You are on page 1of 4

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საგანი: ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია - 1.


პედაგოგების გვარი, სახელი: ნესტან სულავა, ლელა ხაჩიძე
გამოცდის შეფასება: 40 ქულა
გამოცდის ხანგრძლივობა: 3 საათი.

პირველი ვარიანტი

1. ჰაგიოგრაფია. ჰაგიოგრაფიის ორი ჟანრი. კიმენი, მეტაფრასი, სვინაქსარი- 3 ქულა


2. წმ. ნინოს საქართველოში შემოსვლა შესაბამისი ეპიზოდების გაანალიზებით, წმინდანის
თმებით შეკრული ვაზის ჯვრის სიმბოლური დატვირთვა „წმინდა ნინოს ცხოვრებაში“ - 4
ქულა
3. შუშანიკის თანამოაზრეები და მათი შუშანიკისადმი დამოკიდებულების გაანალიზება
შესაბამისი ეპიზოდების განხილვით - 4 ქულა
4. ანტიმაზდეანური პოლემიკის ასახვა „ევსტათი მცხეთელის წამებაში“ - 2 ქულა
5. „წმ. აბოს წამების“ კომპოზიცია და ჟანრული რაობის საკითხი - 2 ქულა
6. ქრისტიანობის უძველესი ხანის სურათის დამადასტურებელი ფაქტები „კოლაელთა წამებაში“
- 2 ქულა
7. ასურელ მამათა აღმსარებლობის საკითხი სამეცნიერო ლიტერატურაში, განსხვავებული
შეხედულებები და მათი დასაბუთება - 4 ქულა
8. „დავითისა და კონსტანტინეს წამების“ ლიტერატურულ-ისტორიული საკითხები - 2 ქულა
9. „წმ. მიქელ-გობრონის წამების“ პოლიტიკურ-იდეოლოგიური საფუძველი და
სარწმუნოებრივი ბრძოლა - 3 ქულა
10. IX საუკუნის მეორე ნახევრის სამცხის სოციალურ-პოლიტიკური ვითარება „სერაპიონ
ზარზმელის ცხოვრების“ მიხედვით - 2 ქულა
11. ილარიონ ქართველის ვინაობა, მოღვაწეობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ - 2
ქულა
12. ეფთვიმე მთაწმინდელის მთარგმნელობითი მეთოდი - 3 ქულა
13. საქართველოს პოლიტიკურ-სარწმუნოებრივი და კულტურული ცხოვრება VIII-IX
საუკუნეებში „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით - 4 ქულა
14. ათონის ივერიის მონასტრის დაარსების ისტორია - 3 ქულა
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
საგანი: ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია - 1.
პედაგოგების გვარი, სახელი: ნესტან სულავა, ლელა ხაჩიძე
გამოცდის შეფასება: 40 ქულა
გამოცდის ხანგრძლივობა: 3 საათი.

მეორე ვარიანტი

1. ბიბლიოლოგია და აპოკრიფები (განმარტება და მაგალითები)- 3 ქულა


2. წმინდა ნინოს მოღვაწეობის ბოლო წლები, გარდაცვალების ეპიზოდი და მისი ანალიზი -
4 ქულა
3. დაიმოწმეთ და გააანალიზეთ საერო წოდების წარმომადგენელთა უპირატესობის
დამადასტურებელი ეპიზოდები საეროსთან შედარებით „შუშანიკის წამების“ მიხედვით
- 3 ქულა
4. ისტორიული ვითარების ასახვა „ევსტათი მცხეთელის წამებაში“ -2 ქულა
5. ქრისტიანებისა და წარმართების ურთიერთობა „კოლაელთა წამების“
მიხედვით.პროზელიტიზმის პრობლემა - 2 ქულა
6. წმ. აბოსა და მსაჯულის დიალოგის ლიტერატურულ-სარწმუნოებრივი ანალიზი - 4
ქულა
7. საიდან ჩანს, რომ „კონსტანტი კახის წამების“ ავტორი კონსტანტის თანამედროვეა?
დაასაბუთეთ ტექსტის დამოწმებით. განსაზღვრეთ თხზულების დაწერის თარიღი - 2
ქულა
8. ასურელ მამათა მოღვაწეობის ძირითადი შედეგები - 3 ქულა
9. „დავითისა და კონსტანტინეს წამების“ ლიტერატურულ-ისტორიული საკითხები:
რედაქციები, ავტორი, დაწერის თარიღი - 2 ქულა
10. „ილარიონ ქართველის ცხოვრების“ რედაქციები და მათი სავარაუდო ავტორები - 3ქულა
11. „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების“ მნიშვნელობა სამცხეში სამონასტრო და საეკლესიო
ცხოვრების დამკვიდრების შესასწავლად - 2 ქულა
12. რა სიმბოლური დატვირთვა აქვს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ დასაწყისში
ავტორის მიერ გამოთქმულ სიბრძნეს: „ბრძნად მეტყველებაჲ ვერცხლი არს წმიდაჲ,
ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეულ“? –1ქულა
13. გრიგოლ ხანძთელი, როგორც მონასტერთა აღმშენებელი და მოძღვარი - შესაბამისი
ეპიზოდების გაანალიზებით - 5 ქულა
14. გიორგი მთაწმინდელის „წმ. იოანე და ეფთჳმე მთაწმიდელების ცხოვრების“ შექმნის
ისტორია. წარმოაჩინეთ გიორგი შეყენებულის როლი თხზულების დაწერაში - 4 ქულა
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
საგანი: ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია - 1.
პედაგოგების გვარი, სახელი: ნესტან სულავა, ლელა ხაჩიძე
გამოცდის შეფასება: 40 ქულა
გამოცდის ხანგრძლივობა: 3 საათი.

მესამე ვარიანტი

1. ლიტურგიკა და ეგზეგეტიკა (განმატება, მაგალითები) - 3 ქულა


2. გადმოეცით წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლა, მცხეთაში დამკვიდრება,
ქრისტიანობის ქადაგება და კერპთა მსხვრევა - 4 ქულა
3. შუშანიკი საპყრობილეში: ციხის პირობები, ბუნება; წმინდანის თვისებათა გამოვლენა
ციხეში ყოფნისას - 4 ქულა
4. „ევსტათი მცხეთელის წამების“ ლიტერატურული ღირებულება - 2 ქულა
5. წარმართებისა და ქრისტიანების ურთიერთობა „კოლაელთა წამების“ მიხედვით;
პროზელიტიზმის პრობლემა - 2 ქულა
6. სამოელ კათოლიკოსისა და იოვანე საბანის ძის მიმოწერის ლიტერატურული
ღირებულება - 3 ქულა
7. ქართლის ეროვნულ-სარწმუნოებრივი ვითარება „კონსტანტი კახის წამებაში“ – 2 ქულა
8. რას გულისხმობს „გობრონის წამების“ ავტორის საეკლესიო-პროვიდენციალური
თვალსაზრისი? - 2 ქულა
9. ასურელ მამათა წარმომავლობის (სადაურობის) საკითხი სამეცნიერო ლიტერატურაში
და მათი დასაბუთება - 3 ქულა
10. ილარიონ ქართველი, როგორც მონასტერთა აღმშენებელი - 2 ქულა
11. „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“, როგორც საისტორიო წყარო - 2 ქულა
12. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ავტორი, ქრონოლოგია; გრიგოლ ხანძთელის მიერ
შედგენილი კრებულები - 2 ქულა
13. ჯავახეთის საეკლესიო კრება „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით და მისი
ანალიზი - 5 ქულა
14. გიორგი მთაწმიდლის პაექრობა ანტიოქიის პატრიარქთან და მისი მნიშვნელობა - 4
ქულა
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
საგანი: ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია - 1.
პედაგოგების გვარი, სახელი: ნესტან სულავა, ლელა ხაჩიძე
გამოცდის შეფასება: 40 ქულა
გამოცდის ხანგრძლივობა: 3 საათი.

მეოთხე ვარიანტი

1. „წმინდა ნინოს ცხოვრების“ რედაქციები - 2 ქულა


2. აღწერეთ მირიან მეფისათვის მზის დაბნელების ეპიზოდი „წმინდა ნინოს ცხოვრებაში“
და განსაზღვრეთ მისი სიმბოლური დატვირთვა - 3 ქულა
3. შუშანიკ დედოფლისა და იაკობ ხუცესის ურთიერთდამოკიდებულება „შუშანიკის
წამებაში“ შესაბამისი ეპიზოდების გაანალიზებით - 4 ქულა
4. „ევსტათი მცხეთელის წამების“ პერსონაჟები - 2 ქულა
5. მშობლების დამოკიდებულება ბავშვების სულიერებისადმი „კოლაელთა წამების“
მიხედვით - 3 ქულა
6. ახსენით „აბოს წამების“ პირველ თავში დამოწმებული ფრაზა -„რომელნი ესე ვართ
ყურესა ამას ქვეყნისასა“, „ჩვეულებისაებრ მამულისა სლვაჲ“ და „ქართლი „წოდებულ
არს დედად წმიდათა“?- 4 ქულა
7. თეოდორა დედოფლის წერილის მნიშვნელობა „კონსტანტი კახის წამების“ მიხედვით -
2 ქულა
8. „მიქელ-გობრონის წამების“ ავტორი და დაწერის თარიღი - 2 ქულა
9. კ. კეკელიძისა და ივ. ჯავახიშვილის აზრით, რას უკავშირდება ასურელ მამათა მოსვლა
ქართლში? წარმოადგინეთ მათი შეხედულებების განსხვავებულობა. განსაზღვრეთ
სირიელ მამათა ქართლში მოსვლის მიზანი - 3 ქულა
10. „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების“ ავტორი და ქრონოლოგია - 2 ქულა
11. „ილარიონ ქართველის ცხოვრების“ ავტორის პრობლემა სამეცნიერო ლიტერატურაში -
2 ქულა
12. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ აღმოჩენისა და პირველი გამოცემის ისტორია - 2
ქულა
13. ადარნასე კუროპალატის სამიჯნურო ეპიზოდი და მისი ანალიზი - 5 ქულა
14. ეფთვიმე მთაწმინდელის ავადმყოფობის ეპიზოდი, ღვთისმშობლის გამოცხადება და
მისი სიმბოლური გააზრება. ენის პრობლემა - 4 ქულა

You might also like