You are on page 1of 3

სკოლა, როგორც ილია ჭავჭავაძე ამის შესახებ საკუთარ წერილებში წერს, არის

საფუძველი ყმაწვილების გონებრივი განვითარებისთვის. ის შემამზადებელი


ბაზაა, რომელზე დაყრდნობითაც უნდა შედგეს შემდგომში პიროვნებათა სულიერი
ზრდა-განვითარება. საზოგადოება ვალდებულია და უნდა გააჩნდეს იმის
სურვილი, რომ არსებობდეს სკოლები, რომელთა საბაზისო განათლების
ქვაკუთხედი მშობლიურ ენაზე უნდა იყოს აგებული. ილია სკოლების არსებობის
აუცილებლობას ხედავს იმდენად, რამდენადაც სკოლის წიაღში ნორჩ ყმაწვილებს
მცოდნე და გულითადი ოსტატების თვალთახედვის ქვეშ, მათი ზედამხედველობის
პირობებში ქონდეთ საშუალება, განავითარონ საკუთარი გონების
შესაძლებლობები. „მართალია, მარტო პირველდაწყებითი სწავლა საკმარისი არ
არის, მაგრამ… სახლი უსაძირკვლოდ ვერ დაიდგმის... ეს სასწავლებელი
გამოგვიზრდის ჩვენ ჩვენს საკუთარს, ქართველს ინტელიგენციას, ე.ი იმ-გვარ
პირთ, რომელნიც არიან დედაბოძნი ყოველის ხალხის განვითარებისა და
წარმატებისა.“1 - წერს ილია ჭავჭავაძე. განათლების ერთ-ერთ მყარ საფუძვლად
ილია ასევე თეატრსაც მიიჩნევს. „სცენა იგივე შკოლაა, რომელიც ცხოველის
სურათებით ელაპარაკება კაცის გულსა და ჭკუასა, იგი ამ თავის თვისებით კაცის
გუნებაზედ უფრო მედგრად მოქმედობს, ვიდრე სხვა რამე.“2 - წერს მწერალი და
პუბლისცისტი. ის თვლის, რომ თეატრი არა მარტო გართობისთვის უნდა
ზრუნავდეს, არამედ თვისი შინაარსით უნდა იღვწოდეს ხელი შეუწყოს ყოველივე
კარგის განვითარებას ადამიანებში. სწავლა-განათლებას ილია
თანამედროვეობის უძლიერეს და შეუცვლელ იარაღად მიიჩნევს, თვლის, რომ
მისი თანამედროვე ეპოქა ცოდნის ასპარეზია და საზოგადოების, მთლიანად
ქვეყნის წარმატება სწორედ ამ კუთხით განვითარებაზეა დამოკიდებული. „ხალხის
სიღარიბიდამ გამოყვანა და სწავლა და ცოდნა ისე არიან ერთმანეთთან
დაკავშირებულნი, რომ იმათ უერთმანეთოდ მნიშვნელობა არა აქვთ რა.“3 -
ვკითხულობთ მის წერილებში.
ყოველ ნორმალურ საზოგადოებაში ილია აზრის ორგვარ წყობაზე საუბრობს,
რომელიც ზეგავლენას ახდენს ცხოვრების მიმდინარეობაზე. პირველი ის წყობაა,
რომელიც საზოგადოების მიერ უკვე აღმოჩენილი და დადგენილია და რომელსაც
ის მიყვება, ხოლო მეორე წყობა ახლის მსურველია, სიახლეებისკენ მიილტვის,
თუმცა არა რაიმე ახირებული ნდომით, არამედ იმგვარი სიახლისაკენ, რომელსაც
დღევანდელობა მოითხოვს და საჭიროებს. მისივე წერილში ვკითხულობთ, რომ
პირველი წყობის მომხრეებს ევროპაში კონსერვატორებს ეძახიან, ხოლო მეორე
წყობის მომხრეებს - ლიბერალებს. იგი შემდეგს წერს: „ჭეშმარიტი ლიბერალობაც
უარჰყოფს მარტო იმისთანა ძველს, რომელსაც თავისი დრო და ჟამი მოუჭამია,
რომელიც დღეს ხარიხად გასდებია ცხოვრებას და წინსვლას უშლის.“4 ილია
გულისტკივილით საუბრობს იმ ახალგაზრდებზე, რომელთაც ლიბერალიზმის
1
შთა, წიგნი II. ილია ჭავჭავაძე, რჩეული წერილები - გვ. 333
2
შთა, წიგნი II. ილია ჭავჭავაძე, რჩეული წერილები - გვ. 334
3
შთა, წიგნი II. ილია ჭავჭავაძე, რჩეული წერილები - გვ. 338
4
შთა, წიგნი II. ილია ჭავჭავაძე, რჩეული წერილები - გვ. 376
სახელით უარი თქვეს როგორც დრომოჭმულ ძველ შეხედულებებზე, ასევე ისეთ
ძველ „რამეებზეც“ თქვეს უარი და გააკრიტიკეს, რაც მიუღებელია გონიერი
ადამიანისთვის. შეუძლებელია პუშკინი და შექსპირი სიძველის გადმონაშთად
შერაცხო, ავტორიტეტები არა სცნო, ან ისტორიას ზღაპრები უწოდო. თქვა, რომ
გლეხია მხოლოდ ადამიანი, თავადი კი არა. ამგვარი, რადიკალური და
დისკრიმინაციული ლიბერალიზმი პუბლიცისტისთვის მიუღებელია და არც
მიიჩნევა მისთვის ეს დამოკიდებულება ლიბერალობად. ლიბერალური აზროვნება
მეცნიერების ნათელქვეშ უნდა გაიშალოს და ყოველგვარ ასეთ შეხედულებებზე
მაღლა დადგეს. მან ბევრი ძველიც უნდა მიიღოს საკუთარი მფარველობის ქვეშ.
ილია ჭავჭავაძეს ძალიან აბრაზებს თანამედროვე მოქალაქეთა უმოქმედობა ,
იმასთან მიმართებაში, რომ ქვეყანაში ახალი მთავარმართებელი ინიშნება,
საზოგადოება კი იმის მოლოდინშია, უარყოფითი არაფერი მოხდება და,
შესაძლოა, უკეთესობისკენ წავიდეს საქმეო. ლოდინს სწორედ უმოქმედობასთან
აიგივებს ილია და შექსპირის ციტატის მოშველიებით უნდა დაგვანახოს, რომ
ბედნიერი ხალხი რაიმეს მოლოდინში არ ლევს ძვირფას დროს და ცვლილებების
თავისთავად მოხდენას არ უცდის, მისგან დამოუკიდებლად მომხდარ
ცვლილებასაც კი შემართული ხვდება, რომ ამ ცვლილებამ რამე არ დაუზიანოს და
არ წაართვას. მათხოვარიც კი თუ არ დაეხმარები ამაზე რეაგირებას მოახდენს ,
„ლოდინი კი თავის-დღეში მაგას არ იკადრებს, ყოველთვის მადლიერია და
კმაყოფილი.“ - წერს მწერალი და პოეტი - „მიაწვდი რასმე – მადლობელია და არ
მიაწვდი – მაინც მადლობელია.“5
გაუნათლებლობა და უმეცრება მეტად მტკივნეული საკითხია ილიას წერილებში.
განათლება და მეცნიერება, ეს ის ცხოვრების კომპონენტებია, რომლებიც
აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენენ, ილიას აზრით, ადამიანების და
საზოგადოების კეთილდღეობისთვის. მშრომელმა ხალხმა, თუნდაც სეზონზე დიდი
მოსავალი აიღოს, თუ იმის ცოდნა არა აქვს, ყურადღება მიაქციოს საკუთარ
გასავალ-შემოსავალს, შეიძლება დიდად იზარალოს. „სიღარიბე, რიგიანის
სახლების უქონლობა, ცუდი სასმელ-საჭმელი, უსუფთაობა, სიბინძურე და სხვა ამ-
გვარი ჯანმრთელობის წინააღმდეგი გარემოება ავრცელებს ხალხში და ხელს
უწყობს ათას-გვარ ავადმყოფობას, სნეულებას და ჭირსა.“6 უმეცარი, ცრურწმენებს
აყოლილი ხალხი კი იმის ნაცვლად, რომ მეცნიერებას მიმართონ, ექიმბაშებსა და
სოფლის შემლოცველებს მიმართავენ ხოლმე, რომელნიც, შესაძლოა, უფრო
მავნეც აღმოჩნდნენ მათი ჯანმრთელობისთვის. დაუნდობლობა, შური, მტრობა,
უსამართლობა, ძარცვა-გლეჯა, ჩხუბი ასევე უმეცრების ნაყოფია მწერლის აზრით.
იმის სანაცვლოდ, რომ ხალხი ებრძოლოს უცოდინრობასა და უმეცრებას, ილია
წუხს, რომ ისინი პირიქით ზოგიერთ რეგიონებში სკოლების გამართვის
წინააღმდეგიც არიან, არადა, სწორედ სკოლებმა, ამ საწყისი ცოდნის მომცემმა
პირველწყაროებმა უნდა გაფანტოს მათი სიბნელე და უმეცრება.
5
შთა, წიგნი II. ილია ჭავჭავაძე, რჩეული წერილები - გვ. 389
6
შთა, წიგნი II. ილია ჭავჭავაძე, რჩეული წერილები - გვ. 397
ბიბლიოგრაფია
შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, II წიგნი, გვ. 324-332

You might also like