You are on page 1of 3

აკაკი ცირეკიძე

შესავალი თანამედროვე
აზროვნებაში
(დავალება #6)
საქართველოს მე 19 საუკუნის პრობლემა უმეტესად გამოიწვია მისი რუსეთის
შემადგენლობაში შესვლამ. საქართველოს რუსეთის შემადგენლობაში
შესვლისთანავე ქართული სახელმწიფოებრიობა გაუქმდა ფეოდალიზმი ის ,
რაც მოსახლეობისთვის ლეგიტიმურად მიჩნეული სისტემა გახლდათ .
რუსულმა რეჟიმმა ასევე დაიწყო ხალხისთვის იმის წართმევა, რაც მათთვის
წმინდა იყო ენა ეს იმას ნიშნავდა, რომ სასამართლოებში სკოლებსა და
ეკლესიაში და სხვა საზოგადო ადგილებში მათ რუსულად უნდა ესაუბრათ . ამ
ყველაფერმა სხვა პრობლემებთან ერთად ისიც გამოიწვია, რომ
არალეგიტიმურად აღქმულ რეჟიმსა და მოსახლეობას შორის კავშირი აღარ
არსებობდა. ამის შედეგად რეჟიმის ქვეშ მყოფი თაობები დარჩნენ უწიგნურები
და მათზე მარტივი იყო რეჟიმის მიერ ნებისმიერი პროპაგანდისტული იდეით
ზემოქმედება, მართვა. ასევე ეს გარემოება განსაკუთრებულად ასხამდა
რუსული „დეზინტეგრაციის წისქვილზე“ წყალს. ამ პრობლემის მოგვარება
ილია ჭავჭავაძემ ინსტიტუციის შემოღებით ცადა, რომელსაც დაარქვა
„მომრიგებელი მოსამართლის“ ინსტიტუცია. ილია ჭავჭავაძე თავისუფლად
შეგვიძლია დავაყენოთ იმდროინდელ გმირ ევროპელთა რიგში მისი
მოღვაწეობიდან გამომდინარე. მის სახელს მიეკუთვნება თანამედროვე
ლიტერატურული ენის დახვეწა ანბანის რეფორმირება. მან ასევე მოუფიქრა
წინაღობა რუსული „დეზინტეგრაციის წისქვილს“ ქართულ საზოგადოებაში
ეროვნული თვითშეგნების ამაღლებით „ენა, მამული და სარწმუნოება “ ეს იყო
ლოზუნგი, ეროვნული ინტეგრაციის სიმბოლო და მაჩვენებელი. საქართველოს
აწუხებდა სოციალური პრობლემები. ამ პრობლემების მოგვარების ერთ -ერთი
გზა ილია ჭავჭავაძის აზრით ეროვნული ბურჟუაზიის აღმოცენებაში ხედავდა .
ევროპაში მიმდინარე ეროვნული მოძრაობები მიზნად ეროვნული
სახელმწიფოების შექმნას ისახავდნენ. ამ პროცესის მამოძრავებელი ძალა
ბურჟუაზია იყო. საზოგადოებრივ ეკონომიკური პროგრესის შემდეგი დონე
ილიას აზრით ბურჟუაზიული ურთიერთობების სრულყოფა და განვითარება
იყო. ამიტომ ითხოვდა ეროვნულ დამოუკიდებლობას, მაგრამ სჯერდებოდა
პოლიტიკური ავტონომიის ფორმას. მომავლში სამართლიანი საზოგადოების
შექმნა შეუძლებლად მიაჩნდა უთანასწორობითა და ჩაგვრით. ქვეყანას დიდი
ეკონომიკური პრობლემები ჰქონდა ხალხს უჭირდა ქუჩები გაღატაკებული და
სოფლები გაჭირვების პირას იდგნენ, არც ქალაქი გამოირჩეოდა მაღალი
ცხოვრების დონით. ილია ქვეყნის განვითარების საფუძვლად ეკონომიკას
თვლიდა. ის მოითხოვდა ქვეყნის შემაფერხებელ გარემოებათა აღმოფხვრას
პრობლემათა გადასაჭრელად. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ილიას
მოღვაწეობის დროს ქართული ენაზე იმხელა გავლენა იქონია
პროპაგანდისტულმა რეჟიმმა, რომ ქართველ დიდგვაროვნებს
ეთაკილებოდათ კიდეც ქართულად საუბარი გაჭირვებამ კი ბევრი ცრუ და
მოღალატე გააჩინა საბოლოოდ კი ქართველების გაჭირვების მთავარი მიზეზი
გაუნათლებლობა იყო იმ დროისათვის.

თეატრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოქალაქის თვალსაწიერის


ჩამოყალიბებაში. იგი აჩვენებს ქვეყნის ზოგჯერ ულამაზო რეალობას ლამაზი
გზით, ხელოვნების დახმარებით. თეატრი გამოხატავს ადამიანების
დამოკიდებულებას ქვეყნის სხვა და სხვა ინსტიტუციისადმი ეს იქნება ეკლესია ,
მთავრობა და ასე შემდეგ. შეიძლება ასევე გამოხატოს ხალხის
დამოკიდებულება, რომელიღაც საზოგადოებრივ ფენაზეც. მოკლედ გიქმნის
წარმოდგენას საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ასევე შეუძლია
აგიმაღლოს ეროვნული თვითშეგნება, შენს კულტურაზე მოგცეს ინფორმაცია.
გამოდის, რომ თეატრი ადამიანს ეხმარება თავის ქვეყანაზე ინფორმაციის
მიღებაში თან ლამაზი გზით. ილია ჭავჭავაძის აზრით სცენა იგივე სკოლაა და
დიდი ზეგავლენა აქვს ადამიანის აზროვნებასა და გონიერებაზე . თეატრი
ილიას აზრით ათავისუფლებს და ასუფთავებს ადამიანის გონებას და
დაანახებს მას ჭეშმარიტებას ეს არის პრიორიტეტი ხელოვნების გზით ცოდნის
მიღების ეს არამარტო გაძლევს ცოდნას, არამედ ავითარებს შენში უნარს , რომ
მომავალში უფრო და უფრო მალე აითვისო ის. ესაა ერთ-ერთი გზა
განათლების დონის ამაღლების და გვაჩქარებს იმ უკეთესი მხარის
მიმართულებით, საითკენაც დავად გვიბიძგებს და ამ ყველაფერს დიდი
მხიარულებით გადმოგვცემს. მისი აზრით სცენა უნდა წვრთნიდეს ხალხს და
ზრდიდეს ამ ელემენტის ჩამოშორების შემდეგ მისი აზრი იკარგება და ჯობს
საერთოდ არ არსებობდეს. რა თქმა უნდა, ხალხის წვრთნა და აღზრდა უცხო
ენაზე ვერ მოხერხდება ჩვენ ხომ ქართველები ვართ ქართულად უნდა
მიდიოდეს ეს ფრიად მნიშვნელოვანი „საგანმანათლებლო პროცესი“. იმ
დროისათვის ხალხისთვის სცენის მეტი საშუალება მაინც არ იყო, რომ გონება
და გული გახსნიდათ და თავიანთ ენასაც დახელოვნებოდნენ საჯაროდ . ილიას
აზრით სცენას ჭირდება საქმის მცოდნე ადამიანი სათავეში დიდი
გამოცდილებით და ღვაწლით, რათა არ გახდეს ეს ჩვენი სცენა „მშვენიერი
ელენების“ სამარცხვინო ასპარეზი. სხვათაშორის მან მოიხსენია კიდეც ერთი
ასეთი ადამიანი, რომელსაც თვლიდა ღირსეულ ამ საქმის ეს იყო დიმიტრი
ყიფიანი. სცენას უნდა ამყარებდეს ნიჭიერ ადამიანთა ჯგუფი და ერთმანეთს
გვერდში დაუდგნენ ერთი მიზნისთვის ასევე უნდა მიიღონ კრიტიკაც და
შექებაც ლიტერატურისგან.

თაობებს შორის აზრთა სხვადასხვაობა სულ არსებობდა და იარსებებს კიდეც


დიდი ხნის განმავლობაში. „მამათა და შვილთა“ ბრძოლა მე 19 საუკუნის
ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ცნობილი „ლიტერატურული
ორთაბრძოლაა“. შვილთა მხარეს, რა თქმა უნდა წარმოადგენდა ილია
ჭავჭავაძე და მისი მომხრეები და მამათა მხარეს გრიგოლ ორბელიანი და მისი
თანამოაზრეები. ილიას სურვილი იყო, რომ ქართულ ენაში სიახლეები შეეტანა
და ის დაეტოვებინა, რაც ნამდვილად ღირებულია, მაგრამ უნდა გაექრო ის
დროთა განმავლობაში შეძენილი „ნაწილები“, რომელიც უნდა გამქრალიყო,
რადგან ხელს უშლიდა განვითარებას. ამ აზრს, სამწუხაროდ სწორად ვერ
მიუხვდნენ მამათა თაობა და ილიას მომხრეებს „სამშობლოს მოღალატეები “
უწოდეს. ილია მეტად სიახლეების მოყვარული იყო და სურდა ქართველებსაც
მიეღოთ ეს სიახლეები. ილიას აზრით საზოგადოება პროგრესული მაშინ
იქნება, როდესაც გააანალიზებენ, რომ განათლება არის მთავარი იარაღი
ქვეყნის წინ წასაწევად.
ბიბლიოგრაფია:

ჭავჭავაძე, ილია. 2019. „რჩეული წერილები“ . შესავალი თანამედროვე


აზროვნებაში 1,

459-540. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

You might also like