You are on page 1of 3

მარიამ ბულია

ბილინგვური განათლების სისტემა


დღეს ჩვენს საზოგადოებასა და განათლების სისტემაში მწვავე დისკუსიის თემაა ბილინგვიზმის
საკითხი.თუმცა, სანამ უშუალოდ პრობლემას შევეხებოდე, საჭიროა გავიგოთ რა არის ბილინგვიზმი. ეს
არის უნარი ფლობდე და იყენებდე ორ ენას სრულყოფილად. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით
განათლების ეს მოდელი ადამიანზე და საზოგადოებაზე მხოლოდ დადებითად და სასარგებლოდ
მოქმედებს,საზოგადების ერთი ნაწილი მაინც მიიჩნევს ,რომ ბილინგვიზმს აქვს უარყოფითი მხარეებიც.
ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი მოსაზრება და ლიტერატურა არსებობს. მოცემული რეფერატის
მიზანი კი ამ თვალსაზრისების წარმოჩენა და მათი შეჯერებაა. რეფერატში განვიხილავ შალვა
ტაბუცაძის, ირინა ბაგაურის, კახა გაბუნიას, ჰორბერგერის, ვარგეისა და ტრილოსის შეხედულებებს.

შალვა ტაბატაძე ბილინგვურ განათლების სამ ძირითად მიმართულებას გამოყოფს. პირველი-


სუბმერსიაა, რაც გულისხმობს, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობაში მყოფი
მოსწავლეები იღებენ განათლებას სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებში და სწავლობენ
სახელმწიფო ენას. მეორე არის ბილინგვური განათლების ოთხი სუსტი პროგრამა, ხოლო მესამე
მიმართულებაში ტაბატაძე ასახელებს ორ ძლიერ პროგრამას.

ავტორი ყურადღებას ამახვილებს მშობლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების როლზე.


მშობლები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ბილინგვიზმის დადებითი და უარყოფითი მხარეების
შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება შეასწავლონ შვილებს ბილინგვური
მეთოდით თუ არა. ავტორის აზრით, სკოლის ხელმძღვანელობამ კარგად უნდა შეისწავლოს
ბილინგვური სწავლების სტრატეგიები და გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა
მასწავლებლებს. შალვა ტაბატაძე ასევე მიუთითებს,რომ სკოლის ხელმძღვანელებს უნდა ჰქონდეთ
ლიდერთა თვისებები,მართვა-ადმინისტრირების უნარები,რათა, ერთი მხრივ, ჩამოაყალიბონ თუ
სწავლების რა მეთოდს აირჩევს სკოლა, შეიმუშავონ სასწავლო გეგმა და მეორე მხრივ, მოიძიონ
ფინანსურ-მატერიალური სახსრები არჩეული სწავლის მეთოდის სწორი და პროდუქტიული
რეალიზაციისთვის.

რაც შეეხება ირინა ბაგაურის აზრს, იგი გამოყოფს ბილინგვური განათლების ძლიერ და სუსტ
ფორმებს. მის მიერ დასახელებული სუსტი ბილინგვური განათლების ფორმა განკუთვნილია ორენოვან
გარემოში მცხოვრები მოსწავლეებისთვის. ხოლო ძლიერი ფორმა,მისი აზრით, მიმართულია იმ
მოწაფეებისთვის,რომლებმაც უნდა შეინარჩუნონ ეროვნული,მშობლიური ენა და ამასთანვე
შეისწავლონ ახალი,უცხო ენა.

საინტერესოა, რომ ბაგაური გამოყოფს ბილინგვური განათლების ტრანზიტულ და


შემნარჩუნებელ სახეებს. იგი ბილინგვიზმს მხოლოდ საგანმანათლებლო ჭრილში როდი
განიხილავს. ,,სოციოკულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორები
მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბილინგვური განათლების ფორმირებაში''. (ირინა ბაგაური
სუბმერსია – ბილინგვური განათლების სუსტი პროგრამა. დაბეჭდილია ჟურნალში
„ბილინგვური განათლება“, #1, 2010 გვ.22-23)

ავტორი სუბმერსიას განიხილავს,როგორც ბილინგვური განათლების სუსტ პროგრამას. სუბმერსია


მოიცავს იმ ეთნიკურ უმცირესობაში მყოფ მოსწავლეებს,რომლებმაც სწავლა უმრავლესობის ენაზე
დაიწყეს. მათი მიზანია, უმცირესობამ რაც შეიძლება მალე შეისწავლოს სახელმწიფო ენა,რათა შეძლოს
უმრავლესობასთან ინტეგრირება და კომუნიკაცია. სუბმერსიაა,როცა
უმცირესობის წარმომადგენლები უმრავლესობასთან ერთად სწავლობენ.

განვაგრძობ კახა გაბუნიას დამოკიდებულებების ანალიზით, რომელიც მიიჩნევს, რომ ბილინგვური


განათლების ეფექტურობა სრულებით დამოკიდებულია ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე. არასწორად
შერჩეული განათლების მოდელი უარყოფით შედეგებს გამოიღებს. გაბუნიას აზრით, ყველაზე
პროდუქტიული არის მეორე ენის შესწავლა შინაარსზე დაფუძნებით. ავტორს მოჰყავს მაგალითი,
რომელიც ნათლად გვიჩვენებს იმ მეთოდს, რომლითაც ბილინგვური განათლება დადებით შედეგს
გამოიღებს- მასწავლებელმა უნდა ახსნას გაკვეთილი ერთ ენაზე,ხოლო სხვა აქტივობები მეორე ენაზე
განახორციელოს. ამ პრაქტიკით ენათა ფუნქციები საგაკვეთილო პროცესში შეიცვლება,რაც მისი აზრით,
საკუთარი ენის შენარჩუნებისა და სხვა ენის დაუფლებისთვის საუკეთესო გზაა.

შევეხოთ უცხოელ მწერლებს და მათ აზრებსაც. ჰორბერგერი მიიჩნევდა,რომ ბილინგური განათლება


უფრო მეტად რესურსია, ვიდრე პრობლემა. იმავეს აღნიშნავს შალვა ტაბატაძეც, როცა
საგანმანათლებლო დაწესებულებებს რესურსების მოძიებაზე მიუთითებს. ვარგესი გამოყობს
ბილინგვური განათლების ორ მიმართულებებს რაც მდგომარეობს შემდეგში-პირველი ეს არის,როცა
მშობლიური ენიდან სხვა ენაზე გადადის მოწაფე,ხოლო მეორე მიდგომაა ორი ენის ერთდროულად
სრულყოფილი შესწავლა.

ყველაზე ნათლად ბილინგვიზმის დადებით მხარეს, ალბათ, ტრილოსი წარმოაჩენს,რომელიც


გამოყოფს ხუთ მთავარ მიზანს თუ რატომაც არის ბილინგვური განათლება სასარგებლო. ეს მიზეზებია,
რომ ადამიანს ექნება უნარი თავი იგრძნოს საზოგადოების სრულყოფილ წევრად, ადამიანს თავისთავად
შეეძლება ორ ენაზე თავისუფლად მეტყველება და ურთიერთობა, ეზიარება ორ განსახავებულ
კულტურას, კეთილგანწყობას მოიპოვეს განსხვავებული,უცხო კულტურის ხალხების მხრიდან,
ეთნიკური უმცირესობისთვის შექმნილი იქნება თანასწორი,ტოლერანტული გარემო. ტრილოსისთვის
უმნიშვნელოვანესია ამ პროცესში სკოლის,მშობლებისა და თემის აქტიური ჩართულობა.

მაშასადამე, შევეცადე ამ თემასთან დაკავშირებით რეფერატში ამომწურავად წარმომეჩინა სხვადასხვა


მოსაზრებები. ლიტერატურის მიმოხილვის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბილინგვური
სისტემის დამკვიდრება რთული პროცესია,რომელიც მოითხოვს მთელი სისტემისა და მშობლების
სრულყოფილ მზაობას,თუმცა ეს სისტემა საზოგადოებისთვის სასარგებლოა,რადგან ხელს უწყობს
ადამიანების ერთმანეთში მარტივ ინტეგრირებას, ეთნოსების დაახლოებას, ახალი კულტურის
ზიარებას. ქმნის ტოლერანტულ ,კომფორტულ და დემოკრატიულ გარემოს თითოეული
მოქალაქისთვის.
გამოყენებული ლიტერატიურა:
შალვა ტაბატაძე, ბილინგვური განათლების პროგრამები; რა არჩევანი აქვთ საქართველოში საჯარო
სკოლებს, ბილინგვური განათლება, #1, 2010

ირინა ბაგაური სუბმერსია – ბილინგვური განათლების სუსტი პროგრამა. დაბეჭდილია ჟურნალში


„ბილინგვური განათლება“, #1, 2010

კახა გაბუნია ენისა და საგნობრივი შინაარსის ინტეგრირებული სწავლების თავისებურებები


ბილინგვურ კლასში. დაბეჭდილია ჟურნალში „ბილინგვური განათლება“, N1, 2010

Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი


http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=12561

You might also like