You are on page 1of 15

გლობალური მიზანი N10

შემცირებული უთანასწორობა

სსიპ ქალაქ თბილისის N120 საჯარო სკოლა


X -1 კლასი
გლობალური სამყარო მთელი რიგი
გამოწვევების წინაშე დგას და სწორედ ეს
გამოწვევები წარმოადგენს მდგრადი
განვითარების მიზნებს, რომლის მიღწევაც
2030 წლისთვის უნდა მოხერხდეს
წარმოგიდგენთ ინდიკატორებს,
რომლებზე დაკვირვებითაც
განისაზღვრება უთანასწორობასთან
დაკავშირებული საკითხები
2030 წლისთვის მოსახლეობის ქვედა 40%‐ის შემოსავლის
ზრდის თანდათანობით მიღწევა და
შენარჩუნება საშუალო ეროვნულ განაკვეთზე მაღალი
განაკვეთი
2030 წლისთვის ყველა ადამიანის გაძლიერება და
სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური
ჩართულობის ხელშეწყობა, მიუხედავად ასაკის, სქესის,
შეზღუდული შესაძლებლობების, რასის, ეთნიკური
კუთვნილების, წარმომავლობის, რელიგიის ან
ეკონომიკური თუ სხვა სტატუსისა
თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა და
შედეგების მხრივ უთანასწორობის შემცირება, მათ
შორის დისკრიმინაციული კანონების, პოლიტიკისა და
პრაქტიკის აღმოფხვრით და ამ თვალსაზრისით
სათანადო კანონმდებლობის, პოლიტიკისა და ქმედების
ხელშეწყობით
პოლიტიკის, განსაკუთრებით კი
ფისკალური, სახელფასო და
სოციალური დაცვის პოლიტიკის
შემოღება და თანდათანობით მეტი
თანასწორობის მიღწევა
ადამიანების მოწესრიგებული, უსაფრთხო,
ლეგალური და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული
მიგრაციისა და მობილობის ხელშეწყობა, მათ შორის,
დაგეგმილი და კარგად მართული მიგრაციის
პოლიტიკის განხორციელების მეშვეობით
როგორი სახის უთანასწორობები
არსებობს?
 უთანასწორობა დღეს-დღეობით თითქმის ყველგან
გვხვდება თუმცა მისი ძირითადი სახეებია: ქვეყნებს
შორის უთანასწორობა, ქალთა და მამაკაცთა შორის
უთანასწორობა, ხელფასებს შორის უთანასწორობა და
სხვ...
ქვეყნებს შორის ხელფასების
სხვაობა
 ხელფასები ყველა ქვეყანაში განსხვავებულია რაც ქმნის კიდევ ერთ
უთანასწორობას. ხელფასებთან ერთად ყველა ქვეყანა გამოირჩევა
სხვა და სხვა სამუშაო დროით და პირობებით.
 ხელფასებს შორის უთანასწორობა არსებობს არა მარტო ქვეყნებს
შორის არამედ ქვეყნებს შიგნითაც. მაგალითად ზოგ ქვეყანაში
კაცების ხელფასი ბევრად მეტია ვიდრე ქალების როცა ისინი
ასრულებენ ერთი და იგივე სამუშაოს.
 ხშირ შემთხვევაში, როდესაც საუბარი თანასწორობაზე ან
უთანასწორობაზე იწყება ყველას ახსენდება მხოლოდ გენდერული
თანასწორობა, თანასწორობა ქალსა და კაცს შორის, ახსენდებათ
მხოლოდ ის, როდესაც კაცს ქალზე მაღალი პრივილეგიები აქვს ან
პირიქით და ამ ორ სქესს შორის არის უთანასწორობა, მაგრამ
რეალურად უთანასწორობა გვხვდება ყველგან, ყველა ქვეყანაში,
ყველა საზოგადოებაში, უმრავლესობა ჩაგრავს და ფიზიკურ თუ
ფსიქოლოგიურ ზეწოლას აყენებს უმცირესობას მათი განსხვავებული
შეხედულებების, აზრის, ჩაცმულობის სტილის და სხვა ბევრი მიზეზის
გამო.
 ამ ყველაფერს კი საბოლოოდ მივყავრთ ორი ან მეტი
განსხვავებული საზოგადოების დაპირისპირებამდე, ადამიანების,
განსაკუთრებით ახალგაზრდების ფსიქოლოგიურ პრობლემებამდე,
დეპრესიამდე, კარჩაკეტილობამდე და ხშირ შემთხვევაში ასეთი
ზეწოლის გამო ადამიანები სიცოცხელს თვითმკვლელობითაც
და მაინც რა იწვევს უთანასწორობას? რა არის მიზეზი
რის გამოც საზოგადოებაში ასეთი შემთხვევები ხდება?
პასუხი მარტივია.
 შეიძლება საზოგადოება ტექნოლოგიურად განვითარდა, მაგრამ მენტალურ
განვითარებამდე კიდევ ბევრია სამუშაო. ჩვენი ქვეყნის მაგალითი, რომ
მოვიყვანოთ: საქართველომ მთელი 70 წელი გაატარა მკაცრად ჩაკეტილ,
კომუნისტურ სახელმწიფოში, სახელმწიფოში სადაც ხალხი მუდმივი შიშის
და ზეწოლის ქვეშ ცხოვრობდა, სახელმწიფოში სადაც საზოგადოების დიდ
ნაწილს ერთფეროვანი ცხოვრება ჰქონდა და ა.შ. დროთა განმავლობაში
საბჭოთა კავშირი დაიშალა, ჩამოიშალა „რკინის ფარდა“ და
საქართველოში მალევე გავრცელდა დასავლური კულტურა, თუმცა ამ
ყველაფერს დიდი წინააღმდეგობაც შეხვდა. ბევრი ადამიანი სხვადასხვა
რელიგიის სახელით გამოვიდა და თქვა, რომ ის რაღაც, რაც
საქართველოსთვის აქამდე უცხო იყო და დღეს უკვე ჩენი ყოველდღიურობის
ნაწილი გახდა რელიგიის მტერია ზოგმაც თქვა, რომ ეს ყველაფერი
ქართულ ტრადიციებს გააქრობს და ა.შ. ზუსტად ამ მიზეზის გამო დიაწყო
განსხვავებულების დევნა და ჩაგვრა.
შედარება თანასწორობას და
უთანასწორობას შორის:
 მოდი შევადაროთ ქვეყნები ერთმანეთს, ქვეყნები სადაც თანასწორობა
მაღალ და დაბალ საფეხურზეა. თანასწორობით ძირითადად
დასავლეთის ქვეყნები გამოირჩევა უფრო კონკრეტულად კი ევროპის
ქვეყნები, რა თქმა უნდა ამ ქვეყნებშიც გვხვდება უთანასწორობის
შემთხვევები, მაგრამ არა ისე, როგორც აღმოსავლეთსა თუ სამხრეთში.
შევადაროთ პირობითად გერმანია და ავღანეთი ერთმანეთს.
გერმანიაში თანასწორობა საკმაოდ მაღალ საფეხურზეა, ამ ქვეყანაში
თითქმის შეუძლებელია ნახო ისეთი შემთხვევა, სადაც ქალი კაცზე
მაღლა დგას ან პირიქით, აქ თანასწორად აღქვამენ შშმ პირებსაც,
ყველა ადამიანს მისი განსხვავებულობის მიუხედავად. ახლა ავიღოთ
ავღანეთი, ქვეყანა სადაც ყველაზე და ყველაფერზე მაღლა მხოლოდ
კაცი დგას, ქვეყანა სადაც ჩაცმულობის გამო შეიძლება ადამიანი
სიკვდილით დასაჯონ, აწამონ და ა.შ. ვფიქრობ ყველაფერი
გასაგებია...
როგორ ვებრძოლოთ
უთანასწორობას?
 უთანასწორობასთან ბრძოლა მარტივი სულაც არ არის, როცა
თანასწორობაზე გვაქვს საუბარი ჩვენ თავიდანვე უნდა დავივიწყოთ
ამ პრობლემის მოგვარება ძალის გამოყენებით. საჭიროა სწორი
პროპაგანდის და პოლიტიკის გატარება, ჩვენ და რაც მთავარია
ხელისუფლებამ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა,
როგორც დიდებს, ასევე პატარებს უნდა აუხსნან, თუ რატომ არ
შეიძლება ადამიანების ჩაგვრა და მათთან დაპირისპირება
განსხვავებულობის გამო და სადამდე მიიყვანს საზოგადოებას ეს
მდგომარეობა.
ჩვენი
შექმნილი
ლოგო
შემცირებულ
უთანასწორობა
სთან
დაკავშირებით

You might also like