You are on page 1of 2

დავაკება #3

ელენე ლომიძე

სათაური: ბავშვთა დაცვის უფლებები, მათზე სექსუალური ძალადობა XXI საუკუნში,


რა პრობლემებს იწვევს სექსუალური ძალადობა ბავშვის ფსიქიკაზე.

მოცემულ ტექსტში განხილული იქნება აბრამიძე ლალის სტატია „თანხმობის


არარსებობის ინდიკატორები არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი სექსუალური
ძალადობის საქმეებზე“, რომელშიც მკაფიოდ არის გამოკვეთილი ბავშვზე
სექსუალური ძალადობის ფაქტები, ავტორი არის სამართლის სტუდენტი, ხოლო
სტატიას წერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, მაგისტრის
აკადემიური ხარისხის მინიჭების თვალსაზრისით. სტატის დასაწყისში მოცემულია
აბსტრაქტი, რომლის წაკითხვის შედეგადაც ირკვევა, თუ რაზეა დაწერილი ზოგადად
სტატია. აბსტრაქტის გაცნობისას უკვე მკაფიოდ არის შესაძლებელი გაანალიზდეს რა
არასასურველი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ბავშვზე სექსუალურმა ძალადობამ,
მას შეუძლია როგორც მენტალური ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანს, ასევე
ფიზიკური, რაც მომავალში ბევრ პრობლემაში გამოიკვეთება. ვინ შეიძლება იყოს
დამნაშავე და მსხვერპლი? ამაზე პასუხი ცოტა რთულია, რადგან განსაზღვრული
პიროვნრბა არ არის, ვთქვათ მდიდარი, ან ღარიბი, ლამაზი ან შეუხედავი. მოწყვლად
პირებზე ძალადობა დაუშველებლია, ისინი სათუთი არსებები არიან, არსებობს
მონაცემები, რომლიც ამტკიცებს, რომ მათზე ძალადობა ყველაზე რთული
ამოსაცნობია.

მეორე სტატია - გოდერძიშვილი სალომეს „სექსუალური და


ავტორობით
რეპროდუქციური უფლებები, განათლების პოლიტიკა საქართველოში“. ავტორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის
სტუდენტი, სტატია მიმართულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის,
სამაგისტრო ხარისხის მინიჭების თვალსაზრისით. პირველი სტატის მსგავსად აქაც
არის მითითებული აბსტრაქტი, რომელიც მკაფიოდ კვეთს სტატისს მთავარ აზრსა და
მნიშვნელობას. ქართველი საზოგადოებისთვის მართლაც პრობლემურ საკკითხს
წარმოადგენს სექსუალური და რეპროდუქციური უფლებელის არ ცოდნა და ვერ
გაანალიზება, ხშირია გაუნათლებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც იწვევს
როგორც სექსუალურ ძალადობას, ისე სხვადასხვა უფლებების დარღვევას. ავტორი
ამბობს, რომ აუცილებელია საზოგადოებაში სექსუალური განათლება დაინერგოს,
რადგან ამის საშუალებით მოხდეს ძალადობის პრევენცია. აღსაღნიშნავია, რომ
სახელმწიფო ატარებს ღონისძიებებს, რომელიც სექსუალურ და რეპროდუქციურ
სისტემებს ნერგავს საგანმანათლებლო სფეროებში. არამარტო საქართველო, არამედ
სხვა ქვეყნებიც არის მოქცეული ავტორის თვალთახედვის არეალში, ადარებს
ერთმანეთს არსებულ მდგომარეობას და ცდილობს ასახოს არსებული რეალობა, თუ
რა იქნება სამომავლოდ სწორი და რატომ. უმეტეს შემთხვევაში ადამიანებზე, უფრო
მეტად კი ბავშვებზე იმიტომ ხდება სექსუალური ძალადობა და შემდეგ მისი
მარტივად ვერ აღმოფხვრა, რომ ისინი ნაკლებად არიან ინფორმირებულები ამ
უფლებების ირგვლივ, არ იციან რისი გაკეთების საშუალება აქვს, ამიტომაც
აუცილებელია სექსუალური და რეპროდუქციური უფლებების შესახებ მეტი
ღონისძიებები, რათა მარტივად მოხდეს მათი პრევენცია.

ბიბლიოგრაფია:

აბრამიძე, ლალი. 2022. თანხმობის არარსებობის ინდიკატორები არასრულწლოვნის


მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის მიმართ. ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი. http://eprints.iliauni.edu.ge/11135/ (11.3.2022)

გოდერძიშვილი, სალომე. 2022. სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები,


განათლების პოლიტიკა საქართველოში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
http://eprints.iliauni.edu.ge/11154/ (11.3.2022)

You might also like