You are on page 1of 1

გენდერული თანასწორობა

გენდერული თანასწორობა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებაა. ქალებს უფლება აქვთ, იცხოვრონ
ღირსეულად, სიღარიბისა და შიშის გარეშე. ქალთა გაძლიერებას არსებითი მნიშვნელობა აქვს მდგრადი
განვითარების მისაღწევად და სიღარიბის აღმოსაფხვრელად.

ძლიერი ქალები ხელს უწყობენ ოჯახებისა და თემების კეთილდღეობას და პროდუქტიულობას და შემდეგი თაობის
სამომავლო პერსპექტივების გაუმჯობესებას.

მაგრამ, მიუხედავად სანდო მტკიცებულებებისა, რომლებიც ცხადყოფს ქალთა გაძლიერების მნიშვნელობას


სიღარიბის აღმოფხვრისთვის, განვითარების ხელშეწყობისთვის და მსოფლიოს ყველაზე გადაუდებელ
გამოწვევებთან გამკლავებისთვის, გენდერული თანასწორობა მიუღწეველ პირობად რჩება.

ქალებისა და გოგონების მიმართ დისკრიმინაცია - მათ შორის გენდერული ნიშნით ძალადობა, ეკონომიკური
დისკრიმინაცია, უთანასწორობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის სფეროში და საზიანო ტრადიციული
პრაქტიკა - უთანასწორობის ყველაზე გავრცელებული და მდგრადი ფორმაა. ჰუმანიტარული კრიზისების,
განსაკუთრებით კი შეიარაღებული კონფლიქტების დროს, ქალები და გოგონები საშინელ სირთულეებს და
გაჭირვებას განიცდიან.

30-ზე წელიწადზე მეტია გაეროს მოსახლეობის ფონდი ადვოკატირებას უწევს გენდერულ თანასწორობას და ქალთა
უფლებებს, ხელს უწყობს საკანონმდებლო და პოლიტიკურ რეფორმებს, გენდერულად სენსიტიური მონაცემების
შეგროვებას, ასევე მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც აუმჯობესებს ქალთა ჯანმრთელობას და ხელს უწყობს მათი
ცხოვრებისეული არჩევანის გაფართოებას.

გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოში რამდენიმე


პრიორიტეტული მიმართულებით მუშაობს:

ადვოკატორება და პოლიტიკის შესახებ დიალოგი გენდერული თანასწორობისა და რეპროდუქციულ უფლებათა


პრიორიტეტების სახელმწიფო პოლიტიკასა და ეროვნულ სამოქმედო გეგმებში ინტეგრაციის მიზნით;
ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტის გაძლიერება რეპროდუქციული უფლებების ჩართვის მიზნით
ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მონიტორინგის ჩარჩოში;
მულტისექტორული მიდგომის გაძლიერება გენდერული ნიშნით ძალადობის საპასუხოდ;
ადრეულ ასაკში/ბავშვთა ქორწინების, ვაჟებისათვის უპირატესობის მინიჭების, ქალის სასქესო ორგანოების
დასახიჩრების საზიანო პრაქტიკების პრევენციის გაძლიერება;
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა შესაძლებლობების გაძლიერება გენდერული თანასწორობის და
რეპროდუქციული უფლებების ხელშეწყობის, მათ შორის გენდერული ნიშნით ძალადობის და საზიანო პრაქტიკების
პრევენციის მიზნით.

You might also like