You are on page 1of 3

BLAW012 - სამოქალაქო სამართლის შესავალი

მარიამ გაროზაშვილი
ჯგუფი BL2LA
აქტიურობა 3

1.კეთილსინდისიერების ცნება და არსი სამოქალაქო სამართალში

კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო


ურთიერთობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი
ინსტიტუტია. ზოგიერთ შემთხვევაში კეთილსინდისიერების
პირნციპის
დაცვის შესაბამისად განისაზღვრება ის, თუ რამდენად ნაკლოვანია
მხარის მიერ გამოვლენილი ნება.` კეთილსინდისიერების” ცნება
მოიცავს: პარტნიორისათვის უტყუარი ცნობების მიწოდებას,
საკუთარი თავისა და იმ იურიდიული პირის შესახებ, რომლის
სახელითაც და რომლის ინტერესების დასაცავად გამოდის
წარმომადგენელი . სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს
მართლზომიერად რაც გულისხმობს რომ უფლებამოსილმა პირმა
უნდა დაიცვას უფლების განსახორციებელი კანონით დადგენილი
წესი მაგ: მესაკუთრეს 172 მუხლის თანახმად შეუძლია სხვისი
უკანონო მფლობელობის საფუძველზე გამოითხოვოს ნივთი, რა
თქმა უნდა სამართლებრივი გზით . უფლების განხორციელების
საკითხში მოცემულია ურთიერთობის მონაწილის საკითხი , ეს
ეხება აბსოლიტურ უფლებებსაც და უფლებამოსილ პირს შეუძლია
იმ მოქმედების განხორციელება რაც ამ სანივთო უფლებით არის
დადგენილი ,სამოქალაქო სამართალში უნდა გავითვალისწიოთ
რამდენად შეესაბამება ერთი პირის მიერ უფლების განხორციელება
მეორე პირის უფლებას და სხვა.
2. სამოქალაქო ნორმის მოქმედება დროსა და სივრცეში

ნებისმიერი კანონი, მათ შორის სამოქალაქო კოდექსიც , დროსა და


სივრცეში მოქმდებს. პრაქტიკული მნიშვნელობისაა საკითხი, თუ
როდის შედის კანონი ძალაში, როდის ხდება იგი სავალდებულო
გამოსაყენებლად და როდის კარგავს ძალას ან ვის მიმართ
გამოიყენება ეს კანონი. საქართველოში ამ ურთიერთობებს კი
სპეციალური კანონი აწესრიგებს .ესაა კანონი ნორმატიული
აქტების შესახებ. კანონის მოქმედება დროსში განისაზღვრება
კანონის ამოქმედებისა და მისი ძალადაკარგულად აღიარების
დროს შორის არსებული დროის მონაკვეთში ,უზოგადესი წესის
თანახმად, კანონი ძალაში შედის მასში მითითებულ დღეს. კანონის
ძალაში შესვლის ერთ-ერთი არანორმატიული ეინაპირობაა ისეთი
გამოქვეყნება, რომელიც შესაძლებელს გახდის მოსახლეობის მიერ
კანონის გაცნობას. კანონი კარგავს ძალას, თუ ამის შესახებ
პირდაპირ მიუთითებს ახალი კანონი, ან ძველი ეწინააღმდეგება
ახალს, ან ახალი კანონი მოიცავს ძველით მოწესრიგებულ
ურთიერთობებს, ან თუ აღარ არსებობს ეს ურთიერთობები
,რომელსაც ეს კანონი აწესრიგებდა. სამოქალაქო ნორმატიების
გაუქმების ერთ-ერთი საფუძველი არის ახალი კანონის გამოცემა,
რომელიც ძველ კანონს აუქმებს. ყოველი ახალი კანონი
ავტომატურად აუქმებს ძველს, დროში სამართლის ნორმის
მოქმედების საკითხს უკავშირდება კანონის უკუქცევითი ძალის
საკითხიც. სამოქალაქო კოდექსის მე-6 აქტებს არ აქვთ უკუქცევითი
ძალა, ამ უზოგადესო წესიდან გამონაკლისი შეიძლება მხოლოდ
კანონით იყოს გათვალისწინებული . მაგალითად საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლის დრო არის 1997 წლის 25
ნოემბერი თუ კანონი ძალაში შედის გამოქვეყნისთანავე მაშინ ეს
იმას ნიშნავს ,რომ კანონი ამოქმედდება გამოყენების დღეს 24
საათზე. კანონი კარგავს ძალას, თუ ამის შესახებ პირდაპირ
უთითებს ახალი კანონი ან ძველი ეწინააღმდეგება ახალს, ან ახალი
კანონი მოიცავს ძველით მოწესრიგებულ ურთიერთობებს, ანდა თუ
აღარ არსებობს ის ურთიერთობა, რომელსაც ეს კანონი
აწესრიგებდა.
დროში სამართლის ნორმის მოქმედებას უკავშირდება კანონის
უკუქცევითი ძალის საკითხიც. სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის
მიხედვით კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა
აქვთ უკუქცევითი ძალა. სამოქალაქო კოდექსი კრძალავს
კანონისთვის უკუქცევითი ძალის მინიჭებას, თუკი ეს კანონი
ზიანის მომტანია ან აუარესებს პირი მდგომარეობას.
როცა სამართლის ნორმის სივრცეში მოქმედებაზეა საუბარი,
იგულისხმება ის ტერიტორია, რომელზედაც ეს კანონი მოქმედებს.
ასეთ ტერიტორიად მიიჩნევა მთლიანად საქართველოს
ტერიტორია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მოქმედებს
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

You might also like