You are on page 1of 7

ილია ჭავჭავაძის ბიზნეს

აზროვნება – პირველი ქართველი


ბანკირი და უკანასკნელი ბანკი
კერძო ინტერესების გარეშე
• ილია ჭავჭავაძე 1837 წლის 27 ოქტომბერს, სოფელ ყვარელში, თავადის ოჯახში
დაიბადა. „სწავლა 8 წლისამ დავიწყე, ჩვენი სოფლისავე მთავარ დიაკვანთან (..),
ვსწავლობდი ამავე ჩემ სამშობლო სოფლის გლეხკაცების შვილებთან , რამდენადაც
მახსოვს, ხუთნი თუ ექვსნი იყვნენ. მეთერმეტე წელში რომ გადავდექი , მამამ ქალაქში
წამიყვანა და მიმცა რაევსკისა და ჰაკკეს პანსიონში . 15 წლისა ვიყავი , როცა ამ პანსიონიდან
ტფილისის გიმნაზიაში შევედი. მეოთხე კლასში მიმიღეს და ბინით კი ისევ პანსიონში
ვიყავი… გავათავე მერვე კლასი, მხოლოდ საბოლოო ეგზამენი აღარ დავიჭირე და 1857
წელს პეტერბურგის უნივერსიტეტში შევედი იურიდიულ ფაკულტეტის მაშინდელ
კამერალურს განყოფილებაზედ“, – წერს ილია ავტობიოგრაფიაში.. სწორედ ამ წელს იწყება
მისი სალიტერატურო მოღვაწეობა, როცა „ცისკარში“ დაიბეჭდა მისი რამდენიმე ლექსი .
• ილია ჭავჭავაძე – ადამიანი, რომელმაც ქართველი ერის მოძრაობის
თანმიმდევრული და დამაჯერებელი კონცეფცია, ერთგვარი რეცეპტი
შექმნა ეროვნული ჩაგვრისგან თავისუფალი და სოციალურად
თანასწორი საზოგადოებისთვის. მისი განმანათლებლური იდეების,
პუბლიცისტიკის, მწერლობის, პოეზიისა თუ სოციო-კულტურული და
ეკონომიკური როლის ერთ სტატიაში მოქცევა რთული იქნება.
ამიტომაც, წარმოგიდგენთ მას ნაკლებად ცნობილი, ერთი
მიმართულებით – ბიზნეს აზროვნების ჭრილში, როგორც პირველ
ქართველ ბანკირს, რომელმაც შექმნა საბანკო დაწესებულების მიერ
კერძო ინტერესების უარყოფის პირველი და უკანასკნელი
პრეცედენტი საქართველოში. უფრო კონკრეტულად კი, საფუძველი
ჩაუყარა პირველი ქართული ბანკის საზოგადო ღირებულებებს და 32
წლის განმავლობაში მართა ბანკი, რომელიც ილია ჭავჭავაძისთვის
იყო „ის მოედანი, რომელზეც უნდა აღიზარდოს, ფეხი აიდგას,
გაიწურთნოს, გაინავარდოს ჩვენმა თვითმოქმედებამ, ჩვენმა
ზნეობრივმა ძალ-ღონემ. ვისაც ჩვენი ქვეყანა გულწრფელად
უყვარს და ჩვენთვის კეთილი არ შურს, ის დიდის სიფრთხილით,
დიდის მოსაზრებით უნდა ეკიდებოდეს ყოველს საგანს, ყოველს
აზრს ბანკის შესახებ“.
• პირველი ქართული ბანკის ისტორია კი ასე დაიწყო:
გლეხების ყმობიდან გათავისუფლებისათვის უმაღლესმა
ხელისუფლებამ მემამულეებს მისცა გარკვეული თანხა.
სწორედ, ამ თანხის ნაწილის საფუძველზე საზოგადო
მოღვაწემ – დიმიტრი ყიფიანმა, წამოაყენა ბანკის
დაარსების იდეა, მანვე შეიმუშავა ბანკის საგანგებო
წესდების პროექტიც, რომელიც თბილისის გუბერნიის
თავადაზნაურობის კრებამ 1867 წლის 6 მაისს ერთხმად
მოიწონა, ხოლო 8 მაისის სხდომაზე შეირჩა ბანკის
საბოლოო წესდების პროექტის შემმუშავებელი
სარედაქციო კომიტეტი, გრიგოლ ორბელიანის, დიმიტრი
ყიფიანის, ილია ჭავჭავაძისა და სხვათა შემადგენლობით .
სწორედ, ამ დღიდან იწყება ილია ჭავჭავაძის ბრძოლა
პირველი ქართული ბანკის საზოგადო
ინტერესებისთვის.
ილიას მიზანი
• ილიას მიზანი, გარდა გონივრული კრედიტით ქვეყანაში წარმოების გაძლიერებისა, განათლების მიმართულებისა თუ
სხვადასხვა საზოგადოებრივი ღონისძიებების საჭიროებების ფინანსური მხარდაჭერა, ეროვნული საქმის კეთება იყო,
რასაც პირველი ქართული ბანკი ასე წარმატებით ახერხებდა. ბანკთან შეიქმნა საგანგებო ფულადი ფონდი „საერთო-
სასარგებლო კაპიტალის“ სახელწოდებით, რომლის პირდაპირი დანიშნულება იყო ქართული სკოლების,
საზოგადოებრივ-კულტურული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, სხვადასხვა ეროვნული მნიშვნელობის
ღონისძიებების ფულადი დახმარება. ბანკის პირველი წესდების (1874წ.) მიხედვით აღნიშნულ ფონდში გადაირიცხებოდა
წმინდა მოგების 40%, ხოლო 1881 წლიდან – 35%. აღსანიშნავია, რომ ბანკმა ილიას 32 წლოვანი ხელმძღვანელობის
პერიოდში, სულ 2 მილიონამდე მანეთი გასცა მსგავსი საზოგადოებრივი საჭიროებების მხარდასაჭერად.
• გმადლობთ ყურადღებისთვის
• პრეზენტაციაზე მუშაობდა: რაშოევა სოფია 12ბ კლასის მოსწავლე

You might also like