You are on page 1of 7

„სკოლა- მეცნიერების საწყისი“

„გელათის აკადემია- ევროპის ერთ-ერთი


უძველესი საგანმანათლებლო და სულიერ
ინტელექტუალური ცენტრი“

მონაწილე: ლიკა გვენეტაძე


სკოლა: ქ.ქუთაისის 30_ე საჯარო სკოლა
კლასი: 11
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ:598468968
gmail: likagvenetadze07@gmail.com
გამოყენებული ლიტერატურა:
1) სიმ. ყაუხჩიშვილი- გელათის აკადემია
2) ბაბილინა ლომინაძე- გელათი
3) გელათის მეცნიერებათა აკადემია- გელათი სხუა ათინადა მეორე
იერუსალიმი
4) დავითის ისტორიკოსი ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი
5) როინ მეტრეველი დავით მე-4 აღმაშენებელი
6) ზ. ავალიშვილი- ჯვაროსანთა დროიდან
7) ვ. ჩაკვეტაძე- გელათის აკადემია
8) მიხეილ ნიკოლეიშვილი- გელათის სახალხო აკადემია
9) გიორგი მჭედლიძე - გელათის მეცნიერებათა აკადემია, ისტორია
და დღევანდელობა
10) ლევან ტყეშელაშვილი- გელათი სხუა ათინა და მეორე
იერუსალიმი
11) გ. მჭედლიძე მერაბ კეზევაძე- ქუთაისის გაენათის ეპარქია
12) როინ მეტრეველი- დავით აღმაშენებელი
გელათი არის ქართველთა ყველაზე დიდი მეფის ერთ-ერთი უდიდესი ქმნილება.

დავით აღმაშენებლის დროს ერთიანი და ეკონომიკურად ძლიერი ფეოდალური


საქართველოს წინსვლა მის განათლება-კულტურაშიც გამოიხატა. საქართველოში მოხდა,
ქრისტიანული (ბიზანტიური) და მუსლიმანური კულტურების შერწყმა.

დავით აღმაშენებლის სახელმწიფოს ძლიერება არ შეიძლებოდა მხოლოდ იარაღზე


ყოფილიყო დამყარებული, მას სჭირდებოდა განათლებული და შემოქმედი ადამიანები,
რომლების საქართველოს აზროვნებისა და იდეების სფეროშიც მაშინდელი
ცივილიზაციის დონეზე დააყენებდნენ. ქვეყნის გაძლიერების უმნიშვნელოვანეს
კომპონენტს წარმოადგენენ განათლებისა და მეცნიერების დარგები, მათზე
დაყრდნობილი იყო მომავალი საზოგადოების იდეოლოგიური მხარდაჭერა და კადრების
მომზადება კულტურის რეპროდუქციისთვის. დავით აღმაშენებელი ისწრაფოდა ისეთი
საზოგადოების შესაქმნელად, რომელიც საერთო კანონებს დაექვემდებარებოდნენ,
უპირველ ყოვლისა საჭირო იყო ქვეყნის გაერთიანება და მტრებისგან საქართველოს
დახსნა, მაგრამ ამ მიზნებისთვის, რომ მიეღწია, აუცილებელი იყო ქვეყნის სულიერი
გარდაქმნა. ამიტომაც იყო, რომ მეფემ უპირველესი ადგილი დაუთმო უმაღლესი
სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების შექმნას, ქვეყანაში უნდა ყოფილიყო საჭირო
პირობები და მოთხოვნილებები, დავით აღმაშენებლის საქართველოში კი ეს პირობები
იყო. ქვეყანას გამოვლილი ჰქონდა ბრძოლის აგრესია და ახლა მშვიდობა სჭირდებოდა.

მან ამ მხრივ მრავალი რეფორმა გაატარა. თანამდებობიდან დაითხოვეს მაღალი რანგის


პირები, რომლებსაც ადგილები გვარიშვილობით და მამულებით ჰქონდათ დაკავებული
და თანამდებობები გადასცეს განსწავლულ და ღირსეულ პიროვნებებს. პირველი
ვეზირობა მიაკუთვნა მწიგნობართუხუცესს. შექმნა უმაღლესი სასწავლებლები,
რომელთაგან ყველაზე დიდი მნიშვნელობით გელათის აკადემია გამოირჩეოდა.

გელათის აკადემია საქართველოს ცენტრალურ სამეცნიერო დაწესებულებად


ითვლებოდა, რომელზე დაყრდნობითაც სამეფო ხელისუფლება თავის მიზანს
ახორციელებდა. ისეთი ცენტრის შემქნას, როგორც დავით აღმაშენებლის ისტორიკოს
გადმოგვცემს პოლიტიკური დანიშნულებაც ჰქონდა, იქ მოღვაწე სასულიერო პირები
ჩართული იყვნენ ქვეყნის მართვაში, სამართალწარმოებაში და სამხედრო პოლიტიკურ
ცხოვრებაში. ამის მაგალითია გიორგი ჭყონდიდელი.

გელათის აკადემიის შექმნა არ იყო შემთხვევითი, მას წინ უძღოდა მწერლობის,


მეცნიერების, კულტურის და მეურნეობის დარგებში ქართველი ხალხის მიერ მრავალი
საუკუნის მანძილზე შექმნილი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა. ასეთი ცენტრი
შექმნისთვის, საჭირო იყო სწავლული და ზნეობრივად ჯანსაღი ადამიანები ისე
მატერიალური შესაძლებლობა.

საქართველოში რომელიც პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად მჭიდროდ


იყო დაკავშირებული მახლობელი აღმოსავლეთის, როგორც მაჰმადიანური ასევე
დასავლურ ქრისტიანულ ქვეყნებთან, მნიშვნელოვან ეკონომიკურ წინსვლას ჰქონდა
ადგილი. იმ პერიოდში მკვეთრად იმატა მოსახლეობის რაოდენობამ. განვითარდა
სოფლის მეურნეობა, ხელოსნობა. გაიზარდა ვაჭრობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე
გარეთ.
11-12 საუკუნეების განმავლობაში საქართველო ბიზანტიით დაინტერესებულია.
ბიზანტია როგორც ქრისტიანული სახელმწიფო გავლენას ახდენდა ჩვენს ეკლესიაზე და
კულტურაზე. საერთო იყო განვითარების გზები, რომელიც თითქმის ერთდროულად
დაისახა დასავლეთის ქვეყნებმა და საქართველომ. საქართველოს, ბიზანტიას და
საბერძნეთს აერთიანებდათ საერთო ევროპული ხასიათი, რელიგია და ხშირ შემთხვევაში
მტერი. დავითმა კარგად გამოიყენა იმ დროს დაწყებული ჯვაროსნული ლაშქრობები,
თურქეთი დასუსტდა და ამით ისარგებლა, რომ საბოლოოდ გათავისუფლებულიყო
მტრისგან.

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი გელათს უწოდებს: „ ყოვლისა აღმოსავლეთისა


მეორედ იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღურად სწავლულებისად,
სხუად ათინად, ფრიად უაღრეს მისსა საღმრთოთა შინა წესთა.“

გელათი დახასიათებულია როგორც მეორე იერუსალიმი და სხვა ათინა. იერუსალიმი-


ქრისტიანული რწმენის, ათინა კი ცოდნის, მეცნიერების სიმბოლოდაა აღებული.

„რა არის საერთო ათენსა და იერუსალიმს შორის, აკადემიას და ეკლესიას შორის?

ქრისტიანული აზროვნება მოითხოვდა, რომ ლოგიკურ აზროვნებას ადგილი დაეთმო


რწმენისთვის, რადგან სწორედ ლოგიკური აზროვნების დროს იბადებოდა მწვალებლური
აზრები და ეროტიკული მიმდინარეობები. ხოლო მაშინ როდესაც ჩამოყალიბდა გელათის
საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლა, იმ ეპოქაში სიმბოლურად შედარებული
იყო ათენსა და იერუსალიმს, ცოდნასა და რწმენას.“( გელათის მეცნიერებათა აკადემია)
თუმცა სწორედ ცოდნას მივყვართ ჭეშმარიტ რწმენამდე.

საქართველო ქრისტიანული ქვეყნებიდან შორს მდებარეობს, გელათს აღმოსავლეთში


ათენობა და იერუსალიმობა უნდა გაეწია. დავითმა ეს იცოდა. გელათს კი ეს
დანიშნულება უფრო მეტ ვალდებულებებს ჰკიდებდა.

„ თუმცა გელათს ორგანული კავშირი ჰქონდა დასავლურ ცივილიზაციასთან, გელათი


კულტურის ახალი ცენტრი „ახალი რომი“ შენატროდა ელადას“ (მჭედლიძე)

ამით წარმოჩნდება გელათის ადგილი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ


ევროპაში.

სწავლა-განათლების ის სისტემა, რომელიც 11-12_ე საუკუნეების საქართველოში


ჩამოყალიბდა, ქრისტიანულ იდეოლოგიას ეფუძნებოდა და მისი მთავარი ამოცანაც
რწმენის საფუძვეზე აღზრდილი განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბება იყო.
გელათის აკადემია დაარსებული უნდა იყოს 1106-1110 წლებში, ტაძრის მშენებლობის
დასრულებამდე, მთელი კომპლექსი დემეტრე პირველის დროს დასრულდა.

გელათში არსებულ განათლების და კულტურის კერას ჰქონდა სასწავლო ტექნიკური


ბაზა, ჰყავდა მოწაფეები, ჰყავდა მაღალკვალიფიციური მოძღვრები. ეს იყო უმაღლესი
სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი.

გელათში სწავლა მიმდინარეობდა შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი trivium-


quadrivium ( „შვიდი თავისუფალი ხელოვნება“) სისტემით. ამიტომ გელათის
მთარგმნელობითი და ლიტერატურულ-ფილოსოფიური საქმიანობა უნდა შევაფასოთ
ევროპის(ძირითადად ბიზანტიის) საგანმანათლებლო ცენტრების პარალელებით.
„ პირველი სამი დისციპლინა trivium შუა საუკუნეების სასწავლო სისტემაში პირველ
საფეხურად ითვლებოდა, ხოლო დანარჩენი ოთხი, quadrivium, შემდგომი საფეხურის
დისციპლინათა ციკლს წარმოადგენდა“ (ს.ყაუხჩიშვილი)

Trivium- ში შედის გეომეტრია, არითმეტიკა და მუსიკა

Quadrivium-ში რიტორიკა, გრამატიკა, ფილოსოფია და ასტრონომია.

გელათის აკადემიის უფროსი იყო მოძღუართ-მოძღუარი, იგივე თანამედროვე რექტორი,


რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.

„დავით აღმაშენებელი თვითონაც ძალიან განათლებული ადამიანი იყო და ერის


განათლებაზეც ზრუნავდა. მან ცოდნის მიღების მიზნით 40 ბავშვი აარჩია და
საბერძნეთში გაგზავნა, რათა ესწავლათ ენები, შეესრულებინათ თარგმნები და
ჩამოეტანათ, რაც გააკეთეს კიდევაც, სამი ამათგანი შემდეგში ცნობილი გახდა თავისი
მოღვაწეობით.“ ( მსოფლიო ისტორია ვარდან ბარძვერდეცი)

გელათის აკადემიიდან გამორჩეული სწავლულები იგზავნებოდნენ ბიზანტიის მანგანის


აკადემიაში, ათონში-საბერძნეთში, ჯვრის მონასტერში-პალესტინაში, შავ მთაზე-სირიაში.

მანგანის აკადემია დაარსა იმპერატორმა კონსტანტინე მე-9 მონომახოსმა 1045 წელს.


მანგანის აკადემიის დანიშნულება იყო ანტიკური აკადემიის ტრადიციების აღორძინება.
ის იმ დროისთვის განათლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრად ითვლებოდა.
საქართველოდან მანგანის აკადემიაში წარგზავნილი ახალგაზრდები სპეციალურ და
ფილოსოფიურ ცოდნასა და ჩვევებს იღებდნენ. მანგანის აკადემიაში უნდა ესწავლათ:
არსენ იყალთოელს, იოანე პეტრიწს, იეზიკიელს, იოანე ტარიჭისძეს და სხვებს.

დავით მეფე სერიოზულად ეკიდებოდა აკადემიისთვის პედაგოგიური კადრების


შერჩევას, რადგან უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სასწავლო დაწესებულებებისთვის
აღმზრდელის განსწავლულობა და მორალური სახე.

დავითის ისტორიკოსი წერს: „ ყოველგნით შემოკრიბა სწავლული ხალხი, არა მარტო


საქართველოდან, არამედ უცხოეთიდანაც და მოიყვანა გელათში სამუშაოდ.“

დავითის მიერ მოწვეული სწავლულები ლიტერატურულ და მეცნიერულ მოღვაწეობას


ეწეოდნენ. მათ გელათში ის ცოდნა ჩამოიტანეს, რომელიც იმ დროს ბიზანტიის მაღალ
საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ-კულტურულ კერებში იყო. აგრეთვე შეგვიძლია
ვივარაუდოთ, რომ არა მარტო ცოდნა არამედ სასწავლებლის სახელწოდება „ აკადემიაც“
აქიდან მოდის. „აკადემიად მისი სახელდება მე-20 საუკუნეში მოხდა“. (მჭედლიძე)

გელათის მონასტერი აღჭურვილი იყო გასამართლების უფლებითაც, მას ჰქონდა


სასამართლო შეუვალობა და საკუთარი წესდება „გელათის იადგარი.

მე-12 საუკუნის 10-იან წლებში გელათის აკადემიაში აღმაშენებელს სამოღვაწეოდ


მოუწვევია იოანე პეტრიწი და ისიც მთელი მონდომებით შესდგომია მოღვაწეობას.
პეტრიწს უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული მანგანის აკადემიაში. ამის გარდა
მოღვაწეობდა პეტრიწონის( ბულგარეთის) აკადემიაში და ამ გამოცდილებას ის
გამოიყენებდა გელათში. ამის გარდა პეტრიწი იცნობდა სამედიცინო დარგსაც და დიდ
ყურადღებას აქცევდა ადამიანის ჯანმრთელობას, ვარაუდობენ, რომ შესაძლოა გელათის
აკადემიაში მედიცინაც ესწავლებინათ, რომელიც იმ დროს არცერთ სასწავლებელში არ
ისწავლებოდა.

1114 წელს გელათის აკადემიაში მოღვაწეობა დაიწყო ქართველმა სასულიერო მოღვაწემ,


ფილოსოფოსმა, მწერალმა და ჰიმნოგრაფმა არსენ იყალთოელმა. დადასტურებულად
ითვლება რომ გელათში შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა, ქართველი მგოსანი იოანე
შავთელი. აგრეთვე რუსუდან მეფის თანამედროვე, განათლებული პიროვნება არსენ
კათალიკოსი, მე-13 საუკუნის შუა წლებში მეცნიერულ შრომას ეწეოდა პეტრე გელათელი.

გელათის სკოლა აქვთ გავლილი: დავითის ისტორიკოსს, იოანე შავთელს, პეტრე


გელათელს, იეზიკიელს არსენ ბულმაისამისძეს, ნიკოლოზ გულაბერიძეს და სავარაუდოა
ქართველ უდიდეს მწერალსა და მგოსანს შოთა რუსთველს.

გელათის აკადემიაში ქართული მეცნიერების და კულტურის ყველაზე მეტად


გამოჩენილი პირები მოღვაწეობდნენ, რამაც მისი როგორც უმაღლესი სასწავლებლის
მნიშვნელობა გაზარდა და ავტორიტეტული გახადა.

გელათის აკადემია მნიშვნელოვანია მისი როლით წიგნების გადაწერაში და თარგმნაში.


იწერებოდა ხელით მრავალი ისტორიული, ფილოსოფიური და ლიტერატურული
ნაშრომები. აქ თარგმან იოანე პეტრიწმა ბერძნული ენიდან ქართულად არისტოტელეს,
ფლავიოსის, დიადოხოსის, ემესელის და სხვათა ნაშრომები. თარგმნას სჭირდებოდა
ბერძნული ენის ცოდნაც, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ გელათში ბერძნულ ენასაც
ასწავლიდნენ. მე-17 საუკუნის ცნობით გელათს ძალზედ მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონია,
სადაც მრავალი საეკლესიო და საისტორიო წიგნი ყოფილა დაცული.

მე 12-13 საუკუნეებში საქართველოში დაწინაურებული იყო ასტრონომიული


მეცნიერებაც. ფიქრობენ, რომ გელათის ტერიტორიაზე იყო ობსერვატორია, სადაც
დაკვირვებები და კვლევები ხორციელდებოდა. გელათის მონასტერს და აკადემიას
მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ფერწერის განვითარების საქმეში . გელათის
მონუმენტური მოზაიკური მხატვრობა წარმოადგენს მოწიფული ხელოვნების იშვიათ
ნიმუშს, ცნობილი მკვლევარები და მოგზაურები გელათის მოზაიკურ მხატვრობას
უტოლებენ კიევის სოფიის, ვენეციის წმ. მარკოზის სახელობის და სხვა ქვეყნების
ტაძრების მოზაიკურ მხატვრობას.

გელათის მონასტერ მრავალი სიწმინდე და ძვირფასეულობა შესწირეს ქართველმა მეფე-


დიდებულებმა, რომელიც შემდეგ მათი სამუდამო განსასვენებელი შეიქმნა. გელათი
ფლობდა უზარმაზარ მიწებს და ძვირფასეულობებს. გელათში შენახული იყო ხახულის
ღვთისმშობლის, აწყურის ღვთისმშობლის და ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატები.

გელათის აკადემიის მნიშვნელობა დიდია ქუთაისის კულტურული დაწინაურების


საქმეში. ყველა ის დარგი რაც ისწავლებოდა გელათის აკადემიაში, ინერგებოდა
ქუთაისში. დავით აღმაშენებლის გელათის აკადემიამ ძირითადი საქმიანობა მე-16
საუკუნეში შეწყვიტა, თუმცა მე-16-18 საუკუნეებში ცალკეულ დარგებში წინსვლის
პროცესი ისევ გრძელდებოდა. შემდეგ საუკუნეებში იყო რამდენიმე მცდელობა აკადემიის
აღდგენის, თუმცა არ გამართლდა.

ერთიანობაში, გელათის აკადემია, რომლის შექმნა განპირობებული იყო ქვეყნის მიერ


მიღწეული განვითარების მაღალი დონით და დაარსების საჭრიროებით წარმოადგენდა
მაღალ იდეოლოგიურ და კულტურულ ცენტრს შუა საუკუნეების ფეოდალურ
საქართველოში და მთელ ევროპაში. მაშასადამე გელათის აკადემია ნამდვილად არის
ევროპის ერთ ერთი უძველესი საგანმანათლებლო და სულიერ-ინტელექტუალური
ცენტრი.

You might also like