You are on page 1of 3

მარიამ ბულია

ბილინგვური განათლების სისტემა

დღეს განათლების სისტემაში მწვავედ დგას ბილინგვიზმის პრობლემა. ბილინგვიზმი


არის უნარი ფლობდე და იყენებდე ორ ენას. მიუხედავად იმისა , რომ ერთი შეხედვით
განათლების ეს მოდელი ადამიანზე და საზოგადოებაზე მხოლოდ დადებითად და
სასარგებლოდ მოქმედებს,თუმცა, საზოგადების ერთი ნაწილი მაინც მიიჩნევს ,რომ
ბილინგვიზმს აქვს უარყოფითი მხარეებიც. ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი
მოსაზრება და ლიტერატურა არსებობს. მოცემული რეფერატის მიზანი კი ამ
თვალსაზრისების წარმოჩენა და მათი შეჯერებაა.რეფერატში განვიხილავ შალვა
ტაბუცაძის,ირინა ბაგაურის,კახა გაბუნიას,ჰორბერგერის,ვარგეისა და ტრილოსის
შეხედულებებს.

შალვა ტაბატაძე ბილინგვურ განათლებას სამ ძირითად მიმართულებას გამოყოფს.


პირველი-სუბმერსია,რაც გულისხმობს,რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად
უმცირესობაში მყოფი მოსწავლეები იღებენ განათლებას სახელმწიფო სასწავლო
დაწესებულებებში და სწავლობენ სახელმწიფო ენას. მეორე არის ბილინგვური
განათლების ოთხი სუსტი პროგრამა, ხოლო მესამე მიმართულებაში ტაბატაძე ასახელებს
ორ ძლიერ პროგრამას.

ავტორი ყურადღებას ამახვილებს მშობლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების


როლზე. მშობლები უნდა იყვნენ ინფორმირებულები ბილინგვიზმის დადებითი და
უარყოფითი მხარეების შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება
შეასწავლონ შვილებს ბილინგვური მეთოდით თუ არა. ავტორის აზრით, სკოლის
ხელმძღვანელობამ კარგად უნდა შეისწავლოს ბილინგვური სწავლების სტრატეგიები და
გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და ცოდნა მასწავლებლებს. შალვა ტაბატაძე ასევე
მიუთითებს,რომ სკოლის ხელმძღვანელებს უნდა აჰქონდეთ ლიდერთა
თვისებები,მართვისა და ადმინისტრირების უნარები,რათა ,ერთი მხრივ , ჩამოაყალიბონ
თუ რა სწავლების მეთოდს აირჩევს სკოლა,შეიმუშავონ სასწავლო გეგმა და მეორე მხრივ,
მოიძიონ ფინანსურ-მატერიალური სახსრები არჩეული სწავლის მეთოდის სწორი და
პროდუქტიული რეალიზაციისთვის.

რაც შეეხება ირინა ბაგაურის აზრს, იგი გამოყოფს ბილინგვური განათლების ძლიერ და
სუსტ ფორმებს. იგი სუსტ განათლების ფორმას უკავშირებს ორენოვან გარემოში
მცხოვრებ ბავშვებს. ხოლო ძლიერი ფორმა,მისი აზრით, მიმართულია იმ
მოწაფეებისთვის,რომლებმაც უნდა შეინარჩუნონ ეროვნული ენა და ამასთანვე
შეისწავლონ ახალი,უცხო ენა.

საინტერესოა,რომ ბაგაური გამოყოფს ბილინგვური განათლების ტრანზიტულ და


შემნარჩუნებელ სახეებს. იგი ბილინგვიზმს მხოლოდ საგანმანათლებლო ჭრილში როდი
განიხილავს. ,,სოციოკულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორები
მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბილინგვური განათლების ფორმირებაში ''-წერს ირინა
ბაგაური.

ავტორი სუბმერსიას განიხილავს,როგორც ბილინგვური განათლების სუსტ პროგრამას.


სუბმერსია მოიცავს იმ ეთნიკურ უმცირესობაში მყოფ მოსწავლეებს,რომლებმაც სწავლა
უმრავლესობის ენაზე დაიწყეს. მათი მიზანია, უმცირესობამ რაც შეიძლება მალე
შეისწავლოს სახელმწიფო ენა,რათა შეძლონ უმრავლესობასთან ინტეგრირება და
კომუნიკაცია. სუბმერსიაა, როცა უმცირესობის წარმომადგენლები
უმრავლესობასთან ერთად სწავლობენ-,,სუბმერსიას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში ,
როდესაც უმცირესობის წარმომადგენლები უმრავლესობის წარმომადგენლებთან ერთად
სწავლობენ.''

განვაგრძობ კახა გაბუნიას დამოკიდებულებების ანალიზით,რომელიც მიიჩნევს,რომ


ბილინგვური განათლების ეფექტურობა სრულებით დამოკიდებულია კონკრეტულ
ქვეყანაზე. არასწორად შერჩეული განათლების მოდელი უარყოფით შედეგებს
გამოიღებს. გაბუნიას აზრით, ყველაზე პროდუქტიული არის მეორე ენის შესწავლა
შინაარსზე დაფუძნებით. ავტორს ამ მოსაზრების გასამყარებლად მოჰყავს მაგალითი ,
რომლის ციტატასაც უცვლელად გთავაზობთ- ,,მასწავლებელმა შეიძლება ახსნას
გაკვეთილი ერთ ენაზე, ხოლო კომენტარები გააკეთოს მეორე ენაზე. ვიზუალური და
დამხმარე მასალა მოამზადოს ქართულად, ხოლო სასწავლო აქტივობები
განახორციელოს, მაგალითად, სომხურად (ან აზერბაიჯანულად). ''

კახა გაბუნია ,ისევე როგორც ირინა ბაგაური, ხაზს უსვამს ტრანსენობრივ მეთოდს,რაც
გულისხმობს,რომ მაგალითად კითხვა და მოსმენა მიმდინარეობს საგაკვეთილო
პროცესში ერთ ენაზე,ხოლო სხვა აქტივობები მეორე ენაზე. სწავლის განმავლობაში ენათა
ფუნქციები იცვლება,რაც მისი აზრით, შემეცნებისთვის სასარგებლოა.

შევეხოთ უცხოელ მწერლებს და მათ აზრებსაც. ჰორბერგერი მიიჩნევდა,რომ


ბილინგური განათლება უფრო მეტად რესურსია,ვიდრე პრობლემა . იმავეს აღნიშნავს
შალვა ტაბატაძეც,როცა საგანმანათლებლო დაწესებულებებს რესურსების მოძიებაზე
მიუთითებს. ვარგესი გამოყობს ბილინგვური განათლების ორ მიმართულებებს რაც
მდგომარეობს შემდეგში-პირველი ეს არის,როცა მშობლიური ენიდან სხვა ენაზე გადადის
მოწაფე,ხოლო მეორე მიდგომაა ორი ენის ერთდროულად სრულყოფილი შესწავლა.

ყველაზე ნათლად ბილინგვიზმის დადებით მხარეს,ალბათ,ტრილოსი


წარმოაჩენს,რომელიც გამოყოფს ხუთ მთავარ მიზანს თუ რატომაც არის ბილინგვური
განათლება სასარგებლო. ეს მიზეზებია, რომ ადამიანს ექნება უნარი თავი იგრძნოს
საზოგადოების სრულყოფილ წევრად, ადამიანს თავისთავად შეეძლება ორ ენაზე
თავისუფლად მეტყველება და ურთიერთობა, ეზიარება ორ განსახავებულ კულტურას,
კეთილგანწყობას მოიპოვეს განსხვავებული,უცხო კულტურის ხალხების მხრიდან,
ეთნიკური უმცირესობისთვის შექმნილი იქნება თანასწორი გარემო. ტრილოსისთვის
უმნიშვნელოვანესია ამ პროცესში სკოლის,მშობლებისა და თემის აქტიური ჩართულობა .

მაშასადამე, შევეცადე ამ თემასთან დაკავშირებით რეფერატში ამომწურავად


წარმომეჩინა სხვადასხვა მოსაზრებები. ლიტერატურის მიმოხილვის შედეგად შეგვიძლია
დავასკვნათ, რომ ბილინგვური სისტემის დამკვიდრება რთული პროცესია,რომელიც
მოითხოვს მთელი სისტემის და მშობლების სრულყოფილ მზაობას,თუმცა ეს სისტემა
საზოგადოებისთვის სასარგებლოა,რადგან ხელს უწყობს ადამიანების ერთმანეთში
მარტივ ინტეგრირებას, ეთნოსების დაახლოებას, ახალი კულტურის ზიარებას. ქმნის
ტოლერანტულ და კომფორტულ გარემოს თითოეული მოქალაქისთვის.
გამოყენებული ლიტერატიურა:

შალვა ტაბატაძე, ბილინგვური განათლების პროგრამები; რა არჩევანი აქვთ


საქართველოში საჯარო სკოლებს, ბილინგვური განათლება, #1, 2010

ირინა ბაგაური სუბმერსია – ბილინგვური განათლების სუსტი პროგრამა . დაბეჭდილია


ჟურნალში „ბილინგვური განათლება“, #1, 2010

კახა გაბუნია ენისა და საგნობრივი შინაარსის ინტეგრირებული სწავლების


თავისებურებები ბილინგვურ კლასში. დაბეჭდილია ჟურნალში „ბილინგვური
განათლება“, N1, 2010

Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=12561

You might also like