You are on page 1of 3

ილია ჭავჭავაძე 

(დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი — გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური) —


ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, მწერალი, რუსეთის
იმპერიის სახელმწიფო საბჭოს დეპუტატი 1906-1907 წლებში, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა
მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში,
გადამწყვეტი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის
შექმნაში და ლიბერალური ფასეულობების გავრცელებაში.

მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში პირველი ფინანსური დაწესებულების


- სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის შექმნაში, რომელსაც 30 წლის განმავლობაში
ხელმძღვანელობდა. ბანკის რესურსი უმეტესწილად საქართველოში სხვადასხვა კულტურულ,
საგანმანათლებლო, ეკონომიკურ, საქველმოქმედო პროექტებს ხმარდებოდა.

მანვე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი


საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში. მისი თაოსნობით გაიხსნა არაერთი
სკოლა, სადაც სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, რამაც
საქართველოში რუსიფიკაციის პროცესი შეაჩერა.

მე–19 საუკუნის დამდეგიდანვე საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ ეროვნული მოძრაობა


დაიწყო. მე–19 საუკუნის 60–იანი წლების ეროვნული მოძრაობა კი წარმოადგენდა საუკუნის
დამდეგის ეროვნული აჯანყებებისა და 1832 წლის შეთქმულების ლოგიკურ გაგრძელებას.

ამ მოძრაობის აღიარებული წინამძღოლი იყო ილია ჭავჭავაძე, რომელსაც გვერდში ედგენენ:


დიმიტრი ყიფიანი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, აკაკი წერეთელი , იაკობ გოგოებაშვილი
და სხვები. ქართულ ისტორიაში მათ ,,თერგდალეულებს” უწოდებენ.

,,თერგდალეულებმა’’ მიზნად დაისახეს ქართული ეროვნული ცნობიერების აღორძიენება,


დრომოჭმული ბატონყმობის გაუქმება და სწავლა-განათლების გავრცელება საზოგადოებაში .
მე–19 საუკუნის 60–იანი წლების დამდეგისთვის ქართველი ერი რამდენიმე წოდებად (
თავადები, აზნაურები, სამღვდელოება, გლეხები, ხელოსნობა, ვაჭრები) იყოფოდა.

რეალიზმი,როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა , XIX  საუკუნის  30-იან  წლებში ყალიბდება


, მთელი ამ საუკუნის განმავლობაში ვითარდება და მომდევნო საუკუნეშიც გადადის.

რეალიზმის ერთ-ერთი უპირველესი ნიშანი არა მარტო სინამდვილის ასახვა , არამედ მისი
განალიზება, მიზეზშედეგობრივი კავშირის ძიებაა.სწორედ ამ ანალიტიკური ბუნების გამო
უწოდებენ   XIX საუკუნეს ” კრიტიკულს”.კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენლებმა
უმთავრესი როლი ადამიანის ზნეობრივ აღზრდას დააკისრეს. ზნეობრივ აღმზრდელად კი  XIX
საუკუნის ბევრ გამოჩენილ რეალისტ მწერალს ქართული რელიგია ესახებოდა. საქართველოში
რეალიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა   XIX  საუკუნის მეორე ნახევრიდან
ყალიბდება. კრიტიკული რეალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომსდგენლები არიან ილია
ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი.

ზემოთ აღნიშნული სამოციანელების პროგრამის რეალიზების საქმეში თავისი განსაკუთრებული


მისია ეკისრებოდა ქართულ მწერლობას. ჩვენი მიზანი არის , რომ განვიხილოთ ამ კუთხით ილია
ჭავჭავაძის შემოქმედება, განსაკუთრებით კი მისი მოთხრობა ,,კაცია–ადამინი?!’’.

ილია ჭავჭავაძი მოთხრობა ,, კაცია–ადამიანი?!’’ რეალისტური ნაწარმოებია. რეალიზმი


მოითხოვდა ცხოვრების მართალ, შეულამაზებელ ასახვას, ხოლო მეორე მხრივ, არა სინამდვლის
ფოტოგრაფული ასლის შექმნას, არამედ მის განზოგადებულ ( ტიპიურ) სახეებში წამორგენას.

ილია ჭავჭავაძემ ხელოვნება სარკეს შეადარა : ,,ხეოვნებასაც იმას მოვთხოვთ, რომ სარკესავით
ცხოვრება გადმოქვცეს, რათა თავი მის მომხიბლავს კალმით ცხოვლად იყოს წარმომდგარი ჩვენ
წინა, რათა სიცრუეც და სიკეთეც ჩვნი დავინახოთ’’ ( საქართვლოს მოამბეზედ) . ე.ი. ილია
ჭავჭავძემ მოთხორბა ,,კაცია – ადამიანშიც’’ მიზნად დაისახა წარმოეჩინა ქართველი ხალხის
ზოგადი მანკიერი მხარეები, რომლებიც შეულამაზებელი იქნებოდა და ქართველი ხალხის
გამოფხიზლებისკენ იქნებოდა მიმართული

ილია ჭავჭავაძე მოთხრობის მთავარი პერსონაჟის – ლურსაბ თათქარიძის – სახით


წარმოგვიდგენს ტიპს ( ტიპი არის ზოგადისა და ინდივიდის შერწყმა; ,,ტიპი ყველლასაცა ჰგავს
ზოგადად და არც ერთსაცა ცალკე’’) , რომელსაც ტიპურ გარემოში აქცევს.

ილია ჭავჭავძე ლუარსაბ თათქარიძის სახით რომ საერთო ქართველურ მოვლენას


გულისხომობდა, თავადაც აღნიშნა მრავალგზის ,, კაცია – ადამიანში?!’’. ის წერს : ,, ჩვენ პირთან
საქმე არა გვაქვს, ჩვენ საზოგადო ჭირზედ ვწერთ’’–ო . თუმცა, ძალიან კარგად იცოდა, რომ ერი
სწორედ ლუარსაბისთანა ხორციელი ადამიანებისგან შედგებოდა და არ ცდებოდა, როცა
ფიქრობდა, რომ მკითხველთაგან ბევრი იცნობდა საკუთარ თავს ლუარსაბის სახეში და
მწერლისათვის არც ლაფის სროლას დაიზარებდა.

…….

 სოციალურ საკითხებთან მიმართებაში ილია ჭავჭავაძე თავისი ნაწარმოებებით,


როგორებიცაა რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან, გლახის
ნაამბობი, კაცია-ადამიანი?! და ოთარაანთ ქვრივი,
ილაშქრებს სოციალური უთანასწორობის და ფეოდალური ღირებულებების
წინააღმდეგ.

1870-იან წლებში საფუძველი ჩაეყარა ბანკის შემდგომ ერთ-ერთ ყველაზე


მნიშვნელოვან საზოგადოებრივ პროექტს - გაზეთ „ივერიას“. „ივერია“ ილიასა და
გაზეთ “დროების“ სარედაქციო ჯგუფს, კერძოდ, ნიკო ნიკოლაძეს შორის
არსებული დავის შედეგად ჩამოყალიბდა

ილია ჭავჭავაძემ სიცოცხლეშივე მოიპოვა ქართველი საზოგადოებრიობის ყველა


ფენის საერთო აღიარება, პატივისცემა და დაფასება.
1907 წელს რუსეთის პირველ დუმაში (სახელმწიფო საბჭო) სამსახურის შემდეგ,
ილიამ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. ამავე წლის 28
აგვისტოს თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა

1987 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად


შერაცხა. სახელით წმინდა ილია მართალი.და ოლღას წიწამურთან ექვსკაციანი
ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ.

You might also like