You are on page 1of 17

ფრიდრიხ ნიცშე 5/5

ლექტორის შენიშნვა:

ფრიდრიხ ნიცშე მე-19 საუკუნის გამოჩენილი მოაზროვნეა, რომელმაც თავის


თანამედროვეთა შორის განსაკუთრებული აღიარება ვერ დაიმსახურა, გამომდინარე
იქიდან, რომ საკუთარ ნაშომებში გააკრიტიკა ადამიანთა ის ფუნდამენტური
ღირებულებები, როგორიცაა რელიგია და მორალი.

ნიშცეს ეკუთვნის ნაშრომი „ასე იტყოდა ზარათუსტრა“, სადაც მთავარი გმირის,


ზარათუტრას საშუალებით გადმოგვცემს თავისი ფიქრების შესახებ. ოცდაათი წლის
ზარათუსტრა განერიდა ადამიანებს და ცნობიერების ასამაღლებლად მთაში დაიწყო
ცხოვრება. ათი წლის თავზე მან გადაწყვიტა, რომ მისი პიროვნება უკვე მოწოდების
სიმაღლეზე იმყოფებოდა, რასაც ავტორი „ზეკაცს“ უწოდებს. ზარათუსტრას მიაჩნდა,
რომ მისი ეს მდგომარეობა საჭირო იყო სხვა ადამიანებისათვის ეჩვენებინა, რათა მათში
ვნებათაღელვა აღეძრა და ისინიც „ზეკაცებად“ გარდაექმნა. სწორედ ამიტომ, მთავარი
გმირი ტოვებს მთას და უკან, ადამიანებისაკენ მიემართება, სადაც იმედი აქვს, რომ
საკუთარი ცნობიერებით აღაფრთოვანებს ხალხს და მათ გამოწვდილ ხელებს იხილავს.

ტექსტში ასევე გვხვდება ბერიკაცი, რომელიც ზარათუსტრას მსგავსად


გამოერიდა ადამიანთა სამყაროს და ტყეში დაბანაკდა, თუმცაღა მის მიზანს სულიერი
ზრდა წარმოადგენდა და წლებსაც ლოცვასა და გალობაშო ატარებდა. ნაშრომის მეორე
თავში ამ ორი პერსონაჟის გზები იკვეთება და აქ ავტორი მკაფიდ წარმოაჩენს, თუ კიდევ
რა განასხვავებს მათ ერთმანეთისაგან:

ზარათუსტრას თავისი ცოდნა ძღვენად მიაჩნია, რომელიც ერგო და სურს ახლა


ადამიანებს გადასცეს მაშინ, როდესაც ბერიკაცი კმაყოფილია მარტოობაში ცხოვრებით
და არ სურს დაბრუნდეს იქ, სადაც მხცოვრები არსებების უმეტესობა „მიძინებულია“. ამ
წმინდანმა ხელი ჩაიქნია მიწაზე მცხოვრებ ადამიანებზე და დატოვა იმ მდგომარეობაში,
სადაც იმყოფებიან, ხოლო ზარათუსტრა ფიქრობს, რომ მას ხელთ უპყრია ის საშუალება,
რითაც ადამიანებს მიძინებული მდგომარეობიდან გამოაფხიზლებს, გამოწრთობს და
მათგან ახალ ვარსკვლავებს დაბადებს.

ნაშრომში რამდენჯერმე გვხვება სიტყვები „ღმერთი მოკვდა“. ზარათუსტრა


აღიარებს, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობდა და იგი უკვე მკვარია, ხოლო ახლა
ქვეყანაზე გაბატონებულია მიწიერი კანონები. სტორედ ამიტომ, ადამიანებმა მუდმივად
უნდა იშრომონ, რომ იყვნენ დიდგვაროვნები, სხვებზე უფრო აღმატებულები და
იყოლიონ მონები ნაცვლად იმისა, რომ გაუთანაბრდნენ მათ ლიბერალიზმისა თუ
სოციალიზმის სახელით. ავტორი მიიჩნევს, რომ ამ ორ მიმდინარეობას ადამიანები
კომფორტის ზონამდე მიჰყავს, სადაც ყოველი მათგანი მხოლოდ იმიტომ არის
მიჩნეული პატივსაცემად, რადგან ადამიანია და არა იმიტომ, რომ ნამდვილად ჩაიდინა
რაიმე საგმირო, რაიმე აღმატებული, რაიმე განსხვავებული. ფრიდრიხის აზრით, ასეთ
მდგომარეობაში ადამიანებს არ გააჩნიათ მიზეზი, რის გამოც შეეცებოდნენ
გაძლიერებასა და განვითარებას, რასაც ისინი სავალალო შედეგებამდე მიჰყავს.
მიზეზნი, რის გამოც საზოგადოებამ შეიძლება შეინაჩუნოს ლტოლვა „ზეკაცობისადმი“
ავტორის აზრით ზიზღია იმ ყოველივე უსიამოვნო გარემოებების მიმართ, რაც
ლიბერალიზმითა და სოციალიზმით აღსავსე სამყაროში უბრალოდ არ იარსებებდა.

ფრიდრის ნიშცე უპირისპირდება ქრისტიანულ რეგილიას, როგორც ერთ-ერთ


„ზემიწიერი იდეების“ გამავრცელებელ საშინელებას, რომელიც ადამიანებს თვალში
ნაცარს აყრის და მორალურ ჩარჩოებში ამყოფებს ისე, რომ მისი მიმდევრები
დარწმუნებულნი არიან მის ჭეშმარიტებაში - „გევედრებით, ძმებო, იყოთ მიწის
ერთგული და არ დაუჯეროთ მათ, ვინც ზემიწიერ იმედებზე გელაპარაკებათ! ისინი
მომწამვლელები არიან, თუნდაც ეს თავად არ იცოდნენ!“ (ფრიდრის ნიცშე, 2018, 46).
ავტორის აზრით მორწმუნეებს არ გააჩნიათ რეალური ხელჩასაჭიდი იმისა, რომ ღმერთი
მართლაც არსებობს და ასეთი გაურკვევლობის გამო მიწიერ კანონებს უგუნებელყოფენ,
რაც რეალური სამყაროში მოქმედებს. მიწაზე, სადაც ცხოვრობენ ისინი და სწორედ ამ
რეალობისაგან აცილებისაგან თავდასაცავადაა საჭიროა ადამიანებმა მოიშორონ
ზემიწიერი იმედები.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზარათუსტრა ავტორის იდეოლოგიის მატარებელია,
რომელმაც მიზნად მიწიერი კანონების მნიშვნელოვნების დამტკიცება და ადამიანების
ისეთ ზეკაცებად გარდაქმნა დაისახა, როგორიც თავადაა. და მაინც, როგორ უნდა
გავიგოთ „ზეკაცი“? ავტორი ამ კითხვას პირდაპირ არ პასუხობს, თუმცა მაინც
გვიტოვებს მინიშნებას იგავში „სამი სახეცვლილება“. აქ ავტორი კონკრეტულად სულის
სამ სახეცვლილებაზე საუბრობს: „როგორ იქცევა სული აქლემად, აქლემი – ლომად,
ბოლოს კი ლომი – ბავშვად.“ (ფრიდრიხ ნიცშე, 2018 , 54). ნიცშეს აზრით სული აქლემის
მდგომარეობაში იმყოფება მაშინ, როდესაც მას ქრისტიანული და მასთან მიახლოებული
მორალები გააჩნია. უფრო კონკრეტულად, იგი ისწრაფვის უფროდაუფრო მეტი
ტვირთის აკიდებისაკენ, რათა შემდეგ დატკბეს, თუ რა კარგად ატარა ეს ტვირთი.
აქლემი ტვირთს უდაბნოს შუაგულში წაიღებს, სადაც „მეორე სახეცვლილება ხდება: სული
ლომად იქცევა“ (ფრიდრიხ ნიცშე, 2018, 55). ეს სულის ის მდგომარებაა, როდესაც იგი სხვა
დანარჩენზე წინ საკუთარ პრიორიტეტებს აყენებს. აღარ აქვს მისთვის მნიშვნება, რა მორალი და
კანონები აქვთ დადგენილი სხვა ადამიანებსა თუ ღმერთებს, იქი თავად წყვეტს, თუ როგორ
უნდა წარიმართოს მისი ცხოვრება და საკუთარი თავის ბატონად გვევლინება. მიუხედავად
ამისა, მისი ცნობიერება მაინც უკვე დადგენილი რეაობის საზღვრებშია მოქცეული და იქიდან
არჩევს რომელ წესს მიიღებს, და რომელს - არა. სულის ბოლო სახეცვლილება ლომს ბავშვად
გარდაქმნის. ტესტში დასმულია შეკითხვა, თუ რითი შეიძლება იყოს ბავშვი ლომზე
აღმატებული და ამ კითხვასაც ავტორი პასუხობს: „უმანკოებაა ბავშვი და დავიწყება, ახალი
დასაწყისი“ (ფრიდრიხ ნიცშე, 2018, 56). ბავშვს არ გააჩნია სიმძიმისაკენ ლტოლვა და არც
საკუთარი თავის დასამკვიდრებლად იბრძვის. იგი მშვიდად ცხოვრობს იმითი, რაც არის და რაც
გააჩნია. მისთვის სხვა ადამიანების მიერ შექმნილი რელობა და მასში დაწერილი კანონები არ
არსებობენ, არამედ არსებობს მისი, ყველაზე უფრო იდეალური სამყარო. სწორედ ეს არის
ზარათუსტრას, როგორც ზეკაცის მისია, რომ კაცის „მღვრიე ნაკადი“ მისი დახმარებით
განიწმინდოს და ყოველი ადამიანის სულს მესამე, ბავშვის სახე მიაღებინოს - აქციოს ისინიც
„ზეკაცებად“.

გამოყენებული ლიტერატურა:
იმანუელ კანტი. „“ასე იტყოდა ზარათუსტრა“. წიგნში შესავალი თანამედროვე
აზროვნებაში 2, 43-66. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა,
2018.

დიუი 5/5
ლექტორის შენიშვნა:

ჯონ დიუი მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე ფილოსოფოსი გახლდათ. იგი თავის


ნაშრომებში აკრიტიკებდა ტრადიციული სწავლის მეთოდებს და განმარტავდა, თუ რა
არის საჭირო იმისთვის, რომ განათლება უფრო მეტს ნიშნავდეს, ვიდრე ეს ცარიელი
სიტვაა, ან ლოზუნგი. ავტორი საკუთარ ნაშრომებში დადებითად წარმოჩენ აზრს, რომ
სწავლება დაფუძნებული უნდა იყოს გამოცდილებაზე, თუმცაღა მკაფიოდ აკრიტიკებს
სკოლებში არსებულ სწავლის მეთოდებს გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არა მხოლოდ
წინაპრების გამოცდილებასა და ცოდნაზეა დამყარებული, არამედ იმ ტრადიციებსა და
წესებზე, რომელიც წინა წლებში არსებობდა და სამწუხაროდ შეუსაბამობაში მოდის
თანამედროვეობასთან. მტკიცებულებას იმისა, რომ სასწავლო დაწესებულებაში
არსებობს პრობლემები, რომლებიც აუცილებლად გამოსწორებას საჭიროებენ,
მასწავლებლის როლია სკოლაში. დიუის აზრით არასწორია, თუ ამ ადამიანებს
კონკრეტულ დავალებებს მივცემთ, ხოლო შემდგომში ამ ერთფეროვნების ნაწილად
ბავშვესაც ვაქცევთ, რადგან არსებული სწვლების მეთოდები შესაძლოა უნივერსალური
მოგვეჩვენოს, თუმცა ნამდვილად არ არის იდეალური, ვინაოდან განსხვავებულ
მოსწავლეებს მსგავს ჩარჩოებში მოაქცევს და ისინი, ვისთვისაც მსგავსი გარემოება
შედარებიტ ომფორტულია, ვიდრე სხვა მოსწავლეებისთვის, უფრო მარტივად შეძლებენ
სწავლას და მასალების ათვისებას. თუმცაღა, დიდად საყურადღებოა იმ მოსწავლეების
გარემოებები, რომელთა ინდივიდუალიზმიც არ მოდის შესაბამისობაში სკოლებში
არსებულ კლასიკურ სწავლების მეთოდებთან. მათთვის გაცილებით რთულია წლების
განმავლობაში ერთიდაიგივე ფერებთან მუშაობა და სწავლის ენთუზიაზმი ნელნელა
იკლებს, ხოლო საბოლოოდ ნადგურდება. ავტორი გვარწმუნებს, რომ გამოცდილება,
რომელსაც სწავლების მეთოდების შემუშავებისას უნდა დავეყრდნოთ არა მხოლოდ და
მხოლოდ კონკრეტული საგნის დახვეწაას, არამედ მისი სწავლების მეთოდების
დახვეწასაც უნდა ემსახურებოდეს. გამომდინარე აქიდან, გამოცდილებაში არა მხოლოდ
ისტორიული ფაქტები და მოვლენები იგულისხმება, არამედ პრაქტიკული
გამოცდილება, რომელსაც მოსწავლეებთან მუშაობის დროს იძენენ მასწავლებლები და
პირიქით. დიუი განმარტავს, რომ საჭიროა სწორედ ამ პრაქტიკაზე, ანუ თითოეული
მოსწავლისათვის სწავლების ინდივიდუალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით იყოს
შემუშვებული ის ახალი სწავლების მეთოდი, რომელიც შესაფერისი იქნება სხვადასხვა
სახის მოსწავლეებისათვის და მასალა იყოს სწორად, მოსწავლის ენაზე მიწოდებული,
რათა თითოეულ მოსწავლეს დაანახოს ამ ცოდნის ფასეულობა და გაუჩინოს მიდი
უფრო მეტად გაღრმავების წყურვილი. შედეგად, ბავშვები თავად შეიძენენ იმ
პრაქტიკულ გამოცდილებას, რომლის აუცილებლოაზეც დიუი მუდმივად საუბრობს და
რომელიც ბავშვებსა და თინეიჯერებს ინდივიდუალური უნარჩვევების აღმოჩენასა და
განვითარებაში დაეხმარება. სწორედ ასე, დიუი ფიქრობს, რომ შესაძლებელია
სწავლების ფილოსოფიის ჩამოყალიბება. აღსანიშნავია ფაქტი, რომ ავტორი არა
მხოლოდ მასწავლებლებ ანიჭებს მნიშვნელობას წავლების პროცესში, არამედ თავად
მოსწავლეებსაც და განმარტავს, რომ ორივე მხარე წარმოადგენს დიდ ერთობლიობას,
გუნდს, სადაც ნებისმიერს გააჩნია საკუთარი პასუხისმგებლობა და პატივს სცემს
ერთმანეთს. მაშასადამე, „მასწავლებელთა მხრიდან ძალდატანებასა და საკითხებისადმი
დამოკიდებულების თავზე მოხვევას პროგრესული განათლების სისტემაში
უპირისპირდება ინდივიდუალურობის გამოხატვა და განვითარება; მკაცრ
დისციპლინას – თავისუფალი მოქმედება; ტექსტების დაზეპირებას – გამოცდილების
მეშვეობით სწავლა“ (დიუი, 2018, 103).

დიუი საკუთარ შემოთავაზებულ სწავლების მეთოდს პროგრესულ სწავლებას


უწოდებს, რაც დაფუძნებულია სწავლების ფილოსოფიაზე. ავტორი განმარტაავს, რომ
მოსწავლეებთან ურთიერთობის ჩამოყალიბება გარკვეულ კვლევას უნდა ეფუძნებოდეს,
რომელიც ინდივიდზე მორგებულ სასწავლო გეგმას ჩამოაყალიბებს და იქნება ბევრად
უფრო ჰუმანური და დემოკრატიული, ვიდრე ეს არსებული სწავლების მეთოდებია.
მხოლოდ მასწავლებლისა და მოსწავლის ამგვარი კავშირი შეიძლება იქცეს განატლებისა
და პიროვნული გამოცდილები გავშირად.

ავტორს ტექსტში გამოყენებული აქვს ლინკოლნის სიტვებს პერიფრაზი:


„გამოცდილების, გამოცდილებით და გამოცდილებისთვის“ (დიუი, 2018, 112). იგი წერს,
რომ ამ სიტყვების შინაარსის გაგება ძალიან რთულია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ავტორს
ზუსტად იმისი თქმა სურდა, რაზეც ზემოთ დავწერე. კერძოდ: აუცილებელია ჩვენი
წინამორბედების გამოცდილების ცოდნა, რათა ბევრად უფრო სწრაფად და მარტივად
შეიქმნას საძირკველი მასზე ახალი გამოცდილების დასაშენებლად, ვიდრე ამას
დამოუკიდებლად გააკეთებდა ადამიანი ყოველგვრი ხელჩასაჭიდის გგარეშე სწორეს
ისე, სახლის შესახებ მისთვის რომ არაფერი ეთქვათ და გამოქვაბულისთვის
მიებარებინათ. ამ გამოცდილებას, ანუ საძირკველს ნაყოფიერი გამოყენება და მასზე
შენობის დადგმა სჭირდება, ანუ არაფრის მომცემია მხოლოდ სხვისი გამოცდილების
ცოდნა, თუ მას პრაქტიკაში არ განვახორციელებთ და საკუთარი გამოცდილებით არ
შევასხამთ ხორცს ჩვენს წარმოსახვში და არ განვავითარებთ. ამ გზით, ჩვენ ჩვენს
მომავალ თაობებს ახალ გზებს გავუკვალავთ, რომელსაც ისინი კიდევ უფრო დახვეწენ
და საკუთარი გამოცდილებით კიდვ უფრო პროდუქტიულად აქცევენ.

რომ შევაჯამოთ, დიუის არ მოსწონდა მის დროში არსებული სწავლების


მეთოდები, რომელზე დაკვირვებამაც აჩვენა, რომ ისინი მხოლოდ ერთი
მიმართულებით ვითარდებოდნენ, უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას აწვდიდნენ
მოსწავლეებს, თუმცა ეს პროცსი კონკრეტული სახით მიმდინარეობდა და რეალურად
არ სთავაზობდა მოსწავლეებს იმ გამოცდილებას, რომლის გამოყენებასაც ისინი
პრაქტიკაში შეძლებდნენ. ამასთან ერთად, გააჩნდა კონკრეტული კრიტერიუმები,
რომელიც არათუ ანვითარებდა, არამედ ზღუდავდა ადამიანის ინდივიდუალურ მხარეს.
შედეგად, გაღვივების ნაცვლად მხოლოდ და მხოლოდ იფერფლებოდა და საბოლოოდ
უცინარდებოდა სწავლის ინტერესი და ენთუზიაზმი ახლის შემეცნების, რომლის
მიმართ ინტერესსაც მოსწავლეებში სწორედ მათი ემოციური დამოკიდებულება იწვევდა
კონკრეტული მიმდინარეობების მიმართ. სწოერედ ამიტომ, დიუი მიიჩნევს,, რომ
მასწავლებელი უნდა დააკვირდეს მოსწავლეებს, გამოიკვლიოს რა მიმართულებით
მიდის თითოეულის ინტერესები და ეცდოს ცოდნა არა ჩარჩოებში მოქცეული მზა
სახით, არამედ პრაქტიკული მუშაობის გაუმობესების, ინტერესების დაკმაყოფილებისა
და სასიამოვნო განცდების მიღების შესაძლებლობის სახით მიაწოდოს, რათა არა თუ
შენელდეს, არამედ იზრდებოდეს სწავლის წყურვილი მოსწავლეებში.

გამოყენებული ლიტერტურა:

ჯონ დიუი. „გამოცდილება და განათლება“. წიგნში შესავალი თანამედროვე


აზროვნებაში 2, 99-155. თბილისი: ილიას სახელმწიფო გამომცემოლობა, 2018.

მარკ ბლოკი 5/5

ლექტორის შენიშვნა:

მარკ ბლოკი მეოცე საუკუნის გამოჩენილი ისტორიკოსი გახლდათ. ამ


სფეროსადმი მისი ინტერესის გამაღვივებლადა და განსაკუთრებული პატივისცემის
საფუძვლად შესაძლოა განვიხილოთ ფაქტი, რომ მარკი ანტიკური ისტრიის
პროფესორის ოჯახში დაიბადა. მან თავისი ცხოვრება სრულიად მიუძღვნა ისტორიის
შესწავლას, ამავე საგნის მნიშვნელობის წინ წამოწევასა და სწავლებას. იგი ჟურნალ
„ეკონომიკური და სოციალური ისტორიის ანალებისა“ და „ანალების“
ისტოროგრაფიული სკოლის თანადამფუძნებელი გახლდათ. მიუხედავად ამ და სხვა
მრაავალი წარმატებისა, მარკმა ვერ შეძლო საკუთარი ოცნებებისათვის ხორცი სრულიად
შეესხა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული როგორც პირველ, ასევე მეორე მსოფლიო ომში
და სწორედ ეს იქცა მის დაღუპვის მიზეზად, თუმცა მანამდე მან შეძლო და შექმნა
არაჩვეულებრივი ნაშრომი „ისტორიის აპოლოგია“, რომელიც მრავალი საუკუნის
ისტორიკოსებისათვის ერთ-ერთ ძირითად სახელმძღვნელო წიგნს წარმოადგენდა.
აღნიშნული ნაშრომით მარკი შეეცადა ჩვენთვის ისტორიის შესახებ საკუთარი
შეხედულებები გაეზიარებინა. პირველ რიგში ავტორი თავად ისტორიასა და ადამიანზე
საუბრობს, როგორც ისტორიის შემსწავლელ საგანზე. და რატომ ანიჭებს იგი ამ როლს
მაინცდამაინც ადამიანს და არა რაიმე მნიშვნელოან მოვლენას, როგორიც იქნებოდა,
მაგალითად, ვულკანის ამოფრქვევა? მან ხომ პომპეი მთლიანად შთანთქა. ან თუნდაც
მეტეორების წვიმა და სხვა? ანდაც ამ ყოველივეს ერთობლიობა? რადგან ავტორის
აზრით ყველა ფიზიკურ მოვლენას, რაც არა ადამიანის, არამედ ბუნების გავლენით
მოხდა უკვე გააჩნია მისი შემსწავლელი მცნიერების მიმდინარეობა. მაგალითად:
ვარსკვლავებსა და სხვა ციურ სხეულებს ასტრონომია შეისწავლის, ვულკანებსა და
მიწისძვრებს - გეოლოგია და ასე შემდეგ. რაც შეეხება ადამიანთა ყოფას, მათ
განვითარებასა და მათი ზეგავლენის შედეგად მომხდარ შემთხვევებს ავტორი უკვე
„ადამიანის შესახებ მეცნიერებას“, ანუ ისტორიას უწოდებს.
საინტერესოა ბლოკის მოსაზრება, რომ არ აქვს მნიშვნელობა ისტორიკოსი
წარსულს იკვლევს, თუ აწმყოს აღწერითაა დაკავებული. ამ ორივე შემთხვევაში
აუცილებელია მას გააჩნდეს ცოდნა ადამიანების ადათის, წესების, რელიგიისა და
სხვა ღირეულებების შესახებ, რაც თავისთავში გულისხმობ ამ ყოველივეს
არსებობის მიზეზების დადგენას, რომლებიც წარსულიდან გამომდინარეობს.
შეუძლებელია ადამიანმა სრულყოფილად გადმოგვცეს რაიმე მოვლენა, თუ არ
განმარტავს და არ ისაუბრებს ამ მოვლენის მაპროვოცირებელ ფაქტორებზე.
როგორც უკვე მივხვდით, წარსული და აწმყო ერთმანეთთან მჭიდრო
კავშირშია. თუ წარსულში არა საუკუნეების წინანდელ მოვლენებს, არამედ
უახლეს წარსულს ვიგულისხმებთ, ამ მოსაზრების ახსნა სხვაგვარადაც არის
შესაძლებელი: წარსული აწმყოს საფუძველია, რადგან ზუსტად მისი შედეგია ის,
რასაც აწმყოს ვუწოდებთ. ამასთანავე, აწმყო შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც
წარსულის საფუძველი, რადგანაც აწმყო თითოეულ წამს გარდაიქმნეა
წარსულად. „მუდმივი გარდაქმნისათვის განწირული ე. წ. მეცნიერება აწმყოს
შესახებ, თავისი არსებობის ყოველ წუთს წარსულის შესახებ მეცნიერებად
გარდაიქმნება“ (მარკ ბლოკი, 2018, 170).
მარკ ბლოკი ისტორიკოსების მოვალეობად არა მხოლოდ ცოდნის
მოხვეჭას, არამედ პასუხისმგებლობასა და კეთილსინდისიერებასაც ასახელეს.
მოსახლეობა ისტორიაზე საუბრისას ხშირად ისტორიულ პირებს განიხილავს და
განსჯის მათი საქმიანობის მიხედვით. მათთვის მარტივია ზედაპირულად
შეაფასონ ესა თუ ის მოვლენა და გმოიტანონ დასკვნები. სუბიექტურობაზე
დაყრდნობით დაეთანხმონ ერთს და გააკრიტიკონ მეორე, ან პირიქით. მარკის
აზრით ისტორიკოსი უნდა იყოს დამიანი, ვინც შეძლებს ფაქტების გაგებას და
საკუთარ ჩანაწერებში ყოველივე იმ მოვლენასა და მათ განმაპირობებლ
ფაქტორების განმარტვას ისე, რომ მკითხველთათვის სრულიად გასაგები იყოს,
თუ რატომ მოიქცა ესა თუ ის პირი ისე, როგორც მოიქცა - რამ აიძულა მას ამისი
გაკეთება, ან რა იყო მისი მოტიაცია. „ისტორიკოსმა უნდა იხელმძღვანელოს
ლუთერის, კალვინის თუ ლოიოლას დროის გონებრივი ატმოსფეროთი და არა
მისი თანამედროვე სააზროვნო პრობლემებით“ (მარკ ბლოკი,2018, 159). და
როგორ შეძლებს უბრალო ადამიანი, ამ შემთხვევაში ისტორიკოსი,
საზოგადოებრივი აზრისაგან მოწყვეტასა და ფაქტების ობიექტურად გაგეას?
ამისათვის ისტორიკოსმა საკუთარი „მე“ გვერდით უნდა გადადოს. დაივიწყოს
თავისი ღირებულებები, რააციონალურად გაანალიზოს მიღებული ცონა
წარსული საფუძვლების შესახებ და ტექსტი, რომელიც უნდა დაწეროს, ცხადზე
ცხადი გახდება. „იმისათვის, რომ შეაღწიო უცხო ცნობიერებაში, რომელიც
ჩვენგან თაობებით არის დაშორებული, საჭიროა, თითქმის მთლიანად
გათავისუფლდე საკუთარი „მე“-სგან“ (მარჯ ბლოკი, 2018, 179).
ავტორი ფიქრობს, რომ ისტორიკოსების საქმიანობაში კიდევ ერთ მთავარ
სირთულეს ენათა ცვალებადობა წარმოადგენს. ეს არ ნიშნავს სხვა და სხვა ენების
შედარებას ერთმანეთთან, არამედ კონკრეტული ენის ძველ და ახალ ვერსიებს
შორის განსხვავებას, რაშიც მთავარ წინააღმდეგობას დუალიზმი წარმოადგენს.
„იმ საზოგადოებებში, სადაც მსგავსმა ენობრივმა დუალიზმმა გაიმარჯვა, ბევრ
მნიშვნელოვან ასპექტს დაახლოებითობის პირბადე აქვს ჩამოფარებული“ (მარკ
ბლოკი, 2018, 194). მოგეხსენებათ, ენები სავსეა გარკვეული ტერმინებითა თუ
წინადადებებით, რომელთაც კონრეტული განსაზღვრება გააჩნიათ, თუმცა მისი
მნიშნველოვა იცვლება მიუხედავად იმისა, შეიცვალა თუ არა საგანი, რომელსაც
გულისხმობდა კონკრეტული ტერმინი. ავტორის აზრით ამ პრობლემის
გადასაჭრელად საჭიროა არსებობდეს ისტორიული ენის კულტურა, ტერმინების
კონკრეტული, კლასიკური განსაზღვრებები, რათა ისტორიკოსთა ჩანაწერები არა
საკუთარ დროზე იყოს დამოკიდებული, რაც მათ მომდევნო თაობებს ხელს
შეუშლიდა აზრის პირველადი შინაარსის გაგებაში, არამედ იკითხებოდეს
კლასიკური ტერმინოლოგიით, რაც უცვლელი იქნება და მონაცემების სწორად
გასაგებად დამატებითი კვლევების ჩატარება არ იქნება საჭირო. სამწუხაროდ,
მარკის ამ მოწოდების ასრულებას მხოლო ერთი მიმდინარეობის
წარმომადგებლები, ისტორიკოსები ვერ შეძლებენ, რადგან ენასთან მათ მხოლოდ
ის აკავშირებთ, რომ იგი ხელსაწყოა, რომელსაც საკუთარი საქმიანობის
განსახრციელებლად იყენებენ. იმისათვის, რომ ენებში მოხდეს მსგავსი
მნიშვნელოვანი ცვლილება, საჭიროა ლინგვისტებმა, გეოგრაფებმა, ფიზიკოსებმა
და სხვა დარგების წარმომადგენლებმა ერთად შეათანხმონ ის ტერმინოლოგიები,
რომლებსაც გამოიყენებენ, რადგან ისტორია არა მხოლოდ ისტორიკოსების მიერ
იწერება. როგორც თავიდან ვკითხულობთ, ისტორია ადამიანების შესწავლის
საგანია, თუმცა არსებობს ადამიანეიბსაგან დამოუკიდებელი მოვლენები,
რომელთა შესწავლასა და აღწერასაც სწორედ ეს დარგები ემსახურებიან, ამიტომ
საჭიროა მოხდეს ყოველივე ამ ისტორიის სინთეზი და შეიქმნას უნიკალური
„საერთაშორისო“ ტერმინოლოგია.
გამოყენებული ლიტერატურა:

მარკ ბლოკი. „ისტორიის აპოლოგია“. წიგნში შესავალი თანამედროვე


აზროვნებაში 2, 156-208. თბილისი: ილიას სახელმწიფო გამომცემოლობა, 2018.

ჰაიეკი და სარტრი 20/20

1.

ჰაიეკი მეოცე საუკუნის ავსტრიელი ეკონომისტი და ფილოსოფოსი იყო. მან ცხოვრება


ტოტალურ სისტემასთან ბრძოლაში გაატარა და სწორედ ამ სისტემის კონტრარგუმენტებს
აყალიბებს საკუთარ ნაშრომში. იგი წერს, რომ ადამიანებს ხშირად უწევთ არჩევანი გააკეთონ
დიქტატორულ ძალაუბლებასა და სრულ მარცხს შორის. სწორედ აქ ეყრება საფუძველი
დიქტატორულ მისწრაფეებს, რაც წარმოქმნის ტოტალიტარულ სისტემას. ამგვარ რეალობაში
წარმატებას მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ, რომლებიც მზად არიან ძალაუფლება სხვა
ადამიანების ხარჯზე ჩაიგდონ ხელში, ხოლო კეთილსინდისიერი ადამიანები განიცდიან კრახს
და მათი გავლენის ქვეშ ექცევიან. ასეთ დროს ე.წ ლიდერები იჩენენ მიმდევრებს და
ყველაფერზე არიან წამსვლელნი იმისათვის, რომ საკუთარი ძალაუფლება რაც შეიძლება მეტად
გააძლიერონ და დაამყარონ კონტროლი დანარჩენი კატეგორიის ადამიანებზე, რაც სრულიად
ეწინაღმდეგება ინდივიდების ინტერესებს და სწორე ამიტომ არის ტოტალიტარისტული
სისტემა მიუღებელი. ზემოთ აღწერილმა „ლიდერებმა“ ძალიან კარგად იციან მასებზე
შთაბეჭდილება როგორ მოახდინონ. ისინი სუსტ რგოლებს ირჩევენ და მათ ცნობიერებას
საკუთარი არგუმენტაციითა და მსოფლმხედველობით ავსებენ შედეგად კი იქმნება ძალა,
რომელიც მზად არის დაემორჩილოს ტოტალიტარულ პარტიებს. გარდა ამისა, მსგავსი
ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ მათი ცნობიერება ჭეშმარიტებას უფრო მეტად
მიუახლოვდა და უხარია, რომ გარკვეული, ერთიანი საზოგადოების ნაწილია, გადაიქცევა
დანარჩენი ადამიანების კეთილისმსურველად და ისეთ თავგზაარეულ ადამიანებს, როგრიც
თავად მანამდე იყო, იპოვის და ტოტალიტარული პარტიის მხარდამჭერთა ნაწილად აქცევს,
რითაც საბოლოო ჯამში ყველა კმაყოფილია, განსაკუთრებით კი ის დიქტატორი, რომელიც ამ
პარტიის სათავეში გევლინება. იმისათვის, რომ არსებული მასების რწმენა შეინარჩუნოს და
აუმაღლოს სულისკვეთბა გარკვეულ მიზნებს სახავს, რომელიც რეაალურად ქვეყნისთვის
არაფრის მომცემია, თუმცა გარკვეულ სოფლმხედველობას მიჰყვება და მასას აერთიანებს. თუ
გერმანიის მაგალითს ავიღებთ, ამ შემთხვევაში მიზაზნი ევრაელების წინააღმდეგ მოქმედება
იყო. „მტერის“ მოძიება ტოტალიტარული პარტიის ყველაზე მძლავრი სტრატეგიაა, ვინაიდან
სუსტ ადამიანებს ყველაზე კარგად აგრესია და სიბოროტე აერთიანებს.

2.

მეოცე საუკუნის ფილოსოფოსმა სარტრემ ჩამოაყალიბა ყიპოთეზა, რომ ადამიანი


დაწყევლილია, იყოს თავისუფალი. იგი საკუთარ ნასრომში განმარტავს, თუ როგორია ადამიანი,
რომელსაც აქვს გარკვეული საზღვრები და როგორია ადამიანი, რომელსაც არ ბოჭავს არანაირი
მოლარული კანონები და თავისუფალია გააკეთოს ნებისმიერი რამ. სიტყვის „ნებისმიერი“
მნიშვნელობა იმ ადამიანისათვისაც ისეთი დაუზუსტებელი და თავგზაამბნევია, როგორც
ნებისმიერი ჩვენგანისთვის. სარტრე განმარტავს, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ გარკვეული
ღირებულებები, როგორიცაა სარწმუნოება, არიან შეზღუდულნი საკუტარი თავის მიერ ნებით,
რომ დაემორჩილონ თავის რწმენას და გაჰყვნენ ბიბლიაში გადმოცემულ მითითებებს იმის
შესახებ, რა უნდა გააკეთონ და რა - არა. რა არის სწორი და რა არასწორი და ზუსტად იციან რას
გიპასუხებდნენ, თუ კითხავდით: „ასე რატომ იქცევი?“. თავისუფალ ადამიანს არ გააჩნია
კალაპოტი, რომელიც მის ცხოვრებას რომელიმე მიმართულბით წაიყვანდა. მისი ცნობიერება
ზღვვაში წვეთია და შეუძლია წავიდეს ნებისმიერი მიმართულებით, რომელსაც მოისურვებს,
თუმცაღა არ გააჩნია არანაირი ღირებული მიზეზი იმისა, თუ რატომ აირჩიოს კოკრეტული
მიმართულება და „ცხოვრების დინებას“ მიყვება. მისი ქმედებები მხოლოდ საკუტარი თავიდან
და გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეობს, რის გამოც ნებისმიერ საქციელზე
პასუხისმგებელია და მის მიერ დადებული პირობა, მისი ნათქვამი ბოდიში აზრსმოკლებული
და არადამაჯერებელია, რადგან არავის აქვს არანაირი გარანდტია ან საფუძველი, რის გამოც მას
მიენდდობოდა. მას ზუსტად ისეთივე შეხედულება აქვს საკუთარ თავზე, როგორიც მის
გვერდით მდგომი ნებისმიერი კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი აღიქვამდა მას. ასეთი
პრობლემა გამომდინარეობს იქიდან, რომ თავისუფალ ადამიანს არ სურს დაემორჩილოს და
მოექცეს „ჩვეულებრივი/ნორმალური“ ადამიანების ჩაჩოებში. მას სურს იყოს საკუთარი თავი,
პრობლემა კი იმაშია, რომ იგი ზუსტადაც ერთი „ჩვეულებრივი“ ადამიანია. მაშასადამე, იგი არის
ის, რაც სურს, თუმცა არ სურს ისყოს ის, რაც სურს და სწორედ ეს არის, რაც აბნევს და
ანადგურებს მის შინაგან მდგომარეობას. ვინაიდან ამ ადამიანის პიროვნებას არანაირი
საზღვრები არ გააჩნია, მას არ შეუძლია მთელი თავისი ცხოვრება ერთი მიმართულებით
იცხოვროს და დაკმაყოფილდეს ამითი. იგი ყველგან ახალ გზას, ახალ შესაძლებლობას,
ემოციებს, გამოცდილებას ხედავს, რაც მის ცხოვრებას იმდენად გაუგებარსა და მოსაწყენს ხდის
დროტა განმავლობაში, რამდენადაც ამაღელვებელი ჩანდა დასაწყისში, რადგან მას არ შეუზლია
იპოვოს საკუტარი თავი, ვინაიდან არანაირ კატეგორიას არ მიეკუთვნება. ამავე დრო, მუდმივად
საკუტარი თავის ძიებაშია. მას მხოლოდ ის შეუძლია, რომ იცხოვროს დღევანდელი დღით და
მუდმივად ეძიოს რაღაც, რაც მის ცხოვრებას საინტერესოსა და სასიამოვნოს გახდის. მას არ
გააჩნია ის სიმშვიდის განცდა, რომელიც ადამიანებს საკუტარი ცხოვრებიტ კმაყოფილებით
აქვთ, როდესაც მათი ცხოვრება სასურველ კალაპოტში მიედინება. თავისუფალ ადამიანის
ცხოვრებაში არც იმედი არსებობს, რადგან მან იცის, რომ ყოველგვარი უარყოფითის შანსი
დიდია და არ აქვს მიზეზი პოზიტიურად იფიქროს. იგი ხომ რეალისტია. ყოველივე იმის გამო,
რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ადამიანისთვის ტავისუფლება არის წყევლა.
ჰარარი 5/5
(წიგნში მოცემული ცხრილი მე არ გამითვალისწინებია გამოცდაზე, ამიტომ ქულა დამაკლდა ამ ავტორთან და გაითხვალისწინეთ)

ჰარარი მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსია. ეს ის პერიოდია,


როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი და ევროპა და ამერიკა უფრო მეტად გაძლიერდნენ.
ამან უზარმაზარი გავლენა მოახდინა მოსფლიო პოლიტიკურ რუკასა და სხვადასხვა
ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ
ჰარარის მთავარ ინტერესის სფეროს ისტორია წარმოადგენს. იგი აქტიურად შეისწავლის
სამყაროში მიმდინარე მოვლენებს, მისი არსებობის ყოველ ეტაპზე, და მათ შორის
ადამიანების განვითარებას ყველაზე დიდ ყურადღებას უთმობს.

მსოფლიოს დღევანდელი სახე განპირობებულია კოგნიტური, აგრარული და


სამეცნიერო რევოლუციებით, რომელთაგან ჰარარის ყურადღების ცენტრში, მის
ნაშრომში „საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია“, ადამიანთა კოგნიტური
განვითარებაა მოქცეული. საინტერესოა ფაქტი, რომ კოგნიტურ რევოლუციას ზოგადად
მეცნიერები უკაცშირებენ დროის იმ მონაკვეთს, როდესაც კოგნიტური ფსიქოლოგია
დაიბადა, თუმცაღა ჰარარი ამ სიტყვებში გულისხმობს ადამიანებს შორის სამეტყველო
ენის განვითარებას.

ჰარარის მიაჩნია, რომ ადამიანებს სხვა ცხოველებისაგან მათი კოგნიტური


შესაძლებლობები გამოარჩევს, რამაც მათ საშუალება მისცა გარემოში შემავალ
სხვადასხვაგვარ ელემენტებზე ყველაზე უფრო ეფექტური რეაგირება მოეხდინათ.
ავტორის თქმით კოგნიტურმა რევოლუციამ ადამიანი ძალიან სწრაფად მოაქცია სხვა
ცოცხალი არსებების კვების ჯაჭვის სათავეში. საკმაოდ სწრაფად იმისათვის, რომ
გარემოს ამ მოცემულობაზე შესაფერისი პასუხი გაცემა ვერ მოესწრო და სხვა
არსებებისათვის ვერ შეექმნა ისეთი პირობები, რომლებიც სამყაროში ბალანსს
შეინარჩუნებდა და არც ერთ სახეობას არ მოაქცევდა დანარჩენ ცოცხალ არსებებზე
მაღლა ისე, როგორც ეს ლომებისა და ზვიგენების შემთხვევაში მოხდა. თუმცაღა,
აღნიშნული მოვლენა არ ყოფილა თავად ადამიანებისთვის იმდენად სახარბიელო,
რამდენადაც ეს ერთი შეხედვით ჩანს. უფრო მეტიც, სწორედ ეს მოვლენა გახდა
ადამინის დაბნევის მიზეზი. მათ არ ჰქონდათ საკმარისი გამოცდილება საიმისოდ, რომ
ცოდნოდათ როგორ გმოეყენებინათ ამგვარი შანსი სწორად. ისინი გახდნენ
დაბნეულები, რამაც მათ არაადეკვატურობისაკენ უბიძგა, არაადეკვატური ადამიანი კი
სახიფათოა. აქ ჩაისახა არა მხოლოდ სახეობათაშორისი, არამედ მასშტაბური ხასიათის
ძლიერი შიდასახეობრივი კონფლიქტის საფუძველი. „მრავალი ისტორიული
უბედურება, სასიკვდილო ომებით დაწყებული ეკოლოგიური კატასტროფებით
დამთავრებული, სწორედ ამ ნაჩქარევი ნახტომის შედეგია.“ (ჰარარი, 2018,443)

ადამიანების სწრაფმა ევოლუციებმა, ჰარარის აზრით, შესაძლოა კიდევ უფრო


რთულ შედეგებამდე მიიყვანოს კაცობრიობა.

ჰარარი ასახელებს ადამიანთა უამრავ სახეობას, როგორიც არიან


„ნეანდერტალები“, „ორ ფეხზე მოსიარულენი“, „ადამიანები სოლოს ველიდან“, „ჯუჯა
ადამიანები“, „ადამიანი რუდოლფის ტბიდან“, „მომუშავე ადამიანი“. ყოველ მათგანს
უნიკალური მახასიათებლები გააჩნდათ, მაგალითად განსაკუთრებულად დიდი ზომის
ფიზიკური მონაცემები, ან პირიქით, სპეციფიკურად მცირე. საბოლოოდ, თანამედროვე
ადამიანები „Hopo sapiens”-ს, ანუ „ჭკვიანი ადამიანების“ სახეობას წარმოვადგენთ.
მიუხედავად ამისა, ჰარარის მიაჩნია, რომ სხვა სახეობების არსებობის პერიოდის
ცალხაზოვნად დალაგება და იმისი თმა, რომლის შემდეგ რომელი მათგანი არსებობდა,
არასწორია და მათი განმასხვავებელი ნიშნები განპირობებულია დედამიწაზე
მრავალფეროვანი სახცოვრებელი ადგილების არსებობით, რომლის შესაფერისიც უნდა
ყოფილიყო ამათუიმ სახეობის მონაცემები. აღსანიშნავია, რომ ჰარარის მთავარ
ინტერესს წარმოადგენს მახასიათებლები, რომელიც ყოველ მათგანს არა განასხვავებდა
ერთმანეთისაგან, არამედ პირიქით, აერთიანებდა.

ჩვენი წინამორბედი სახეობები დროთა განმავლობაში ვითარდებოდანენ და


საბოლოოდ, როგორც ვთქვით, ყველა სხვა ცოცხალი არსების სათავეში მოექცნენ. ჰარარი
ასახელებს ადამიანის რამდენიმე უნარს, რომელმაც ყველაზე მეტად განაპირობა
აღნიშნული მოცემულობა. მათ შორისაა აზროვნების უნარი. საინტერესოა ფაქტი, რომ
ადამიანების ტვინის ზომა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე დანარჩენი არსებების. იგი
რევოლუციების შედეგად კვლავაც იზრდება იმ ორგანოების ხარჯზე, რომელიც ამავე
მიზეზით მცირდება ზომაში. ჰარარი აზროვნებასთან ერთად, კიდევ ერთ უნარს,
ადამიანის ცეცხლთან ურთიერთობას ასახელებს. ამ სახეობამ ცეცხლის მოხმარების
შესწავლით შეძლო როგორც მხეცებისაგან თავის დაცვა, ასევე, ცხოველებზე თავდასხმაც
და საკვების მოპოვება მისთვის ბევრად უფრო გამარტივდა. ამასთან ერთად,
გამარტივდა საკვების გადამუშავებაც იმის გამო, რომ ცეცხლის გამოყენებით ადამიანმა
მისი მოხარშვა დაიწყო, რაც უფრო ადვილსა და სწრაფს ხდის მის მირთმევასა და
გადამუშავებას. აღსანიშნავია, რომ ცეცხლის წყალობით ადამიანის კვების რაციონს
დაემატა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროდუქტები, მაგალითად კარტოფილი.
ადამიანების ეს უნარები მუდმივად იხვეწებოდა. ჩვენ დღეს ცეცხლის მიღებისა და მისი
გამოყენების მრავალი გზა ვიცით. რაც შეეხება აზროვნებას, სწორედ მის შედეგად
იქმნება განსხვავებული იარაღები, საცხოვრებელი ადგილები, კულტურა,
სახელმწიფოები და სხვა. აზროვნებისა და წარმოსახვის უნარის განვითარებამ
განაპირობა ადამიანთა შორის ურთიერთობის სასარგებლო მიმართულებით
განვითარება. მათ შორის სწორი კომუნიკაციის დამყარება და ამის შედეგად, მრავალი
ადამიანის ერთიანი ძალებით სვლა საერთო მიზნებისაკენ, საიდან გამომდინარეც აქვს
მსოფლიოს დღეს ისეთი სახე, რომლითაც ჩვენს წინაშეა წარმოდგენილი.

მოსაზრებას, რომ სხვადასხვა სახეობის ადამიანებმა ერთად ცხოვრება დაიწყეს


„გვართაშორისი შეჯვარების თეორია“ ეწოდება. სახელიდანვე მარტივია გავიგოთ, თუ
რას გულისხმობს ეს თეორია. მის თანახმად, ჰომო საპიენსმა და ნეანდერტანელებმა
მარტივად მიიღეს ერთმანეთი, დაიწყეს თანაცხოვრება და ერთმანეთში აირივნენ ისე,
რომ დღეს მათ შთამომავლებს ევრაზიელები წარმოადგენენ. ამ თეორიასვე ეფუძნება
მოსაზრება, რომ აზიელები ჰომო საპიენსებისა და ჰომო ერექტუსების შთამომავლები
არიან.

ბუნებრივია, არსებობს ამ თეორიის საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რომ ძლიერი


განმასხვავებელი ნიშნების გამო, რომელთა შორისაც უმთავრესს გენეტიკა
წარმოადგენს, შეუძლებელა ორი სახეობის ადამიანი ერთმანეთისათვის მიმზიდველი
ყოფილიყო და საუკუნეების განმავლოაში ერთად ეცხოვრათ და ერთმანეთთან
გამრავლებულიყვნენ. ამ თეორიას „ჩანაცვლების თეორია“ ეწოდება. ზოგ ადამიანს
მიაჩნია, რომ ადამიანთა დღევანდელი სახეობა „სუფთა სისხლის საპიენსს“
წარმოადგენს, რადგან ზემოხსენებული მიზეზის გამო ყველი სხვა სახეობა
დროთაგანმავლობაში წარსულს ჩაჰბარდა და მხოლოდ საპიენსები გადარჩნენ. „ორი
პოპულაცია ერთმანეთისგან ყოველთვის განცალკევებული იყო და როდესაც
ნეანდერტალები გადაშენდნენ, ან ამოიხოცნენ, მათი გენებიც მათთან ერთად მოკვდა”
(ჰარარი, 2018, 446).

ჩნდება კითხვა, თუ რითი იყო ჰომო საპიენსი ასეთი განსაკუთრებული და როგორ


შეძლო მან გადარჩენა. ამ კითხვაზე პასუხს „ჭორაობის თეორია“-ში ვიპოვით. დიდი
ხნის წინათ ადამიანებს ბგერებით შეეძლოთ ერთმანეთთან კომუნიკაცია. ამ სახის
დიალოგი სულაც არ იყო იმდენად მრავალფეროვანი, რამდენადაც ახლააა და მისი
გამოყენებით მხოლოდ კონკრეტული სიგნალების გადაცემა იყო შესაძლებელი, რაც არ
აღმოჩნდა საკმარისი იმისთის, რომ ადამიანებს ერთმანეთისა და საკუთარი თავის
გადასარჩენაზე ეზრუნათ. წარმოიდგინეთ რამდენად რთული იქნებოდა დღეს იმ
შესაძლებლობების გამოყენება, რაც ჩვენს გარშემო არსებობს, ანდაც ცოდნის დაგროვება
სამყაროში უფრო შორ მანძილზე მიმდინარე მოვლენების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ
ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაცი არ გვექნბოდა. ამგვარ რელობაში ცხოვრება და
თავის გადარჩენა, არა თუ თავის დამკვიდრება, ცალსახად ძალიან რთული იქნებოდა.
სწორედ ამ ვითარებაში იმყოფებოდა უძველესი ადამიანი მანამ, სანამ 70 000 – 30 000
წლის წინ სამეტყველო ენა არ შექმნა, რომლის მთავარ მიზანსაც სხვა ჯოგებისა თუ
ოჯახებიზე და მათი საცხოვრებელი პირობებისა და მეთოდების შესახებ ინფორმაციის
გადაცემა წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ ეწოდება ამ თეორიას „ჭორაობის თეორია“.
სხვა ადამიანების გამოცდილების გააზრება, ერთმანეთისთვის გაზიარება, საკუთარ
ყოველდღიურობაში დანერგვა და კიდევ უფრო მეტად განვითარება იყო ის, რამაც ჰომო
საპიენსი, ანუ მოაზროვნე ადამიანი გააძლიერა და მთელი ამ დროის განმავლობაში არა
თუ გადაარჩინა, არამედ მსოფლიოში ყველაზე გავლენიან არსებად აქცია.

გამოყენებული ლიტერატურა:

ჰარარი, იუვალ ნოა. 2018. საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია. წიგნში შესავალი
თანამედროვე აზროვნებაში II, მთარგმნ. სანდრო გაბისონია, 436-467. თბილისი: ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ფროიდი და ნიცშე 20/20

1.

ზიგმუნდ ფროიდი საკუთარ ნაშრომში ადამიანის პიროვნულ ზრდასა და განვითარებაზე


საუბრობს. მას მიაჩნია, რომ ადამიანის მოტივაცია გამომდინარეობს სამი ინსტანციისაგან,
რომლებიც არიან: იგი, მე, ზე-მე. ფროიდი სამივე მათგანის შინაარსს განმარტავს და წერს, რომ
„იგი“ არის არაცნობიერის ნაწილი, რომელმაც ძალიან კარგად იცის რა გვსიამოვნებს და რა არა
და მის მთავარ კრიტერიუმს მხოლოდ ეს წარმოადგენს. რაც შეეხება „მე“-ს, იგი წარმოადგენს
ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს, თუ როგორ ვრეაგირებთ სხვადასხვა გარემოებებზე.
„მე“ ყალიბდება გარკვეული დროის გასვლის შემდგომ, როდესაც ადამიანის პიროვნება
გამომდინარეობს არა მხოლოდ „იგი“-ზე, ანუ იმ ადამიანებებზე დაყრდნობით, რომელთა
შორისაც ის გაიზარდა, არამედ საკუთარ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით. გარკვეული
დროის გასვლის შემდეგ თავს იჩენს „ზე-მე“. „ზე-მე“-ს ფროიდი განმარტავს, როგორც ჩვენს
ლტოლვას იდეალურობისაკენ. იგი ყაიბდება გამოცდილების დაგროვებასთან ერთად და
გამოიხატება ადამიანის მორალში, ზნეობაში, კულტურაში, სინდისში და ასე შემდეგ.
ავტორი „მე“-ს ეგოს, ხოლო „ზე-მე“-ს სუპერ-ეგოს უწოდებს. ფროიდი წერს, რომ „მე“
მუდმივად დამოკიდებულია „ზე-მე“-ზე, რომელიც მისი ქმედებების შეფასების საზომი ხდება.
იმ შემთხვევაში, თუ „მე“-ს მახასიათებლები წინაღმდეგობაში მოდის „ზე-მე“-ს იდეალურ
მოდელთან, ადამიანში თავს იჩენს დანაშაულის გრძნობა.

ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, არის ადამიანის ურთიერთობა საკუთარ თავთან და ის, თუ
როგორ მოქმედებენ მისი ინსტანციები, თუმცა, როგორც აღვნიშნე, „მე“ განსაზღვრავს ადამიანის
გარემოსთან ურთიერთობას. ამ დროს მის ჩამოყალიბებაზე მოქმედებს არა მხოლოდ შინაგანი,
არამედ გარეგანი ფაქტორებიც, როგორიც შეიძლება იყოს მშობელი. სანამ „ზე-მე“
ჩამოყალიბდება და ადამიანი შეძლებს თავად განსაჯოს „მე“-ს მოქმედება და მოახდინოს მისი
სრულყოფა, ამას აკეთებენ ამ ადამიანის მშობლები, აღმზრდებელი და სხვა. ისინი აღნიშნული
ადამიანებისთვის ავტორიტეტს წარმოადგენენ, ამასთან ერთად, გარკვეულ შიშის საფუძველისაც
იმ შემთხვევაში, თუ შვილის, აღსაზრდელის „მე“ არ გაითვალისწინებს მათ მითითებებს. აქიდან
გამომდინარე, „მე“-ს დანაშაულის გრძნობა შეიძლება იყოს დაფუძნებული როგორც შინაგან
ფაქტოზე „ზე-მე“, ასევე გარეგან ფაქტორზე, ავტორიტეტზე.

2.

ფრიდრიხ ნიცშე, ფროიდის მსგავსად, ადამიანის პიროვნების განვითარებაზე წერს და


განმარტავს, რომ ამ პროცესის სრულყოფა შესაძლებელია მხოლოდ იმით, თუ ადამიანი
მოახერხბს და „ზეკაცის“ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რასაც ავტორი დეტალურად არ
განმარტავს, თუმცა მის შინაარსზე მიგვანიშნებს სამი სახეცვლილების განმარტებით, რომლის
მიხედვითაც ადამიანები ჯერ აქლემის, მეორე ეტაპზე ლომის, ხოლო სულ ბოლოს - ბავშვის
მდგომაეობაში იმყოფებიან. იგი დეტალურად აღწერს, თუ რა ტიპის ადამიანს უწოდებს აქლემს,
ლომსა თუ ბავშვს. ნიცშე აქლემს ადარებს ისეთ ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია თავისუფლება
და უწევს ატაროს ისეთი ტვირთი, როგორიცაა ქრისტიანული მორალი. რაც მთავარია, „აქლემი“
ამას დიდი სიამოვნებით აკეთებს და მით უფრო ბედნიერია, რაც უფრო მძიმეს გახდის საკუთარ
„ზურგს“, ცხოვრებას მსგავსი მისწრაფებებითა და იდეალებით, რადგან ვერ აცნობიერებს, რომ
ის სურვილები და ღირებულებები, რაც მას გააჩნია, რეალურად არა მის მიერ გააზრებული და
მიღებულია, არამედ გარმოსგან დასწავლული და დაკანონებული. მეორე ეპატი, რომელსაც
ზიგმუნდი განმარტავს გახლავთ ლომად გარდაქმნისა და ცხორების ეტაპი. ამ ეტაპზე მყოფ
ადამიანს მიაჩნია, რომ მან თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ წამართავს საკუთარ
ცხოვრებს და არ დაემოჩილება არავითარ დადგენილ წესებსა და კანონებს, რომლებსაც არა
თავად გადაწყვეტს, არამედ ადგენენ ღმერთები და ადამიანები. იგი თვლის, რომ თვითონ არის
საკუთარი თავის უფალი, ბატონ-პატრონი და ვერ აანალიზებს იმას, რომ მისი მისწრაფება
„აკეთოს ის, რაც სურს“ არ არის სრულყოფილი, რადგან აქ არსებობს ერთი ფაქტორი, რომელიც
მის სურვილებზე ჯერ კიდევ იქონიებს გავლენას: „არ დაემორჩილოს სხვის ნებას“. სტადიას,
როდესაც ადამიანის ცხოვრებაში არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს სხვისი ნება და
აზრები, არც დადებითსა და არც უარყოფითს, ავტორი ბავშვობის ეტაპს უწოდებს. ეს იმიტომ,
რომ ისინი ნამდვილად თავისუფლები არიან და მხოლოდ თავად და მხოლოდ საკუთარი
თავიდან გამომდინარე იღებენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას. მათთვის არაირ კრიტერიუმს არ
წარმოადგენს გარეშე პირების მორალი და არც ლომის მსგავად არ არიან დაძაბულობასა და
საკუთარი თავისათვის იმის დამტკიცების მცდელობაში, რომ მან დაძლია უმრავლესობის
ტირანია. ნიცშეს მიაჩნია, რომ მხოლოდ ბავშვობის ეტაპზე იბადება საღი აზრები და
მისწრაფებები. მხოლოდ ამ დროს იცნობს ადამიანი საკუტარ თავს ისეთს, როგორიც მართლაა,
ყოველგვარი იარლიყის გაეშე. მხოლოდ ამ ვითარებაში, ადამიანს შეუძლია გაიაზროს საკუთარი
ჭეშმარიტი ღირებულებები.

მამარდაშვილი 10/10

როგორც ყველასათვის ცნობილია, ადამიანები მიდრეკილნი არიან ცოდვისაკენ.


მამარდაშვილი სწორედ ამაზე საუბრობს და იმაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ
წყევლისაგან თავის დაღწევა. ჩნდება კითხვა: რატომ უნდა უნდოდეს ადამიანს თავის
დაღწევა იმ სურვილებისაგან, რომელიც მასშია და რომლის დაკმაყოფილებაც მას
სიანოვნებას მიანიჭებდა?

მამარდაშვილი ტექსში ადამიანს განიხილავს, როგორც ორ არსებას: ერთი


ხორციელი, მეორე კი სულიერი. სწორედ ამ გაორების შედეგია, რომ ადამიანს
ერთიდაიგივე მოცემულობის მიმართ სხვადასხვა განცდა ებადება. მას შეიძლება
უყვარდეს რაღაც, თან სძულდეს. ან ესმოდეს და არ ესმოდეს. შინაგანი ადამიანი არის
ადამიანის სული, რომელიც ხორცის წყევლისაგან თავისუფალია და რომელმაც ზუსტად
იცის რა მოსწონს, ან არ მოსწონს. რა იცის, ესმის და რა არა. იმისათვის, რომ შინაგანი
ადამიანი რეალიზდეს, საჭიროა ადამიანის სხეული განთავუსიფლდეს ხორცის
წყევლისაგან. სწორედ ამ მოვლენას ეწოდება ხსნა. როდესაც იესო ქრისტე ჯვარს გააკრეს,
მან გადაიხადა ყოველი სხეულის საფასური და ცოდვისაგან გამოისყიდა ადამიანები.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი ცოდვის ტყვეობაშია მას შემდეგ, რაც ადამმა
და ევამ პირველად შესცოდეს. მამა ღმერთის კაცად მოსვლა დედამიწაზე და იესო ეცვა
ჯვარს, რათა გადაეხადა თითოეული ჩვენგანის საფასური და ცოდვისაგან
გამოვესყიდეთ, ანუ ჩვენი სხეულები აღარ ყოფილიყო ცოდვის მონობაში. ჯვარცმიდან
ორმოცდამეათე დღეს, ადამიანებზე გადმოვიდა სულიწმინდა და მი გონების
მოზიარეობა გახდა შესაძლებელი. იგი თითოეული ადამიანის გონბაში სახლობს და
წარმოადგენს იმას, რასაცბევრი ჩვენთაგანი სინდისს უწოდებს. სწორე ამიტომ,
ადამიანის გონება არის ის, რაც პირველი გათავისუფლდა ცოდვაზე
დამოკიდებულებისაგან და ჩამოყალიბდა შინაგანი ადამიანი, რომელიც ღმერთის
რჯულს ან ემორჩილება, ან არა, თუმცაღა ამას თავად წყვეტს, როგორც თავისუფალი
პიროვნება, განსხვავებით ცოდვას დამონებული სხეულისაგან, რომლის
გათავისუფლებაც სულიწმინდასთან ერთად ქრისტე იესოს სხეულთან მოაზრეობით
მიიღწევა. სწორედ ამის შემდეგ ხდება შინაგანი ადამიანის რელიზება შესაძლებელი.

You might also like