You are on page 1of 1

ფორმალური განათლება ადამიანის ინტელექტუალური კოეფიციენტის ზრდის

უალტერნატივო, შეუცვლელი საშუალებაა

ფორმალური განათლება არის გადამწყვეტი და შეუცვლელი გზა ინდივიდის


ინტელექტუალური კოეფიციენტის გასაზრდელად. ხელმძღვანელობისა და
მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს მეშვეობით, ფორმალური განათლება
ფუნდამენტურ როლს თამაშობს შემეცნებითი შესაძლებლობების, კრიტიკული
აზროვნების და პრობლემის გადაჭრის უნარების ჩამოყალიბებაში.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტები სწავლობენ სხვადასხვა საგნებს . ამან


შესაძლოა ხელი შეუწყოს ინტელექტუალურ განვითარებას. თუმცა მხოლოდ ფორმალური
განათლება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანი იყოს მაღალი ინტელექტის
მქონე. როგორც ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებ "ოთარაანთ ქვრივში" აღნიშნავს არჩილი ,
არის რაღაცეები რასაც წიგნში ვერ ამოიკითხავ და მაგალითად გიორგიც მოიყვანა ,
რომელმაც არჩილს ვენახის გაშენების შესახებ კარგად აუხსნა, მიუხედავად იმისა , რომ
მას არ აქვს წიგნები წაკითხული და ფორმალური განათლება მიღებული .

არჩილმა აღნიშნა ისიც, რომ აუცილებელია ფორმალური განათლებაც, თუმცა ბევრი


"მწიგნობარი" ამას ვერ იყენებს სწორად და ჭკუას არიგებენ სხვებს თითქოს ძალიან
ჭკვიანები იყვნენ. საბოლოო ჯამში მათ არც რაიმე ჯციან და არიან ფარისევლები.
ამიტომაც არის საჭირო ადამიანმა ისწავლოს ისეთი რაღაცეებიც, რასაც ვერ ისწავლის
წიგნში.

დასასრულს, ფორმალური განათლება რჩება შეუცვლელ საშუალებად პიროვნების


ინტელექტუალური კოეფიციენტის გაზრდისათვის, თუმცა აქვე აუცილებელია ადამიანს
ჰქონდეს ცხოვრებისეული გამოცდილებებიც და შეცდომაზე ისწავლოს რაღაცეები . სხბა
შემთხვევაში უბრალო ფორმალური განათლება და წიგნების კითხვა არაფრის მომცემია

You might also like