You are on page 1of 9

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება

თაობათა შორის თუ რომელიმეს მთავარი ეპითეტი უნდა იყოს პროგრესული,


ის სწორედ „თერგდაულთა თაობაა“. სწორედ მათ უკავშირდებათ მეცხრამეტე
საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს საზოგადოებრივ-კულუტურული
ცხოვრების მოდერნიზებისა და ეროვნულობის ნიშნით აღბეჭდის უმნიშვნელოვანესი
მცდელობები.

თერგდალაეულების უმთვარესი მიზანი ქართველ ხალხში ეროვნული


თვითშეგნების ამაღლება, საერთო იდეალების ირგვლივ მისი გაერთიანება,
სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა და სახელმწიფოებრივი სუვერენტეტის
მოსამზადებელი წინაპირობის შექმნა იყო.

თერგდალეულთა მცდელობა, შეექმნათ რუსეთის ცარისტული იდეოლოგიის


შემაკავებელი ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფდა ქართველებისთვის წერა-
კითხვის სწავლებას, 1862 წელს იჩენს თავს, თუმცა მისი რეალიზება მხოლოდ 15
წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

ამ ორგანიზაციიის ფორმირების პროცესის საწყის ეტაპზე განსაკუთრებულად


მნიშვნელოვანი იყო დიმიტრი ყიფიანისა და ნიკო ცხვედაძის ოჯახში
ორგანიზებული შეხვედრები. 1878 წლის იანვარს შედგა საზოგადოების
დამფუძნებელთა კრება, შემუშავდა წესდება, რომელიც ილ. ჭავჭავძემ, დ. ყიფიანმა
და ბეს. ღოღობერიძემ წარუდგინეს მთავრობას დასამტკიცებლად. მნიშვნელოვანია
პროექტის მესამე მუხლი - „საზოგადოება თავის საგანს მიაღწევს იმით, რომ სახალხო
სკოლებში დაწყებით სწავლებას შემოიღებს ბავშვებისათვის გასაგებ
ენაზე“[ჩხიტუნიძე 1980:4], რომლის შეცვლაც მოითხოვა მთავრობამ. დიმიტრი
ყიფიანის არგუმენტირებული დასაბუთებით შესძლებელი გახდა ზემოთ
დასახელებული პროექტის დამტკიცება.

1879 წლის 15 მაისს თბილისი გუბერნიის საადგილმამულო ბანკის შენობაში


შედგა კრება, რომელმაც აირჩია საზოგადოების პირველი გამგეობა 7 წევრის
შემადგენლობით: დ.ყიფიანი (თავმჯდომარე), ილ. ჭავჭავაძე (თავმჯდომარის
ამხანაგი), ი, გოგებაშვილი, რ. ერისთავი, ნ. ცხვედაძე, ი. მაჩაბელი და
ა.სარაჯიშვილი. საზოგადოებას „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოება“ ეწოდა, რომელმაც იმუშავა თითქმის 50 წელს. განათლების
მკვლევრები სამართლიანად მიიჩნევენ, რომ ამ საზოგადოების დანიშნულება ძალიან
მასშტაბური იყო. გთავაზობთ კრების საანგარშო მოხსენებიდან ვრცელ ციტატას -
„თუმცა ჩვენი საზოგადოება იწოდება წერა-კითხვის გამავცელებლად, მაგრამ დიდი
შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, ვითომ მის დამაარსებლებს სახეში ჰქონებოდათ
მხოლოდ წერა-კითხვის სწავლება. დამფუძნებელთა გულითადი სურვილი იყო
უპირელესად შექმნა სკოლისა, როგორც კულტურის კერისა. კულტურა კი არის
ქვეყნის სულიერი და ნივთიერი ფართო განვითარება, აი, ეს კულტურა იყო
სანატრელი საგანი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა.“ [ჩხიტუნიძე
1980:5]

თ. ჩხიტუნიძე შემდეგნაირად აფასებს წერა-კითხვის გამავრცელებელი


საზოგადოების მოღვაწეობას - „საზოგდაოება ზრუნავდა მდაბიო ხალხში ცოდნისა
და სწავლა-განათლების გავრცელებისთვის, ეროვნული თვითშეგნების შეტანისთვის,
მოწინავე პროგრესული იდეები დანერგვისთვის, ეროვნული კადრების
გამოზრდისთვის. ამ მიზნით იგი ხსნიდა სახალხო სკოლებს და კულტურულ-
საგანამანათლებლო დაწესებულებებს: მუზეუმებს, ბიბლიოთეკებს,
სამკითხველოებს, სიძველთსაცავებს, სტამბას, წიგნის მაღაზიებს. კრებდა და იცავდა
ქართველი ხალხის სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებს -
ხელნაწერებს, სიგელ-გუჯრებს, ისტორიულ და მხატვრულ ნაწარმოებებს,
ხუროთმოძღვრების ნაშთებს, ძველ ქართულ მონეტებს, ფოლკლორულ მასალებს
(1914 წლისთვის საზოგადოების სიძველეთა მუზეუმში აღრიცხული იყო 12
ათასამდე ასეთი ძეგლი); სცემდა და ავრცელებდა სახელმძღვანელოებს, მეცნიერულ-
პოპულარულ წიგნებს (გამოსცა 250-ზე მეტი დასახელების წიგნი), ხალხურ
სიმღერებს, ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს; საზოგადოება დახმარებას
უწევდა ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს, მოსწავლე ახალგაზრდობას
და ქართულ კულტურულ დაწესებულებებს. განსაკუთრებით დიდია საზოგადოების
ღვაწლი სკოლებისა და ბიბლიოთეკების გახსნის საქმეში. თავისი არსებობის
მანძილზე საზოგადოებამ გახსნა 33 სკოლა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ,
რომელსაც თავისი ხარჯით ინახავდა და დახმარებას უწევდა სასკოლო ინვენტარითა
და სახელმძღვანელოებით. [ჩხიტუნიძე 1980:6]
საყურადღებო და დღეისთვის გასათვალისწინებელია, რომ წერა-კითხვის
საზოგადოება ჩართული იყო საზოგადო მოღვაწეების საიუბილეო თარიღებისა და
დაკრძალვის ცერემონიებში. სწორედ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების
დაარსებულია დიდუბის პანთეონი. (მიწის შესაძენად 5 ათასი მანეთი გამოყვეს).

ცალკე გამოყოფას იმსახურებს წერა-კითვხის საზოგადოების მიერ ეკლესია-


მონასტრებში და ხალხში გაფანტული ლიტერატურის შეგროვება. ბიბლიოთეკის
დაარსების ინიციატივით გამოვიდა იონა მეუნარგია. ის საზოგადოებისგან
წელიწადში 500 მანეთს ითხოვდა. მართალია, კრების წევრების ნაწილის აზრით,
უფრო პრიპრიტეტული საყმაწვილო და სახელმძღვანელო წიგნების გამოცემას უნდა
ყოფილიყო, თუმცა საბოლოოდ მაინც დამტკიცდა ბიბლიოთეკის გახსნის
ინიციატივა.

1880 წელს გაზეთ“დროებაში“ გამოცემულ ბიბლიოთეკის ინსტრუქციაში


ვკითხულობთ - „იმ შემთხვევაში თუ ბიბლიოთეკა დაიშალა, ის უნდა გადაეცეს სხვა
საზოგადოებას უეჭველად მმართველობისაგან დამტკიცებულს, იმ პირობით, რომ
საუკუნოდ და სამუდამოდ დარცეს ქალაქს თბილისში და არასდროს კერძო პირს არ
გადეცემოდეს.“ [ჩხუტუნიძე 1980:10] ვფიქრობთ, ეს ჩანაწერი კარგად წარმოაჩენს,
თუ რამენად მაღალი იყო საზოგადოების წევრთა ეროვნული ცნობიერება და
რამდენად იყო ის მიმართული საქვეყნო საქმეზე.

გაზეთ „დროებაში“ აღნიშნულია აგრეთვე - „ყველამ იცის, რომ ქართული


ლიტერატურა და ენა ვერ წავა წინ, ვერ განვითარდება, თუ ხანდისხან მაინც
გამტვერიანებულს წიგნებში არ ჩავიხედეთ და ჩვენი ძველი ცხოვრების , ჩვენი
ძველი ენის ვითარება არ შევიტყვეთ.... კულტურულ ქვეყნებში ბიბლიოთეკას
ინახევნ ისე, როგორც ჩვენში წმინდანების ძვლებს ინახავენ და ძნელად მოსაპოვებელ
წიგნში ასსა და ორას თუმნობით აძლევენ.“ [ჩხუტუნიძე 1980:11] თანამედროვე
მკითხველისთვის, ვფირობთ, გასაგებია, რომ მეცხრამეტე საუკუნის ქართველი ერი
საჭიროებდა ამგვარ განმარტებებს, რადგან მათთვის ხელმისაწვდომობა
განათლებაზე ძალიან დაბალი იყო.

ბიბლიოთეკას დიმიტრი ყიფიანმა რვა ხელნაწერი წიგნი, ექვთიმე ხელაძემ რვა


თუმნის წიგნები, 620 ეგზემპლარი, ალექსანდრე სარაჯიშვილმა 5 დაბეჭდილი და 18
ხელნაწერი წიგნი, ალექსი მესხიშვილმა 55 ძველი წიგნი, ნ.დადიანმა (მინგრელსკიმ)
მთელი საოჯახო წიგნსაცავი (რასაც პრესამ „მეფური შემოწირულობა“ უწოდა)
გადასცა. საზოგადოება ზრუნავდა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ
ეკლესია-მონასტრებში დაცული ხელნაწერების შეგროვებაზე (ათონისა, სინას და
იერუსალიმის ჯვრის მონატრები). ამის დასტურია ალ.ცაგარელის მიერ სამეცნიერო
ექსპედიციით არაბეთში, პალესტინასა და სირიაში მოგზაურობა და ამ ხელნაწერების
გაცნობა.

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას უკავშრდება, აგრეთვე,


სკოლებთან ბიბლიოთეკების დაარსება. ამ ინიციატივის ავტორი გახლდა ნიკო
ცხვედაძე. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მისი წერილი შეტანილი 1882 წელს
საზოგადოების გამგეობაში. კერძოდ, მისი ერთი ამონარიდი - „სახალხო სკოლებთან
ბიბლიოთეკების დაფუძნებას აქვს მიზანი მისცეს ღონისძიება, როგორც
მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს და სოფლის წერა-კითხვის მცოდნეს ისარგებლონ
ამ ბიბლიოთეკებით და საჭირო მათთვის გამოსადეგი წიგნებით, ადვილად იშოვონ
სოფლად და ამ სახით ავარჯიშონ თავიანთი ჭკუა-გონება და ახალ-ახალი ცოდნა
შეაძენინონ.“ [ჩხუტუნიძე 1980:58]

ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვათ ბათუმის სკოლაზე, რომელიც წერა-კითვის


საზოგადოებამ ეროვნული მიზნებით დააფუძნა 1881 წელს. არსებობს იაკობ
გოგებაშვილის ჩანაწერი, რომელიც საზოგადოების ქმედებების პატრიოტულ
მოტივებს ააშკარავებს. „ერთი უპირველესი საქმე, რომელსაც წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოება შეუდგა ამ ათი წლის წინათ, ეს იყო სახალხო
სკოლის დაარსება ბათუმში. განზრახვა, რომელმაც გამოიწვია ამ სკოლის დაფუძნება,
მდგომარეობდა იმაში, რომ ახლადშემოერთებული მაჰმადიანთა შვილები მიეზიდნა,
პირველდაწყებითი განათლება მიეცა მათთვის. მათი შუამავლობით შემდეგში
გაევრცელებინა აჭარა-ქობულეთში ქართული წიგნის ცოდნა და ამ გზით
განეახლებინა კავშირი ღვიძლ ძმათა შორის.“ [გოგოებაშვილი 1954:260]

საზოგადოებას უყურადღებოდ არც სტუდენტები რჩებოდა, რომელთაც


ეხმარებოდა სტიპენდიითმ სახელმძღვანელოებითა და მხატვრული ლიტერატურით.
აღფრთოვანებას იწვევეს პ. ზუბალაშვილის ქმედება, რომელიც ჟენევის
უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტებისთვის ბიბლიოთეკის გახსნას
უკავშირდება. ბიბლიოთეკა-წიგნსაცავი პ.ზუბალაშვილმა 1906 წლის თებერვალში
დაარსა - იქირავა ბინა, დაიქირავა მოსამსახურა, შეიძინა ინვენტარი , წიგნები და
ბიბლიოთეკის მზრუნველობა ქართველ სტუდენტებს დაავალა.

რადგან სკოლასთან არსებული ბიბლიოთეკები ვერ ახერხებდა


თერგდალეულთა იდეური გზავნილების ხალხამდე მიტანას, ამიტომ წერა-კითხვის
საზოგადოებამ გადაწყვიტა ბიბლიოთეკების ქსელის შექმნა, რომელიც იაფასიანი
ბიბლიოთეკების სახელით არის ცნობილი. მნიშვნელოვანია, რომ თბილისი პირველი
იაფფასიანი ბიბლიოთეკის ბიუჯეტის გაზრდის მიზნით ან.წ ერეთელი სხვადასხვა
ხერხს მიმართავდა. კერძოდ, ეწყობოდა საღამოები, კონცერტები, ფასაინი ლექციები,
რათა შესული თანხა მოხმარებოდა ბიბლიოთეკის გაძლიერებას. ასეთი
ბიბლიოთეკები საზოგადოებამ გახსნა თბილისის სხვადასხვა უბანში, ეგრეთვე,
ქუთაისში, ახალციხესა და ბათუმში.

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება უდიდეს მნიშვნელობას


ანიჭებდა სკოლის სახელმძღვანელოებისა და საკითხავი წიგნებისს შექმნის,
თარგმნისა და გამოცემი საკითხს. საზოგადოების შექმნის პირველივე წლებში გაზეთ
„დროებაში“ გამოცხადდა ოთხი სახის პრემია საუკეთესო სახელმძღვანელოების
შემდეგნთათვის სასოფლო სკოლებში გამოსაყენებლად: არითმეტიკის,
პირველდაწყებითი გეოგრაფიის, საქართველოს ისტორიისა და ბუნებისმეტყველეის
დარგში. 90-იან წლებში ივანე მაჩაბელს ეკუთვნის ინიციატივა პატარა ფორმატის
წიგნების დასაბეჭდად. „არა უდიდეს 40-50 გვერდისა, როგორც ბავშებისათვის, ისე
მდაბიო ხალხისთვის საკითხავად. ამ წიგნებში უნდა მოექცეს როგორც
ორიგინალური, ისე ნათარგმნი მოთხრობანი.“ [ჩხუტუნიძე 1980:124]

ცალკე აღნიშვნას მოითხოვს წერა-კითხვის საზოგადოების მიერ დაარსებული


სალიტერატურო ფონდი, რომლის უმთავრესი მიზანი ქართველ მწერალთა და
ლიტერატორთა წახალისება იყო. გრ. დადიანის პრემია, რომელიც 400 მანეთს
ითვალისწინებდა, მიეცემოდა იმ პირს, ვინც დაწერდა საუკეთესო თხზულებას: ა)
საქართველოს წარსულის შესახებ; ბ) ქართული ენის შესახებ; გ) ქართული ძველი ან
ახალი მწერლობის შესახებ.

გთავაზობთ პროექტის რამდენიმე მუხლს. „მუხლი სამი. თზულებას


საქართველო წარსული ცხოვრების შესახებ შეიძლება საგნად ჰქონდეს. 1)
პოლიტიკური ისტორია საქართველოს მთელი წარსული ცხოვრებისა, ანუ რომელიმე
მისი ეპოქის; 2) სოციალურ-ეკონომკური ისტორია სრული ან რომელსამე ეპოქის; 3)
საეკლესიო და საზოგადოდ სარწმუნოების ისტორია როგორც სრული, ისე რომელიმე
ეპოქისა; 4) სამხედრო ისტორია; 5) იურისპრუდენცია; 6) მითოლოგია.

მუხლი სამი. თხზულებას ქართული ენის შესახებ შეიძლება საგნად ჰქონდეს:


1) ისტორიული გრამატიკა ქართული ენისა: ეტიმოლოგია ან სინტაქსი; 2)
შედარებითი გამოკვლევა ქართული ენისშტოებისა; 3) გამოკვლევა ქართული ენისა
შედარებით უცხო ენებთან; 4) ქართული ენის შედარებითი ლექსიკონი, 5) ქართული
ენის განმარტებითი ლექსიკონი; 6) უცხო ენებთან მონათესავე ქართული სიტყვების
ლექსიკონი; 7) უცხო ენათაგან შემოსული სიტყვების ლექსიკონი.

მუხლი ოთხი. თხზულებას ქართული მწერლობის შესახებ შეიძლება საგნად


ჰქონდეს 1) ქართული მწერლობის სრული ან რომელსამე ეპოქის ისტორია; 2) ერთ-
ერთი მწერლობის დარგის სრული ან რომელსამე დარგის ისტორია; 3) ერთ-ერთი ან
რამდენიმე მწერლის ნაწარმოებთა სრული და ყოველმხრივი შესწავლა და
გამოკვლევა; 4) დამოკიდებულება ქართული მწერლობისა უცხო მწერლობაზე და
უკანასკნელის გავლენა პირველზე; 5) სახალხო სიტყვიერების გამოკვლევა.“
[ჩხიტუნიძე 1980:125]

ცნობილია, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ


დასახელებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შესთავაზა პეტებურგში მოღვაწე
ივანე ჯავახიშვილს. მისი საპასუხო წერილი აღფთოვანებას იწვევს. გთავაზობთ
უცვლელი სახით -„დიდად გმადლობთ თქვენც, საზოგადოების სხვა წევრებსაც იმ
წერილისთვის, რომლითაც თქვენ კეთილი ინებეთ და წინადადებას მაძლევთ ჩემი
ქართველი ერის ისტორია (ორივე ტომი) საპრემიოდ წარმოდგენილ თხზულებათა
სიაში მოვათავსო. მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, ამ თქვენი სურვილის აღსრულება არ
შემიძლია პრინციპული მოსაზრების გამო. პრემიები ყველგან და ჩვენშიაც,
რასაკვირველია, იმიტომ არის დაწესებული, რომ ახალგაზრდა მკვლევარნი ან
წააახალისონ ან ქონებრივი დახმარება გაუწიონ შრომის დასაბეჭდად და სამეცნიერო
მუშაობის გასაგრძნობად. მე ჩემდა საბედისწეროდ, ისედაც შეძლებისდაგვარად
ვმუშაობ და ჩემთვის არც რაიმე წახალისებაა საჭირო და არ ქონებრივი დახმარება:
უნივერსიტეტის დოცენტობა, თუმცა მე დიდსა არა, მაგრამ მაინც სახასრს მაძლევს.
ამისთანა პირობებში ზნეობრივად შეუძლებლად მიმაჩნია სხვებს, რომელებსაც
დახმარება და წახალისება სჭირიათ, შევეცილო. მე კარგად ვიცი, რომ საღვარგარეთ
და რუსეთშიც, და სხვა შესატყვის დაწესებულებებში ჩემზე უფრო ქონებრივად
უზრუნველყოფილ მეცნიერს წარუდგენია ხოლმე თავიანთი თხზულებანი. მაგრამ მე
ყოველთვის ასე ვფიქრობდი და ასე მგონია, არ აქ საქებარი არაფერია და მათს
მაგალითს მე ვერ წავბაძავ. აი, ის მოსაზრება, რომელიც მაიძულებს ჩემი
უკანასკნელი თხზულება საპრემიოდ არ გავიტანო.“

ნაშრომების შექმნის გარდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება


წაახალისებდა თარგმნელობით საქმიანობასაც. თარგმნიდნენ მსოფლიო
კლასიკოსებს. თარგმნელობითი მოღვაწეობით გამორჩეულები არიან ილია ჭავჭავაძე,
ივანე მაჩაბელი, ვაჟა-ფშაველა, აკაკი წერეთელი. ი. გოგებაშვილი. ისტორიას შემორჩა
ილია ჭავჭავაძის ერთგავარი რეცენზია შექმნილი ვაჟა-ფშაველას მიერ თარგმნილ
„ორლეანელ ქალზე“. მან შემდეგი სიტყვებით მიმართა გამგეობის წევრებს-
„თარგმანი „ორლანელი ქალისა“ მე არ მომეწონა. უმორჩილესად გთხოვთ გამგეობას
მარტო ჩემს აზრს არ დასჯერდეთ და სხვა ვინმემ განსაჯოს თარგმანი. ვაჟა-ფშაველა
ჩემს თვალში იმდენად პატივსაცემი მწერალია, რომ მისი ნაწერების დასაფასებლად
საკმაო არ არის მარტო ერთი კაცის აზრი და შთაბეჭდილება.“ [ჩხიტუნიძე 1980:129]

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ზრუნავდა ძველი ქართული


ლიტერატურის ძეგლების გამოცემაზე. ამ თვალსაზრისით გამორჩეულია
„ვეფხისტყაოსანის“ 1988 წლის გამოცემა, რომელსაც მიხ. ზიჩის 27 ილუსტრაცია
აფორმებს. აღსანიშნავია აგრეთვე, „ვეფხისტყაოსნის“ დამდგენი კომისიის
ფორმირება, რომელმაც ვახტანგ მეექვსის მოღვაწეობის შემდეგ უდიდესი მუშაობა
გასწია რუსთაველის უკვდავი ტექსტის შესწავლის საქმეში.
სამწუხაროდ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა
საზოგადოებამ სხვადასხვა მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო საკუთარი სტამბის
გამართვა. გ. ქართველიშვილმა საზოგდაოებას წიგნები გადასცა და მიმართა
სიტყვებით - „ახლა ჩემი სურვილია ეს წიგნები საზოგდოებას შევწირო და იმ
ფულით სტამბა გაიმართოს და ჩემი თვალით ვნახო ვიდრე ცოცხალი ვარ.“
[ჩხიტუნიძე 1980:129]

1882 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ


შეიმუშა პროგრამა „ხალხის სიტყვიერების ნაწარმოებების შეკრებისათვის.“
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხალხური სიტყვიერებისა და სიმღერის
ნიმუშების შეგროვება და გამოცემა საზოგადოების ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა.
წლების შემდეგ ხალხში გაბნეული მარგალიტების შესახებ აკაკი წერეთელმა
განაცხადა - „ქართული ენა ინახება მდაბიო ხალხში, რომელიც ჩვე არ ვიცით,
კაბინეტში მოგონილ სიტყვებს ყოველთვის სჯობს ის ბუნებრივი სიტყვები, რაც
ხალხში მოიძებნებოდა, ამიტომ საჭიროა ხალხური ზეპირსიტყვაობის შეკრება,
რომელიც აგვაცილებს თავიდან კაბინეტში მოგონილ უხერხულ სიტყვებს. ზეპირი
სიტყვაობის შედგენა იქნება პირველი ნაბიჯი ლექსიკონის შედეგნისაკენ.“
[ჩხიტუნიძე 1980:127]

„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ ,


თამამად შეიძლება ითქვას, რუსეთის განათლების სისტემის პარალელურად,
ფაქტობრივად იტვირთა განათლების დარგში ქართული სახელმწიფო პოლიტიკის
გატარების, ქართული განათლების სისტემის როლი, და უნდა ითვას, რომ ამ
საზოგადოების ყველა წევრს, რაციონალური, მიზანმიმართული და უანგარო
მოღვაწეობის შედეგად მან შთამომავლობას შეუნახა ქართული ენა, ქართული
დამწერლობა და მთელი ქართული კულტურა. ამდენად, ამ ორგანიზაციას, რომელიც
47 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქართული განათლების საქმეს, თამამად
შეიძლება ეწოდოს განათლების სისტემა. იგი საქართველოში საბჭოთა
ხელისუფლების დაყარების შემდეგაც , 1927 წლის ჩათვლით, ფუნქციონირებდა.“
[ჭკუასელი 2012:181]

You might also like