You are on page 1of 6

რეფერატი

თემა: ძეგლისდება გიორგი ბრწყინვალის მიერ


სტუდენტი:მარიამ გაროზაშვილი

კურსი:პირველი

ჯგუფი:ჯგუფი BL2001LA – 

საგანი:საქართველოს ისტორია

ლექტორი:ქეთევან შოშიაშვილი

დაწესებულება:კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

29.11.20
სარჩევი
ანოტაცია----------------------3
შედგენა და მისი მნიშვნელობა---------3
მუხლები-----------------4
ფოტოგალერია----------------5
კვლევისთვის გამოყენებული
ლიტერატურა-------------------6

მე მიმაჩნია რომ ქართული სამართლისა და საქართველოს სოციალური


ისტორიის შესასწავლად საისტორიო ძეგლების გარდა,
განსაკუთრებული მნიშვნელობა სამართლის ძეგლებს აქვთ. ამიტომ,
სანამ საქართველოს სოციალური ისტორიის მოთხრობას
შევუდგებოდეთ, წინასწარ ქართული სამართლის წყაროები
განვიხილოთ, გამოვარკვიოთ თითოეული მათგანის დაწერილობის
თარიღი, შემდგენელთა ვინაობა ძეგლების საერთო ხასიათი და სხვა

შედგენა :
დადასტურებულია რომ როდესაც გიორგი V ბრწყინვალემ დასავლეთ
საქართველო შემოიერთა, ძირითადი ყურადღება იმ პერიოდისათვის
შედარებით ჩამორჩენილ კუთხეზე — აღმოსავლეთ საქართველოს
მთიანეთზე გადაიტანა. მთიულეთში ხელისუფლების ადგილობრივი
ორგანოების წინააღმდეგ იყო გამოსვლები .გახშირებული იყო
მკვლელობა დაშინება უსამართლობა და სხვა სახის დანაშაულები. ჩემი
სუბიექტური აზრით ძეგლის შედგენის მიზეზი გახდა მთიულეთში
არსებული არეულობა. როგორც წყაროებითაა ცნობილი, მეფე გიორგიმ
პირადად შემოიარა მთიულეთი, იქიდან თბილისში ჩამოიყვანა
წარმომადგენლები და მოიწვია დარბაზი, რომლებმაც შეადგინეს
სამართლის წიგნი — „ძეგლის დადება“. ძეგლის შედგენის თარიღად
დაახლოებით ასახელებენ 1334-1335 წლებს. იგი შედგება პრეამბულისა
და 45 მუხლისაგან . საოჯახო და სამოქალაქო სამართალს 4 მუხლი
ეთმობა, დანარჩენი სისხლის სამართალია . ჩამოთვლილია სხვადასხვა
სახის დანაშაული და მათი შესაბამისი სასჯელი, რომელთაგან
აღსანიშნავია: გაძევება, მამულის ჩამორთმევა, ჯარიმა, ბეგარა, გაპარსვა
და სხვ.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს შემდეგი ფაქტი ძეგლის დადებით
შურისძიება შეზღუდულია, თუმცა სრულად აკრძალული არ არის
შურისძიება გარკვეულ შემთხვევაში დანაშაულად არ ითვლება და
პირიქით გამართლებულია. დადასტურებულია ისიც რომ მაგალითად,
ძეგლის მიხედვით, ვისაც ცოლი მოსტაცეს, უფლება ეძლევა ერთი წლის
განმავლობაში მომტაცებელს უპასუხოს დაწვით, მოტაცებით ან
დარბევით ამას ადასტურებს მუხ. 22, 25, 29 მაგრამ სასამართლოში
სამჯერ გამოძახებისა და სამივეჯერ უარყოფითი პასუხის მიღების
შემთხვევაში პირს უფლება აქვს თავს დაესხას მოპასუხეს ამას
ადასტურებს მუხ. 28 და თუკი ვინმეს რამე მოპარეს, მან ამის შესახებ
ხევისბერთან ან გამგებელთან უნდა განაცხადოს და მოითხოვოს ნივთის
უკან დაბრუნება. არ დაბრუნების შემთხვევაში მას შეუძლია იხმაროს
ძალა, რაც თავდასხმად არ ჩაითვლება .რაც შეეხება შურისძიებასა ის
დაშვებულია, თუმცა იგი შეზღუდულია ერთი მხრივ დროით, მეორე
მხრივ ხელისუფლებით. გარდა ამისა, შურისძიებას აქვს მხოლოდ
პიროვნული ხასიათი და შურისძიება გვარზე არ გადადის, რაც
გვაროვნული წყობილების დროს იყო დამახასიათებელი.

მე ვფიქრობ რომ ალბათ ყველასათვის საინტერესო იქნება თუ


ერთმნიშვნელოვნად გამოვყოფთ მუხლებს და მათ მცირე
დანიშნულებებს ესენია :

1. მკვლელობა — ერისთავის მუხ. 1


2. სამხედრო ვალდებულებისათვის სალაშქრო საქმისათვის“ თავის
არიდება მუხ. 19–20
3. ცოლის გაშვება და მოტაცება მუხ. 21–25, 29
4. ციხის დაქცევა მუხ. 26
5. თავდასხმა მუხ. 28
6. დაჭრა და ასოთ მიღება მუხ. 31
7. ხევის ერთმანეთთან სამტროდ მიდგომა მუხ. 42
8. მეკობრეობა მუხ. 43–44
9. ვალი და პროცენტი მუხ. 46
10. გაყრა მუხ. 18

11.მოხუცი მამისა და შვილის ურთიერთობა მუხ. 16


დადასტურებულია ის რომ ამათგან სამოქალაქო სამართალს ეხება
მხოლოდ ოთხი მუხლი: მე–16, მე–18, 27–ე და 45–ე. დანარჩენი 41 მუხლი
კი სისხლის სამართლის დანაშაულებს განიხილავს.

გამოყენებული ლიტერატურა
1. წიგნი „საქართველოს ისტორია“
2. გიორგი ბრწყინვალე-საქართველოს ილუსტრირებული ისტორია
3. ინფორმაცია google-დან
4. საიტი el.ge
5. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა , წიგნის pdf
ვერსია

You might also like