You are on page 1of 3

სტუდენტი: მარიამ მარიდაშვილი

ადამიანის თავისუფლება, ეს სწორედ ის თემაა, რაზეც ჯონ სტიუარტ მილი


საუბრობს თავის ნაშრომში „თავისუფლების შესახებ“. იგი მიიჩნევს, რომ ადამიანის
თავისუფლება ინდივიდის განვითარების წინაპირობაა. თავისუფლება ადამიანის
უფლებაა და მისი შეზღუდვა დანაშაულია. როცა ინდივიდი არის თავისუფალი
ყველასგან და ყველაფრისგან, შეიძლება ითქვას, რომ მას აქვს ყველაფერი, რათა
განავითაროს საკუთარი ინდივიდუალური მხარე და მუდმივ ომში იყოს მათთან
ვინც ამას ზღუდავს ან უზღუდავს მათ. თავისუფლებას მილი პირდაპირ უკავშირებს
ადამიანის განვითარებას. მაშასადამე, პიროვნების განვითარება იწვევს საღი აზრის
დაბადებას ადამიანთა გონებაში,რაც მათ ყველაფრისგან ათავისუფლებთ.
მილისთვის თავისუფლებისკენ სწრაფვის წყურვილი და მისთვის ბრძოლა ნიშნავდა
მოქალაქეებსა და ტირანს შორის მუდმივ კონფლიქტს. შესაბამისად, „უმრავლესობის
ტირანია“, რომ ავიღოთ, მაგალითად, ამ შემთხვევაში ინდივიდები თავისუფალნი არ
არიან, რადგანაც „დემოკრატიულ“ სახემწიფოში სადაც გადაწყვეტილებებს იღებს
მხოლოდ უმრავლესობა და არ აქვს იმას მნიშვნელობა თუ რამდენად სწორია ეს
გადაწყვეტილებები, გამოდის, რომ ამ შემთხვევაში ადამიანი, როგორც ინდივიდი
კარგავს თავის თავისუფლებას და მის მაგივრად უმრავლესობა იღებს
გადაწყვეტილებებს. იმ შემთხვევაშიც კი როცა შეიძლება უმცირესობის აზრი უფრო
სწორი და მისაღები იყოს, უმრავლესობა ამ აზრს და ასეთ თავისუფალი აზროვნების
მქონე ადამიანებს უბრალოდ შთანთქავს. ადამიანი იჩაგრება და ხორციელდება
უმრავლესობის ტირანია, რომლებიც ძირითადად ფართოდ მიღებულ მოსაზრებებს
აღიარებენ, ისე, რომ არ აქვს მათთვის მნიშვნელობა ეს აზრი რამდენადაა
ჭეშმარიტებასთან ახლოს. მილისთვის ინდივიდის თვისუფლება უპირველესად
მნიშვნელოვანია, რადგან იგი მიიჩნევს, რომ საზოგადოება არ უნდა წყვეტდეს სხვის
ცხოვრების წესს, უმრავლესობა არ უნდა ეუბნებოდეს ცალკეულ ინდივიდებს თუ რა
არის სწორი და რა არა, ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს, რათა გააჩნდეს საკუთარი
აზრი, ყველასაგან მიუკერძოებელი. მე ვეთანხმები მილს და ვფიქრობ, რომ თუ
თავისუფლება არ გაქვს გამოდის, რომ „ყველაფერიც“ რომ გქონდეს, მაინც არაფერი
გაგაჩნია. და როცა გაქვს თავისუფლება, შენ გაქვს ყველაფერი. ადამიანი უნდა იყოს
თავისუფალი და თავის ცხოვრებას თვითონ უნდა განაგებდეს, რათა შეცვალოს
თავისი და სხვისი მომავალი. მილის აზრით, სწორედაც, რომ ეს
ინდივიდუალურობა, ანუ ადამიანის თავისუფლება წარმოქმნის მრავალფეროვნებას.
უმრავლესობის ტირანია ამ მხრივსაზოგადოებას ყველანაირად აბრკოლებს,
რადგანაც ამ შემთხვევაში არ არსბობს მრავალფეროვნება, უმრავლესობის ტირანიის
დროს, მიმაჩნია, რომ ერთფეროვნება სუფევს ადამიანთა შორის და მათ გონებაშიც.
როცა არსებობენ თავისუფალი ადამიანები, თავისუფალი და საღი აზრით, რომლებიც
გამოხატავენ საკუთარ რეალურ სახეს, ეს ყოველივე ქმნის მრავალფეროვნებას.
მრავალფეროვნება კი უმნიშვნელიოვანესია, რათა განვითარდეს საზოგადოება. ამ
მრავალფეროვნებამდე მივყავართ ინდივიდუალურობას, ხოლო
ინდივიდუალურობამდე ადამიანის თავისუფლებას. გამოდის, რომ ყველაფერი
რაზეც მილი საუბრობს პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. მილი მიიჩნევს, რომ
მნიშვნელოვანია ადამიანს ჰქონდეს აზრის, სინდისის, რელიგიის, შეხედულების
თავისუფლება. ეს ყოველივე კონკრეტულ ინდივიდს მიანიჭებს თავისუფლებას და ეს
გახდება წინაპირობა იმისა, რომ თავი დააღწიოს უმრავლესობის ტირანიას.
ინდივიდის პირადი ცხოვრება უნდა იყოს ხელშეუხებელი, თუ მას საზიანო არაფერი
მოაქვს საზოგადოებისთვის. ანუ გამოდის, რომ მილის აზრით ჭეშმარიტება, სწორედ
იმაში მდგომარეობას, რომ ადამიანს უნდა მივცეთ თავისუფლება, რათა
ინდივიდუალურობა განავითაროს, რომ გაჩნდეს მრავალფეროვნება. მიმაჩნია, რომ,
როცა ადამიანი თავისუფალია, ის ეძებს სიახლეებს, სიახლე უკვე განსხვავებულობაა,
რომელიც მრავალფეროვნებიდან მოდის. ერთფეროვნება კი საზოგადოებას
განვითრებაში ხელს უშლის და აფერხებს. მიმაჩნია, რომ განსხვავებულობას ძალუძს
ის, რომ შეზღუდოს „უმრავლესობის ტირანია“, ტირანიის დროს მასა ყოველთვის
ამცირებს და ძლადობს განსხვავებულ ადამიანზე, აკნინებს მის აზრს.
განსხვავებულობა არის გასაღები, იყო განსხვავებული ნიშნავს იყო თავისუფალი,
თავისუფალი ადამიანი კი მრავალფეროვნებას, რომ ეზიაროს ნაბიჯებს წინ და წინ
დგამს. ეს იწვევს საზოგადოების პროგრესს. თუ არ არის განსხვავებულობა, ეს ნიშნავს
იმას, რომ არის ერთფეროვნება, რაც პროგრესის შესაძლებლობას არ იძლევა.
შესაბამისად მიმაჩნია, რომ თავისუფალ ადამიანს ძალუძს დაამხოს უმრავლესობის
ტირანია, რადგან ის პროგრესული მოაზროვნეა, თუნდაც ის უმცირესობის
კატეგორიას მიეკუთვნებოდეს. ჭკვიან და ინდივიდუალურ უმცირესობას
ყოველთვის შეუძლია დაამარცხოს უმრავლესობა, რომელიც უფერული და
ერთფეროვანია, რომელსაც ერთი გზა და სიახლის შიში აქვს. განსხვავებულ
ადამიანებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ და აქვთ ყველაფრის უფლება, რასაც
მოისურვებენ ამბობს მილი. მილს უნდა, რომ დაანახოს ადამიანებს, რაოდენ
მნიშვნელოვანია იყო განსხვავებული და თავისუფალი, რომ ეს ყველაფერი იწვევს
საკუთარი შეხედულებების გამოხატვას. მას უნდა, რომ საზოგადოება მცდარი
შეხედულებებისგან გაათავისუფლოს და დაანახოს სწორი გზა. შესაბამისად
ტირანიის მიზანი, სწორედ ისაა, რომ მოსპოს ყველა და ყველაფერი განსხვავებული.
ამის აღმოფხვრას კი მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული ადამიანები, თავისი
ინდივიდუალურობით მოახდერხებენ. რათა არ ჩაიხშოს მრავალფეროვანი აზრები
და შეხედულებები, რაც გზაა წინსვლისაკენ. ვფიქრობ, რომ პიროვნებამ თავად უნდა
მიიღოს გადაწყვეტილებები, რათა გახდეს შემდგარი რაციონალური ინდივიდი.

ბიბლიოგრაფია:

ბრეგვაძე, ბ., გ. ნოდია, თ. ცხადაძე. 2019. შესავალი თანამედროვე აზროვნებაში.


თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

You might also like