You are on page 1of 3

სტუდენტი: ალექსანდრე ცქვიტიშვილი

ილია ჭავჭავაძე ქართველი ცნობილი მწერალია, რომელიც ამასთანავე პუბლიცისტიც


და საზოგადო მოღვაწეც იყო. იგი სათავეში ედგა ეროვნულ განმათავისუფლებელ
მოძრაობის. მას ერის მამასაც უწოდებენ და წმინდანადაც კი ჰყავთ შერაცხული
თავისი დამსახურებებიდან გამომდინარე.

ილია დიდი განმანათლებელია, რომლისთვისაც განათლება ესაა უპირველესი და


ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ის ამას. იგი ხედავს იმ პრობლემებს, რომელიც
განათლების კუთხით დგას ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ, ადამიანები არ
ზრუნავდნენ შეემეცნათ განათლების სფერო, არ ცდილობდნენ გონება
განევითარებინათ და არ ცდილობდნენ, რომ ცოდნა გაეხადათ პრიორიტეტად და
მისი არსი და მნიშვნელობა ეგემათ. ყველა უმეცარი ადამიანი სამწუხაროდ
უყურებდა სკოლას და განათლებას ძალიან დიდი ეჭვის თვალით, რაც მკაფიოდ
მიგვანიშნებს იმ დროს განათლების დონეზე. ჩვენი ქვეყანა სრულიად მოწყვეტილი
იყო განათლებას და განვითარებას და თვითგადარჩენაზე იყო ორიენტირებული,
ძირითადად ესენი არიან საშუალო და დაბალი ფენა, რადგანაც საქართველოში იმ
დროს მძიმე ეკონომიკურ კრიზისია და არამც თუ სწავლის ფული არ აქვთ
ადამიანებს, არამედ ცდილობენ, რომ რაღაცნაირად თავი გაიტანონ. ადამიანებს
დაწყებითი კლასების განათლებაც კი არ აქვთ იმდენად უმეცრების მდგომარეობაში
არიან. იმ დროისთვის ძალიან ბევრ ადამიანს არ შეუძლია წეროს ქართულად და
იკითხოს, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. ამის გამო წიგნები სულაც არაა
გავრცელებული და არავინ კითხულობს. წიგნები ხომ წყაროა ცოდნის და
ერთადერთი საშუალებაც, რომ მიიღო ცოდნა იმ ეპოქაში. ადამიანები ვერ იაზრებენ
ერთ რამეს, რომ განათლება არის ის, რაც რეალურად მათ ყველაზე მეტად
სჭირდებათ. ეს სიტუაცია იმიტომ დგას ქვეყანაში, რომ მთავრობა არ ცდილობს
ხელმისაწცვდომი გახადოს განათლება სრულიად ყველასთვის, სასწავლებლები
მხოლოდ აზნაურებისა და შეძლებული ადამიანების შვილებისთვისაა განკუთვნილი,
ვინც სწვდება იმ თანხებს, რომ ისწავლოს. ხოლო გლეხებს და დაბალი ფენის
წარმომადგენლებს არ აქვთ საშუალება იმისა, რომ ისწავლონ და განვითარდნენ.
ერთეული ადამიანების განათლება კი არ ადგება ქვეყანას და არაფერში წინ არ წევს.
ადამიანების უმრავლესობას, რომ განათლება არ აქვს ამის წარმოდგენაც კი
შემზარავია, რაც ილიას ეპოქაში ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. აუცილებელია
ადამაინებმა გააცნობიერონ, რომ მხოლოდ განათლებაა ის, რაც მიიყვანს მათ ყველა
წარმატებამდე, განვითარებამდე და კეთილდღეობამდე, ეს ცხადზე უფრო ცხადია.
„სწავლა და განათლება უფესვოა იქ, საცა უდიდესი ნაწილი ხალხისა კარდახშულია,
მოკლებულია სწავლის სახსარს.“ (ჭავჭავაძე 2019, 461) ილია ცდილობს, რომ
ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ განათლება იყოს ხელმისაწვდომი
აბსოლუტურად ყველასთვის, განურჩევლად მაღალი სოციალური სტატუსის იქნება
ადამიანი, თუ ჩვეულებრივი გლეხი. ცოდნა არის ის, რაც ნებისმიერ რამეს წინ
აღუდგება, ეს იქნება დიდძალი ლაშქარი, თუ ყველაზე უფრო ბასრი ხმალი.
ვინაიდან, ცოდნა ფარივითაა, რომელიც უძლეველია და ნებისმიერ ხმალზე უკეთ
ჭრის, ისაა მშვიდობიანი იარაღი, რომელიც დაასრულებს ყველა ომს მსოფლიოში.
ილია იშველიებს აკაკი წერეთლის სიტყვებს და გვეუბნება, რომ ცოდნა, განათლება
და მეცნიერებაა ყველაფრის საწყისი, განვითარების და წინსვლის. „აკაკი წერეთელმა
სთქვა და ჩვენც ვიტყვით, რომ ამისათვის ერთი უებარი სახსარია: სწავლა, ცოდნა და
მეცნიერება.“ (ჭავჭავაძე 2019, 461) ილიაც ეთანხმება მას და ამბობს, რომ ცოდნაზე
დიადი არაფერია ამ ქვეყნად, მხოლოდ მას შეუძლია ყველანაირი უმეცრებიდან
გამოგვიყვანოს და ჭეშმარიტება დაგვანახოს. ილიასთვის ენა ყველაზე მეტად
ძვირფასია. ის აარსებს სკოლებს და წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას
მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები აღარ საუბრობდნენ რუსულად და წმინდა
ქართულ ენას ეზიარონ. ძველ დროს ელიტის წარმომადგენლებიც კი თაკილობდნენ,
რომ ქართულად ემეტყველათ და რუსულად საუბრობდნენ, რაც კიდევ მეტად
მიანიშნებს იმ მდგომარეობაზე, რომ აუცილებელი იყო ვიღაცას ეზრუნა ქართულ
ენაზე, რასაც ილია პირნათლად ასრულებს. "გავრცელდება სწავლაგანათლება
სამშობლო ენაზედ და ამით მიეცემა ჩვენს ქვეყანას ის ყოვლად უსაჭიროესი ნიადაგი,
ურომლოდ საგვარტომო და თითმოქმედი ცხოვრება და წარმატება
შეუძლებელია"(ჭავჭავაძე 2019, 477) ილიასთვის ქართული არის სიტყვადქმნადი ენა,
რომელიც უნიკალურია და რომელიც მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ, ის
თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც მამული და სარწმუნოება. ილია ცდილობს, რომ
რუსული მენტალიტეტი, რუსული ენა სრულიად გადააგდებინოს ქართველებს და
დაანახოს, როგორი შესანიშნავი ენა აქვთ ქართველებს და ზრუნავს განავითაროს ის.
ილია 5 არასაჭირო ბგერას ამოაკლებს ქართულ ენას, რომელიც სრულიად არ იყო
საჭირო, რომ ანბანში ყოფილიყო. ის ცდილობს სრულყოს ჩვენი ენა და დაგვანახოს
რაოდენ აუცილებელია ვიმეტყველოთ იმ ენაზე, რომელიც ჩვენია. აუცილებელია
რომ მთავრობამ ხელი შეუწყოს ადამაინებს, რომ ყველამ მიიღოს განათლება, ამბობს
ილია და აქ ხედავს დიდ პრობლემას. მთავრობამ უნდა გაავრცელოს ის, რომ
განათლება პრიორიტეტია და აუცილებელია ყველასთვის თანაბრად იყოს
ხელმისაწვდომი. ამ განმანათლებრულ პროცესში ყველა ადამიანი უნდა იყოს
ჩართული, თავის სარგებელს ცოტა უნდა მოაკლონ და საზოგადო კეთილდღეობას
უნდა შესწირონ თუ უნდათ, რომ ქართველი ერი გადარჩეს და განვითარდეს. ილიამ
ეს იდეები შესანიშნავად დანერგა და განახორციელა და ამ იდეისთვის დაიღუპა, ისაა
დიდი გმირი და ერის მამა.
ბიბლიოგრაფია:
ჭავჭავაძე, ილია. 2019. „რჩეული წერილები“. წიგნში: შესავალი თანამედროვე
აზროვნებაში , წიგნი 1. მეშვიდე გამოცემა. თბილისი: ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამომცემლობა. 461-515.

You might also like