You are on page 1of 3

შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 2

თამარ პეტრიაშვილი

ბიზნესის,ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი.

კურსის ხელმძღვანელი: სალომე დალაქიშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


მოაზროვნეთა ქმნილ იდეოლოგიებს შორის, ნიცშეს მსოფლმხედველობა ძალზედ
განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ფილოსოფიაში. ფაქტობრივად, მისი სამყაროსადმი
ხედვა აბსოლუტურ წინააღმდეგობას უწევს, არსებული საზოგადოების ღირებულებებს
და მიზნებს. ნაშრომში „ ასე იტყოდა ზარათუსტრა“ ნიცშე ზარათუსტრას საშუალებით
გვანახებს იმ აუცილებელ ქმედებებს, რომელიც ადამიანმა საკუთარი ცხოვრების
ფესვებში უნდა დანერგოს. თავდაპირველად, ზარათუსტრა ცხოვრობს მთაში 10 წლის
განმავლობაში, სრულიად მარტო, გასაკვირი არ არის რომ რომ ტექსტში იგი ესაუბრება
მზეს, რადგან მზე სინათლეა, სწორედ ამ წლების განმავლობაში ცდილობდა
ჭეშმარიტების „ვარსკვლავის“ პოვნას, უნდა ვიფიქროთ, რომ მზე ეს ვარსკვლავია, ის
დღითიდღე უფრო ახლოს ხედავდა სინათლეს ანუ იმ სინამდილეს,სადაც ადამიანები
ცხოვრობდნენ. როგორც თავად ამბობს „მსურს გავიღო და გავცე, სანამ კაცთა შორის
ბრძენნი თავისი სიბრიყვით გაიხარებენ, ხოლო ღარიბნი-თავისი სიმდიდრით“(ნიცშე
2017,43) აქედან გამომდინარე, ზარათუსტრას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი თავისი
სიბრძნე და სინათლე, გადაფასებული ღირებულებები მიიტანოს საზოგადოებამდე და
დაანახოს , თუ რაოდენ ბნელია მათი ღირსებები. ეს ის საზოგადოებაა, რომლისთვისაც
მშვიდობა, თანასწორობა და თავისუფლებაა პრიორიტეტული და მათი ბუნება
ფაქტობრივად ნიცშეს აზრით, დაკნინებულია. ასეთი ადამიანი ტექსტში წმინდანი
ბერიკაცის სახით გვხვდება,რომელიც დღე და ღამე ადიდებს ღმერთს და მისთვის
ერთადერთი ღირებულება სამყაროს ისტორიაში სულიერება და ზეციერი სამეფოა, მას
ადამიანების ეშინია და მიიჩნევს, რომ მათგან შორს ყოფნა უკეთესია.ზარათუსტრა კი
პირიქით, დამცინავადაც კი ამბობს „ამ ბებერ წმინდას, ჯერ არ გაუგია რომ ღმერთი
მოკვდა“(ნიცშე2017,45) მორალი და ზეციერი სწავლებები ნიცშესთვის მკვდარია , არსი
და აზრი დაუკარგავს და ამიტომაც ამბობს, რომ ღმერთი მოკვდა. ახლა ამ ქვეყნად რასაც
ადამიანები უნდა ესწრაფვოდენ დიდება და ძალაუფლებაა, სულისაც და ხორცისაც
როგორც ადამიანის მთლიანობის მიზანი გათავისუფლება არსებული
ღირებულებებისგან და ახალ ადამიანად, ახალ ქმნილებად „ზეკაცად“ ქცევაა, უნდა
აღვნიშნოთ, რომ ზარათუსტრას მისია რისთვისაც ის ადამიანებთან მიდის, ზეკაცის
სწავლებაა,რამეთუ „ზეკაცი მიწის საზრისია“(ნიცშე2017,45). გამომდინარე იქიდან, რომ
რელიგიური გაგებით, ღმრთისმეტყველება ამოუცნობია და მიუღწეველი ადამიანთა
ლოგიკური აზროვნებისთვის, ნიცშე ამას აკრიტიკებს და ზარათუსტრას პირით
საზოგადოებას ეუბნება, რომ „ახლა ყველაზე საშიში ცოდვა მიწის მიმართ მკრეხელობაა,
და კიდევ ის რომ ამოუცნობის წიაღი მიწის საზრისზე მაღლა დააყენო“(ნიცშე 2017,46) ის
იდეები რომელიც არა რეალურია და არა ამქვეყნიური უნდა მოიშოროს ადამიანმა,
ვიდრე ის საკუთარ სიცოცხლეს შეიძულებს.
ნიცშეს თეორიაში, მორალი და ჭეშმარიტება, ის არისტოკრატიული ფენომენია,
რომელიც გააჩნია ზეკაცს. ზეკაცი არის იდეალი, ადამიანის ამაღლებული
ღირებულებების სრულყოფილება, რომელსაც აქვს ზღვასავით დიდი, ძლიერი და სავსე
შესაძლებლობები, როგორც სამყაროს განვითარების ასევე ძალაუფლების მოპოვების.
თავად ნიცშე ამბობს,რომ ღირებული ზეკაცისთვის არის „ზიზღი“ რომელშიც
ვგულისხმობთ დაუკმაყოფილებლად სიარულის სურვილს უფრო მაღალი ქვეყნიერი
სიმაღლეებისკენ. ტექსტში ასევე მნიშვნელოვლია აღწერილი ადამიანთა
თავისებურებები, რომელიც ზეკაცს უყვარს, ასეთია ზიზღის მქონე ხალხი, ადამიანები
რომლებიც არ იყურებიან ზეცისკენ და ყოველივე ძლიერებით თავსაც კი დადებენ
ძალაუფლებისთვის, რისკიანი ადამიანები ვისთვისაც ომში გამარჯვება პირველია,
მეცნიერების მეძებარი ადამიანები, ვისთვისაც შემოქმედებითობა და ძლიერება ჰყვავის,
ის ვისი სულიც და გულით თავისუფალია ყოველგვარი შეზღუდვებისკან და სულიერი
კანონებისგან.ზეკაცის თვისებებიც სწორედ ასეთია, მაგრამ განა ყველას შეუძლია ზეკაცი
გახდეს? რა თქმა უნდა, სინათლე რომელიც უპირველესად ღირებულია ადამიანის
პიროვნებისთვის, ჯერ კიდევ შესაძლებელია იპოვონ საკუთარ თავში ადამიანებმა,
მიუხედავად მათი ბუნებისა და ბნელი სამყაროსი, ნიცშე ამბობს „ საკუთარ თავში ჯერ
ქაოსი უნდა გქონდეთ,რომ მოცეკვავე ვარსკვლავი შვათ“ (ნიცშე 2017,49). მთავარია
ადამიანებმა დაინახონ რაოდენ დიდი ჭუჭყი და ნაგავია მათ სულსა და არსებობაში.
ნიცშეს იდეოლოგია სწორედ იმაზეა დამყარებული, რომ გვასწავლოს გზა რომელიც
დაკნინებულმა ბუნებამ უნდა გაიაროს ზეკაცობამდე. ეს პროცესები ადამიანის სულის
მეტამორფოზას უკავშირდება. თავდაპირველი მდგომარეობა ემსგავსება აქლემის
მდგომარეობას, სადაც ღონიერება და მოწიწებაა მთავარი თვისებაა, ამ პროცესში
ადამიანს უწევს ყოველგვარი სულიერი თუ ფიზიკური ტკივილების ატანა (სულის
მდგომარეობა ჩვეულებრივ აისახება ფიზიკურადაც), განსაცდელის, დამცირების, შიშის,
ზიზღის თუ ყოველივე ამის ძლიერება მოიპოვოს, როგორც წერია „ მისი ღონე სულ მეტ
და მეტ სიმძიმეს ელტვის“ (ნიცშე 2017,54). მეორე სახეცვლილება არის ლომის
მდგომარეობაში, რომელიც გამოიხატება თავისუფლების მოპოვებით ბატონად ქცევაში,
ლომი როგორც უკვე ძლიერი არსება, ცდილობს მისი მიზანი გახდეს ის რაც მის სულს
სურს „ თავს რომ თავისუფლება მოუპოვოს ახალი ქმნისთვის-ამას კი ჰყოფნის ლომის
ძალა“(ნიცშე 2017,55). აქ ყველაზე საინტერესო ისაა რომ ლომს როგორც
ძალაუფლებისკენ მიზანმიმართულ არსებას უჭირს ახალი ღირებულებების
შექმნა,რადგან აქლემის და ლომის სულიერი მდგომარეობის შერწმის შედეგად უფრო
მეტად საშიში იქნება, რომ შესაძლოა ადამიანს საკუთარი თავისუფლება,
თავისუფლებად მოეჩვენოს, სინამდვილეში კი წინ სვლის ნაცვლად უკან გადადგას
ნაბიჯები. ღირებულების შექმნისთვის კიდევ უფრო მეტია საჭირო, ზუსტად კი - ბავშვის
მდგომარეობა „უმანკოებაა ბავშვი და დავიწყება, ახალი დასაწყისი, თამაში,თავისით
გაგორებული ბორბალი, პირველი მოძრაობა, ღვთაებრივი დასტური“(ნიცშე 2017,56),
ბავშვი როგორც ასეთი არის ზეკაცი,რომელსაც არ კანონები ამოძრავებს, არც
ლიბერალიზმი და არც სხვა ქვეყნიერებას ეძებს, ბავშვი არის იდეალი ნიცშეს
იდეოლოგიის,რომელიც ქმნის ახალ ღირებულ სამყაროს, ამიტომაც მხოლოდ ბავშვის
მდგომარეობაშია შესაძლებელი სამყაროს ჭეშმარიტების დანახვა, ახლად გახელელი
თვალებით.

გამოყენებული ლიტერატურა : 1. ნიცშე. „ასე იტყოდა ზარათუსტრა.“ წიგნში შესავალი


თანამედროვე აზროვნებაში2, 43-65. თბილისი :ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა,2017.

You might also like