You are on page 1of 4

ადამ სმითი

აიგიულ მამედოვა

საშინაო ნაშრომი

ფაკულტეტი: ანგლისტიკა

შესავალი თანამედროვე აზროვნებაში

კურსის ხელმძღვანელი : ანუკი ჯიქიძე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2022.
ადამ სმითი გამოჩენილი და წარმატებული ფილოსოფოსია, რომელიც ითავსებდა
ეკონომისტობას და მათ შორის იყო დიადი მოაზროვნე, რომელიც თავის ნააზრევს
გვთავაზობს წიგნში „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების
შესახებ“, სადაც საუბარია ქალაქისა და სოფლის ურყევ და მყარ ურთიერთობაზე,
რომელიც ორივე მხარისთვის ძალიან სარგებლიანია. ასევე ავტორი გვესაუბრება
შრომის დანაწილებაზე, რომელსაც მიიჩნევს კაპიტალის გაზრდისა და ქვეყანაში
სიმდიდრის დაგროვების საწინდარად.

მნიშვნელოვანია, უპირველესად, აღინიშნოს, რომ შრომის დანაწილება ავტორისთვის


ესაა ყველაზე უფრო სარგებლის მომტანი ეკონომიკის განვითარებისთვის და
სიმდიდრის დაგროვებისთვის, რაც მის ინტერესს წარმაოდგენს. „ასევე
განსაკუთრებული ღირებულების მატარებელია ავტორის მიგნება შრომის
განაწილების შესახებ. სწორედ შრომის განაწილებას თვლიდა იგი ეკონომიკური
პროგრესის განმაპირობებელ ფაქტორად.“ (სმითი 2019, 275) გამოდის, რომ შრომითი
განაწილების დროს ეკონომიკა იზრდება ისე, როგორც ეს აქამდე არასდროს ხდებოდა.
საინტერესოა რა იწვევს შრომითი დანაწილების აუცილებლობას. ეს ცალსახად არის
ის, რომ ქალაქების განვითარებასთან ერთად, ვითარდება ბაზარი, ბაზარზე კი
პროდუქციის იმაზე მეტი მოთხოვნაა, ვიდრე ეს აქამდე იყო. შესაბამისად,
მნიშვნელოვანი ხდება შემოიღონ შრომითი განაწილება, რომლის წყალობითაც ძალიან
ბევრი პროდუქცია მზადდება და დროულად გადის ბაზარზე, რაც აკმაყოფილებს
მომხმარებელთა სურვილებს. საინტერესოა რა კონცეფციაა შრომითი განაწილება. ამ
დროს ადამიანები ინაწილებენ შრომას, შრომაში მონაწილეობას იღებს რამდენიმე ან
სულაც ბევრი მუშა, თითოეულ მათგან ზუსტად და სწორად აქვთ დანაწილებული
კონკრეტული საქმე, რომელსაც ისინი ასრულებენ. მათ არ უწევთ ყველაფრის ერთად
კეთება, მხოლოდ თავის უშუალო საქმიანობაზე ფიქრობენ და მას პირნათლად
ასრულებენ, ეს იწვევს იმას, რომ მუშა ხდება პროფესიონალი თავის საქმეში,
პროფესიონალი კი ძალიან მოკლე დროში, ძალიან ხარისხიანად ამზადებს ყველაფერს,
რაც სარგებელია კაპიტალისთვის. აღანიშნავია, რომ შრომითი დანაწილების დროს,
ბევრი პროდუქცია უმოკლეს დროში მზადდება, რაც იწვევს სიმდიდრის დაგროვებას
ქვეყანაში. ბაზარზე გადის სხვადასხვა პროდუქცია, ხარისხიანი და შესბამისად
დეფიციტი არასდროსაა არცერთი პროდუქტის. შრომითი განაწილების ერთ-ერთ
ყველაზე დადებით მხარედ უნდა ჩაითვალოს ის, რომ ძალიან ცოტა დროში მზადდება
ბევრი პროდუქტი, ეს იწვევს იმას, რომ ბაზარში არ იქმნება პროდუქციის დეფიციტი
და მომხმარებელი ყოველთვის კმაყოფილია. იმისთვის, რომ უფრო უკეთ დავინახოთ
მეტი დადებითი თვისება, სმითი აკეთებს რამდენიმე ჩამონათვალს იმ
გარემოებებისას, რომელსაც მოაქვს დადებითი და სარგებლიანი ეფექტი და ზუსტად
გვეუბნება, რატომაა შრომითი დანაწილება დადებითი ქვეყნის ეკონომიკისთვის.
პირველ შემთხვევაში, მუშები იმდენად ხელმარჯვეები ხდებიან, რომ მათი
პროფესიონალიზმის ხარჯზე უმოკლეს დროში მზადდება პროდუქცია და გადის
ბაზარზე გასაყიდად. მეორე არის ის, რომ დრო იზოგება, რაცაა ყველაზე
მნივნელოვანი საქმეში, რომ ბაზარი მოგებაზე გავიდეს საბოლოოდ და მესამე, მუშები
იყენებენ სწორად შრომით მანქანებს, რაც აადვილებს საქმიანობას და ამცირებს
შრომას, რაც აადვილებს საქმიანობას, რაც ცალსახადაა დადებითი. უარყოფითს რაც
შეეხება, ამ მხრივ შესაძლოა მივიჩნიოთ ის, რომ ზოგიერთი მუშა არ მუშაობს
ჯგუფურად, მათ ამგავრი მუშაობის სტილი არც კი გამოსდით, ან უბრალოდ არ
უღირთ დანაწილებული საქმის კეთება, რადგან მიჩვეულები არიან, რომ ყველაფერს
აქამდე თვითონ ამზადებდნენ და ყიდდნენ. ამ დროს ხდება ის, რომ ასეთი
მუშებისთვის მცირდება დაქირავება და ხელფასიც შესაბამისად მინიმუმს
უტოლდება, რაც საარსებოდაც არ ყოფნით. მაშასადამე, სწორედ ეს შეიძლება, რომ
უარყოფითად ჩავთვალოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვისაუბროთ ქალაქისა და
სოფლის ურთიერთობაზე, რომელზეც, ფაქტობრივად, დგას ქვეყნის ეკონომიკური
კეთილდღეობა. როგორც უკვე ვთქვი, ქალაქები და ქალაქის ბაზარი ძალიან გაიზარდა,
ამან განაპირობა სოფლის მდგომარეობის გაუმჯობესებაც. თუ ადრე გლეხი თავის
გარდანამეტს სხვა ადამიანებს ახარჯავდა და მოგებას ვერ ნახულობდა, ახლა ის
ჭკვიანურად იქცევა და კაპიტალის გაზრდის მიზნით თავის გარდანამეტს ყიდის
ქალაქში ბაზრად. ქალაქის ბაზრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პროდუქცია,
რომელიც სოფლად მიიღება მიწისგან. ამიტომ ისინი ცდილობენ მჭიდრო კავშირში
იყვნენ ერთმანეთთან და აწარმოონ გაცვლა პროდუქტის, რაც მომტანია კაპიტალური
ზრდის ქვეყნისთვის. მოგვიანებით იმასაც კი ცდილობდნენ, რომ სოფელი ქალაქთან
ახლოს ყოფილიყო, რომ ტრანსპორტში მეტი ფული არ დახარჯულიყო, რომ აქაც
ენახათ მოგება. შესაბამიად, ისინი ასაზრდოობენ ერთმანეთს, რაც იდეალური
ურთიერთობაა, რომ ორივემ სარგებელი ნახოს. აგრეთვე, იმისთვის, რომ სიმდიდრის
ბუნებრივი განვითარება მოხდეს, ბაზრის საქმეში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს და
მისგან თავს შორს უნდა იჭერდეს. ბაზარს გააჩნია უნარი, რომ თავად დაარეგულიროს
ყველაფერი, ამიტომ არაა საჭირო, რომ მასში ერეოდეს სხვა ვინმე. ბაზრის
თვითრეგულირებას წარმოადგენს „უხილავი ხელი“. „ეკონომიკური სისტემა თუ მას
მაქსიმალურ თვისუფლებას მივანიჭებთ, თვითრეგულირებადი ხასიათისაა. ეს არის
ე.წ. „უხილავი ხელის“ იდეა.“ (სმითი 2019, 277) ამ დროს, ყველა ადამაინი ცალცალკე
ზრუნავს საკუთარ კეთილდღეობაზე, რაც განაპირობებს საზოგადო კეთილდღეობას
საბოლოოდ, რაც მნიშვნელოვანია. ერთადერთი შემთხვევა, როცა სახელმწიფო
ვალდებულია ჩაერიოს ამ საქმეში არის ის, თუ ვინმეს კეთილდღეობა რაიმე კითხვის
ნიშნის ქვეშ დადგება. სხვა შემთხვევაში იმისთვის, რომ ბუნებირვად მივიღოთ
ეკონომიკური აღმასვლა, ამ საკითხს უნდა ჩამოვაცილოთ სახელმწიფო.
ბიბლიოგრაფია
სმითი. ადამი. 2019. ,,გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების
შესახებ“. თამარ ცხადაძის თარგმანი. კრებულში: შესავალი თანამედროვე
აზროვნებაში , 1 წიგნი . მეშვიდე გამოცემა. თბილისი: ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამომცემლობა. 275-306.

You might also like