You are on page 1of 2

სტუდენტი: ალექსი ფილაშვილი

მერი უოლსტონკრაფტი ინგლისელი ქალი ფილოსოფოსია, რომელიც იმდენად


გამბედავი აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში, როცა ქალებს არ
ჰქონდათ განათლების საშუალება და უფლება, შეძლო და იპოვნა ძალა საკუთარ თავში
და გააკრიტიკა ქალთა აღზრდის სტილი და მეთოდები, რომელიც ქალთა მიმართ
დისკრიმინაციით გამოირჩეოდა.

აღსანიშნავია ის, რომ მე-18 საუკუნე არის ის ეპოქა, როცა ქალს განსაკუთრებულად
ზღუდავს კულტურა და უწესებს ჩარჩოებს და ეუბნება, რომ ისინი მხოლოდ კაცების
სიამოვნებისთვის არიან შექმილები, რომ ისინი სუსტები არიან და უნდა
ეყრდნობოდნენ აუცილებლად ვინმეს, რომ უნდა გათხოვდნენ, იყვნენ კარგი დედები
და ცოლები და ა.შ. კულტურა ამას ნერგავს ქალის გონებაში ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის
ბავშვია. ესაა დამახინჯებული სტერეოტიპები, რომელსაც ცდილობს, რომ კულტურამ
თავზე მოახვიოს ყველას და ყველაფერს. ავტორი აკრიტიკებს ქალთა აღზრდის ამ
მეთოდებს თავის წიგნში „ქალთა უფლებების დაცვა“ და გვთავაზობს გამოსავალსაც.
ქალებს არ უწესებენ პრიორიტეტად გაანთლებას და ცდილობენ, რომ ჩამოაშორონ
იმას, რაც გასაღებია ყველაფრის ამ ქვეყნად. მათ არც ფიზიკურად განვითარების
საშუალება აქვთ, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ისინი მაქსიმალურად მკაცრად და
მიზანმიმართულად იჩაგრებიან. გოგონების ერთადერთი საზრუნავი გარეგნობაა
მხოლოდ იმიტომ, რომ გარეგნობა გამოიყენონ, როგორც კოზირი და მოახერხონ და
გათხოვდნენ შეძლებულ კაცზე. გოგოები ბავშვობიდან სახლებში ჰყავთ გამოკეტილი
და პირად სივრცეს არ უტოვებენ, რომ რაიმე განსხვავებულზე იფიქრონ გარდა
გარეგნობისა. მათ ჰყავთ დამსწრე მოახლეები, რომლებიც არასდროს ტოვებენ მათ
მარტოს. „გოგონას ერთი წუთითაც არ ტოვებენ საკუთარი თავის ამარა და, ამდენად,
მას დამოკიდებულს ხდიან. ვიღაცაზე დამოკიდებულად ყოფნას კი ბუნებრივს
უწოდებენ.“ (უოლსტონკრაფტი 2019, 246) გოგონას აჩვევენ, რომ ყოველთვის სხვაზე
უნდა იყოს დამოკიდებული, რომ დამოუკიდებლობა მისი საქმე არაა და ამისთვის
არაა გაჩენილი. ქალის გონება ერგება სხეულს და იგი მხოლოდ გარეგნობის გარშემო
ტრიალებს და მხოლოდ ეს არის მისი საზრუნავი, რაც სამწუხაროა და რაც იმსახურებს
მერის კრიტიკას. მერისთვის გარეგნობა ესაა ყველაზე უფრო უმნიშვნელო რამ,
ვინაიდან გარეგნობა წარმავალია და პირობითია. ერთადერთი დიდებული, რაზეც
ადამიანმა უნდა იზრუნოს ესაა გონება, რომელიც ორივე სქესს აქვს, შესაბამისად
ადამიანები ერთამნეთის თანასწორენი არიან განურჩევლად სქესისა და ქალის მიმართ
ეს დისკრიმინაციული გამოვლინება დიდი ბოროტებაა. კაცობრიობის ნახევარს არ
აძლევენ განათლებას, ამაზე დიდი უაზრობა ვფიქრობ არ არსებობს. ქალიც და კაციც
თანაბრად მნიშვნელოვნები არიან და ისინი ამ კუთხით არ უნდა განსხვავდებოდნენ
ერთმანეთისგან. „პირველი და უმთავრესია მისი მტკიცება, რომ ადამიანში ყველაზე
ღირებული მხარე მისი გონებაა (ესაა ადამიანში ღვთაებრივი) და მას ემყარება ყველა
ადამიანური სათნოება; სწორედ გონების განვითარებაა ადამიანის ცხოვრების
საზრისი და დანიშნულება“(უოლსტონკრაფტი 2019, 238) ქალის, ისევე, როგორც ყველა
ადამიანის მიზანი უნდა იყოს ის, რომ იზრუნოს გონების განვითარებაზე და ამას
დაუთმოს თავისი ცხოვრება. მერი აკრიტიკებს ფემინურობის ტრადიციულ გაგებას,
რომელიც ცდილობს ქალში გააღვივოს სისუტე, სენსიტიურობა და უსუსურება და ამას
ამართლებს იმით, რომ ქალი ბიოლოგოურადაა ასეთი, რომ ის დამოუკიდებელი
ვერასდროს გახდება და ცდილობს, რომ ეს ყველას დააჯეროს, რაც დიდი
მავნებლობაა. „ქალური ხასიათი ქალის ბუნებრივი, ბიოლოგიური თავისებურებებით
კი არ არის განპირობებული, არამედ ყალიბდება სოციალური ურთიერთობებისა და
იმ სპეციფიკური აღზრდის შედეგად, რომელსაც ქალები ადრეული ასაკიდანვე
იღებენ.“ (უოლსტონკრაფტი 2019, 239) ქალის ამ თვისებების აფიშირებას ცდილობს
კულტურა და თან მათ დარწმუნებას, რომ ისინი მართლაც ასეთები არიან, ის
მანიპულირებს ქალებზე და ქალებიც იჯერებენ, რომ მათი არსებობის მიზანი
მხოლოდ არის ცოლობა და დედობა. სხვათაშორის, ამას ეთანხმება ჟან ჟაკ რუსო,
რომელიც ასევე მერის კრიტიკას იმსახურებს. მისი აზრით, ქალებისთვის არაა
მნიშვნელოვანი რაციონალური აღზრდა და ისინი არ საჭიროებენ არც განათლების
ქონას და მხოლოდ დედები და ცოლები უნდა იყვნენ და ამით შემოიფარგლებოდეს
მათი ცხოვრება. ბიჭების შემთხვევაში კი ამბობს, რომ მათ მაქსიმაური თავისუფლება
უნდა მივცეთ, რომ მათთვის სპეციალურად უნდა შევქმნათ განათლების სისტემები
და მეთოდები, რომლებიც მისცემთ მათ საშუალებას გაღვივდეს მათში კრიტიკული
აზროვნება, რაშიც ეთანხმება მას მერი, მაგრამ გოგონების შემთხვევაში რუსოს
დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია, როგორც ჩემთვის, ისე მერისთვის.
ყველაზე დიდი არგუმენტი ალბათ ის არის, რომ გონებაზე ძვირფასი და
მნიშვნელოვანი არაფერია ქვეყნად, გონება აქვს ქალსაც და კაცსაც, ისინი არიან
თანასწორუფლებიანები და მნიშნელოვნები თანაბრად. მერის აზრით, აუცილებელია,
რომ ერთნაირად თანაბარი გარემო შევთავაზოთ გოგოებსაც და ბიჭებსაც, ორივეს
მივცეთ სათანადო განათლება, თავისუფლება, რათა გამოავლინონ საკუთარი
პოტენციალი და შესაძლებლობები. ქალიც და კაციც არიან თანასწორები და მერი
გენდერული თანასწორობის მომხრეა და იზიარებს იმას, რომ აუცილებელია ისინი
ჯანსაღ გარემოში გაიზარდნონ და აღიზარდნონ.

ბიბლიოგრაფია
უოლსტონკრაფტი, მერი. 2019 ,, ქალის უფლებების დაცვა ”. კრებულში: შესავალი
თანამედროვე აზროვნებაში, 1 წიგნი. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა, 236-246.

You might also like