You are on page 1of 4

ნორა აშორტია

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე თავის ნაწარმოებში „რჩეული მოგონებები“ გვესაუბრება ეროვნულ

ცნობიერებაზე და კაცობრიობის თვითშეგნების კონცეფციაზე. გვინმარტავს თითოეულ


მათგანს. ყველასთვის ცნობილია, რომ ილია ჭავჭავაძის პერსონა ქართული
სახელმწიფოსთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს.
ილია ჭავჭავაძე გვასწავლის ისეთ მიდგომას, რომელიც აუცილებელია ჩვენს
ცხოვრებაში. ეს მიდგომა გვეხმარება ნებისმიერი მოვლენისადმი. ის გვიხსნის, რომ
ცნობიერ მიდგომა გვიუმჯობესებს ცხოვრებას. თითოეული მოვლენის შესწავლა,
გააზრება და შემდეგ ყოველივედან დასკვნის გამოტანა ცნობიერი მიდგომის
აუცილებელი ნაწილია. ილიას იდეები ქვეყნის განვითარებას ემსახურებოდა. ილია
ჭავჭავაძისთვის მთავარი იყო და ეს ერთდგავრი მიზანი იყო „სწავლა და გონიერება
უგუნურების ნაცვლად, სულიერება უსულობის ნაცვლად, თავდადება თავკერძოების
ნაცვლად.“ და ა.შ. (ჭავჭავაძე 2017, 445) ყოველივე ეს აუცილებელია იმისთვის, რომ
ქართველობა ჩამოყალიბდეს თანამედროვე საზოგადოებად და ერად. ილია ჭავჭავაძე
ქართველ ხალხს ასწავლის თანამედროვე მსოფლიოში ადგილის დამკვიდრებას, ასევე
ერთიანობას, თავისუფლებას. როცა ერი ერთიანია, შემდგომ თავისუფალი, მას წინ
ვერაფერი გადაეღობება. ილია ჭავჭავაძისთვის ქართული ცნობიერების, და ზოგადად
ეროვნული ცნობიერების გაღვიძებისთვისა და დამკვიდრებისთვის რამდენიმე ფაქტორს
მიიჩნევდა. მათ შორის ერთ-ერთი არის, თეატრი. სწორედ ამიტომ, მან თეატრსაც ჩაუყარა
საფუძველი. „ივერია“ პირველი გაზეთი, რომელიც ილია ჭავჭავაძის წყალობით დაარსდა,
აქ იბეჭდებოდა ისეთი ინფორმაციები, როგორიცაა საერთაშორისო უერთიერთობები,
პედაგოგიკის, თუ პროფესიული მუსიკის საკითხები. ამავდროულად, საჭირო იყო
უცხოელებთან ურთიერთობისა და მათი გამოცდილების გაზიარება. ილიას თქმით,
საქართველომ უნდა მოახერხოს მომავლის პერსპექტივის შექმნა და განვითარება. ილია
ჭავჭავაძე ისახავს ისეთ განკერძოებულ მიზნებს, რომლებიც უშუალოდ ქართველებს
ეხებათ. და ამ ყველაფერს ის გზავნილად უტოვებს ქართველ ერს. ქართველებმა უნდა
გაითავისონ, და გაიხსენონ ისეთი საქართველო, რომელიც მტერს ხმლით ებრძოდა და
არაასდროს ნებდებოდა და რომელიც მუდამ მტკიცედ იდგა, მაგრამ დღესდღეისობით
ასეთი საქართველო აღარ არსებობს. ქართველებმა უნდა გააცნობიერონ ის ფაქტი, რომ
დამპყრობლებთან ურთიერთობისას ასეთ პერიოდში ცოდნაა მთავარი. ცოდნით
შეიძლება გამარჯვება. „ძმებს ძმურად უნდა დავხვდეთ ყველგან და ყოველიფერში.“
(ჭავჭავაძე 2017, 452) სახელმწიფოს დიდი მნიშნელობა აკისრია ერის ცნობიერების
განვითარებაში. მან ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებას ამ მხრივ. თუნდაც წახალისების
გზით. განათლებაა უმთავრესი პირობა ილიასთვის. როცა ქვეყანაში განათლებაა,
შესაბამისად მისი შედეგი იქნება ეროვნული ცნობიერებისა და თვიშეგნების ამაღლება და
ეს პროგრესის მომტანია. რატომ არის განათლების პრობელმა ასეთი თვალსაჩინო? ილია
გვესაუბრება იმ პერიოდზე სადაც განათლების მიღება ძალიან რთული იყო და ეს
მხოლოდ წარჩინებული ადამიანების შვილებს შეეძლოთ. ქვეყნის მოსახლეობა ცოდნის
მიღმა რჩებოდა. ცოდნით მიიღწევა ადამიანის თვითშეგნება. როცა ადამიანი სწავლობს,
რამეს მისი თვითშეგნება უმჯობესდება. იმენდან პრობლემატიური იყო ეს საკითხი
გასულ საუკუნეში, ხალხს თავის დაცვა არ შეეძლოთ, რადგან თავის დაცვის ერთ-ერთი
იარაღი ცოდნაა.
ილია ჭავჭავაძე არის ღირსეული ქართველი, პატრიოტი, რომელიც
ქართველებისთვის და ზოგადად ქართული სახელმწიფოსთვის დიდ მნიშვნელობას
ატარებს. როგორც ვიცით ილიასთვის დამახასიათებელია პუბლიცისტური სტილის
ხასიათის ტექსტები, სადაც საუბრობს ქვეყანაში არსებულ პრობელემებზე და მოგვართავს
ჩვენ, რათა გადავჭრათ ეს პრობლემა, მანამდე კი გავიაზროთ. ილიასთვის
დამახასიათებელია რიტორიკული შეკითხვები. ილია ატარებს
აზრობრივმსოფლმხედველობრივ სამუშაოს. ის პირველი ლიბერალი ქართველია,
რომელიც თანამედროებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. მან წამოჭრა ქართველ ერში
ბევრი პრობლემატური საკითხი. როგორც ვიცით, ილია მხარს უჭერს პიროვნების
უფლებებს. რას გულისხმობს ეს? ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა მიიღოს ცოდნა, შეიქმნას
ცხოვრებისეული გარემო, კეთილდღეობა, და ასევე იშრომოს თავისი თავისა და ოჯახის
საკეთილდღეოდ. როცა პიროვნებამ იცის, რომ დაცულია მისი უფლებები, ის იმთავითვე
იწყებს სხვისი უფლებების დაცვასაც. ილია ჭავჭავაძე პუბლიცისტურ წერილებში ქმნის
სამოქალაქო აზროვნების სივრცეს. ამასთანავე უხსნის ქართველებს თუ როგორი საშიშია
იზოლაცია. ერმა უნდა გააცნობიეროს თავისი არსებობა საერთაშორისო სივრცეში და
ამასთანავე სხვა ქვეყნებაც უნდა შეიცნოს მისი ეს არსებობა. დანამდვილებით შეგვიძლია
ვთქვათ, თუ რა ღირებულებები გააჩნია ილია ჭავჭავაძეს ქართველი ერისთვის. ის
ადამიანია, რომელმაც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისთვის ქართველებისთვის
დაენახებინა მათი უმთავრესი პრობლემა. მან შექმნა საქართველოს თანამედროვე სახე. და
ამავდროულად „თანამედროვე ეროვნული იდენტობა.“ ილია ჭავჭავაძეს დიდი როლი
მიუძღვის ქვეყნის ასეთ ჩამოყალიბებაში. მან ქართველ ხალხს განუსაზღვრა ეროვნული
თუ პიროვნული ფასეულობები. ილიას შემოქმედება ძვირფასია საქართველოსთვის და ის
არასოდეს კარგავს აქტუალობას. რადგან ილიასეული პრინციპები მუდამ თანამედროვეა
და მისი ნააზრევი მომავალ თაობას ეხმარება რომ ჰპოვონ თვითგადარჩენისა და
თვითგანვითარების, ცნობიერებისა და თვითშეგნების გზები.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ილია ჭავჭავაძე რჩეული წერილები“ წიგნში შესავალი თანამედროვე


აზროვნებაში 2, 445-536. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცებლობა,
2017.

You might also like