You are on page 1of 8

რეფერატი შესრულებულია კავკასიის საერთაშორისო

უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა


ფაკულტეტის „საქართველოს კონსტიტუციური
სამართლის’’
კურსისთვის

თემა: გენდერული საკითხები საქართველოს


კანონმდებლობაში

ლექტორი:ლაშა მარგიშვილი
სტუდენტი:მარიამ გაროზაშვილი
სარჩევი
შესავალი---------------------------------------------3
გენდერული თანასწორობა და უფლებების გაზრდა---------------------------------3
კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ-------------------------------------------4
გენდერული თანასწორობა ადგილობრივ კანონმდებლობაში------------------5

. საქართველოში თანასწორობის სახელმწიფო პოლიტიკა-------------------6

შეფასება - რეკომენდაცია -------------------------------------------------------7

კვლევისთვის გამოყენებული მასალა----------------8


 საქართველომ, როგორც სახელმწიფომ თავისი დამოუკიდებლობის გზაზე
აღიარა ევროპული ფასეულობები, დემოკრატიული ღირებულებები და
აირჩია სვლა ევროინტეგრაციისკენ. ბოლო თხუთმეტი წლის
განმავლობაში ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების ხელშესაწყობად
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. თუმცა, ქვეყნის განვითარების ერთ-
ერთ პრიორიტეტად აღიარებულია გენდერული თანასწორობის
გაძლიერება და მხარდაჭერა, დღემდე საქართველოში თანასწორობის
მთავარ გამოწვევად გადაწყვეტილების მიღების დონეზე ქალთა
მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი კვლავ რჩება. სწორედ ამიტომ
გამიჩნდა სურვილი წარმედგინა ეს თემა, რადგან ეს პრობლემა უფრო წინა
პლანზე წამოვწიო და საზოგადოება და ჩემი კოლეგები მეტად
ინფორმირებული გავხადო, რაც შემდგომ დაგვეხმარება ამ პრობლემის
გადაჭრაში რადგან ცალსახად, სახელმწიფოს მმართველობაში
დარღვეულია გენდერული თანასწორობა- არ არის გენდერული ბალანსი.

საქართველოსათვის მოქმედი ძირითადი საერთაშორისო


ხელშეკრულებები

1.ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაცია


2.სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი
3.სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტი
4.საერთაშორისო კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის
აღმოფხვრის შესახებ

გენდერული თანასწორობა და უფლებების გაზრდა


1997 წელს პარლამენტთაშორის საბჭომ შეიმუშავა დემოკრატიის საყოველთაო დეკლარაცია
და დემოკრატიის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპად აღიარა ქალთა და მამაკაცთა თანასწორობა
სოციალური თუ პოლიტიკური (ცხოვრების ყველა სფეროში) გადაწყვეტილების მიღების
პროცესში: „ ჭეშმარიტი დემოკრატიის მიღწევად ითვლება კაცებისა და ქალების
თანამშრომლობა საზოგადოების კეთილდღეობისათვის, სადაც ისინი სარგებლობენ
თანასწორი უფლებებით და ერთმანეთს ავსებენ თავიანთი განსხვავებული ხედვით და
ფასეულობებით“ საქართველომ დეკლარაცია აღიარა და მიუერთდა მთელ რიგ
საერთაშორისო დოკუმენტებს ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის სფეროში.
აქედან გამომდინარე შეინიშნება ქალთა პოლიტიკური დაწინაურების გზაზე ცვლილებები
და მართვის პროცესებში ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელის ზრდა, ასევე, საგრძნობლად
გაუმჯობესდა ქალთაზოგადი დასაქმებისა და განათლების ტემპიც.
 სწორედ, სხვადასხვა ქვეყნის საქმიანობის შესწავლის შედეგად
ვასკვნით,რომ აუცილებელია ცხოვრების ყველა სფეროში გენდერული
უთანასწორობის პრობლემის გადასაჭრელად კომპლექსური და
მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელება. რა თქმა უნდა, ერთი მზა
საერთაშორისო რეცეპტი გენდერული თანასწორობის მისაღწევად არ
არსებობს. ამას ხაზგასმით ადასტურებს, ჯერ კიდევ 1995 წელს პეკინში
გამართული ქალთა მსოფლიო კონფერენცია და იქ განხილული
საკითხები, სადაც, ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იყო მთავრობების მიერ
ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის მიმართულებით
საკუთარი ეროვნული სტრატეგიებისა და პროგრამების შემუშავების
აუცილებლობა.

კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ


დისკრიმინაცია - სქესის ნიშნით ნებისმიერი განსხვავება,გამიჯვნა ან
შეზღუდვა,რომელიც გამოხატულია უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების
განსხვავებული აღიარებით. შესაძლებლობების არათანაბარი
წარმოჩენით,შესუსტებით ან უარყოფით და ხორციელდება პირდაპირი თუ ირიბი
დისკრიმინაციის ფორმით

მუხლი 6: გენდერული თანასწორობა შრომითი ურთიერთობებისას


ა. შრომითი ურთიერთობისას დაუშვებელია პირის დისკრიმინაცია,დევნა ან
იძულება,რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის
დამაშინებელი,მტრული,დამამცირებელი,ღირსების შემლახველი ან
შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას

ბ.  სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი


ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების
შელახვას ან მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების
შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.

გ. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილია


ორსული ქალებისა და მეძუძური დედებისათვის შრომის ხელსაყრელი
პირობების შექმნა, რაც გამორიცხავს მათ საქმიანობას მძიმე, მავნე და
საშიშპირობებიან გარემოში, აგრეთვე ღამის საათებში.
 მუხლი 7. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის სახელმწიფო
გარანტიები განათლებისა და მეცნიერების სფეროებში
1. ყველას აქვს საკუთარი შესაძლებლობის გათვალისწინებით პროფესიისა
და სპეციალობის თავისუფლად არჩევის უფლება. ამ თანასწორობის
უზრუნველყოფა ხდება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების
თანაბარი ხელმისაწვდომობით, დისკრიმინაციის გარეშე.
2. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის მიერ ყველა სახის
საგანმანათლებლო დაწესებულებებში ზოგადი, პროფესიული და
უმაღლესი განათლების მიღებაში თანასწორი პირობების შექმნას,
საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესების განხორციელებაში
მონაწილეობის ჩათვლით.
მუხლი 11. თანასწორი საარჩევნო უფლებების გარანტიები

1. ყველას აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში თანასწორი


პირობებით, დისკრიმინაციის გარეშე.

2. წარმომადგენლობით ორგანოში არჩევის უფლების რეალიზაციისას


უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ორივე სქესის პირთა თანასწორი მონაწილეობის
შესაძლებლობა.

3. ქალები და მამაკაცები შეიძლება არჩეულ იქნენ თანასწორი პირობებით,


დისკრიმინაციის გარეშე.

გენდერული თანასწორობა ადგილობრივ კანონმდებლობაში.


საქართველოში თანასწორობის სახელმწიფო პოლიტიკა

საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის თანახმად, (მე-14 მუხ.) ,,ყველა


ადამიანი დაბადებით და კანონის წინაშე თანასწორია, მიუხედავად რასისა,
კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა
შეხედულებებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა.
1998-2000 განხორციელდა ეროვნული სამოქმედო გეგმით „ქალთა
მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის“ გათვალისწინებული ღონისძიებები;
1999 წელს მიღებული იქნა 511-ე დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს
ღონისძიებებს ქალთა უფლებების დაცვის გაძლიერების შესახებ
საქართველოში.
2010 წლის 26 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი გენდერული
თანასწორობის შესახებ , რომლის მიზანია უზრუნველყოს საზოგადოებრივი
ცხოვრების ყველა სფეროში გენდერული თანასწორობა და სათანადო
პირობების შექმნა ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების,
თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის. ხელი შეუწყოს
სქესის ნიშნით ყოველგვარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას და
თავიდანაცილებას.
2013 წელს სახალხო დამცველის აპარატში ჩამოყალიბდა გენდერული
თანასწორობის დეპარტამენტი, როგორც მუდმივმოქმედი სტრუქტურული
ერთეული;

ალბათ ყველასათვის საინტერესო იქნება შემდეგი საკითხი თუ რა ხდება სხვა


ქვეყნებში და როგორია ამ საკითხთან დაკავშირებული საკითხები მაგალითად
პოლონეთი - ამ ქვეყნის კონსტიტუციაში (1952) შეტანილია გენდერული
თანასწორობის
კანონი. ასევე ნახსენებია უფლება თანაბარ ანაზღაურებაზე. კონსტიტუციაში
მითითებულია, რომ სახელმწიფო ვალდებულია გაითვალისწინოს დასაქმებული
დედების მდგომარეობა და მხარი დაუჭიროს მათ.
ახალი 1997 წლის კონსტიტუციის თანახმად პოლონეთი უზრუნველყოფს ქალთა და
მამაკაცთა თანასწორუფლებიანობას ცხოვრების ყველა სფეროში. კერძოდ 33-ე მუხლი
აცხადებს, რომ მამაკაცსა და ქალს თანასწორი უფლებები გააჩნიათ განათლების,
დასაქმებისა და დაწინაურების საკითხებში. ასევე, აქვთ უფლება თანაბარ
ანაზღაურებაზე და სოციალურ უსაფრთხოებაზე. მე-18 მუხლი განმარტავს
ქორწინებას,
როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს და გარანტიას იძლევა, დაიცვას ოჯახი, მამობა
და დედობა. 71-ე მუხლი აცხადებს, რომ დედებმა უნდა მიიღონ დახმარება
ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებიდან. პოლონეთს რატიფიცირებული აქვს
თითქმის ყველა საერათაშორისო კანონმდებლობის აქტი, რომლებიც მხარს უჭერს
გენდერულ თანასწორობას. მათ შორისაა კონვენცია CEDAW და პეკინის დეკლარაცია
და სამოქმედო პლატფორმა პარლამენტის ქვედა პალატაში 27,4%, ზედა პალატაში
13% ევრო პარლამენტში 22% ქალია წარმოდგენილი. ასევე ერთ-ერთი სახელმწიფოა -
სლოვაკეთი - როგორც დანარჩენი ზემოთ ხსენებული ქვეყნების კონსტიტუციებში,
ასევე
სლოვაკეთის კონსტიტუციაშიც მოცემულია თანასწორუფლებიანობის აქტი,
რომელიც
ითვალისწინებს ქალთა და მამაკაცთა თანასწორობას.
ჩეხეთში არსებობს პოლიტიკური პარტიების ნებაყოფლობითი კვოტა.
მაგალითად,სოციალ-დემოკრატიულ პარტიას არჩეულ კანდიდატებს შორის სიის 25
პროცენტი ქალი უნდა ყავდეს. იმ შემთხვევაში, თუ პარტია თავის წამყვან ადგილებზე
25 პროცენტით ქალებს არ წარმოადგენს, მაშინ ქალთა სოციალ-დემოკრატიულ
ორგანიზაციას უფლება აქვს დაასახელოს დამატებით ქალი წევრები და წარადგინოს.

შეფასება - რეკომენდაცია
დაბოლოს, მე ვფიქრობ, რომ მრავალი სახელმწიფო, ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის ისეთ
მოდელს მიიჩნევს მიზანშეწონილად, რომელიც პოლიტიკის შექმნაში ქალისა და მამაკაცის
თანასწორ მონაწილეობას უზრუნველყოფს. ასეთი მიღწევა დემოკრატიის და
სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებელი ქვეყნის უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს. სწორედ
ამ ამოცანის შესრულებას უწყობს ხელს მექანიზმის შემოღება, რომელიც უზრუნველყოფს
ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობას და წარმომადგენლობას ქვეყნის
საკანონმდებლო და აღმასრულებელ სტრუქტურებში. სახელმწიფოს მთავარი იდეა უნდა
იყოს არსებითად გაზარდოს ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში და არ მოხდეს
მათი იზოლაცია ამ პროცესებიდან. სწორეს ეს ყოველივე ხელს შეუწყობს ქვეყნისა და
საზოგადოების განვითარებას – ადამიანთა უფლებების დაცვას, შექმნის ეკონომიკის
გაძლიერების საფუძველს, აღმოფხვრის დისკრიმინაციას, და უზრუნველყოფს გენდერულ
ბალანსს ვფიქრობ რომ საქართველოში გოგონების რეალიზება პირველ რიგში განაპირობებს
ქალის წარმატებულ ყოფას, ჩაგვრის აღმოფხვრას, ჯანსაღ ცხოვრებას, კარგ განათლებას,
კარიერას და რაც მთავრია მომავალში ჯანსაღი ოჯახის შექმნას და კარგი თაობის აღზრდას,
ოჯახში სადაც ბევრი რეალიზებული ქალია გაცილებით ჭკვიანი და ჩამოყალიბებული თაობა
იზრდება, რაც მომავალში განვითარებული და ჭკვიანი თაობის განმაპირობებელია.

 გამოყენებული ლიტერატურა:
 1.ადამიანების უფლებების საერთაშორისო დეკლარაცია
 2. საქართველოს კონსტიტუცია
 3. საერთაშორისო კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის
აღმოფხვრის შესახებ
 4. https://youtu.be/rBLEor4mfIM
 5.ზარდიაშვილი, ჯავახიშვილი, დელემენჩუკი, აბრამიშვილი, კუპრავა-შარვაშიძე
კონვენცია ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ CEDAW-
ს აღსრულების კვლევა საქართველოში.

მადლობა ყურადღებისათვის

You might also like