You are on page 1of 3

თვითმკვლელობა განვითარებად ქვეყნებში.

ავტორი: მარიამ ჯგუბურია

კავკასიის უნივერსიტეტი, სოციალურ და ჰიმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა.

თვითმკვლელობა განისაზღვრება , როგორც საკუთარი სიცოცხლის დასრულების


მიზანმიმართული მოქმედება. თვითმკვლელობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის
მწვავე პრობლემაა განვითარებად ქვეყნებში. ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნებისგან
განსხვავებით, განვითარებადი ქვეყნები ებრძვიან სოციალურ-ეკონომიკურ,
კულტურულ და ჯანდაცვის პრობლემებს, შესაბამისად, აღნიშნულ რეგიონებში
სუიციდის გავრცელებაზე გავლენას ახდენს სიღარიბე, ფსიქიკურ
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტერეოტიპები და ფსიქიკური
ჯანმრთელობის სერვისების მიუწვდომელობა. აქედან გამომდინარე, ჩემი მიზანია
ცნობიერების ამაღლება სუიციდთან დაკავშირებით, პირველ რიგში, უნდა
გამოვკვეთო თვითმკვლელობის სიმძიმე და სენსიტიურობა, შემდეგ,
გამოვავლინო სუიციდის რისკ - ფაქტორები და განვსაზღვრო პრევენციის
სტრატეგიები.

მოცემული საკითხის შესწავლა მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიისათვის, რათა


გავაცნობიეროთ, ერთი მხრივ, ისეთი ფაქტორები , როგორიცაა კულტურული
სტერეოტიპები და სოციალურ ეკონომიკური პრობლემები, როგორ აყალიბებენ
კულტურულ სენსიტიურობას, რაც ფუნდამენტურია თვითმკვლელობის
პრევენციისთვის. მეორე მხრივ, კვლევა გვაძლევს საშუალებას გავიგოთ
მენტალური ჯანმრთელობის ზოგადი ბუნება, რაც ხშირად ეჭვქვეშ აყენებს
დასავლურ პერსპექტივებს ფსიქოლოგიაში და ხელს უწყობს უფრო ინკლუზიური
მიდგომის ჩამოყალიბებას, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა საზოგადოების
სპეციპიკურ კონტექსტს. გარდა ამისა, თვითმკვლელობის კვლევა განვითარებად
ქვეყნებში საშუალებას აძლევს ფსიქოლოგებს, გამოავლინონ მოდელები და
მიმართულებები, რომლებიც ერთიშეხედვით არ ვლინდება მაღალშემოსავლიან
ერებში. ეს ცოდნა გვეხმარება ინტერვენციის სტრატეგიებთან ადაპტირებაში,
რათა დავაკმაყოფილოთ საჭიროებები და გადავჭრათ გამოწვევები, რომელთა
წინაშეც დგანან სუიციდური ინდივიდები ამ რეგიონებში.

მოცემული საკითხების შესწავლას დავიწყებ უკვე არსებული რაოდენობრივი და


თვისობრივი კვლევების ანალიზით, რათა დავადგინოთ კულტურული
ნიუანსები, სოციალური ფაქტორები და პრევენციისათვის გამოყენებული
საშუალებები. ინტერვიუ და ფოკუს ჯგუფი, დაგვეხმარება შევაგროვოთ
კონკრეტული მტკიცებულებები სუიციდთან დაკავშირებით. ხოლო
რაოდენობრივი ანალიზით ვიღებთ სტატისტიკურ ინფორმაციას. გამოყენებული
სტრატეგიები აერთიანებს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერებას,
საზოგადოების მხარდაჭერასა და დახმარების სერვისებს, რომელიც მორგებულია
სამიზნე პოპულაციის კონკრეტულ საჭიროებებზე.

მონაცემების შეჯამების საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ


განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები სუიციდური ქცევის მიხედვით
მკვეთრად განსხვავდებიან. სუიციდის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია
განვითარებადი ქვეყნების 15-დან 24 წლამდე ასაკობრივ კატეგორიასა და
ხანდაზმულებში; ასევე თვითმკვლელობის მაღალი რისკის ქვეშ არიან
განქორწინებულები, ქვრივები და განშორებულები. განვითარებულ ქვეყნებში
სუიციდის განსახორციელებლად გამოიყენება ცეცხლსასროლი იარაღი , ხოლო
განვითარებად ქვეყნებში კი ჩამოხრჩობა და თვითდაწვა. ამავდროულად,
განვითარებად ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ
თვითმკვლელობით გარდაცვლილთა 60-90%-ზე მეტს ჰქონდა ფსიქიკური
აშლილობა, თვითმკვლელობით გარდაცვლილთა მხოლოდ 35-40%-ს
აღენიშნებოდა დეპრესიული აშლილობა.განვითარებად ქვეყნებში
თვითმკვლელობასთან ასოცირებული სოციალური სტრესორები არის
თაობათაშორისი კონფლიქტები, სასიყვარულო წარუმატებლობა და გამოცდებში
ჩაჭრა. კავშირი ვლინდება ოჯახურ ძალადობასა და ქალებში სუიციდურ აზრებს
შორის. ერთ- ერთი კვლევის მიხედვით, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და
კლინიკური ქმედებების ინტეგრირება აუცილებელია განვითარებად ქვეყნებში
სუიციდის აღმოსაფხვრელად. რესურსების სიმცირე განაპირობებს განვითარებად
ქვეყნებში თვითმკვლელობის პრევენციისათვის ინტეგრირებული სტრატეგიების
შემუშავებას, რომლებიც ფუნქციონირებს ინდივიდუალურ, ოჯახურ,
საზოგადოებისა და სოციალურ დონეზე. უნდა შემუშავდეს სპეციალური
პროგრამები ქალებისა და ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ყველაზე მოწყვლადი
კატეგორიაა. განვითარებად ქვეყნებში სუიციდის პრევენცია სოციალური და
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზანია.

სუიციდურ ინდივიდებს ეშინიათ სოციუმიდან მომდინარე სტიგმების, ამიტომ


მალავენ საკუთარ აზრებს თვითმკვლელობის შესახებ, რაც კვლევის ძირითად
შეზღუდვაა, რადგან ინდივიდები მეტად იკეტებიან საკუთარ თავებში, შედეგად
ნაკლებად გულწრფელები არიან, ეს კი კვლევის სანდოობაზე უარყოფითად
მოქმედებს. ამავდროულად, კულტურული განსხვავებები აფერხებენ კვლევის
შედეგების გამოყენებას, რადგან საჭიროებენ სპეციფიკურ კონტექსტზე
დამყარებულ ახსნას. ზუსტი მონაცემების მოპოვება რთულია სტიგმების ან
არასაკმარისი მოხსენებების გამო.

კვლევის ერთ-ერთი ღირებულებაა გენდერული განსხვავებების გამოვლენა და


იმის გაგება, თუ როგორი წვლილი შეაქვს კულტურულ მოლოდინებსა და
სოციალურ როლებს სუიციდის განსხვავებულ გავრცელებაში ქალებსა და
მამაკაცებს შორის.

საკვანძო სიტყვები: თვითმკვლელობის გავრცელება, სუიციდის რისკ-ფაქტორები,


სტერეოტიპები, მენტალური ჯანმრთელობა, პრევენციის სტრატეგიები.

You might also like