლიო სისტემის მზარდი
გლობალიზაცია, რომელსაც ახასიათებს მრავალფეროვანი ტრანს-ნაციონალური
ურთიერთქმედებების მოცულობის ზრდა.
პრინციპში, ამგვარ განვითარებაში შეიძლება დავინახოთ საერთაშორისო
ურთიერთობათა სისტემის რადიკალური ტრანსფორმაციის და გლობალური მსოფლიო
თანამეგობრობის ფორმირების წინაპირობა. თვისობრივად ახალ სიტუაციაში
საზოგადოებრივი პროცესების თვითორგანიზაცია და რეგულირება განხორციელდება არა
სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის გზით, არამედ უშუალოდ პირდაპირი კავშირებისა და
ურთიერთზემოქმედების საშუალებით. ამ თვალსაზრისით, საერთაშორისო არასამთავრობო
ორგანიზაციები შეიძლება განვიხილოთ როგორც ფორმირების პროცესში მყოფი
გლობალური სამოქალაქო საზოგადოების ელემენტები. უნდა აღინიშნოს, რომ
სპეციალისტებს შორის არ არსებობს ერთიანი აზრი ამ ტენდენციის განსაზღვრის თაობაზე.
მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სულ უფრო მეტი არასახელმწიფოებრივი აქტორების
გამოჩენა, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე მოქმედებენ სახელმწიფოთა პარალელურად
და გარკვეული თვალსაზრისით ეჭვქვეშ აყენებენ სახელმწიფოთა მონოპოლიას ამ სფეროში,
ხდება მეტად ანგარიშგასაწევი ფენომენი გლობალიზაციის ეპოქის საერთაშორისო
ურთიერთობათა განვითარებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიძლება წამოჭრან საკითხები, რომლებსაც არ
ითვალისწინებს მთავრობათა მოქმედება, შეაგროვონ ინფორმაცია საერთაშორისო
პრობლემებზე; შეიმუშავონ მათი გადაწყვეტისათვის კონკრეტული მიდგომები და აიძულონ
მთავრობები შესაბამისი ხელშეკრულებების ხელმოწერა; ყურადღება ადევნონ მთავრობათა
მოღვაწეობას საერთაშორისო ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში და სახელმწიფოთა მიერ
აღებული ვალდებულებების შესრულებას; მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის
მობილიზაცია და ხელი შეუწყონ „რიგით ადამიანში“ იმ რწმენის განმტკიცებას, რომ მას
უშუალოდ ეხება მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრობლემები.
თუმცა, სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციების როლი საერთაშორისო ცხოვრების
რეგულირების საქმეში მაინც გაცილებით უფრო დიდია. ამ თვალსაზრისით ისინი საკუთარ
თავს ორი სახით ავლენენ - ერთის მხრივ ქმნიან კოოპერატიულ ან კონფლიქტურ ველს წევრ
სახელმწიფოთა შორის, მეორეს მხრივ კი გამოდიან საერთაშორისო არენაზე სპეციფიური
მოქმედი პირების სახით და ამგვარად ახდენენ დამოუკიდებელ გავლენას საერთაშორისო
ურთიერთობათა განვითარების დინამიკაზე.
ამასთანავე, ამგვარი დამოუკიდებლობის ხარისხიც საკმოდ სადავო საკითხია და
ტრადიციულად წარმოადგენს ანალიტიკოსთა დებატების საგანს. „რეალისტური“ მიდგომის
მომხრენი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციები „ქმნიან“ მარტო იმას,
რასაც «დებენ“ მათში წევრი სახელმწიფოები და მათ არ გააჩნიათ უნარი ამ სახელმწიფოთა
საგარეო პოლიტიკის ჩარჩოებს გარეთ არსებული ნებისმიერი იმპულსის გენერირებისა. სხვა
სიტყვებით, სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციები განიხილება მხოლოდ როგორც
მუდმივი დიპლომატიური ფორუმი, რომლშიც მჟღავნდება მონაწილეების აზრთა
თანმთხვევა თუ დაპირისპირება. მეორეს მხრივ „იდეალისტური“ მიდგომის მომხრენი ხაზს
უსვამენ, რომ სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციების მოღვაწეობის შედეგად იქმნება
ხარისხობრივად ახალი სიტუაცია, რომლის დაყვანა არ შეიძლება მხოლოდ წევრ
სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკური იმპულსების ჯამზე. მათ მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ
გზით მოხდება საერთაშორისო ურთიერთობათა მთელი სისტემის გარდაქმნა, მისი
ტრანსფორმაცია ინტერესთა ბალანსის დამყარების არენიდან კაცობრიობის გლობალური
პრობლემების გამოვლენისა და გადაწყვეტის მექანიზმად.
როგორც ჩანს, პირველი მიდგომა უფრო კარგად გამოხატავს საქმის რეალურ
ვითარებას საერთაშორისო არენაზე. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ხაზგასასმელია სამი
გარემოება:
1. თუნდაც რომ სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციები განვიხილოთ მეორად,
საერთაშორისო სამართლის მიერ შექმნილ სუბიექტებად, ისინი ჩაბმულნი არიან (და
ზოგჯერ მეტად აქტიურადაც) საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ფორმირებასა და
განხორციელებაში. უფრო მეტიც, ამ უკანასკნელთა ეფექტურობა სულ უფრო მეტად არის
განპირობებული იმით, თუ რამდენად არიან ისინი სანქცირებულნი სახელმწიფოთაშორისო
ორგანიზაციების მიერ.
2. ამ ორგანიზაციათა მოღვაწეობა მეტად შთამბეჭდავად ახდენს გავლენას მასში
მონაწილე სახელმწიფოების საერთაშორისო-პოლიტიკურ ქცევაზე იმ შემთხვევებშიც კი,
როდესაც საქმე არ ეხება ზოგიერთი სამართლებრივი ნორმის ფორმირებას, რომელთა
შესრულებაც აუცილებელია. შეიძლება ითქვას, რომ საკუთრივ სახელმწიფოთა მონაწილეობა
საერთაშორისო ორგანიზაციებში მათი საერთაშორისო სოციალიზაციის ფაქტორი ხდება.
3. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოები წარმოადგენენ საერთაშორისო
არენაზე მთავარ მოქმედ პირებს, სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციების სახელმწიფოთა
რიცხვს აჭარბებს და ისინი ერთობლივად ქმნიან მეტად ვრცელ ქსელს, რომელიც მოიცავს
თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების თითქმის ყველა სეგმენტს.
1998 წლისათვის არსებობდა 254 სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაცია. ისინი
ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მონაწილეთა წრით (უნივერსალურები და რეგიონულები),
ფუნქციონალური დანიშნულებით (საერთო და სპეციფიური კომპეტენცია), ახალი წევრების
მიღების წესით (ღია და დახურული), უფლებამოსილებათა ხასიათით (რომელიც
დაფუძნებულია წევრ სახელმწიფოთა პოზიციების დაახლოების პრინციპზე და რომლებიც
ატარებენ ზენაციონალური ელემენტებს).
სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციების განვითარების საერთო ტენდენციებად
შეიძლება ჩაითვალოს: 1. მათი მოღვაწეობის რეგიონული ასპექტების შედარებითი
გაძლიერება, რომელიც საშუალებას იძლევა ფოკუსირება მოხდეს უფრო კონკრეტულ
საკითხებზე). 2. სოციალური კომპეტენციის მქონე ორგანიზაციათა რიცხვის მკვეთრი
გაზრდა საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციფიური სფეროების რეგულირებისათვის. 3.
სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციების უფრო ხშირი და ფართო აღჭურვა ზენაციონალური
უფლებამოსილებით.
სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციების მასშტაბი, ხასიათი და გავლენა
საერთაშორისო პოლიტიკურ ცხოვრებაზე ვარირებს მეტად ფართო საზღვრებში. ზოგიერთი
ამგვარი ორგანიზაციის მოღვაწეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე
საერთაშორისო ურთიერთობათა შესაწავლისათვის და აუცილებელია მათი გამოცალკევებით
განხილვა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია*
გაერო-ს არა მხოლოდ ცენტრალური ადგილი უკავია სახელმწიფოთაშორისო
ორგანიზაციების სიტემაში, არამედ ასევე ასრულებს განსაკუთრებულ როლს თანამედროვე
საერთაშორისო პოლიტიკურ განვითარებაში. 1945წ. შექმნილი უნივერსალური
საერთაშორისო ორგანიზაციის, რომელსაც უნდა გაეთვალისწინებინა ერთა ლიგის
შეცდომები და მისი არასრულფასოვნება, მიზანია მშვიდობისა და საერთაშორისო
უსაფრთხოების გარანტიების შექმნის ხელშეწყობა და სახელმწიფოთა შორის
თანამშრომლობის განვითარება.
 გაერო შეიქმნა სახელმწიფოთა შორის მშვიდობის შენარჩუნების
მიზნით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
 გაერო ჩართული იქნა მმართველობის მრავალმხრივ სისტემაში და
ზოგჯერ მოღვაწეობა უხდება სახელმწიფოებთან ერთად, ზოგჯერ მათ გვერდით და
ზოგჯერ მათ გარეშე.
გაერო-ს ოპერაციათა უმრავლესობა გამართლებული იყო ტრადიციული გზით:
არსებობდა საფრთხე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის.
გაერო წარმოადგენს ყველაზე წამომადგენლობით ფორუმს სახელმწიფოთა შორის
დისკუსიებისათვის საერთაშორისო განვითარების აქტუალურ პრობლემებზე.
გაერო-ს წესდება წარმოადგენს თანამედროვე საერთაშორისო სამართლის საფუძველს,
სახელმწიფოთა ქცევისა და მათ შორის ურთიერთობის თავისებურ საყოველთაოდ მიღებულ
კოდექსს. სწორედ მის სულისკვეთებას უსადაგებენ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებსა და
ხელშეკრულებებს.
გაერო-ს ჩარჩოებში ხელმოწერილია ასობით საერთაშორისო კონვენცია და
ხელშეკრულება,რომლებიც არებულირებენ საქმეთა ვითარებას საზოგადოებრივი ცხოვრების
სრულიად სხვადასხვა სფეროებში.
გაერო-ს სტრუქტურის პრინციპებში (უპირველეს ყოვლისა უშიშროების საბჭოს
მუდმივი წევრებისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებაში) აისახა საერთაშორისო
პოლიტიკური სისტემის ობიექტური რეალიები, მათი შეცვლა კი გახდა მთავარ სტიმული ამ
ორგანიზაციის რეფორმირებისათვის მიმდინარე მუშაობისათვის.
გაერო-სთან არსებობს მრავალი სამთავრობათშორისი ორგანიზაცია, რომლებიც
არეგულირებენ საერთაშორისო ცხოვრებას მათი ფუნქციური დანიშნულების ჩარჩოებში.
გაერო-ს გააჩნია განსაკუთრებული კომპეტენცია გადაწყვიტოს ომისა და მშვიდობის
საკითხები, მათ შორის შეიარაღებული ძალის გამოყენებითაც.
გენერალურ ასამბლეაში თითოეულ ქვეყანას ერთი ხმა აქვს. უშიშროების საბჭოში 15
ქვეყანაა, მათ შორის 5 მუდმივი. გადაწყვეტილება მიიღება 9 ხმით 15-დან, ამასთანავე უნდა
დაემთხვეს მუდმივი წევრების ხმები. საერთაშორისო მშვიდობისათვის მუქარის საკითხის
განხილვისას, უშიშროების საბჭოს განსაკუთრებული უფლებამოსილებანი გააჩნია. შეუძლია
შემოიღოს ეკონომიკური სანქციები და მიიღოს გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების
გამოყენების შესახებ.
გაერო-ს უმნიშვნელოვანეს ორგანოებს წარმოადგენენ აგრეთვე ეკონომიკური და
სოციალური საბჭო და ჰააგში არსებული საერთაშორისო სასამართლო. გაერო-ს „ოჯახში“
შედის ასევ 14 სპეციალიზებული სააგენტო, რომელთაც სპეციალური ფუნქციური
დანიშნულება გააჩნიათ. ზოგიერთი მათგანი გაერო-ს შექმნამდე ჩამოყალიბდა. მოღვაწეობის
მასშტაბურობის თვალსაზრისით თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებზე,
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო სავალუტო ფონდი და რეკონსტრუქციისა
და განვითარების საერთაშორისო ბანკი, რომლებიც განსაკუთრებულ როლს ასრულებენ წევრ
სახელმწიფოთა სავალუტო-ფინანსური პოლიტიკის კოორდინაციის საქმეში. ბიპოლარული
დაპირისპირების პირობებში, საერთაშორისო არენაზე გაერო-ს მოღვაწეობას ხშირ
შემთხვევაში ეფექტურობა აკლდა. ორი ზესახელმწიფოს პოლიტიკური, სამხედრო და
იდეოლოგიური კონკურენცია არც თუ იშვიათად ახდენდა გაერო-ს უმთავრესი
სტრუქტურებისა და ინსტიტუტების პარალიზებას. ცივი ომის დასრულების შემდეგ გაჩნდა
ძლიერი იმპულსი გაერო-ს გააქტიურებისათვის და მისი გადაქცევისათვის საერთაშორისო
ცხოვრების ორგანიზების ქმედით ორგანიზმად.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტრუქტურა
ცენტრალური სისტემა ფონდები და პროგრამები სპეციალიზებული
სააგენტოები
უშიშროების საბჭო 15 გაერო-ს განვითარების მსოფლიო ჯანმრთელობის
წევრით პროგრამა (UNDPUNDP) ორგანიზაცია (WHO)
ეკონომიკური და გაერო-ს ბავშვთა პროგრამა საკვებისა და სოფლის
სოციალური საბჭო 54 (UNICEF) მეურნეობის ორგანიზაცია
წევრით გაერო-ს კონფერენცია (FAO)
წევრ-სახელმწიფოთა ვაჭრობისა და განვითარების შრომის საერთაშორისო
წარმომადგენლებისაგან შესახებ (UNSTD) ორგანიზაცია (ILO)
შემდგარი გენერალური მსოფლიო საკვების პროგრამა გაერო-ს საგანმანათლებლო,
ასამბლეა (WFPP) სამეცნიერო და
გაერო-ს სამდივნო და სხვა მრავალი კულტურული ორგანიზაცია
გენერალური მდივნის (UNESCO)
მეთაურობით და სხვა მრავალი
განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა გაერო-ს ძალისხმევამ მშვიდობის
მხარდაჭერის საქმეში. თუკი თავის არსებობის პირველი ოთხი ათწლეულის მანძილზე
გაერო-მ სულ განახორციელა 14 სხვადასხვა მისია და ოპერაცია კონფლიქტების რაიონებში
დამკვირვებლების, შუამავლებისა და სამხედრო პერსონალის გაგზავნით, 1988 წლიდან
განხორციელდა 33 სამშვიდობო აქცია. ამ აქტივობის პიკი მოდის 1995 წელზე, როდესაც
გაერო-ს სამშვიდობო მოღვაწეობაში ჩართული პერსონალის რიცხვმა თითქმის 70 ათასს
მიაღწია (მათ შორის 31 ათასი სამხედრო მოსამსახურე) 70-ზე მეტი ქვეყნიდან.
მნიშვნელოვნად განვითარდა გაერო-ს ხაზით პრევენტიული დიპლომატია (მისია ფაქტების
დასადგენად, დაზავებაზე თვალყურის დევნის ორგანიზება, შუამავლობა და ა.შ.),
კონფლიქტისშემდგომი რეაბილიტაციის ხელშეწყობა. ამა თუ იმ ფორმით განვლილ
ათწლეულში გაერო ჩაბმული იყო „ცხელ წერტილთა“ უმრავლესობაში კონფლიქტების
მოწესრიგების საქმეში - სომალი, მოზამბიკი, კამბოჯა, ავღანეთი, ცენტრალური ამერიკა,
ჰაიტი, ყოფილი იუგოსლავია, ახლო და შუა აღმოსავლეთი, რუანდა, დასავლეთ საჰარა,
ტაჯიკეთი, საქართველო. იმავდროულად უსაფრთხოების საბჭო იყენებდა ისეთ
ინსტრუმენტებს, როგორიცაა სანქციები (ეკონომიკური, პოლიტიკური, დიპლომატიური,
ფინანსური და სხვა იძულებითი ღონისძიებანი, რომლებიც არ არის დაკავშირებული
სამხედრო ძალის გამოყენებასთან) და იძულებითი განიარაღება (ერაყთან მიმართებაში).
ქვემოთ მოცემულია გაერო-ს მოღვაწეობის ამსახველი ზოგიერთი მომენტი
ეკონომიკური და სოციალური ორგანიზაციების როლის გაზრდა
A/32/197 (1977წ. დეკემბერი) გენერალური ასამბლეის პირველი მნიშვნელოვანი
რეზოლუცია ეკონომიკური და სოციალური ორგანიზაციების რეფორმის შესახებ.
A/48/162 (1993წ. დეკემბერი) გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური ორგანიზაციის,
კერძოდ ეკონომიკური და სოციალური საბჭოს რეფორმირებისაკენ გადაგმული
უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი.
გაერო-ს როლის გაზრდა მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების საქმეში
SC Res 678 (1990წ. ნოემბერი) სამხედრო ძალის გამოყენების სანქცირება სადამ
ჰუსეინის წინააღმდეგ.
SC Res 743 (1992წ. თებერვალი) ხორვატიაში გაერო-ს მშვიდობის-მყოფელთა ძალების
(UNPROFOR) შესვლის გადაწყვეტილება.
SC Res 770 (1992წ. 13 აგვისტო) ბოსნიაში გაერო-ს მშვიდობისმყოფელთა ძალების
(UNPROFOR-2) შესვლის გადაწყვეტილება.
SC Res 816 (1993წ. აპრილი) ბონსიის არასაფრენ ზონად გამოცხადება, რამაც
საშუალება მისცა ნატო-ს ძალებს განეხორციელებინათ დარტყმები სერბიის ავიაციაზე.
გაერო-ს ჰუმანიტარული მოღვაწეობა
SC Res 688 (1991წ. აპრილი) ყურის ომის მიწურულს ერაყში ინტერვენციის სანქცირება
ჩრდ. ერაყში ქურთებისა და სამხრეთში შიიტი მუსლიმების დაცვის მიზნით.
SC Res 733 (1992წ. 23 იანვარი) სომალიში ინტერვენციის პირველი სანქცია.
SC Res 808 (1993წ. ივლისი) ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე ჩადენილი
დანაშაულებებისათვის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა.
ცივი ომის დასრულებამ არა მარტო ახალი შესაძლებლობები შექმნა გაერო-სათვის,
არამედ რელიეფურად გამოკვეთა მისი ადრე უხილავი ნაკლოვანებანი. ერთის მხრივ საქმე
ეხება გაერო-ს უზარმაზარი ბიუროკრატიული აპარატის არსებობას, მის მოუქნელობას და
გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის არაეფექტურობას, ორგანიზაციის გადატვირთვას
მრავალრიცხოვანი და ხშირ შემთხვევაში პარალელური ფუნქციების მქონე სტრუქტურებით.
მეორეს მხრივ დადგა საკითხი გაერო-ს ადაპტირების აუცილებლობის შესახებ შეცვლილ
საერთაშორისო პოლიტიკურ ლანდშტაფში. და ბოლოს, გაურკვეველი რჩება გაერო-ს
მოღვაწეობის მრავალი კონცეპტუალური საკითხი: როგორი უნდა იყოს მისი
პრიორიტეტების სისტემა, რა პირობებში უნდა მოხდეს მისი ფუნქციების დელეგირება
რეგიონულ ორგანიზაციებზე ანდა სახელმწიფოთა კოალიციებზე, როგორია გაერო-ს ჩარევის
პირობები და საზღვრები სუვერენულ სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში, როგორ შეიძლება
მიღწეულ იქნას დემოკრატიზმისა და ოპერატიულობის შეწყმა გაერო-ს ფუნქციონირებაში,
როგორც უნდა მოხდეს მისი უნივერსალურობის შეთავსება უშიშროების საბჭოს მუდმივ
წევრ სახელმწიფოთა სტატუსთან.
სწორედ ეს უკანასკნელი მოექცა ყურადღების ცენტრში დისკუსიების დროს გაერო-ს
რეფორმირების შესახებ. არსებობს მეტ-ნაკლებად ფართო კონსენსუსი უშიშროების საბჭოს
მუდმივ წევრთა რაოდენობის გაზრდის აუცილებლობის შესახებ, რათა მისი შემადგენლობა
უფრო რეპრეზენტაბელური გახდეს. ყველაზე მიღებული კანდიდატები არიან გერმანია და
იაპონია, მაგრამ იმავდროულად ანალოგიურ სტატუსზე პრეტენზიები გააჩნიათ მთელ რიგ
განვითარებად ქვეყნებს, მაგალითად ინდოეთს, ბრაზილიას, მექსიკას. ამასთანავე, ვეტოს
უფლების მქონე ქვეყნების რაოდენობის გაზრდამ შესაძლებელია გამოიწვიოს უშიშროების
საბჭოს მუშაობის პარალიზება. ვეტოს საკითხს კი ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი
უჭირავს. თუმცა, ამ ინსტიტუტის გაუქმება (ქვენების უფლებრივი გათანასწორების
მოტივით) პრაქტიკულად არარეალურია, მასში გარკვეული კორექტივების შეტანა სავსებით
შესაძლებელია. (მაგ ბლოკირებისათვის ერთის მაგივრად ორი ხმის აუცილებლობის
შემოღება ანდა იმ საკითხების წრის შეზღუდვა, რომლებისთვისაც გამოიყენება ვეტოს
უფლება).
საერთო ჯამში, გაერო-ს რადიკალური ტრანსფორმაციის პერსპექტივები ამჟამად არც
თუ ისე აშკარაა, ერთის მხრივ წევრ სახელმწიფოთა თვალსაზრისების არდამთხვევის
მიზეზით (ზოგიერთ მათგანს არ გააჩნია სურვილი მოხდეს რადიკალური ცვლილებები)
ასევე აუცილებელი ფინანსური რესურსების არარსებობის გამო (ამ მიზეზით გაერო
იძულებულია უკვე დღეს შეამციროს სამშვიდობო მოღვაწეობა). თუმცა გაერო-ს ადაპტირება
შეცვლი ვიტარებასთთან აუცილებელია. სხვა შემთხვევაში ორგანიზაციის არსებობამ
შესაძლოა აზრიც კი დაკარგოს
თანდათანობით იკვეთება ტენდენცია სამშვიდობო ოპერაციების განხორციელებისა
გაერო-ს სანქციების გარეშე. რისი უპირველესი მაგალითია კოსოვოს ოპერაცია.
ჩრდილოა ტლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო)
ნატო ამჟამად აერთიანებს 15 ქვეყანას და უზრუნველყოფს მათ ურთიერთკავშირს
სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში. როგორც სამხედრო კავშირი, იგი უპირობოდ ყველაზე
განვითარებულ და სრულყოფილ სტრუქტურას წარმოადგენს. არსებობს მექანიზების მთელი
სისტემა, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება წევრ სახელმწიფოთა ერთობლივი
მოქმედება, დაწყებული შეთანხმებული პოლიტიკიდან, რომელსაც ატარებენ ნატო-ს წევრები
საერთაშორისო არენაზე, დამთავრებული საომარი მოქმედებების ორგანიზების
განსაზღვრით ომის შემთხვევაში.
ნატო-ს უმაღლეს პოლიტიკურ ინსტანციას წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური
საბჭო. რაც შეეხება კავშირის სამხედრო ორგანიზაციას, მის გულს წარმოადგენს
ინტეგრირებული სამეთაურო სტრუქტურა, რომელიც უზრუნვეყოფს წევრ სახელმწიფოთა
ჯარების ურთიერთქმედებას და მათ მზადყოფნას კოლექტიური თავდაცვისათვის
კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში.
ცივი ომის დასრულებასთან ერთად ფართომასშტაბიანი შეჯახების საფრთხე
ფაქტობრივად მოიხსნა. გარკვეულწილად სამხედრო ალიანსის არსებობამ მიზანიც კი
დაკარგა. ამ პირობები წინ წამოიწია ადაპტირების პრობლემამ და იმ კონფლიქტურ
საკითხებში ნატო-ს როლის განსაზღვრამ, რომლებიც პოსტკონფრონტაციულ პერიოდს
ახასიათებს. შემუშავდა ნატოს სტრატეგიის ახალი კონცეფციები. ალიანსის გარდაქმნა
ძირითადად შემდეგი მიმართულებებით მიმდინარეობს:
ხდება სამხედრო აქტივობის გარკვეული შემცირება ნატო-ს ჩარჩოებში. შედარებით
შემცირდა შეიარაღებული ძალების რაოდენობაც.
ნატო-ს გარდაქმნის პირველ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა
ალიანსის არასამხედრო ფუნქციების გაძლიერებაზე. 1991 წ. ალიანსის რომის სესიაზე
მოწონებულ იქნა „ახალი სტრატეგიული კონცეფცია“, რომელშიც აქცენტი გაკეთდა
უსაფრთხოების გარნატირების პოლიტიკურ ასპექტებზე დიალოგისა და თანამშრომლობის
გზით. 1994 წ. ბრიუსელის სამიტზე ასევე ხაზი გაესვა ნატო-ს პოლიტიკურ როლს ევროპაში
სტაბულურობისა და უსაფრთხოების გარანტიების შექმნის საქმეში და მისი
ურთიერთქმედების მნიშვნელობას კონტინეტზე არსებულ სხვა სტრუქტურებთან.
ნატო-ს ამჟამინდელი სტრატეგიით წინ წამოწეულია აშშ-ის სტრატეგიული როლი
ევროპის საქმეებში და იმავდროულად უზრუნველყოფილია ალიანსის ევროპელ წევრთა
უფრო დიდი დამოუკიდებლობა. 1994წ. ოფიციალურად მოწონებულ იქნა ნატო-ს ჩარჩოებში
„უსაფრთხოების სფეროში ევროპის იდენტურობის“ ფორმირების (European Security and
Defence Identity - ESDI) კურსი. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ალიანსის სამხედრო
შესაძლებლობები შეიძლება გამოყენებული იყოს დასავლეთ ევროპის კავშირის
ოპერაციებისათვის.
აღებულია კურსი ალიანსში არშემავალ ქვეყნებთან ფართო კონტაქტებსა და
კოოპერატიული ურთიერთქმედების აქტიურ განვითარებაზე. 1991წ. შეიქმნა
საკონსულტაციო ფორუმი, რომელშიც ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად შევიდნენ ყოფილი
სოციალისტური ქვეყნებიც. შემდგომში ნატო-ს პატრნიორი გახდა ზოგიერთი ნეიტრალური
ქვეყანაც და პარტნიორთა რიცხვმა 44-ს მიაღწია. 1994 წ-დან მოქმედებს პროგრამა
„პარტნიორობა მშვიდობისათვის“, რომელშიც მოწვეულია ეუთო-ს ყველა წევრი ქვეყანა
ინდივიდუალური პროექტების საფუძველზე იმგვარ საკითხებთან დაკავშირებით,
როგორიცაა სამხედრო დაგეგმარებისა და სამხედრო ხარჯების გამჭვირვალობის დაცვა,
შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის შემოღება, ერთობლივი დაგეგმარება,
სამხედრო შენაერთების სწავლება და მომზადება სამშვიდობო მისიებისა და ჰუმანიტარული
ოპერაციების განსახორციელებლად. ამ პროგრამაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოც.
1993წ-დან დისკუსიებში ცენტრალური ადგილი დაიკავა ნატო-ს მომავალი წევრების
საკითხმა. 1999 წ. ალიანსის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ პოლონეთი, ჩეხეთი და
უნგრეთი. რუსეთი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ მას უკვე
აღარ ჰქონდა ძალა, რომ შეეკავებინა ყოფილი მოკავშირეების აღმოჩენა ბანაკში, რომელსაც
კვლავაც საკუთარ პოტენციურ მოწინააღმდეგედ აღიქვამს.
შემდგომში თანდათანობით მთავარი ყურადღება გამახვილდა ალიანსის ახალ
მისიებზე. ამასთანავე ხაზი ესმევა კავშირის ორიენტირებას კრიზისული რეგულირებისა და
და სამშვიდობო მისიების შესრულებაში, შესაბამისად სამხედრო მომზადების შეცვლას და
შეაიაღებული ძალების სისწრაფისა და მობილურობის უზრუნველყოფას. 1999 წ. „ნატოს
სტრატეგიულ კონცეფციაში“ შესაძლებელ ამოცანათა შორის პირველად დასახელდა
„ოპერაციების ჩატარება კრიზისული სიტუაციების მოსაწერიგებლად, რომლებიც არ
თავსდებიან ვაშინგტონის შეთანხმების მე-5 პუნქტში“ (ანუ არ არიან დაკავშირებულნი
გარეშე აგრესიისაგან კოლექტიურ თავდაცვასთან). პირველი პრაქტიკული ოპერაცია ამ
მხრივ გახდა საჰაერო დარტყმები იუგოსლავიაზე 1999 წ. კოსოვოს კრიზისის დროს, რამაც
რუსეთის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და სწორედ მისი და ჩინეთის პოზიციამ შეუშალა
ხელი გაერო-ს ჩაბმულიყო ამ ოპერაციაში. ამდენად, ნატო-მ ამ შემთხვევაში უკვე გაერო-ს
როლი იტვირთა.
საქართველოს ურთიერთობის პრინციპები მსოფლიოს სხვა
ქვეყნებთან
საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები დაფუძნებულია თანამედროვე
ცივილიზებულ სამყაროში აღიარებულ ფასეულობებზე. ეს პრიორიტეტების
განხორცილებისას საერთაშორისო მხარდაჭერის საშუალებას იძლევა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრება დიპლომატიური სამსახურის მისიას,
და იმ ფასეულობებსა და პრინციპებს, რომელიც აუცილებელია მისიის
განხორციელებისათვის.
დიპლომატიური სამსახურის მისიაა საქართველოს ეროვნული ინტერესების
გატარება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა და
უკეთესი მსოფლიო თანამეგობრობის ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანა.
საქართველოს დიპლომატიური სამსახური - საგარეო საქმეთა სამინისტრო,
დიპლომატიური მისიები და საკონსულო დაწესებულებები - ემსახურება საქართველოს
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ჩამოყალიბებულ ფუნდამენტურ ეროვნულ
ინტერესებსა და ფასეულობებს, რომლებიც პრეზიდენტის ხედვის შესაბამისად,
განსაზღვრავენ ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრეს მიზანს - საქართველოს
უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სტატუსის განმტკიცებას, საერთაშორისო
ურთიერთობათა სისტემაში კუთვნილი და ღირსეული ადგილის დაკავებას და, მზარდი
გლობალიზაციის პირობებში, ქვეყნის ინტერესების გატარებას.
დღევანდელ ურთიერთდამოკიდებულ სამყაროში, ეროვნული უსაფრთხოებისა და
კეთილდღეობის მიღწევა შეუძლებელია დანარჩენი მსოფლიოსაგან იზოლაციის პირობებში.
ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია გლობალური უსაფრთხოების
მხარდაჭერა; საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა ეფუძნება სხვა ქვეყნების
სუვერენიტეტის პატივისცემას; სხვა სახელმწიფოების და რეგიონების ეკონომიკური
კეთილდღეობა პირდაპირ აისახება საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე;
საქართველოში დემოკრატიის განმტკიცება კი გლობალურ არენაზე დემოკრატიული
პროცესების განვითარების გზით მიიღწევა. ჩვენს მიერ განხორციელებული პოლიტიკა ამ
პრინციპებს დაეფუძნება და ამ რწმენის ერთგული იქნება.
ამ ხედვის განხორციელებისთვის, 21-ე საუკუნის ქართული დიპლომატიის მიზანია
ხელი შეუწყოს საერთაშორისო ძალისხმევის გააქტიურებას საქართველოსა და მისი
მოქალაქეების ინტერესების დასაცავად და, ამასთანავე, წვლილი შეიტანოს მშვიდობიანი,
უსაფრთხო, დემოკრატიული და ეკონომიკური კეთილდღეობის მქონე მსოფლიო
თანამეგობრობის ჩამოყალიბებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი ფასეულობების ჩამოყალიბება და
გახმოვანება მნიშვნელოვანია დიპლომატიური უწყების წარმატებისა და ჩვენი მისიის და
მიზნების შესრულებისათვის.
საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას, სამინისტრო ეყრდნობა ფასეულობათა
უცვლელ სისტემას, რომელიც საქართველოს საგარეო უწყებისა და მისი თანამშრომლების
ხედვას ასახავს.
ეს ფასეულობები წარმოადგენს უმაღლეს სტანდარტებს, რომლებიც სამინისტროს,
საზღვარგარეთ დიპლომატიური მისიებისა და საკონსულო სამსახურების თანამშრომლებმა
თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას უნდა დაიცვან და განამტკიცონ.
პრიორიტეტებისა და მიზნების განხორციელებისას და ყოველდღიურ საქმიანობაში
აღნიშნულ ფასეულობებზე დაყრდნობა უზრუნველყოფს სამუშაოს შესრულების მაღალ
ხარისხს.
ეს ფასეულობები განსაზღვრავს კადრების დაკომპლექტების, შეფასებისა და
კვალიფიკაციის ამაღლების სტრატეგიას. ეს ფასეულობებია: პატრიოტიზმი,
პროფესიონალიზმი, პატიოსნება, ერთგულება, ანგარიშვალდებულება.
ურთიერთობის პრინციპები
საგარეო პოლიტიკა საქართველოს მსოფლიოსთან დამაკავშირებელი ხიდია.
სამინისტრო შეიმუშავებს და განახორციელებს მიზანმიმართულ საგარეო პოლიტიკას და
პროაქტიურ დიპლომატიას, რომელსაც სამი პრინციპი წარმართავს: პროგნოზირებადობა,
მდგრადობა და თანმიმდევრულობა.
პირველი, ჩამოვაყალიბებთ და შევინარჩუნებთ ძლიერ ორმხრივ და მრავალმხრივ
ურთიერთობებს, რომლებიც დაეფუძნება საგარეო პოლიტიკის ქმედებების და
ინიციატივების პროგნოზირებადობას, რაც ახალ საერთაშორისო წესრიგში საქართველოს,
როგორც სრულუფლებიანი და სანდო პარტნიორის როლს განაპირობებს. შევიმუშავებთ
საგარეო პოლიტიკის სტაბილურ და მტკიცე კურსს, რომელსაც ცვალებად გარემოსთან
ადაპტაციის უნარი ექნება. დადგენილი პოლიტიკური კურსი თავისუფალი იქნება
მოულოდნელი ცვლილებების და სიურპრიზებისაგან, რათა ზიანი არ მიადგეს ქვეყნის
უსაფრთხოებას და მის საერთაშორისო სტატუსს.
მეორე, სტაბილური საგარეო პოლიტიკის მდგრადობა დამოკიდებულია უნარზე,
გავაძლიეროთ საგარეო პოლიტიკის ინსტიტუციონალური საფუძველი, რაც დადგენილი
პოლიტიკის მიზნების განხორციელების საშუალებას მოგვცემს. ეს საქართველოსა და
მეგობარ ქვეყნებს შორის ურთიერთხელსაყრელი და მტკიცე ურთიერთობების საფუძველი
იქნება.
მესამე, საგარეო პოლიტიკა ეროვნული ინტერესების თანმიმდევრულობას ეფუძნება,
რაც კონსენსუსზე დამყარებული პრიორიტეტების საერთაშორისო არენაზე გატარების
ხელშეწყობას ითვალისწინებს.
ზემოაღნიშნული პრინციპები წარმართავს ქვეყნის დიპლომატიას, რაც საშუალებას
მოგვცემს ვიყოთ სანდო და საიმედო პარტნიორი, რომელიც ეროვნული ინტერესების
ერთგულია და ამასთანავე პატივს სცემს პარტნიორების ინტერესებს.

You might also like