You are on page 1of 3

ალექსანდრე გორდელაძე

შესავალი

დღესდღეობით, მაშინ, როცა შესამჩნევად განვითარდა თანამედორვე ტექნოლოგია,


რა თქმა უნდა, ადამიანებში, ერთმანეთის მიმართ დაიწყო გაუცხოება; ყოველივე ამის
გათვალისწინებით, მრავალი სოციალური პრობლემა წამოიწია წინა პლანზე. ბავშვზე
ფიზიკური ძალადობის საკითხი, სოციალური პრობლემების გათვალისწინებით,
აქტუალურია. რაც შეეხება ძალადობას, იგი, ბუნებრივია, რამდენიმე ფორმას
მოიაზრებს, როგორიცაა: ფსიქოლოგიური, სექსუალური და ფიზიკური ძალადობა.
აღნიშნულ ნაშრომში განხილული იქნება ფიზიკიური ძადალობის საკითხები.
ფიზიკური ქმედება, რომელიც ტკივილითაა გამოწვეული და აზიანებს სხეულის
სხვადასხვა ნაწილებს, ფიზიკური ძალადობა ეწოდება. ( თავართქილაძე და სხვები,
2011). აუცილებლად საჭიროა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ შედარებით იოლია ძალადობის
ამ ფორმის გამოხატულება სხვა ფორმების გათვალისწინებით. როგორიც შეიძლება იყოს:
მოტეხილობები, ტვინის შერყევა, დამწვრობა, სხეულზე არსებული ჩაქცევები და სხვა.

ფიზიკური ძალადობა, ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმების


გათვალისწინებით, ისევ აქტუალურ საკითხად რჩება. 2014-2018 წლების სტატისტიკა კი,
ყოველივე ამას ადასტურებს - მოცემული სტატისტიკის მიხედვით 59-დან 457-ამდე
გაიზარდა მსხვერპლთა რაოდენობა; შედეგი ძალიან შემაშფოთებელია. საზოგადოებას,
არაერთი ისტორია მოუსმენია ძალადობის შესახებ; ასევე მათ უნახავთ მოძალადე
მშობლები, რომლებიც ბავშების მიმართ სასტიკ მეთოდებს იყენებენ; ძიძები, რომლებიც
სასტიკად ექცევიან ჩვილ ბავშვებს. ბავშვის ზრდასა და განვითარებას, ჯანმრთელობას
და სოციალიზაციას ზიანს აყენებს ფიზიკური ძალადობისგან გამოწვეული
პრობლემები. მათ თანატოლებთან კონტაქტი უჭირთ მოზარდობის პერიოდში.
(საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი,2016). ამ ყველაფრის გამომწვევ
მიზეზად შეიძლება მიჩნეულ იქნეს, პრობლემები, რომლებიც დღევანდელობაში

1
არსებობს, ესენია: ალკოჰოლის ადვილად მისაწვდომობა, სამოქალაქო აქტივობებში
მოძალადის ნაკლები ჩართულობა, მძიმე მატერიალური მდგომარეობა ოჯახში,
ნარკოტიკზე დამოკიდებულება; ოჯახური ტრამვები, რომელთა დასაბამი მოზარდობაში
ან ბავშობაშია.

თავისი გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორები გაჩნია ფიზიკურ ძალადობას,


ამის გათვალისწინებით, აღნიშნული პრობლემის შესწავლა საკვლევი თემის მიზანს
წარმოადგენს. საყურადღებოა, მიზანმიმართული გზის დადგენა - პრევენციისათვის,
ასევე მის აღმოსაფხვრელად.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად საჭიროა პასუხი გაეცეს შემდეგ საკვლევ კითხვებს:


რა როლი ეკისრება სახელმწიფოს ბავშვთა უფლებების დაცვაში? სახელმწიფო
ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო
ზომა, რათა ბავშვთა უფლებებისთვის საჭირო პირობები შექმნას. რა პრობლემები
შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკურმა ძალადობამ ? ფიზიკურმა ძალადობამ შესაძლებელია
ბავშვის ჯანმრთელობას შეუქმნა საფრთხე და გმოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები. ეს
ყველაფერი დამოკიდებულია ფიზიკური ძალადობის ხარისხზე. რა შედეგამდე
შეიძლება მიიყვანოს 18 წლამდე პირი ფიზიკურმა ძალადობამ ? ფიზიკური ძალადობა
შეიძლება გამოიხატოს სხეულის დაზიანებაში, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს
ბავშვის სიკვდილი ან ისეთი ზიანის მიყენება, რომლის შედეგადაც ბავშვი ვეღარ
გადაადგილებდა დამოუკიდებლად. თემის მეორე ნაწილში განიხილება ძალადობის
ფორმები და მისი შედეგები. რის-ფაქტორებს მიექცევა ყურადღება. მოცემულ საკითხზე
კონკრეტული, ღია და სწორხაზოვანი მსჯელობა, თემის პრობლემატურობას ნათლად
დაანახებს მკითხველს; ასევე საკითხის სიმძაფრესა და მისი პრევენციის გზებს.

ბიბლიოგრაფია

2
თავართქილაძე, ეკატერინე , ქ. დავითიშვილი, ი. შარაბიძე, ნ. გოგიჩაძე, ქ.მარგალიტაძე,
მ. მელიქიშვილი. 2011. ბავშვზე ძალადობის ძირითადი საკითხები . თბილისი.
საქართველოს საზოგადოებრივი მედიცინის და განვითარების ფონდი.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი. ბავშვზე ძალადობის პრევენცია.


http://phf.org.ge/ka/resources/dzaladoba-bavshvze/ . 2016 წელი.

You might also like