You are on page 1of 69

ლ ე ბ ა

ვ ი ს უფ
ნ -თა
გა
დღესდღეობით ორ-რეალურ
და ვირტუალურ სამყაროში
გვიწევს ცხოვრება, რაც კიდევ
უფრო მართვადს ხდის
საზოგადოებას. ტელევიზია,
ინტერნეტი ისე ახდენს ჩვენს
მანიპულირებას, რომ ამას
ვერც ვაცნობიერებთ. თუმცა
მაინც უნდა ვეცადოთ მისგან
თავის დაღწევას. სწორედ ეს
მანიპულაციები და
ზეგავლენებია ასახული ჩემს
განწყობის გვერდებში.
ამ გვერდებში ჭარბობს
ოვალური და ტალღოვანი
ხაზები, რათა უკეთ
გამომესახა ის
მანიპულაციური ქსელი,
რომელშიც
ვიხლართებით ჩვენდა
უნებურად.
რაც შეეხება ფერთა პალიტრას, აქ
გამოყენებული ცისფერი ფერი
ვირტუალური სამყაროს სიმბოლოა,
ხორცისფერი-ადამიანს ასახავს,
ხოლო შავი და ნაცრისფერი ფერები
ის მანიპულაციებია, რომლებსაც
ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ.
ეგზისტენციალური
ბრძოლა
და თავისუფლება
ადამიანო სწორედ ,, შენ ხარ შენი
თავის სამოთხეც და ჯოჯოხეთიც’’.
როგორი ცხოვრება გექნება ეს
შენზე და შენს
გადაწყვეტილებებზეა
დამოკიდებული. რადგან
ადამიანი გონიერი, თავისუფალი
ინდივიდია, რომელიც თავად
ქმნის საკუთარ თავს. მე მჯერა,
რომ თუ ვიბრძოლებთ შევქმნით
საკუთარ თავს ისეთს როგორიც
გვინდა რომ ვიყოთ და ვიპოვით
ცხოვრების საზრისს, რაც
ყველაზე მთავარია.
მართალია, მრავალი
ფაქტორი ცდილობს ჩვენზე
ზეგავლენის მოხდენას და
მანიპულირებას, რათა
დაგვაკარგვინოს
ინდივიდუალიზმი და
ცხოვრების არსი, მაგრამ
არ უნდა შევწყვიტოთ
ბრძოლა.
სწორედ მებრძოლ, ძლიერ, თავისუფალ, განვითარებულ ადამიანს გამოხატავს ჩემი კოლექცია , რომელშიც
ეგზისტენციალური ბრძოლა სამოსის სილუეტში და სახეში იკითხება . კოლექცია შეიცავს შემდეგ ელემენტებს :
შარვალი, კაბა, პერანგი, ლაბადა, პიჯაკი. სიძლიერის ხაზგასასმელად ძირითადად სამოსი წარმოდგენილია დიდი
მხრებითა და სახელოებით. გამოყენებულია პრინტი, ბატიკა .
ეგზისტენციალური
ბრძოლა
და თავისუფლება
ეს განწყობის გვერდებიც
იმავე კონცეფციას ასახავს,
რაც წინა გვერდებზე იყო
წარმოდგენილი, თუმცა აქ
იცვლება ფერთა პალიტრა და
ობიექტები. განწყობის
გვერდები უფრო ნათელ
ფერებშია წარმოდგენილი და
თავისფლების თემაც უფრო
გამძაფრებულად გვესახება.
განწყობის გვერდებში
გამოყენებულია
ედვარდ მუნკის
ეგზისტენციალური
ნახატები, რომლებშიც
გადმოცემულია
სხვადასხვა განწყობა:
შიში, მელანქოლია,
სასოწარკვეთილება,
გაუცხოება.
კოლექციაში ჭარბობს ედვარდ მუნკის ნახატების ,,შიშის ’’ და ,,კივილის ’’ პალიტრა . გამოკვეთილია ოვალური ,
მრგვალი ფორმები. გამოყენებულია პრინტი, ქვილთი, ბატიკა.
წარმედგენილია შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ლაბადების , პიჯაკების , შარვლის , კაბის და პერანგების
კომბინაციით.
ტექნიკური ესკიზები
გან-თავისუფლება
“ინდივიდი თავად განაგებს
საკუთარ თავს, თავის სხეულს
და სულს”. იმიტომ რომ ყველა
ადამიანი თავისუფალი
არსებაა, თავისუფალი
ინდივიდია, რომელიც თავად
ქმნის საკუთარ
თავს.მართალია, მრავალი
ფაქტორი ცდილობს ჩვენზე
ზეგავლენის მოხდენას და
მანიპულირებას, რათა
დაგვაკარგვინოს და
შეგვიზღუდოს თავისუფლება,
მაგრამ ჩვენ ბოლომდე უნდა
ვიბრძოლოთ საკუთარი
უფლებებისა და
თავისუფლებისთვის.
სწორედ მებრძოლ,
ძლიერ, თავისუფალ,
განვითარებულ ადამიანს
გამოხატავს ჩემი
კოლექცია. კოლექცია
შედგება სხვადასხვა
ასორტიმენტისგან:
შარვალი, კაბა, პერანგი,
ლაბადა, პიჯაკი.
გამოყენებულია პრინტი,
ბატიკა.
გან-თავისუფლება
გასაოცარი ქართული ტერმინია - ,,თავისუფლება'', მისი
თავდაპირველი მნიშვნელობა გვიჩვენებს, რომ
თავისუფალი ის არის ვისაც საკუთარი თავის უფლად,
ბატონად მიაჩნია თავი ანუ ვისაც არავინ მართავს და
არავის ემორჩილბა. საკუთარი თავის ფლობა ყველაზე
დიდ თავისუფლებას ნიშნავს ჩემთვის, რადგან თუ შენ ვერ
მართავ საკუთარ თავს, მაშინ სხვები იწყებენ შენს მართვას
და ხდები უბრალო მარიონეტი, რომელიც სხვებზეა
დამოკიდებული. ასეთი ადამიანის არსებობას კი აზრიც
ეკარგება. თუმცა თავისუფლების მოპოვება და შენარჩუნება
არ არის მარტივი, თან ამ ყველაფერს ემატება ის ფაქტიც,
რომ ჩვენ ერთდროულად ორ- რეალურ და ვირტუალურ
სამყაროში გვიწევს ცხოვრება. შესაბამისად მანიპულაციები
და გავლენები ორმაგად გვავიწროვებენ და ცდილობენ
ჩვენთვის თავისუფლების წართმევას. ისინი ისე
გვმართავენ და მანიპულირებენ, რომ ხშირად ამას ვერც
ვაცნობიერებთ. სწორედ ამიტომ საჭიროა, ყველა
ადამიანმა დაიწყოს სწორად აზროვნება და საკუთარი
პიროვნების განვითარება, რადგან მხოლოდ ძლიერ,
განვითერებულ ადამიანს შეუძლია ამ სამყაროს
უკეთესობისკენ შეცვლა.
განწყობის გვერდებში გამოყენებულია თავისუფლების
ამსახველი სხვადასხვა ელემენტები და ფერები.
ფერებს ჩემთვის ასეთი სიმბოლური დატვირთვა აქვთ.
ლურჯი - ეს ფერი ჩემთვის თავისუფლების ფერია.
ცასთან, ზღვასთან და დიდ თავისუფალ სივრცეებთან
ასოცირდება. ამიტომაც იწვევს ეს ფერი ჩემში
თავისუფლების შეგრძნებას.
წითელი - ეს არის ბრძოლის, სიმამაცის ფერი და ამ
გვერდებში გამოხატავს ადამიანის ბრძოლას
თავისუფლების მოპოვებისთვის.
შავი - ეს არის ის გავლენები და უარყოფითი
ენერგია, რომელიც გვართმევს თავისუფლებას.
ყვითელი - ეს არის გონების და აზროვნების ფერი
ჩემთვის ამ განწყობის გვერდებში.
ჩემი კოლექციაც სწორედ
მებრძოლ, ძლიერ,
თავისუფალ ინდივიდს
გამოხატავს. ტერმინი ,,გან-
თავისუფლებაც'' ყოველგვარი
შეზღუდვებისა და
მანიპულაციებისგან
განთავისუფლებულ ადამიანს
აღწერს. კოლექციაში იკვეთება
თავისუფალი, მრგვალი და
ოვალური ფორმები.
გამოყენებულია პრინტი,
ბატიკა, ქვილთი.
წარმოდგენილია გაზაფხული-
ზაფხულის კოლექცია,
რომელიც შედგება შემდეგი
ასორტიმენტისგან: კაბა,
შარვალი, პერანგი, პიჯაკი.

You might also like